არმაზი
არმაზი
არმაზი მცხეთიდან სამ კილომეტრში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იქვეა სოფელი ძეგვიც. ამ ორ, მართლაც საოცრად ლამაზ სოფელში ასევე კარგი და თბილი ხალხი ცხოვრობს. უყვართ თავიანთი კარ-მიდამო და მას არანაირ სიმდიდრეში არ გაცვლიან. სიდუხჭირეზე საჯაროდ არ ჩივიან, მაგრამ უცხო თვალი უმალ შეამჩნევს, რომ უჭირთ.

არმაზში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იოანემ (კიზირია) მიმასპინძლა. მისმა სულიერმა შვილებმა მიამბეს სოფლის წარსულსა და აწმყოზე.

მტკვრის ლამაზი ხეობა ტაძარს დარაჯად უდგას. წმინდა ნინოს ტაძარში თავიდან წირავდა მამა ლაზარე, დღეს ქაშუეთის ტაძრის მოძღვარი, შემდეგ - მამა ილია ნასიძე, ამჟამად დიდი სამების ტაძრის წინამძღვარი და არქიმანდრიტი, მერე - მამა მაქსიმე ფაიქიძე, ახლა ნაძალადევის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ამჯერად მამა იოანეა აქაურების სულიერი მოძღვარი. მამა იოანეს ყველა სიყვარულით იხსენიებს და იმედის თვალით შეჰყურებს. რწმენა დაგვიბრუნაო, ამბობენ.

სოფელ არმაზის შესახებ ბატონმა გიორგი (გიგო) მამისაშვილმა გვიამბო: "წინათ არმაზი პატარა დასახლება იყო. ადრე ნავთსადენსაც ეძახდნენ, რადგან აქ ნავთსაქაჩი ქარხანა მუშაობდა კომუნისტების დროს. ისტორიული სახელის დაბრუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მწერალ ლევან გოთუას. მას ძალიან უყვარდა აქაურობა, არმაზში აგარაკიც ჰქონდა.

არმაზში იყო მენავთობეთა დასახლება. ქარხანამ 1965 წლამდე იმუშავა. მის ადგილას კი საკავშირო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის ქარხანა დაფუძნდა, რომელმაც რამდენიმე კორპუსი აუშენა მოსახლეობას. საუკეთესო პირობებში ცხოვრობდნენ აქაურები. მოსახლეობის 95% ქართველები ვართ. ჩვენი სოფლის წარსულის შესახებ რაც ვიცი, პაპა მიშა ქიქოძის მონაყოლია. ეს დროული კაცი არმაზის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობდა. მეტად განსწავლული პიროვნება გახლდათ. ეს ადგილი არმაზის ციხემდე ასასვლელ-საქარავნე გზა ყოფილა. გადმოცემის მიხედვით, მეფე მირიანთან ამ ხეობით ასულა წმინდა ნინო. ისეთი დიდი ღვარცოფი მოსულა, რომ კერპები დაუნგრევია და დაბლა ჩაუტანია. ამის მნახველ მირიანს და ნანა დედოფალს უთქვამთ წმინდა ნინოსთვის - თქვენი ღმერთის სადიდებლად, სადაც გვეტყვი, სალოცავს იქ აგიშენებთო. არმაზის ციხის თავზე აუგიათ ტაძარი წმინდა ნინოს სახელზე. გვიყვარს ჩვენი სოფელი, პატივს ვცემთ სიწმინდეებს. როცა სუფრას მივუსხდებით, ჩვენი სოფლის სადღეგრძელოს ასეთი სიტყვებით ვსვამთ ხოლმე, - თბილისში იმდენი ბეღურა არ დაფრინავს, რამდენი ანგელოზიც არმაზშიო.

KARIBCHEახლა გაჭირვებაა სოფელში. ნახევარზე მეტი ქალაქის გზაზეა გამოკიდებული. ფიზიკურ შორმასთან ერთად თავი ვაჭრობით გაგვაქვს. რასაც იღებენ, ნახევარს გზაში ხარჯავენ. ღვთის ანაბრად ვართ დარჩენილები. ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ახალი ქართველები, ერთი მიწა და ერთი ღობე გვაქვს, მაგრამ წინანდელი მადლი დაკარგულია. საქალაქო ტრანსპორტი არ დადის, სკოლაც სამი კილომეტრის მოშორებითაა. მადლობა ღმერთს, ასეთ გაჭირვებულ ყოფას ეკლესიური ცხოვრება გვიმსუბუქებს. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი 1996 წელს შვილის სულის საოხად ააშენა პროკურორმა გია გიორგობიანმა. არმაზში კალოუბნის სალოცავის დღესასწაულს აღვნიშნავთ ხოლმე. ეს წმინდა გიორგის სალოცავი სოფლიდან ცოტა მოშორებითაა. გადმოცემით, მტრებს ბავშვები გაულეწიათ თურმე კალოზე. მათი სულის საოხად დაწესებულა აღდგომის მეოთხე კვირას კალოუბნობა".

ქალბატონი ციცინო გიგაურის თვალით დანახული არმაზი კი ასეთია: "ვიდრე ამ სოფელში გამოვთხოვდებოდი, ბავშვობაში ნანახი მქონდა არმაზი. აქაურებმა ძალიან თბილად მიმიღეს. არმაზში ძირითადად სურამელაშვილები, მამისაშვილები, ასლამაზიშვილები, პაპიაშვილები ცხოვრობენ. სხვადასხვა სოფლებიდან არიან გადმოსულები. ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ ჭირშიც და ლხინშიც. ჩვენი მოძღვარი გვინერგავს ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულს, პატიებას და ქრისტიანულ ცხოვრებას გვაჩვევს. მამა იოანე მუდამ ჩვენს გვერდითაა".

საუბარში ქალბატონი მანანა ახალკაცი შემოგვიერთდა: "წარმოშობით ძეგველი გახლავართ. ბავშვობა აქ გავატარე. არმაზი იმდენად შემიყვარდა, ოჯახიც აქ შევქმენი და მუშაობაც ქარხანაში დავიწყე. ქარხნის დირექტორმა ბინა მომცა. ვცდილობ, შვილები, შვილიშვილები ეკლესიურად აღვზარდო. სწავლობენ მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში. როცა რაიმე მიჭირს ხოლმე, ყოველთვის ვუკავშირდები მამა იოანეს და მისი ლოცვა-კურთხევით ვცდილობ ვიცხოვრო.

მამა ილიას (ნასიძე) წყალობით დავადექი ეკლესიურ ცხოვრებას. ახლა სვეტიცხოვლის ტრაპეზრად ვმუშაობ. ასე რომ, დიდი ურთიერთობა მაქვს ტაძართან, მამებთან, დედებთან. ყველას ვუსურვებ, იცხოვრონ მართლმადიდებლურად, რადგან ჩვენი დუხჭირი ცხოვრება უფრო შეუმსუბუქდებათ და ყველაფერს სიხარულით მივიღებთ. მამა იოანე გვასწავლის ხოლმე: თუ უფალს ახსოვს ადამიანი, გაჭირვებასაც იმიტომ გვაძლევს, რომ თავისთვის გვამზადებს და არ უნდა შევუშინდეთო".

წმინდა ნინოს ტაძარში ქალბატონი გავიცანი - 12 წელია მესანთლედ ვმსახურობო. მადლიერი ვარ უფლის, რომ ასეთ კარგ მოძღვრებთან მომიხდა ურთიერთობაო.

არმაზელებმა ყველა იმ მოძღვართან დამაბარეს მოკითხვა, ვინც მათთან თავის დროზე მოღვაწეობდა.

***
როცა მამა იოანე გავიცანი, მივხვდი, რატომ უყვართ აქაურებს ეს უაღრესად სათნო და ღვთისმოყვარე ადამიანი. მოძღვარი მონასტრულ ცხოვრებას ბეთანიის მონასტერში ეზიარა. იქ ბერული სკოლის უდიდესი გამოცდილება შეიძინა და დღემდე ტკბილად იხსენებს იმ წლებს:

- მონასტერი არის ქრისტიანობის კერა, სადაც ყველაფერი ისწავლება - მოთმინება, ლოცვა, მარხვა, სიყვარული, მორჩილება, საკუთარი თავის უარყოფა. ქრისტიანობა მონასტერში ვითარდება. ერისკაცი დაკავებულია ამქვეყნიური ცხოვრებით, ბერს კი მეტი დრო აქვს ლოცვისთვის, მარხვისთვის. დროს უქმად არ ხარჯავს, ლოცვასთან ერთად შრომობს კიდეც.

KARIBCHE

- მამაო, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა სრულყოფილებას?

- პირველ რიგში, საკუთარი დაცემული ნება უნდა უარყოს, მერე ღმერთი გაძლევს ლოცვის, მოთმინების ძალას. აუცილებელია ხშირი ლოცვა, რითიც შეიძლება ადამიანმა სხვადასხვა სათნოება შეიძინოს. ჩემს მრევლს ვმოძღვრავ ხოლმე, რომ შეძლებისდაგვარად და ზომიერად, რაც შეიძლება მეტი ილოცოს. ლოცვა სულიერი ღვაწლია. თუ მეტს ვილოცებთ და ნაკლებს ვილაპარაკებთ, უფრო მეტ წარმატებასაც მივაღწევთ.

- მამაო, ბეთანიის შემდეგ სად გააგრძელეთ მოღვაწეობა?

- ქობულეთის რაიონში არის ხონის მამათა მონასტერი. იქ ვიყავი მორჩილად. მერე იქ წინამძღვრად მაკურთხეს მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით. ცოტა ნესტიანი ადგილია, თავს ვერ გავუფრთხილდი და გავცივდი. მერე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აქ გადმომიყვანეს. მეოთხე წელია არმაზში ვმსახურობ. თავიდან აქ პატარა სახლში ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს არმაზში. უმეტესობა ჩვენი ტაძრის მრევლია. ახალგაზრდებიც ეკლესიურად ცხოვრობენ. ძალიან კარგი მგალობლები, მედავითნეები გვყავს. დედა მარიამი ძეგვიდან ჩამოდის და ერთად ვლოცულობთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

არმაზის ციხე
ეს ციხე მდინარე მტკვრის ახლოს, ქართლის ქედის ბოლოში, ტერასებიანი კლდოვანი მთის კეხსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდზე მდებარეობს. ამ ადგილს მოსახლეობა ბაგინეთს უწოდებს. წყაროების მიხედვით, მას თავდაპირველად ქართლი ერქვა. სახელწოდება "არმაზციხე" უკავშირდება წარმართულ ღვთაება არმაზს, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, მეფე ფარნავაზმა ქრისტეშობამდე IV ს-ის ბოლოს და III ს-ის დასაწყისში ააგო, სამეფოს უზენაეს ღვთაებად გამოაცხადა და მთის მწვერვალზე მისი კერპი აღმართა. მცხეთის დედაქალაქობის პერიოდში არმაზი შიდაციხის მოვალეობას ასრულებდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქი თბილისი გახდა, არმაზმა პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. 735-738 წლებში იგი არაბებმა დაარბიეს.

არმაზში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო XIX საუკუნის 90-იან წლებში. ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ბაქრაძის თაოსნობით და ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით გაითხარა ერთ-ერთი ნაგებობის ნანგრევები.

KARIBCHEძეგვი
ეს სოფელი თრიალეთის ქედის ძირში მდებარეობს. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ანტიკურ ხანაში უკვე დასახლებული ყოფილა. ძეგვზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც, ერთი მხრივ, შიდა ქართლს ქვემო და ზემო ქართლთან, ხოლო, მეორე მხრივ, ბარს მთასთან აკავშირებდა. ძეგვში უძველესი დროიდანვე ყოფილა საბაჟო, რომელსაც მნიშვნელობა შუა საუკუნეებშიც არ დაუკარგავს. VII საუკუნეში ძეგვი საკათალიკოსო სოფელია და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული გამოსაღები ეკისრება. ვახტანგ VI-ის 1720 წლის საბუთების მიხედვით, XVIII საუკუნის I ნახევარში ძეგვიდან საუკეთესოდ შეიარაღებული 50 მეთოფე გამოდიოდა, 23 მხედარი იყო. ასეთი რაზმის გამოყვანისთვის სოფელს ძლიერი ეკონომიკური საფუძველი უნდა ჰქონოდა.

XVI საუკუნის 60-იან წლებში ქართლის მეფე სვიმონმა თბილისის ყიზილბაშებისგან განთავისუფლება დაისახა მიზნად. ქართლელების დასახმარებლად კახეთის მეფე ლევანმა დიდი რაზმი გამოგზავნა თავისი ვაჟის, გიორგის მეთაურობით. ქართლ-კახეთის შეერთებული ლაშქარი ციხედიდს (ახლანდელი რკინიგზის სადგური ძეგვის მიდამოებში) დაბანაკდა. მუხათგვერდთან დაყენებული გუშაგის უგულისყურობამ მტერს საშუალება მისცა, მოულოდნელად დასხმოდა თავს ქართველთა ბანაკს. მიუხედავად ამისა, ქართველებმა მტერს დიდი ზარალი მიაყენეს. ბრძოლაში დაიღუპა კახთა მეფის ძე. კახელები მომაკვდავ ბატონიშვილს მიეგებნენ და ბრძოლა მიატოვეს. ყიზილბაშებმა გაიმარჯვეს. ქართველებმა უკან დაიხიეს. სვიმონ მეფე გორში ავიდა. თბილისის განთავისუფლება ამჯერად ვერ მოხერხდა.

KARIBCHEძეგველები ხშირად გამოდიოდნენ მონასტრის გამგებლებისა და ძეგვის მოურავის თვითნებობის წინააღმდეგ. XVII საუკუნის II ნახევარში მათ უარი თქვეს კულუხის გადახდაზე გადიდებული ერთეული "დიდი კოკით" და მოითხოვეს "თორმეტიანი კოკის" დაწესება. ამასთან, კათალიკოსს უნდა მოეშალა "სასახლე ძეგვის თავს" და გაეთავისუფლებინა ძეგველები მონასტრის გამგებლების სასარგებლოდ ქერისა და პურის გამოსაღებისგან. კათალიკოსმა შეასრულა ძეგველების მოთხოვნა - დააწესა "თორმეტიანი კოკა", ხოლო მონასტრის მსახურთათვის პურისა და ქერის გაღება თვითონ იკისრა.

ბორას საყდარი
X საუკუნის ეს საყდარი მდინარე ძეგვისწყლის ახლოს მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ეკლესიის მშენებლები სასმელ-საჭმელს ღრმა ორმოში ინახავდნენ. ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა. ეს დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, შურდულივით დაშვებულა, ორმოში ჩაფრენილა და იქვე მომკვდარა. მშენებლებს ეკლესიისთვის ბორას საყდარი უწოდებიათ. ეს დარბაზული ტიპის ეკლესია ქვიშაქვითაა ნაგები. საკურთხეველში შემორჩენილია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.

ციხედიდის კომპლექსი
ეს კომპლექსი ძეგვისწყლის ხეობაში, ციხედიდის ხევის ნაპირზე მდებარეობს. შემორჩენილია მხოლოდ კოშკი, წმინდა მარინეს ეკლესია და სამრეკლო. წარწერის მიხედვით, იგი 1680 წელს აუგია დეკანოზ ათანასე დეკანოზისძეს. ამავე სართულს მთელ სიგრძეზე საწნახელი აქვს მიშენებული, ხოლო იატაკში ქვევრებია ჩადგმული. კედლებში რამდენიმე ნიში და სათოფურებია.

წმინდა მარინეს ეკლესიას ფიცრული გადახურვა აქვს, მასზეა ქვის მშრალი წყობით ნაგები კარიბჭისმაგვარი სათავსი. ტაძართან მდგარი სამრეკლო მთლიანად დანგრეულია.

ძეგვის თავშესაფარი და დედათა მონასტერი
ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე კარგად შეგიძლია შეხედო რეალობას თვალებში, სადაც დიდი თუ პატარა სოციალურ სიდუხჭირეს ქუჩაში გამოუყვანია და თავშესაფრის გარეშე მყოფთ გზა ძეგვისკენ გამოუკვლევიათ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ღვთის ანაბარა დარჩენილი ადამიანები მონასტრის წიაღში ცხოვრობენ და დედების მზრუნველობას გრძნობენ. წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერი ამ კეთილშობილურ მისიას მონასტრის დაფუძნებიდანვე ასრულებს. გვესაუბრება მონასტრის წინამძღვარი დედა მარიამი (ჯაფარიძე):

KARIBCHE


- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის იღუმენიას დედა მარიამს (მიქელაძე) დაევალა ეზრუნა მიუსაფარ ბავშვებზე. მოგეხსენებათ, რომ ფერისცვალების მონასტერი საქველმოქმედო საქმეს ემსახურება და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კიდევ ერთი საქმე მოგვარდა. მაშინ მე ფერისცვალების დედათა მონასტერში ვმსახურობდი. უწმინდესობის სურვილის გაცხადების შემდეგ ჩემი მოძღვრის, მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, მოწყალების მონასტერში გადმომიყვენეს. დამევალა ამ ბავშვებთან ურთიერთობა. ერთად წავედით კრწანისის ტერიტორიაზე. ტყე-პარკში კარვები გაიშალა. მონასტრის პირველი სახე ის იყო, რომ კარავში რამდენიმე ადამიანმა ვიცხოვრეთ. შესაფერისად გვქონდა მოწყობილი სახატე. მეუფე დანიელი ლოცვებში ტყის ბინადრებად მოგვიხსენიებდა ხოლმე. მაშინ მარტო ვიყავი ბავშვებთან. ცოტა რთული იყო, მაგრამ უწმინდესის ლოცვა-კურთხევა მაძლიერებდა. უწმინდესის გადაწყვეტილებით, მონასტრის წიაღში უნდა ჩამოყალიბებულიყო ბავშვთა სახლი, თავშესაფარი. ეს მათ აუცილებლად სჭირდებოდათ. კრწანისიდან ძეგვში გადმოვედით. დიდხანს ვიყავი მარტო ბავშვებთან ერთად. კარვებში ვცხოვრობდით. ერთი თავისუფალი შენობა მოგვცეს დროებით, შემდეგ ქალბატონი ნანული შევარდნაძის ჩარევით მოხერხდა მისი საპატრიარქოსთვის გადმოცემა. ჩვენი მონასტერი გიორგი მთაწმინდელის სახელობისაა. გიორგი მთაწმინდელის მაგალითით ეს საგანმანათლებლო ტიპის მონასტერი უნდა ყოფილიყო. საბოლოო ადგილი ჯერ კიდევ არ გვაქვს.

სამნი ვართ მონასტერში. როგორც ყველგან, ჩვენთანაც ისეთივე ტიპიკონი სრულდება. ღვთისმსახურებას, ლიტურგიებს არმაზის წმინდა ნინოს ტაძარში ვესწრებით. ძეგვში ბევრი ტაძარია, მათ შორისაა დედა ღვთისმშობლის, სამების, თევდორეს... მთის წვერზე მდებარე სამების ტაძარში დღეს მონასტერია და იქ ბერების მადლი დამკვიდრდა.

- დედაო, როგორ მოვიდნენ თქვენამდე მიუსაფარი ბავშვები?

- მაშინ ბევრი გასაჭირის გამო ქუჩაში აღმოჩნდა. სულიერი ავადმყოფებიც მრავლად იყვნენ. ეს კატეგორია მოაწყდა მონასტერს. უწმინდესმა გადაწყვიტა, რომ ფერისცვალების დედათა მონასტერს ეზრუნა ქუჩის ბავშვებზე. ამის გამოცდილება დედებს ნაკლებად გვქონდა. არც იმის საშუალება იყო, ამდენი ბავშვი სადმე დაგვებინავებინა. ძალიან მცირე დროში მონასტერში პირველი ბავშვები გამოჩნდნენ. ბავშვთა სახლიდან გამოქცეულებიც ქუჩაში გამოვიდნენ...

ღმერთს მინდობილებმა, რომ იტყვიან, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გზით ეხმარებოდნენ მონასტერს, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბატონ გია რაზმაძეს, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია.

მონასტერში მოსული ბავშვების უმეტესობა ქურდობდა, მათხოვრობდა. ნიჭიერებიც იყვნენ და ხალისიანებიც. ბევრი თავად ტყუოდა, მაგრამ მათ ვერავინ მოატყუებდა. მონასტერში მოვიდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბავშვებს დაუახლოვდნენ.

- რა არის მათთვის მონასტერში მნიშვნელოვანი?

- თავიდანვე, როგორც ღმერთს მინდობილები, ისე მოვიდნენ. მათთან ერთად ცხოვრობდნენ დედები, რომლებიც დედობას უწევდნენ და უსაზღვრო სიყვარულს უზიარებდნენ. სწრაფად აეწყო მათი ძალიან საინტერესო ცხოვრება. ბევრს მცირე ხნის სტუმრობის შემდეგ უჩნდებოდა აქ დიდი ხნით დარჩენის სურვილი. პატარები უფრო უშუალოები იყვნენ, რაც შემდეგ ასაკში თანდათან დაიკარგა. თავიდან 120 ბავშვი გვყავდა. ცოტა ხნის მერე მათი მშობლები მივიღეთ. რატომღაც ერცხვინებოდათ თავიანთი მშობლები და სხვადასხვა ამბავს თხზავდნენ...

- ბუნებრივია, რომ ასეთ გარემოცვაში მყოფი ბავშვები ეკლესიურადაც უნდა ცხოვრობდნენ.

- შინაგან ცხოვრებაში რაც მეტ გამოცდილებას ვიძენთ, უფრო ცოდვილებად აღვიქვამთ თავს. მათ ძალიან ბევრი განსაცდელი გადაიტანეს და ეს ყველაფერი ნაკლებად ფორმალურს ხდის მათ სარწმუნოებას. რომ გითხრათ, დიდად მოწესრიგებული სულიერება აქვთ-მეთქი, მართალი არ ვიქნები... ჩვენთან გაზრდილი ერთ-ერთი ბავშვი დღეს დიაკვანია და მალე მღვდელი გახდება. კოდორში მსახურობს მამა გიორგი ნამგალაური. გოგონებიც არიან ეკლესიურები, რომლებიც ხშირად დადიან ხოლმე მონასტრებში. განსაკუთრებით უხარიათ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა.

KARIBCHE- დედაო, შიშის განცდა არ გქონიათ, რომ ვერ გაუმკლავდებოდით ამ ყველაფერს?

- არასდროს მიფიქრია, რომ რთული იყო მათთან ურთიერთობა, რადგან ძალიან საყვარლები და ძვირფასები აღმოჩნდნენ. ეს მონასტერი მათი სახლია, სადაც აღიზარდნენ და გაიზარდნენ კიდეც. ჩემს გვერდით გაიზარდა თითოეული მათგანი. თავიდან აქ სკოლაც გვქონდა. შემდეგ ისინი ბედიანში გადაიყვანეს.

- ბავშვები წამოიზარდნენ და მათ გარკვეული განათლება, დასაქმება სჭირდებათ. ამას როგორ ახერხებთ?

- ახლა გვაქვს ძალიან რთული ეტაპი. ბავშვები გაიზარდნენ და ხვდებიან, რომ საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. სკოლის დამთავრების შემდეგ განათლების მიღების და მუშაობის სურვილიც აქვთ. ჩვენ ამაზე გვიწევს ზრუნვა. გარდა ამისა, მონასტერში ცხოვრობენ ისეთი მშობლები და ბავშვები, რომლებსაც გარკვეული ფსიქონევროლოგიური პრობლემები გადაიტანეს.

ახალი ბავშვების მიღება ვეღარ შევძელით, რადგან ძალიან რთული შეიქმნა ამ გაზრდილთა პრობლემების მოგვარება.

- დაფინანსება თუ გაქვთ?

- ძირითადად უცხოური ორგანიზაციები გვეხმარებიან. დღეს ძალიან ცოტა გვიდგას გვერდით. ამჯერად მართლაც სერიოზული ხელშეწყობა გვინდა - ზრდასრულთა დასაქმება აუცილებელია.

ღვთის წყალობით, როცა ძალიან გვიჭირს, გამოსავალი უცებ გამოჩნდება ხოლმე.

- დედა მარიამ, ცოტა თქვენს შესახებაც გვიამბეთ?

- უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მერე საპატრიარქოში, მეუფე ზოსიმესთან, გამომცემლობაში ვმუშაობდი. საბოლოოდ კი, მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, ფერისცვალების დედათა მონასტერში წამოვედი. იქ მოხდა ჩემი სამონაზვნედ აღკვეცა. 1994 წელს ემილია დამერქვა, მონაზვნად აღკვეცის შემდეგ - მარიამი. დღემდე ემილია-მარიამის სახელით მიცნობენ. მშობლები საკმაოდ კარგად ხედავდნენ ჩემს შინაგან მდგომარეობას და წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ გადაწყვეტილების მიღების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები შვილების მიმართ მეტად მზრუნველნი იყვნენ, უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევდნენ. ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა დიდებისმოყვარეობის კერპი, რადგან მათთვისაც თავისუფლება იყო მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, როცა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, ამ სოფლიდან გავიდეს და უარს ამბობს საერო ცხოვრებაზე, საკმაოდ ღრმად გააზრებული და განცდილი უნდა ჰქონდეს ეს ნაბიჯი. ბედნიერი ვარ, რომ მონასტერში ვცხოვრობ. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat