ბორჯომის ხეობა
ბორჯომის ხეობა
გაზეთი "დროება" (1877წ.) მოგზაურის თვალით დანახული ბორჯომის შესახებ წერს: "ჯერ მხოლოდ ეს სახელი, "ბორჯომი", საკმაოა მკითხველისთვის, რომ წარმოიდგინოს ბუნებისგან მდიდრათ შემკობილი და კაცის ხელოვნებით გამშვენებული, ეს ქვეყნიერი სამოთხე, რომელსაც არამც თუ ჩვენი საქართველოს სხვა ქალაქები შევადარო, არამედ ბევრს ევროპის გამოჩენილ ქალაქსაც სჭარბობს თავის კეკლუცობით. ეჭვი არ უნდა, რომ ყველას უნახავს ან გაუგონია ბორჯომის მშვენიერება, მაგრამ, რადგანაც დღითიდღე შენდება და მშვენდება, ამიტომ მე მხოლოდ მსურს გაკვრით მოვიხსენიო იმის ზოგიერთაგანი შეხედულობა და ცვლილებანი.

ბორჯომის შესავალსთანავე, მტკვრის მარცხნივ კიდეზე, ყველაზედ უწინ, რასაკვირველია, მიიზიდამს კაცის თვალს საზაფხულოდ მშვენივრად მორთული და შემკობილი დიდი მთავრის, კავკასიის ნამესტნიკის სასახლე. შემდეგ, მარჯვნივ გახედავთ მაღალ სერზედ კოპწიათ დართულ რამდენიმე ეტაჟიან საზაფხულო სახლებს, თითქოს მათი მეპატრონენი ურთიერთის ჯიბრზე იდგნენ: "არა, მე უნდა დავამშვენო და არა შენაო!" ამავე სერზედ, ამ შენობათა შორის, მიიზიდავს კაცის თვალს ახლად აშენებული სამხედრო კაზარმა, რომლის მსგავსიც არა მგონია, ჩვენ მხარეში კიდევ სადმე იპოებოდეს: რაღაც სულ სხვანაირი მშვენიერი არქიტექტურა დასცქერის ბორჯომის არემარეს!

სადღა შეხვდებით ან მარჯვნივ და ან მარცხნივ იმ უწინდელ ქოხომოხოებს, რომელნიც სრულებით არ ეთანხმებოდნენ ამდენ აღუწერელ მშვენიერებას. დღეს იმათ ნაცვლად თვალწინ გიდგათ მშვენიერი თუ მხატვრობითი და თუ საუკეთესო არქიტექტურითი რამდენიმე ეტაჟიანი სახლები.Aახლა კიდევ წარმოიდგინეთ მტკვრის მარჯვნივ ახლად აშენებული თლილის ქვით მშვენიერი კიდე და მარცხნივ ახლად გაყვანილი ფაეტონის გზა და ძველი ხის ხიდის ნაცვლად ახლად აშენებული, მშვენიერათ მორთული, თავსა და ბოლოს წყვილ-წყვილ ფანრებით რკინის ხიდი, რომელიც 70.000 მანეთზე მეტი დამჯდარა.Aამ ზემო აღწერილ მშვენიერებათა შუა ჩამომდინარეობს ვერცხლის სხივ მსროლი და მობუტბუტე, სარკესაებრ მტკვარი. რომ შევბაასო, ბევრს კარგს მეტყოდა, მაგრამ ვერ შევბედე - ვაი თუ სწყენოდა!...

ამას ყოველსათანავე ახლა გაისეირნეთ შავწყლის ხეობისკენ, სადაც სამკურნალო აბანოები იმყოფება და ბაღი, მთელ ხეობაში გაჭიმული, შვიდ ვერსზედ მეტი, და რამდენსაც სერს გარდაუხვევთ იმდენი თვალწინ იცვლება ბუნების სიმშვენიერე. მართალია, იანვარში ამ გვარ ბუნების ქება უადგილოა, მაგრამ რადგანაც მე ზაფხულობითაც მრავალჯერ მინახავს, ამიტომ შედარებით ვიტყვი, რომ კაცის თვალი ეხლაც აღტაცებით დასტკბება. საითაც მიიხედავთ ბუნება ათას ფერად გელანდებათ და გიჭრელებთ თვალს: იქ, მაღალ, ტიტველა კლდიან მთას ხედავთ, იქ მწვანეთ მორეულ ნაძვის ხეებს, და ახლა ამას დაუმატეთ მოწმენდილი ლაჟვარდოვანი ცა და მშვენიერი ტაროსი. ერთის სიტყვით, ამის ყოვლის მცქერი უცბათ შეგაფიქრებთ და იტყვით: "არა, აქ უეჭველია, ერთი რამ ბრძოლა უნდა იყვესო: უთუოდ ბუნებას კაცი შეჰჯიბრებია და ჯობნას უქადისო!..

Aამ ყოველივე ცხოველ სურათების ცქერით და სიამოვნებით რომ დასტკბებით, ბოლოს უცბათ რაღაც წარსული, მკვდარი სურათი მიიზიდავს თქვენს გრძნობას.Eეს გახლავთ მრავალ წარსულის მოწამე გოგიას ციხე, თავის მოპირდაპირე პეტრეს ციხით".

***
მამა დიმიტრი კუკულავა სოფელ ტაძრისის შესახებ გვიამბობს. ტაძრისი გიორგი მთაწმინდელის ბავშვობის ადგილია. აქ მისი მამიდა იყო მონასტრის წინამძღვარი. იცით, რომ მის მშობლებს შვილი არ ჰყავდა და უფალს შესთხოვეს, თუ შვილი მოგვეცემა, უფალს მივცემთო. მართლაც მიეცათ შვილი, მაგრამ გოგონა. მშობლებმა გოგონა მამიდას მიუყვანეს მონასტერში. მეორე შეეძინათ ვაჟი, გიორგი დაარქვეს. საიდან იყო გიორგი წარმოშობით? ბაკურიანის იქით, მაღლობზე, არის სოფელი ტაბაწყური. იქ იღებს სათავეს მდინარე ქცია, ძალიან პატარაა, ღელეც არ ეთქმის. ამ სოფელში ცხოვრობდნენ გიორგი მთაწმინდელის მშობლები. ერთხელ, პატარა გიორგი მდინარის პირას იდგა. უეცრად გაიფიქრა, - მდინარეში ხომ არ გადავხტეო. ამ დროს ვიღაცამ მკერდზე კრა ხელი და შორს მოისროლა.

10-15 წლის გიორგი საკირის მონასტერში ცხოვრობდა. კელიას ცეცხლი გაუჩნდა. კარებიდან რაღაც ძალამ გამოაგდო გარეთ და გადაარჩინა. უფლისგან მას უდიდესი მადლი ჰქონდა მინიჭებული.

საკირეში მამათა მონასტერია, სადაც მღვდელმონაზონი პანტელეიმონი მსახურობს, დიაკვანი გახლავთ სერაფიმე. ერთი სამორჩილე ჰყავთ. ტაძარი სამი წლის წინათ გაიხსნა. აღადგინეს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დროს ამავე ტაძრის ქვებით. სამი წლის წინ აქ პატრიარქი ბრძანდებოდა. ცენტრალური გზიდან პატრიარქს ტაძრამდე ცხენოსნები გაუძღვნენ. უწმინდესმა მაშინ ბრძანა, - ტაძრისში მიმავალს მეგონა, გიორგი მთაწმინდელი ჩემთან ერთად მოდიოდაო. სოფელში 12 ნაეკლესიარია, ორი ეკლესია მოქმედი. აქ გადიოდა თამარის დროინდელი საქარავნო გზა. ამჟამინდელი გზა რომანოვებმა გააკეთეს აბასთუმნამდე. ერთმანეთზეა გადაბმული სამი სოფელი - საკირე, ტაძრისი და დგვარი. მათ მდინარეები ყოფთ.Eეს სოფლები XVII საუკუნეში, თურქების შემოსევის გამო დაიცალა, მაგრამ XIX საუკუნის II ნახევარში დაიწყო დასახლება - ჩამოსახლდენ იმერული, რაჭული და ჯავახური გვარები: მეტრეველები, სამსონიძეები, კურტანიძეები...

სოფელ დგვარში ცხოვრობენ: კვინცხაძეები, გოგოლაძეები. ტაძრისელი ქალბატონის შვილი გახლავთ ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. ტაძრისელია ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი. სამწუხაროდ, არქეოლოგიურად დღემდე შეუსწავლელია ეს ადგილები.

საკირელების ნაამბობი
საკირეში ტარიელ თოფურიანის ოჯახს ვესტუმრე. მიმასპინძლა ქალბატონმა ნუნუმ.

- ჩვენს სოფელს ესაზღვრება ახალციხის რაიონი, ოშორა, ციხისჯვარი და ბაკურიანი. ძალიან მომწონს ჩვენი სოფელი. მე აქაური რძალი ვარ.Bბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, ვშრომობთ და ასე გაგვაქვს წუთისოფელი. კეთილი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან. სოფელი მიგრაციას არ განიცდის, პირიქით, ქალაქიდან მოდიან და სოფელში სახლდებიან. ზაფხულში დამსვენებლები ჩამოდიან ხოლმე.Bბევრი საქონელი მყავს, დაახლოებით ოც სულს ვუვლი. მალე მთაში, კოდიანზე წავალ და იქ მივხედავ საქონელს, მეფრინველეობასაც მივდევ. ეს არის ჩემი შემოსავალი. საკირეში გვიან შემოდგომაზე ჩამოვდივართ ხოლმე. კარტოფილი მოგვყავს და, ღვთის წყალობით, საჭმელ-სასმელი არ გვაკლია.

სოფელში ცხოვრობენ აიწურაძეები, ჯავახიძეები, ფერაძეები, სამსონიძეები და სხვა. ძირითადი გვარია სამსონიძე. ჩემი დედამთილი 99 წლისა გარდაიცვალა. ამბობდა, სოფელში ჩამოსახლებული გვარები ცხოვრობენო. ჩვენი გვარი წარმოშობით სამეგრელოდანაა. თოფურიანების გვარისა 15 ოჯახია.

აქ ძალიან ეკლესიური ხალხი ცხოვრობს. გიორგობას განსაკუთრებით აღვნიშნავთ ხოლმე. ჩემი დედამთილიც ეკლესიური გახლდათ და შვილიშვილებიც ასე დაზარდა. სულ ეკლესიაში დაჰყავდა ხოლმე. გარშემო ძალიან ბევრი სალოცავი გვაქვს. აქვე კიდევ გუჯრიხევის დედათა მონასტერია. მთაში, კოდიანზეც გვაქვს სალოცავი, პეტრე-პავლეს სახელობისა. ჩემი მეუღლე მონაწილეობდა მის აღდგენაში.

- როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი სოფელი, რას ისურვებდით?

- სამსახური რომ ჰქონდეთ ახალგაზრდებს, უფრო გალამაზდეს და კეთილმოეწყოს ჩვენი სოფელი...

ხვიჩა აიწურაძე:

- ჩვენი სოფელი არ არის დაცლილი. ამბობენ, პირველები აიწურაძეები მოვიდნენო. მერე გამრავლდა სოფელი და სხვა გვარის ხალხიც დასახლდა. მათ შორის ბლიაძეები, აიწურაძეს უძმია ბლიაძე. ძალიან ბევრი გვარია ჩვენთან. ჩვენი გვარისა 30 ოჯახია. საკირე სამ სოფლად ითვლება - საკირე, ტაძრისი და დგვარი. ერთი საკრებულო გვაქვს, ერთმანეთს მდინარე საკირულა გვყოფს. აქაურობა მთაგორიანია და სააგარაკოდ საუკეთესო. ძირითადად მესაქონლეობას და მეფრინველეობას ვეწევით.

უპირველესად, მინდა მშვიდობა გვქონდეს. მერე, რა თქმა უნდა, ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. როგორც ყველგან, უმუშევრობას ჩვენი სოფელიც განიცდის. ვინც აქ ვცხოვრობთ, ვცდილობთ, სოფელი გავამაგროთ.

ტაძრისი
მამა დიმიტრი გვიამბობს:

- 10 ივლისს, გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს, ტაძრისში სამეუფეო წირვა ჩატადა. სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ბევრ სხვა ნივთთან ერთად აღმოჩნდა თავის ქალა. ის ოქროსფერია და უთუოდ ღვთისმსახურისა, შესაძლებელია, რომელიმე წმინდანისაც კი იყოს. გვერდით არის მცირე ზომის წმინდა საბიანეს (გიორგი მთაწმინდელის მამიდა, რომელიც აქ მოღვაწეობდა, როცა დედათა მონასტერი იყო)სახელობის ტაძარი. იატაკის მოსწორებისას აღმოჩნდა უცნობის საფლავი. სავარაუდოა, რომ წმინდანის საფლავი იყოს, მაგრამ არქეოლოგიური კვლევა არ დასრულებულა.Aამ ტაძარს მეცნიერული კვლევა აუცილებლად სჭირდება. ჩვენ ვლოცულობთ, რომ მეტი გავიგოთ ამ ტაძრის შესახებ. უფლის წყალობა და კეთილი ნებაა საჭირო ამ საქმის გასაკეთებლად.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat