ძამის ხეობა
ძამის ხეობა
ძამის ხეობა შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ლამაზი და მადლიანი ადგილია. მდინარე ძამა სათავეს თორის მთებში იღებს. სათავესთან პატარა სოფელია - ძარა. ძამას სოფელ ციხისგვერდასთან უერთდება სათეთრის წყალი, გვერძინეთში კი - აბუხალოს მთიდან გამომდინარე აბუხალოს წყალი. სოფელ ზღუდერთან ძამას შეერთვის იმერხევას (ღვანანას) წყალი. შემდეგ მოედინება ქარელისკენ და რკინიგზის ხიდთან, სამხრეთით უერთდება მტკვარს.

ვახუშტი ბატონიშვილი ძამის ხეობას საციციანოს მიაკუთვნებდა.

ციციშვილის გვარი საქართველოს ისტორიაში პირველად ფანასკერტელად იხსენიება, შემდეგ კი ფანასკერტელ-ციციშვილად. ფანასკერტელი ეწოდებოდა ფანასკერტის ციხის მფლობელს. ეს ციხე ტაოში, საქართველოსა და ბიზანტიის საზღვარზე იყო. ტაოს ბანასწყალი ჰყოფდა ორ ნაწილად - იმიერ და ამიერტაოდ. ამიერტაო ეკუთვნოდა საქართველოს, იმიერი - ბიზანტიას.

ფანასკერტის ერისთავი ზაზა ფანასკერტელი და მისი ძმა ციცი იხსენიებიან ქართლის მეფის, გიორგი VIII-ის (1446-1476წ.წ.) დროინდელ ერთ-ერთ გუჯარში. ზაზა მეჭურჭლეთუხუცესი ყოფილა. ის შიდა ქართლში 1467 წელს გადმოსახლებულა და სათავე დაუდვია აქაური ფანასკერტელ-ციციშვილთა საგვარეულოსთვის. მეფე გიორგი VIII-ს ერთგული მსახურისთვის უბოძებია ძამის ხეობა, სადაც ზაზას ჩაუტარებია დიდი მშენებლობა.

ციციანთ გვარის მამამთავრის - ზაზა ფანასკერტელის ფრესკა დაცულია ყინწვისში. იგი მშენებლის პოზაშია და ხელში უჭირავს ტაძრის გეგმა.

ძამის ხეობა რომ კეთილნაშენსა და მჭიდროდ დასახლებულ ხეობას წარმოადგენდა, ამას მოწმობს აქ დაცული ისტორიული ნაგებობანი. VII საუკუნეს მიეკუთვნება სამწევრისის ტაძარი, წრომი - იგი შემკული იყო მოზაიკური მხატვრობით. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნოს ძამის სამონასტრო ნაგებობანი.

პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს, რომ მდინარე ძამის პირას 113 წელს მეფე მირდატმა ქალაქი ააშენა... X საუკუნეში აქ ყოფილა რეზიდენცია ძამის მთავრის - ადარნასესი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საქართველოს სამთავროების გაერთიანებისთვის ბრძოლაში. ძამის ხეობა თამარ მეფის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში.'ძამის ხეობის ახალ მფლობელს, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს რეზიდენციად აურჩევია ძველი ნაქალაქარი მძორეთი, სადაც იყო მრავალი ძველი ციხე. მძორეთის ციხის ქვემო დავაკებაზე ზაზას აუგია ქვიტკირის სასახლე კოშკითა და კარის ეკლესიით. თავისი კარ-მიდამოსთვის ქვიტკირის მაღალი გალავანი შემოუვლია. ციციანთ აღუდგენიათ მძორეთის ძველი ციხე, ძამის ხეობის სტრატეგიულ ადგილებზე ციხე-კოშკები აუგიათ. თავისი სამფლობელოს კულტურულად დაწინაურების მიზნით ზაზას განუახლებია ყინწვისის მონასტერი, სადაც წერა-კითხვას ასწავლიდნენ და სწავლა-განათლებას აზიარებდნენ ახალგაზრდებს.

KARIBCHE KARIBCHE
ორთუბნის დედათა მონასტერი

სოფლები მთის კალთებზეა გაშენებული. ბევრია ნასოფლარი და ახალი გაშენებული სოფლებიც. ვახუშტის მიხედვით, ქარელი, კლდუ, გომი, სამწევრისი, აგარა, ყინწვისი, ციხია, ქოროზანი, სანებელი, წივწივა, იმერხევი, ძამის მონასტერი, მძორეთი, გვერძინეთი, ქვათეთრისი, სხლები, მუხილეთი, ოსი. დღეს გვაქვს: ქარელი, კლდუ, სამწევრისი, აგარა, ყინწვისი, ციხისგვერდა, ზღუდერი, სანებელი, იმერხევი, ძამის მონასტერი, ორთუბანი, გვერძინეთი, მუხილეთი, კრობანი, ელბაქიანთკარი, სათერძე, კოდმანი, ქიმაანთკარი, ბატეთი, ბანი, წიფლოვანი, ორბოძალა, ველისციხე, კლდისთავი, ბატიური, ტყემლოვანა, ზემოშვანო, ლოშკინეთი, სუქაანთუბანი, წითელი სოფელი, არცევი, კეხის ჯვარი, ვედრება, ქობესაანთუბანი.

ენით აუწერელი სილამაზისაა და მადლით აღსავსეა იქაურობა. თითოეულ ეკლესია-მონასტერში ჩურჩულით ნათქვამ ვედრებას, ასე მგონია, უფალი უფრო მეტად შეისმენს.

ორთუბნის დედათა მონასტერში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაა, ციციშვილების კარის ეკლესიად ცნობილი. იქ სქემმღვდელმონაზონი თეოდოსი (ხაჩიძე) აღავლენს წირვა-ლოცვას.

ორთუბანს ძველად მძორეთი რქმევია. ძველი მძორეთის ადგილას დღეს სამი სოფელია: ორთუბანი, წითელი სოფელი და სუქაანთუბანი. მოსახლეობა მძორეთ-ორთუბანსაც ეძახის. ვახუშტი ბატონიშვილი მძორეთს უწოდებს. სოფელი ძამის ჭალაშია გაშლილი. ადგილი ნაყოფიერია. ჭირნახული და ხილი უხვად მოდის, ვაზიც ხარობს. ხალხის გადმოცემით, წინათ ეს მიდამო ტყით ყოფილა დაფარული.

აქვეა ადგილი, რომელსაც "ურიების თორას" ეძახიან. აქ წინათ ებრაელებს უცხოვრიათ. ამას ვახუშტიც ადასტურებს: "არს მძორეთი, მცირე ქალაქი, მოსახლენი ურიანიო". ალბათ ლეკიანობის შიშით აყრილან და ქარელში გადასახლებულან, მათ მძორელაშვილებს ეძახდნენ.

ძველი მძორეთის ტერიტორიაზე დაცულია ისტორიული ძეგლები: ციხე-კოშკები, აბანოები, ციციანთ სასახლე, ეკლესიები და სხვა, რომლებიც მოწმობენ, რომ მძორეთი ციხე-ქალაქი უნდა ყოფილიყო. ამას ვახუშტიც ადასტურებს.

მძორეთის ანუ ორთუბნის ციხე აშენებულია მაღალ კლდეზე. იგი შორიდან კარგად მოჩანს და ძამის მთელ ხეობას გადაჰყურებს. ვახუშტი მას უწოდებს "ძამის ციხეს" და დასძენს: "არს მძორეთი, მცირე ქალაქი, მოსახლენი სომეხნი, ურიანი. ციხე არს მაღალს კლდესა ზედა ნაშენი. ესე არს ძამის ციხე. ამ ციხის ქვეშ სასახლე ციციანთა".

მძორეთის მიუვალ ციხეს აღმოსავლეთით აკრავს ტყიანი ქედი, სამხრეთით - დასხლეტილი ღრმა ხევი, დასავლეთით კი - ორთუბნის ვიწრო ხევი. კედლებს ეტყობა შეკეთება-განახლების კვალი. იგი დაახლოებით XVI-XVII საუკუნეებში საფუძვლიანად უნდა იყოს ციციშვილების მიერ განახლებული. იგი აგებული ჩანს არაბთა შემოსევამდე (VIIს.). ეტყობა, ქალაქთან ერთად ეს ციხეც არაბებმა დაანგრიეს.

შემორჩენილია ციხის გალავნის ნაწილი. გალავანს ორი კარი აქვს, სათოფურები. კოშკი სამსართულიანია, შიგ გამართულია თახჩები, სამრეკლოები და ბუხარი. ციხეში დარბაზული ტიპის ოთახებია. ზოგი სამსართულიანია. დარბაზებშიცაა ბუხრები, ნიშები, სარკმლები და სხვა. შიგვეა ორსართულიანი "ციხის ეკლესია", რომელსაც ღვთისმშობელს უწოდებენ. ის აშენებული უნდა იყოს XVI-XVII საუკუნეებში, ციხის განახლება-აღდგენისას.

KARIBCHE
ორთუბნის მონასტრის დედები

შინაპოლიტიკურ ბრძოლებში ციციშვილები თავს მძორეთის ციხეს აფარებდნენ. მაგალითად, როდესაც ნოდარ ციციშვილი აუჯანყდა როსტომ მეფეს (XVII ს-ის 40-იან წლებში), იგი გამაგრდა მძორეთის ციხეში, როსტომმა ციხეს დაუშინა ზარბაზნები, მაგრამ ვერ დაანგრია. ციციანთ ნასახლარი ძამის ხეობას გასცქერის.

ქვიტკირის სასახლის მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ჰქონია სამი დარბაზი, რამდენიმე ოთახი და დერეფანი.

სასახლის უკან რიყის ქვით ნაგები მაღალი, შვიდსართულიანი ოთხკუთხა კოშკია. სართულიდან სართულზე ქვის კიბით ადიხარ; აქვს სათოფურებიც. კოშკის სართულებში დატანებულია ბუხრები, სარკმლები და თახჩები. ზემო სართულებს გარედან მიშენებული აქვს აგურის საპირფარეშო. კოშკს თავისი გალავანიც ჰქონია. აქედან გზა მძორეთის ციხეში მიდის.

კოშკის ახლოს არის კარის ეკლესია, რომელზეც მიშენებულია სამსართულიანი კოშკოვანი შენობა. ამ კოშკის პირველი სართულიდან ვიწრო კარი შედის ეკლესიაში. კარის თავზე, გარედან შერჩენილია ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ჭალაში არის ძველი აბანო. მოშორებით მეორე ასეთივე აბანოს ნანგრევია. ეს აბანოები მიეკუთვნება XVI-XVII საუკუნეებს და მოწმობს, რომ მძორეთი კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა.

***
ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც რუსისა და ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. მონასტერი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის რეზიდენციის ტერიტორიაზეა, ალბათ აქ დაიწერა კარაბადინი - "წიგნი სააქიმოი". ტაძარი თურმე ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. მის აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვით მღვდელმონაზონ დოროთეს და მონაზონ მარიამს. გასუფთავების შემდეგ ამ ადგილას აშენდა ორი შენობა, სადაც დღეს დედების სენაკებია, აიგო სატრაპეზო. ფანასკერტელ-ციციშვილების კოშკის პირველი ორი სართული სარდაფებადაა გამოყენებული, სამ სართულზე კი სენაკებია. ბოლო სართულის ისტორიული აივანი სავალალო მდგომარეობაშია და შველას ითხოვს.

მეუფის ლოცვა-კურთხევით დადგენილი ტიპიკონის მიხედვით, მონასტერში დედები უფლის ვედრებაში არიან. ცისკრის ლოცვას ღამის 2 საათზე იწყებენ. მცირე შესვენების შემდეგ, დილის 7 საათიდან მორჩილებებია. ტრაპეზისა და დასვენებისთვის ცალკე საათებია.

მონასტერში დღეში ოთხჯერ სრულდება ლოცვა. ამ ყველაფერს ხუთი მონასტრის წევრი ასრულებს: მონაზონი ევა, ორი სამორჩილე - მანანა და ცისანა და მონასტრის წინამძღვარი დედა ისიდორა.

"ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ჩემი სული გამუდმებით ჭეშმარიტების ძიებაში იყო, - ამბობს დედა ისიდორა (მარკოზაშვილი), - მძულდა ამა სოფლის სიბინძურე და სიწმინდეს ვეძებდი. რაღაცნაირად ვერ შევეთვისე ამ წუთისოფელს. ვამბობდი ხოლმე, რომ ვიცოდე, ამ ქვეყანაზე სიწმინდე არსებობს და თუ ის მონასტერშია, დიდი სიამოვნებით წავალ, მაგრამ თუ იქაც არ იქნება, მაშინ ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს-მეთქი. უფალმა მიმიყვანა მოძღვართან, ქუთაისის მამათა მონასტრის წინამძღვართან, იღუმენ გრიგოლთან, რომელმაც თავისი წმინდა ცხოვრებით დამანახა, რომ თურმე ამ სოფელშიც არსებობს სიწმინდე. ნავსაყუდელი ვიპოვე აქ, ამ მონასტერში, რის გამოც უსაზღვროდ მადლობელი ვარ უფლისა.

მონასტრის წევრები მამა თეოდოსისთან ერთად ვცდილობთ, მოსახლეობა ტაძარს დავუახლოვოთ. ამჟამად სოფელში რამდენიმე კომლი ცხოვრობს. აქ მაჰმადიანი აჭარლებიც ცხოვრობენ. მათაც ხშირად ვესაუბრებით ნათლობის საიდუმლოზე. თუ მიზანს მივაღწიეთ, ეს მამა თეოდოსის დამსახურებაა. ჩვენი მონასტერში მოსვლის მიზანიც ხომ არა მარტო ჩვენი, არამედ მოყვასის სულების გადარჩენაზე ზრუნვაცაა".

ორთუბანში მართლაც ცოტა მოსახლეა. უმეტესობა ოსები არიან. ოსს და ქართველს ერთმანეთში არავინ გამოარჩევს. წლობით ერთად ცხოვრობენ, სიყვარულით და ურთიერთთანადგომით.

მონასტერში დიდი მადლი იგრძნობა და იქიდან წამოსულმა შეუძლებელია ცხოვრება კიდევ უკეთესი და სულისთვის სასარგებლო არ გახადო. ყველაზე მეტად იქაურების სტუმართმოყვარეობამ გამაკვირვა. ტკბილად მოუბართ სიყვარულით სავსე გულები აქვთ.

ორთუბანში ბატონ ლეო ხარებოვს ვესტუმრეთ. აქ წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს. "ძალიან ლამაზი ხეობაა, მაგრამ მიტოვებულია, - ამბობს ბატონი ლეო, - გაჩანაგებულია ჩვენი სოფელი. გზა არ გვივარგა... ადრე აქ ბევრი სოფელი იყო. დღეს სოფელ გვერძინეთში აჭარლები ცხოვრობენ. ტყემლოვანშიც ცოტაა ხალხი. მუხულეთი და ქვათეთრა ცარიელია. ჩვენს სოფელში 29 ოჯახი ცხოვრობდა. დღეს უმეტესობა მოხუცებულები დავრჩით. რა ვქნათ, ვერ ვტოვებთ ჩვენს ნაფუძარს".

ქოზიფას მამათა მონასტერი

KARIBCHE

მე და მამა თეოდოსიმ ქოზიფას მონასტრისკენ გავწიეთ. გზა საკმაოდ გრძელია და ძნელად სავალი. ყოველ ნაბიჯზე მონასტერი და ტაძარი გვხვდება. იგრძნობა დიდი სულიერი გარემო და მადლით ივსები. ვიწრო ხეობაში მდინარე ძამა სამანქანო გზაზე გადმოსულიყო და ცოტა გამიკვირდა, როგორ შეძლო ჩვენმა "კოლხოზნიკმა" მისი გადალახვა. ქოზიფას ტაძარი შუაგულ ტყეში დგას, ირგვლივ ბერების სენაკებია სოკოებივით. სამრეკლოს მშენებლობა მთავრდება. ტაძრის მოლოცვაში იქაური ბერი დაგვეხმარა. წმინდა ლაზარეს მამათა საძვალეც მოვინახულეთ.

მამებმა ცხელი თონის პურით გვიმასპინძლეს. მალე მეუფეც გამობრძანდა და საუბრის დაწყებამდე სტუმრებს ტრაპეზი შემოგვთავაზა. მეუფე თავმდაბლად, მამობრივი მზრუნველობით საუბრობდა სულიერ შვილებთან და თავისი უბრალოებით ყველას მაგალითს აძლევდა.

ქოზიფას მამათა მონასტერს, ერთი წელიც არ არის, რაც ახალი წინამძღვარი ჰყავს, სქემმღვდელმონაზონი გიორგი. მანამდელი წინამძღვარი იღუმენი ეფრემი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ ეპისკოპოსად ეკურთხა.

KARIBCHE- ქოზიფას მამათა მონასტერს ვახუშტი ბატონიშვილი გუბინად მოიხსენიებს, - მიყვება მამა გიორგი, - ესეც ყინწვისივით ყოფილა უძველესი ფრესკებით შემკობილი. მონასტერი მეუფის ლოცვა-კურთხევით და დიდი ძალისხმევით დაარსდა 1997 წელს.

მოგიყვებით, როგორ მიაკვლიეს ქოზიფას. ერთ ზამთარს მონასტრისკენ მეუფე და რამდენიმე მამა წამოსულან. მათ შორის მამა შიო (ხარძეიშვილი) და მამა საბა. პირველად აბუხალის მონასტერი უნახავთ. იქ ძველი გამოქვაბულები და ფრესკებით მოხატული ტაძრებია. რატომღაც გასჭირვებიათ მისვლა. მამა შიოს წმინდა შიო მღვიმელის პატარა ხატი ჰქონდა თურმე ჯიბეში. მოუძევია - ვეღარ უპოვია. შემდეგ ეს ხატი გზაში უნახავთ. თითქოს შიო მღვიმელი უძღოდათ წინ, ქოზიფას მონასტრისკენ პირით ყოფილა მიბრუნებული. იქაური სოფლის მოსახლეობისთვის უკითხავთ ნამონასტრალის შესახებ. ვარაუდით მიუყვებოდნენ გზას. წინ წასულა მამა შიო და ქოზიფას მონასტერიც გამოჩენილა. აქაურობა მთლიანად გატყიურებული და დათვის საბუნაგო დახვდათ. შემდეგ გაიწმინდა და გასუფთავდა მონასტერი. მეუფემ მოიყვანა მამები. მაშინ მამა შიო მღვდელმონაზონი იყო. მასთან ერთად რამდენიმე მორჩილიც ცხოვრობდა. დიდი ძალიხმევით და ღვთის წყალობით, ნელ-ნელა მოწესრიგდა ყველაფერი. დღეს უკვე შვიდი ტაძარი გვაქვს.

მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა. ეს ვიცით იქიდან, რომ მთავარი ტაძრის კანკელი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მოხატულობის კვალი აქა-იქ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავს ქვის წმინდა ტრაპეზი, უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. პირველი მოქმედი ტაძარი იყო წმინდა შიო მღვიმელისა. მამებს მიწაში ჩაფლული დახვდათ. აქვეა ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის, მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარი, მამათა საძვალე. მეუფე ამბობს, როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე მკვდრეთით, ისე აღდგა ეს მონასტერიო. მეშვიდეა 13 ასურელი მამის სახელობისა - იოანე ზედაზნელის და ათორმეტ მოწაფეთა სახელობისა. ღვთისმსახურება შვიდსავე ტაძარში აღესრულება.

მინდა აღვნიშნო დღევანდელი ბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის დიდი დამსახურება, რომელმაც დააგვირგვინა ბევრი ტაძრის აღდგენა. მაშინ ქოზიფაში წინამძღვრის ჩათვლით 12 ბერი ცხოვრობდა. შემდეგ უფლის განგებით გამოარჩიეს ბოლნელ ეპისკოპოსად და მეუფე იობმა კეთილმოწესედ მე დამტოვა. მაშინ იეროდიაკვანი ვიყავი და კეთილმოწესეობა გავწიე რამდენიმე დღე. შემდეგ წინამძღვრად დამადგინეს და დიდ სქემაში ამიყვანეს. ხელდასხმა მოხდა ხაშურის საკათედრო ტაძარში. მორჩილება ქოზიფაში გავიარე. დღეს მონასტერში ვცხოვრობთ: მღვდელმონაზონი იაკობი, სქემმღვდელმონაზონი ლუარსაბი, ბერი თევდორე, ბერი იოანე, ბერი კლიმენტი, მორჩილი ვალერი და მე.

- როგორია მონასტრული განრიგი?

- მონასტრის ცხოვრება ძირითადად ლოცვა და შრომაა. მსახურება ღამის სამ საათზე იწყება შუაღამიანით, შემდეგ მოდის ცისკარი, ჟამნობა, რასაც მოსდევს წირვა. ჩვენს სენაკებში მცირე ხნით ვისვენებთ. ცხრა საათზე ტრაპეზი გვაქვს, შემდეგ წინამძღვარი მორჩილებას ანაწილებს ძმობაზე. ზოგს კონკრეტული მორჩილება აქვს. ჩვენი პატარა მეურნეობა გვაქვს, მიწას ვამუშავებთ, ოთხი სული საქონელი გვყავს. მოჩრილებას კვლავ ლოცვა მოსდევს. ბერი იოანე მინანქარზე მუშაობს და სახელოსნოს გაკეთების შემდეგ პატარა სკოლას ჩამოვაყალიბებთ.

KARIBCHE
ქოზიფას მონასტრის მამები

- მამაო, ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვრობა პატივიც არის და ალბათ დიდი პასუხისმგებლობაც...

- რა თქმა უნდა. ამავე დროს დიდი ტვირთიც არის, მაგრამ ამას გიმსუბუქებს ბერული ცხოვრება. უფალი როგორც ბრძანებს: "უღელი ჩემი სუბუქ არს და ტვირთი ჩემი ტკბილი".

მონასტის წინამძღვარმა პირველ რიგში თავის თავს უნდა მოსთხოვოს მცნებების მკაცრად დაცვა. დიდი მოთმინება და განსჯის უნარი უნდა ჰქონდეს. განსჯა იმ წუთას ღვთისგან გეძლევა და იმას აკეთებ. შემდეგ ღმერთი განსჯის ყველაფერს. მონაზვნის ცხოვრება ლოცვაში გატარებული წუთისოფელია. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ეს ღმერთთან საუბარია. მლოცველი უნდა იყო - ეს იარაღია მტრის წინააღმდეგ მიმართული.

მეუფე ხშირად სტუმრობს ქოზიფას. მონასტერში მობრძანდება და ძალიან გვანუგეშებს. მისი ლოცვა-კურთხევით ვართ და თუ რამე კეთდება, ეს მეუფე იობის ძალისხმევითაა. მე ვიტყოდი, რომ ყველა მონასტრის წინამძღვარია მეუფე.

წმინდა ლაზარეს ტაძარში, საძვალეში, შაბათობით აღესრულება წირვა-ლოცვა, მიცვალებულთა მსახურება. მწამს, რომ ბევრი წმინდანია აქ განსვენებული მამებიდან და ისინი შეგვეწევიან, განსაკუთრებით ვგრძნობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებას.

როცა ადამიანი რწმენაში ვერ არის განმტკიცებული, ის ფაქტობრივად ბოროტის ხელში ხვდება და მას შეუძლია მართოს ადამიანი. ერთი ამბავი მინდა მოგითხროთ: მონასტერში სტუმრად იყო სამი მომლოცველი. რა თქმა უნდა, ბოროტის შთაგონებით, გადაწყვიტეს ღვთისმშობლის ტაძრიდან შესაწირი ყუთის გახსნა. მარხვაში განსაკუთრებით დიდი სულიერი ბრძოლებია მონასტრებშიც და ყველგან, ერშიც. ყუთიდან აიღეს თანხა და მალულად გზას გაუდგნენ. იმ ღამეს, როცა ისინი წავიდნენ, წირვა-ლოცვა აღესრულებოდა ერთ-ერთ ტაძარში. დილით შევიტყვეთ, რომ სამი კაცი ლოცვა-კურთხევის აუღებლად წასულა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა და გაკვირვებულები დავრჩით. შემდეგ სამივე უკან მობრუნებული ვნახე, თვალცრემლიანნი იდგნენ. ერთ-ერთი ტიროდა კიდეც და შენდობას მთხოვდა. თან ხელში ფული ჩამიდო. როცა ვკითხე, ეს რა ფულია-მეთქი, აღიარეს დანაშაულიც და თან მომხდარ სასწაულს ჰყვებოდნენ. აქედან 15 კილომეტრში ტბეთია. წყალი რომ გადაიარეს, შეისვენეს და ერთ-ერთს ჩანთიდან ხატი ამოუღია. მონასტერში ყოფნის დროს პირადად მე ვუკურთხე ხატი. როცა ხატისთვის შეუხედავთ, სამივე დიდ სინანულში ჩავარდნილა. ნაბიჯი ვერ გადაუდგამთ წინ... ასე ამოიყვანა ისინი ღმერთმა უკან მონასტერში. შემდეგ მათ შეინანეს, აღსარებაში თქვეს ჩადენილი დანაშაული და წავიდნენ მონასტრიდან.

- მამაო, ადამიანი მონასტერში რომ მოდის, ალბათ მისი სულიერი ფერისცვალებაც უნდა ხდებოდეს...

- ზოგს უჭირს წუთისოფლის დათმობა, მალე ბრუნდება ერში, ვერ ძლებს. უმეტესობას, ვინც აქედან სტუმრობის შემდეგ მიდის, თან მიაქვს უდიდესი მადლი, სიკეთე. ზოგს დანგრეული ოჯახები განუახლებია, მოქცეულა და რწმენაში განმტკიცებულა. ძალიან დიდი მადლია მონატერში და მთლიანად ძამის ხეობაში. მეუფე ამბობს ხოლმე, ძამის ხეობა საქართველოს ხერხემალიაო.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ძალიან დიდ სიკეთეს ემსახურებით და ღმერთმა წყალობა გაგატანოთ ქოზიფას მამათა მონასტრიდან.

KARIBCHEმეუფის კურთხევით, ბერი იოანე (ხვედელიძე) გავიცანი. მას მონასტერში უცხო, შეუჩვეველი თვალი ყველასგან გამოარჩევს. გრძელი, ქერა თმა აქვს და ცისფერი თვალები. სულითაც და გარეგნობითაც ათასგვარ საზრუნავზე მაღლა დგას. ხშირად მდუმარედ მყოფი ბერი შინაგანად იმდენად თავისუფალი აღმოჩნდა, რომ მასთან ურთიერთობა ცხოვრებას გასწავლის.

- დიდი ხანია მინანქარზე მუშაობთ?

- მინანქრის კეთება საბჭოთა პერიოდში დავიწყე. სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში დავდიოდი და იქ ნანახმა ძველმა ნივთებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება იქონია. ბევრი ნამუშევარი მაქვს გაკეთებული, ბევრიც - გაყიდული. ერთი ნამუშევარი, რომელშიც ყველაზე დიდი ძალისხმევა ჩავდე, ქოზიფას მამათა მონასტერშია - იოანე ნათლისმცემლის ხატია.

მამა იოანეს როცა ვკითხე, რატომღაც ყველასგან განსხვავებული ხართ-მეთქი, მიპასუხა: - ხეს უამრავი ფოთოლი ასხია, მაგრამ არც ერთი არ არის ერთნაირიო.

- მამაო, ადამიანის შინაგანი სამყარო ალბათ მოქმედებს მის გარეგნულ მხარეზე...

- ცხადია, შინაგანიდან გამომდინარეობს გარეგნობა, მოწესრიგებულობა. შინაგანი მხარე არის ზუსტად სულიერი მხარე, რომელიც, თუ შებილწულია, გარეთაც აუცილებლად მჟღავნდება. ასე რომ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უმთავრესია, შინაგანი პრობლემები მოაგვაროს ადამიანმა. რაც უფრო ნაკლებად შფოთავს, სახეც, გამომეტყველებაც და იერიც სახიერი უხდება. ამიტომ იყვნენ წმინდა მამები სახიერები. სუფთა გარეგნობა იმიტომ ჰქონდათ, რომ შინაგანად იყვნენ ასეთნი.

ერშიც ზუსტად იგივე მოეთხოვება ადამიანს, რაც ბერს. ოღონდ ერისკაცს დიდ ტვირთს არ აკისრებს უფალი - შეიძლება ვერ გადაიტანოს. მაგრამ მან ერშიც ბერისნაირად უნდა განიწმინდოს თავი ცოდვებისგან.

- მამაო, ბერობისთვის დიდხანს ემზადებოდით?

- ერში ისე ვცხოვრობდი, რომ ვემზადებოდი ამ გზისთვის. ამიტომაც რთული არ იყო ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა. 38 წლის ვიყავი, როცა მონასტერში წამოვედი.

ბერობისთვის შეიძლება უცბად მოემზადოს ადამიანი, ანდა გვიან, ეს უფალზე და თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი სინანული ექნება, რამდენად შეიგრძნობს ღვთის მადლს. მერე კი წინ ვერაფერი დაუდგება მის გადაწყვეტილებას.

- დაგვლოცეთ, მამაო.

- ჩემი სურვილია საქართველოში მომრავლდეს ბერ-მონაზვნობა. ერი მაშინ გაძლიერდება, თუ ბერ-მონაზვნობა გაძლიერდება. კარგი იქნება, თუ ერის ადამიანები ხშირად ივლიან მონასტერში და შეიგრძნობენ დიდი სიყვარულის ძალას. სიყვარული და ჭეშმარიტებაა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა. ღმერთმა კეთილი საქმის კეთების ძალა მოგცეთ.

საუბრის დასრულების შემდეგ მამა იოანემ მონასტრის ტერიტორია დაგვათვალიერებინა. მამა შიოს პატარა, მერცხლის ბუდესავით შეკიდული სენაკიც ვნახეთ. ის ადგილიც, სადაც მამები ლოცულობენ. ზევით კიდევ ერთი კლდეში ნაკვეთი სენაკია გამზადებული. ვისთვის, ეს მხოლოდ უფალმა იცის...
ბეჭდვაელფოსტა
17.04. 2015
EKATERINE
ULAMAZESIA DZAMIS XEOBA,SHEGVADZLEBINOS UPALMA ROM SAKARTVELOSHI ARSEBULI EKLESIA-MONASTREBI MOVILOCOT,GMADLOBT ASETI KARGI STATIISTVIS,GAIXARET
19.11. 2014
oeoe
gmertma momces Zala,rom moviloco es adgilebi.
17.11. 2014
mamuka
zamis xeoba erterti ulamazesia saqartveloshi.. iq marto qozefis monasteri araa.. iq bevri monasteria da ulamazesi adgilebi.. faravdes saqartvelos misi zala da madli.. gmertma sheazlebinos iq mogvawe berebs...
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat