მუხრანი
მუხრანი
მუხრანი მცხეთის რაიონში, მდინარე ქსნის ნაპირზე მდებარეობს. ძველად ის ბაგრატიონთა ერთი შტოს, მუხრან-ბატონთა სამკვიდრო იყო. სოფლის სახელწოდება "მუხიდან" წარმოდგება, რადგან აქ მუხის ხეები ჭარბობდა.

II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი ქალაქი ძალისი ყოფილა. მეფე ვახტანგ გორგასლის ეპოქაში კი ბაზალეთთან ერთად, წილკნის საეპისკოპოსოს ბირთვად იქცა. VIII-IX საუკუენებში კახთა მთავრების - ქორეპისკოპოსთა ხელში გადავიდა, რომლებმაც იგი ვასალებს - ძაგანისძეებს უწყალობეს სამოხელეოდ. ამ გვარის წარმომადგენლები თავს ზედაზნის ერისთავთერისთავებსა და მუხრანის მფლობელებს უწოდებდნენ. დავით აღმაშენებელმა ძაგანისძეებს ზედაზნის ციხესთან ერთად მუხრანიც წაართვა და მის მმართველად "გამგე მუხრანისა" დაადგინა. მუხრანი სამეფო დომენად იქცა, რომლის ყმა-მამულის ნაწილი შიომღვიმისა და სვეტიცხოვლის მონასტრებს ებოძათ.

მოგვიანებით, მუხრანი ქართლის სამეფოს კუთვნილება გახდა. ქართლის მეფის, დავითის უმცროსმა ძმამ, ბაგრატმა მუხრანის საუფლისწულოდ გადაცემა და შიდა ქართლის სპასპეტობა ითხოვა. დავითი დათანხმდა. ასე შეიქმნა სამუხრანბატონოს სათავადო ანუ სამუხრანო. მუხრანბატონები ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლსაც ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბაგრატის შემდეგ სამუხრანბატონოს მისი შთამომავლები (აშოთანი, ვახტანგი, თეიმურაზი, ქაიხოსრო) განაგებდნენ. მუხრანბატონმა ვახტანგ თეიმურაზის ძემ ქართლის მეფობაც მიიღო და ვახტანგ V შაჰნავაზის სახელით განაგებდა ქვეყანას.

KARIBCHEმუხრანის სათავადოს ცენტრს, მუხრანს, XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა.

მუხრანში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა სათავადოს დაარსებიდანვე გაჩაღებულა. იქაურ პირველ მწერლად ბაგრატ მუხრან-ბატონი გვევლინება. როგორც ცნობილია, ლუარსაბ I-ის მეფობის დროს ბაგრატი ბერად შედგა. ხელი მიჰყო ლიტერატურულ საქმიანობას. ამავე საქმიანობას ეწეოდნენ მუხრან-ბატონთა სახლის სხვა წარმომადგენლებიც: სახლთუხუცესმა თეიმურაზ კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონმა გადაწერა "თვენი", ნიკიფორემ 1704 წელს დაამზადებინა სახარება, ერეკლე მუხრან-ბატონის ძემ, მამუკამ, ყანჩაეთის ჟამნ-გულანი.

კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობდნენ მანდილოსნებიც - კონსტანტინე მუხრან-ბატონის მეუღლე ბარბარე, ხელნაწერებს ამრავლებდა მუხრან-ბატონის ასული, "საქართველოს მეფის სძალი" ქეთევანი. ნაყოფიერი მწიგნობარი ყოფილა გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი - დაუწერია დიმიტრი ბაგრატიონის ქება. ცნობილია მისი ავტობიოგრაფიული თხზულება "გრიგოლიანი". მასვე ეკუთვნის მოთხრობა "ივერიისათვის".

მუხრანის გალავნის უბანში დგას XIX საუკუნის სასახლე, რომელიც ეკუთვნოდა ინგლის-ბურების ომის მონაწილეს ნიკო ბაგრატიონს (ნიკო ბურს).

მუხრანის ციხეს
მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავანი. აქ იყო მუხრან-ბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხის 1756 წლის წარწერაში სახლთუხუცესი კონსტანტინე მუხრან-ბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აუოხრებია მტერს, ხოლო მცხოვრებნი - "მიმოდაბნეულან". მან აქ მოზღუდა გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის შემოსევის დროს არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც გალავანს აფარებდნენ თავს.

KARIBCHE

მუხრანის ციხის შიგნით ერთნავიანი ეკლესია დგას. მეორე გალავნის გვერდით, ეზოში კიდევ ორი ეკლესიაა. აქ იყო მუხრან-ბატონთა სამყოფი; მეორეში იხიზნებოდნენ მტრის შემოსევის დროს. რიყის ქვით ნაშენები ციხის კედლებში დატანილია სათოფურები. კოშკის ბანზე იდგა მზვერავი - აქედან თითქმის მთელი სამუხრანო მოჩანდა. ოთხართულიანი კოშკის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ყოფილა, ზედა ორს - საცხოვრებლად იყენებდნენ, მეოთხე - საბრძოლო ბანია. ამ გალავნის შიგნით მდგარა ცალნავიანი საყდარი. მოგვიანებით ეკლესიისთვის თაღოვანი კარიბჭე მიუშენებიათ. გალავნის გაყოლებაზე დიდი მარანი ყოფილა. მიწაში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის ოცდაათამდე ქვევრი. წარსულმა მუხრანის ციხე-გალავნის კედლების მეტი ნაწილი დანგრეული შემოგვინახა.

* * *
მუხრანში სტუმრობამდე იქაურ მოძღვარს მამა გიორგი ბეკურიშვილს დავუკავშირდი. წილკნელი ეპისკოპოსის მეუფე ზოსიმეს და მამა გიორგის ლოცვა-კურთხევით, "კარბჭის" მკითხველისთვის მუხრანის წარსულის და დღევანდელობის გაცნობის საშუალება მომეცა. მამა გიორგისგან შევიტყვე, რომ მჭადიჯვრის მთავარანგელოზ მიქაელის სახეობის ტაძარში, სადაც ახლა დედათა მონასტერია, წირვა-ლოცვა დიდი ხნის შესვენების შემდეგ განახლებულა. ჯერ კიდევ შარშან მჭადიჯვარელები უმოძღვრობას უჩიოდნენ. მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით, მჭადიჯვარს მოძღვარი გამოუჩნდა - მამა გიორგი.

KARIBCHE* * *
ბატონი ნიკოლოზ ბლიაძე ისტორიკოსია, საკუთარი სოფლის გულშემატკივარია და მისი წარსულის მცოდნე პიროვნებაა.

"მუხრანში ყველაზე კარგად მუხის ხეები ხარობდა. აქედან მიიღო ჩვენმა სოფელმა სახელი - მუხრანი. დროთა განმავლობაში გაიკაფა მუხის ხეები. დღეს მათგან რამდენიმეღაა შემორჩენილი", - გვიამბობს ბატონი ნიკოლოზი. ჩვენში ძალიან ბევრი წმინდა გიორგის სახელობის ნიშია შემონახული. რადგან წმინდა გიორგის სცემდნენ თაყვანს, აქაურები წმინდა გიორგის ნიშებს აგებდნენ. ზოგი მათგანის ზუსტი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, ერთ-ერთი ასეთი ნიში გახლდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის საყვარელი ნიში, რომელიც მუხრანბატონების პარკში უნდა ყოფილიყო".

წყაროები
როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მუხრანი არის "წყაროთა მრავალთა" ადგილი. ძველი წყაროები დღესაც შემორჩენილია ამ სოფელში. ციხე-გალავანთან ახლოს გალაშკის (აბანოს) უბანში გერმანას წყაროს ეძახიან, ვიღაც გერმანა ყოფილა და მას გაუკეთებია ეს წყარო. სოფლის ცენტრშია ნიკოლას წყარო, კარაპეტაანთ წყარო, მარუას წყარო. გადმოცემით, ეს წყარო ვინმე მაროს გამოუყვანია შიო მღვიმიდან. ის ბაზალეთის ტბას უერთდებოდა. ცნობილია ამილახვრის წყარო.

მუხრანბატონის ჯიხვის ყანწები
მუხრანბატონის ჯიხვის ყანწების შესახებ ქალბატონ ციცო სამჭკუაშვილისგან შევიტყვე. ამ ბატონს მისი დიდი პაპისთვის უსახსოვრებია ჯიხვის ყანწები, რომლებსაც ეს ოჯახი დღესაც სათუთად ინახავს. "ადამა პაპა მომღერალი კაცი გახლდათ. მას თავისი ანსამბლი ჰყოლია", - მიამბობს ქალბატონი ციცო. იმდენად მოსწონდა მუხრანბატონს ეს ანსამბლი, რომ ხშირად იწვევდა ხოლმე თავისთან. ერთი მოწვევის შემდეგ ჩემი დიდი პაპისთვის უთქვამს, რით დაგასაჩუქრო, ასე ძალიან რომ მასიამოვნეო. შეუთავაზებია - ხარ-კამეჩი, ოქრო-ვერცხლი თუ ბაღ-ვენახები. ადამა პაპას უთქვამს - ყველაფერი მაქვს ჩემი საკმარისი, მაგრამ რახან არ იშლით და ჩემი დასაჩუქრება გინდათ, აი ეს ჯიხვის რქები მაჩუქეთო. "შე კაი კაცო, მარჯვენა გეთქვა, მოვიჭრიდი, ამ ჯიხვის რქებს კი ასე ადვილად ვერ შეველეოდი, მაგრამ რადგანაც სიტყვა მოგეცი, ვერ გავტეხო". მართლაც, მიუცია დიდი პაპისთვის ჯიხვის რქის ყანწები.

KARIBCHEმამაც მომღერალი გახლდათ, მამაზე წერს ბატონი ანზორ ერქომაიშვილი თავის წიგნში. მეც მუსიკის სპეციალისტი ვარ, - განაგრძობს საუბარს ქალბატონი ციცო, - მუხრანის მეოთხე სამუსიკო სკოლაში ვასწავლი. ჩემი ვაჟიც, გელა, წინაპრების ტრადიციას მისდევს.

* * *
სოფლის ცენტრში ერთმანეთზე მიყოლებული ტაძრები დგას. ღვთისმშობლის უძველესი ტაძრის კარი ღია დაგვხვდა. ტაძრიდან მლოცველი ქალის ხმა გამოდიოდა. აქ უნიკალური ფრესკებია. ტაძარში განმარტოებით მლოცველი ქალბატონი, მესანთლე ლია აღმოჩნდა. თითქმის 12 წელია ერთგულად ემსახურება უფალს. მისი ყოველი დღე ტაძარში მოსვლით იწყება და მთავრდება.

"ღმერთი ბავშვობიდან მწამდა. დაოჯახების შემდეგ უფრო სხვაგვარად დავინახე უფალი. სასწაულებრივმა ძალამ მომიყვანა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. მამა ნეოფიტე დავითაშვილი ახალდანიშნული წინამძღვარი გახლდათ. მესანთლეობა შემომთავაზა. მას შემდეგ აქ ვარ. ვწუხვარ, რომ მუხრანში ეკლესიურადაც ცოტანი ცხოვრობენ. მამა ნეოფიტე თბილისიდან დადის მუხრანში, მეუფის კურთხევით, ყველანაირად ცდილობს ღვთისკენ მოაქციოს აქაურები. მეორე მოძღვარიც გვყავს - მამა გიორგი. გვიხარია, რომ დაკეტილ ტაძრებში კვლავ ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინება.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ბაგრატიონების კარის ეკლესია ყოფილა. აქვეა მათი საფლავებიც.

- ღმერთს ვთხოვ, ყველას გაეხსნას გონება და რწმენა გაიძლიეროს. რწმენით რომ ვიდგეთ ყველანი, ქვეყანაზე ხომ არ იქნება ქაოსი და გაუგებრობა. უფრო მეტი მადლი დაისადგურებს, თუ ღვთის სიყვარულით ვიცხოვრებთ. ღმერთს ვთხოვ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს, მომცეს ძალა, რათა ვემსახურო. ჯანმრთელობა შემერყა და მამა ნეოფიტეს კურთხევით, შემცვლელი მოვიდა. პენსიონერი კი ვარ, მაგრამ პენსიას ვერსად ვიღებ. სამართალი ვერსად მიპოვია. ღმერთს ვთხოვ, ღვთისა
და სამშობლოს სიყვარული გაძლიერდეს ყველა ჩვენგანში, - მეუბნება ქალბატონი ლია.

* * *
მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით, მამა გიორგი ბეკურიშვილი უძველეს ტაძარში მსახურობს.

- თბილისში დავიბადე, წარმოშობით კი დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან ვარ, - მიყვება მამა გიორგი, - გრემისხევი მჭადიჯვრიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული. ჩვენი სოფელი მთაშია. აქ უფრო დეკანოზობა და მნათეობა ჰქონდათ შემონახული. ეკლესიურად არავინ ცხოვრობდა, რადგან მჭადიჯვარი გრემისხევთან ახლოსაა, ტაძარშიც იქ დავდიოდი წირვა-ლოცვაზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში გავაგრძელე. მერე სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი. ჩემი ბიძაშვილი ვახტანგ ბეკურიშვილი იყო მორჩილად მარტყოფის მამათა მონასტერში, მასთან ხშირად დავდიოდი და ვრჩებოდი კიდეც. მამა ბენიამინი (ბელქანია) იყო ჩემი პირველი მოძღვარი. მარტყოფში მამა ბენიამინის სენაკში ვცხოვრობდი. მისი კურთხევით მორჩილებებსაც ვასრულებდი. შემდეგ დავოჯახდი. ცოტა ხანში თბილისში ცხოვრებაზე უარი ვთქვი და სოფელში წამოვედი. არსად არ გამიშვა უფალმა. ალბათ თავისთვის ვუნდოდი. ერთი რამ ვთხოვე გულმხურვალედ, - უფალო, იქნებ მანქანა შემაძენინო წილკანში სასიარულოდ-მეთქი. უფალმაც შეისმინა. მეუფე ზოსიმესთან შეხვედრის ბედნიერებაც მომეცა. ძალიან მალე სასულიერო გზას დავადექი. წმინდა მარინეს სახელობის დღეს დიაკვნად მაკურთხეს, მერე მღვდლად დამასხეს ხელი. მეუფის კურთხევით მჭადიჯვარში დედათა მონასტრის, ასევე ძალისისა და მუხრანის წინამძღვრობა დამეკისრა. მადლობა ღმერთს, მრევლი ნელ-ნელა მოდის ტაძარში. მიხარია, რომ მოძღვარი ვარ, მაგრამ თან შიში მიპყრობს, - ნეტავ კიდევ რას ითხოს უფალი ჩემგან-მეთქი. ყველანაირად ვცდილობ, მრევლს დავუთმო მეტი ყურადღება. მადლობა ღმერთს, ღვთისმსახურებაში მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კირთხევა მეწევა. ჩვენი მეუფე მთელი აკადემიაა. ვისაც მასთან გამოუვლია მორჩილება, მგონი, აღარ სჭირდება სასულიერო აკადემია-სემინარიის დამთავრება. უფრო ახალ თაობას აინტერესებს ღვთის გზა. გრემისხევში ჯერჯერობით არ არის მოქმედი ტაძარი. ახლა ვაპირებთ ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას ღვთისნიერი ადამიანის, ვაჟა თაბორიძის შემწეობით. მჭადიჯვარშიც კარგა ხნით იყო ტაძარი დაკეტილი. ახლა, ღვთის მადლით, მსახურება აღდგა, დედებიც გვერდით მიდგანან. ხალხმა ისწავლა, რომ ეკლესია სულისთვის აუცილებელია და მის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა და ცხონება. მამა ნეოფიტეს ძალისხმევით ბევრმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. მუხრანში ორი მოქმედი ტაძარია. მაცხოვრის და ღვთისმშობლის მიძინებისა. სხვა ეკლესიებიცაა, სადაც ჯერჯერობით მსახურება არ აღესრულება. ჩვენს ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობაა. მეუფე არ გამოარჩევს ისე ადამიანს, თუ სულიერება არ შეამჩნია.

- მამაო, ალბათ განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ პირველი მსახურება. ძალიან ღელავდით?

- პირველად წირვა რომ ჩავატარე, ნახევრად მკვდარი ვიდექი საკურთხეველში. ძალიან რთული მომეჩვენა პირველი წირვა. საერთოდ, სიწმინდეებთან მიახლება. როცა საკურთხეველს ვეახლები, მგონია, უფალს ვეხები ხელით. ძალიან მინდა, ეს მოწიწება სიცოცხლის ბოლომდე გამყვეს.

მჭადიჯვარში არ გვქონდა სარკმელები შემინული. შიგნით და გარეთ ერთნაირად ყინავს. ძნელია მსახურების ჩატარება ასეთ დროს, მაგრამ ლოცვა და უფლის სიყვარული გათბობს. როცა ტაძარში მოსულ მრევლს ვუყურებ, ამით მითბება გული. თან ჩვენს მხარეში დიდი სითბო და მადლი იგრძნობა. ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მე ეს მომცა უფალმა. ღმერთს ვთხოვ, მიმატანინოს ეს ჯვარი უფლის მსგავსად გოლგოთამდე.

KARIBCHE- მამა გიორგი, რა შეგძინათ მონასტრულმა ცხოვრებამ?

- დიდი სულიერება ვნახე მარტყოფის მამათა მონასტერში. წილკნის ეპარქიაში რომ მოვედი, მეუფე ზოსიმეს ერთმა სტიქაროსანმა გულში ჩამწვდომი სიტყვები მითხრა, - შენ მამა ისე წილკნელმა დროებით გაგიშვა ანტონ მარტყოფელთან. მერე ისევ დაგვიბრუნა შენი თავიო. მართალია, თეთრი სამღვდელოება ვართ, მაგრამ თითქმის ბერული ცხოვრება გვაქვს. უფრო სულიერებას უყურებს ჩვენი მეუფე. პირველ რიგში ადამიანის სულის გადარჩენაზე ზრუნავს.

მუდამ გვიქადაგებს მოთმინებას, რადგან მოთმინება არის ჩვენი იარაღი. მაცხოვარმა დაითმინა ამდენი და ჩვენ, ცოდვილებმა როგორ არ უნდა დავითმინოთ. ღამის ოთხ საათზე რომ დამირეკოს მრევლმა, უფლება არ მაქვს, არ გავიზიარო მისი გასაჭირი და მცირედით არ დავეხმარო. თითქმის ყველა მათგანი ჩემი ხორცის, სულის ნაწილია.

პირველ რიგში მღვდელში პატიოსნებას ხედავენ ადამიანები. გარეთ მოძღვარი და შინ სხვა კი არ უნდა იყო. სულიერ შვილს პატიოსნება და ღვთის სიყვარული უნდა ვასწავლოთ. როცა მოძღვრისგან ასეთ ქმედებას დაინახავს, შეიძლება უფრო მეტად შეიყვაროს უფალი.

- როგორ შევიყვაროთ უფალი?

- უფლის სიყვარული არ არის ადვილი. ერთი წმინდა მამა ამბობს: "ქრისტიანობის ყველაზე დიდი ავადმყოფობა და სირცხვილი ის არის, რომ გულის სიღრმეში ღვთის არსებობა ეეჭვებაო". უფალი მთელი გულით უნდა შევიყვაროთ, შიშიც კი უნდა გვქონდეს მისი. მჭადიჯვრის ტაძარში მთავარანგელოზ მიქაელის დიდი ხატია დაბრძანებული. მსახურების დროს რაღაც უკეთური აზრი რომ გამივლის გულში, მაშინვე ამ ხატს შევხედავ ხოლმე. თითქოს მის მკაცრ გამოხედვას დავიჭერ და ჟრუანტელი მივლის. თუ გულში ცოტას შეუშვებ ღვთის სიყვარულს, უფალი თავად გაგიღებს სიყვარულის კარებს და ბოლომდე შემოვა შენში. ერთ მარცვალს მაინც თუ დათესავ, უფალი მას ააღორძინებს კიდეც.

მთავარი მაინც მოთმინება, მარხვაა. მარხვა მარტო საჭმლის დათმენასთან ერთად ბევრ ვნებას ახშობს ადამიანში და სიყვარულიც შემოჰყავს.

წმინდა ქეთევან დედოფალს სადაც ფეხი დაუდგამს, ჩემთვის უდიდესი სიწმინდეა. მეუფემ იცის ხოლმე თქმა, მუხრანის ხალხს რომ გადავხედე, მანდილოსნებში ქეთევან დედოფლის სახე ამოვიკითხეო. ალბათ განსაკუთრებით ამიტომაც მომიწევს გული მუხრანისკენ.

ჩვენი ეპარქიის და მოძღვრების სახელით დაგლოცავთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

* * *
მაცხოვრის ტაძარში ორი პატარა სტიქაროსანი შევნიშნე, რომლებიც დიდი სიყვარულით მსახურობდნენ და მამა გიორგის გვერდიდან არ შორდებოდნენ. ორივე - გიორგი და დავითი - მუხრანელები არიან.

KARIBCHE- ამ ტაძარში 6 წლისა მოვედი. თავიდან მრევლი გახლდით, შემდეგ სტიქაროსანი გავხდი, ძალიან მინდა მომავალში მოძღვარი გავხდე, - მეუბნება გიორგი, - რატომ დავიწყე სტიქაროსნობა? - ასეთი მოწოდება მაქვს. ჩემს მშობლებსაც ასე უნდათ. მსახურების დროს დიდ მადლს ვიღებ და გამოცდილებასაც ვიძენ, როგორც ცხოვრებისეულს, ისე ეკლესიურსაც. მუხრანელი ვარ და გული მწყდება, რომ აქაურები ეკლესიური ცხოვრების აქტიურობით არ გამოირჩევიან. ალბათ მალე შემოვა თითოეულ მათგანში სარწმუნოება და დაიწყებენ ტაძარში სიარულს. მიხარია, რომ სტიქაროსანი ვარ, რადგან სტიქარი ანგელოზს განასახიერებს. სტიქაროსნობა უფრო თავმდაბლობას გვმატებს და უფალს ამით ვემსახურებით. ყველა საქმეში შეძლებისდაგვარად ყურადღებას ვიჩენთ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ათასნაირ დაბრკოლებას ვაწყდებით. მამა გიორგი ძალიან კარგი და სათნო ადამიანია, მგონია, რომ მუხრანელების მოქცევას შეძლებს. აქაურებს სწორედ ასეთი მოძღვარი სჭირდებათ.

საუბარში დავითი ჩაგვერთო: - მეც პატარა ვიყავი, აქ რომ მოვედი. მაშინ მამა ნეოფიტე იყო მოძღვარი. საკურთხეველში შემიყავნა ისე, რომ სტიქარიც არ მეცვა. მერე მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით გავხდი სტიქაროსანი.

ბევრი რამ შემძინა სტიქაროსნობამ. ყველაფერთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც მმატებს. ეკლესიაში იმიტომ მოვედი, რომ უფალთან ახლოს ვყოფილიყავი. უფლის შეწევნით, ახალგაზრდები ნელ-ნელა მოდიან წირვა-ლოცვაზე. ამ ისტორიულ ტაძარში წმინდა ქეთევანმა დაიწერა ჯვარი, ეს მადლიანი ტაძარი მეუფე ზოსიმემ მაცხოვრის აღდგომის სახელზე აკურთხა.

ქალბატონი ქეთევან ტატიშვილი პედაგოგი გახლდათ. საკუთარი გულისნადები მანაც გაგვიზიარა: "სამწუხაროა, რომ ამ ისტორიულ კუთხეს ნაკლები ყურადღება ექცევა. დანგრეული და აღსადგენია მუხრან-ბატონის სასახლე. ტაძრების უმეტესობა განახლებულია, რწმენაში თითქოს გამოცოცხლება იგრძნობა. სხვა მხრივ, გაჭირვებაა სოფლად, უმუშევრობაა, არც ერთი დაწესებულება არ ფუნქციონირებს, კერძო ფაბრიკებს თუ არ ჩავთვლით. მუხრანში სამი სკოლაა. პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ისტორიას ვასწავლი, 700-მდე ბავშვი სწავლობს. ყველაფერთან ერთად შობადობამაც იკლო და მოსწავლეთა რაოდენობაც თვალშისაცემად შემცირდა.

ჭირს სარწყავი წყალი, ამიტომ მოსავალიც ნაკლებია, აღარ მოჰყავთ განთქმული მუხრანული კიტრიც... ხალხიც ვეღარ ამუშავებს მიწებს. მხოლოდ ღვთის იმედად ვართ დარჩენილები. უფალს ვთხოვ ჩვენი ქვეყნის შემწეობას...
ბეჭდვაელფოსტა
05.02. 2015
ერეკლე მარტიაშვილი
"გარშემო მთები, შუაში ვაკე, აქ მუხრანია, არ გჯერათ? -ნახეთ :) " მ. გოგოლაშვილი
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat