ძამის ხეობა
ძამის ხეობა
ძამის ხეობის ეკლესია-მონასტრების გულდაგულ მოსალოცად მთელი ცხოვრება რომ იარო, მაინც არასდროს მოგბეზრდება. საკმარისია, ერთხელ დაადგა ფეხი ამ მადლიან მიწას და მყის მისი ხელახლა მონახულების სურვილი გიჩნდება. სულ თვალწინ მიდგას მონასტრებით დახუნძლული ძამის ხეობა, ქოზიფას მამათა მონასტერში მეუფე იობის ირგვლივ მოფუსფუსე ბერები... თავად მეუფე იობი, რომელიც თავისი თავმდაბლობითა და უშუალობით სულიერ შვილებს სიყვარულის მაგალითს აძლევს. მათ შემყურეს მეგონა, დედამიწაზე კი არ ვიდექი, ზეცაში დავფრინავდი. ბერთა სავანეა აქაურობა და უფალს გულწრფელად შევთხოვ მათ გაძლიერებას.

ქოზიფას მონასტრიდან დაბრუნებული, სქემმღვდელმონაზონ თეოდოსის დახმარებითა და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ძამის ხეობის სხვა ეკლესია-მონასტრების მოლოცვას შევუდექი.

ტყემლოვანა
ამ ადგილს ბერთუბანსაც ეძახიან. სოფელში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ბატონ ნიკოლოზ ეკალაძეს ვესტუმრეთ შინ. მართალია, ხეობაში მოსახლეობა შეჭირვებულად ცხოვრობს, მაგრამ სტუმარმასპინძლობა აქ არავის ეშლება. სიხარულითა და სიყვარულით გიღებენ კარს. ეკალაძეების ოჯახში მოშიებულები დაგვაპურეს, მადლიანი ქართულით დაგვლოცეს და "კარიბჭესთან" საუბარზეც არ გვითხრეს უარი.

მეხუთე წელიწადია, რაც ეს ოჯახი ტყემლოვანში გადმოსახლდა. მანამდე გორში ცხოვრობდნენ.

- დღიდან აქ ამოსვლისა თავს ჩიტივით ვგრძნობ. სამი წელი მარტო ვცხოვრობდი, მეოთხე წელს წამოვიყვანე მეუღლე და ამ სოფელში დავმკვიდრდით, - მიყვება ბატონი ნიკოლოზი, - ეს სახლი მაჩუქეს. მისი პატრონი ვლადიკავკაზში გადავიდა საცხოვრებლად.

მოძღვრებთან თავიდანვე მქონდა ურთიერთობა. გვიცანი მაშინდელი ქოზიფას მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი (აწ ბოლნელი ეპისკოპოსი). მეუფე ეფრემმა შარშან მომნათლა. ჩემი ნათლიაც ის გახლავთ. მისი წყალობით ღვთისმსახურებაზე დასწრებასაც შევეჩვიე.

ვიდრე ტყემლოვანაში დავსახლდებოდი, არაფერი ვიცოდი ამ სოფლის შესახებ. აქაურობა ოსებითაა დასახლებული, ქართველები მხოლოდ ორი ოჯახი ვცხოვრობთ - ეკალაძე და ხუციშვილი. ხუციშვილი სოფელ ბრეთიდან არის. გაზაფხულზე მოდის, შემოდგომისკენ კი ბარში ჩადის. სხვა გვარის ხალხიც ცხოვრობს ჩვენში - ქორთიაშვილები და გაგლოევები.

- როგორი მეზობლობა გაქვთ ერთმანეთთან?

- სირცხვილიც არის, გლახა ურთიერთობა რომ გვქონეს. სულ ხუთი ოჯახი ვართ და ერთმანეთს თვალებში შევყურებთ, ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ.

KARIBCHE- თავი როგორღა გაგაქვთ?

- რასაც მოვიყვანთ, იმით ვცხოვრობთ, თუ არადა ვყიდით საქონელს და ასე გავდივართ იოლას. ბერები გვიმართავენ ხელს - როცა ხედავენ, მუშაობა გვიჭირს, მოდიან და ფიზიკურად გვეხმარებიან. მადლიანი ადგილი რომ არ იყოს აქაურობა, დღეს შეიძლება ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი.

- სოფელში მონასტერიც გაქვთ - ბერთუბანი.

- ბერთუბანი ჩემს აქ ყოფნაში აშენდა. ბერები ცხოვრობენ და აქაურობას მადლით ავსებენ. დღე შრომაში გადის და, სამწუხაროდ, ლოცვის დრო აღარ გვრჩება. თუ გვრჩება და წირვაზე დასწრებით ვივსებთ.

***
სოფელ ტყემლოვანას წყალი ჩამოუდის. მასაც ტყემლოვანას ეძახიან. სოფლის თავზე ძველი კოშკი მდგარა, რომელიც მთელ ხეობას დარაჯობდა. ვახუშტი ბატონიშვილი ამ სოფელს არ მოიხსენიებს. ასე რომ, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

როგორც კი დავემშვიდობეთ ეკალაძეების ოჯახს, გზაზე ბერი შემოგვხვდა. შეგვაჩერა და თავისთან მიგვიპატიჟა. ჩანს, გაეგო ჩვენი სტუმრობის ამბავი. მონასტრის მოსალოცად გაგვიძღვა.

მონასტერი წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობისაა. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წლის წინ აქ დედათა მონასტერი გახსნილა, ორი წლის წინ კი მამათა მონასტრად გადაუკეთებიათ. თავიდან მხოლოდ საცხოვრებელი სახლი მდგარა. ტაძარი მოგვიანებით აუშენებიათ.

ჩემს დაჟინებულ თხოვნაზე მამაომ უარი ვეღარ მითხრა და საუბარზე დამთანხმდა.

- პატარა ტაძარი გვაქვს მოწყობილი მანქანის ძარისგან და წირვა-ლოცვას ასე აღვავლენთ ტაძრის დასრულებამდე. აქ მარიამ მეგვიპტელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა სამიოდე წლის წინ დაიწყეს. ეს ტაძარი ქოზიფაში მოჭრილი ორი დიდი სოჭის მასალისგან ააგეს. ერთ-ერთი ხე ახლაც დგას ეზოში. ეს მისი ტყუპისცალისგან არის აშენებული. ასე რომ, ქოზიფას მადლიც გადმოსულია ამ მონასტერზე. ვინც აქ მობრძანდება, ჩვენი ტაძარი ყველას მოსწონს. მეუფეც ამბობს, ძალიან ლამაზი და საყვარელი ტაძარიაო.

აქ დედებისთვის მძიმე პირობები იყო და მონასტერი მამათა გახდა. ადრე წინამძღვარი დედა მარიამი ბრძანდებოდა და მარიამ მეგვიპტელის ტაძარიც მისი ანგელოზის სახელზე აშენდა. მონასტერში ძირითადად ორნი ვცხოვრობთ - მე წინამძღვარი გახლავართ, სქემმღვდელმონაზონი ანტონი (ბეროზაშვილი), და მორჩილი მიქაელი. სტუმრებიც გვეწვევიან და გვეხმარებიან. მრევლი გვიდგას გვერდით. ძამის ხეობაში კარგი ძმობა გვაქვს და ერთმანეთს ყველაფერში შევეწევით, ისე, როგორც ძალგვიძს და როგორც ამას ბერული ცხოვრება მოითხოვს. ღვთის წყალობით, ერთსულოვნად ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ერთმანეთს ტვირთი შევუმსუბუქოთ.

KARIBCHEსოფელში მონასტრის არსებობა ღვთის დიდი წყალობაა. აქ წირვა-ლოცვა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. სადაც მუდმივი მსახურებაა, იქ ღვთის მეტი შეწევნა იგრძნობა.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ცხონებამდე მიგიყვანოთ!

აბუხალო
აბუხალო ღრმა ხევშია მოქცეული. მას აბუხალოს წყალი ჩამოუდის, რომელიც სოფელ ტყემლოვანასთან ძამას უერთდება. მიდამო კლდოვანია.

აბუხალო ძველი ნასოფლარია. იგი საკმაოდ დიდი სოფელი ყოფილა, რასაც აქაური ეკლესიის ნანგრევები მოწმობს. აბუხალოში დაცულია კლდეში გამოკვეთილი სათავსები (გამოქვაბულები), რომელთა შესახებ ვახუშტი წერს: "კვლავად გვერძინეთ დასავლეთ მიერთვის ხევი აბუხალოსი. აქ არიან ქვაბნი გამოკვეთილნი მაღალსა კლდესა შინა მრავალნი, მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალ სიმაგრით". ეს კლდე სოფლის დასავლეთ მხარესაა და აბუხალოს წყალი ჩამოუდის. ხალხი ამ ქვაბულს მონასტერს ეძახის. კლდეს წინა მხარე კედელივით აქვს ჩამოკვეთილი, ასე რომ, ასვლას მხოლოდ აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხრიდან თუ შეძლებთ. აბუხალოს ქვაბული თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა - განსაცდელის ჟამს მოსახლეობა მას თავს აფარებდა. იგი XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება და უმთავრესად დაღესტნელი აბრაგებისგან თავდასაცავად გამოუქვაბავთ. იქ თავშეფარებულებს ხანგრძლივი გარემოცვაც ვერაფერს დააკლებდა, რადგან წყლითა და სურსათით მომარაგებულნი იყვნენ. შიგვე გაუმართავთ სამლოცველოც. ქვაბულს სათიბებისა და ყანებისკენ ბილიკი ჩაუდიოდა, საიდანაც თივა და პური ამოჰქონდათ, აღმოსავლეთით კი აბუხალოს ხეობაში შეეძლოთ გადასვლა.

აბუხალოსკენ მიმავალი გზა დროს კარგა გვარიანად შეულახავს. სამასი მეტრი მდინარეში უნდა იარო. ზევით ასული კლდეებში შედიხარ. იქვე ჩანჩქერი მოსჩქეფს. ჩანჩქერს გასცდები და უცბად დიდი სივრცე გადაგეშლება თვალწინ. ძალიან ლამაზი და საამო ადგილია.

მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, აბუხალოში წმინდა დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა. "სამონასტრო ცხოვრების დასაწყებად მეუფე იობმა რამდენიმე ადამიანი გამოგვიშვა: მე - სქემმონაზონი გაბრიელი (გაჩეჩილაძე), ბერი ნეოფიტე (დაშნიანი)... ახლა მორჩილი ზურაბიც გვყავს. მახლობელ სკიტში იღუმენი მიქაელი და სქემმონაზონი ონოფრე მოღვაწეობენ. ახალაგებული ტაძარი აქვთ, სენაკები მოაწყვეს და ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობენ. ჩვენ ჯერ ტაძარი არა გვაქვს, წელს ვაპირებთ აშენებას. პატარა ჯიხური გვაქვს და იქ ვლოცულობთ ხოლმე. ტიპიკონს ვიცავთ და მონასტრულად ვცხოვრობთ. შუაღამიანის ლოცვას ღამის სამ საათზე ვიწყებთ. წირვა-ლოცვას კვირაში რამდენჯერმე ვატარებთ, დიდ დღესასწაულზე კი ღამისთევით ვწირავთ", - მესაუბრება მამა გაბრიელი.

- მამაო, აბუხალოს გარშემო რომელი სოფლებია?

KARIBCHE- გვერდით თათრების სოფელია. მეჩეთიც კი აქვთ. გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ასე გაძლიერდნენ. როგორც ჩანს, საძოვრებზე გადმოდიოდნენ და ნელ-ნელა დაეპატრონნენ მიწას. ჩვენი მოსვლის შემდეგ მიატოვეს ყველაფერი და წავიდნენ. ხანდახან მაინც გადმოდიან და საქონელს აძოვებენ. სხვა სოფელი ახლომახლო არ არის.

- ხომ არ გიჭირთ, მამაო, იქ მოღვაწეობა?

- გვიჭირს იქ გაჩერება, მაგრამ ეს გზა ავირჩიეთ, ეს ჯვარი ვიტვირთეთ და ღვთის შეწევნით სასუფევლის კარამდე უნდა მივიტანოთ. ვიწრო ბჭით უნდა შევიდეთ.

საკვებით კეთილი ხალხი გვეხმარება და უფლის შეწევნასაც ვგრძნობთ. მეუფე დიდ ყურადღებას გვაქცევს, ჩვენც იმედი გვაქვს ჩვენი მეუფისა და უფალს მინდობილებს აღარაფრის გვეშინია. ძამის ხეობაში ბევრი მონასტერია და ყველანი ძმებივით ვართ, ერთმანეთს დახმარების ხელს ვუწვდით. როცა ხეობას მეუფე გიორგი სტუმრობდა, ძალიან მოეწონა აქაურობა, თქვა, საქართველო აქედან იწყებაო. ჩემი აზრითაც ასეა. ეს მამათა წმინდა ხეობაა, 13-14 მონასტერში აღევლინება წირვა-ლოცვა. მონასტერში უამრავი გაჭირვებული მოდის და უფლის კალთაში პოვებს შველას. ხალხს უფრო მეტი სულიერი საკვები სჭირდება.

მიხარია, რომ ეკლესია-მონასტრებში მრევლის სიმრავლეა. ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს და ისე უნდა ვზიდოთ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეეფერება და უფალი შეგვეწევა.

ღმერთმა ყველა ერთად დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ყინწვისი
ეს სოფელი ქარელ-გვერძინეთის გზაზე მდებარეობს, იქ სადაც ყინცურის წყალი ძამას უერთდება. სოფლის თავზე, გორაკზე ყინწვისის მონასტერი მოჩანს. მას ყინცურის ხევი ჩამოუდის, რომელიც სოფლიდან 2-3 კილომეტრითაა მოშორებული და მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ სულიერ კერაში სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან მიმდინარეობს. მონასტერი XIX საუკუნეში დაიხურა, 1997 წლიდან კი ბერ-მონაზონთა მოღვაწეობა კვლავ განახლდა.

მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი: ხევის პირას XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საკურთხეველიღა დგას; წმინდა ნიკოლოზის დიდი გუმბათიანი ეკლესია XIII საუკუნის დამდეგს მიეკუთვნება; XV საუკუნისაა წმინდა გიორგის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მონასტრის კარიბჭის თავზე XV საუკუნის სამრეკლო იყო. ტაძრის თითოეული ფრესკა სალოცავად განგაწყობს და ბევრ რამეზეც გულწრფელად დაგაფიქრებს. ვინ იცის, რამდენს დაუღვრია სიხარულისა თუ სინანულის ცრემლი ყინწვისის ანგელოზის წინაშე.

ყინწვისიდან ოდნავ მოშორებით ნანგრევებად ქცეული გიგოს საყდარი დგას. ბარელიეფებიღა შემორჩენილა - მამაკაცის ფიგურა ორი მტრედით, ირემი და გველეშაპი.

ყინწვისში ეკალაძის ქალბატონს ვესაუბრე: "ყინწვისი ისტორიული სოფელია. გაჭირვებულებიც ცხოვრობენ და შეძლებული ოჯახებიც. მეც ძალიან მიჭირს - მარტო ვარ, შვილები სხვა სოფელში ცხოვრობენ და გაჭირვებაც ბევრი მადგას. ყინწვისში 50-ოდე კომლი სახლობს: ბერაძეები, თურმანიძეები, ღამბაშიძეები, კაბისაშვილები, ჯიოშვილები... ქართველები და ოსები ერთად ვცხოვრობთ. ლხინი და ჭირი სოფლად ერთმანეთის დახმარებით გადაგვაქვს. ასე რომ არ იყოს, კიდევ უფრო გაჭირვებული ცხოვრება გვექნებოდა. ღმერთის იმედი გვასულდგმულებს. ყინწვისის სალოცავის მადლი იცავს აქაურობას და ღმერთს შევთხოვ, ყველას შეეწიოს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზი".

ვედრება
ეს სოფელი ალალი და სტუმართმოყვარე ხალხითაა დასახლებული. სოფელს ღვთისმშობლის ეკლესიისა და ახალდაფუძნებული დედათა მონასტრის მადლი იფარავს. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, სამონასტრო ცხოვრებას მონაზონი ქრისტინე უძღვება. ვიდრე სენაკები აშენდება, დედაო დროებით შავაძეების სახლში ცხოვრობს. დედა ქრისტინეს გადმოსვლით ვედრებაში ყველამ გაიხარა.

KARIBCHEშავაძეების ოჯახის დიასახლისს, ქალბატონ ლიას გავესაუბრე: "გადმოცემით ვიცი, რომ ამ სოფელში მორწმუნე ხალხი ცხოვრობდა. აქაურები ღმერთს შეწევნას ევედრებოდნენ და ამიტომაც დაურქმევიათ სოფლისთვის ვედრება. ოჯახის კეთილდღეობის გარდა გვალვის დროს წვიმიან ამინდსაც შესთხოვდნენ უფალს, მოსავალი რომ ჰქონოდათ და ოჯახი გამოეკვებათ. დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ.

ჩვენს სოფელს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი გადმოჰყურებს. ადრე ნანგრევებიღა იყო, მაგრამ აქაურები მაინც ამოდიოდნენ და ღვთისმშობლის დღესასწაულზე უფლისთვის ძღვენი ამოჰქონდათ: ზოგს ცხვარი ამოჰყავდა, ზოგს - მამალი... გულწრფელი ლოცვით უფალი სათხოვარს უსრულებდათ.

ჩვენი თანასოფლელის მაია მწარიაშვილის მამას სიზმრად უნახავს: შენი სოფლის ეკლესია აღადგინეო. მამის ნათქვამი მაიას გულში ჰქონდა დარჩენილი და აუსრულა კიდეც სურვილი.

ტაძარი სულმთლად მიწაში იყო ჩაფლული. ტრაპეზის ქვაც კი არ ჩანდა. ვერც კი წარმოგვედგინა, ტაძარი ამხელა თუ იქნებოდა.

ეკლესიის აღდგენაში სოფლის ახალგაზრდობას გოგიტა მწარიაშვილი თავკაცობდა. ბიჭებმა გულმოდგინედ იმუშავეს და სრულიად უანგაროდ გაასუფთავეს ღვთისმშობლის ტაძარი. სამუშაოების დროს თიხის ფიალა, როდინი და ორნამენტიანი ქვები აღმოაჩინეს. ქვები ტაძრის კედელში ჩააყოლეს.

ეს ბაზილიკური ტიპის ტაძარი რიყის ქვებითაა ნაგები. რესტავრაციის შემდეგ შროშიდან ჩამოტანილი კრამიტით გადახურეს. ახლა სულმოუთქმელად ველით მის ამოქმედებას. ყოველ პარასკევს სქემმღვდელმონაზონი თეოდოსი (ხაჩიძე) ამოდის და ღვთისმშობლის პარაკლისს აღავლენს. სოფელიც ესწრება მსახურებას და რწმენაც თანდათან უღვივდებათ.

ვედრებაში საკმაოდ ბევრი ხალხი ცხოვრობს - 55 კომლამდე, ქართველებიც არიან და ოსებიც. ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. გაჭირვებით კი ის გვიჭირს, რომ გზა გვაქვს ცუდი, გაზი კი სულაც არ არის უბანში.

სოფელი რამდენიმე უბნადაა დაყოფილი. ზემო უბანში მწარიაშვილები ცხოვრობენ, ქვემოში - გაგლოშვილები, მძინარაშვილები, ფილიშვილები და ელბაქიძეები. აქაურ ოსებს დღიდან დასახლებისა არ დაუტოვებიათ ადგილ-მამული.

სასიხარულოა, რომ მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ძამის ხეობაში მრავალი ტაძარი და მონასტერი ამოქმედდა და ყველგან მადლი ტრიალებს. ჩვენს სოფელშიც დაფუძნდა მონასტერი, სადაც მონაზონი ქრისტინე მსახურობს. დედაო სოფელ ორთუბნის მონასტრიდან გადმოიყვანეს. ყველას ძალიან გვიხარია მისი ჩამობრძანება, როგორც შეგვიძლია, ხელს ვუწყობთ. მონასტრის დაფუძნება აქაურებს კიდევ უფრო გააძლიერებს რწმენაში".

KARIBCHEროგორც კი გავიცანი დედა ქრისტინე, მაშინვე მომინდა მასთან გასაუბრება.

- დედაო, თქვენ სხვადასხვა მონასტერში მსახურობდით, გამოცდილებაც დაგიგროვდათ...

- ყველა მონასტერმა სხვადასხვა რამ შემძინა. ურბნისის მონასტრის სქემმონაზონმა დედა ნინომ დიდი სიყვარული დამანახა, მასწავლა, რომ ყველას მიმართ სიყვარულით უნდა იყო გამსჭვალული.

მთავარია, მოძღვრის კურთხევა შეასრულო და მორჩილებით იცხოვრო. ეს ყველა ქრისტიანს მოეთხოვება. სულიერ ცხოვრებაში აუცილებელია საკუთარი თავი უარყო. მონასტერში შენს სურვილებზე, მოთხოვნილებებზე უარი უნდა თქვა, მხოლოდ უფალზე იფიქრო.... ყოველი ადამიანის ტკივილი, გაჭირვება გულთან უნდა მიიტანო და სიყვარულში იხარჯებოდე. ამას კი დრო სჭირდება. შეიძლება ერთიანად ყველა თვისება ვერ შეიძინო, მაგრამ მთავარია, სურვილი გქონდეს.

მონასტერში შენს თავს უკეთესად ხედავ. თითოეულ გულისთქმას აქცევ ყურადღებას. მეც ვცდილობ, იმ წმინდანს მივბაძო, ვის სახელსაც ვატარებ. როცა მონაზონი ხარ, უფრო მეტად იდანაშაულებ თავს.

- ვედრებაში როდის გადმოხვედით?

- არც ისე დიდი ხანია. დროებით დაგვითმო ერთ-ერთმა ოჯახმა სახლი. სოფელი სიხარულით შეხვდა მონასტრის გახსნას. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. მეზობლები ყურადღებას არ მაკლებენ და მათ დიდ მადლობას ვწირავ. მარტო კი ვცხოვრობ, მაგრამ მარტოობას არ ვუჩივი. ყოველი დღე ლოცვაში, ხელსაქმეში გადის. ბავშვებს გალობას ვასწავლი. პარასკეობით მამა თეოდოსი ღვთისმშობლის შობის ტაძარში პარაკლისებს ატარებს და მოსახლეობაც სიხარულით ესწრება.

ძამის ხეობიდან მინდა ვთხოვო ყველას - უფალი საკუთარ თავზე მეტად შეიყვარონ, იცხოვრონ ქრისტიანულად, დაიცვან უფლის მცნებები, შეიყვარონ ლოცვა, რამეთუ ლოცვა იხსნის ადამიანს განსაცდელისაგან, ლოცვა დაამშვიდებთ, დააწყნარებთ და ცხოვრებაც უკეთესად წარემართებათ. ლოცვა და მარხვა გადაგვარჩენს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გააძლიეროს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.

***
მიუხედავად მოუცლელობისა, სქემმღვდელმონაზონი თეოდოსი (ხაჩიძე) გულს არ მწყვეტდა და ძამის ხეობაში სტუმრობისას მუდამ გვერდით მედგა. მადლობას ვუხდი მამაოს, ღმერთმა გააძლიეროს.

KARIBCHEმამა თეოდოსი ერში ბავშვებს ისტორიას ასწავლიდა, ამდენად ძამის ხეობის წარსულსაც იცნობს:

- როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, ძამის ხეობა მჭიდროდ დასახლებული და მონასტრებით დახუნძლული ადგილი ყოფილა. ქოზიფას მონასტერსაც ახსენებს და ამბობს, XVII საუკუნის ბოლოდან ლეკიანობის გამო მონასტრული ცხოვრება შეწყდაო. ამის დასტური ის გახლავთ, რომ აქ მოღვაწე მამების თავის ქალებზე აშკარად ჩანს ბლაგვი საგნების ჩარტყმის კვალი. მამები მოწამებრივად აღსრულებულან.

მდინარე ძამა ხაშურის მიდამოებიდან შემოდის და ძირძველ ქართულ სოფელ სათერძეს გამოივლის. ეს ადგილი ახლა ნასოფლარია. აქ ორი მამათა მონასტერია - ქარქისა და ქარმელის. ეს სოფელი წიფლოვანასა და გვერძინეთს უერთდება, ზემოდან კი მდინარე ტყემლოვანა ჩამოუდის. კომუნისტების დროს ეს სოფლები მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ასეთი დასახლებებია სამწევრისი, ვედრება, სანებელი, კეხიჯვარი, ყინწვისი, ზღუდერი... ზღუდერს ვახუშტი ქოროზანს უწოდებს. ხალხის გადმოცემით, ამ სოფელს მართლაც ქოროზანი რქმევია, ზღუდერი კი მოგვიანებით უწოდებიათ. დღეს მას ორივე სახელით იხსენებენ.

სოფლის ცენტრში ძველი ტაძარი დგას, რომელიც ციხე-გალავნით ყოფილა შემოზღუდული. ამის გამო დარქმევია სოფელს ზღუდერი. სოფელი ღვანანას ხევის ძამასთან შერთვის ადგილას მდებარეობს. მდინარე ღვანანასაც გამოცვლილი აქვს ძველი სახელი - ვახუშტი მას იმერხევის წყალს უწოდებს.

ზღუდერის საკრებულოში შედის სოფლები: რუქანაანთუბანი, ორთუბანი, ელბაქიანთკარი და გვერძინეთი. შემდეგ მოდის კოდმანი, წიფლოვანა, ქვათეთრი. ქვათეთრში მონასტერია დაფუძნებული, მის გარშემო კი მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. ტყემლოვანაში 5 კომლიღა შემორჩა. ხეობის დაცლის შემდეგ აქ მაჰმადიანი აჭარლები ჩამოსახლდნენ. ყველაზე კომპაქტურად გვერძინეთში ცხოვრობენ (30 კომლზე მეტი) და დღემდე არ შეუცვლიათ სარწმუნოება. ბევრმა მამამ უქადაგათ, მასობრივი ნათლობის მოწყობაც გვსურდა, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში რომ დავარწმუნოთ.

- უფლის წყალობით და ჩვენდა სასიხარულოდ, ძამის ხეობაში მართლაც მრავლადაა ეკლესია-მონასტერი.

- ღვთის შეწევნითა და მეუფის ლოცვა-კურთხევით, ხეობაში გაჩაღებულია სამონასტრო ცხოვრება. მამები მოღვაწეობენ ქოზიფაში, ბერთუბანში, მუხილეთში, აბუხალოში, ტბეთში, კოდმანში... მეუფემ თითქმის ყველა დაცლილ სოფელში მონასტერი გახსნა, გამოაცოცხლა აქაურობა. ბანაში ორი მონასტერია - ქართველი და უკრაინელი მამებისა. აქ კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამოსული ბერი აღაპიტი და მღვდელმონაზონი თეოდოსი მოღვაწეობენ.

სოფელ ორხევში ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტერი შენდება. მეუფემ წიფლოვანაში რეზიდენცია ააშენა, სადაც მალე დედათა მონასტერი დაიდებს ბინას. იქვე, შემაღლებულზე, ახალი ტაძარი აიგო. მეუფემ იქაც მამათა მონასტერი დააფუძნა. დედათა მონასტერი გაიხსნება ელბაქიანთკარშიც. ორთუბანში ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი მოქმედებს...

ეპარქიაში ორი სქემიღუმენი გვყავს და ორივენი ყინწვისში არიან. სოფელ ყინწვისში მოქმედი ეკლესიაც გვაქვს, სადაც მღვდელმონაზონი ზენონი მსახურობს. მალე გაიხსნება იმერხევის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. სოფელ კეხიჯვარში წმინდა გიორგის სახელობის მცირე საყდარი მოქმედებს, სოფლის ცენტრში კი სამი მღვდელმთავრის ეკლესია შენდება.

მოსაწესრიგებელია სოფელ სანებლის სამების ტაძარი.

სამწევრისში დედათა და მამათა მონასტრები მოქმედებს. დედათა მთავარანგელოზების სახელობისა გახლავთ, მამათა კი ჯვრისა.

ქარელში ხარების ეკლესიაა. მოქმედებს ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის მცირე საყდარი. შენდება წმინდა ნიკოლოზის ეკლესია...

თუ რომელიმე გამომრჩა, ღმერთმა მომიტევოს. ერთი სიტყვით, დაახლოებით 15 მამათა და 4 დედათა მონასტერი გვაქვს. ლოცულობენ ბერ-მონაზვნები, არა მარტო თავიანთი სულისთვის, მთელი ქვეყნისთვის. მათი ლოცვა ყველა ჩვენგანს შეეწევა.

მეუფე იობმა თითქმის ნულიდან დაიწყო ეპარქიის შენება და აღდგენა. ყოველივე ეს სულ რაღაც ათ წელიწადში გაკეთდა. მეუფე ყოველ წელს ოთხ ეკლესიასა და ერთ მონასტერს მაინც ხსნის.

- მამაო, თქვენ რამდენიმე ტაძარში მსახურობთ...

- კეხიჯვრის წმინდა გიორგის ტაძარში კვირაობით ვწირავ, ორთუბნის დედათა მონასტერში კი შაბათობით. წლის ბოლოსთვის ალბათ ვედრების ეკლესიაც დაემატება. ჩვენს ეპარქიაში მღვდელს ვერ შეხვდებით, ორ ეკლესიას მაინც რომ არ ემსახურებოდეს. მეუფე ცდილობს, ყოველ სოფელში მოქმედი ეკლესია იყოს, რათა მოსახლეობა უმეცრებაში არ ჩავარდეს. მისმა ასეთმა ღვაწლმა სექტანტებიც შეაჩერა - ძალიან ბევრი მოექცა, თუმცა ბევრი კიდევ მოსაქცევია. იეღოველები, ორმოცდაათიანელები მრავლად იყვნენ. როგორც ჩანს, მათ ძალიან დიდი დაფინანსება აქვთ და ამით მოსახლეობაზე გავლენას ახდენენ.

KARIBCHE

- მრევლი ტაძარში თუ დადის?

- მრევლი აქტიურად არის ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში, ფიზიკურადაც გვეხმარებიან მშენებლობაში. ფინანსურად უჭირთ აქაურებს, ამიტომ ვცდილობთ, მოვძებნოთ ადამიანები, რომლებიც შემოწირულობას გაიღებენ და ეკლესიის მშენებლობას დააფინანსებენ.

მეუფემ მაკურთხა, სოფლებში ვიმსახურო. მითხრა, ერთხელ მაინც უნდა იყო თითოეულ ოჯახში შესულიო. ოჯახიდან იწყება ქადაგება და მოძღვრის გამოჩენით ხალხს რწმენა შეემატება. მეუფის კურთხევამ კეთილი ნაყოფი გამოიღო და მადლიერი ვარ ასეთი დამოძღვრისთვის. ადამიანებს მღვდელი მხოლოდ წესის ასაგებად ახსენდებოდათ, ავადმყოფობისას მოძღვარს არ ეძახდნენ. ახლა უკვე ავადმყოფების საზიარებლადაც გვიხმობენ. მართლაც, მრევლთან ყოველდღიური ურთიერთობაა საჭირო.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სოფელ ვედრების მოსახლეობას - ყურადღებას არ აკლებენ დედა ქრისტინეს. ეკლესიაც საკუთარი ძალებით აღადგინეს. ამით თავიანთი სულებისთვის, მომავალი თაობებისთვის დიდ საქმეს აკეთებენ.

ერთი სათხოვარი მაქვს: იქნებ სახელმწიფომ ძამის ხეობის ერთადერთი საბავშვო ბაღი ჩვენ გადმოგვცეს სამეურვეოდ, რათა ბავშვებს განათლების კერა არ მოეშალოთ. მას ეკლესია მიხედავს, თანაც ბაღი კეხიჯვარში, მშენებარე ეკლესიის ტერიტორიაზეა.

ვიდრე მოძღვარი გავხდებოდი, 11 წელი სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი. ეს ძალიან დამეხმარა ბავშვებთან ურთიერთობაში. კეხიჯვრის ტაძარს ბავშვები აქცევენ ყურადღებას: ისინი არიან მედავითნეებიც, მგალობლებიც და სტიქაროსნებიც. სკოლის შემდეგ მოდიან და დაუჯდომელს კითხულობენ. არდადეგების დროს კი მეტი დრო რჩებათ და ტაძარშიც უფრო ხშირად დადიან.

აუცილებელია, ჩვენმა ერმა რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს გზა, რომელიც ეკლესიასთან მიიყვანს, რადგან ურთულეს დროში ვცხოვრობთ. გლობალიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად მიდის და მხოლოდ ეკლესიას ძალუძს ჩვენი გადარჩენა.

ჩვენი ერის მფარველი წმინდა გიორგი გახლავთ, ეკლესიისა კი - წმინდა ნიკოლოზი. წმინდა დიდი მღვდელმთავრის, სასწაულმოქმედის ლოცვა შეგვეწიოს.

ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვართ, რომ ჩამობრძანდით.

ძამის ხეობას დიდი მადლი აკრავს ირგვლივ. სერის გადაღმა სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი დგას, ზევით კი ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. აქეთ ღვთისმშობლის, ყოვლადწმინდა სამებისა და სამი მღვდელმთავრის ტაძრებია. სამწევრისიდან ჯვრისა და მთავარანგელოზთა ეკლესიები გადმოგვყურებს. ყველამ ერთად დაგვლოცოს და ხელი მოგვიმართოს. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს სასოება წმინდანთა და გვქონოდეს მორჩილება მოძღვრებისა, რამეთუ უფალს უყვარს მორჩილნი და მდაბალნი, ხოლო მაღალთ დაამდაბლებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat