ქსნის ხეობა
ქსნის ხეობა
ქსნის ხეობა შიდა ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული მხარეა, გარშემო ტყით მოსილი, ალპური მდელოთი ამწვანებული მწვერვალებით. ხეობას ჩრდილოეთით კავკასიონის მთები ესაზღვრება, აღმოსავლეთით - არაგვის ხეობა, სამხრეთით - მდინარე მტკვარი, დასავლეთით - მდინარე ლეხურა და მდინარეების მეჯუდისა და პატარა ლიახვის სათავეები.

ქსნის სათავე კავკასიონის მთებშია და შედგება სამი ხეობის - ჭურთის, ჟამურ-ქარჩოხისა და ცხრაძმისაგან. ქარჩოხისა და ცხრაძმის ხეობები თავიანთი შენაკადებით ერთდებიან ლარგვისის ზემოთ, ხარბალთან. მდინარე ქსანი გაივლის მუხრანის ვაკეს და სადგურ ქსანთან უერთდება მტკვარს.

წერილობითი წყაროების სიმცირის გამო ქსნის ხეობის ადრინდელი პერიოდი სათანადოდ არ არის შესწავლილი, როცა აქ წარმოიქმნა ორი ფეოდალური სათავადო: ქსნის საერისთავო და სამუხრანბატონო. ადმინისტრაციულად ქსნის ხეობა ქართლის სამეფოში შედიოდა და მას ადგილობრივი ხელისუფალნი განაგებდნენ: მამასახლისები, ციხისთავები და ხევისუფალნი, რომლებიც უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ.

XIII საუკუნემდე ქსნის ხეობა ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების დროს ქსნის ხეობის ხელისუფალნი აქტიურდებიან, განსაკუთრებით ქსნის ზედა წელის - ცხრაძმის ხევისა, სადაც ამ დროისათვის ერისთავებად ქვენიფნევლები არიან. "ძეგლი ერისთავთას" მიხედვით, მათ რეზიდენცია ქვენიფნევში ჰქონდათ. ქვენიფნევი თავისი ხელსაყრელი მდებარეობით აკონტროლებდა ქსანზე გამავალ საგზაო მაგისტრალს და ხეობის ზედა ნაწილს მტრის შემოსევისაგან იცავდა. ხეობის ერთ-ერთ მთავარ სიმაგრეს ქარჩოხის ციხე წარმოადგენდა. თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა წინკიბის, ბერციხის, წირქოლის ციხეების ძველი და ახალი ნაწილების შეთავსება.

ჩრდილოეთიდან მოსულ მტერს ჟამურის ხეობაში მრავალი ციხესიმაგრე ხვდებოდა წინ, რომელთაგან მთავარი იყო ბერციხე, კორა და ალავერდი. არაგვის ხეობიდან გადმოსასვლელებს იცავდა ქარჩოხის, უკანუბნის, ციხის სოფლის, საფერშეთის ციხეები, ხოლო ჭურთას ხეობაში - წინკიბის, ციხისკარის, გავაზის ციხე-კოშკები. მაღალ მთაზე წირქოლის ციხე იდგა, ხეობაში კი, ზებეყურის მთის ძირას- ხადის ციხე. განსაკუთრებით გამაგრებული იყო ახალგორი.

მაღალმთიან ქსნის ხეობაში მდებარე რეზიდენცია - ქვენიფნევი ვეღარ აკმაყოფილებს დროის მოთხოვნებს და ერისთავებს რეზიდენცია ახალგორში გადმოაქვთ, ხოლო საგვარეულო სამარხი - ლარგივისიდან იკორთაში.

გვიან საუკუნეებში მთელი ქვეყანა სათავადოებად დაიყო, მათ შორის იყო ქსნის საერისთავო, რომელსაც აღმოსავლეთით არაგვის საერისთავო ესაზღვრებოდა, დასავლეთით - საამილახვრო, ხოლო სამხრეთით - სამუხრანბატონო. ქსნის საერისთავო მრავალ ხევს აერთიანებდა, მის ძირითად ბირთვს კი ცხრაძმისხევი და ქსნისხევი წარმოადგენდა; რეზიდენციის ახალგორში გადმოტანასთან დაკავშირებით ქსნის ხეობის ხელისუფალთა გვარი - ქვენიფნეველი ქსნის ერისთავად იწოდება. ვახუშტის ცნობით, ქსნისხევი მთელ საერისთავოს აღნიშნავს.

ჯერ კიდევ გვიან შუასაუკუნეებში, როდესაც ქართლის სამეფო სადროშოებად იყოფოდა, ისტორიული ქსნის საერისთავო სამუხრანბატონოსთან და არაგვის საერისთავოსთან ერთად მეუკანავე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. ამავე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა პატარა ლიახვის ხეობის ზემოწელი - ისტორიული მაღრან-დვალეთიც.

XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან შიდა ქართლში შემოხიზნული ოსები ქართლის სამეფო სახლისა თუ უფლისწულების, ქართველი თავადებისა და ეკლესიის ყმები იყვნენ.

1802 წლის 8 მაისს, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული დებულების თანახმად, როდესაც ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფო (აღმოსავლეთ საქართველო) ხუთ (ლორეს, გორის, დუშეთის, თელავისა და სიღნაღის) მაზრად დაყვეს, შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი გორისა და დუშეთის მაზრების შემადგენლობაში შევიდა. მის შემადგენლობაში შევიდა ასევე ისტორიული ქსნის საერისთავოს უდიდესი ნაწილი.

ახალგორი
ახალგორი ძველად "მცირე ქალაქად" იხსენიებოდა და ქსნის საერისთავოს ცენტრი და ერისთავის რეზიდენცია იყო (XVIIს.). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "არის მცირე ქალაქი ახალგორი, მოსახლენი არიან სომეხნი და სასახლე ქსნის ერისთავისაო". საყურადღებოა, რომ სომხების აქ გადმოსახლების, ახალგორის წარმოქმნისა და მისი "მცირე ქალაქად" გადაქცევის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ახალგორელი სომხების გადმოცემით, XII საუკუნიდან ისინი ანისიდან (თუ ვანიდან) გადმოუსახლებია დავით აღმაშენებელს. მათი მამა-პაპანი ხელოსნები და ვაჭრები ყოფილან.

ახალგორის რაიონს ესაზღვრება აღმოსავლეთით დუშეთის, სამხრეთით - დუშეთისა და კასპის, დასავლეთით - გორის, ჩრდილოეთით კი - გორისა და დუშეთის რაიონები. ახალგორში მდინარე ქსანი მოედინება, რომელიც სათავეს ყელის ტბიდან იღებს და 90-ოდე კილომეტრის გავლის შემდეგ მდინარე მტკვარს უერთდება.

ახალგორის რაიონის მთიანი ადგილები დაფარულია ბუნებრივი სათიბ-საძოვრებით, დაბლობები კი გამოყენებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის. ადრეული ხანიდან ვაზი ქსნისხეობელი კაცის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. აი რას წერს ამის შესახებ ილია ჭავჭავაძე: "ვენახსა და ხილნარს შიგ ჩატანებული აქვს უკვდავი განძივით წინაპართა ჯაფა... მამა-პაპას თავისი ოფლი მოუდენია და მიუბარებია "საშვილიშვილოდ". აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის 70-იან წლებში, დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობისას, ილია ჭავჭავაძე ყოფილ სამხედრო პოლკოვნიკს ივანე არჯევანის ძე ფიცხელაურს თავისთან მიუწვევია და მასაც სიამოვნებით მიუღია ეს მიწვევა. ილიას კარგად მოულხენია ფიცხელაურებისას. გაუსინჯავს იკოთური ღვინოები, მოსწონებია, შეუქია და რჩევა მიუცია იქაური გლეხკაცებისთვის, ეს კულტურა ფართოდ დაენერგათ. ისტორიიდან ცნობილია, რომ საქართველოს ეკლესია-მონასტრების მფლობელობაში შედიოდა ვენახებიც. ქსნის ხეობის მთიან ეკლესია-მონასტრებში, სადაც ვაზი ვერ ხარობდა, ყურძენ-ნაჟური ურმებით და მარხილებით მიჰქონდათ. მაგალითად, ლომისის სამონასტრო კომპლექსში შედიოდა ცნობილი დიდი მარანი. სოფელ იკოთის წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით, ღია ცის ქვეშ, ქვევრები იყო ჩადგმული. ფიჭვნარის ქვეშ ქვა-კირით ნაშენი მარანი განუთავსებიათ. ამ ადგილს აქაურები ნავენახობს უწოდებენ.

ახალგორშია ქსნის ერისთავთა სასახლე და მისი კოშკიანი გალავანი, რომელიც ქვითკირითაა ნაგები. სასახლე სამსართულიანია. ქვედა სართულები ძველია, შემდეგ დაუშენებიათ მესამე, ევროპული ყაიდის სართული, რომლის აივანი ძირიდან ამოყვანილ აგურის თორმეტ მაღალ სვეტს ეყრდნობა. ამ სართულზე ერისთავის ოჯახს უცხოვრია. დარბაზს აღმოსავლეთით კარი ჰქონია, საიდანაც მოძრავი ხის ხიდით გალავნიდან გარეთ გადადიოდნენ. მისაღებ ოთახში, ბუხრის თავზე, შანშე ერისთავის პორტრეტი ყოფილა. სასახლის პირველ სართულზე შინამოსამსახურეებს უცხოვრიათ, მეორეზე - მოურავს. სასახლეს აკრავს ოთხკუთხა ქვითკირის გალავანი კოშკებით.

ერისთავთა სასახლე თავისი ციხე-გალავნით მოქცეული ყოფილა უფრო დიდ გალავანში, რომელსაც ჰექტარი ფართობი ეჭირა. დღეს აქა-იქაა შემორჩენილი გალავნის კედლები და მოსახლეობაც იქვე ცხოვრობს.

სასახლე, როგორც ჩანს, მრავალჯერ გადაუკეთებიათ. საბჭოთა პერიოდში აქ ხან რაიკომი იყო განთავსებული, ხან აღმასკომი და ხანაც მეხილეობის კანტორა. 1985 წლიდან ამ სასახლეში მუზეუმი ფუნქციონირებს. პირველ სართულზე მუზეუმია, მეორეზე კი მუზეუმთან არსებული სამხატვრო გალერეა, სადაც XX საუკუნის 80-იანი წლების მხატვართა ნამუშევრებია გამოფენილი. იქ მისულებს დირექტორი ვლადიმერ ღუნაშვილი შემოგვეგება, სასახლეში განთავსებული თითოეული სიძველე დაგვათვალიერებინა და მათი ისტორიაც მოგვითხრო.

KARIBCHE
ახალგორის მუზეუმი

პირველ სართულზე არქეოლოგიური მასალაა წარმოდგენილი - ქვის, ბრინჯაოს და რკინის იარაღები თუ საყოფაცხოვრებო ნივთები. აქვეა ეთნოგრაფიული და ძვირფასი ნივთების განყოფილება, ასევე საბრძოლო კოშკი თავისი ბუხრით, რაც მიგვანიშნებს, რომ იგი საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ამ ირანული სტილის კოშკში წარმოდგენილია თოფები, სატევრები, ვერცხლის ხანჯლები, ქართული ხმლები და საბრძოლო იარაღები. ერთ-ერთ ოთახში ძვირფასი ხატები და ჯვრებია გამოფენილი. XIII საუკუნის ჯვარი საკურთხევლის წინ დასადგმელი ყოფილა და ერთ დროს საკმაოდ ლამაზი თვლებით მოჭედილიც. დროშის ტარზე დასამაგრებელი საწინამძღვრო ჯვრის გვრდით ხელით სატარებელი საწინამძღვრო ჯვარია დაბრძანებული. ჯვრის ცენტრალურ ღეროსა და ორივე მკლავზე ვერცხლის ლურსმნებით დამაგრებულია წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ვერცხლის ფირფიტები, ცენტრში კი გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. წმინდა სამების ეს ჯვარი შემკული ყოფილა რვა თვლით, რომლებიც, სამწუხაროდ, დაკარგულია.

აქვეა მოოქრული სანაწილე ჯვარი ნუსხური წარწერით, რომელიც ალევის სამებისთვის შეუწირავთ. ალევის სამება XVII-XIX საუკუნეებში, ვიდრე გაიძარცვებოდა, ძალზე მდიდარი ყოფილა. მას ოქროს კარი ჰქონია. გადმოცემით, ტაძარი მურვან ყრუს დაულაშქრავს და ბევრი ძვირფასი ნივთი წაუღია. იმ ხანებში მის ლაშქარში სნეულება შემოსულა. მისთვის უთქვამთ - თუ ალევის სამებას ჯვრებს არ დაუბრუნებ, შენს ჯარს შავი ჭირი გაწყვეტსო. ასეც მოქცეულა და ტაძრისთვის ოქროს ფარიც შეუბამს. ალევის სამების საკმაოდ მოზრდილ ხის ჯვარს ნუსხური წარწერა ამშვენებს - "მშვიდობაში".

მნიშვნელოვანია ასევე სასანთლის ქვედა ნაწილი, რომელიც ვერცხლის ფურცლისგანაა დამზადებული. უკანა მხარეს მხედრული წარწერა აქვს: "შევსწირე სასანთლე ესე წმინდას მოწამეს გიორგის წირქოლის ეკლესიასა მე, შენმან მსასოებელმან საქართველოს მეფის სძალმან და თანამეცხედრემან ძისა მამისა გიორგისამან მარიამ..." პირადი დამღაც ადასტურებს, რომ სასანთლე მარიამის დაკვეთით დაუმზადებიათ.

"რამდენიმე წლის წინ სასახლის პირველი სართულის კედელი ჩამოინგრა და გამოჩნდა დალუქული შენობის ამოშენებული კარი. იქ შესაძლოა დღემდე უცნობი ნივთები აღმოჩნდეს, ამიტომ აუცილებელია, კოშკს რესტავრაცია ჩაუტარდეს, რათა საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ მისი მნიშვნელობა", - ამბობს ბატონი ვალერიანი. თუმცა მუზეუმს ბევრი პრობლემა აქვს, მისი კარი მნახველთათვის მუდამ ღიაა.

სასახლის გვერდით, როგორც ჩანს, ქსნის ერისთავთა კარის ეკლესია იყო, რომელიც კომუნისტების დროს დაუნგრევიათ და დღეს მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი.

***
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით იკოთის დედათა მონასტერს ვესტუმრე. სამდღიანი სტუმრობა ამ ულამაზეს ხეობაში საკმარისი მართლაც არ აღმოჩნდა.

"კარიბჭის" მკითხველს ქსნის ხეობის რამდენიმე ისტორიულ სოფელზე ვესაუბრებით. მოდით ახალგორით დავიწყოთ. ახალგორის ყოველი კუთხე-კუნჭული ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მედავითნემ ნანა ჩქარეულმა მომატარა.

ახალგორელები თავიანთი წარსულით ამაყობენ, დღევანდელობაში კი საამაყოს ვერაფერს ხედავენ. აქაურები დღემდე მისდევენ უძველეს ტრადიციას - მართავენ საღამოებს, სადაც იკრიბებიან შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. საპატიო სტუმართა შორისაა თურმე ახალმოყვანილი პატარძალიც, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენენ. სტურმებს უმასპინძლდებიან კაკლის მურაბით, ჩაით და ტკბილეულით. მეუფე ისაია სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ნამცხვარი მიქადო მხოლოდ მის ეპარქიაში - ახალგორში ცხვება. განსაკუთრებულია მისი მომზადების წესი, შენახვის ვადა კი დაახლოებით ერთი წელია. "მიქადო" ახალგორის სავიზიტო ბარათია და ყველგან დიდი მოწონებით სარგებლობს.

ახალგორში საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა. ქართველებისა და ოსების კეთილმეზობლობა და მეგობრობა საქვეყნოდაა ცნობილი. აქაურები ერთმანეთს ეროვნული ნიშნით როდი არჩევენ, პირიქით, დიდი სიყვარული აქვთ.

ახალგორის ავან-ჩავანის საკითხავად გამგეობას მივაშურე. გამგეობის აპარატის უფროსმა ქეთევან ხაჩიროვმა (რომელიც მიძინების ტაძრის მრევლია) თბილად გვიმასპინძლა და საუბარზეც დაგვთანხმდა. ისეთი მზრუნველობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, როგორიც აქ ვნახე, სხვაგან არსად მინახავს, ის კი არა, არც კი მსმენია. თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საგანგებოდაა თანხები გამოყოფილი. გამგეობა მათზეც ზრუნავს, ვისაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. პრობლემა ჩვენკენაც ბევრიაო, - საუბარს მოაყოლა ქალბატონმა ქეთევანმა. ძირითადად უმუშევრობას უჩივიან. "ლომისის" ქარხნის ამუშავების შემდეგ მოსახლეობა დასაქმდა და ხალხს პურის ფულიც გაუჩნდა. ვინც საჯარო სამსახურში არ მუშაობს, სოფლის მეურნეობას მისდევს. მოსახლეობის ნახევარი კი საზღვარგარეთაა წასული და იქიდან გამოგზავნილი გროშებით ოჯახს აპურებს. გზისა და წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია ქსნის ხეობაში.

KARIBCHEძალიან გამიხარდა, როცა ქალბატონმა ქეთევანმა მითხრა, ბიუჯეტში ეკლესიის ხარჯებიცაა გათვალისწინებულიო. შეშის, ელექტროენერგიის და კიდევ სხვა ხარჯებს თავად გამგეობა ფარავს. მეუფე ისაიას, აქაური მოძღვრების - მამა ანტონის და მამა იოანეს, აგრეთვე დედათა მონასტრის მიმართ კეთილგანწყობა თითოეულ ადამიანში იგრძნობა. შესაძლოა, ყველა ეკლესიური არ არის, მაგრამ ეკლესიის სიყვარული გულში მაინც ყველას უღვივის.

ამ ხალხს ერთად ცხოვრება შეუძლია
ლუდ "ლომისის" ღირსებაში ადგილზე დაგემოვნების შემდეგ თავადაც დავრწმუნდი. ისიც ვნახე, თუ როგორ ჩართულა იქაური მოსახლეობა შრომაში და "ლომისს" დიდადაც ემადლიერებიან.

ქარხანაში მისულებს "ლომისის" ფინანსური მენეჯერი მინდია გუმბარიძე დაგვხვდა. მან ძალიან თბილად მიგვიღო. მეტიც, "კარიბჭის" მკითხველიც აღმოჩნდა.

"ახალგორში, სანაპიროს ქუჩაზე, "ლომისის" ქარხანა სამი ადამიანის - იაგო და სეზარ ჩოჩელების და დევი ოვაშვილის თაოსნობით დაარსდა. დღეს აქ დაახლოებით 200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 300-400 ლარამდეა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მუშაობენ. მათი შემხედვარე დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს ერთად ცხოვრება შეუძლია და ერთმანეთის სიყვარულში იხარჯებიან", - ამბობს ბატონი მინდია.

- ხუმრობა იქით იყოს და ლუდით თუ სვამთ სადღეგრძელოებს?

- სადღეგრძელოს ლუდით თქმა საქართველოში მიღებული არ არის. ლუდით სიდედრის სადღეგრძელოს ვამბობთ (იცინის). ასეთ სადღეგრძელოსაც ამბობენ: ამით იმ დიასახლისს გაუმარჯოს, საახალწლოდ ინდაურს ფეხი რომ მოსტყდება და შეუხვევსო.

"ლომისის" ქველმოქმედების ამბავი ქსნის ხეობაშიც ყველამ იცის. ჭირშიც და ლხინშიც გვერდით უდგანან ადგილობრივ მოსახლეობას. "ლომისის" ბიუჯეტში ქსნის ხეობის ეკლესია-მონასტრების აღდგენა და ფინანსური დახმარებაცაა გათვალისწინებული.

***
ახალგორში სულ სამი საშუალო სკოლაა. ერთ-ერთი ოსი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. კონტინგენტი მცირერიცხოვანია - აქ მხოლოდ 45 ბავშვი სწავლობს.

ქალბატონი ნაზი გოგიჩოვი ამ სკოლის პედაგოგია. მისი თქმით, სკოლა იმითაა გამორჩეული, რომ ოსი ეროვნების ბავშვებითა და პედაგოგებითაა დაკომპლექტებული. პირველიდან მეთერთმეტე კლასამდე ოსური ენა ისწავლება. დამოკიდებულება ოსებსა და ქართველებს შორის რომ საუკეთესოა, ქალბატონმა ნაზიმაც აღნიშნა.

***
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდით. გზად უბნის "ბირჟაზე" თავმოყრილ გლეხებს შევხვდით. სოფლისა და თავიანთ გასაჭირს ჰყვებოდნენ. გრძელ სკამზე გვერდით მივუჯექი და მათი საწუხარი გავიზიარე.

- ჰაიმე, შრომაზე ნუღარას იტყვი, შვილო: დილის 6 საათზე რომ ავდგებით, საღამოს 12 საათამდე ფეხზე ვართ ცოლიც და ქმარიც, - შემომჩივლა ლიდა ზანგურაშვილმა.

- სულ რამდენი გაქვთ შემოსავალი?

- მეც და ჩემს ქმარსაც 38-38 ლარი გვაქვს. ძროხა რომ არ გვყავდეს, პურს ვერ შევჭამდით. ჩემს ქმარს თვეში ოცი ლარის მარტო წამალი სჭირდება, დიაბეტი აქვს. დარჩენილი 18 ლარით რა გავაკეთოთ? აი, ასეთ გაჭირვებაში ვართ ხალხი, მაგრამ ვინ რას მოგვცემს.

- თბილისში რას დამაბარებთ?

- თბილისიდან არავინ არაფერს გამომიგზავნის და რა უნდა დაგაბაროთ? ნეტავ ისევ ძველი ცხოვრება იყოს... 15 წელია ერთი წყვილი ტუფლი არ მიყიდია.

კარგად იყავი, გენაცვალე. გამრავლდი, იცოცხლე და იხარე.

***
ნიქოზის ეპარქიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი დაარსება წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. ნიქოზელ მღვდელმთავრის სამწყსო ძალზე ვრცელი იყო. ერთ დროს იგი არა მარტო ქართლის, "კავკასიანთა, დვალთა და აწ ოსეთად წოდებულის" საკმაოდ მოზრდილ მთის რეგიონსაც ფლობდა. ნიქოზელ მღვდელმთავარს ქვეყნის წინაშე უდიდესი მისი ეკისრებოდა - იყო არა მარტო მაღალი იერარქიის მსახური, არამედ ქვეყნის ერთიანობის დამცველიც. გარკვეულ პერიოდში იგი ლიხთიმერეთის მთიან კუთხეებსაც (არგვეთის, რაჭის, სვანეთის ნაწილს) მართავდა.

KARIBCHE1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, უძველესი სამწყსო ერთიან მცხეთა-ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარი მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) გახლავთ. აქაური მღვდელმთავრის სამწყსო ტერიტორია ახლა მხოლოდ მდინარე ლიახვის აუზით შემოიფარგლება და თანაც ეპარქიის მნიშვნელოვან ნაწილზე მის იურისდიქციას მხოლოდ ნომინალური ხასიათი აქვს.

ქსნის ხეობაში არქიტექტურულად მნიშვნელოვანი და სულიერად ნაღვაწი დაახლოებით 187 ეკლესია-მონასტერია. ცხადია, თითოეული მათგანის მონახულება ვერ შევძელი, მაგრამ რაც ვნახე, უფრო ვრცლად შემდეგ ნომერში მოგითხრობთ. ახლა მხოლოდ ახალგორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესახებ გესაუბრებით. მისი წარსულის გაცნობაშიც ქალბატონი ნანა ჩქარეული დამეხმარა: "ღვთისმშობლის მიძინების ეს უძველესი ტაძარი XIX საუკუნის ბოლოს გადაუკეთებიათ გრიგორიანულად და მსახურებაც გრიგორიანულად აღესრულებოდა. აქ ჩამოსახლებულან სომეხი ვაჭრები, რომლებიც გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი საკმაოდ დიდი გადასახადი ჰქონდა. ამან ქართველების ეროვნებისა და სარწმუნოების შეცვლა გამოიწვია. ახალგორის მოსახლეობის დიდი ნაწილი გრიგორიანულად მოინათლა. 1989 წელს ეროვნული მოძრაობის თავკაცები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ახალგორს ესტუმრნენ და მოსახლეობას მოუწოდეს, არქივში მოეძიათ წინაპართა სარწმუნოება და ეროვნება. ასე დაიბრუნეს დაკარგული გვარები (გათენოვი გათენაშვილი გახდა, მღებროვი - მღებრიშვილი, ამირემოვი - ამირანაშვილი, მეარაგოვი - მეარაყიშვილი...). მათი მართლმადიდებლურად გადანათვლა ახლაც გრძელდება.

KARIBCHEსაბჭოთა პერიოდში ეს ტაძარი ხან საბანკეტო, ხანაც სპორტულ დარბაზად გამოიყენებოდა. 1991 წელს, როდესაც ახალგორი წილკნის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა, მთავარეპისკოპოს ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით განახლდა ღვთისმსახურება. 1994 წლიდან კი ტაძარი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის შემადგენლობაშია. მას შემდეგ აქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. წირვა-ლოცვას მედავითნეებთან და ექვს სტიქაროსანთან ერთად იღუმენი ანტონი აღავლენს".

მრევლის სიუხვე ტაძარში მართლაც არ შეიმჩნეოდა. ხეობაში მიგრაცია იგრძნობა და ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ესეც იყოს. ღვთის იმედად დატოვებული სოფლები შორეულ ქვეყნებში გადახვეწილებს ელიან, ადგილობრივებს კი ღვთის სახლი უხმობს...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat