ბორჯომის ხეობა
ბორჯომის ხეობა
სადგერი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. #17
სადგერს ჩრდილოეთით ჩაუდის შავი წყალი (ახლა ბორჯომულა), სამხრეთით - გუჯარეთის წყალი.

სადგერი ძველად ავალიშვილებს ეკუთვნოდა. მათი მოვალეობა იყო ხეობის ლეკთა თარეშისგან დაცვა. ავალიშვილებს სადგერში ჰქონდათ რეზიდენცია ციხითურთ. ამას ვახუშტის ცნობაც ადასტურებს: "შემოდგა ურუმთა ჯარი (1734წ.) სადგერსა, გამოვიდნენ ავალიშვილები და გააქციეს ურუმი და მოწყვიტესო". მაგრამ ავალიშვილები ვერ მოერივნენ მტერს და გლეხებიანად შუა ქართლში გაიხიზნენ. 1832 წელს ავალიშვილებმა რუსის მთავრობას მოსთხოვეს სადგერის დაბრუნება, მაგრამ უარი მიიღეს. 1852 წელს სადგერის ნასოფლარზე მეფის მთავრობამ დაასახლა უკრაინელები, რომლებიც 1860-1900 წლებში თანდათანობით გადასულან ბორჯომში. დღეს აქ ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოსული ქართველები.

სადგერში წმინდა გიორგის ძველი ტაძარია. დეკანოზ სვიმონ შოთაძეს (XV ს.) დაუწერია შესხმა სადგერის წმინდა გიორგისადმი, საიდანაც ვგებულობთ, რომ შოთაძეთა გვარი ყოფილა სადგერის ჯვრის მხლებელი და მცველი. დეკანოზ სვიმონსა და მის ძმას, ვასილს აუგიათ სადგერის ეკლესიის კარიბჭე. მშენებლობა გაგრძლებულა ორ წელიწადს: "ჩუენ ორთავ ძმათა (გვილხინენ), გუარჩამოთ შოთასძეთაო, ხელვყავით გება ტაძრისა ამ შენთა კარის ბჭეთაო, ორ წელ ვაგე, მიჰყავ ხელი, გავათავეთ კარის ბჭეო".

სვიმონ შოთაძეს განუახლებია აგრეთვე სადგერის წმინდა გიორგის ჯვარი და ხატიც. თავისი ძლიერებით განთქმული ყოფილა სასწაულთმოქმედი და მკურნალი სადგერის წმინდა გიორგი, რომელიც კეთროვნებსაც არჩენდა. XVI საუკუნეში, თურქთა ბატონობისას, შოთაძეებს სადგერის წმინდა გიორგის ჯვარი და ხატი გადაუტანიათ ჩხარში და იქვე დასახლებულან. სადგერის ტაძარი დაცარიელებულა და გაპარტახებულა. იგი შემდეგ აღუდგენია ვახტანგ VI-ს.

ტაძარს აკრავს მაღალი კლდე და ღრმა ხევი. მასთან ერთადერთი მისასვლელი გამაგრებული ყოფილა გალავნითა და ციხე-კოშკებით. შიშიანობის დროს სოფელი აქ იხიზნებოდა.

ერეკლე II-ს სადგერის ციხე გაუმაგრებია ზარბაზნებით. სოფლის საზღვარს აღმოსავლეთით გასდევს ქვითკირის კედლის საძირკველი. ეს სიმაგრეც ერეკლე მეფეს აუშენებია. აქ არის კლდეზე მიშენებული სამალავები.

სადგერში გიორგობას, აპრილში და ნოემბერში, დიდძალი მლოცველი მოდიოდა. ღამეს უთევდნენ, შესაწირს სწირავდნენ წმინდა გიორგის და სულით ავადმყოფთა განკურნებას სთხოვდნენ.

სადგერის სამონასტრო ცხოვრება ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის, სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო. სადგერის დედათა მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ორი სქემმონაზონი - დედა მატრონა და დედა დომნინა - მოღვაწეობს.

მონასტერში საოცარი სულიერება ტრიალებს. ახლა აქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - დედებისთვის სენაკებს აგებენ.

დედა ბასილისამ (გოგოლაძე) და დედა დომნინამ (ხაჩირაშვილი) სასაუბროდ მიგვიწვიეს. დანანებით თქვეს: მთელი სოფელი შეკრული რომ იყოს, ეკლესიისთვის უკეთესი იქნებოდაო.

აქაურთაგან უმეტესობას ძველებური აზროვნება აქვს. რწმენას თავისებურად გამოხატავენ. ზოგს ზარი სწამს. მის ხმას რომ გაიგებენ, პირჯვარს ისახავენ.

წმინდა გიორგის მიმართ განსაკუთრებულ სასოებას გამოხატავენ აქაურები. გიორგობა სოფლის დიდ დღესასწაულად აღიქმება. ტაძარში საბჭოთა პერიოდშიც კი მოდიოდნენ. ფაქტობრივად, წმინდა გიორგის თაყვანისცემა არ შეწყვეტილა და ეს ალბათ ყველაზე დიდი სასწაულია.

სადგერში სამონასტრო ცხოვრება თანდათან ძლიერდება. დედების სიმრავლეც თვალში საცემია. მონასტრის მოვალეობაა, ილოცოს თავის ერზე, მთავრობაზე, მხედრობაზე, რომ იყოს მშვიდობა, ბარაქა, შვილიერება, პირველ რიგში - მორჩილება უწმინდესის მიმართ.

დედა დომნინას დალოცვას განსაკუთრებული მადლი აქვს. მის ლოცვაში შედის, პირველ რიგში, ქართველ ხალხზე ლოცვა, შემდეგ მთელ მსოფლიოზე.

მონასტერში ამავე სოფლის მკვიდრი ნიკოლოზ ხაჩიძე გავიცანი. ეს მორწმუნე ადამიანი ეხმარება მონასტერს და ამით თავს ბედნიერად გრძნობს. საკუთარი სოფლის წარსულიც კარგად იცის. ჩვენც გაგვიზიარა.

- დღეს სოფელი მომჭირნედ ცხოვრობს. მოსავალიც მცირეა და სამუშაოც ნაკლებად მოიძებნება. აქ დაახლოებით 450 კომლია, - ამბობს ნიკოლოზი.

- რაიმე სასწაული ხომ არ გსმენია სადგერის წმინდა გიორგიზე?

- ტაძარი ცნობილია როგორც კეთროვანთა მკურნალი. ტაძრის ჯვარში წმინდა გიორგის თხემის წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ოქროთი მოჭედილი ხატები, უძვირფასესი დიდი ხალიჩა უკვალოდ დაკარგულა, სახარება ფურცელ-ფურცელ დაუხევიათ ბოლშევიკებს და ხევში გადაუყრიათ. წმინდა გიორგის ხატი დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთის ტაძარში ბრძანდება.

ძველებისგან მონათხრობი ერთი ასეთი სასწაული მახსოვს. დაზიანებული სახურავიდან ტაძარში წყალი ჩადიოდა. გლეხებს ყავრით გადაუხურავთ ტაძარი, მეორე დღეს სახურავი ხევში უნახავთ. ვიღაცას გამოცხადება ჰქონია, ყავრით დახურვა არ შეიძლება, ბოსელი ხომ არ ვარო და მერე ქვაფიქალით დაუხურავთ.

კიდევ ერთი მახსენდება: აქვე ახლოს დედას ბავშვი გაუგზავნია სარების მოსაჭრელად. შინ მისული ყმაწვილი დამუნჯებულა. დედამისს სარები უკან დაუბრუნებია, ბავშვი მაშინვე გამოჯანმრთელებულა.

***
ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარი მამა ბასილი ახალშენის უბანში ცხოვრობს. ექვსი შვილი ჰყავს. თვითონ კი ამბობს, ცოტა მყავსო!

- სასულიერო გზის არჩევა განსაცდელმა გადამაწყვეტინა, - ამბობს მამაო, - თუმცა ბავშვობიდან მორწმუნე ვიყავი. 1991 წელს ჩემს სოფელში, ტაძრისში ავაშენე მცირე ზომის კვირაცხოვლის სახელობის ბაზილიკური ტაძარი. ამის შემდეგ გადავწყვიტე გუჯარეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის შეკეთება. ამ ადგილას მოღვაწეობდა გიორგი მთაწმინდელი. ამ დროს გავიცანი მეუფე სერაფიმე. დამმოძღვრა, დამიახლოვა. თითქმის სამი წელი მისი პირადი მორჩილი ვიყავი. შემდეგ დიაკვნად გამგზავნეს საპატრიარქოში. ცოტა ხნის შემდეგ მღვდლად დამასხეს ხელი. გახსნის დღიდან ვმსახურობ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, სხვა სოფლებშიც ვწირავ, მათ შორის სადგერსა და ჭობისხევში.

ბორჯომის ხეობის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ტაძარია. ამას წინათ 30-მდე მოქმედი ტაძარი დავთვალეთ. ეს ყველაფერი მეუფე სერაფიმეს მოღვაწეობის პერიოდში მოხდა. კიდევ შენდება 7 ტაძარი. ბევრიც ასაშენებელია. ჩვენი საღვთო მოვალეობაა ადამიანის სულების ცხონებისთვის შრომა და ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად ვიტვირთოთ ეს მისია. 10-11 წლის წინ ტაძარში რამდენიმე კაცი დადიოდა. ახლა თითქმის მთელი ქალაქი მრევლია. მოძღვრის დანახვისთანავე ყველა კურთხევას იღებს. ეს ეკლესიის, ეპისკოპოსის და მისი სამწყსოს დამსახურებაა.

***
ბორჯომში რაიონული გაზეთის "ბორჯომის" გარდა გამოდის "ცისარტყელა" და "ბაკურიანი".

რედაქტორის, ვალერიან ლომიძის თქმით, შარშან "ბორჯომის" 75 წლის იუბილე აღნიშნეს. ამ რთულ პერიოდში ერთი დღითაც არ შეუწყვეტია თვითდაფინანსებით გამომავალი გაზეთის რედაქციას მუშაობა.

KARIBCHE
გაზეთ "ბორჯომის" რედაქცია

- ბატონო ვალერიან, თქვენი გაზეთიდან თუ ისმის კრიტიკა?

- ხან მეგობარს მეძახიან, ხან მტერს. კარგზეც ვწერთ და ჭირ-ვარამზეც. ჭორებზე მასალებს არ ვაგებთ... ბორჯომი პატარა ქალაქია და ჭორს ვერ აიტანს. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ბორჯომი ჩემი საყვარელი და საფიქრალი ქალაქია, გაზეთში ასახული მასალები კი ჩემი სულის გამოძახილია.

ბორჯომის მუზეუმი
ეს ლამაზი შენობა ისტორიის კუთვნილებაა. აქ არის მოთავსებული ბორჯომის წარსულის ფურცლები. ღვაწლმოსილ მეცნიერ-თანამშრომელ ბელა პაპიძისგან შევიტყვე, რომ ჯერ კიდევ კავკასიის მეფისნაცვალს, დიდ მთავარ მიხეილ რომანოვს თავის სასახლეში "მინიატურული" მუზეუმი ჰქონია - სამ ოთახში ყოფილა გამოფენილი იშვიათი ნივთები.

მუზეუმის ბუნების, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების და არქეოლოგიის განყოფილებაში შემოსული დამთვალიერებელი აღტაცებას ვერ ფარავს. მუზეუმში დაახლოებით 36 ათასი ექსპონატია დაცული. მათ შორისაა ასომთავრულწარწერიანი ქვა და ბოლნური ჯვარი ვარდევანიდან (გუჯარეთის ხეობა), მაჭარწყლის ეკლესიის სტელა (V-VIს.ს.), ქვაჯვარი ბაზისითურთ წაღვერის ეკლესიიდან, ორმეტრიანი ქვები ღვთისმშობლიდან (გუჯარეთი) და სხვა. მუზეუმს 1987 წლიდან უძღვება ქალბატონი ვიოლეტა ბალახაშვილი, რომელიც მზრუნველობას არ აკლებს აქაურობას.

KARIBCHEტიმოთესუბანი
ტიმოთესუბანი გუჯარეთ-ბორჯომის გზაზე მდებარეობს. ვახუშტი მას უწოდებს "კიმოთისმანს" და ასე აღწერს: "სადგერის ზევით მოერთვის თორის წყალს სამხრიდამ ბაკულიანის წყალი. აქა, თორის წყლის აღმოსავლით, არს კიმოთისმანი, მონასტერი გუმბათოვანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს, ზის წინამძღვარი".

თურქების ბატონობის დროს სოფელი აყრილა, დარჩენილა მხოლოდ ორი კომლი - ანანია მაცხონასძე და მისი ძმა ნიკოლოზი. ახლა უწოდებენ კიმოთესუბანს ან ტიმოთესუბანს. ამ სახელს უკავშირებენ ტიმოთე ინასარიძის სახელს, რომლის მამა, თევდორე, აქ პირველი დასახლებულა. ამ უკაცრიელ და ტყით დაფარულ ადგილზე მხოლოდ ეკლესია იყო დარჩენილი.

ტიმოთესუბანი ეკუთვნოდა დიდ მთავარს და აქაურები წლიურად კომლზე ორ მანეთს უხდიდნენ.

გუჯარეთის წყლისა და საყდრის ხევის შესართავშია ტიმოთესუბნის მონასტერი. ეკლესია ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. ნაგებობისა და მხატვრობის მიხედვით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეებს.

ეკლესიის შესასვლელში აგურის შენობაა. იგი სამოთახიანია. ზედ გამართული ჰქონია სამრეკლო, რომელსაც სამივე მხრივ აქვს ასასვლელი კიბე.

ეკლესიის ზემოთ დგას წმინდა ბარბარეს ერთნავიანი ქვითკირის პატარა საყდარი. ეკლესიის გარშემო, ჩანს, მჭიდრო დასახლება ყოფილა. XVI საუკუნეში თურქების ბატონობის დროს სოფელი გაპარტახებულა.

ტიმოთესუბნის ამ უმშვენიერეს ადგილას დღეს სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს. მონასტრის იღუმენმა, მამა იერომიელმა (ფილიშვილი) მიამბო: - ტიმოთესუბნის მონასტრის აღორძინება უშუალოდ ბორჯომისა და ახალქალაქის (გაყოფამდე ასე ერქვა) ეპარქიის დაარსებას უკავშირდება. 1995 წელს პატრიარქმა ახალ ეპარქიას მღვდელმთავრად დაუდგინა მეუფე სერაფიმე. მას დახვდა მხოლოდ რამდენიმე მოძღვარი და ცარიელი ტაძრები, ერთადერთი მოქმედი ეკლესია ბორჯომში იყო.

ტიმოთესუბნის დედათა მონასტრის წინამძღვარი მალე, 1996 წელს გადაიყვანეს ხონის ეპარქიის მღვდელმთავრად. 1998 წლის ზაფხულიდან მეუფე სერაფიმემ ტიმოთესუბნის აწ უკვე მამათა მონასტრის წინამძღვრად დამადგინა.

თითქმის არაფერი ვიცით ტიმოთესუბნის მონასტრის ქტიტორთა, მარჯვენაკურთხეულ ოსტატთა და მოღვაწე მამათა შესახებ. მონღოლებს და დროის მსახვრალ ხელს წაულეკავს ყველაფერი.

მთავარი ტაძრის გარდა მონასტრის ტერიტორიაზეა წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის მცირე ზომის ბაზილიკა, რომლის დასავლეთ სარკმელზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, ადიდე სულითა შალვა ერისთავთ-ერისთავი".

- მონასტრულ ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- 1998 წლიდან მონასტერთან აშენდა საძმო სენაკები სატრაპეზოთი. მომრავლდნენ ბერები, მორჩილები. სტუმარი და მონასტერში ცხოვრების მოსურნე კი უამრავია. დღიდან მონასტრის განახლებისა იკურთხა სამი ბერი: მღვდელმონაზონი იოაკიმე, ბერდიაკონი შიო და ბერი იოანე. გვყავს კაბოსანი მორჩილი - გიორგი (სარიშვილი). მამა იოაკიმე მწვანე მონასტრის წინამძღვარია და სათავეში უდგას მონასტრის აღორძინებას.

ჯვარი ჩვენი სულიერი მეხამრიდია. მთავარ ტაძარზე ჯვრის აღმართვის შემდეგ მონასტერი დაემსგავსა აფროსან საბრძოლო ხომალდს, რომელიც წუთისოფლის საცდურებითა და ვნებებით მშფოთვარე ზღვას მიუყვება მყუდრო საუფლო ნავსაყუდლისკენ - ცათა სასუფევლისკენ თავის ღვთივსათნო მგზავრებთან ერთად. ამას მარტო ვერ მოვახერხებდი, რომ არ დამხმარებოდა წაღვერში ყველასთვის საყვარელი პიროვნება, აწ განსვენებული რეზო გელაშვილი.

განახლდა და შეიმკო ორივე ეკლესია. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია თითქმის მიწიდან ამოვთხარეთ. შიგნიდან კი გაილესა და მოიხატა. გაკეთდა ხის ჩუქურთმიანი კანკელი. მოხატულობის ავტორია ხატმწერი ლაშა კინწურაშვილი, ხოლო კანკელისა - ბორჯომში ცნობილი ხელოვანი ვლადიმერ ვეფხვაძე. მოხატვა დააფინანსა საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ, რომელიც ჩვენს საძმოს ყოველთვის გვერდით უდგას. განსაკუთრებული წვლილი #2 ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორს ბატონ სტეფანე გაბრიელაძეს მიუძღვის, რომელიც ჩვენი მონასტრის მრევლიცაა.

მონასტერმა, მრევლის თანადგომით, გამოისყიდა მოსახლეობისთვის გადაცემული ძველი საეკლესიო მიწების ნაწილი, სადაც საბერო სენაკები და კომუნიკაციები აშენდა.

მონასტრის ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო 2003 წელი, როდესაც სამცხე-ჯავახეთის მოლოცვის შემდეგ ვუმასპინძლეთ მის უწმინდესობას.

რამდენიმე წლის წინ დიდ ტაძარში ხის კანკელი შეიცვალა ახალი, ჩუქურთმიანი ქვის კანკელით. განახლდა და მარმარილოს ფილებით დაიგო ამბიონი და საკურთხევლის იატაკი (პროექტის ავტორია არქიტექტორი ლადო ბერიძე, შემომწირველები: მამა-შვილი ბიძინა და ბაჩანა კუჭავები, ქვის მჭრელი-ოსტატი შიო ცხადაძე-ბერიძე, ხოლო ხის სამუშაოები შეასრულა თანგული ორთოიძემ). ღმერთმა დალოცოს და გაახაროს მათი ოჯახები. კანკელი დამშვენებულია ოქროცურვილი ხატებით.

მონასტერში აღდგა საპროჟექტორო განათება, რისთვისაც მადლობას ვუძღვნი ჩვენს მრევლს გურამ გოგოლაძეს.

მიმდინარეობს ფრესკების გაწმენდა-რესტავრაცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ფონდი ახორციელებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

KARIBCHEმწვანე მონასტერი
მწვანე მონასტერი მდებარეობს ჩითახევის წყლის ვაკეზე, ტყეში. ეკლესია დიდია და ერთნავიანი. სამხრეთი მინაშენიდან ქვის კიბე ჩადის სარდაფში, რომელიც საძვალე უნდა იყოს. ეკლესია ძველია, შეიძლება დათარიღდეს IX-X საუკუნეებით.

ეკლესიის გვერდით უფრო გვიანდელი ქვითკირის სამრეკლოა.

მწვანე მონასტერში მამა ანდრიამ თავისი მანქანით წამიყვანა. მართლაც საოცარ ადგილასაა ეს სავანე. მონასტერი მყუდროებას მოუცავს. მოლოცვის მერე მამა ლაზარესთან ცოტა ხნით შევჩერდით.

სატრაპეზოში კედელზე ორი დიდი ფრესკაა. ერთზე მამა ანდრია (ყურაშვილი), მამა გაბრიელი (ურგებაძე) და იოანე მაქსიმოვიჩი არიან გამოსახული, მეორეზე - წმინდა სერაფიმ საროველი. მონასტერში სამნი ცხოვრობენ: წინამძღვარი მამა იოაკიმე (ჩიკვილაძე), მამა ლაზარე და უკაბო მორჩილი მიქაელი.

აქ არც ტელეფონი იჭერს და არც ელექტროგანათება აქვთ. სრული მონასტრული გარემოა და ამიტომაც იზიდავს მნახველებს. რადგან ტაძარი მწვანეშია ჩაფლული, ეს სახელი იმიტომ შეერქვაო, - ამბობენ აქაურები. სამწუხაროდ, არც ერთი აქ მოღვაწის სახელი არ შემოუნახავს ისტორიას. ვიცით მხოლოდ, რომ მონასტერი IX-X საუკუნეებშია აგებული, მაშინ, როცა აქ მოღვაწეობდნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფეები - თეოდორე და ქრისტეფორე. ამ დროს დაარსდა ნეძვი და კვირიკეწმინდა. შაჰ-თამაზის შემოსევის დროს, XVI საუკუნის II ნახევარში, მწვანე მონასტერი სასტიკად დაარბიეს. რამდენიმე ათეული ბერი მოკლეს და მათი ცხედრები მდინარეში ჩაყარეს. ამ ყველაფერმა სასწაული დაგვიტოვა - დღემდეა შემორჩენილი ქვები, რომლებზეც ბერების სისხლია დანთხეული. რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა მომლოცველებს უჩუმრად წაუღიათ რამდენიმე ქვა, შინ ვერ გაუჩერებიათ და მეორე დღესვე მონასტერში დაუბრუნებიათ. ქვების სახლში მიტანისთანავე უცნაური რამ დაწყებულა - ჭურჭელი, ავეჯი ირხეოდა თურმე. ერთი თეფში ჰაერში აფრენილა და გამსკდარა. გზაში ის პარკი, რომლითაც ქვები მიჰქონდათ, სულ დაფლეთილა. მონასტერში დაბრუნების შემდეგ ოჯახში ყველაფერი დაწყნარებულა. ამ ამბის გაგების შემდეგ მონასტერს უამრავი ხალხი მოაწყდა.

წმინდა გიორგის სახელობისაა მონასტერიც და მთავარი ტაძარიც. მონასტრის მამები არც სიცივეს უფრთხიან და არც პრობლემებს. ყველაფერს ღვთის ნებით იღებენ და უფალიც ხელს უმართავთ ღვთისსათნო საქმეების კეთებაში. განახლდა სენაკები, ტაძრის სახურავი მთლიანად გამოიცვალა მრევლის და კეთილი ადამიანების წყალობით. სიყვარულით, მორჩილებით და მოთმინებით მიუყვებიან მონასტრულ ცხოვრებას.

თავში ვახსენეთ სატრაპეზოს ფრესკა. მონასტერში ადრე ერთი რუსი სტუმარი ჰყოლიათ - იგორი. რუსეთის ჯარიდან გამოქცეულა და მწვანე მონასტრისთვის შეუფარებია თავი. ნიჭიერი კაცი ყოფილა, ყველაფერთან ერთად ხატწერაც ეხერხებოდა, მას დაუწერია მამა გაბრიელის, მამა ანდრიას და იოანე მაქსიმოვიჩის ფრესკა.

მწვანე მონასტერი მადლით სავსემ დავტოვე, თან მამა იოაკიმეს დალოცვა გამომყვა.
ბეჭდვაელფოსტა
18.06. 2018
მე მომწონს ასეთი ისტორიეიეი მე პირადად
მიყარს საგანი ისტორია და ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ისტორიებს
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat