ლიხაური
ლიხაური
საქართველოში ალბათ ბევრ კუთხეში არ იგრძნობა სიძველის ისეთი "სუნი და გემო", როგორიც ოზურგეთის სოფელ ლიხაურში. გარშემორტყმულმა აჭარა-გურიის მთებმა შეინახა მისი ციხეებისა და ეკლესიების ჟანგისფერი. ამ მთების გამო ლიხაურში მტერი იოლად ვერ აღწევდა. ამიტომ იქ ხალხს უძველესი სიმღერები შემორჩა და მთის მდინარეებს - წითელწინწკლებიანი კალმახი, მას აჭისწყალში დღესაც დაიჭერ... ხალხსაც ძველი პეწი შემორჩენია. თედო სახოკია წერდა, ლიხაურელი გლეხი სილამაზითა და კეთილშობილებით თავადს არ ჩამოუვარდებაო... შრომისმოყვარეობაც ძველებური მოსდევთ, აი, ძველებური ჩაი კი უკვე აღარ არგიათ, მაგრამ ისიც იციან, რომ თავის გატანა არც კალმახით შეიძლება, არც წინაპრისეული ტკბილი სიმღერებით. ამიტომაც მთელი სოფელი მუხლჩაუხრელად შრომობს - შეიძლება მათი შრომის ნაყოფს ამჯერად დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ მაინც... სადაც ჩაის პლანტაციები აიჩეხა, თხილი დარგეს, სადაც ყანამ ივარგა, სიმინდი დათესეს. "გურულა" ლობიოც მოჰყავთ და ორმეტრიან სარზე დახვეულს ლამის კიბემიდგმული კრეფენ, როგორც კარალიოკს.

KARIBCHEგურიაში საერთოდ ასეა და რაღა ლიხაური იქნება გამონაკლისი - მოსავალი ნესტიანი ჰავის გამო იმსიმაღლე იზრდება, შიგ ცხენიანი კაცი დაიმალება... აბა, ყურძენზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია - ადესა ყუნწში რომ გამოვა, ხეზე მიძვრება, ზეცისკენ, სიმღერ-სიმღერით... შეიძლება იმიტომაც მღერიან ადესით მთვრალი გურულები ასე ტკბილად. სხვათა შორის, სწორედ ლიხაურში ცხოვრობს გურული მომღერლების უძველესი შტო... 84 წლის კარლო ურუშაძე მათი შთამომავალია. ლიხაურის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვარმა, მამა აბიბოსმა (ურუშაძე) მითხრა, - კარლო ბიძიაზე უკეთ ლიხაურზე ვერავინ მოგიყვებათ და ვერც მასზე ტკბილად იმღერებს ვინმეო. შევეხვეწე მამა აბიბოსს, მასთან წავეყვანე. აწი, როცა ჩონგურის მეოთხე ხმას მოვისმენ (რაც პირველად კარლო ურუშაძესთან გავიგე), მამა აბიბოსიც გამახსენდება - იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც სიცოცხლის და ღვთის მადლიერებას მასავით სიყვარულით გამოხატავდეს.

წმინდანის სახლი
სანამ განთქმულ მომღერლამდე მივიდოდით, მე და მოძღვარმა ფეხით ბევრი ვიარეთ. ჟმრუტი წვიმა (როცა ნემსებივით გადაუღებლად წვიმს) მოგვყვებოდა. გზად ვინც შეგვხვდა, ყველა მოიკითხა და ანუგეშა. ექვთიმე თაყაიშვილის სახლში შევიარეთ. იქ სამუზეუმე შენობას აგებენ და კედლებს ჯერ ისევ ასდის ფიჭვისა და კაკლის სურნელი. სულ მალე წმინდანის ხელშენავლებ ნივთებს ახალ მუზეუმში გადაიტანენ, ძველი სახლი კი რელიკვიად დარჩება. ოღონდ არა უბრალო ისტორიულ რელიკვიად - ექვთიმე ღვთისკაცის ეზო-კარში შესვლისას უნებურად ქედმოდრეკის სურვილი გიჩნდება...

KARIBCHEKARIBCHE
ექვთიმე თაყაიშვილის სახლი                                                 ბატონი კარლო ურუშაძე

ქართული ხმის მეპატრონეები
ეს რომ ბატონ კარლო ურუშაძეს ვუთხარი, მითხრა, არ გაგიკვირდეს, მაგ სახლში იმფერი კაცი გეიზარდა, მისთანა საქმეს დაბადებული ვერ იზამდა - 25 წელიწადი მშიერი კვდებოდა, მარა წაღებული ერთი პატარა ნივთიც კი ვერ გაიმეტა გასაყიდადო. ექვთიმეს ოჯახი მოყვრად მეკუთვნისო, - უხარია ბატონ კარლოს. მისი მეუღლე, ქალბატონი ნუნუ, თაყაიშვილის ქალია, ექვთიმეს სისხლი და ხორცი. ქალბატონ ნუნუს სახეზე ამ გვარის ისეთი სიამაყე და კეთილშობილება ეწერა, უნებურად თვალს ვაყოლებდი. ის კი კოჭლობით დადიოდა, - ძროხამ წამაქცია და ფეხი მომტყდა, 2-3 დღის წამომდგარი ვარ ლოგინიდანო. ბევრი ვუშალეთ, ნუ წუხდებითო, მაგრამ არ დაიშალა, - მე ის მომკლავს, სტუმარს რომ ვერ გავუმასპინძლდე, მოტეხილი ფეხი კი არაო...

სანამ ის ტრიალებდა, ბატონმა კარლომ კედლის ხალიჩაზე ჩამოკიდებული თავისი საამაყო ჩინგური ჩამოხსნა და... ვფიცავ, ასეთ ტკბილ ხმას ვერსად მოისმენთ. ეს სწორედ ის მეოთხე ხმა იყო, რაც მისმა ბაბუამ, დედის მამამ, გიორგი იობაშვილმა 120 წლის წინ სოფელ ლიხაურში შექმნა... ამ ხმაში საუკუნის წინანდელი ტყეების შრიალი და წყაროების წკრიალია შერწყმული. იმ წყაროების, რომლებიც დღესაც მოედინებიან ამ უძველეს სოფელში და პირველი თოვლივით თეთრქაფიან აჭისწყალს ერთვიან... ამ მდინარის მთელი სანაპირო, ლიხაურიდან აყოლებული აჭარა-გურიის მთებამდე, ზაფხულობით ხალხით არის სავსე - საქართველოშიც კი ცოტაა მსგავსი სილამაზის ადგილი. აქ, ამ მდინარის სანაპიროზე დაწერეს პირველი სიმღერები წამებულმა იღუმენმა ნესტორ კონტრიძემ და საუკუნის წინ ევროპაში სახელგანთქმულმა მომღერალმა გიორგი იობაშვილმაც.

აჭისწყალთან ნაპოვნი ხმები
სწორედ გიორგი იობაშვილის სახელს ჩამოჰყვნენ ფრანგები და 1907 წელს მისგან ჩაწერილი 50 სიმღერა ფირფიტებად გამოსცეს. ამ ფირფიტებიდან სამი დღესაც ბატონ კარლოს ოჯახში ინახება. მამამისი, სერგო, იღუმენ ნესტორ კონტრიძის მოწაფე ყოფილა. მამა ნესტორი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ მომღერალთაგან, რომლებიც ათონის მთაზე გაუგზავნეს ქართველ ბერებს ქართული სიმღერის შესასწავლად. როცა სერგოს გიორგი იობაშვილის ასული ოლია შეჰყვარებია, ნესტორ კონტრიძისთვის უთხოვია, - მიმყევიო. ნესტორიც წაჰყოლია და იობაშვილების ჭიშკართან მისულს "მასპინძელსა" წამოუწყია. ამის გაგონებაზე ოდიდან გიორგი გამოსულა და "მხია..." მიუმღერია... სერგოსაც, სასიძო კი იყო, მაგრამ, თავი ვერ შეუკავებია და "რულსაო..." დაუმთავრებია. ასე სიმღერ-სიმღერით ჩასულან ეზოში და ოლღაც სიმღერ-სიმღერით წამოუყვანიათ. მათი შვილი რომ განთქმული მომღერალი გამოსულიყო, ვის გაუკვირდებოდა. ბატონმა კარლომ სიმღერაში ღირსების ორდენიც მიიღო. სიმღერა შვილსა და შვილიშვილსაც შეასწავლა და სოფლის ბავშვებსაც. გაჭირვების წლებში სანთლის შუქზე ბევრჯერ შემოღამებია და შესცივნია მოწაფეებთან ერთად, მაგრამ არ გამტყდარა. სხვათა შორის, მის მოწაფეებს ჩონგურები დღესაც არ აქვთ. იხვეწება ეს დროული კაცი, მაგრამ არავინ დაეხმარა. ახლა გურიის ახალი გუბერნატორის - მიხო სვიმონიშვილის იმედი აქვს, - კაცი რომ მღერის, ის ცუდი ადამიანი არ იქნება, ეგებ ჩემს მოწაფეებსაც უყიდოს ჩონგურებიო, და - ლიხაურელი დათო ქავჟარაძისაც. მას თავისი სოფელი და სიმღერა თავზე მეტად უყვარს. ამას წინათ კანადელი ცოლ-ქმარი მოუყვანა ბატონ კარლოს. დაუჩოქეს - ნება მოგვეცი, შენი სიმღერა კანადაში ბავშვებს ვასწავლოთო... უარი არ უთქვამს, მაგრამ გული სწყდება, რომ საქართველოში ვერ ხვდებიან, რომ ხალხური სიმღერა ბავშვებს აუცილებლად უნდა ასწავლონ. ისე, სოფელ ლიხაურის სკოლა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია...

"სხვანაირი" თაობა
1873 წელს ლიხაურში რუსეთის აკადემიის აკადემიკოსს, დიდ მამულიშვილს, დიმიტრი ბაქრაძეს ორკლასიანი სასწავლებელი დახვდა. ახლა ამ სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობს. კარს შეაღებ თუ არა, პატარა, ლამაზი ბიჭის სურათს დაინახავ. თუ არ გითხრეს, ეგ ექვთიმე თაყაიშვილიაო, ვერც მიხვდები - ისე გავს ჩვეულებრივ ლიხაურელ ბიჭებს, გეგონება, ისიც ამ სკოლაში სწავლობსო... თუმცა მარტო სკოლაში კი არა, სოფელში ყველგან გრძნობ, რომ წმინდანი შენ გვერდით არის... სკოლაში ახალი თაობები მოვიდნენ, დრო შეიცვალა და ისინიც. ბევრად უფრო მეტი ტვირთი აწევთ, ბევრად უფრო სერიოზულები არიან, მაგრამ ამ სოფლის მშვენიერი ბუნება ძალობს და რომანტიზმს უნარჩუნებს. მაგალითად, უფროსკლასელი ბიჭები დღესასწაულებზე ჯერ კიდევ დიდი თაიგულებით მოდიან გოგონებთან და მასწავლებლებთან. მათ ამ თვისებას განსაკუთრებით უფრთხილდება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო დუმბაძე. მან ბიბლიოთეკის ღია კარი სიამაყით გვაჩვენა: - ჩემი ბავშვები გურამ დოჩანაშვილსაც კითხულობენ, ოთარ ჭილაძესაც და თამაზ ბიბილურსაცო, მერე კი გააგრძელა:

KARIBCHE- რასაც წაიკითხავენ, აუცილებლად ვინმეს უნდა გაუზიარონ. ბევრჯერ გაკვეთილებსაც ვუთმობ ხოლმე ლიტერატურაზე საუბარს. მიხარია, რომ ჩემი სოფლის ბავშვები წიგნს უბრუნდებიან. რამდენიმე ისეთიც გვყავს, წიგნის გარდა არაფერი აინტერესებს... სხვანაირი თაობა მოვიდა - უკვე ხვდებიან, ქველმოქმედება რაც არის. ლიხაურში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი გვაქვს. ბავშვები, მასწავლებლების უთქმელად, თავად ზრუნავენ მათზე და ამას სიხარულით აკეთებენ. ეს ჩვენი ეკლესიის დამსახურებაც არის. სამწუხაროდ, მარტო ეკლესიაში და სკოლაში იგრძნობა სიცოცხლე. ახალგაზრდობას მუშაობა უნდა, მაგრამ სამუშაო არ აქვს, ჩვენი ჩაი და ციტრუსი აღარავის სჭირდება, თხილი კი აქ ცუდად ხარობს... გაუჭირდა ხალხს... მადლობა ღმერთს, რომ ეკლესიიდან ეროვნული მუხტი მოდის. მოსწავლეების უმრავლესობა ეკლესიის მრევლია.

ტაძრები
ლიხაური ერთ-ერთი გამონაკლისი სოფელია გურიაში, რომლის უძველეს ტაძრებს ვერც გარეშე მტერმა გაუბედა ხელის ხლება და ვერც შინაურმა.

ჩვენმა დღევანდელმა უხეირობამ კი მართლაც დაუშავა. როცა ლიხაურის ტაძრის მოძღვარი მამა აბიბოსი ლიხაურის XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიიდან რესტავრაციისთვის ჩამოხსნილ ფრესკებს გაჩვენებთ, სუნთქვა შეგეკვრებათ - ისინი 15 წელიწადია, ძველ და უფანჯრო ხის შენობაშია (სადაც მამა აბიბოსიც ცხოვრობს) შენახული... სჯეროდათ, ფრესკებს გადაარჩენდნენ, მაგრამ ფული ვერ იშოვეს და ერის სიმდიდრე ნესტმა დაშალა. უძველეს ფრესკათაგან მხოლოდ ორია გადარჩენილი: ერთი - ტაძარში და ერთიც - მამა აბიბოსის სადგომში, ხოლო უძველესი ტაძრის ბათქაში წირვა-ლოცვისას დროდადრო მრევლს აცვივა თავზე.

KARIBCHEსამაგიეროდ, მეორე ტაძარი გაგახარებთ - მაღალი მთებით გარშემორტყმული აჭის XI ს-ის წმინდა გიორგის ეკლესია მიწიერ სამოთხედ უნდა აღიარო, რომელიც სულს ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს (მამა აბიბოსი ამ მთებში აპირებს სკიტის აგებას და მდუმარებით ცხოვრებას). ტაძარს XX საუკუნის შუა ხანებამდე უკვდავი წითელი ხის, ურთხელის (უთხოვარი) კარი ჰქონია, მერე იგი მუზეუმში წაუღიათ და მისთვის რკინის კარი შეუბამთ. ტაძრის ეზოში ორი ძირი ურთხელი დგას. ეკლესიის ფასდაუდებელი განძია XI საუკუნის ფრესკები და მათ შორის მთელ საქართველოში ერთადერთი - წმინდა გიორგის ის ფრესკა, სადაც მას ადუღებული კირით სავსე კასრში წვავენ.

კვირა დღეს ლიხაურის ტაძრებში ხალხის ტევა არ არის. ისტორიის ბრწყინვალე მცოდნე მამა აბიბოსი ამბობს, მხოლოდ ეკლესიას შეუძლია ჩვენი ერის გადარჩენა, მხოლოდ მორწმუნეს ვერ მოერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანიო. მას იმედი აქვს, რომ სოფელ ლიხაურში ისევ დაიბადებიან ექვთიმე თაყაიშვილისა და ნესტორ კონტრიძის მსგავსი ერისთვის თავდადებულნი.

წამებული
ნესტორ კონტრიძე ბოლშევიკების კაიკაცობით ლიხაურის ტაძრის ეზოში უსახელო საფლავში განისვენებს. სოფელში იციან, დაახლოებით რა ადგილზე უნდა იყოს მისი ნეშტი. შესაძლოა ნესტორ კონტრიძის წმინდანად კანონიზაცია მალე მოხდეს, იმ დროისთვის კი ალბათ მის ნეშტსაც მიაგნებენ. მამა აბიბოსი ამბობს, ეს ძნელი არ იქნება, რადგან ღვთისმსახურის თავის ქალაზე წმინდა კურთხევისას ჯვარი ისახებაო.

უაღრესად განათლებული, ღვთისაგან უბადლო ხმით დაჯილდოებული, ერისა და სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული ნესტორ კონტრიძე იღუმენი იყო. თურმე როცა ის გალობდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ისადგურებდა. სიმღერებსაც წერდა. მას ეკუთვნის გურიაში ცნობილი სიმღერა: "აჭისწყალო ანკარაო, ხან გიჟო და ხან წყნარაო, შორიდან მოჰქუხ, მორბიხარ, კაცს აშინებ ჩქარ-ჩქარაო, სულ სავსე ხარ კალმახითა, უხვწყლიანო და მტკბარაო"...

1924 წელს მამა ნესტორი ლიხაურის ტაძრის ახლოს სენაკში ცხოვრობდა. ახალგაზრდა ბოლშევიკები მასაც მიუცვივდნენ, ტაძრის გასაღები წაართვეს, სიწმინდეები გამოიტანეს და ცეცხლში ჩაყარეს. მას კი ხელ-ფეხი გაუკრეს და ცეცხლთან დააგდეს. აყურებინებდნენ, როგორ იწვებოდა მისი ერის სიმდიდრე. თუმცა იგი სოფელს იმდენად უყვარდა, რომ ვერ მოკლეს. ალბათ ამ სიყვარულმა გააბედვინა ერთ მათგანს, ბენია ნაკაშიძეს, მისთვის ხელები ჩუმად შეეხსნა. და სწორედ მაშინ, როცა XIII საუკუნის სახარება ცეცხლში ჩააგდეს, მამა ნესტორი წამოხტა და ცეცხლს გამოსტაცა... ამ სახარებაზე თედო სახოკია წერდა, იგი არის განძი ჩვენი ეროვნულობისაო. ამის შემდეგ მამა ნესტორს სენაკში ვიღა აცხოვრებდა, მაგრამ ის მაინც სამღვდელო შესამოსლით დადიოდა სოფელში. 1935 წელსაც ამ სამოსლით გლეხებს შორის იყო ჩამჯდარი. ამ დროს ერთმა მთვრალმა კომკავშირელმა გამოიარა და - ეს გადმონაშთი აქ რას დამჯდარაო, გადაჰკრა მათრახი თავზე. ამ ჭრილობისგან მოძღვარი კიდეც გარდაიცვალა. აი, ამგვარ წმინდა ნეშტს და სახელებს ინახავს ლიხაურის მიწა.

KARIBCHEKARIBCHE
წმინდა გიორგის წამების სცენა                                            მდინარე აჭისწყალი

დღეს ამ სოფელში უამრავ ლამაზ ახალგაზრდას შეხვდებით. ისევ არიან კონტრიძეები, თაყაიშვილები, გობრონიძეები, ურუშაძეები, ცეცხლაძეები, ნაკაშიძეები... არის კვაჭალეთი, ნიაბური, იათა, გაღმა და გამოღმა ოქროს მუხუროს უბანი, აჭის კამკამა წყალი და ცივი წყაროები, თამარის ციხე - საიდანაც 1841 წელს საკუთარი ზარბაზნით უტევდნენ გურულები რუსებს... შესაძლოა, დრომ ლიხაურის სამრეკლოს წარწერა კი გააფერმკრთალა ("წმინდაო ღვთისმშობელო რეხეულისაო, შეგვეწიე ჩვენ"), მაგრამ ლიხაურელი კაცი დღესაც ღვთისმშობელს ევედრება შველას და მისი მფარველობითა და შემწეობით ცხოვრობს... ეს მარადიულად ასე იქნება, ეს უძველესი სოფელიც მარადიულობისთვის არის გაჩენილი.

მოამზადა ეთერ ერაძემ
ბეჭდვაელფოსტა
29.09. 2015
გთხოვთ
თქვენის ნებართვით გთოხვთ შეცვალოთ ლიტარატურის მასწავლებლის გვარი.. დოონაძეა და არა დუმბაძე .. ისე საოცარი სტატიაა... და დიდი მადლობა ავტორს
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat