სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი
ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში, ამ მართლაც საოცარ და დიდებულ მხარეში, ჯერჯერობით კვლავ შემონახულია ბრწყინვალე ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომელთა ხილვისას მცირე ხნით მაინც გადავდივართ წარსულში...

სამცხე სამხრეთ საქართველოშია. მოიცავს ახლანდელ ახალციხის, ასპინძის, ადიგენის რაიონებსა და თურქეთის ქრისტიანულ რეგიონებს - ყველისხევს, წურწყაბს, ფოცხოვისა და ჯაყისწყლის მიმდებარე ტერიტორიების დიდ ნაწილს. თავად სახელწოდება - სამცხე მომდინარეობს სატომო სახელიდან მესხი. მკვლევართა ვარაუდით, ადრე ამ მხარეს ოძრიხე (ოძრხე) ეწოდებოდა. სამცხის ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები; ჩრდილოეთით - ფერსათის მთები; სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები; აღმოსავლეთით - ჭობისხევი. მესხეთ-ჯავახეთი ყველაზე მეტად დააზარალა მტრის შემოსევებმა. აქ თითქმის სამასი წელი ბატონობდა უცხო მოდგმის ხალხი, რაც საგრძნობლად აისახა საეკლესიო ცხოვრებაზე.

ვარძიაში სამონასტრო ცხოვრების დაწყება თამარს უკავშირდება - ის მისი ერთ-ერთი საყვარელი სალოცავი იყო, განსაკუთრებულ სასოებას კი ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ გრძნობდა. ბასიანის ბრძოლის წინ, როცა მთელი მუსლიმანური სამყარო გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თამარი სასოებას ამყარებდა უფალზე, ფეხშიშველი ავიდა ვარძიაში, მთავარ ტაძარში ილოცა, აბასთუმანში წავიდა და იქ დაელოდა მოვლენების განვითარებას. ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინა მისი ვედრება - ქართველობამ გაიმარჯვა. თამარ მეფის ეპოქაში ვარძიაში მოღვაწე ბერმა დაწერა სამადლობელი საგალობელი ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელიც დღემდე იკითხება მამათა მონასტერში.

მესხეთ-ჯავახეთის კულტურულ დაწინაურებას ხელი შეუწყო აქ და განსაკუთრებით უცხოეთში არსებულმა ქართულმა სკოლებმა. მათი მესვეურები იყვნენ მესხი მოღვაწეები. პროხორე შავშელმა XI საუკუნეში ააშენა ჯვრის მონასტერი პალესტინაში, რომელიც ბაგრატ IV-ის დროს გადაიქცა ქართული მწერლობის უდიდეს კერად. გრიგოლ ბაკურიანმა 1083 წელს ბულგარეთში ააშენა პეტრიწონის მონასტერი. უცხოეთის ამ სკოლებში განათლება მიიღეს საქართველოდან, კერძოდ, მესხეთიდან წასულებმა.

სამცხეში გახლდათ დაბადებული გიორგი მთაწმინდელი.

ეფრემ მცირე - მეცნიერი და ფილოლოგ-ფილოსოფოსი ტაოელი იყო.

იოანე პეტრიწიც მესხეთ-ჯავახეთის მოღვაწეთა წრეს ეკუთვნოდა.

იოანე ჭიმჭიმელი დაიბადა და აღიზარდა სამცხეში. ეს ცნობილი ფილოსოფოსი თამარის დროს მოღვაწეობდა.

იოანე ანჩელი ანჩიდან იყო. მან შეადგინა ანჩის საგალობელი.

სარგის თმოგველი თმოგვის მფლობელი გახლდათ, დაწერა პოემა "დილარიანი". ცნობილი პოეტი, ავტორი "აბდულმესიისა", იოანე შავთელი შავშეთიდან იყო. მას ეკუთვნის "გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი". თამარის კარის მეხოტბე, "თამარიანის" ავტორი ჩახრუხაძე მესხეთში დაიბადა.

მესხეთ-ჯავახეთში დღემდე არსებობს თქმულება-გადმოცემები, რომლებიც შოთა რუსთაველის სამშობლოდ მესხეთის სოფელ რუსთავს ასახელებს.

***
საისტორიო წყაროებით, პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია წმინდა ანდრია პირველწოდებულს. მოციქულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის სასწაულით ქრისტიანობაზე მოქცეულ აწყურის მკვიდრთ პირველი მაწყვერელი ეპისკოპოსიც დაუდგინა. მრავალგანსაცდელგამოვლილ მხარეში ადრიდანვე ათობით ეპარქია იხსენიებოდა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს საქართველოს საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა.

მტერთაგან გაჩანაგებულ-გაუდაბურებულ ტაო-შავშეთ-კლარჯეთ-სამცხეში წმინდა გრიგოლ ხანძთელის და მის მიმდევართა თაოსნობით აიგო მრავალი ეკლესია-მონასტერი. გრიგოლის მიერ შეკრებილი მეუდაბნოე ბერები გაურბოდნენ მაცდურ ქვეყანას, სიმდიდრეს, ქადაგებდნენ მორჩილებას და სიგლახაკეს. სასულიერო ხელისუფლებას საეროზე მაღლა აყენებდნენ. გრიგოლ ხანძთელი ამბობდა: "ჭეშმარიტი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქვეშე არიანო".

ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო ოპიზა. აქ მოღვაწეობდნენ მიქელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი, სერაპიონ ზარზმელი. ოპიზაში გადაიწერა მრავალი თხზულება, მათ შორის ოპიზის სახარება. შატბერდის მონასტერში ითარგმნა და გადაიწერა შატბერდის კრებული, ჰადიშის სახარება, ჯრუჭის სახარება, X საუკუნეში იოანე ბერის მიერ უდაბნოს მონასტრის მრავალთავი...

ტბეთის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე მტბევარი, რომელმაც აღწერა წმინდა გობრონის ცხოვრება. აქვე გადაიწერა ტბეთის ცნობილი სახარება. თორთომის ხეობაში ადარნასე კურაპალატმა აღაშენა ოშკის მონასტერი, სადაც 978 წელს გადაიწერა ბიბლია. ამავე ხეობაში X საუკუნეში დაარსდა დიდებული ხახულის მონასტერი, რომელიც სოფელ ხახულეთში ააშენა დავით კურაპალატმა. ჭოროხის ხეობაში დაეფუძნა პარხლის მონასტერი.

ტაო-კლარჯეთი, კარგა ხანია, საქართველოს შემადგენელი ნაწილი აღარ არის. ღვთის ანაბარა დარჩენილ წინაპართა ღვაწლით შექმნილ ძეგლთა მხოლოდ ნახვა შეგვიძლია.

ამ ეპარქიაში სტუმრობისას მეუფე თეოდორეს ნახვა ვერ მოხერხდა. უცხოეთში ბრძანდებოდა. ამიტომ კურთხევა ავიღე, მეუფე თეოდორეს "კარიბჭეში" ადრე დაბეჭდილი ინტერვიუ მასალაში ჩამერთო: "ჩვენი ეპარქია მოიცავს სამ რაიონს - ახალციხეს, ასპინძას და ადიგენს. აქ ოცზე მეტი მოქმედი ეკლესიაა, ცხრა მონასტერია - ხუთი მამათა და ოთხი დედათა. მამათა მონასტრებია: ვარძიის (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი), საფარის (წინამძღვარი მამა არსენი (ასანიძე), ზარზმის (წინამძღვარი მამა ნიკოლოზი (გეწაძე), აბასთუმნის (წინამძღვარი მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი), ჭულევის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე). დედათა მონასტრები: ზედა ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი), აბასთუმნის (წინამძღვარი ბარბარე (გრიგალაშვილი), რაბათის წმინდა მარინეს მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი), ახალციხის რეზიდენციაში - ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (წინამძღვარი ნათელა (ქაფიანიძე). ასპინძაში არის აგარის დედათა მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი ქეთევანი (მელაძე) და აწყურის მამათა მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი).

KARIBCHE

ახალციხეში არის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია. აქ თავად სასულიერო პირები ატარებენ გაკვეთილებს. ძალიან ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ სემინარიაში და მჯერა, ღირსეულად გააგრძელებენ სასულიერო ცხოვრებას. ეპარქიაში რესტავრაცია უტარდება ეკლესია-მონასტრებსაც. შენდება ახალი ტაძრები. გვინდა, ყველა სოფელში იყოს მოქმედი ტაძარი და ყველას ჰქონდეს სულიერ მოძღვართან ურთიერთობის საშუალება.

დავიბადე სიღნაღში, - აღნიშნავს მეუფე თეოდორე, - ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი აბასთუმნის ობსერვატორიაში. შემდეგ ათი წელი - თელავში. ვსწავლობდი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წამოვედი საფარაში და სასულიერო ცხოვრებას შევუდექი. მთავარია, ადამიანმა ღმერთი იწამოს და რა უნდა აკეთოს, ამას თვითონ ღმერთი განუსაზღვრავს. ადამიანს თავად უნდა სურდეს უფალი, უნდა მიენდოს მას. უნდა შევწიროთ თავი ღმერთს, მივცეთ მას უფლება, განაგოს ჩვენი ცხოვრება, სხვანაირად ღმერთი არ შეეხება ადამიანის თავისუფალ ნებას. ჩვენ თავისუფალი ნებით უნდა ავირჩიოთ სამსახური უფლისა.

***
ვარძიაში მიმავალმა სადგურში ორი სასულიერო პირი შევნიშნე, "კარიბჭეს" კითხულობდნენ. აბასთუმნის მამათა მონასტრის მამები გამოდგნენ. მართლაც მფარველი ანგელოზებივით გამომეცხადნენ.

***
ყოველ ნაბიჯზე ჩვენი ისტორიის ფურცლებს ვხვდებით. აწყურის ციხე თავისი ეკლესიით მართლაც საუცხოოა. ღვთისმშობლის ტაძარი მტკვრის მარჯვენა მხარეს დგას. ზოგიერთი სოფელი წმინდანის სახელს ატარებს. მათ შორისაა გიორგიწმინდა, ანდრიაწმინდა. გიორგიწმინდა გზის პირასაა გაშენებული. მისი ქვითკირის ტაძარი დღეს ნანგრევებადაა ქცეული. იგი ერთ დროს მოხატული უნდა ყოფილიყო, კარის თავზე ქვაში ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიის ახლოს ქვითკირის შენობაა - საძვალე უნდა ყოფილიყო. მოსახლეობა აქ გიორგობას სანთელს ანთებს და წმინდა გიორგის მეოხებას ევედრება. ანდრიაწმინდა ცოტა მოშორებითაა. სოფელში წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია დგას.

არტანულას და ახალქალაქის წყალს შორის აწვდილ კლდეზე აღმართული ულამაზესი ხერთვისის ციხე ამაყად ხვდება შინაურს თუ გარეულს. ციხესთან პატარა ეკლესიაა, მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით აღდგენილი.

KARIBCHEსოფელ ხერთვისის ციხის რაბათში, "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, ცხოვრობდა 127 კომლი ქრისტიანი, რომელთა შორის ჩანან სარგის მელიქი, გრიგოლ მღვდელი და მოსე მღვდელი. ორი მღვდელი იქ ორი ეკლესიის არსებობაზე უნდა მიგვითითებდეს.

მტკვრის ორსავე მხარეს აქაურ ტერასებზე განთქმული ხილის ბაღებია, იქვეა ნასოფლარი გელსუნდა და გამოქვაბულთა ჯგუფი. მის ზევით ნავარძიევის გამოქვაბულებია. სამი კილომეტრის იქითაა ნასოფლარი ფია, თავისი ორი ეკლესიით. მცირე ეკლესია წმინდა თევდორეს სახელობისაა. მეორე ეკლესია - წმინდა გიორგის სახელობისა.

ფიის მახლობლად, მდინარის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია მცირე სამონასტრო კომპლექსი ჭოლთა (ახლანდელი ჯოლდა), რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. აქვეა წუნდა და ნაქალაქევი.

მწუხრში ლამაზად ჩანდა კლდეზე ნაგები წუნდის ეკლესია. შესასვლელთან ვაზის ყლორტია ამოტვიფრული, რომელსაც ჯვარი და წარწერა ამშვენებს: "სახელითა ღმრთისაითა, მე იჩქით გურგენის ძემან აღვაშენე ეკლესია ესე, მამული ჩვენი სახელსა ზედა წმიდისა ნათლისმცემლისასა სალოცავად ჩემთვის და მშობელთა ჩემთათვის". წუნდის ტაძარი უკვე ორი წელია მოქმედებს. ვარძიის მამათა მონასტრის (მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე), მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით აქაურ მოსახლოებას სულიერ საკვებს აძლევს. მამა მათე წუნდის ტაძართან დაკავშირებულ ლეგენდას გვიყვება: ჯავახეთში, კუმურდოს ტაძრის აშენების შემდეგ, ერთმა შეგირდმა ოსტატისგან დამოუკიდებლად ააშენა წუნდა. ეს ამბავი შეატყობინა მასწავლებელს. ოსტატმა წუნი ვერ დადო ნამუშაკევს. ამიტომ დაარქვეს ამ ტაძარს - წუნდა.

ტაძარი სამ სოფელს აერთიანებს - თმოგვს, ნაქალაქევს და ფიას. როგორც მამა მათემ აღნიშნა, ტაძარში მსახურების დროს მუდმივი მრევლი 50-ზე მეტია.

თმოგვი
თმოგვის ციხის ძირში, პატარა ხევში, წმინდა ეფრემის სახელობის მცირე ეკლესიაა გამოკვეთილი.

ზედა თმოგვის ნასოფლარი თმოგვის ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა, მაღალ მთაში. მის ცენტრში აღმართულია სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესიის მშენებლობის თაოსანნი კი, წარწერის მიხედვით, მარიამ დედოფალი, უფლისწული ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ IV) და ფარსმან ერისთავთერისთავი ყოფილან. ეკლესია XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. სოფელში არის ერთიარუსიანი გამოქვაბულთა კომპლექსი. ცენტრში შემორჩენილია კლდის მოზრდილი ეკლესია. ამავე სანაპიროზე, კლდეში ორ-სამ იარუსად ბერთაყანის ქვაბულებია. ერთ-ერთ გამოქვაბულში შერჩენილია ზოსიმე კუმურდოელის XI საუკუნის წარწერა - იგი მაშინ კუმურდოს ეპარქიას განაგებდა ჯავახეთში.

KARIBCHE- ბატონო გოგი, თმოგვში ადრე თათრები ცხოვრობდნენ? - ვეკითხები ჩემს მასპინძელს.

- თათრები 1944 წელს გადაასახლეს. ჩვენ აქ სოფელ აგარიდან ჩამოგვასახლეს. კარგად ვცხოვრობთ-მეთქი, ვერ ვიტყვი. მხოლოდ პურის ფულს ვშოულობთ.

- დიდი სოფელია თმოგვი?

- დაახლოებით 80 ოჯახი ვცხოვრობთ. თანაც სულ ქართველები - ზაზაძეები, ვაჭარაძეები, გუთანაშვილები, მაისურაძეები. სხვა გვარისა 7-8 კომლია, დანარჩენი ზაზაძეები ვართ. ჭირი და ლხინი ერთად გადაგვაქვს. ახლა ეპოქა შეიცვალა და ხალხიც თითქოს გადასხვაფერდა. ეს წყობა ადრე რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. ახლა 77 წლის კაცი ვარ და უკვე აღარაფერი შემიძლია.

- ეკლესიაში თუ ახერხებთ სიარულს?

- ეკლესიაში არ დავდივარ და ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია. თავს დამნაშავედ ვგრძნობ ღვთის წინაშე. კომუნისტებმა გაგვაფუჭეს. ამას წინათ მამა მათესაც ვეუბნებოდი, ღმერთი მომკლავს და ღმერთი დამარჩენს-მეთქი. ახლა კი მწამს, მაგრამ მაშინ რომ არ მწამდა, იმას ვნანობ.

საუბარში ერთი ახალგაზრდა შემოგვიერთდა: - ახალგაზრდების უმეტესობას სოფლიდან ფეხი არ მოგვიცვლია, რწმენა და მომავლის იმედი აქ არავის დაუკარგავს, - მითხრა გულახდილად. საშუალო სკოლასთან ერთად თმოგვში ბიბლიოთეკაც აქვთ. ეგ არის, ახალგაზრდები თავის შესაყოლიებელი ადგილების უქონლობას უჩივიან. ისე, აქ შრომა და გარჯა არც ახალგაზრდებს აკლიათ.

KARIBCHEთმოგვის საშუალო სკოლის პედაგოგმა ნათია ზაზაძემ კი გულისტკივილით მითხრა, - სკოლაში მოსწავლეთა ნაკლებობა უკვე თვალშისაცემი გახდაო. მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რელიგიის ისტორიასაც ასწავლის. წუხს, რელიგიის საათები შეგვიმცირესო. მაინც გულს არ იტეხენ, რადგან მამა მათეს იმედი აქვთ - აქაური ქართველობა ჭეშმარიტ სარწმუნოებას მისი წყალობით დაუბრკოლებლად ვეზიარებითო.

ნაქალაქევი
ვარძიის წინამძღვრის მამა ანტონის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, მამა მათემ სოფელ ნაქალაქევში ჩემი მეგზურობა იკისრა. აქაურები დიდი სიყვარულით ხვდებიან მოძღვარს. სოფელი მჭიდროდაა დასახლებული. კარ-მიდამო ყორეებითაა შემოკავებული. სოფელში შუქი არ ჰქონდათ. საფასურის გადაუხდელობის გამო გაგვითიშესო. 200-მდე კომლი ცხოვრობს. ზამთარში, ვისაც საშუალება აქვს, ქალაქში მიდის.

თენგო პაპა გზაში შემოგვხვდა და საუბარიც გაგვიბა. თუ შრომა გიყვარს, კაცს სოფლად არ უნდა გაგიჭირდესო, - გვითხრა.

ნაქალაქევი რატომ ჰქვია-მეთქი.

- ნაქალაქარის დაბლა მდებარეობს. ადრე აქ მონათა ქალაქი იყო.

- თქვენს წინაპრებს თუ ახსოვთ ამ მხარეში თათრების ყოფნა?

- ჩემს მღვდელ პაპას, ევსტატე კაველიძეს კარგად ახსოვდა. მისი ლოცვით ჩვენი ოჯახი ეკლესიურია და შეძლებისდაგვარად ვემსახურებით ღმერთს.

ვარძიის დედათა მონასტერი
ვარძიის ახლოს, მტკვრის ორსავ ნაპირას ძველი ნასოფლარებია, გაღმა და გამოღმა ჭაჭკარი. გამოღმა ჭაჭკარში IX საუკუნის II ნახევრის კლდეში შეჭრილი წმინდა მარინეს სახელობის დარბაზული ეკლესიაა. აქვეა კლდეში ნაკვეთი სენაკებიც.

გაღმა ჭაჭკარის ახლოს, მიუვალ კლდეზე, მდებარეობს ბერისხევის გამოქვაბულთა კომპლექსი ეკლესიითურთ.

KARIBCHE

ზედა ვარძიამდე მისასვლელი გზა არც თუ ისე სახარბიელოა. აქ აჭარიდან ჩამოსახლებულები ცხოვრობენ. ერთი შეხედვით თავის არსებობით არავის აწუხებენ, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რაც საკუთარი თვალით ვნახე - გამოქვაბულთა კომპლექსი დაუსაკუთრებიათ და შიგ ბოსელი გაუმართავთ. შევედი და საცოდაობით დავიწვი. რა სათავსები, როგორი წმინდა ადგილები! ჩემი ვარაუდით, ტრაპეზის ქვაც კი შევამჩნიე ჯვრის გამოსახულებით. თივით და საქონლის ნაკელით გამოვსებულ ჩვენს მემკვიდრეობას ნეტავ როდის დაუბრუნდება პირვანდელი სახე?

აღმართს აივლი და ხელისგულივით იშლება უმშვენიერესი ვარძიის დედათა მონასტერი. მართლა სამოთხეს ჰგავს აქაურობა. შემაღლებულ ადგილას მდგარი ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ცოტა მოშორებით დედათა სენაკებია.

დედების მზრუნველი ხელი აქაურობას აშკარად ეტყობა - საკალმახე მეურნეობაც აქვთ.

ზედა ვარძიის ტაძარს მიდგმული აქვს მინაშენი, რომელიც ვიწრო და დაბალი დერეფნით სამალავში გადის. სამხრეთით, ანკარა წყაროს თავზე, ჩიტის ბუდესავითაა კლდეზე მიშენებული განდეგილი ბერის სამყოფელი. მონასტრის ქვემოთ ქვაბულში ნაკვეთი ეკლესიაა. ტაძრის კარის თავზე წარწერაა: "დედაო ღმრთისაო, მეოხ ეყავ ერისთავთ ერისთავს ლიპარიტს და შვილთა მისთა დღესა მას საშინელსა, რომელმან გულისმოდგინებით აღგიშენა წმიდაი ესე ეკლესიაი. ამენ!"

თამარ მეფემ ვარძიის ქვაბები და დიდი ტაძარი გამოკვეთა და ზედა ვარძიის სალოცავი ქვედა ვარძიაში გადმოიტანა. ამის შემდეგ ზედა ვარძიის ეკლესია სოფლის სალოცავად დარჩენილა. XVI საუკუნეში ჩაისარ თმოგველის ქალმა - გულქანმა ზედა ვარძიაში ნაყიდი მიწა ვაჰანის ქვაბთა ეკლესიას შესწირა.

XVI საუკუნის ბოლოს ზედა ვარძიაში ორი კომლი ქრისტიანი ქართველი ცხოვრობდა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გასულ წლებში აღადგინეს.

1998 წელს ვარძიის მამათა მონასტრის წინამძღვრად მამა ანტონი (მაჭარაშვილი) დადგინდა, მალევე დაფუძნდა ზედა ვარძიის დედათა მონასტერიც. თავიდან აქ სამი მონაზონი ცხოვრობდა. ისინი მეუფე თეოდორეს ამ ეპარქიაში ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ გადმოჰყვნენ.

დედა პარასკევას, ლალის და დედა ანასტასიას ახლა უკვე სხვა დედები შეემატნენ. მონასტერში დღეს ოცი წევრი ცხოვრობს. ხუთი მონაზონია, ათი მორჩილი და ხუთი სამორჩილე.

თითოეული სენაკი თავისი მფარველი წმინდანის სახელს ატარებს. ოთახების დაყოფა და სახელების შერჩევა წილის ყრით მოხდა. მამა ანტონმა კურთხევის დროს თითოეულ სენაკს თავისი მფარველი წმინდანი დაუდგინა. მონასტერს გრიგოლ ხანძთელის სახელობის სახელოსნოც აქვს.

მონასტერში ცისკრის ლოცვა დილის 6 საათზე იწყება. მცირე ხნის შესვენების შემდეგ, 10.30 სთ-ზე ტრაპეზობენ. მერე ყველა თავის მორჩილებას აღასრულებს. ზოგი ქარგავს, ხელსაქმობს, ზოგი საქონელს უვლის, ზოგიც - მეურნეობას. ყველაფერს მონასტრის წინამძღვარი ანაწილებს. მის მორჩილებაშია მონასტრის თითოეული წევრი და სტუმარიც. მამა ანტონის კურთხევით, მონასტრულ ცხოვრებაზე დედა ანასტასიას (ჩოხელს) გავესაუბრე.

- მამა ანტონის გადმოსვლის შემდეგ აქ დედათა მონასტერს ჩაეყარა საფუძველი. მოძღვარი გვანუგეშებდა, დიდ მონასტერს ავაშენებო. ვცხოვრობდით ისე, როგორც მონასტრულ ცხოვრებას შეეფერება. გავიდა დრო და ნელ-ნელა გავმრავლდით.

ჩვენს თვალწინ შენდებოდა და მშვენდებოდა მონასტერი, თითოეული საცხოვრებელი ოთახი. თავიდან ორი კორპუსი აშენდა, მერე - მესამეც.

უწმინდესს ძალიან მოეწონა აქაურობა.

- მონასტრის მშენებლობაში ვინ მონაწილეობდა?

- ძირითადად სასულიერო სემინარიის სტუდენტები და ქვემო ვარძიის მამები. ვინც შრომას არ გაურბოდა, ყველას წვლილი შეჰქონდა მონასტრის აღმშენებლობაში. გვეხმარებოდნენ ჯარისკაცებიც.

ეს ყველაფერი ერთ ზაფხულში აშენდა. ჩვენ, დედები, ძირითადად ტრაპეზს ვამზადებდით.

ყოველი კედლის აშენება და გადახურვა ჩვენთვის დიდი სიხარული იყო. ახალმოსახლეობა 2001 წლის თებერვალში ვიზეიმეთ.

ახლა თანდათან ვმრავლდებით, რაც ძალიან გვახარებს.

- ახალ წევრს როგორ ხვდებით?

- როგორც დას და ახლობელს, ისე ვეგებებით. ქრისტეს მხედრობას კიდევ ერთი მხედარი ემატება. ეს ყველას სახელია. ვისაც ღვთისმსხურება სურს, მათთვის კარი ღიაა.

- რთულია მორჩილების შესრულება?

- ნებისმიერი მორჩილების შესრულების დროს საკუთარ ნაკლს იკვეთ. ამიტომ ნებისმიერ მორჩილებას ღვთისთვის ვასრულებთ. ეს კი უფრო გვიადვილებს მორჩილების დაძლევას.

KARIBCHE
ვარძიის მონასტრის დედები მამა ანტონთან ერთად

- დედაო, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ძველი ხატები ხომ არ გაქვთ?

- წმინდა ნიკოლოზის ხატი გვაქვს, XVIII საუკუნისა. ეს ხატი ტაძრების დახურვის და დარბევის შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა. რამდენიმე წლის წინ მონასტერს დაუბრუნდა. მამა ანტონის კურთხევით ხატი ზედა ვარძიაში მოაბრძანეს. როდესაც ხატი მოჰქონდათ, ბიჭებმა თურმე სიგარეტს მოუკიდეს. უცებ კეთილსურნელება იგრძნეს. დაინახეს - ხატი მთლიანად დაცვარულიყო და სურნელებას აფრქვევდა. სიგარეტი სასწრაფოდ ჩააქრეს და დიდი შიშით და რუდუნებით მოაბრძანეს ხატი ტაძარში.

მონასტერშია დაბრძანებული ასევე ტოლგის ღვთისმშობელი (XIXს.). თანამედროვე ხატმწერებიდან გვაქვს ირაკლი ცინცაძის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი, თბილისის კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვრის და მისი მეუღლის მიერ შემოწირული ხატები. ხოლო ჩერნიგოვის ღვთისმშობელი და "მოულოდნელი სიხარულის" ხატები ოჯახიდან შემოგვწირეს.

- დედაო, მონასტერში მწუხარება და სიხარული ალბათ ყველას თავისებურად გადააქვს...

- მონასტერში ყველაფერი გვიხარია, გვიხარია ხბოს მოგება, ღმერთთან მიახლოება. ეს ყველაზე მეტ სიხარულს გვანიჭებს. ერთმანეთს ვეხმარებით ყოველგვარი სირთულის დაძლევაში. პირადად მე რვა წელია მონასტერში ვცხოვრობ და გამოცდილებას თითოეული დღე მაძლევს. თუ მონასტრის მოძღვარს მიენდობი, განსაცდელების დაძლევას უკეთ შეძლებ. მოძღვარი შენი სულის გზამკვლევია. ერში ჩემი მოძღვარი გახლდათ მამა არჩილი (მინდიაშვილი). ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ და მადლიერი ვარ მისი. ახლა მამა ანტონია ჩემი სულიერი მამა, მონაზვნურ ცხოვრებაში ბერი რომ გეყოლება დასაყრდენი, მაინც სულ სხვა ძალაა.

მინდა ყველას ვთხოვო, იცხოვრონ ღვთის სიყვარულით, უყვარდეთ სამშობლო. თუ ცოდვებს მოვინანიებთ, ღმერთი მოხედავს ჩვენს ერს და ცხონების გზაზე წაიყვანს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში
chemi sofeli.
ბეჭდვაელფოსტა
24.12. 2014
ნანული
სტატიის სათაურში სამცხე-ჯავახეთი იყო ნახსენები,მაგრამ სტატიაში ჯავახეთი საერთოდ არსად ჩანს,ჩამოთვლილია თურქეთში არსებული ტერიტორიებიც კი...მაგრამ სად არის ახალქალაქი,ნინოწმინდა...რატომ არ არის ტაძრების ჩამონათვალში თუნდაც კუმურდოს ეკლესია???? მიჩნდება კითხვა -ასე რატომ იქცევით??? საინტერესო სტატიაა მაგრამ....ისეთი შთაბეჭდილება დარჩება წამკითხავს,რომ სულ ესაა სამცხე ჯავახეთის ტერიტორია.აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამკარგავ ერის შვილებს მეტი წინდახედულება გვმართებს!!!!იმედია სტატიის გაგრძელებაში ყველაფერი გამოსწორდება!!!
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat