ფრონეს ხეობა
ფრონეს ხეობა
ბრეთი
ბრეთი ზემო ქართლის უძველესი სოფელია. იგი მდინარე ფრონეს მარცხენა მხარეს, დვანის ხეობაში მდებარეობს. აქ მოღვაწეობდა 13 ასურელ მამათაგანი - პიროს ბრეთელი. იგი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულა იოანე ზედაზნელთან ერთად და დაუარსებია ბრეთის მონასტერი. "მტკვრის ჩრდილოეთ, დვანის წყლის აღმოსავლეთ არს ბრეთის მონასტერი უგუნბათო, რომელი ჰქმნა პიროს მამათაგან და დაფარული არს იგიცა მუნვე", - გადმოგვცემს ვახუშტი ბატონიშვილი. პიროსს ბრეთი ერთ-ერთ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად უქცევია. მონასტრის და ბერების არსებობას უკავშირებენ სოფლის სახელის წარმოშობასაც - ბერეთი - ბრეთი.

სოფლის ცენტრში, პიროსის ეკლესიის გვერდით, დგას წმინდა გიორგის სახელობის საყდარი, რომელიც VIII-IX საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. მამა პიროსის ეკლესია გადაკეთებულია, დაკავშირებულია წმინდა გიორგის ეკლესიასთან და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის ზედა ნაწილები გასულ საუკუნეებში შეუკეთებიათ, რიყის ქვითა და აგურით ამოუყვანიათ, აღუდგენიათ მინაშენებიც, ამ ხანაშია აგებული სამრეკლოც.

მამა პიროსის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი შუა საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება.

ბრეთის ხევი და სოფელი ბრეთი საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში სამეფო კარს ექვემდებარებოდა.

ბრეთი ურბნისის საეპისკოპოსოში შედიოდა. 1712 წელს ვახტანგ V-მ სიგელები განუახლა ურბნისის ეკლესიას და გამოსაღებისგან გაათავისუფლა. მამულების სიაში, სხვა სოფლებთან ერთად, დასახელებულია ბრეთიც. ვახტანგ მეფის განჩინებით, ბრეთის სასახლეს შუაზე იყოფენ ზაზა და ლუარსაბ ავალიშვილები. შემდეგ კი ქაიხოსრო და ედია ავალიშვილები ინაწილებენ სოფლის ყმა-მამულებს.

1818 წლისათვის ბრეთში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარები: სამსონაშვილი, დათუაშვილი, სააკაშვილი, ხელისუფალი, ზერეკიძე, ედილაშვილი, მზექალაშვილი, დავარიშვილი, ლელიძე, ლაშაური, ბაინდურაშვილი, ზუბიაშვილი, ზარდიაშვილი, კეცხოველი (აზნაური), თედიაშვილი, გოგიჩაიშვილი, მიროტაძე, სალარიძე, შატბერაშვილი და სხვა. დროთა განმავლობაში სოფელში დასახლებულან: ინაური, ფიცხელაური, ხორგუაშვილი, ჯანიაშვილი, კიკოლაშვილი, ტყილაშვილი, ავანაშვილი, ამანათაშვილი, მურაჩაშვილი, კვირიკაშვილი, სანთლიკუდაშვილი (აზნაური), ლომიძე და სხვა. 1830-1842 წლებში - მედაშვილი, სააკაძე და სამხარაძე. 1842-1859 წლებში - შალიხაშვილი, ახტანჯელიშვილი, ჯაფიაშვილი, კვესიაშვილი, ლაზარაშვილი, კრიხელი, კაკუაშვილი და სხვა. 1859-1873 წლებში - ახალკაცი, თორიკაშვილი, შათაშვილი, პაატაშვილი, თხელიძე. 1873 წელს 226 ებრაელი ცხოვრობდა.

მას შემდეგ, რაც ახალციხის მხარე საქართველოს შემოუერთდა, ავალიშვილებმა ბრეთიდან მოსახლეობის ერთი ნაწილი აჰყარეს და თავიანთ ყოფილ მამულში - ბორჯომის ხეობაში დაასახლეს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბრეთიდან სოფელ ჭობისხევში გადასახლებულან: სამსონაშვილები, ზაქაშვილები, მინდიაშვილები, ხუციშვილები, შოთაშვილები, კიკოლაშივლები, ვარდიაშვილები, ტყუილაშვილები, სადგერში: თედიაშვილები და ამანათაშვილები.

KARIBCHEბრეთში შედიოდა სოფლები: არადეთი, ძლევიჯვარი, საღოლაშენი, წვერი.

1897 წლის "ივერია" გვამცნობს, რომ "სოფელ ბრეთში ყოველ წლობით, აღდგომის მეორე დღეს ვდღესასწაულობთ ხოლმე დღეობას, რომელსაც ვეძახით "გარეგნობას", რადგან შემოსული მღვდელი სახარებით და ხალხი ხატებით გარშემო უვლის სოფელს. წელსაც გაჩაღდა დღეობა, გვეწვივნენ მახლობელი სოფლებიდან სტუმრები და თუმცა ცა მოღრუბლული იყო, მაგრამ ვილხინეთ ჯერ დაირა "ბუზიკით" და შემდეგ გავმართეთ ჭიდაობა".

***
ბრეთი ლამაზი ქართული მართლმადიდებელი სოფელია, სტუმართმოყვარეობით და ალალი გულით გამორჩეული მოსახლეობით. აქ თითქმის 11 წელია ბერი ზაბულონი (გელაშვილი) მსახურობს (ახლახან არქიმანდრიტად აკურთხეს). მან მსახურება 24 წლისამ დაიწყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სოფელში დედათა მონასტერიც დაფუძნდა, ტაძარიც კეთილმოეწყო და სულიერი ცხოვრება აღმავლობის გზით წავიდა.

მაია ჯაფიაშვილს მოვუსმინოთ: - გადმოცემის თანახმად, აქაურობა ტყით ყოფილა დაფარული. ბრეთს ორი სერი აკრავს - ბრეთის და წვერის სერები. სოფელი წვერი ფრონეს ხეობაშია და ბრეთს ესაზღვრება. ტყიანი მთის წვერიდან წვერის ტაძრის გუმბათი ჩანს. აქ მხოლოდ ბერები ცხოვრობდნენ. ბრეთის და წვერის სამების ტაძრები ერთმანეთს თურმე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდნენ.

პიროს ბრეთელის მოღვაწეობის შესახებ მცირე ცნობებია შემორჩენილი. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, პიროსს სამოღვაწეოდ წილად ხვდა ქართლი. ის ჩვენს სოფელში დამკვიდრებულა. საძმოც გაზრდილა და დიდი მონასტერი დაარსებულა. ღვთის მადლით, დღესაც არის ბრეთში მონასტერი.

თავიდან პიროს ბრეთელმა ააშენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც დღეს პიროს ბრეთელის სახელობის ტაძრად მოიხსენიება. ხოლო VIII საუკუნეში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც აშენდა. ამ ორ ტაძარს ერთი კედელი აქვს. "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს, წმინდა მამა იმ ტერიტორიაზე დაიკრძალაო, მაგრამ ზუსტად უცნობია, სად არის. პირობითად ტაძარშია მოწყობილი მისი საფლავი.

KARIBCHE

ბრეთის მოსახლეობისთვის წმინდა პიროს ბრეთელის და წმინდა გიორგის ტაძრებში ძალიან დიდი სიწმინდეა. ღვთის მადლით, ტაძარიც ამოქმედდა. მამა პიროსის და წმინდა გიორგის მადლი მთელ სოფელში ტრიალებს. ჩვენი სოფელი იმით გამოირჩევა, რომ აქ სექტანტები არ ცხოვრობენ. ყველანი მართლმადიდებლები ვართ. ტაძრის ამოქმედების შემდეგ მრევლის სიმრავლეც შეინიშნება. თითქმის ყველა თაობა დადის ტაძარში. მადლობა ღმერთს, რომ მოძღვარიც გამორჩეული გვყავს. ღვთის დაშვებით მოხდა, რომ ბრეთში მოღვაწეობს. ხალხს ძალიან უყვარს მამა ზაბულონი. ღმერთმა გააძლიეროს. ბავშვობაში, როცა ჩვენს ტაძარში შიშით შევდიოდი. შიგნით უკუნი სიბნელე იდგა, ყველაფერი გაშავებული იყო. დღეს კი ტაძრიდან გამოსვლა აღარ მინდა.

სოფლის ყველაზე დიდი უბანია ედილაანთ უბანი. აქ ძირითადად ედილაშვილები სახლობენ. ჯაფიაანთ უბანში - უმრავლესობა ჯაფიაშვილია. აქ წინათ ებრაელებიც ცხოვრობდნენ, თავიანთი სამლოცველო-სინაგოგაც კი აუგიათ. ისინი თავად ავალიშვილების ყმებად ითვლებოდნენ. აქედან შემდეგ სურამში გადასულან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებობს ებრაულ ენაზე შესრულებული XVII საუკუნის ბრეთის ბიბლია. ის დაცული იყო სინაგოგაში. თურმე ვინც მასზე დაიფიცებდა, ფიცს წყალი არ გაუვიდოდა. თუ დამნაშავე არ დაიფიცებდა, მისახვედრი იყო, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ეს ხელნაწერი დაკარგულია. სახელმწიფო მუზეუმში ინახება ბრეთის საწინამძღვრო მოოქრული ჯვარი.

KARIBCHEმიუხედავად გაჭირვებისა, ახალგაზრდებს სოფელი არ დაუტოვებიათ, - მიამბობს მაია, - ბრეთში საკმაოდ დიდი სკოლა გვაქვს. გვიყვარს ჩვენი სოფელი და ვცდილობთ, სიკეთე ვთესოთ, სულიერად გავძლიერდეთ და ჩვენს მოძღვარს, მამა ზაბულონს გვერდით დავუდგეთ.

***
ბრეთის ახლო წარსული კარგად ახსოვს მაყვალა ბებოს. "ჩვენი ტაძარი დანგრევის პირას იდგა. ტაძარს დარაჯი ჰყავდა, შურა (შურკა) მანდიაშვილი. მამა პიროსის ტაძარში შესვლა არ შეიძლებოდა. ქვები ცვიოდა. ღვთის შეწევნით და ჩვენი მამა ზაბულონის წყალობით ტაძარს დიდი ყურადღება მიაქციეს. ორი ვაჟი მყავს, მესამე შვილად მამა ზაბულონი მიმაჩნია. ძალიან მადლიანია ჩვენი ტაძარი. თუ ვინმე შესთხოვს, უნუგეშოდ არავის ტოვებს. ვიდრე კომუნისტები ტაძარს დახურავდნენ, აქ ჩემი მამამთილი, მამა სიმონ ყიფშიძე მსახურობდა და კარგი სახელითაც სარგებლობდა. მამა სიმონთან ერთად მსახურობდა ამ ტაძარში მამა მიქაელიც. მოგეხსენებათ, მაშინ იკრძალებოდა ტაძარში შესვლა, ნათლობები. ამიტომ ეს მამები სახლში ჩუმად ნათლავდნენ ხალხს. ჩემი მამამთილი კეთილშობილი, გულისხმიერი ადამიანი იყო, ეკლესიისთვის თავდადებული. მახსოვს, როგორ იდგა შინ, თავის სალოცავ კუთხესთან და ლოცულობდა. მუდამ სიყვარულს, მიმტევებლობას და სიკეთეს გვიქადაგებდა. ყიფშიძე სასულიერო გვარი გახლდათ. ჩემი მამამთილის დის ქმარიც მოძღვარი იყო, დიდად კეთილშობილი ადამიანი. სოფელი რწმენით და ღვთის სიყვარულით ცხოვრობს".

ბრეთში მეგზურობას დედა ნეონილა მიწევდა.

***
ბატონი გიორგი ხელისუფლის ოჯახს აქ ყველა პატივს სცემს. ეს ოჯახიც ყველას მოამაგეა. ბატონი გიორგი სოფლის გამგებელი გახლდათ, დღეს ამ საქმეს მისი ვაჟი აგრძელებს.

KARIBCHE- ბრეთში 490 კომლი ცხოვრობს. სოფელი ძირითადად მეხილეობას მისდევს. მეცხოველეობა ნაკლებადაა განვითარებული. მთიანი ადგილები არ არის. ვშრომობთ. ვცდილობთ, ეკლესიურად ვიცხოვროთ. ეს ჩვენი ისტორიული ტაძარი დანგრეული იყო, სახურავზე ბალახი ბიბინებდა. მღვდელი კი გვყავდა, მამა რომან ახალკაცი, მაგრამ მსახურებას უკრძალავდნენ. ტაძარში კომუნისტებს რა აღარ ჰქონდათ შეტანილი - სასუქი, სამშენებლო მასალა... მერე მამა ზაბულონს მოსახლეობა დავუდექით გვერდით და ეკლესია აღვადგინეთ. ის ახლა სოფლის სიამაყეა. რაც ეკლესია ამოქმედდა, სოფელში სეტყვა არ მოსულა. როცა წამოვა სეტყვის ღრუბელი, ისე გადაივლის და გაიფანტება, რომ ერთ კაკალსაც არ ჩამოაგდებს. ისეტყვება ისეთი სოფლები, სადაც იეღოველები არიან და პატივს არ სცემენ ეკლესიას.

წლების წინ სოფლის ახალგაზრდობა მისდევდა აზარტულ გართობებს. ახლა უმეტესობა დასაქმებულია ეკლესიის მშენებლობაზე. მე ვიყავი ამ მშენებლობის ხელმძღვანელი. ყველანი უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტაძრის მშენებლობას. სოფელში ზარების ხმა რომ ისმის, აქაურებს დიდ სტიმულს აძლევს, სულს უამებს.

ვცდილობთ, სოფელი ფეხზე დავაყენოთ. წყაროს წყლებთან ერთად წყალი ყველას აქვს ოჯახში. ცოტა გზა არის მოსაწესრიგებელი. შეგვპირდა პრეზიდენტი - ცოტა ხანში გზასაც გაგიკეთებთო. შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი) ბრეთაშია დაბადებული. ფსევდონიმი - მღვიმელი აქედან მიუღია: სოფლის სერზე მღვიმე ყოფილა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს მღვიმე. ეკლესიიდან გვირაბი გადიოდა, ერთი მათგანი მღვიმეში ადიოდა. ამბობდნენ, მღვიმეში ბერები ცხოვრობდნენო. მამა პიროსიც იქ ცხოვრობდა, მაგრამ წირვა-ლოცვისთვის ქვევით, ტაძარში ჩამოდიოდაო. როცა ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, ვნახეთ ის ტრაპეზის ქვა, სადაც მამა პიროსი ლოცულობდა.

დედათა მონასტერი
წმინდა პიროს ბრეთელის ტაძრის გვერდით დედათა მონასტერია. მისი წინამძღვარია მამა ზაბულონი, კეთილმოწესე - დედა ნეონილა. დედებს დრო ლოცვასა და შრომაში გაჰყავთ. მონასტრის თაობაზე საუბარი დედა ნეონილასა და დედა თომაიდას ვთხოვე.

KARIBCHEდედა ნეონილა: "მეუფე იობის კურთხევით გაიხსნა წმინდა პიროს ბრეთელისა და წმინდა გიორგის ტაძარი და იმ დღიდან მამა ზაბულონი წინამძღვრობს. რამდენიმე წლის შემდეგ დედათა მონასტერიც მოგვეცა. თავიდან მონასტრის შენობაში ამბულატორია იყო.

ვიდრე ბრეთში მოვიდოდი, სურამის დედათა მონასტერში ვმსახურობდი. მამა ზაბულონი იყო იქ ჩვენი მოძღვარი. მერე ოთხი თვით გადაიყვანეს ბოლნისში და მე და დედა ანგელინა გავყევით. ბოლნისში შედგა ამჟამინდელი ჩვენი დობა. ერიდანაც გამოჰყვა მამა ზაბულონს დედა თომაიდა. მეუფე იობის კურთხევით, ბრეთში მონასტერი უნდა დაფუძნებულიყო და როცა მამა ზაბულონი ბოლნისიდან ისევ ეპარქიაში გადმოიყვანეს, დედებიც გამოვყევით.

დასაწყისში დროებით დაგვითმეს საცხოვრებელი სახლი. ასე ვცხოვრობდით ოთხი წელი. მერე კი ამჟამინდელი შენობა გადმოგვეცა. მონასტერში ამჟამად ოთხი მონაზონი ვცხოვრობთ - დედა ანგელინა, დედა თომაიდა, დედა დინარა და მე. მონასტრული ტიბიკონის გარდა, ბაღებს ვამუშავებთ, ვცდილობთ, საკუთარი საზრდო მოვიპოვოთ. ხელსაქმესაც მივდევთ.

კეთილმოწესის ჯვარი მართლაც მძიმეა. პირადი ცხოვრებით უნდა უჩვენო სხვებს მაგალითი. წმინდა დედათა ცხოვრების კითხვა ძალიან მეხმარება. ეს ადამიანები თავმდამბლობით, სიყვარულით და მორჩილებით მოღვაწეობდნენ. ეს მოგვეთხოვება ყველა მონაზონს. ვცდილობ, რომ ასეთი ურთიერთობა მქონდეს დებთან.

ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურები მარადიულს და ამით ვხარობ. რასაც ვაკეთებ, უფლისთვის ვაკეთებ. სიცოცხლის ბოლომდე უნდა იღვაწო, რომ სრულყოფილი მონაზონი გახდე.

16 წლის ვიყავი, მონასტერში რომ წავედი. ჩემი მოძღვარი მეუფე დავითი (ტიკარაძე) გახლდათ. 15 წლისამ გამოვთქვი სურვილი მონასტრული ცხოვრებისა. როცა დედა დარწმუნდა ჩემი გადაწყვეტილების სიმყარეში, პირჯვარი გადამწერა, დამლოცა და გამიშვა მონასტერში. ახლა 26 წლის ვარ.

დიდ შეწევნას ვგრძნობ წმინდა პიროს ბრეთელისგან. გადმოცემით, მამა პიროსი სინანულის მოძღვარი გახლდათ. ყველა ადამიანისთვის, მით უფრო მონაზვნისთვის, ხომ სინანული მთავარია ღმერთთან მისაახლებლად...

სოფელში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ყველაფერში გვერდით გვიდგანან. შეიძლება ყველა არ იყოს ეკლესიური, მაგრამ კეთილგანწყობას მუდამ ვგრძნობთ. სიყვარული აქვთ ეკლესიის მიმართ".

დედა თომაიდა (მინდიაშვილი):
- წარმოშობით სოფელ ბრეთიდან ვარ. ეკლესიური ცხოვრება ტაძრის ამოქმედების შემდეგ დავიწყე. მაშინ არც ისე პატარა ვიყავი. მერე მედავითნეობა ვისწავლე და მამა ზაბულონს ვეხმარებოდი წიგნის კითხვაში. შემოსილი დედების შემყურეს გამიჩნდა სურვილი, მეტი გამეგო მათ შესახებ და ღვთისთვის მიმეძღვნა ცხოვრება. ღვთის ნებით, დღეს მონაზონი ვარ. ვცდილობთ, ღვთის მოსაწონად ვიცხოვროთ და სხვასაც შევეწიოთ. ხან გვიჭირს, ხან გვილხინს. განსაცდელს ყოველთვის უნდა ელოდებოდეს ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ განსაცდელის მერე ისევ მოვა სიმშვიდე, მადლი. როცა ადამიანი დაეცემა, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე. ღმერთს უნდა მიენდო და ღვთის ნებით მიიღო ყველაფერი. ვნანობ, რომ უფრო ადრე არ წავედი მონასტერში...

ვისურვებდი, რწმენა და სიყვარული გაძლიერდეს ხალხში. ამით ერსაც ეშველება და ქვეყანაც გადარჩება.

***
მამა ზაბულონმა საუბარში წარსული გაიხსენა და ისიც, რამაც გადააწყვეტინა ბერული ცხოვრება: - დავიბადე თბილისში 1972 წელს. ჩვენს კორპუსში პირველი ბავშვი მე დავბადებულვარ. მეზობელს დედაჩემისთვის აკვანიც უთხოვებია. რომ წამოვიზარდე, ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე მათ ოჯახს. მათთან ვნახე პირველად ბიბლია. მისვლისთანავე გადავშლიდი და ვკითხულობდი. მერე ვითხოვე შინ წასაკითხად. მას მერე სურვილი გამიჩნდა, აღსარება მეთქვა და ცოდვები მომენანიებინა. მივხვდი, არასწორად ვცხოვრობდი. ვფიქრობდი, მენახა ისეთი ადამიანი, ვინც ეკლესიაში წამიყვანდა და დამაკვალიანებდა. ჩემი მეზობელი ნინო ჯოგლიძე დიდუბის ეკლესიის მრევლი გახლდათ. მასთან მივედი. ამიხსნა, როგორ მემარხულა და შემპირდა, სააღდგომოდ ეკლესიაში წაგიყვანო. პირველი აღსარება დიდუბის ტაძარში, მამა პეტრე ბარამიძესთან ვთქვი. აღდგომის დადგომიდან რამდენიმე საათით ადრე, აღსარების შემდეგ ლიტანიობის დაწყებას ველოდებოდი. პატრიარქის იეროდიაკვანმა დიმიტრიმ დამიძახა (ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე) და ლიტანიობის დროს აღდგომის ხატის დაჭერა მთხოვა. ამბიონზე დამაყენეს დიდი აღდგომის ხატით ხელში. გვერდით მოძღვრები მედგნენ. ზარების დარეკვის შემდეგ დაიწყო ლიტანიობა. საოცარ სიხარულს ვგრძნობდი, თანაც ვეზიარე. ასე გავხდი დიდუბის ეკლესიის აქტიური მრევლი.

მიწევდა ხოლმე მონასტრებში სიარული. ზედაზნის მონასტერში მივდიოდით მრევლთან ერთად. მერე მომიწია საპატრიარქოში უწმინდესთან ყოფნა. მისი ლოცვა-კურთხევით, იქ მორჩილებებს ვასრულებდი. უწმინდესმა თქვა, მცხეთაში, ჯვარზე მონასტერი მინდა დაარსდეს და იქ ბერი გავგზავნოო. არჩევანი მამა ბასილზე (მაჩიტაძე) შეაჩერა. მან რამდენიმეს გვთხოვა, თუ სურვილი გაქვთ, გვერდით დაგვიდექით ჯვრის მონასტრის დასაფუძნებლადო. დავთანხმდით.

KARIBCHE
მამა ზაბულონი მრევლთან ერთად

დიდი მარხვა იყო. მარხვის დამთავრების შემდეგ მონასტერში მობრძანდა მეუფე იობი და რამდენიმე კაცი წაგვიყვანა ბათუმისა და სხალთის ეპარქიაში - მაშინ იქ მოღვაწეობდა. მეუფემ სხალთის მამათა მონასტერში გამიშვა. წინამძღვარი მამა ილარიონი იყო (ამჟამად დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარია). რამდენიმე თვე სხალთაში ვცხოვრობდით. მერე ეპარქიები გაიყო. ბათუმისა და სხალთის ეპარქია ჩააბარეს მეუფე იობს. ჩვენ მისი სულიერი შვილები ვიყავით და ბუნებრივია, მეუფესთან დავრჩით. ბათუმში, რეზიდენციაში მეუფემ იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერი დააარსა. იქ მორჩილება მქონდა - მედავითნეობა. ერთი კვირა ვიყავი მედავითნე, ერთი კვირა კი ზარებს ვრეკავდი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. მერე მეუფეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაშიც გადმოვყევით. ცოტა ხანში ბერად აღვიკვეცე. ვმსახურობდი ხაშურში, სურამში. მერე ბრეთში გამომიშვეს. მას შემდეგ აქ ვმსახურობ.

თავიდან ცოტა გამიჭირდა ხალხთან ურთიერთობა. ტაძარიც აღსადგენი იყო... მაგრამ ცხადად ვგრძნობდი ღვთის შეწევნას. ბინაც გამოგვიჩნდა. ნელ-ნელა მოსახლეობაც დაგვიდგა გვერდით და ტაძარიც კეთილმოეწყო. დიდ მიღწევად ვთვლი, რომ სოფელში სექტანტები არ არიან. სოფელს სჭირდება სულიერი წინამძღვარი. ამ ხეობაში რამდენიმე სოფელია. თავიდან ამ სოფლებშიც მიწევდა სიარული. პირველი ტაძარი საღოლაშენში გაკეთდა, მერე - ბრეთში. ახლა ამ ხეობაში მარტო ოთხი მღვდელი მსახურობს. აქედან სამი ბერია. რამდენიმე სოფელი აქვთ ჩაბარებული. ეს მეუფე იობის დიდი დამსახურებაა. მეუფის ჩამობრძანების შემდეგ სამღვდელოება, ეკლესია-მონასტრების რიცხვი საგრძნობლად გამრავლდა.

- მამაო, მაინც რა მოეთხოვება ადამიანს ამ ქვეყანაზე?

- პირველ რიგში საკუთარ სულზე ფიქრი. ადამიანი ხომ ღმერთის ყველაზე დიდი და საყვარელი ქმნილებაა. ადამიანის გამო უფალი ჩვენი ჯვარზე გაეკრა და უდიდესი სიყვარულის მაგალითი მოგვცა. ადამიანმაც, თავის მხრივ, უმადურობა არ უნდა გამოიჩინოს და იფიქროს სულის გადარჩენაზე. ამაში იგულისხმება მოყვასის პატივისცემა, სიკეთის კეთება, სიყვარულით ცხოვრება... მორწმუნე მუდამ თავის თავს უნდა აკონტროლებდეს, - არ მოითხოვოს იმაზე მეტი, რისი შესაძლებლობაც აქვს. "სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსაო", - დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს. მამები გვასწავლიან, რომ წრფელი მდგომარეობა არის ის, როცა შენი ხვედრით კმაყოფილი ხარ და მინდობილი ხარ უფალს.

- როგორ ებრძოდით შურს, მამაო?

- ადამიანი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს თავს, რათა ცოდვაში არ ჩავარდეს. შური ჩნდება, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ადამიანი გონიერი არსებაა. უნდა გააანაზილოს თავისი სულიერი მდგომარეობა. თუ შეასუსტებს ამ სალმობას, უნდა დაიწყოს მკურნალობა და თავის თავში ამის აღმოფხვრა. შური პირველ რიგში სიყვარულით უნდა ჩავანაცვლოთ. ვისიც გშურს, მას სიყვარული უნდა უჩვენო. ისე ამ ცოდვისგან რთულია განთავისუფლება. მეტ-ნაკლებად ყველას ახასიათებს. ამიტომაც ვართ ქრისტიანები, რომ უნდა შევეწინააღმდეგოთ და ვებრძოლოთ ჩვენს ვნებებს - მათ შორის შურსაც.

- მამაო, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის თითოეული დღე?

- ერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ ყოველი ჩვენი დღე უნდა იყოს მოვაჭრება მადლისა. როგორც ვაჭარი გადის და ყოველდღიურად ცდილობს, შინ მეტი ნავაჭრით დაბრუნდეს, ასევე ქრისტიანი ყოველი დღის დაწყებით უნდა ცდილობდეს, უფრო მეტი მადლი მოიხვეჭოს. მადლი უნდა მოვძებნოთ ეკლესიური საიდუმლოების შესრულებაში და სიკეთის აღსრულებაში.

ლოცვა - ღმერთთან საუბარია. დილას რომ გაიღვიძებს ადამიანი, უნდა ადიდოს უფალი და შესთხოვოს შემწეობა. კარგი იქნება, ჰქონდეს საეკლესიო კალენდარი და იქ წაიკითხოს იმ წმინდანის ცხოვრება, ვისი ხსენებაცაა და სთხოვოს შემწეობა. საღამოს, ძილად მისვლის წინ, წაიკითხოს ძილის ლოცვები და მადლობა შესწიროს უფალს, რომ იმ დღემ მშვიდობით ჩაიარა, შესთხოვოს ისიც, რომ მშვიდობის დილა გაუთენდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat