კარსანი
კარსანი
მცხეთის ახლოს არის ულამაზესი სოფელი კარსანი. ეს პატარა ისტორიული სოფელი უძველესი ტაძრებით არის მადლმოსილი. ღვთის შეწევნით, აქაურ ტაძრებში ღვთისმსახურება კვლავ გრძელდება და სოფლის მცირერიცხოვანი მოსახლეობა კვლავაც ეზიარება უფლის სიტყვას. წირვა-ლოცვას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი (ზარიძე) აღასრულებს. მისი დახმარებით მოვილოცე აქაურობა და შევხვდი კანტიკუნტად შემორჩენილ მოსახლეობას.

მამა თეოდოსი გვიამბობს:

- როგორც ლეონტი მროველი გადმოგვცემს "ქართლის ცხოვრებაში", ადერკის მეფობის დროს (I ს) იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე წასულა რამდენიმე მცხეთელი ებრაელი, მათ შორის ლონგინოზ კარსნელიც. ისინი იქ დასწრებიან უფლის ჯვარცმას და წილად ხვდათ მისი კვართი. კვართი ელიოზ მცხეთელთან ერთად ლონგინოზს მცხეთაში ჩამოუბრძანებია.

უძველესი ისტორიული წყაროების მიხედვით, არმაზი ქართლის პირველი დედაქალაქია. ის აუშენებია ქართველური ტომების ფუძემდებელს - ქართლოსს, რომლის საფლავიც ქართლის ქედის ძირში, ბაგინეთის ციხექალაქშია ნავარაუდევი.

თავდაპირველად სახელიც ქართული უნდა ყოფილიყო, ხოლო სახელწოდება არმაზციხე უკავშირდება წარმართულ ღვთაება არმაზს, რომელიც, გადმოცემის თანახმად, მეფე ფარნავაზმა (ძვ.წ. IV-III ს.ს) სამეფოს უზენაეს ღვთაებად გამოაცხადა და მთის მწვერვალზე, (სადაც ამჟამად ჯვარი დგას), მისი კერპი აღმართა. არმაზიდან მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადასასვლელ ხიდზე, რომელსაც პომპეუსის ხიდსაც უწოდებენ, შეხვედრია პირველად ქართლში შემოსული წმინდა ნინო მეფე მირიანს, რომელიც დიდი ამალით მიბრძანდებოდა არმაზის კერპის თაყვანსაცემად.

წმინდა ნინოს ლოცვით აქ ჩნდება ბზარი ქართველთა კერპთაყვანისცემაში, სასწაულებრივად იმსხვრევა სამეფოს უდიდესი კერპები, ინათლება მეფის ოჯახი და დადგინდება პირველი ეპისკოპოსი საქართველოში.

არმაზციხე ანუ ბაგინეთი წყლით მარაგდებოდა სოფელ კარსნიდან, რომელიც ორიოდ კილომეტრით ზემოთ არის ციხიდან და ქართლის ქედის უმაღლეს კონცხს გვირგვინად ადგას წმინდა ნინოს სახელობის მცირე დარბაზული ტაძარი. ეს ტაძარი, გადმოცემით, მეფე მირიანს აუშენებია წმინდა ნინოს სახელზე. დღევანდელი ტაძარი კი VIII-IX ს.ს. სახეშეცვლილი ფორმით არის შემორჩენილი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ტაძრის გარშემო გამოვლინდა ნამონასტრალი, რომელიც შემოზღუდულია გათლილი ქვებით ნაგები გალავნით. გალავნის კედელი გამაგრებულია გარეთ გამოწეული, ერთმანეთისაგან სხვადასხვა მანძილით დაშორებული ოთხკუთხა კოშკებით. გალავნის შიგნით ნაპოვნია საცხოვრებელი ნაგებობები, რამდენიმე მარანი, ამოღებულია ქვევრები და დიდძალი სხვადასხვა ფორმის, სიდიდის და დანიშნულების კერამიკა, რომელიც ძირითადად ძვ წ. V-VIII საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი ელინისტური ხანისაა.

სოფელი კარსანი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა ამ ხანის სამარხები, საწარმოო უბანი და ძველი სამაროვნები. კარსნის ხევის სათავესთან შემორჩენილია ფეოდალური ხანის ნასოფლარი და ორი დარბაზული ეკლესია. ღვთისმშობლისა - ყოფილი მაგნიტური ობსერვატორიიდან 200 მეტრშია, წმინდა გიორგისა კი სოფლის სასაფლაოსთან.

ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით, დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. საკურთხევლის წინ რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას, რომელზეც ქვის ჯვარი უნდა ყოფილიყო აღმართული. ასეთი ტიპის წახნაგიანი სვეტები მცხეთისთვისაა დამახასიათებელი, სვეტიცხოველს განასახიერებს და ტაძრის სიძველეზე მიანიშნებს.

წმინდა გიორგის ეკლესია - ძლიერ დაზიანებულია, ნაგებია ქართული აგურით, დარბაზულია, შემორჩენილია საკურთხევლის სამკვეთლოს კედელი და ტაძრის საძირკველი.

2009 წლის ნოემბრიდან, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნინოს ტაძარში განახლდა წირვა-ლოცვა. საცხოვრებელი კელიების უქონლობის გამო ბერები დროებით მიტოვებულ შენობებში ცხოვრობენ. საჭიროა ღვთისმშობლის ეკლესიის გარშემო სამონასტრო კომპლექსის აშენება. როგორც აღვნიშნეთ, ტაძარი სრულად სარესტავრაციოა. პროექტის შედგენისას აუცილებლად გასათვალისწინებელია საცხოვრებელი კელიების დაგეგმარებაც, რათა აქ მყოფმა მამებმა შეძლონ სამონასტრო ცხოვრების მოწესრიგება.

წმინდა ნინოს ნამონასტრალის ადგილი შეუსწავლელია, თუმცა იქაც შეიძლება ფიცრულის ჩადგმა, რომ ტაძარს ყურადღება მიექცეს, რადგანაც ტაძრები ერთმანეთისგან დაშორებულია და ერთდროულად სამივე ტაძრის მოვლა ძალიან რთულდება.

წმინდა გიორგის ტაძარი ისეა დაზიანებული, რესტავრაციის ნაცვლად შესაძლებელია ახალი პროექტის შედგენაც, რა თქმა უნდა, სტილისა და მასალის დაცვით. სამივე ტაძართან არის სივრცე, რომ რამდენიმე კელია ჩაიდგას. ვფიქრობთ, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ასეთი მნიშვნელოვანი და ჩვენი წარსულის სათავეებთან მდგომი უძველესი სოფელი კარსანი.

- მამაო, რამდენი წელია, რაც კარსანში მსახურობთ?

- ხუთი წელი სრულდება. ადრე აქ ძეგვის ბავშვთა თავშესაფარი იყო და ბავშვების ნაწილი აქ ცხოვრობდა. საჭიროებამ მოითხოვა სოფელში, ამ ბავშვებთან სულიერი მოძღვრის ყოფნა და ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენა. მამა ირაკლი კალანდაძემ აღადგინა წმინდა ნინოს ტაძარი. ძალიან დანგრეული არ იყო, გადახურა. მე რომ მოვედი, საცხოვრებელი არ იყო მოწყობილი...

ამ მიტოვებულ ადგილზე ღვთისა და მამა ირაკლი კალანდაძის წყალობით აღდგა წმინდა ნინოს ტაძარი რესტავრატორ გოგოჭურის პროექტით. ტაძარი აღდგენილია ძველი მეთოდით, ძველი ქვის მასალით, კირით და კვერცხით. მრევლი ძირითადად თბილისიდან დადის. აქაურები ძალიან ცოტანი არიან. დაახლოებით 3-4 კაცი. მე აქ მამა მათე დამხვდა. მარტო ცხოვრობს.

კარსანი ულამაზესი და მყუდრო სოფელია, სამწუხაროდ, დენი აქ არ არის, მანქანები არ მოძრაობს...

- მამაო, როგორ დაიწყეთ ბერული ცხოვრება?

- ბეთანიაში გავიარე მორჩილება. მერე გადამიყვანეს კრწანისში, იქ, სადაც მამა მათე ცხოვრობს, საბა განწმენდილის სახელობის ახალგახსნილ მონასტერში. იქ აღმკვეცა ბერად არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა). მერე თბილისის ზღვაზე გაიხსნა ახალი მონასტერი, იქ გადამიყვანეს და დიაკვნად მაკურთხეს. თითო-თითო წელი ვიყავი ყველა მონასტერში. თბილისის ზღვიდან უკვე კარსანში გადმოვედი. უკვე მღვდელი ვიყავი...

- რთულია ბერული ცხოვრება, ბერული გზა?

- ადვილი რა არის? არც ერული ცხოვრებაა ადვილი... ღვთის წინაშე ერსაც და ბერსაც ის მოეთხოვება, რაც იტვირთა. ორივე ქრისტიანული ცხოვრებაა, უბრალოდ, სხვადასხვა ფორმაა. ვის როგორ გამოსდის, ეს ღვაწლსა და პირად შრომაზეა დამოკიდებული, თორემ ადამიანი ადამიანია, ყოველთვის ერთნაირი იყო და ყოველთვის ერთნაირი საბრძოლველი აქვს. თუ დავუკვირდებით პირად ქმედებას, პირად ცხოვრებას, ზუსტად იგივე საწყისია ცოდვისა და მადლისაც, როგორიც იყო თუნდაც რამდენიმე ათასი წლის წინათ. ადამიანი იცვლება იმის მიხედვით, რასაც ჩაიდენს. მასზეა დამოკიდებული ცოდვისა თუ სათნოების არჩევა... ღვთის ნება ყველას მიმართ არის მოწეული. მაგრამ ჩვენ როგორ ვიღებთ ამას და როგორ ვართ მზად მის მისაღებად, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წმინდად ვინახავთ საკუთარ სულს და ცხოვრების წესს. ღვთის ნება ყოველთვის არის ჩვენზე, რათა უკეთესები ვიყოთ.

- ყველაზე მეტად დღეს რისი დეფიციტი აქვს თანამედროვე ადამიანს?

- ადამიანს ყველაზე მეტად სიმტკიცე, ყურადღება აკლია. რწმენა და ღვთის შიში ყველა ადამიანში დევს, მაგრამ ყურადღება და სიმტკიცე აკლიათ. ეს არის საფუძველი ჩვენი დაუდევრობისა და შედეგი ყოველგვარი უბედურებისა. დიდი წმინდანების გამორჩეული ცხოვრება დაფუძნებული იყო მათ სიმტკიცეზე - არ შედრკნენ და მიუხედავად ტანჯვა-წამებისა, ბოლომდე დარჩნენ ქრისტიანებად. მაცხოვრის სიტყვებია, - როგორც მე მდევნეს, ისე თქვენც იდევნებით. მაგრამ შეუძლებელია, ადამიანს ხელი შეეშალოს გარედან, ადამიანმა შეიძლება საკუთარ თავს შეუშალოს ხელი, რომ იყოს ქრისტიანი, დანარჩენს სხვას ნუ დავაბრალებთ. პავლე მოციქული ბრძანებს, თუ ქრისტეა ჩვენთან, ვინ შეგვეწინააღმდეგება. ღმერთმა დაგლოცოთ.

სტუმრად გაბრიელ ქიქოძის შთამომავალთან
ქიქოძეები კარსნის მკვიდრნი ყოფილან. უდიდეს მადლს და პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი წინაპრებისგან, მითხრა სტუმრობისას ბატონმა უშანგი ქიქოძემ. გავიგე, რომ მისი დიდი პაპა ყოფილა მღვდელი ათანასე ქიქოძე. უაღრესად კარგი მოძღვარი და განათლებული ადამიანი. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეს უთქვამს, - ათანასეს ფრჩხილის ღირსი არ ვარო. იმდენად ძლიერი პიროვნება გახლდათ. თურმე, გაბრიელის მრევლმა შესაწირის გარდა, იცოდა ფულის მიცემა. გაბრიელი არ ართმევდა შესაწირს, რითაც გულს წყვეტდა მრევლს. ბოლოს დაუწყია გამორთმევა. პაპაჩემის მამა, ათანასეს შვილი, იოსებ ქიქოძე პირველი მეტყევე ყოფილა.

ქალბატონი ლილი მათიაშვილი:

- ჩემი მამამთილი ვასილ მათიაშვილი 30-იან წლებში მოსულია კარსანში. ვიღაც ლიპარტელიანის ნასახლარზე დავსახლდით. ჩემმა მამამთილმა ოთხი ბიჭი გაზარდა. კარსანში კაკლის ხეები მისი გაშენებულია. იმ ადგილებს კაკლიანს ვეძახით. მე რომ მომიყვანეს რძლად, ნიკო ბერძენიშვილი ეწეოდა აქ არქეოლოგიურ გათხრებს. ძალიან ახლოს იყო ჩემს მამამთილთან. ისიც გვერდით ედგა და ცხენით ეხმარებოდა მუშაობის დროს. სურათიც აქვს ნიკო ბერძენიშვილთან გადაღებული. წინათ აქაური ეკლესიები სულ ნახშირით იყო დახაზული. თივის სათავსოდაც ჰქონდათ გამოყენებული.

მამა ირაკლი კალანდაძემ სთხოვა ჩემს მეუღლეს დახმარება და ეხმარებოდა ხოლმე. როგორც შემეძლო, მეც ხელს ვაშველებდი. მცირედი წვლილი შევიტანეთ წმინდა ნინოს ტაძრის აღდგენაში. მე ოთხი შვილი მყავს. თბილისში ცხოვრობენ და კარსანში ზაფხულობით მოდიან ხოლმე. შრომა უკვე აღარ შემიძლია. ძალიან ჭირს ჩვენს სოფელში არსებობა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე რომ აქ მოვედი, შუქიც იყო, აბანოც, ტუბდისპანსერიც. 1995 წელს დაიხურა ეს საავადმყოფო. მადლობა ღმერთს, რომ კარსანში აღდგა ეკლესია-მონასტრები. ჩვენი მოძღვრის ძალიან დიდი იმედი გვაქვს.

ქალბატონი ნინო პეტრიაშვილი:

- მესამე ბავშვზე დამემართა ფილტვების ანთება და კარსანში გამომგზავნეს საავადმყოფოში. ექვსი თვის მერე მითხრეს, სურვილი თუ გაქვს, ჩვენს საავადმყოფოში გამუშავებთო. მეუღლე უფროსი ექთანი იყო. 1968 წელს ასე დავრჩი კარსანში და მომცეს ბინა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. წინათ ბევრი ხალხი ცხოვრობდა კარსანში. დღეს დაცლილია სოფელი. ტრანსპორტი არ დადის, შუქი არ გვაქვს. პენსია ავიღე ახლა და ორი წყვილი ფეხსაცმელი და ყავის ჭიქები ვიყიდე. ერთი ბოთლი კოკა-კოლა მინდოდა მეყიდა, მაგრამ ფული არ მეყო.Aაღმართზე ამოსვლა არ შემიძლია. ახალგაზრდა რომ ვიყავი, დავეშვებოდი, ვედროებით პომიდორს ავიკიდებდი და ციმციმ მომქონდა სახლამდე.

- ასე რომ გიჭირთ, რა გაჩერებთ ამ სოფელში?

- სად წავიდე შვილო, სახლი რომ მქონდეს, აქ რა გამაჩერებდა? ჩემი პენსიითა ვარ აქ. ღვთის წყალობით ადამიანი თუ რასმეს მამეხმარება კიდევ... განა არ მეხვეწებიან და-ძმები, ჩვენთან იცხოვრეო, მაგრამ არ მეთმობა ჩემი სოფელი...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat