ქიზიყი
ქიზიყი
ტიციან ტაბიძე მოხდენილად გვამცნობს: "ქიზიყი ერთი უძლიერესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი. სხვათა შორის, იმითაც, რომ იქ არ იციან, რას ჰქვიან ბატონყმობა. თუ კახელი, საზოგადოდ, მაგარი ხასიათისა არის და უტეხია, ქიზიყელი ამ შემთხვევაში სრული დასრულებაა ამ ტიპისა. ამ მხარეში ხალხი აქამდე ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს არ აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს გულგაშლილი და ზვიადი.

ეს არის მხარე ღვინისა და პურის ბარაქის. თითქოს აქ მთებსაც კარაქი სცხიათ, ისეთი ნოყიერი ბუნებაა და უხვი მოსავალი".

დღევანდელი სიღნაღისა და წითელწყაროს რაიონების ტერიტორია კამბეჩოვნად (ქიზიყად) იწოდებოდა. იგი ქართლ-კახეთის სხვა კუთხეებისგან განსხვავდებოდა ზნე-ჩვეულებით, კილოკავით, ქიზიყში ბატონყმობა არ ყოფილა. კამბეჩოვანის (ქიზიყის) მთავარ ქალაქად ხორნაბუჯი ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, აქ იჯდა სასულიერო წოდების წარმომადგენელი ეპისკოპოსიც.

VI საუკუნის დასასრულს ქართველებმა სპარსელების ბატონობას დააღწიეს თავი და ქვეყნის გამგებლად ერისმთავარი გვარამი დასვეს. მემატიანის ცნობით, კამბეჩოვანი გაუთავისუფლებიათ გვარამის ძმებს - ასამს და ვარაზვარდს.

მეფე ბაგრატ III-მ კახეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს სამეფოს შეუერთა. ხორნაბუჯის ერისთავებს - საზღვრისპირა სამთავროს მმართველებს დიდი პატივით ხვდებოდნენ მეფის კარზე. ხორნაბუჯი დროთა განმავლობაში მონღოლთა ბატონობის შემდეგ განადგურდა. მტრის შემოსევებმა საქართველო დააქუცმაცა. კახეთიც ცალკე სამეფოდ გამოცხადდა და დაიყო სამხედრო ერთეულებად - სადროშოებად. ქიზიყის სამოურავო შედიოდა პირველ მეწინავე სადროშოში, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა. როცა შაჰ-აბასმა ასი ათასამდე კახელი ტყვე ირანს გადაასახლა, ლამის გავერანდა აქაურობა და სათარეშოდ სპარსელებს დარჩა. მათ კახეთის დედაქალაქად გამოაცხადეს ყარაღაჯი. XVII საუკუნის 70-იან წლებში კახეთის გამგებელმა ბეჟან-ხანმა ყარაღაჯის სპარსეთის ერთ-ერთ საიმედო საყრდენად გადაქცევა მოინდომა, მაგრამ ძლიერმა სახალხო აჯანყებებმა შეარყია კახეთში სპარსელთა ძალაუფლება. ამავე დროს ქიზიყში გახშირდა "ლეკიანობა", ამიტომ კახეთის სატახტო ქალაქად კვლავ თელავი გამოცხადდა. ზემო მაღაროში აიგო კახეთის მეფეთა საზაფხულო სასახლე.

ქიზიყი საკმაოდ გაძლიერდა ერეკლე II-ის დროს. მას მიეწერება სიღნაღის გადაქცევა ქალაქად - "დიდი ლეკიანობის" დროს აღუდგენიათ სიღნაღის ძველი ციხე-გალავანი.

პატარა კახს ქიზიყელები განსაკუთრებით ჰყვარებია. ქიზიყელებმა გულით დაიტირეს ერეკლე. "ხოლო მოვიდა დედაკაცი ვინმე მაშინ ქიზიყისა მცხოვრებთაგანი, თუმცა იყო იგი მდაბიოთა ერისთაგანი, მაგრამ ცნობილი მეფეთა მიერ და შეწყნარებული კარსა ზედა მეფისასა. ყოველთა მიეპყრათ ყური მისდა მიერ და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ ერთმან სოფლელმან დედაკაცმან დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა. თუმცა მრავალგან იტირა გვამი მეფისა შესაბამისად, გარნა ორნი მათ შორის აღემატებოდეს სხვათა: ერთი - მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიც იყო განსწავლული და პატიოსანი და მეორე - ქვრივი იგი ქიზიყელი" (თეიმურაზ ბატონიშვილი).

სიღნაღის ციხე-გალავანი მეტყველებს ქიზიყელთა თავდადებულ ბრძოლებზე. მოსახლეობას დღევანდელ სიღნაღსა და მის გარეუბნებში უძველესი დროიდან უცხოვრია, ხოლო ხორნაბუჯის დაცემის შემდეგ სიღნაღი წამყვან როლს ასრულებდა ქიზიყის ცხოვრებაში.

აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხესიმაგრე, რომელსაც თავშესაფრად იყენებდნენ.

სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია მთელ საქართველოში. ციხის ტერიტორიაზე 23 კოშკი ყოფილა, თითოეული იმ სოფლის სახელობისა, რომელიც მონაწილეობდა მის მშენებლობაში. ციხეს ჰქონია 6 შესასვლელი, რომლებიც ასევე სოფლების სახელებს ატარებდნენ (მაგალითად, მაღაროს, ბოდბის, ვაქირისა და სხვა). გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ბოდბის ეპარქია, კახეთის სხვა სამღვდელმთავროებთან ერთად, კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გააერთიანეს. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ბოდბის ეპარქიაც. მისი მართვა შეთავსებული ჰქონდა ალავერდელ მღვდელმთავარს.

1925 წლის 22 ოქტომბერს, საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით, ალავერდის ეპარქიას გამოეყო ბოდბის ეპარქია.

KARIBCHEსაკათალიკოსო საბჭოს აღდგენის შემდეგ ეპარქიის მმართველად ინიშნება ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი, შემდეგ: მიტროპოლიტი იოანე მარგიშვილი (1928-1929წ.წ.), ეპისკოპოსი იროთეოზ აივაზაშვილი (1929წ.), ეპისკოპოსი გაბრიელ ჩაჩანიძე (1951-1953წ.წ.), მიტროპოლიტი დიმიტრი იაშვილი (1958-1961წ.წ.), ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი (1967-1971წ.წ.), კათოლიკოს-პატრიარქი დავით V დევდარიანი (1973-1976წ.წ.), ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე (1976-1978წ.წ.), მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი, ეპისკოპოსი დავით მახარაძე, მთავარეპისკოპოსი დანიელ დათუაშვილი, ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. 2001 წლიდან ბოდბის ეპარქიას მართავს მეუფე დავითი (ტიკარაძე).

ისტორიკოსი თინათინ სვიმონიშვილი გვიამბობს: - საყოველთაო ურწმუნოების ჟამს სულიერი ცხოვრება ბოდბის საეპისკოპოსოშიც შეფერხებული იყო. უმოწყალოდ ილახებოდა მორწმუნეთა უფლებები. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც დანგრევას გადაურჩა, საწყობებად, კლუბებად და პირუტყვთა სადგომად გამოიყენეს. სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ ქადაგება.

ბოდბელი მიტროპოლიტის ათანასეს (ჩახვაშვილი) დამსახურებაა ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ეკლესიაში ქართულ ენაზე ღვთისმსახურების დანერგვა.

მეუფე თეოდორეს ბოდბეში მოღვაწეობის დროს განახლდა წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საკათედრო ტაძრის მოხატულობა. 1997-1998 წლებში არსებობდა წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სასწავლებელი, სადაც დიდი ყურადღება ექცეოდა საღვთისმეტყველო საგნებისა და გალობის შესწავლას. ამ დროს აიგო ეკლესიები: წნორში - წმინდა ილია მართლის სახელობის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - სოფელ მაღაროში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - სოფელ ვაქირში, სამონასტრო ცხოვრება გრძელდება ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში.

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი ცნობილი იყო სამისიონერო მოღვაწეობით.

KARIBCHEამჟამად ბოდბის საეპისკოპოსოს მღვდელმთავარია მეუფე დავითი (ტიკარაძე). ქიზიყში სტუმრობისას მეუფესთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი ლოცვა-კურთხევა მოლოცვის დროს ძალას გვმატებდა. მეუფე დავითთან "კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში გვქონდა ვრცელი ინტერვიუ, მისი კურთხევით, მკითხველს ვთავაზობთ მცირე ამონარიდს:

"ხშირად მოდის ჩვენთან ადგილობრივი მოსახლეობა თხოვნით, ავამოქმედოთ მათ სოფელში ტაძარი, დავუნიშნოთ მღვდელი. გვთავაზობენ ახალი ტაძრების მშენებლობას, ძველის რესტავრაციას. ასევე მონაწილეობენ ახალი ტაძრების მშენებლობასა თუ ძველის რესტავრაციაში. გვერდში უდგანან მღვდლებს. ბევრი რამ თვით სასულიერო პირზეცაა დამოკიდებული. თუ მღვდელი გულით შეიყვარებს საკუთარ მრევლს, ემსახურება მათ, როგორც შვილებს, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს, იზრუნებს მათზე, მას მრევლი გულით შეიყვარებს, აღიარებს თავის სულიერ მამად. ეს მე საკუთარ თავზე გამომიცდია. მრევლი ყოველთვის აკეთებდა ჩემთვის იმაზე მეტს, ვიდრე ვიმსახურებდი, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

მართალია, ჩვენს ეპარქიაში მწვავედ არ იგრძნობა სექტის გავლენა, მაგრამ ვერ ვიქნებით მშვიდად მანამდე, ვიდრე ჩვენი ეპარქიის თუნდაც ერთი მცხოვრების სული საშიშროების წინაშე იდგება. ყველამ უნდა ვილოცოთ უფლის მიმართ გზაშეცდომილი თანამოქალაქეებისთვის, რათა უფალმან მოაქციოს ისინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა".

მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით ბოდბის ეპარქიას ვსტუმრობდი. მეგზურობას მიწევდა სოფელ ანაგის მკვიდრი თინათინ სვიმონიშვილი, წნორის ტაძრის მოძღვრის მამა თეიმურაზ ჯანაშვილის დიდი დახმარებით კი წმინდა ადგილების მოლოცვა შევძელით.

ანაგა
ეს სოფელი ცივ-გომბორის მთის ჩრდილოეთ კალთებზეა გაშლილი. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ვაქირი, დასავლეთით - კარდენახი, ჩრდილოეთით - ალაზნის ველი.

- შემორჩენილია თქმულება, თუ რატომ დაერქვა სოფელს ეს სახელი, - მიყვება თინათინი, - თურმე ამ ადგილას ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ულამაზესი ასული ჰყოლია, ანა. იგი შეჰყვარებია ღარიბ მწყემსს. რახან მშობლები მათი შეუღლების წინააღმდეგნი ყოფილან, ქალ-ვაჟს ღამით გაპარვა განუზრახავს. ეს გაუგია ქალის მამას, ჩასაფრებია და სასიძო მოუკლავს. მას ამის თქმაღა მოუსწრია, - ანა, გა... ანუ გაიქეციო... ასე წარმოიშვა სოფლის სახელი. ვახუშტი ბატონიშვილს ნახსენები ჰყავს კახეთ-ჰერეთის მებრძოლი გმირი ანაგე. შესაძლოა აქედანაც მომდინარეობს სახელი. ანაგელები XVI საუკუნემდე დღევანდელი ძველი ანაგის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. შემდეგ გადმოსახლებულან უფრო მოხერხებულ ადგილას, კარდენახსა და ვაქირს შორის.

იოანე ბაგრატიონი "ქართლ-კახეთის აღწერაში" სიღნაღის შემდგომ კარდენახსა და ვაქირს შორის, თანამედროვე ანაგის ტერიტორიაზე ასახელებს: ბაიდარაანს, ანაგას და როჭიკაანთ ყურეს. ამჟამად ბაიდარაანი სოფლის ყველაზე დიდი უბანია. სოფელთან უნდა იყოს შეზრდილი როჭიკაანთ ყურეც. სოფლის დიდი უბნებია: ბაიდარაანი, თანდაანი, მირიანაან-გოგოლაანი, ახმეტელაანი, ქუდურ-მჭედლიაანი, ღვინობაანი და სხვა. არის პატარა უბნებიც: მექუდიაანი, პოვრიაანი, მალაქოანი...

KARIBCHEსოფელში გავრცელებული გვარებია: მირიანაშვილი, დარჩიაშვილი, თანდაშვილი, გოგლაშვილი, მჭედლიშვილი და სხვა.

სოფელში არის საკრებულო, საჯარო სკოლა, ორი საბავშვო ბაღი, თანამედროვე ტიპის საექიმო უბანი, აფთიაქი, ღვინის ქარხანა, კავშირგაბმულობის განყოფილება, სანდრო ახმეტელის მუზეუმი და სხვა.

წყაროები
სოფელში მრავლად ყოფილა წყლის წისქვილი. ზოგიერთი მათგანი ბოლო დრომდე მოქმედებდა. ანაგა მდიდარია წყაროებით: კონსტანტინეს, კუს წყარო, ზარიაულის, ბენაანთი, როზგასი, ლამაზოანთი, ბეჩაოანთი, თომასი, მირიანის, სანდროს, ილიასი, რუთიაანთი, ქუდურის, კოდის, კოლასი, ბურლიასა, გარსევანიაანთი, ხიზანაანთი, თებრიას წყალი და სხვა.

გამოირჩევა კონსტანტინეს წყარო. თურმე ლეკებს გამოქცეულ კონსტანტინეს ანაგაში გამოუთხრია ქვაბული და შიგ დამალულა. ქვაბულიდან წყალი წამოსულა და ამიტომ დარქმევია კონსტანტინეს წყაროც. სხვა თქმულების მიხედვით, XVII საუკუნის დასაწყისში მამისა და ძმის მკვლელი, კახთა მეფე ალექსანდრე II-ის გამაჰმადიანებული ძე კონსტანტინე აჯანყებულ კახელებს ამ ადგილას მოუკლავთ და წყაროს წყალიც ვითომ აქედან იღებს სახელს.

სვიმონიანთ უბანი
მტერთაგან თავდასაცავად ანაგის მოსახლეობა ხელოვნურ საფარსაც აშენებდა. ქუდურის უბანი ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ყოფილა გაშენებული.

- პაპაჩემის, ლადო სვიმონიშვილისგან გამიგონია, - მიამბობს თინათინი, - ჩვენი გვარის თავდაპირველი დასახლება უნდა ყოფილიყო საგვარეულო ზედაშისა და "პატარა მინდვრის" ზევით, ტყის სიღრმისკენ. შიშიანობის გავლის შემდეგ სვიმონიანთ უბანი ჩამოსახლებულა იმავე მთის ფერდობზე, კვირაცხოვლის ეკლესიასთან.

ციხე-ბურჯები
სიღნაღის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეგისტრირებულია რვა ციხე-ბურჯი: ხიზანაანთ ციხის ბურჯი, ბიჭიაშვილების ციხე, ჩირინაანთ ციხე, შიოს მარანი, ბოტკველაანთ ციხე, ანდრონიკაშვილების ციხე, თამარის ციხე, ქუდურის ციხე. ზოგიერთი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლად გადაუკეთებია. სათვალთვალო ციხეები ისეა განლაგებული, რომ მტრის შემოსევის დროს ადვილი შესამჩნევი ყოფილიყო მის თავზე დანთებული ცეცხლი, რომელიც მოსახლეობას ნიშანს აძლევდა, თავდასაცავად მომზადებულიყო. შიშიანობის დროს ხალხი ასეთ ციხეებს აფარებდა თავს.

ანაგაში კარგადაა შემონახული ციხებურჯი, რომელიც ხიზანიშვილებისა და ჩირინაშვილების ეზოს შუაზე ჰყოფს. სიღნაღის ცნობილი ციხე-გალავნის 23 კოშკიდან ერთ-ერთს ანაგის კოშკი ჰქვია.

KARIBCHEანაგაში მევენახეობას უხსოვარი დროიდან მისდევენ და მემინდვრეობა-მესაქონლეობაზე მაღლა აყენებენ. აღსანიშნავია, რომ ქიზიყში ბორდოს ხსნარით ვაზი პირველად ანაგელ ალექსი მირიანაშვილს შეუწამლავს.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ კახეთში XIX საუკუნეში ქვევრებს ბევრგან აკეთებდნენ, მაგრამ საუკეთესოდ ანაგის ქვევრები ითვლებოდა. ერთ-ერთ უბანს საქვევრეებიც კი ჰქვია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერეკლე მეორის კარის მოძღვარი, სამეფო კარის დიპლომატი ნიკოლოზ ბიჭიაშვილი, ანაგელი იყო. ამ სოფლის მკვიდრი გახლდათ მწერალი და პედაგოგი ალექსი მირიანაშვილი, სანდრო ახმეტელი, პოეტები: ალექსანდრე ბეგაშვილი და შალვა მჭედლიშვილი, სახალხო მთქმელი ირაკლი მირიანაშვილი და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი ჰამლეტ გონაშვილი.

ეკლესია-მონასტრები
ბოდბის ეპარქიის ტერიტორიაზე მრავალი ეკლესია-მონასტერია. მათგან აღსანიშნავია წმინდა ნინოს და წმინდა სტეფანე ხირსელის სამონასტრო კომპლექსი, ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XVIს.), ოზაანის ამაღლების ეკლესია. სულ ეპარქიაში 100-ზე მეტი ტაძარია.

ანაგა ეკლესიების რაოდენობის მიხედვით მართლაც გამორჩეულია. ადრინდელი 17 ტაძრიდან დღეს 14-ია შემორჩენილი. XIX საუკუნის ფერისცვალების სახელობის ტაძარი ვაქირისა და ანაგის მიჯნაზე დგას. მისი აღდგენა აქაურების სანუკვარი ოცნებაა. ჩანს, ეკლესიას 1921-1924 წლებში შეუცვალეს ფუნქცია. 1924 წელს მასში კულტურის სახლი განათავსეს. აქ უმღერია ვანო სარაჯიშვილს.

კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ტაძარი ბოდბის ეპარქიას გადაეცა. თინათინ სვიმონიშვილის თქმით, მისი აღდგენის პროექტი დამტკიცებულია საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს მიერ, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო რესტავრაცია შეჩერებულია.

ჩვენი თხოვნა იქნება, დავეხმაროთ ფერიცვალების ტაძარს. გთხოვთ, ლოცვაში მოვიხსენიოთ, რათა უფალმა გამოაჩინოს ისეთი ადამიანები, ვინც შეძლებენ დახმარების გაწევას. სახალხო ბანკში გაიხსნა ანგარიში. ჩვენც ვასრულებთ მეუფე დავითის კურთხევას და გთავაზობთ ანგარიშის ნომერს: საქართველოს სახალხო ბანკის სიღნაღის ფილიალი. მიმღები ბანკის კოდი 220101455, მიმღები ანგარიში ლარში #36084830, დოლარში 136184831, ევროში 2336184832.

ანაგის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის დასავლეთის ფასადზე, სარკმლის ქვეშ მხედრული წარწერა გვაუწყებს, რომ 1869 წელს ეკლესიისთვის კრამიტი დაუხურავს აბრამ დიაკვანს.

ანაგის ხევზე, "ზასტაოს" მაღლა, საანაგოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცნობი ეკლესიის ნანგრევები.

წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება, განსაკუთრებული ხალხმრავლობა 2 აგვისტოს არის ხოლმე. ილია წინასწარმეტყველს ევედრებოდნენ სეტყვისაგან თავის დახსნას. ტაძრისკენ მიმავალ გზას ნახიდარს ეძახიან. აქვე ახლოსაა ეგრეთ წოდებული სვავების კლდე.

KARIBCHEKARIBCHE

წმინდა ბარბარეს ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების ტაძარია. შემორჩენილია მხოლოდ კედლები. გადმოცემით, ამ ტაძარში ხშირად მოჰყავდათ ბავშვები თვალების სამკურნალოდ.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება, საბჭოთა პერიოდში ბოსლად და საწყობად იყენებდნენ.

- 90-იან წლებში ტაძრის ამოქმედებაში დაგვეხმარა ბოდბელი ეპისკოპოსი თეოდორე, - მიამბობს თინათინი, - ახლა მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით აქ ღვთისმსახურება სრულდება. სამწუხაროდ, ეპარქიაში ცოტა მოძღვარია და ამიტომ შეძლებისდაგვარად გაისმის ამ ტაძარში ღვთის სიტყვა. მადლობელი ვარ ყველა მოძღვრის, რადგან ცდილობენ, სხვა სოფლებთან ერთად ანაგაც არ ჩამოშორდეს ღვთისმსახურებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა წყნეთის წმინდა ნინოს ტაძრის მოძღვარს, მამა მიქაელ აბულაძეს, რომელიც დროდადრო ჩამოდის ანაგაში და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენს წირვა-ლოცვას. მისი დახმარებით ბევრი საეკლესიო ნივთი შევიძინეთ. ტაძარში გვაქვს ყველა საღვთისმსახურო წიგნი. როცა მუდმივად გვეყოლება მოძღვარი, ამ მხრივ პრობლემა არ გვექნება.

ტაძრის შემოსასვლელ კართან სააღმშენებლო წარწერაში მოხსენიებულია მისი ერთ-ერთი მაშენებელი - "სულხან გალატოზი".

ანაგაში დგას გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი ეკლესია - "კვირაცხოველი". კარის თავზე არის აგების თარიღი - 1759 წელი. ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღდგომის მეორე კვირას იმართებოდა. ძველი თაობის გადმოცემით, თურმე ამ ეკლესიაში ღვთისმსახურება XX საუკუნის 20-იან წლებშიც გრძელდებოდა. ას წელს მიღწეული მარიამ ბუროზაშვილს ჯვარი კვირაცხოვლის ეკლესიაში დაუწერია.

ანაგაში ერთ ეკლესიას "ყვავის საყდარს" ეძახიან. გადმოცემით, ამ ტაძრიდან ყვავს ხატი მოუპარავს, რომელიც მერე მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის ადგილას უპოვიათ.

მთავარანგელოზის ეკლესიაში 21 ნოემბერს კახეთ-ჰერეთის რეგიონის მოსახლეობა მოდის სალოცავად.

ტაძარი სოფლიდან საკმაოდ მოშორებით, მთის ტყიან ფერდობზე დგას. აშკარაა, აქ ადრე მონასტერი უნდა ყოფილიყო. ამას ადასტურებს კიდეც ეკლესიის ახლომახლო დამხმარე სათავსების, თონის, ღამის გასათევი სახლის და სხვათა არსებობა. ტაძარი მართლაც შესაკეთებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკლესია უზრუნველყოფილია სასმელი წყლით და ელექტროენერგიითაც. აქ არსებული პირობები მეტად ხელსაყრელია სამონასტრო ცხოვრების ასაღორძინებლად, სამონასტრო მეურნეობის განვითარებისთვის. იქვე ახლოსაა მთელ ეპარქიაში ერთადერთი - უფლის აღდგომის ეკლესია.

აქვე ბაიდარაანთ უბანში მდებარეობს წმინდა ნინოს ეკლესია, რომელშიც ადრე კოლმეურნეობა "წითელი ანაგის" საწყობი ყოფილა.

სოფელში ორი წმინდა გიორგის ეკლესიაა. ანაგელები, ტრადიციის მიხედვით, მთავარანგელოზობას და გიორგობას განსაკუთრებით აღნიშნავენ. მიდიან ტაძარში, სანთელს ანთებენ და ლოცულობენ...

სანდრო ახმეტელის მუზეუმში
ეს კოხტა და ლამაზი შენობა შუაგულ ანაგაში დგას. მნახველი არ აკლია, მაგრამ მზრუნველი ხელი - კი. სახლის უკანა აივნიდან ხელისგულივით მოჩანს შემოდგომისპირის ნისლით დაბურული ალაზნის ველი.

KARIBCHE

ცნობილია, რომ სანდრო ახმეტელისეული სახლის მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი, ეს შენობა სამუზეუმედ აიგო. სანდროს მამა - ვასილი კოღოთოს ეკლესიის მოძღვარი ყოფილა. მუზეუმში დაცულ საეკლესიო წიგნში ვკითხულობთ საეკლესიო მსახურების და მათი ახლობლების, ოჯახის წევრების სახელებს. მოხსენიებულია თავად მღვდელი ვასილ დავითის ძე ახმეტელოვი, ცოლი მისი მარიამ ივანეს ასული ოდიშელი და შვილნი ამათნი - დავითი (19 წლის), ილარიონი (13 წლის), ეკატერინე (12 წლის), ალექსანდრე (9 წლის) და გიორგი (1 წლის). "ამათმა თქვეს აღსარება და ეზიარნენ". ცნობა დათარიღებულია 1894 წლით.

მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა ია ვარძელაშვილმა გვიამბო, რომ ანაგაში, მღვდლების ოჯახში, თურმე სტალინი ჩამოდიოდა. ახმეტელიშვილთა გვარში ოთხი მოძღვარი ყოფილა. ერთ-ერთს "ტოჩკა მღვდელს" ეძახდნენ. სტალინს სწორედ მასთან ჰქონია ურთიერთობა.

KARIBCHE- მუზეუმი 1979 წელს გაიხსნა. ეს ახალი შენობა აშენდა სანდრო ახმეტელის საიუბილეოდ. მისი გახსნა კი სოფელმა 1987 წელს აღნიშნა. მანამდე, შვიდი წლის განმავლობაში, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში ვიყავით, - ამბობს ქალბატონი ია, - ახლა გვაქვს ეს ლამაზი შენობა. მუზეუმში განთავსებული ფოტოები დიდი რეჟისორის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს. ავეჯი კი მათი გვარის ოჯახიდანაა წამოღებული. მუზეუმის თითოეული თანამშრომელი ფაქტობრივად ენთუზიაზმის ამარა მუშაობს და აქაურობას ცივ ნიავს არ აკარებს.

მოგეხსენებათ, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი ჰამლეტ გონაშვილი ამ სოფლის მკვიდრი იყო. ანაგაში გაატარა ცხოვრების ნაწილი და აქვე აღესრულა. ანაგელებს გული სწყდებათ, რომ ამ დიდებული ადამიანის სახლ-მუზეუმის დაარსება დღემდე ვერ მოხერხდა. ეს მარტო დიდი მომღერლის ხსოვნის კი არა, ხალხური შემოქმედების უკვდავყოფაც იქნება...

დამშვიდობებისას ანაგელებმა დამაბარეს, იქნებ ამ საშური საქმის განხორციელებაშიც დაგვეხმარონ კეთილი ადამიანებიო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat