სართიჭალა
სართიჭალა
სოფელი სართიჭალა გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, სამგორის ველზე მდებარეობს. მის სამხრეთით დავითგარეჯის მთები იწყება. წინათ ეს სოფელი საგარეჯოს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი გარდაბნის რაიონის ნაწილი გახდა.

ისტორიულ წყაროებში სართიჭალა 1578 წლიდან იხსენიება. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილების მიხედვით, სოფელს არა სართიჭალა, არამედ სათისჭალა რქმევია. ჭალა მდინარისპირა ტყიანი ადგილია, სათი კი, სულხან-საბა ორბელიანისა და ნიკო ჩუბინაშვილის განმარტებით, გიშერს ნიშნავს. მოიპოვებოდა თუ არა სართიჭალაში შავი ქარვა, ცნობილი არ არის, მაგრამ შავი ფერის ქვა ივრის ხეობაში უამრავია. ალბათ, გიშერს მიამსგავსეს და ამიტომაც უწოდეს ამ ადგილს სათის ჭალა. სართიჭალის თაობაზე კი ხალხში ორი თქმულებაა შემორჩენილი. პირველი მოგვითხრობს, რომ თემურ ლენგს ერთ-ერთი შემოსევისას გაშლილ მინდორზე ადვილად დაუმარცხებია დასუსტებულ-დაქსაქსული ქართველობა და მათ ბოლომდე ასალაგმავად ივრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ჭალაში სისხლისმსმელი ტომი სართები ჩაუსახლებია. მათი წასვლის შემდეგ ამ ადგილს ხალხმა სართების ჭალა უწოდა. მეორე თქმულების თანახმად, ივრის ჭალის მფლობელ ბატონს მოსაზღვრე სოფლის მფლობელის ვალი ჰქონია. ვალის გასტუმრების დროს ფული დაჰკლებია და უთქვამს: "სართად კიდევ ჭალას მოგცემო".

90-იან წლებში სოფლის სულიერი მოძღვრის მამა შალვა შუბითიძის შრომითა და მოღვაწეობით სართიჭალაში აღდგა სამების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც კომუნისტებმა ორჯერ დაანგრიეს, ამოქმედდა წმინდა ლაზარეს ეკლესია. მამა შალვას თაოსნობითვე დაიწყო მთავარანგელოზთა ტაძრის მშენებლობა, რომელიც 2004 წელს დასრულდა. სიონის უბანში იკურთხა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ტაძრის მშენებლობა. აქაურები ამბობენ, რომ წმინდა ლაზარესა და მთავარანგელოზთა ტაძრებში აღვლენილ წირვა-ლოცვას განსაკუთრებული მადლი აქვს.

***
XIX საუკუნის დასაწყისში სართიჭალაში გერმანელი შვაბები ჩამოასახლეს. დიდი ქალაქის აშენება ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა. 1941 წლის ნოემბერში კომუნისტებმა გერმანელები შუა აზიაში გაასახლეს, ხოლო სართიჭალაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანეს ხალხი და შვაბების დატოვებულ სახლებში ჩაასახლეს. იმ დროს დამკვიდრდა სართიჭალაში გამცემლიძეების ოჯახიც. სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის შემწეობით მიაკვლიეს დანგრეულ ეკლესიას. "1942 წელს უფროსებთან ერთად ცუგროვანის ("ცუკერ ვაინ" - "შაქრიანი ღვინო") ვენახში სამუშაოდ წასულმა ნაზიკომ თამაშოვკის ტერიტორიაზე, ხაშმის მარნის სიახლოვეს, დანგრეული და თითქმის მიწასთან გასწორებული ეკლესია იპოვა", - გვიამბობს ბატონი იოსებ სიბოშვილი. ამ ადგილას ხალხი საერთოდ არ დადიოდა, ნაზიკო რაღაც უხილავმა ძალამ წაიყვანა იქით... მას შემდეგ ამ ეკლესიას პატრონობდა. არავის აკარებდა იქაურობას, განსაკუთრებით - მათ, ვისაც ქვების გატანა უნდოდა. მალე იქვე, მაყვლოვანში, წყაროც აღმოაჩინა. თავისი ბრიგადის დახმარებით გაწმინდა, მილიც გამართა და დღეს ხალხი ამ წყალს ნაზიკოს წყაროს ეძახის.

KARIBCHE KARIBCHE
მამა შალვა                                                                    სამების წმინდა გიორგი

წმინდა ადგილებს ხომ მტერი არ დაელევა - ეკლესიას თვალი ადგილობრივმა თათრებმა დაადგეს და როგორც მათ წინაპრებს სჩვეოდათ, მისი ფარეხად გადაკეთება განიზრახეს. ამ ქალბატონს ეკლესიის გადასარჩენად დიდი ბრძოლა დასჭირდა.

ეკლესია სართიჭალის მოძღვარს მამა შალვას დაუთვალიერებია და დაუდგენია, რომ ის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს სახელობისა იყო, ნაზიკოს წყარო კი თურმე ნაღვლის ბუშტის დაავადებებს არჩენს.

ნაზიკო გამცემლიძეს თავის დროზე წმინდა ნინოს ეკლესიის ისტორიის შესწავლა განუზრახავს. 50-იანი წლების მიწურულს ივრის ხეობაში, წალმიანის ქვემოთ, მარტოდმარტო მდგარ ორსართულიან სახლში მცხოვრები მოხუცისთვის მიუგნია. ქალს ნაზიკო დაუნახავს თუ არა, წამოუძახია: "სად ხარ, რამდენი ხანია გელოდებიო". ამის გამგონე ნაზიკო გაოცებულა. "ჩემი ორი ვაჟიშვილი პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს, - უთქვამს თამარს, - მალე ჩამოვლენ და ჩემს მიერ კომუნისტების რისხვას გადარჩენილ სიწმინდეებს წაიღებენ, შენ კი ის დოკუმენტები და რელიკვიები უნდა გადმოგცე, ამ წმინდა ადგილების წარსულს ნათელს რომ მოჰფენსო". რამდენიმე დღეში ქალბატონი თამარი გარდაცვლილა, ხოლო მისი საგანძური ახლობლებს წაუღიათ. ისე რომ, ნაზიკოს აღარაფერი დახვედრია. ახსოვს მხოლოდ ის, რაც პირველი მისვლისას დაინახა: ოთახში დაბრძანებული ხატები, ზარები, ეკლესიის მსახურთა საყოფაცხოვრებო ნივთები. როგორც ჩანს, ისინი აქ ეკლესიის დევნისას მღვდლებს შეუნახავთ, მაგრამ რომელ ტაძარს ეკუთვნოდა, არავინ იცის.

წმინდა ლაზარეს ტაძარი
გადმოცემის თანახმად, XVI საუკუნის მიწურულს და XVIII საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას მომცრო ეკლესია აუშენებიათ, ხოლო 1842 წელს ვინმე ზაქარია მჭედლოვს აქ ტაძრის აშენების ოფიციალური ნებართვა მიუღია. ეზო ნარგავებით გაუმშვენებიათ, აუშენებიათ სატრაპეზო, მარანი, სენაკები ეკლესიის მომსახურე პირთათვის. ჩამოუკიდიათ უზარმაზარი ზარი, რომელიც რამდენიმე ტონას იწონიდა და რომლის რეკა მეზობელ სოფლებშიც კი ისმოდა.

KARIBCHE30-იან წლებში ტაძარი კომუნისტებმა დაარბიეს. მღვდელ-დიაკვანი გაპარსეს, ზარი ჩამოხსნეს, ხატები დაამტვრიეს, ძვირფასი ნივთები დაიტაცეს. დროთა განმავლობაში ეკლესია გაპარტახდა, მისი ტერიტორია მიიტაცეს.

წმინდა ლაზარეს ტაძრის დარბევის შემდეგ მორწმუნეები ფარულად მახლობლად მდგარ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დადიოდნენ. მალე ბოლშევიკებმა ღვთისმშობლის ტაძარიც დაარბიეს. ერთმა ახალგაზრდამ შიგ ყუმბარა შეაგდო და გუმბათი ჩამოაქცია.

წმინდა ლაზარეს ტაძარში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ მამა ექვთიმი ბემიშვილი, მამა იოსებ ხელთუფლიშვილი, მამა კოზმანი (კოზმანაშვილი), მამა დარბაისელი, დიაკვანი ნიკოლოზ ქათამაშვილი, მამა თეიმურაზი, მამა კვირიკე.

ცხოვრებითა და მოღვაწეობით გამოირჩეოდა მარტყოფელი მღვდელი გიორგი ეპიტაშვილი, რომელიც საეკლესიო მსახურებას მეოცე საუკუნის ოციან წლებში შესდგომია. ის ხაშმის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მოღვაწეობდა და პარალელურად წირვა-ლოცვას სართიჭალის წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარშიც აღასრულებდა. მამა გიორგის სახის ფერის გამო მეტსახელად "ჩორნა" შეარქვეს და ვინაიდან სართიჭალაში კოლაშვილებთან - თაფქვილაანებთან სტუმრობდა, თაფქვილაანთ მღვდელსაც ეძახდნენ. ხაშმის ტაძარი რომ დაარბიეს, მამაოს მრევლი არ მიუტოვებია, კარდაკარ დადიოდა და ხალხს გალობას ასწავლიდა. 1937 წელს მამა გიორგი დახვრიტეს.

კოლორიტები
"XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც რუსეთის მეშვეობით საქართველოში მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ მათივე ხელშეწყობით დაიწყო ქართველების გრიგორიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა, რაჭიდან დიდი ნაკადი დაიძრა ძირძველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველებისა", - ვკითხულობთ იოსებ სიბოშვილის წიგნში "კოლორიტები". სართიჭალაში ჩამოსახლებულ რაჭველებს შორის იყვნენ ცოლ-ქმარი სიმფორა ტაბუცაძე და ნიკოლოზ კირვალიძე ვაჟიშვილითურთ. ნიკოლოზს სართიჭალაში ფურნე ჰქონდა. აქ აღზრდილმა მეპურეებმა პირველებმა გაიტანეს საზღვარგარეთ პურის ცხობის ქართული კულტურა. ამერიკაში თურმე დღესაც ცხვება ქართული, სართიჭალური პური.

სოფლის კოლორიტი ნაზი დოხტურიშვილი 1981 წლის გაზეთ "სამგორში" წერდა: "სართიჭალაში პირველი ინტელიგენტი ქალი ესთერ დოცენკო იყო. მადლიერი თანასოფლელები იხსენებდნენ მის მიერ გახსნილ პირველ აფთიაქს. სართიჭალაში მალარია მძვინვარებდა, რომ არა დოცენკოები, ბევრი დატოვებდა უდროოდ ამ ქვეყანას.

ესთერ და სიმონ დოცენკოები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი საზოგადოებრივ საქმიანობაში. ძველად სართიჭალელები სასმელ წყალს მდინარე ივრიდან ეზიდებოდნენ. გერმანელების ჩამოსვლის შემდეგ სოფელში ჭები მომრავლდა. მალე ესთერ დოცენკოს ხელშეწყობით სოფელს სასმელი წყალი გაუჩნდა".

მოძღვარი, რომელიც დააკლდა სოფელს
სართიჭალაზე წერილს რომ ვამზადებდით, მამა შალვა შუბითიძე მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. იმედი გვქონდა, ოდნავ მაინც მომჯობინდებოდა და ჩვენთან საუბარს შეძლებდა. სართიჭალაში ჩასულებს მამა შალვა იქ არ დაგვხვდა - საავადმყოფოში დაეწვინათ, რამდენიმე დღეში კი მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ.

ძალიან უნდოდა, სართიჭალაზე "კარიბჭეში" დაგვეწერა და ეს ლამაზი სოფელი მთელი საქართველოსთვის გაგვეცნო. ვერ მოესწრო... ისღა გვანუგეშებს, რომ გარდაცვლილს მაინც შევუსრულეთ სურვილი.

KARIBCHE"მთავარანგელოზთა დღესასწაული ახლოვდებოდა. სარეცელს მიჯაჭვულ მამა შალვას თავისი მრევლისთვის უთხოვია, შეეწუხებინათ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ურბნისისა და რუისის მთავარეპისკოპოსი იობი, რათა მისთვის სულის გასვლის ლოცვები წაეკითხა. შემდეგ ექიმის მიერ დანიშნული ყველა წამლის სმა შეუწყვეტია, ოჯახის წევრებისთვის კელაპტარი მიუწოდებია - დაანთეთ და ჩემთვის ილოცეთო", - სინანულით ჰყვება მისი სულიერი შვილი იოსებ სიბოშვილი.

მთავარანგელოზობას გარდაცვლილა სართიჭალის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი. სასულიერო მოღვაწეობაც 90-იანი წლების დასაწყისში წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფელ მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ტაძრიდან დაიწყო.

მამა შალვას მალე 70 წელი შეუსრულდებოდა. საქრისტიანოს კიდევ ერთი მადლმოსილი მოძღვარი გამოაკლდა, ხოლო ქართულ მწერლობას - კიდევ ერთი პოეტი, რომელსაც საზოგადოება შალვა გოლისელის სახელით იცნობდა (იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ გოლისში დაიბადა).

მამა შალვა უდიდესი მლოცველი გახლდათ. მისი სულიერი მოძღვარი, მთავარეპისკოპოსი ზოსიმე ამბობდა, იშვიათია ასეთი მღვდელი, ღამით რომ დგებოდეს, ტაძარში მიდიოდეს და გალობდესო. თურმე ყოველღამ, სამიდან ხუთ საათამდე, პარაკლისებს კითხულობდა სამშობლოს, სარწმუნოებისა და ერის გადარჩენისთვის. თავის მცირე შემოსავალს შემოწირულობებთან ერთად ეკლესიების მშენებლობას და წიგნების გამოცემას ახმარდა. მან ააშენა სართიჭალის სამების წმინდა გიორგის და მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიები, საფუძველი ჩაუყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრებს.

მამა შალვას სართიჭალაში სამების წმინდა გიორგის ეკლესიის აღდგენა რომ განუზრახავს, სიზმარში თავისი ძმა გიორგი გამოსცხადებია და მკაცრად მოუთხოვია ტაძრის აშენება. მამა შალვა გაბრაზებულა, უმცროსი ძმა ასე ლაპარაკს როგორ მიბედავსო, მაგრამ კარგად რომ დაჰკვირვებია, ძმა კი არა, წმინდა გიორგი გამომდგარა... მეორე დღესვე დაუწყია ეკლესიის მშენებლობა და 1989 წელს დაუსრულებია. იმავე წელს მეორე ხილვა ჰქონია: თითქოს თავისივე აგებულ ეკლესიაში აკურთხეს მღვდლად. გამოღვიძებულს გასცინებია, სად მე და სად მღვდლობაო, მაგრამ მალე კიდევ ერთი სიზმარი უნახავს, თითქოს საეკლესიო პირებმა ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი და სახელად ანტონი უწოდეს. ამჯერად მართლაც შეფიქრიანდა და სიონში პატრიარქს ეახლა. რამდენიმე დღის შემდეგ უწმინდესის მდივანმა სიონში ცნობილ მედავითნე დედა ანტისასთან გაგზავნა, რომელმაც მის სასულიერო განსწავლას მოჰკიდა ხელი. ერთი წლის შემდეგ დედა ანტისა საშუამდგომლოდ შევიდა პატრიარქთან - სთხოვა, მისი მოწაფე რომელიმე ეკლესიაში გაეგზავნა. უწმინდესმა შალვა სვეტიცხოველში, მეუფე ზოსიმესთან გაგზავნა, სადაც ჯერ სტიქაროსნად მსახურობდა, შემდეგ დიაკვნად, 1990 წლის ფერისცვალებას კი მეუფემ მღვდლად აკურთხა.

1990 წლის მიწურულს მამა შალვა მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესიაში წინამძღვრად განაწესეს, 1991 წლის შემოდგომაზე კი წილკნის ღვთისმშობლის ეკლესიაში მღვდლად გადაიყვანეს.

1992 წელს, სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღეებში, მამა შალვას წილკანში სართიჭალის წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძრის მაშინდელი წინამძღვარი მამა კვირიკე სწვევია და უთხოვია: მოგეხსენებათ, სართიჭალის წმინდა ლაზარეს ტაძარი წმინდა და ძლიერი სალოცავია, მაგრამ ხალხი მცირედმორწმუნეა, მე მათთვის უცხო ვარ და მათ მოქცევას ვერ ვახერხებ, ეგებ თქვენ შემცვალოთო. ისე ვატყობ, არც ჩემთვის იქნება იოლი იქ მსახურება, - უთქვამს მამა შალვას, - თან მეუფე ზოსიმესიც მერიდებაო, მაგრამ მამა კვირიკე ისე ყოფილა მოწადინებული, პატრიარქთან მისულა და მამა შალვა სართიჭალაში გადაუყვანინებია.

დღეს
სართიჭალაში ჩასულს იოსებ სიბოშვილმა მთავარანგელოზთა ტაძარში თითქმის მთელი მრევლი დამახვედრა. თითქოს "კარიბჭის" სტუმრობას ელოდნენო - ყველა ცდილობდა თავისი გულისტკივილის გამხელას.

თითქმის ყველა კუთხის ხალხი ცხოვრობს აქ: იმერლები, მთიულები, ხევსურები, ფშავლები, კახელები... მამა შალვას ყველა მოწიწებით და სიყვარულით იხსენებს.

"მას შემდეგ, რაც ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება, სოფელი შეიცვალა. ეს მამა შალვას დამსახურებაა, - ამბობს ბატონი იოსები, - ერთხანს სოფელი დაიცალა. ლუკმაპურის საშოვნელად ზოგმა დედაქალაქს მიაშურა, ზოგიც უცხოეთში გადაიხვეწა. ჩვენი თანასოფლელი გიორგი დოცენკო ნიუ-იორკში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მედავითნეა და დიდ დახმარებას უწევს სოფელს. არც მამა შალვასთვის მოუკლია მზრუნველობა".

KARIBCHEსოციალური პრობლემები აქაურებსაც აწუხებთ. განსაკუთრებით უწყლობას უჩივიან, მაგრამ... წუწუნი არ გვიყვარსო, თქვეს, ყველაფერი ღვთის ნებაა და ჩვენც მისი ნებისამებრ ცხოვრებას ვეჩვევითო.

დალი კირვალიძე სართიჭალელების გაჭირვების ტალკვესია. თუ ვინმეს კარზე განსაცდელი მიუკაკუნებს, იმედად ქალბატონი დალი ეგულება - იციან, თავს არ დაზოგავს და ოჯახს მცირე ხნით მაინც გაუჩენს სარჩოს. საკუთარ თავზე ცოტას ლაპარაკობს. ურჩევნია, მისი კეთილი საქმეები გაუხმაურებელი დარჩეს. მხოლოდ ეს მითხრა: "მამა შალვამ დიდი ღვაწლი დასდო ჩვენი სოფლის სულიერ აღორძინებას, მან შეგვაყვარა ღმერთი და რა უფლება გვქონდა, გვერდით არ დავდგომოდით?! ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. ერთადერთი ძროხა მომიკვდა და ლამის თან გადავყევი - მხოლოდ პენსიით როგორ გინდა თავი ირჩინო! მთავარანგელოზების ტაძარში სანთლებს ვყიდი. უფლის შეწევნის იმედი მაქვს. დილით, ტაძარში მიმავალი, მთელი გზა გულში იესოს ლოცვას ვიმეორებ".

მამა შალვას ერთ-ერთი პირველი მრევლი ციალა იოსავაც მესანთლეა. მისი წინაპრები სასულიერო პირები ყოფილან. დიდი ბაბუა, მამა შიო იოსავა, ხობის მონასტერშია დაკრძალული. ბაბუაც სასულიერო პირი გახლდათ. შვილიშვილი სწორედ მან მონათლა და საეკლესიო სახელი ნიმფოდორა დაარქვა.

"მამა შალვას 1972 წლიდან ვიცნობდი. ჩემი მოსწავლის, გოჩა შუბითიძის მამა გახლდათ. იმ დროს პედაგოგებს მოსწავლეების ოჯახებში სიარული და მათი ცხოვრების პირობების შესწავლა გვევალებოდა. სწორედ მაშინ გავიცანი ბატონი შალვა. იმხანად იგი მეურნეობაში მუშაობდა მუშად. საუბრისას სიტყვა ქრისტიანობაზე ჩამოვარდა. როცა შეიტყო, მღვდლების და დიაკონის შთამომავალი ვიყავი, მას შემდეგ ხშირად მესაუბრებოდა რელიგიაზე. "ვეფხისტყაოსანი" თითქმის ზეპირად იცოდა", - იხსენებს ქალბატონი ციალა.

***
წმინდა ლაზარეს ტაძარში მოძღვარი დაგვხვდა. მამა გიორგი კეჟერაშვილი, ახალნაკურთხი მღვდელი, მისი უწმინდესობის კურთხევით სართიჭალის წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად განაწესეს. მამაო სულ რამდენიმე თვეა აქ მსახურობს, საუბარიც ეუხერხულება, მაგრამ "კარიბჭეს" ხათრი ვეღარ გაუტეხა.
KARIBCHE
- მამაო, ქალაქის დატოვება არ გაგიჭირდათ?

- ასეთი იყო უფლის ნება. როცა ღვთის სამსახურს აირჩევ, აღარც გასაჭირს უნდა შეუშინდე.

- ქალაქელი მრევლი თუ განსხვავდება სოფლელისგან?

- სოფლად უფრო წრფელი გულით, უფრო ალალად შემოდიან ტაძარში. სოფლელებთან ურთიერთობისას მეტი სიფაქიზე და სიფრთხილეა საჭირო - ერთმა დაუფიქრებელმა საქციელმა შეიძლება ადამიანი სამუდამოდ დაგაკარგვინოს. წარმოიდგინეთ, რა რთულია ეკლესიისკენ შემოაბრუნო ოთხმოცს მიღწეული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება უღმერთობის ეპოქაში გაატარა. ამ ხნის კაცს ქრისტიანობის არსს ვერ აუხსნი, საკუთარი ქცევით უნდა აჩვენო, რა არის სიყვარული, სასოება. ღვთის წყალობა და შემწეობა რომ არა, ამას ვერავინ შეძლებდა.

- მოძღვრის, სულიერი წინამძღოლის გარეშე ცხოვრება ალბათ მორწმუნესაც გაუჭირდება...

- სულიერი წინამძღოლის გარეშე ჭეშმარიტების გზაზე სვლა ისევე ძნელია, როგორც წყვდიადში გზის გაკვალვა. მოძღვარი სანთელია, რომელიც ადამიანს ღვთის სასუფევლისკენ მიუძღვის. მოძღვარი რომ არ გვყავდა, იმიტომაც ვუშვებდით ცხოვრებაში ამდენ შეცდომას. თუ კვლავ მოძღვრის გარეშე განვაგრძობთ ცხოვრებას, იგივე განმეორდება.

- მამაო, ბრძანეთ, სიყვარული სულიერი მოძღვრებისგან ვისწავლეო...

- ჩემი პირველი მოძღვარი მამა გრიგოლ გოცირიძე გახლდათ. მის გვერდით მყოფს როგორ შეიძლებოდა სასულიერო გზა არ ამერჩია... დიდი სკოლა გავიარე მამა სოგრატესთან მსახურებისას. ჩემი ახლანდელი მოძღვარი მამა თამაზი სიონში მსახურობს. მათ მასწავლეს ადამიანის მთელი არსებით შეყვარება. ისე კი, ყველა მღვდელმსახურისგან, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, რაღაც მისწავლია. თვით წმინდა მამებიც კი სიცოცხლის ბოლომდე სწავლობდნენ.

- დიდი მადლობა, მამა გიორგი. ლოცვა-კურთხევა გაგვაყოლეთ...

- ღმერთმა დაგლოცოთ. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი, დავლოცავ მის ყველა თანამშრომელს. ღმერთმა კეთილი საქმეების აღსრულების ძალა მოგცეთ. ყველა საკუთარი გზით მიდის უფალთან, თქვენი გზა კი ალბათ, ეს არის. ღმერთმა ინებოს, დაუბრკოლებლად გევლოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვაელფოსტა
05.11. 2021
იოსებ სიბოშვილი
ახლა წავიკითხე ბ-ნი როინის კომენტარი და მაინტერესებს ,,სტატიის მომწოდებელში" ვის გულისხმობს???დანარჩენზე მერე გავაკეთებ კომენტარს
11.12. 2020
ლევან ლომიშვილი (დოხტურიშვილების ძირძველი ქათული გვარია)!
აბსოლუტურად მართებულია როინი ბერაძის შენიშვნა!
28.03. 2017
როინი ბერაძე
სართიჭალის არსებობა საუკუნეებს ითვლის,ძირძველი სოფლის მაცხოვრებლები რომელთა უმეტესი გვარებია ჯარიაშვილები, გენგაშვილები და დოხტურიშვილები რომლებიც სართიჭალიდან იკიდებს საფეხურს, ავტორისაგან არ არის ხსენებული ყველაფერი დიდებულადაა გადმოცემული მაგრამ ეს მხოლოდ 1941-წლის შემდეგ როდესაც გერმანელების გასახლების შემდეგ დასავლეთ საქართველოდან ჩამოასახლეს ხალხი.სოფ.სართიჭალის ძირძველ მოსახლეობაზე სადაც ბევრი სახელოვანი ხალხი იყო ბევრი კოლორიტი ბევრიც განათლებული ერთი წინადადებითაც არ არიან მოხსენიენებულნი,მხლოდ სტატიის მომწოდებლის ახლო გარემოცვაში მყოფი ხალხია ნახსენები. დიდ მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო თია ჩვენი სოფლის ასე დიდებულად გამოჩენისათვის იმედია მომავლისათვის გაითვალისწინებთ და დიდებულად წარმოაჩენთ ძირძველი სართიჭალის მოსახლეობიდან ზემო ხსენებულ ადამიანებს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით.
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat