ახალქალაქი
ახალქალაქი
თეძმის ხეობა შუა ქართლში, კასპის რაიონში მდებარეობს. ის ოდესღაც ქართლის სამეფოს ეკუთვნოდა.
ახალქალაქი XII-XIII საუკუნეებში დაარსებულა. იქ ყოფილა კახა ერისთავთერისთავის რეზიდენცია. კახა ერისთავთერისთავს, მეჭურჭლეთუხუცესს, 1259 წელს რკონის მონასტრისთვის სოფელი ხოვლე შეუწირავს.

თეძმის ხეობა მონღოლთა ბატონობის პერიოდშიც მის შთამომავლებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნიდან ისინი ჯავახიშვილებად იწოდებოდნენ. მათ ნამოსახლარს დღესაც ჯავახიანთ ციხეს ეძახიან.

XVI საუკუნიდან თეძმის ხეობაში გაბატონდა სააკაძის გვარი. როგორც ცნობილია, სააკაძეები ქართლის მეფე სვიმონ I-ისა და გიორგი X-ის დროს დაწინაურდნენ. 22 წლის გიორგი სააკაძემ თურქებთან ბრძოლაში ისახელა თავი, რისთვისაც გიორგი X-მ მას აზნაურობასთან ერთად თარხნობაც უბოძა, აჩუქა მამულები და ყმები, 1607 წელს კი თავადად დაამტკიცა. ამის შემდეგ მოურავის შთამომავალნი თარხან-მოურავის გვარს ატარებდნენ (მათი ჩამომავლები არიან თარხნიშვილები).

სააკაძეს ნოსტეში ციხე-გალავნით გამაგრებული სასახლე ჰქონდა.

ლუარსაბ II-ის მეფობისას გიორგი სააკაძე ისე გაძლიერდა, რომ თანდათანობით დაეუფლა თეძმის ხეობის ქვემო ნაწილს, დაწყებულს სასურეთიდან ერთაწმინდამდე (ეგრეთ წოდებული სათარხნო). თეძმის ზემოთა მხარე კი ჯავახიშვილების მფლობელობაში დარჩა.

როსტომ მეფეს (1632-1658წ.წ.) აღუდგენია ძველი ნაქალაქევი - ახალქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებია. ღვთისმშობლის ტაძრის კედლის წარწერა გვაუწყებს: "თეძმის პირას აღვაშენე ქალაქი, სახელი უწოდეთ მეფის ქალაქი, დავასახლე სომეხი ვაჭარნიო".

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ახალქალაქის ზემოთა მხარე დაუსახლებელი იყო. შემდეგში თეძმის მარჯვენა მხარეს მთიულები დასახლდნენ, მარცხენა მხარეს კი ოსები.

***
ახალქალაქამდე მეტეხი და ჩოჩეთია. მეტეხი დიდი სოფელია. აქ ცხოვრობენ გეჯაძეები, გუგულაშვილები, ოდოშაშვილები, ღალიაშვილები.

სოფლის შუაგულში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დგას. "მეტეხი" ბერძნულად მეტოქეს, ქვემონასტერს ნიშნავს. მეტეხის ტაძარი ქართლის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა. მეტეხში რამდენიმე ძველი ეკლესიაა: ღვთისმშობლის, ამაღლების, კვირაცხოვლობის. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი XI-XII საუკუნეებშია აგებული. ვახუშტი ბატონიშვილი მის აგებას ვახტანგ გორგასალს მიაწერს. მეტეხში იჯდა არქიმანდრიტი, რომელიც ემორჩილებოდა კათოლიკოსს. ჩოჩეთში კი სამი მომცრო ტაძარია: წმინდა მარინეს, სამების და წმინდა გიორგის. აქაურ გვარებში ყველაზე მეტია თოიძე და ნუგზარაშვილი.

***
ახალქალაქში ცხოვრობენ დიდი ხნის წინ გადმოსახლებული სომხებიც. ნაწილი ანისიდან გადმოუყვანია დავით აღმაშენებელს, მათი უმრავლესობა ვაჭარი ყოფილა. დასახლებულან სოფლის იმ უბანში, სადაც დღეს ციხე-გალავანი და ეკლესიაა. სომხების ნაწილი კი განჯის მხრიდან გადმოსულა - იქ თურმე სპარსელები და თურქები ავიწროებდნენ. ამის გამო გადმოსახლებულან ახალქალაქში და თარხნიანთ ყმები გამხდარან. დასახლებულან ახალქალაქის ზემო მხარეზე. ამ უბანს სომხების უბანს, სომხების ორღობეს ეძახიან.

ახალქალაქში ყოფილა ღვთისმშობლის ძველი ეკლესია, რომელიც სიძველის გამო დაუნგრევიათ და მის ნაცვლად გალავნის გარეთ აუშენებიათ სომხური ტიპის ტაძარი (XVIIIს.). ტაძრის ერთ მხარეს ჩაუშენებიათ ძველი ეკლესიიდან წამოღებული წარწერიანი ქვა. წარწერა მხედრულია, XVII საუკუნის პირველი ნახევრისა. წარწერიდან ირკვევა, რომ ამ უბნელი სომხები აქ როსტომ მეფის დროს გადმოსახლებულან.

ახალქალაქის ცენტრში შემორჩენილია ქვიტკირით ნაგები ძველი ციხე-გალავანი. აქვს ოთხი კოშკი. ერთ მათგანზე სახლია მიშენებული. ვარაუდობენ, რომ ეს ციხე-გალავანი ქალაქის დასაცავად როსტომ მეფის დროს არის აშენებული.

KARIBCHEგარიყულა
ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე გარიყულას ადგილას ფავნისია. ეს სახელი დღემდე შემოუნახავს წმინდა გიორგის ეკლესიას, რომელსაც აქ ფავნის წმინდა გიორგის უწოდებენ. ფავნისი უკავშირდება ფავნელთა გვარს, რომლისგანაც შემდგომში წარმოიშვნენ ფავლენიშვილები. შემოსევების გამო ფავნისი გაუკაცრიელდა. XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიწყო მისი ხელახალი დასახლება, მას გარიყულა ეწოდა - ფავნისის განაპირას არისო. არსებობს თქმულებაც: ერთ მეცხვარეს ფარა ჩამოურეკავს. მოვარდნილა ადიდებული თეძამი, ფარა გაღმა გაურიყავს და ამ ადგილსაც "გარიყულა" დარქმევია.

აქაური მებატონეები ნოსტედან გადმოსული თარხნიშვილები იყვნენ. მთელი ნოსტე, გარიყულა, ახალქალაქი ძველად მათ ეკუთვნოდათ.

თავდაპირველად ნოსტედან აქ გადმოსულა დავით თარხნიშვილი, რომელსაც სახლი აუშენებია. შემდეგ ამ სახლზე მის შვილებს - ალექსანდრეს და კონსტანტინეს დაუშენებიათ სპარსული სტილის სასახლე, ეგრეთ წოდებული მარშლიაანთ სასახლე (დავითი გორის მაზრის თავადაზნაურთა მარშალი ყოფილა).

კონსტანტინეს, შემახიის და ბაქოს გენერალ-გუბერნატორს, ურთიერთობა ჰქონდა ირანის შაჰთან, რომლის რჩევით და დახმარებით წამოუწყია სასახლის მშენებლობა. ხელოსნები სპარსეთიდან მოუწვევია. ათი წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ თურმე და სასახლის კედლებს ხატავდნენ. მარშლიაანთ სასახლის ზედა სართულის სამი ოთახი და აივანი სპარსული სტილისაა. ჭერი სარკით არის მოჭიქული. კედლები მოხატულია ვარდის კონებით და ბულბულებით.

ამჟამად სასახლე ძლიერ არის დაზიანებული და ყურადღებას მოითხოვს.

KARIBCHEსასახლესთან მდგარა წმინდა დავითის სახელობის ეკლესია, რომელიც მენშევიკების დროს დაუნგრევიათ.

თარხნიშვილები და მაჩაბლები
ბატონ გია მაჩაბელს ჩვენი საზოგადოებრიობა კარგად იცნობს. ის თარხნიშვილების და მაჩაბლების შთამომავალია. წლების განმავლობაში შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლდათ. "ხშირად ვფიქრობ წინაპრებზე, მიყვარს ძველი ამბების გახსენება, - გვეუბნება ბატონი გია და მაჩაბლებისეულ საკარცხულს გვაჩვენებს, რომელიც მისი წინაპრებისთვის ოსებს მიურთმევიათ პატივისცემის ნიშნად, - ქართლის ცხოვრების მიხედვით, მაჩაბლები აფხაზეთიდან ჩამოსულან. "მაჩაბლები აფხაზობას იტყვიანო", - წერს ვახუშტი ბატონიშვილი. მაჩაბლისეულ ნუსხაში წერია, რომ იყო ორი მაჩაბელი - ხალილამპრესი და არქიფოსი. ახალქალაქში კი ბებიაჩემის, ეკატერინე თარხან-მოურავის წყალობით გამრავლდნენ. პაპაჩემი ირაკლი გერმანიაში სწავლისას დაოჯახდა. მამაჩემი ზაქარია იქ დაიბადა. მერე შეეძინათ გიორგი და მარინე. ბებია საოცრად გონებამახვილი ქალი იყო. როგორც მისი მონაყოლიდან მახსოვს, მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე. მის მამას, ვასო თარხან-მოურავს, უდიდესი წვლილი შეუტანია ქართული თეატრის დაარსებაში. პირველი სპექტაკლები სწორედ ახალქალაქის სასახლეში იმართებოდა.

KARIBCHEთარხნიშვილების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებულან ნოსტეში, იქიდან კი ახალქალაქში ანუ გარიყულაში. ივანე მაჩაბელი ჩვენი განაყოფი გახლდათ.

თარხნიშვილების მფარველი წმინდა ესტატე პლაკიდაა. მათ გერბზე გამოსახულია ირემი, რაც წმინდანის ცხოვრების ერთ ეპიზოდთან არის დაკავშირებული: ერთხელ ესტატე ირემს გაჰკიდებია, უეცრად მის რქებს შორის ნათება და ხატი დაუნახავს. სწორედ მაშინ მოქცეულა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე".

ბატონ გიას მაია სურვილაძის ოჯახში შევხვდი. ახალქალაქზე მათგან ბევრი რამ შევიტყვე. მაიაც თარხნიშვილების ერთ-ერთი შტოს ჩამომავალია. "თარხნიშვილების შთამომავლები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები, - მითხრა მაიამ, - ზაფხულობით კი ყველანი გარიყულაში ვიკრიბებით. არ ვივიწყებთ წინაპრებს. ვცდილობთ, საგვარეულო სასახლეს მზრუნველობა არ მოაკლდეს".

მარშლიაანთ სასახლეში ომიანობისას ჯარი მდგარა, ერთხანს აქ ძაღლებსაც წვრთნიდნენ თურმე. იატაკი აუყრიათ და შეშად უხმარიათ. საბჭოთა პერიოდში ფერმის მოწყობაც უცდიათ. დიდედა ეკატერინეს ძალისხმევით, კულტურის სამინისტრომ სასახლე სამხატვრო აკადემიას გადასცა და წლების განმავლობაში ის სამხატვრო აკადემიის საზაფხულო ბაზა გახლდათ.

"ალექსანდრე ყაზბეგის დედა თარხან-მოურავი იყო. თავად ალექსანდრე ხშირად სტუმრობდა ამ სასახლეს", - გვითხრა მაია სურვილაძემ.

თარხნიშვილების შთამომავლების დიდი სურვილია, წინაპართა სასახლემ კულტურის კერის ფუნქცია დაიბრუნოს.

მაიამ ისიც გვიამბო, ეკლესიის დანგრევის შემდეგ როგორ გადაურჩა ხატები დაკარგვას. "სასახლესთან წმინდა დავითის სახელობის ტაძარი იყო, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს. ხატები ნათესავებმა გადამალეს. ჩვენს ოჯახში ინახება ღვთისმშობლის, წმინდა ბარბარეს, მაცხოვრის ხატები. 1978 წელს მე და ბებია, მარინე მაჩაბელი, ბელგიაში ბებიას დეიდაშვილებთან ვიყავით სტუმრად. მათი დედა თარხან-მოურავის ქალია. მათთან ინახებოდა ტაძრიდან წამოღებული წმინდა ბარბარეს ხატი. საქართველოში დაბრუნებისას ხატი გამოგვატანეს და დღეს ჩემთან არის, ესტატეს წმინდა ნაწილები კი გია მაჩაბლის ძმის, ერეკლეს ოჯახშია".

ბოლგარსკის სახლი
პოლონელ არქიტექტორს ვასილი ბოლგარსკის XIX საუკუნის 90-იან წლებში გარიყულაში სახლ-აგარაკი აუშენებია. ნაგებია აგურით და რიყის ქვით. ვასილი ბოლგარსკი საბჭოთა პერიოდში ქვეყნიდან გაასახლეს. მისი აგარაკი ბავშვთა სახლს გადაეცა. შემდეგ ერთხანს ისიც სამხატვრო აკადემიას ეკუთვნოდა, მერე კულტურის სამინისტროს გადასცეს. მალე იქ თანამედროვე კულტურის ცენტრი დაფუძნდება, რომელიც შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ბოლგარსკის სახლის აღორძინებაზე არქიტექტორი ყარამან ქუთათელაძე ზრუნავს.

- როგორ დაიბადა კულტურის ცენტრის დაფუძნების იდეა?

- ამ სოფელში გავიზარდე. აქ სამხატვრო აკადემიის ბაზა იყო. მამას, აპოლონ ქუთათელაძეს ჩამოჰყავდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და მეც ჩამოვდიოდი. გარკვეული პერიოდი უცხოეთში ვცხოვრობდი. მერე დავბრუნდი საქართველოში და გადავწყვიტე, მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად დამეარსებინა ეს ცენტრი. მიყვარს აქაური მოსახლეობა, ვმეგობრობთ და საერთო საქმესაც ვაკეთებთ. მიხარია, რომ ამ პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც ამ სოფლის, ასევე მეზობელი სოფლების მოსახლეობაც.

ნოსტე
წმინდა სამების ტაძრის მახლობლად გიორგი სააკაძის ნამოსახლარია. ცნობილია, რომ ნოსტეს სასახლეში გიორგი სააკაძეს ესტუმრა მეფე ლუარსაბ I. მასპინძელმა მას დიდი ნადიმი გაუმართა. ამ ნადიმზე იხილა ლუარსაბმა სააკაძის და, რომელიც შემდეგ ცოლად შეირთო.

პლატონ იოსელიანის გადმოცემით, ნოსტეს სტუმრებია შაჰ-აბასიც. გიორგი სააკაძეს შაჰისთვის უთხოვია, მისი ნოსტეში ყოფნის აღსანიშნავად მარმარილოს სვეტი აღემართა. აბასს ნება მიუცია და გიორგი სააკაძეს ათ დღეში დაუდგამს ეს სვეტი.

დღეს მისი სასახლის ერთი კოშკიღაა შემორჩენილი.

ერთაწმინდა
ერთაწმინდა ახალქალაქის ზემოთაა. ამ სოფელში დგას წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარი (XI-XIIსს). სოფლის სახელიც აქედან მოდის. ეკლესია გიორგი სააკაძის შთამომავალთა საძვალეა. საფლავები დღემდეა შემონახული. ეკლესიის კედელთან დევს საფლავის ქვა მხედრული წარწერით: "აქ ასაფლავია გიორგი სააკაძის შვილი პაატა, რომელიც შაჰ-აბასმა მოჰკლა სპარსეთში".

KARIBCHEერთაწმინდა ძლიერ სალოცავად ითვლებოდა. შემოუდიოდა დიდძალი შესაწირავი. მის საგანძურში ინახებოდა შაჰ-აბასის ხმალი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით ყოფილა მოოჭვილი. ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთხელ შაჰ-აბასი გიორგი სააკაძის თანხლებით გორისაკენ მიდიოდა. შაჰს შორიდან მოუკრავს თვალი ერთაწმინდის ტაძრისთვის და როცა შეუტყვია მისი სასწაულმოქმედი ძალის ამბავი, უბრძანებია, დაანგრიეთო. სპარსელები შესევიან ტაძარს და მისი გუმბათის მოშლა დაუწყიათ. ამ დროს შაჰს თვალთ დაბნელებია და დასძინებია. ძილში უნახავს გოლიათი, რომელსაც მისთვის გულში შუბი დაუმიზნებია. გამოფხიზლებულ შაჰს ეს სიზმარი თანმხლებთათვის მოუყოლია.

გიორგი სააკაძის ამალიდან გამოსულა ერთი ერთაწმინდელი მოხუცი და შეშინებული შაჰისთვის მოუხსენებია: თუ გნებავთ, თვალის სინათლე დაიბრუნოთ, უბრძანეთ, შეწყვიტონ ტაძრის ნგრევაო. თან განუმარტავს, ის გოლიათი, რომელიც ძილში იხილეთ, სასწაულმოქმედი წმინდა ესტატეაო. ტაძრის ნგრევა შეუწყვეტიათ. შაჰისთვის წმინდა ესტატეს ხატი უჩვენებიათ. უცვნია სიზმრად ნანახი გოლიათი, წამოუძახია: დიდ არს თქვენი წინასწარმეტყველიო და თავისი ხმალი ტაძრისთვის შეუწირავს.

ეკლესიის დასავლეთით მიშენებულ თაღიან სათავსს მთავარანგელოზისას უწოდებენ. მის კედელში გამოჭრილია ოთხკუთხა ხვრელი, რომელშიც გაყრილი ყოფილა ჯაჭვი "დადიანური". ერთაწმინდობას აქ მოჰყავდათ სულით ავადმყოფები. ჯაჭვით შეკრავდნენ, სკამზე დასვამდნენ და ჯაჭვის ორივე ბოლოს კედელში გაუყრიდნენ. მეორე დღეს ავადმყოფს აუშვებდნენ და ისიც განკურნებული მიდიოდაო.

ეკატერინე გაბაშვილის შთამომავლები
ცნობილი მწერალი ეკატერინე გაბაშვილი ზაფხულობით ახალქალაქში ისვენებდა. იქ დღესაც დგას ერთსართულიანი, ოთხოთახიანი სახლი. ერთ-ერთ ოთახში მწერლის საწერი მაგიდა და საწოლია, კედელზე - სურათები.

მის შთამომავლებს თბილისში ვესტუმრე. ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი ბებიის სეხნიაა. ასაკოვან ქალბატონს კარგად ახსოვს ბებიასთან გატარებული წლები, კაკლის ხე, რომელზეც გაბაშვილმა "ჩემი კაკლის ხე" დაწერა. ისიც შევიტყვე, რომ მათი ოჯახის წევრი ყოფილა წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი.

ეკატერინეს და ალექსანდრეს ხუთი შვილი დარჩათ - თამარი, ნინო, რეზო, გოგლა (გიორგი) და ელენე. "ბებიამ და ბაბუამ ერთმანეთი ილია ჭავჭავაძის ოჯახში გაიცნეს, დამეგობრდნენ და მერე შეუღლდნენ. ყველაზე უფროსი მამიდა თამარი გახლდათ. მისი მეუღლე, კოტე მაყაშვილი, ბანკის მმართველი და მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე იყო. მათი შვილები არიან შალვა, მარო და ნუგეშა. ბიძაჩემი რეზო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საფრანგეთში დასახლდა. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ინახავდა საქართველოს საგანძურს. ექვთიმე მამაჩემის, გოგლას ბიძაშვილის, ნინო პოლტარაცკაიას მეუღლე იყო. ახალქალაქში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. ბებია ადრე მიდიოდა და სოფელში გვხვდებოდა. ყოველ აღდგომას შვილიშვილებს ტილოს კაბებს გვიკერავდა. თბილისში, საკუთარი სახლის პირველ სართულზე, ჭრა-კერვის სკოლა ჰქონდა გახსნილი გასათხოვარი ქალებისთვის. ჰყავდა დამხმარეები: ოლღა ჭავჭავაძე, ანასტასია წერეთელი, ეკატერინე მესხი, მაშო თუხარელი. ხელს უმართავდნენ ჟურნალ "ჯეჯილს" და "ნაკადულს".

ბებიასთან ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი".

***
დიდი ხანი არ არის, რაც ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა-ლოცვა განახლდა. სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსის მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, მეორე წელიწადია აქ მამა ილია ხომერიკი მსახურობს. ახალქალაქელებმა მითხრეს, მისი წყალობით არის, სოფელი სულიერად რომ გამოცოცხლდა, ყველას ჭირსა და ლხინს იზიარებს და ჩვენც მის იმედად ვართო.

KARIBCHE KARIBCHE

წირვაზე სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მრევლი გავიცანი - ზოგი თეძმის ხევიდან, ზოგიც ახალციხიდან. ლელა ალიმბარაშვილის დახმარებით თითქმის მთელი სოფელი შემოვიარეთ და აქაურების გულისნადები გავიგეთ.

ვახტანგ ბარნოვი სოფელ ახალციხის მკვიდრია და წირვა-ლოცვაზე ახალქალაქში ჩამოდის. "როგორც ვიცი, ჩვენი გვარი - ბარნაველები მესხეთში ცხოვრობდნენ. იქ სამღვდელო პირები ყოფილან. ბარნოვებად რუსებმა გვაქციეს. ჩვენს სოფელში არის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია, მაგრამ წირვა-ლოცვა ჯერ არ აღესრულება, - აგრძელებს საუბარს ბატონი ვახტანგი, - ჩვენი მოძღვარი მამა ილია კვირაში ერთხელ ამოდის, პარაკლისს იხდის და სოფელიც ამით სუნთქავს. თუ არ იქნება წირვა-ლოცვა, ხალხი სხვა რწმენაზე გადავა. იეღოველთა სექტა რაღაც ძალიან მომრავლდა ჩვენში. გიორგობის დღესასწაულზე ორბეთის ეკლესიაში ავდივართ. კარგი იქნება, თუ მუდმივი მსახურება იქაც აღდგება.

სოფლად გასაჭირს თუ იკითხავთ, ახალს ვერაფერს გეტყვით. როგორც ყველგან, ჩვენშიც ისეთივე მდგომარეობაა. ხალხს გული უტყდება, სოფლიდან გარბიან. სკოლები იხურება. თუ ადრე საშუალო სკოლაში პარალელური კლასები იყო, ახლა თითო კლასიც სანატრელია. საერთო გაჭირვების გამო ახალგაზრდები ვეღარ ოჯახდებიან. იმედს მაინც არ ვკარგავთ და ღვთის იმედად ვცხოვრობთ".

დავით მალაციძე სოფელ თეძმის ხევიდან მოდის და ახალქალაქში წირვა-ლოცვას ესწრება. მისი თქმით, "აქ თავიდან ორი გვარი დასახლებულა - მალაციძეები და გერმისაშვილები. ამ სოფელში აზერბაიჯანელები მომრავლებულან. თავის დროზე მწყემსებად ჩამოუყვანიათ და ახლა მგონი პირიქით ხდება - მწყემსებად ქართველებს ქირაობენ. სოფელში სალოცავი გვაქვს - კალობანს ვეძახით. ჩვენი სოფელი პატარაა, სკოლა არ გვაქვს, არც გზა. მდინარე რომ ადიდდება, ქვეყნიერებას ვწყდებით. მამა ილიას მოსვლით ჩვენს მხარეში სულიერი გამოცოცხლება დაიწყო".

"მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, გამოცოცხლდა ჩვენი კუთხე. ხალხს რწმენა დაუბრუნდა. ჯერ ორი წელიწადიც არ არის, რაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ეკურთხა, მამა ილიას ორი სულიერი შვილი კი სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლობს", - მეუბნება ახალქალაქელი ირმა მამასახლისი. ირმამ თვითონაც სასულიერო აკადემია დაამთავრა და ახლა თბილისის წმინდა ილია მართლის მართლმადიდებლური გიმნაზიის პედაგოგია. კარგად იცნობს ახალქალაქს, იცის მისი კულტურული მემკვიდრეობის ფასი.

ღვთისმშობლის ტაძრის ახლოს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიაა (XVIII საუკუნის II ნახ.), რომელიც ნგრევის პირასაა.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენას და მის კურთხევას ირმა ასე იხსენებს: "ეს ეკლესია სომხებს მიეთვისებინათ და გადაეკეთებინათ. რამდენიმე წლის წინ, ღვთის შეწევნით, უშანგი მეზურნიშვილის დახმარებით მოხერხდა მისი აღდგენა. ტაძარი გაიწმინდა, დადაბლდა იატაკი და გამოჩნდა უფრო ადრინდელი ფენა. მოიხსნა სომხური საკურთხეველი და სანათლავი. როდესაც ცემენტის ფენის მოხსნა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ თავიდან აქ მცირე ზომის ტაძარი ყოფილა, რომლისთვისაც აღმოსავლეთიდან ახლანდელი ტაძარი მიუშენებიათ. ეს როსტომ მეფის დროს მომხდარა.

მადლობა უფალს ყველაფრისთვის! მადლობა მეუფე ანდრიას და მამა ილიას. ორიოდე წლის წინ ხალხი შორიდან უვლიდა ტაძარს, ახლა კი მოდიან და ეზიარებიან ღვთის მადლს".

***
პავლე ჭეჭელაშვილი:
- ერთაწმინდაში არის ვისუაანთ უბანი, ნავროზაანთ უბანი, ოქროაანთ უბანი, ელისაბედიანთ, თათხიაანთ უბანი. ცხოვრობენ ელისაბედაშვილები, ალიმბარაშვილები, სულუაშვილები, ნავროზაშვილები. კორკოტაშვილებიც ბლომად არიან. ჭეჭელაანთ უბანი პატარაა. შავლუხაშვილები ოსეთიდან ჩამოსახლებულან.

ახალქალაქში ძირითადად ვარდოშვილები, მამასახლისები, იმაძეები, გოზალიშვილები, ჯლანტიაშვილები, მამაცაშვილები, ალავიძეები, თარხნიშვილები, მაჩაბლები, თათხაშვილები, თოიძები, ჯავრიშვილები, ნაზარიშვილები, ნონეშვილები, ბეგლარიშვილები, მეზურნიშვლები, ელისაბედაშვილები, სულაშვილები ცხოვრობენ.

***
სოფელში 80 წელს მიღწეული ლევან ბროლაძე გზად გავიცანი და - აქ როგორ ცხოვრობთ-მეთქი.

KARIBCHE- ღარიბულადა... ცარიელა პურსა ვჭამ...

- ძველი, კარგი ამბები თუ გახსოვთ?

- წინათ კარგი ბიჭი ვიყავ, შვილო, სულ ვთამაშობდი. ახლა რაღა დროს ჩემი შალახო და ლეკურია... ბირჟაზე ხალხთან საუბარში ვიკლავ დარდს.

- რაზე საუბრობთ?

- ყველაფერზე, მაგრამ, აბა, ვინ გვისმენს...

- ეკლესიაში თუ დადიხართ?

- როგორ არა, დაილოცოს მისი ძალა! ადრე ერთაწმინდაში, რკონში ავდიოდი... საღამოობით, როცა ტაძარში ვერ მივდივარ, სანთელს ვანთებ ხოლმე. სანთელს რომ ავანთებ, იმ ღამით კარგად მძინავს.

***
მამა ილია ერისკაცობაში ჟურნალისტი გახლდათ და რელიგიურ თემატიკაზე მუშაობდა.

KARIBCHE- 1989 წელს დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, - მოგვითხრობს მამა ილია, - პირველად ჯვარისმამაში, მამა ლავრენტი ბუზიაშვილთან დავდიოდი. 18 წლისა მოვინათლე. ჯვარი მიქაელ ტვერელის ეკლესიაში დაგვწერა მამა გიორგი ცნობილაძემ. პირველი ვაჟი დავითიც მან მოგვინათლა. სულ სამი შვილი მყავს. თემქის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ილია წერეთელმა მასწავლა სტიქაროსნობა, მედავითნეობა. როცა გაიგო, ჟურნალისტი ვიყავი, ძალიან მეხმარებოდა რელიგიური სტატიების მომზადებაში. მოგვიანებით ხილიანზე, წმინდა ბარბარეს ტაძარში გადაიყვანეს და მეც მედავითნეობა ამ ეკლესიაში გავაგრძელე. შემდეგ, მამა ილიას ლოცვა-კურთხევით, სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის სტიქაროსანი გავხდი, მერე მედავითნე.

ახალქალაქი ჩემი მოძღვრის სოფელია. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ამ ეკლესიის აღდგენაში. მამა ილია ერთი წლის განმავლობაში პარაკლისებს ატარებდა ამ ტაძარში. მეც მედავითნეობას ვუწევდი. აქედან მიცნობდა მეუფე ანდრია. მეუფის ლოცვა-კურთხევით, 2005 წლის 24 ივნისს გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად მაკურთხეს. მისი უწმინდესობისგანაც ავიღე ლოცვა-კურთხევა, რომ ამ კუთხეში მემსახურა. 11 დეკემბერს მეუფე ანდრიამ მღვდლად მაკურთხა. მას შემდეგ აქ ვმსახურობ.

- თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს ქალაქის დატოვება არ გაგიჭირდათ?

- როცა იმ გზას შეუდგები, საითაც ღმერთი მოგიწოდებს, გაჭირვებაზე აღარ უნდა იფიქრო. უფალს უნდა მიენდო. მისი წყალობით ყველაფერს ვუძლებ. მომავალშიც ღმერთის სასოება გვაქვს.

- რამდენიმე ტაძარში მსახურობთ...

- წირვა-ლოცვას ვასრულებ ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა ესტატეს, ევსტათი პლაკიდას და ნიაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში. მეუფის კურთხევით, ჯანმრთელობის პარაკლისს ვატარებ სოფელ ახალციხის კვირაცხოვლობის ეკლესიაში, რომელიც მალე ეკურთხება. ასევე - სოფელ ზემო ჩოჩეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მალე ორბეთის წმინდა გიორგის ეკლესიაშიც გადავიხდით პარაკლისებს.

ჩემს მოსვლამდე პარაკლისებს მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნოდარ ბერიაშვილი ატარებდა, ასევე, გორიდან მობრძანდებოდა მღვდელმონაზონი კოზმა...

მრევლი დღითიდღე იზრდება. მეუფე ანდრიას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ეპარქიის აღორძინებაში, ყოველი თვის ბოლო ორშაბათს მეუფის ჩამობრძანებას ველით. ეპარქიის ყველა სასულიერო პირს შეგვკრებს და ერთობლივ წირვას ვატარებთ ხან ერთ, ხან მეორე სოფლის ეკლესიაში. ეს ერთმანეთთანაც გვაახლოებს და მრევლთანაც.

- სოციალური პრობლემები მრევლის სულიერ ცხოვრებას ხელს ხომ არ უშლის?

- ბევრი სწორედ გასაჭირს მოჰყავს ეკლესიაში. უფალი მოგვიწოდებს: "ნუ ზრუნავთ, რა ჭამოთ, რა ჩაიცვათ"; ჩვენ სულზე ვიზრუნოთ, დანარჩენს კი ღმერთი მოგვცემს.
ბეჭდვაელფოსტა
13.01. 2022
Gogi
მინდა გითხრათ, რომ ასიმილაცია ბუნებრივი პროცესია და მუდმივად იმის ქექვა, ვინ სომეხი იყო, ვინ ოსი და ვინ აზერბაიჯანელი,რომლებმაც ქართული გვარები მიიღეს, კარგს არაფერს არ მოგვიტანს, რადგან არ არსებობს მსოფლიოში სტერილური ერი, ყველა ერი, სხვადასხვა ერების აღრევის შედეგად ჩამოყალიბდა! მასთ შორის რა თქმა უნდა ქართველი ერიც!
25.08. 2016
Nino
bavshvobashi yvela zapxulis ardadegebs axalqalaqshi vaterebdi. gabashvilebi mezoblad cxovroben da maqvs bedniereba vicnobde qalbaton ekaterines da mis ojaxs. arachveulebrivi xalxia. zamtarshi ekaterines saxli babuachems honda chabarebuli, rom yuradgeba mieqcia. chems bebiasa da babuas ojaxi rom sheuqmniat, bina ar hqoniat da ekaterine gabashvils droebit tavistan saxlshi sheuparebia. bebias kargad axsovda ekaterine da dzalian tbilad ixsenebda. mec kargad maxsovs ekaterines umcrosi shvili- gogla. tipiuri inteligenti, cilindrita da trostit dadioda yvelgan. ulamazesi ezo hqondat, vardebit savse...madloba am statiis avtors, tvalcin gairbina bavshvobis clebma. yvelaperi nacnobi da axlobelia, razec aq gaqvt saubari. menatreba axalqalaqic, tedzamic...merve celia espanetshi var da yvelaperi momenatra, chemi qveyana, sopeli..kidev ertxel didi madloba
19.04. 2016
თემო
ძალიან კარგი სტატია! უბრალოდ დავამატებდი იმას რომ არაფერია მოთხრობილი ახალქალაქში და თეძმისხევში მცხოვრებ აზერბაიჯანლებზე! მე თვითონაც ახალქალაქელი აზერბაიჯანელი ვარ და სტატიაშიც ყურადღებით ვეძებდი ამ კუთხით რაიმეს! ხოლო რაც შეეხება ჩამოთვლილ გვარებზე შემიძლია გულნათლად ვთქვა და ვინც იქაურია ყველა დამეთანხმება რომ დღეს ბევრს აქვს გადაკეთებული გვარი ახალქალაქში რაც არქივიდან შეიძლება დადასტურდეს! მაგალითისთვის ბევრმა აზერბაიჯანელმა ალიევმა ალავიძე გადაიკეთა გვარი გოზალიშვილები გოზალოვი დანდურიშვილები დანდუროვები ნაზარიშვილები კიდევ ნაზარბეგოვები და სხვა მრავალი ალბათ სტატიშიაც ამაზეა გამახვილებული ყურადღება რომ როსტომ მეფის დროს უამრავი სომეხი ვაჭარი გადმოუასხლებიათ ახალქალაქში
13.09. 2015
კოტე მანძულაშვილი
ძალიან საინტერესო მხარეა. დიდებული ბუნება. ბევრი ისტორიული მოვლენა მოხდა აქ. დიდი ადამიანები იყვნენ ამ მხარის მკვიდრნი. ღმერთმა უშველოს ამ კუთხის ამაყ, პირდაპირ, გულღია და შრომისმოყვარე შვილებს
07.09. 2015
გერმანოზაშვილი
გარიყულა ალექსანდე ყაზბეგის დედულეთი იყო. მას ბვშვობა გარიყულასა და ახალქალაქში აქვს გატარებული.რაც შეეხება ეკატერინე გაბაშვილის სახლს, სოფელმა, რაიონმა და მისი სახელობის ახალქალაქის საჯარო სკოლამ უნდა იზრუნონ, რომ გაიხსნას ეკატერინე გაბაშვილის სახლ-მუზეუმი. ეს სოფლისთვისაც კარგის ნიშანი იქნება და ჩასული დამთვარიელებლებისთვისაც! დღისათვის კეთდება გზები, მაგრამ ხარისხიანად არა. ტროტუარები არ უკეთდება, ახალქალაქის სკოლა სამ-ოთხ სოფელს ემსახურება. უსაფრთხოებისათვის საჭირო და აუცილებელია.
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
24.10.2013
რაჭის წარსულისა და დღევანდელობის მკვლევარს, ლევან ფრუიძეს მიაჩნია, რომ რაჭა-ლეჩხუმში პირველი ქრისტიანული ტაძრების მშენებლობის დასაწყისი
10.10.2013
გეოგრაფიულად რაჭა ორ ნაწილად იყოფა: ზემო რაჭად და ქვემო რაჭად. ვახუშტი წერს, რომ "სახელი რაჭა, მოიგო გარემოთა დიდროვანთა მთათაგან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler