ქსნის ხეობა
ქსნის ხეობა
გაგრძელება. დასაწყისი იხ. #10
ქსნის ხეობის ისტორიული წარსული "კარიბჭის" მკითხველს წინა ნომერში უკვე შევთავაზეთ. ამჯერად ამ ულამაზესი ხეობის პატარ-პატარა სოფლებზე გიამბობთ.

იკოთი
ეს მთაგორიანი სოფელი ქსნის მარცხენა მხარეს მდებარეობს. სოფელს გორაკიდან გადმოჰყურებს სვეტებზე შემდგარი XVIII საუკუნით დათარიღებული ქსნის ერისთავთა საზაფხულო სასახლე, რომელიც მოგვიანებით შეუსყიდია თავად გენო ქობულაშვილს და სიძე-ქალიშვილისთვის - მიხეილ ბაგრატიონ-მუხრან-ბატონისა და ნინო ქობულაშვილისთვის ქორწილის დღეს უჩუქებია.

მუხრან-ბატონს ძალზე ჰყვარებია ეს სოფელი და მიუხედავად იმისა, რომ თბილისშიც ჰქონდა სასახლე (დღევანდელი სამხატვრო აკადემია), სიცოცხლის ბოლომდე იკოთის სასახლეში ცხოვრობდა.

შემდეგ სასახლეში სკოლა გაიხსნა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან სასახლე გაპარტახდა.

საქონლის სადგომად ქცეულ სასახლეში ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, ისაიას ლოცვა-კურთხევით, 2003 წლის 10 ივნისს წმინდა ბერი ალექსი შუშანიას სახელობის დედათა მონასტერი დაფუძნდა.

მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით, მონასტერში რამდენიმე დღე დავრჩი. მონასტერს ქვის გალავანი აკრავს. ფეხის შედგმისთანავე იგრძნობა დიდი მადლი. სტუმრის მოსვლას კი განსაკუთრებით ბუთუ გრძნობს. ბუთუ ქართული ნაგაზია და მონასტერს ერთგულად იცავს. სახელი თავად მეუფეს შეურჩევია. მისი ძმა ბათუ კი ნიქოზის მამათა მონასტერს დარაჯობს.

მეუფე ისაიას ღვაწლითა და კეთილი ადამიანების თანადგომით აიგო მცირე ზომის ეკლესია და სამრეკლო, მოეწყო სენაკები.

მონასტრის კეთილმოწესე სენაკისკენ მიმიძღვის. აქ მოისვენეთო, - მითხრა თბილი, დედობრივი ხმით. მომცრო სენაკის სარკმლიდან კარგად ჩანს სოფელი, მონასტრის დიდი ხის აივნიდან მთელი იკოთი იშლება.

მონასტერს მცირე მეურნეობა აქვს. მიწის ნაკვეთს დედები ამუშავებენ. ცხრა სული საქონელი ჰყავთ: ირემა, ირმისა, ნებია, ნაბია, მარტა... ამ ყველაფერს სულ სამი მონაზონი და ერთი მორჩილი უძღვებიან. უხუცესი 85 წლის დედა ელენეა, რომელიც თავისი სულიერი და ფიზიკური ღვაწლით სამონასტრო ცხოვრების ცოცხალი მაგალითია. მონასტერში სანთლის დამამზადებელი დანადგარია მოწყობილი. უფლის წყალობით და მეუფის ლოცვა-კურთხევით, მთელი ეპარქიისთვის სუფთა თაფლის სანთელი ამ მონასტერში მზადდება. დედა ელენეს მიერ დაჩეჩილი და დართული ძაფით იქსოვება სხვადასხვა სახის ქსოვილი შესამოსლისა და ნაქარგობისთვის. აქვე იქსოვება ქართული ტრადიციული ფარდაგი, მზადდება თექა. მონასტრის წევრების სიმცირეს სტუმრების სიმრავლე ავსებს. მათი წყალობითაც დედებს ხელსაქმე უმსუბუქდებათ.

მონასტერი ძირითადად ბერი ალექსის სწავლებით ხელმძღვანელობს. მისი სწავლება მონასტრის წევრებს უქადაგებს, რომ საარსებო წყარო სხვისი ხელით კი არ მოიპოვონ, არამედ თავიანთი გარჯით - "ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა..."

მონასტრული ტიპიკონით, ღვთისმსახურება იღუმენმა იოანემ აღასრულა. მცირე ხნის შესვენების შემდეგ სოფლის ჭირის და ლხინის გაგება თავად გადავწყვიტე. მანამდე მონასტერში სტუმრად ბატონი როლანდ ოვაშვილი მობრძანდა. მან მითხრა: "ქსნის ხეობა მუხრანიდან იწყება და მთავრდება ყელის ტბაზე. მის ზევით გასასვლელი ჩაკეტილია. ეს ერთი მხრივ დადებითია იმით, რომ აქ უცხო გამვლელი არ მოდის. ამიტომ ნაკლებია ქურდობა, ყაჩაღობა, უპატივცემულობა. სოფელი, როგორც ერთი ოჯახი, ისე ცხოვრობს. მდინარე ქსნის ორივე ნაპირას პატარ-პატარა სოფლებია. სოფლების სახელები ძირითადად აქ მაცხოვრებელი გვარებიდან მომდინარეობს: პავლიანი, კარელთკარი, ელოიანი, ბალაანი, მიდელაანი, ჩატიანი, მარტიაანი და სხვა. ქსნის მარჯვენა შენაკადია ჭურთულა, რომელსაც დორეთკარსაც ეძახიან - ადრე აქ დორეულებს უცხოვრიათ. ჩვენს ხეობაში ძირითადად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს.

იკოთი ქსნის ერისთავების საკუთრება გახლდათ. მეფე ერეკლეს ამ სოფელში ჩამოუსახლებია სამეფო აზნაურები - ფიცხელაურები. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არაგვის ხეობიდან და ფშავ-ხევსურეთიდანაა: მათ შორის არიან გიგაურები, გვრიტიშვილები, ბაშარულები, დაახლოებით ათი გვარი ცხოვრობს იკოთში.

ამ სამასკომლიან სოფელს დღეს ისე უჭირს და ულხინს, როგორც სხვა სოფლებს. იკოთის მონასტერი კი ის შუქურაა, რომელიც მოსახლეობაში ღვთის სიყვარულსა და მომავლის რწმენას აღვივებს".

სტუმრად არქიეპისკოპოს დოსითეოს ფიცხელაურის შთამომავალთან
მინდა გიამბოთ იკოთელი არქიეპისკოპოსის დოსითეოს ფიცხელაურის ამბავი. იგი დაიბადა სოფელ იკოთში 1774 წლის ოქტომბერში, არჯევან ფიცხელაურის ოჯახში. ერისკაცობაში დიმიტრი ერქვა. 17 წლისამ სასულიერო განათლება მიიღო და ხოფის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერად აღიკვეცა. 1795 წელს უკვე ამავე მონასტრის არქიმანდრიტია. დოსითეოსი კათალიკოს ანტონ II-ის ერთგული იყო. 1801 წელს კათალიკოსმა მას მიანდო იკორთის წინამძღვრობა, მალევე ქვათახევის მონასტერიც ჩააბარა. სამი წლის შემდეგ დროებით წილკნის ეპარქიასაც მართავდა. 1806 წელს ანტონ კათალიკოსმა შიომღვიმისა და თირის მონასტერთა წინამძღვრობა უბოძა. 1808 წელს მასვე ჩააბარა ურბნისის ეპარქიაც. 1810 წლისათვის 36 წლის დოსითეოსი ექვს ეპარქიას განაგებდა - იკორთის, ქვათახევის, შიომღვიმის, თირის, წილკნისა და ურბნისისა.

როდესაც კათალიკოსი ანტონი რუსეთის მთავრობამ პეტერბურგში გაიწვია, მას დოსითეოს ფიცხელაურიც გაჰყვა. ის გარდაიცვალა 1830 წლის 19 ნოემბერს. დაკრძალულია თბილისში, ფერისცვალების მონასტერში.

KARIBCHEიკოთში ბატონ ნიკოლოზ ფიცხელაურს ყველა იცნობს. ის არქიეპისკოპოს დოსითეოსის შთამომავალია. მან სოფლის შესახებ ბევრი რამ გვიამბო:

- ლეგენდის მიხედვით, იკოთი კაცის სახელიდან წამოსულა. ერთ ოჯახს თურმე სამი შვილი ჰყავდა. ოჯახის უფროსს კი კიკო რქმევია. მისი შვილები ოჯახს გამოყოფიან და ცალკე დასახლებულან. სამი კომლი უკვე სოფელია და კიკოსშვილებიდან სოფელს კიკოთი დაერქვა. დღეს კი იკოთის სახელითაა ცნობილი. იკოთი დიდი ხნის სოფელია. ჩვენი გვარი დაახლოებით 300 წლისაა. დიდი გვარის ხალხი იყვნენ ფიცხელაურები. ზოგი ქვემო ბოლში ცხოვრობს, ზოგიც წირქოლში. დიდმა ერეკლემ უბოძა ქსნის ხეობა ჩვენს წინაპრებს. მაშინ საერისთავო გაუქმებული იყო. ფიცხელაურებს გამოაყოლეს თავიანთი ყმები - გიგაურები და წიკლაურები. წიკლაურებმა რატომღაც ბაშაროღლობა მოინდომეს. ყველაზე დიდი გვარი იკოთში გიგაურია. ფიცხელაურები ძალიან შევცოტავდით. ექვსი ოჯახი ვიყავით და ახლა მეღა დავრჩი ჩემი შვილებით. დიდი გვარის კაცი იყო მუხრან-ბატონი, ბაგრატიონი, რომელიც მოსკოვში, მეფის კარზე მსახურობდა. პაპაჩემი იოანეც იქ მსახურობდა და 50 წლის ასაკში პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა საქართველოში. მას მერე რვა წელიწადი უცოცხლია.

მიხეილ მუხრან-ბატონი სახლობდა იქ, სადაც ახლა დედათა მონასტერია. 1927-28 წლებში მოკლეს. მამაჩემმა და მისმა მეგობრებმა დაასაფლავეს.

ძალიან მიამიტი და კარგი ადამიანი ყოფილა. სოფლის საქმე ნაკლებად იცოდა, თუმცა გლეხებს ძალიან უყვარდათ. გაჭირვებულებს ფულს რომ ასესხებდა, უკან აღარავის ართმევდაო. კარგი შვილები ჰყავდა - სანდრო, ლიზიკო, ირინე, ნინო. ისინი აღარ არიან ცოცხლები, მაგრამ ლიზიკოს და სანდროს შთამომავლები იცავენ წინაპრების ხსოვნას.

მუხრან-ბატონმა თავის სასახლეში სკოლას სამი ოთახი გამოუყო. 1988 წლამდე იქ იყო იკოთის საშუალო სკოლა. მადლობა დედებს, რომ ეს ისტორიული შენობა გამოაცოცხლეს.

- იკოთში, როგორც ვიცი, რამდენიმე ტაძარია. თქვენს ახალგაზრდობაში თუ იყო ეს ტაძრები მოქმედი?

- ჩემს მეზობლად წმინდა მარინეს სახელობის ტაძარია. რიყის ქვითაა აშენებული. სამხრეთ კარიბჭეში ჩასმულია მარმარილოს ფიქალი, მცენარეთა ორნამენტებითაა მორთული და ზედ მხედრული წარწერაა ამოტვიფრული.

KARIBCHEორმოცი წელიწადი შინ ვინახავდი ამ ტაძრის ზარს. მერე გავიტანე და ჩამოვკიდე. კომუნისტების დროს განადგურდა ტაძრის მოხატულობა. ხატები გამოიტანეს ტაძრიდან და ზოგს ტყვია ესროლეს, ზოგი ქვებით დაჩეჩქვეს. კარგად მახსოვს წმინდა მარინეს ტაძარში წირვა, მღვდელი ვიქტორი... მას ცოლ-შვილი თბილისში ჰყავდა. თვითონ აქვე, პატარა ქოხში ცხოვრობდა. სარკმელზე მინების მაგივრად ქაღალდი ჰქონდა გაკრული. კარგად მახსოვს, როგორ ვეზიარებოდი პატარა ბავშვი. მამა ვიქტორი ახალგაზრდებს წერა-კითხვის სასწავლებლად თავისთან იბარებდა ხოლმე. 1930 წელს თოფი ჰკრეს და დაჭრეს...

დასავლეთის გორაკზე, წმინდა გიორგის ქედზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა თავისი სამრეკლოთი. ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო მას შავოსანთა მთას ეძახდნენ. ტაძარს სოფლის თავზე ჰქონია "ხატის ვენახი" და ღვინოს წურავდნენ. წმინდა გიორგის ტაძარშიც მამა ვიქტორი მსახურობდა. კომუნისტების დროს სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს ზარის ჩამოღება მოუნდომებია, ხალხს დაუშლია, არ გაბედო, თორემ შეიშლებიო. მაგრამ მას მაინც თავისი გაუტანია. მართლაც შეშლილა და გაკოჭილი წაუყვანიათ ტაძრიდან. წმინდა გიორგის გუმბათს რომ ანგრევდნენ, თურმე ერთ-ერთი ხმამაღლა ყვიროდა - არაფერიც არ მომივაო. ორი თვეც არ გასულა და გზაში უპოვიათ მკვდარი. ალპურ ზონაში სამების მონასტერია. ტაძარს აღსავლის კარები ოქროსი ჰქონია და ამიტომ ეძახდნენ "სამება ოქროსკარებიანს".

თავად ეკლესია შემოწირულობებით იყო სავსე, სადაც შედიოდა ოქროს, ვერცხლის ჭურჭელი, ხატები, ჯვრები. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარი გაიძარცვა. რაც გადარჩა, ინახება კორინთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მათ შორისაა ვერცხლის სასანთლე, მოვერცხლილი და ძვირფასი თვლებით შემკული ღვთისმშობლის მიძინების ხატი, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ვერცხლის წმინდა სამების ხატი, მოოქრული ვერცხლის ჯვარი ჯვარცმის გამოსახულებით და სხვა. დღესაც არის შემორჩენილი სენაკები. ხეობიდან მოჩანს ულამაზესი ლორწომას კლდე, მას სამების კლდესაც ეძახიან.

ნიკოლოზ მღვდელი გვყავდა. ის ადიოდა ხოლმე სამების ეკლესიაში, ნათლობასაც ატარებდა და წირვა-ლოცვას აღავლენდა. ოცი წელიწადია, რაც გარდაიცვალა.

ახშადის წმინდა გიორგის ტაძარი ტყეშია. ოდესღაც დიდი ყოფილა, დღეს ნანგრევებადაა ქცეული.

- თქვენს ოჯახში თურმე ილია ჭავჭავაძე სტუმრობდა.

- ილია იკოთში ყოფნის დროს პაპას მიუწვევია და კარგადაც მოულხენიათ. პაპაც ახალი ჩამოსული ყოფილა რუსეთიდან. ილიას უკითხავს, რამდენი შვილი გყავსო. სამი ბიჭი და სამი გოგოო. ილიას ღიმილით მიუგია - შენ რუსეთში ხარ და ესენი საიდანაო...

- ექვთიმე თაყაიშვილის ფიცხელაურებთან სტუმრობას მგონი "ხელმწიფის კარის გარიგების" აღმოჩენაც მოჰყვა.

- ექვთიმე თაყაიშვილმა ქსნის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს იკოთიც მოინახულა. ფიცხელაურების ოჯახში მოიძია და დაკარგვას გადაარჩინა ბევრი ძვირფასი საბუთი და ხელნაწერები, რომლებიც ფეოდალური საქართველოს სამართლებრივ ურთიერთობას ასახავდნენ. აქვე მიაგნო სამართლებრივ ძეგლს "ხელმწიფის კარის გარიგებას".

ბატონ ნიკოლოზ ფიცხელაურის სახლის გვერდით საგვარეულო, სათავადაზნაურო კოშკი დგას. ამ კოშკში მრავალი თაობა გამოზრდილა. თავად ბატონ ნიკოლოზსაც ბავშვობა აქ გაუტარებია. პირველი სართული საცხოვრებელი იყო, მეორე სართული თავდაცვით ფუნქციას ასრულებდაო. დღეს კოშკს ჭირნახულის შესანახად იყენებენ.

ყანჩაეთი
სოფელი ყანჩაეთი ქსნის მარჯვენა მხარესაა. მოზრდილი სოფელია. აქ ცხოვრობენ ტატუნაშვილები, გოგაძეები, წინამძღვრიშვილები, ჯარმელიშვილები, ცქიტიშვილები, ქესაურები... ყველაზე ბევრი მაინც ტატუნაშვილები არიან. სოფლის ბოლოს გამოდის გოგირდოვანი წყარო, რომელსაც ვეძას ეძახიან. სოფლის მისასვლელში, ტყიან ფერდობზე მოჩანს თითქმის ნანგრევებად ქცეული კაბენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელსაც გეთსიმანიასაც უწოდებენ.

KARIBCHEწვიმიან ამინდში იმ ულამაზესი ადგილების მონახულებას ვერ შევძლებდით, რომ არ დაგვხმარებოდა ბატონი ვაჟა გელაშვილი ("ლომისის" გენერალური დირექტორი). გზაში ერთ გლეხს შევხვდი, ნახირს მწყემსავდა.

- ამ ადგილს ღრუნტს ეტყვიან. ამას რომ გავცდებით, არმაისელია, ის მინდვრები ყანჩაეთს ეკუთვნის, იქით მინდორს წინწვერი ჰქვია, - ხელით მიმითითებს, - აქეთ ტბებია. ღრუნტი და არმაისელია ჩვენი საზღვარი. არმაისელში წყაროა, იმის იქით დღევანდელი ოსეთის ტერიტორიაა. წყაროს აქეთ კი ყანჩაეთია.

- ცხოვრება ჭირს სოფლად?

- თითო პატარა თივის პრესში ხუთ ლარს ვაძლევთ. ვისაც შეეძლო, ქალაქში წავიდა, მოხუცებულებიღა ვართ დარჩენილი.

- რას დამაბარებთ ქალაქში, რა ამბავი ჩავიტანო?

- რა უნდა დაგაბაროთ, ჩემს სიტყვაზე რა არის დამოკიდებული? გაჭირვებულები ვართ. დიდი ზამთარი გვაქვს. სოფელში არავინაა დასაქმებული. კოლექტივი რომ იყო, ზოგი გუთანზე დადიოდა, ზოგი სათიბებზე. ვენახები გვქონდა...

ყანჩაეთში კაბენის მონასტერი რომ არ მოგველოცა, გულში ხინჯად დაგვრჩებოდა. ეს უდიდესი ისტორიის მქონე მონასტერი რამდენიმე წლის წინ ჩამოინგრა. უსახურავოდ დარჩენილს ზამთარ-ზაფხულ უმოწყალოდ აწვიმს და ათოვს. მონასტერი მაღლობზეა, დაბლა პატარა მდინარე ყანჩაურა ჩამოუდის, საიდანაც იწყება მონასტერში მისასვლელი აღმართი. ტაძარი ქვითკირითაა ნაგები. სამხრეთის მინაშენი აგურისაა. იქ საძვალე ყოფილა. ტაძრის გვერდით ქვითკირის დიდი დარბაზის ნანგრევია. ეტყობა, სატრაპეზო იყო.

კაბენის მონასტერი IX საუკუნით თარიღდება. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მონასტერი განუახლებია იოანე ერისთავს, რომელსაც "ძეგლი ერისთავთა" ტაძრის მეორედ აღმაშენებელს უწოდებს. მონასტერში მრავალი ხელნაწერი და მდიდარი ბიბლიოთეკა ინახებოდა. აღსანიშნავია ყანჩაეთის ჟამგულანი, რომელიც დაამზადებინა ევდემოზ რატიშვილმა და შესწირა კაბენის მონასტერს. საყურადღებოა აგრეთვე ყანჩაეთის ოთხთავი, საეკლესიო განძი და ხატები.

სოფელ ყანჩაეთის ზევით, დაკიდებულ ხევსა და ყანჩაურას შორის, არის ხატის ან ნიშის ვაკე, სადაც გლეხებს წვიმისაგან გამორეცხილ ნაპირზე ძველისძველი განძიც კი უპოვიათ.

არმაზი
არმაზი ქსნის ხეობის სოფელია... მართლაც საუცხოო ადგილია, მაგრამ წვიმაში თიხნარი გზის გავლა ჩვენს "კოლხოზნიკს" ისე გაუჭირდა, უკან მობრუნებაც კი დავაპირეთ. ღვთის წყალობით, ჩვენი მძღოლი ზაზა გამოცდილი გამოდგა და სამშვიდობოს გაგვიყვანა. მაგრამ მალე ისეთ ლაფში ჩავცვივდით, რომ მანქანა მთელი ათი წუთი ადგილიდან ვერ დაიძრა. მაშინ ვიგრძენი, როგორ მყვარებია საკუთარი თავი. მანქანის კარი გავაღე და შეშინებულმა კინაღამ გარეთ ვისკუპე... ნანა ჩქარეული მეხუმრებოდა - გადახტი, იქნებ ჩვენი ამბავი ხალხს შენ მაინც გააგებინოო. ბოლოს, მანქანა გავაჩერეთ და გზას ფეხით გავუყევით. იებით და ფერად-ფერადი ყვავილებით იყო მოჩითული მინდვრები. თითქმის ერთი საათი მოვუნდით სოფელში ასვლას. მეგზურობა და მასპინძლობა ერთმა კეთილმა კაცმა გაგვიწია.

KARIBCHEეს სოფელი იმდენად უყურადღებოდაა მიტოვებული, რომ საყვედური აღარ ეთქმის აქაურობის დამტოვებელს. სამანქანო გზა რომ არ გექნება, როგორ გინდა იარსებო და იცხოვრო ყველასგან მიტოვებულმა?

არმაზში ძირითადად ოსები ცხოვრობენ. ამ სოფლის იქით უკვე ჩვენი იურისდიქცია აღარ ვრცელდება. საზღვარს ოსი გუშაგები იცავენ. ქართველებს და ოსებს ერთმანეთში გასაყოფი რომ არაფერი აქვთ, საკუთარი თვალით ვნახე, ისიც კარგად დავინახე, თუ როგორი სიყვარული და პატივისცემა აქვთ მოყვასისა.

ჩვენი მეგზური გვარად ელკანოვია, დედით ქართველი. ცოლ-შვილი ახალგორში ჰყავს. თავად ავადმყოფ მშობლებს უვლის. ტაძრის კარიც მან გაგვიღო. ჩანს, ღვთის სიყვარულიც აქვს...

- აქ დავიბადე და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ, - მითხრა გიორგიმ, ეს სახელი ნათლობის დროს მოძღვარმა დაარქვა.

- წინაპრებისაგან თუ იცით რამე თქვენს სოფელზე?

- წინათ სოფელი უფრო დიდი ყოფილა და მხოლოდ ჩვენი გვარის ხალხი ცხოვრობდა თურმე. კოლექტივი რომ დაარსდა, სხვა სოფლებიდან ჩამოასახლეს გიგანოვები და ჩეტკოევები. აქ სულ ოსური მოსახლეობაა. ერთი კაცია ამოსული ყანჩაეთიდან, რომელსაც მეუღლე აქაური ჰყავს.

- რა გაძლებინებთ, აქ როგორ ცხოვრობთ?

- სად წავიდეთ, მოხუცებს რა ვუყოთ? ასე რომ არ იყოს, ამდენ ხანს მეც არ გავჩერდებოდი... ისინი არსად მომყვებიან. დედა ორი წელია, ლოგინადაა ჩავარდნილი. არც ექიმი გვყავს, არც ექთანი. შარშან მარხილით წავიყვანე. მერე მანქანა დავიქირავე და სოფელ ჭაღაში ჩავიყვანე. იქიდან ახალგორში გადავედი, მერე თბილისში. დაიტანჯა მოხუცი. ეგ არის ჩემი ცხოვრება. ოთხ წელიწადში, მგონი, სულ დაიცლება არმაზი. მთელ სოფელში 44 კაცია. სკოლა გვაქვს. 15 ბავშვი დადის. შუქი ხან არის, ხან - არა. კარგი იქნება, მთავრობა თუ მოგვხედავს.

- სოფელში წმინდა გიორგის ტაძარი გაქვთ. გახსოვთ, როდის იყო მოქმედი?

- ჩემს ბალღობაში მოდიოდა ხოლმე მოძღვარი. ტაძარს დარაჯი იცავდა. გიორგობის დღესასწაულზე და ამაღლებას უამრავი ხალხი იყრიდა თავს.

KARIBCHE
ლარგვისი

წლების განმავლობაში დამუნჯებულ არმაზის ტაძარში ქართული გალობა აჟღერდა. შესასვლელში, როგორც ჩანს, მამათა საძვალე იყო... თვალში მოგვხვდა კანკელზე აგურისფერი საღებავით შესრულებული წმინდანთა თავების გამოსახულებანი და ჯვრები. ტაძარი 864 წლით თარიღდება.

სულიერად დაპურებულებმა ჩვენს მეგზურს აქაური ყველისა და პურის ყიდვა ვთხოვეთ. შინ წავიდა და მალე ხელსავსე დაბრუნდა. უფრო მეტიც, სიცივისაგან გათოშილები შეგვიცოდა და იქვე, მინდორში ცეცხლი დაგვინთო. დაგვაპურა და გაგვათბო კიდეც. თითო ჭიქა არყით სადღეგრძელოც ვთქვით და ოსი და ქართველი ასე ჩავეხუტეთ ერთმანეთს ამ ქართულ მიწა-წყალზე. ბოლოს კი ოსური დალოცვაც გვასწავლა გიორგიმ:

- ღმერთია ყველაზე მაღალი და ღვთის მოგონილია სალოცავები, ხალხი, ყველაფერი, რაც არსებობს. დალოცვილი ყოფილიყავით პირველ რიგში ღვთისგან, მერე იმ სალოცავებისგან.

წამოსვლას ვაპირებდით, იარაღიანი საზღვრის დამცველები რომ გამოჩნდნენ და მასპინძელი იხმეს. ახსნა-განმარტების შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ჩვენ კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავტოვეთ არმაზი. ვინ იცის, აქაურობას კიდევ როდის მოვილოცავთ.

შემოგვაღამდა. გზას ლარგვისის მონასტრისკენ გავუყევით, სადაც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა თეოდორე ტირონის მამათა მონასტერი. აქაური იღუმენი იოანე იკოთის დედათა მონასტერშიც აღავლენს წირვა-ლოცვას. ლარგვისში მამა იოანესთან ერთად ორი მორჩილია. ტაძარს ცალ მხარეს ქსანი ჩამოუდის, მეორე მხარეს - ჭურტის წყალი, ჩრდილოეთიდან ცხრაძმის ხევი ერთვის. ამ ადგილას მდინარეთა ჩქერი ახშობს ყურთასმენას.

ტაძარი უზარმაზარი, კოშკებიანი გალავნითაა შემოზღუდული. ის შანშე ქსნის ერისთავს აუგია. აქ დაწერა გრიგოლ ბანდაისძემ "ძეგლი ერისთავთა", ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. შანშეს ეკლესია შიგნით განუახლებია და მოუხატავს. ხატებიც მას შეუმკია. აუგია სამრეკლო და მარანი, სადაც ჩაუფლავს ოცი ქვევრი. მოგვიანებით მონასტერი დაზიანებულა და მისი შეკეთება შალვა ქვენიფნეველს უთავებია. მას შეუწირავს მონასტრისთვის სოფლები - ივრეთი, ჰერე და ქურთა თავის სულის საცხონებლად. მონასტრის წინამძღვრად გაუმწესებია გიორგი ჟურული. ლარგვისში კარგი წიგნთსაცავიც ყოფილა. მონასტრის ერთ კედელზე საგულისხმო წარწერას ვკითხულობთ: "ეკლესია ესე ლარგვისის მონასტრისა აღეშენა კეთილ მსახურის ერისთავის დავითის და კეთილ მსახურისა დედისა მისისა ქეთევანის მიერ, ძისა მისისა შალვას კეთილად აღსაზრდელად".

მკითხველს ქსნის ხეობის მხოლოდ მცირე წარსული და აწმყო შევთავაზეთ. სანახავი და მოსაყოლი კიდევ მომავლისთვის შემოვინახე... თბილისში წამოსვლისას დედებმა დიდი მადლი და ღვთის წყალობა გამომატანეს. ამ წყალობის თანაზიარი კი თქვენც გახდით, ჩემო მკითხველო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat