მჭადიჯვარი
მჭადიჯვარი
დედაქალაქთან ახლოს ასეთი მშვენიერი სოფელი თუ იყო, ვერც კი ვიფიქრებდი. თბილისიდან სულ რაღაც საათნახევარში მჭადიჯვარში აღმოვჩნდი. ალბათ უფრო სწრაფად ჩავიდოდი, გზა რომ ვარგებულიყო. მემკვიდრეობად ძველი დროის ჯაყჯაყა, "ცხვირიანი ავტობუსებიც" ერგოთ. ისე, ზოგჯერ ესეც კარგია, ხუმრობის გუნებაზე გაყენებს. მაგრამ თუ უცხვირპირო მგზავრი მოგიჯდა გვერდით, მტრისას... ამ მთავრობის და იმ მთავრობის მისამართით კუპრიან სიტყვებს არ იშურებენ. სიტუაციის განსამუხტავად დიდაქტიკოსობასთან ერთად თეთრი მანდილის ჩამოგდებაც ხშირად მიწევს. ხუმრობა იქით იყოს და, ამ დაძაბულ წუთისოფელში ხალხიც დაძაბუნდა... ყველაფერთან ერთად საჭმელ-სასმელსაც ქალაქიდან ეზიდებიან და მგზავრობისასაც ხან რა უცვივათ, ხან რა უგორდებათ ძირს. ამ ხუმრობა-ხუმრობაში მჭადიჯვრის აღმართს შევუდექით...

სოფელს მდინარე ნარეკვავი ჩამოუდის. რახან ქალაქთან შედარებით ახლოს არიან, მოსახლეობის უმეტესობა კარ-მიდამოს ვერ თმობს. ჭირიც და ლხინიც ერთად გადააქვთ. სოფელს უცნაური სახელიც აქვს - მჭადიჯვარი. შეიძლება თქვათ კიდევაც, სად მჭადი და სად ჯვარიო. ზოგმა თქვა, იმიტომ დაერქვა, ჭაში ჯვარი ნახეს ჩავარდნილიო, ზოგმაც - ვიღაცას მჭადზე ჯვარი გამოუსახავსო. ყველაფერი ღვთის ნებით რომ ხდება, ეს ერთბაშად შეიძლება მავანისთვის დაუჯერებელი იყოს, ალბათ ღვთის სიყვარული და სულიერი თვალის გამახვილებაა საჭირო და ამაში ეჭვს არავინ შეიტანს. ღვთის ნებით მოხდა მჭადიჯვარში ჩემი მისვლაც. თბილისში მონაზონი შემხვდა, მონასტერში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა. გამომეცნაურა - დედა მართა ვარ, მჭადიჯვრის დედათა მონასტრის წინამძღვარიო, - მშვიდი, ალერსიანი ხმით მიპასუხა. მეც არ დავაყოვნე და მივუგე - "კარიბჭის" ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ისე გაუხარდა, უფლება არ მქონდა, მასთან მონასტერში არ წავსულიყავი. სტუმარი რომ ღვთისაა - ეს მონასტერში კარგად იციან. მონასტერში გათენებული ერთი ღამე კი სტუმრისთვის დიდი მადლია.

სოფლის შუაგულში საკმაოდ დიდი ტაძარი დგას. დომენტი კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით, მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე მეფე ვახტანგ V-ს აუშენებია (1668წ.). ცოტა მოგვიანებით ციხეც მიუშენებიათ. სწორედ ამ ციხეში მომხდარა ცნობილი მჭადიჯვრის ბრძოლა ლეკების წინააღმდეგ. დედა მართას დახმარებით აქაურებისგან სოფლის წარსულიც და აწმყოც გავიცანი. მონასტერში მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცქირიაშვილი და მჭადიჯვრის თემის რწმუნებული ნუკრი კენტელაძე მოვიდნენ. ბატონი ნუკრი შეწუხებული საუბრობს სოფლის საწუხარზე:

- მჭადიჯვარი ერთ-ერთი დიდი სოფელია. მოსახლეობა 600 კომლამდეა. ყველაზე მეტად სასმელი წყალი გვიჭირს - მოსახლეობა ჭის წყალს ხმარობს, წყაროები სოფლიდან მოშორებულია. არც გზა გვივარგა და ამის გამო მგზავრობაც ჭირს. მართალია, ნაკვეთები კერძო სექტორში გაიცა, მაგრამ საწვავის გაძვირებამ და ტექნიკის უქონლობამ მიწის დამუშავება შეაჩერა. დაუსაქმებელია ხალხი. ახალგაზრდები გულხელდაკრეფილნი არიან. სოფელში ერთი საჯარო სკოლაა, სადაც მხოლოდ 15-30 ადამიანი მუშაობს. იმედი გვაქვს, მდგომარეობა გამოკეთდება.

- მაინც რას შეცვლიდით უკეთესობისაკენ?

- პირველ რიგში სოფლის მეურნეობას განვავითარებდი. მეცხოველეობასაც მივხედავდი, მცირე ქარხნებს, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ ქარხანას, რძის ქარხნებსაც ავამუშავებდი. ამ ყველაფერს კი ფული სჭირდება.

საუბარში ბატონი ავთო ჩაგვერთო:

- სოფელს რომ უჭირს, გასაგებია, მაგრამ მიწა თუ არ დამუშავდა, მოსავალს როგორ მივიღებთ. 600-კომლიან სოფელში მარტო ერთი ტრაქტორია და ყველა იმას დასდევს. ვიდრე მიწის დასამუშავებელი მანქანა-იარაღები და ტრაქტორები არ შემოვა, პრობლემა არ გამოგველევა. ამას ემატება ახალგაზრდების სოფლიდან გადინება და უკეთესი ცხოვრებისთვის უცხო ქვეყნებში წასვლა.

KARIBCHE- როგორ ფიქრობთ, სოფელი დაივიწყა ქალაქმა?

- ისტორიული სოფელია მჭადიჯვარი. ჩინებული ხალხი ცხოვრობს. იმედი მაქვს, ჩვენკენაც მოიხედავენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მთავრობის მზრუნველი ხელი დაგვეტყობა.

ისტორიულად ამ სოფლის პატრონი მუხრან-ბატონების ერთ-ერთი შტო ყოფილა. წითლების მოსვლის შემდეგ მათ დატოვეს აქაურობა და საფრანგეთში წავიდნენ. მჭადიჯვარში გოგი ბატონი ცხოვრობდა. თუ ვინმე დახმარებას სთხოვდა, ხელს გაუმართავდა და ეტყოდა, როცა გექნება, ვალი მაშინ დამიბრუნე. თუ არ გექნება, არც მაგაზე გადაგეკიდებიო. ვერ ვცხოვრობთ ისე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეეფერება. სოფელში იეღოველები მომრავლდნენ. გაჭირვებულებს მეტი კი არ უნდათ. გარკვეული საფასურის სანაცვლოდ რწმენას იცვლიან. დედათა მონასტერი რომ არ იყოს სოფელში, ალბათ სულიერება სანატრელი გვექნებოდა. პრობლემებს რა გამოგვილევს... მპირდებიან, რამდენიმე თვეში გზის და წყლის გასაჭირი აღარ გექნებათო. ველოდებით...

სოფლის წარსულზე სასაუბროდ დედა მართამ ორი ქალბატონი მოიწვია. ძალიან გამიხარდა ქართული ლიტერატურის მასწავლებლის, როზა ცაგურიშვილის გაცნობა. რაჭიდან მჭადიჯვარში წამოუყვანია ბედს და ზაქაიძის გვარიშვილს გაჰყოლია ცოლად. წლებია, ოჯახთან ერთად სოფელში ცხოვრობს და სოფლის მოსწავლეებს მშობლიური ენის სიყვარულს უნერგავს.

- 30 წელია პედაგოგი ვარ. სოფელ ლამოვნის საბაზო სკოლაში ვასწავლი. ახლა მჭადიჯვრის საჯარო სკოლასთანაა შეერთებული და ამის გამო სექტემბრიდან სკოლაში მხოლოდ 20 ბავშვი დადის. მოსწავლეების სიმცირის გამო ვაუჩერი არ გვყოფნის და ხელფასიც გვიგვიანდება. ვართ ასეთ გასაჭირში. თუ ეს სამსახური გაუქმდა, ჩემი ოჯახი უხელფასოდ დარჩება. შემოსავალი სხვა არაფერია. უფლის იმედით ვართ დარჩენილები, - მიამბობს ქალბატონი როზა, - სამწუხაროდ, ეკლესიაში იშვიათად დავდივარ. როცა მეუფე ზოსიმე მობრძანდება ტაძარში, წირვა-ლოცვას ვესწრები ხოლმე. უფლის რწმენას ეკლესიის გვერდზე დგომით თუ გამოვხატავთ, კარგი იქნებაო, - ამთავრებს საუბარს ჩემი მოგვარე.

ისტორიის მასწავლებელმა ციალა კაიშაურმა მჭადიჯვრის წარსული ისე საფუძვლიანად გადმომცა, სევდა მომერია.

- საქართველოს ისტორიაში მჭადიჯვარი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლის ადგილი, - მიამბობს ქალბატონი ციალა, - ლეკების ბელადი ნურსალ-ბეგი შემოსევია მჭადიჯვარს და ბრძოლა ტაძრის ახლოს, ციხეში გაუმართავს (1754წ.). ბრძოლის დაწყებამდე მტერი მდინარე ნარეკვავის მახლობლად დაბანაკებულა და კარვები გაუშლია. გამთენიისას კი ბრძოლა დაუწყიათ. ერეკლე მეფემ ლეკებს კახელების რაზმი დაუპირისპირა. მჭადიჯვრელები გაგულადებულან, თეთრ ცხენზე ამხედრებული მეფე რომ დაუნახავთ და გამარჯვების იმედი მისცემიათ. ბრძოლის დროს თავი გამოუჩენია მჭადიჯვრელ ქალს ქრისტინე ცქირიაშვილს. ბავშვსაც რომ ჰკითხო, აქ ყველამ იცის, ვინ იყო ქრისტინე ცქირიაშვილი. ქრისტინე ასულა თურმე ციხის ქონგურზე და უთქვამს, - ამათ ვუჩვენებ სეირსო, ლეკები უნდა დავხოცო და თუ მათთან ბრძოლას შევეწირე, დაუმარხავი არ დამტოვოთო. ამ მარტოხელა დედაბერს ქმარ-შვილი დაღუპვია და ანდერძი ამიტომაც დაუტოვა ხალხს. ციხის თავზე მდგომ ქრისტინეს მიზანში ამოუღია ერთი ბელადი. ლეკებს ქალი რომ დაუნახავთ, საცინრად აუგდიათ, მაგრამ მათი ერთი ბელადი სიცოცხლეს რომ გამოასალმა, ეს აღარ მოსწონებიათ. ისეთი გმირობა გამოუჩენია ამ ქალს, რომ მტრის შვიდი კარავი გადაუწვავს. მერვეზე მისვლისთანავე ლეკებს დაუჭერიათ და ხმლებით აუკუწავთ. ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დაგვირგვინდა. შეშინებული და დამფრთხალი ნურსალ-ბეგი რიყე-რიყე გაქცეულა. გორის ციხის ასაღებად ვეღარ წასულა და სამშობლოში დაბრუნებულა.

- ქალბატონო ციალა, სოფლის შუაგულში სტალინის ძეგლი დგას, თანაც საკმაოდ კარგადაა შემონახული. როგორ შემორჩა აქაურობას ასე ხელუხლებლად?

- როცა ბრძანება გაიცა სტალინის ნაშრომების ამოღების და ძეგლების დანგრევის შესახებ, საბჭოს თავმჯდომარეს დანანებია ბელადის ძეგლი, შუაზე გაუხერხავს და სხვენზე შეუნახავს. "დათბობის" შემდეგ გამოაჩინა და დადგა სოფლის ცენტრში.

ტაძრის ახლოს ძლიერიშვილების უბანია. ამ გვარიშვილების დასახლებასაც საინტერესო ისტორია აქვს. ქალბატონი ციალას მონაყოლიდან ვგებულობთ, რომ ძლიერიშვილები ადრე ბულბულაშვილები ყოფილან. ეს 60-წევრიანი ოჯახი საშიშროების დროს ციხეს აფარებდა თავს. ლეკების ერთ-ერთი შემოსევისას მათ დიდი ქვაბით ლობიოს ნახარში ლეკებისთვის თავზე დაუმხიათ. მომხვდურებს დედაბუდიანად ამოუხოცავთ ოჯახი. მათი გვარიდან ერთიღა გადარჩენილა - სტუმრად ყოფილა ამ დროს სხვა სოფელში. მისულა ეს კაცი მუხრან-ბატონთან და დაუჩივლია, - აღარავინ დარჩა ჩვენს უბანშიო. მუხრან-ბატონი ამდგარა და ნაკვეთი ახლანდელი ძლიერიშვილების უნაბში მიუცია. მერე ეს კაცი დაოჯახებულა და ისე გაძლიერებულა, რომ გვარიც ძლიერიშვილი მიუღია.

მჭადიჯვარში სხვა გვარის ხალხიც ცხოვრობს: კეტელაძეები, მალეტაშვილები, ფოთოლაშვილები, კბილცეცხლაშვილები, არჩუაძეები, ყალაგაშვილები, ნავროზაშვილები. სულ 30 გვარია.

- ტაძარში თუ დადიხართ?

- დედა მართას დამსახურებაა, აქაურები რწმენას რომ დაუბრუნდნენ. სოფლის დედასავით გვყავს. პრობლემებით მოსულთ რჩევა-დარიგებას გვაძლევს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს დედა მართა. ეს საყდარი მოწესრიგებული რომ არის, დედა მართას დამსახურებაა, მას ძალიან ეხმარება მორჩილი ირმა. წირვა-ლოცვა ჯერჯერობით არ სრულდება ჩვენს ტაძარში, ამიტომ მხოლოდ სანთლებს ვანთებთ. როცა მეუფე მობრძანდება ღვთისმშობლობას, მთავარანგელოზობას, წირვა-ლოცვას არ ვაცდენთ.

KARIBCHEადრე ტაძრის კედლები ფრესკებით იყო დამშვენებული. კომუნისტებს ჩამოუფხეკიათ, შეუთეთრებიათ და იქ რძის, ყველ-კარაქის დამამზადებელი ქარხანა გაუხსნიათ. ეკლესიის კარები ხალხისთვის ყოველთვის დაკეტილი იყო. მორწმუნეები ჩუმად, გვიან ღამე მოდიოდნენ და ტაძრის კედლებთან ანთებდნენ სანთლებს. მოგვიანებით, როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ტაძარი გაიხსნა. რამდენიმე წლის წინ უწმინდესი თავად ჩამობრძანდა, დაათვალიერა ჩვენი ტაძარი და წინამძღვრად ცხონებული მამა შალვა (შუბითიძე) გამოგზავნა. ძალიან დიდი ამაგი დასდო მამა შალვამ ტაძრის მოწყობას. კანკელი თავად ამოაშენა, შეძლებისდაგვარად მოსახლეობაც მოიზიდა ტაძარში. მისი წასვლის შემდეგად გრძელდებოდა წირვა-ლოცვა, მამა გაბრიელი წირავდა. მერე მამაოც სხვა ტაძარში გადავიდა. დღეს კი უმოძღვროდ ვართ. მოძღვარი რომ გვყავდეს, პრობლემების გადალახვაში დაგვეხმარებოდა.

***
ავთო ბაღაშვილი მონასტერში სანთლების შესაძენად შემოვიდა და დედა მართასთან დაიჩივლა - ლოცვების წიგნი წამოვიღე, ტაძარში უნდა ვილოცო, რათა ღმერთმა სულიერი მოძღვარი გამომიჩინოსო. რახან სხვაგან სიარული ხარჯებთანაა დაკავშირებული, ურჩევნია, მოძღვარი თავის სოფელში ჰყავდეს. როცა შევეკითხე, ახალგაზრდები ძირითადად რითი ხართ დაკავებული-მეთქი, მიპასუხა, - სოფლის ბირჟაზე ვდგავართ და დღეები ასე მიგვდისო. იმედი გვაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და სოფელსაც მომკითხავი გამოუჩნდებაო.

***
მჭადიჯვარში შემომაღამდა და დედა მართამ (კიკაძე) მონასტერში დარჩენა შემომთავაზა. გული დამწყდა, როცა გავიგე, მონასტერს გადაუხდელობის გამო ელექტროენერგია შეუწყდაო. განა რამდენი უნდა დაეხარჯა ამ ორ ღვთისმსახურს, რომ სოფელმა ვერ დაფარა? სანთლის შუქზე ბევრი ვისაუბრეთ პირადულზეც და ქვეყნის ჭირზეც, ჩვენს ცოდვებზე, რომელთაც მონასტერში ყველაზე ნათლად ვხედავთ. მონასტერი ხომ მუდმივად საკუთარ ცოდვებთან სულიერი ბრძოლის და საკუთარი თავის ცოცხლად დამარხვის ადგილია, რასაც თან მარადიული სასუფევლისთვის ზრუნვა უნდა ახლდეს. მონასტრული განაწესი ჩემს გამო ერთი დღით მცირედით დაირღვა. ოთახში ირმასთან ერთად მეძინა. დაწოლის წინ მითხრა, - ამ ადგილას, სადაც ახლა შენი საწოლი დგას, ადრე მეუფე ზოსიმე ისვენებდაო. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მეორე დღეს, დილით ადრე, ლოცვების შემდეგ, დედა მართა ტრაპეზისთვის მზადებას შეუდგა. მისი კურთხევით წმინდა გიორგის დაუჯდომელი ხმამაღლა წავიკითხე. შემდეგ კი გემრიელად ვიტრაპეზეთ. მორჩილი ირმა მეზობელ სოფელში წავიდა წირვაზე დასასწრებად, იქ, სადაც მამა ბასილ წიკლაური წირავს ხოლმე. მე და დედა მართამ მონასტერი ერთად დავათვალიერეთ. ყველა ოთახის კარი გამიღო. ოთახის კედლები მისი ხელითაა შელამაზებული. ეს მუხრან-ბატონების ისტორიული სახლი დღეს მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. მეორე სართულის ერთი ოთახი მთლიანად ჩამოინგრა და საშიშროებას უქმნის დანარჩენ ოთახებს. სახურავიც თავიდანაა გასაკეთებელი. ჩამოსული წვიმის წყალი აზიანებს სუფთად შემონახული ოთახის კედლებს. კარგი იქნება, თუ ვინმე ყურად იღებს მონასტრის გასაჭირს და დაეხმარება ისტორიული შენობის გადარჩენაში. ტაძრისთვის ერთ ღვთისნიერ ქალბატონს ფერადი მინები შეუწირავს. იქნებ ამ ქალბატონის მსგავსად სხვებმაც გაიღონ მოწყალება...

ტაძრის ახლოს აქაური მონაზვნის, დედა ეფემიას საფლავია. მის გვერდით რაც ადგილია, ჩვენი საფლავებია, - მითხრა დედა მართამ, - მეუფე ზოსიმე გვეუბნება, - ცოცხლად დაიტირეთ თქვენი თავიო... წვიმიან ამინდში შეყუჟულ ვარიებს წინამძღვარმა საკენკი დაუყარა. მერე ისევ შეშის ღუმლით გამთბარ ოთახში დავბრუნდით. ჰო, მართლა, გამიკვირდა ისიც, რომ მონასტერი საკუთარი სახსრებით თავის წილ შეშას ყიდულობს და სხვისი დასამადლებელი არაფერი აქვს.

მონასტერი 1990 წელს გაიხსნა. მას შემდეგ დედების ლოცვა აქაურობას არ მოჰკლებია. წინამძღვარი თავიდან დედა ქრისტინე (მოსაშვილი) იყო. რამდენიმე წელია დედა მართა უძღვება მონასტრულ ცხოვრებას. რახან მონასტერი შუაგულ სოფელშია, სტუმარიც ხშირია.

KARIBCHE- სოფელი კარგია, აქაურებს, როგორც შეუძლიათ, ისე გვეხმარებიან. შეშის დაჩეხვაზე, ბარვაზე... აქვე სკოლაა და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ბავშვები ხშირად მოდიან. მშობლები ხან რას გამოატანენ ჩვენთან, ხან რას. თითქმის გაზაფხულამდე გვყოფნის ხოლმე შემოწირულობა. მოძღვარი არ გვყავს. კარგი იქნება, თუ ამ სოფლის მკვიდრს ექნება მღვდლობის სურვილი, ყველას მოიყვანდა ტაძარში. სხვა სოფელში წირვა-ლოცვაზე დასწრება უტრანსპორტობის გამო ცოტა ჭირს. წილკანში მეუფის წირვაზე დასასწრებად ჯერ თბილისში ჩავდივართ, იქიდან კი წილკანში. მჭადიჯვარში თუ იქნება წირვა-ლოცვა, აქ დავესწრები, ხან მეუფის წირვაზე წავალ. მართალია, დილა-საღამოს ლოცვებს, პარაკლისებს ვკითხულობთ, მაგრამ მოძღვარს სულ სხვა ძალა აქვს. წირვა თუ გავაცდინე, ის დღე არ მიმაჩნია არაფრად - ასე მგონია, რაღაც დამაკლდა, რაღაც გამომეცალა. წირვის მერე სიხარულით და მადლმოსილი ვბრუნდები მონასტერში, - ამბობს დედა მართა.

- დედაო, მოძღვარს შეინახავს სოფელი?

- არაფერს დააკლებენ აქაურები, იმდენად უნდათ მოძღვართან ურთიერთობა. სოფელში იეღოველები მომრავლდნენ. მღვდელი რომ იქნება, ყველაფერს ისწავლიან. მამა შალვა როცა მსახურობდა, ადგილობრივი მოსახლეობა არაფერს იშურებდა მისთვის. სოფელ ძალისში წირავს მამა ბასილი. მეუფის კურთხევით, ალბათ მალე თვეში ერთხელ ჩვენთანაც ჩაატარებს წირვა-ლოცვას. ტაძარი მოსაწყობია, სარკმლებში შუშებია ჩასასმელი, მერე, იმედია, მრევლი შემოგვემატება. ზაფხულში უფრო მეტია ტაძარში ხალხი. გვესწრებიან დაუჯდომლების კითხვის დროს. მორწმუნეები თითქოს არიან, მაგრამ ეკლესიაში ნაკლებად დადიან. სულიერება აკლიათ. ბირჟაზე დგომით გაჰყავთ დრო. ვერ წარმომიდგენია, მეუფის ქადაგებით როგორ არ უნდა მოვიდეს ადამიანი ეკლესიაში...

ჩვენი მეუფე მეუბნება ხოლმე, - არ ლოცულობ, როგორც საჭიროაო. ახლა ძალიან ჩავიკეტე და მინდა სულ ლოცვაში გავატარო დღეები, უფალს შევევედრო ცოდვების მიტევება. ადრე ფიზიკურად მეტი შემეძლო, შრომით თავს არ ვიზოგავდი, ახლა ძალიან ცოტას ვაკეთებ და ამიტომაც გული მტკივა. მაგრამ მაინც ვცდილობ, რაღაც შევძინო ეკლესიას. მეუფე გვიცოცხლოს დიდხანს ღმერთმა და რასაც ის გვეტყვის, ყველაფერს გავაკეთებთ. თუ რამე შემეძლება უფლის გზაზე, მას არასდროს ვუღალატებ. სულ ცრემლმდინარე ვლოცულობ ყველასათვის.

KARIBCHE


როცა დედა მართამ მეუფეზე საუბარი დაასრულა, მორჩილმა ირმამ მეუფე ზოსიმეს ცხოვრების ერთი ამბავი გაიხსენა: "მეუფეს თურმე ბავშვობაში მდუღარე წყალში ხელების ჩაყოფა დაუპირებია. ლოგინად ჩავარდნილ, ნახევრად დამუნჯებულ ბებიას დაუნახავს და განწირული ხმით დაუყვირია. მის ყვირილზე მეზობლები შემოცვენილან. ამის შემდეგ ეს ქალბატონი სასწაულებრივად გამოკეთებულა. მეუფე ამბობს, ეს ამბავი ნიშანი იყო იმისა, რომ ბერად წავსულიყავიო.

მეუფე ზოსიმეს კურთხევით ვარ მჭადიჯვრის მონასტერში. რასაც მეუფე და დედა მართა მაკურთხებენ, ისე ვიქცევი. მეუფის ჩამობრძანება ჩვენთვის დიდი დღესასწაულია..."

საუბარში დრო ისე სწრაფად გაფრინდა, თბილისისკენ წამოსვლა კინაღამ გადამავიწყდა. დედა მართამ ავტობუსის გაჩერებამდე გამომაცილა. დედობრივი სიყვარულით მომეალერსა და წრფელი გულით დამლოცა. დალოცა ჩვენი ჟურნალი, რომლის თითოეული ნომრის გამოსვლას გულმოდგინედ ელოდება ხოლმე. სულიერი საკვებია მრევლისთვისო, - მითხრა.
ბეჭდვაელფოსტა
24.10. 2014
მაკა
მადლობა თეას, მართლაც რომ თბილი სტატია დაუწერია და დარწმუნებული ვარ დიდხანს გაყვებოდა მას ის სითბო რაც იქ დახვდა.პრობლემებზე აღარც მე დავწვრილმანდები, ყველაფერი ითქვა ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთს დავამატებ, რომ იგივე პრობლემა რაც მჭადიჯვარს აქვს, იქვე, ახლო-მახლო სოფლებშიც იგივე პრობლემებია, მაგალითად, ჭილურტში რომელიც სულ რაგაც 2 კილომეტრით არის დაშორებული, იმის თქმა მინდა რომ ახლო-მახლო სოფლებს ერთი პრობლემები აქვთ, გაიხარე თეა შენ რომ გულთან მიიტანე და ეს სტატია დაწერე და გამოაქვეყნე. პატივისცემა ჩემგან!
23.10. 2014
ლალო
ძალიან საინტერესოა დედა მართასთან საუბარი და მჭადიჯვრის სტუმრობა...სიამოვნებით წავიდოდი
23.10. 2014
caqurishvilooo :*
:* dedaaa miyvarxar :*
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat