წავკისი
წავკისი
წმინდა გიორგის ნიში
წავკისის წმინდა გიორგის ნიში კერძო მოსახლის, ქოროღლიშვილის ეზოში დგას. ამ ოჯახის უხუცესი წევრი, 90 წლის ნინო მირველაშვილ-ქოროღლიშვილის გადმოცემით, ამ ადგილას სალოცავი მდგარა, რომელსაც იგი ღვთისმშობლის სახელით მოიხსენიებს, - გვიამბობს ქალბატონი მანანა ქუთათელაძე.

მის ბავშვობაში ეს ტერიტორია ტრიალი მინდორი ყოფილა და ამ ადგილას მდგარ, "ბრტყელი" აგურით ნაგებ სალოცავში "ადამიანი ადვილად იმართებოდა". საბჭოთა პერიოდში ეს ტერიტორია საძოვარი იყო, საქონელი ტაძარს ანგრევდა, მოსახლეობა აგურს შინ ეზიდებოდა.

1950-იან წლებში ეს ადგილი სამოსახლოდ მის ოჯახს გამოუყვეს, შემორჩენილი სალოცავის ნაშთებს ისინი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ძველი სალოცავის კვალი გაქრა. ქალბატონმა ნინომ და მისმა შვილებმა გადაწყვიტეს სალოცავის მოძიება. 1980-იან წლებში დიდი შრომის ფასად მოახერხეს ძველი სალოცავის ნაშთების მოძებნა. ასევე აღმოაჩინეს ძველი ქვევრები და წარწერიანი ქვა, რომელიც გვაუწყებს: "უძოს წმინდა გიორგის შავწირე.. ჩყნბ" ანუ 1852 წელს.

ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად ამ ადგილზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელმაც ჟამთა სვლას ვერ გაუძლო. შესაძლებელია მოსახლეობამ ვერ შეძლო ეკლესიის აღდგენა და მის ადგილას მხოლოდ ნიში ააგო.

ქართული საეკლესიო ტრადიციით ტაძრები ხშირად მაღალ, ძნელად მისადგომ ადგილებში შენდებოდა, სადაც მრევლი დღესასწაულებზე იყრიდა თავს. იმის გამო, რომ სნეულებს, ბავშვებსა და ხანშიშესულებს არ შეეძლოთ რთული გზის გავლა, მათთვის მთის ძირში შენდებოდა ამ ტაძრების სალოცავი ნიშები.

იმის გამო, რომ სალოცავი მდებარეობს კოჯრის უძოსკენ მიმავალ საკმაოდ რთულად სავალ უძველეს გზაზე, ამიტომ შესაძლებელია იგი უკვე უძოს წმინდა გიორგის ეკლესიის სახელზე ნიშის სახით აღედგინათ. ქალბატონ ნინოს ახსოვს, რომ ვისაც უძოზე სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეეძლო ასვლა, აქ ანთებდა სანთლებს და კლავდა შესაწირს.

ბოლო პერიოდში ქალბატონი ნინოს შვილიშვილებმა მთლიანად აღადგინეს ნიში. მათ აღმოსავლეთ კედლის ფასადზე ჩადგეს ძველი წარწერიანი ქვა და მის თავზე, ბებიის გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს. სოფელ წავკისის მოძღვარმა ახალაგებული ნიში წმინდა გიორგის სახელზე აკურთხა.

წმინდა გიორგის სამლოცველო ამჟამად ქოროღლიშვილების ეზოშია მოქცეული, მათი გადაწყვეტილებით, ნიშთან მისასვლელად გაიჭრება ახალი გზა და ყველა მლოცველი დაუბრკოლებლად შეძლებს მასთან მისვლას.

წავკისის თავშესაფარი და სულიერი მოძღვარი
შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ წავკისში საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარია. თავშესაფრის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი დავით ჯანაშვილი. თავშესაფარში მცხოვრებ დედებს და ბავშვებს ვესტუმრე.Aაქ ყველა ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას იზიარებს. ცხოვრობენ ერთმანეთის თანადგომით, ისე, როგორც ყველა ოჯახშია.

თავშესაფრის ისტორია 2004 წლიდან იწყება. ვიდრე წავკისში დაფუძნდებოდნენ, მანამდე თავშესაფარი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარეობდა. როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევა გახლდათ, რომ დაარსებულიყო დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და ამით ბავშვები და დედები ერთმანეთისთვის არ დაეცილებინათ. თავშესაფრის მიზანია, გვერდით დაუდგნენ შეჭირვებულ და უპოვარ ადამიანებს. აქ ცხოვრობენ დედები, ბავშვები, უპოვრები, რომლებსაც არ გააჩნიათ ელემენტარული თავშესაფარი, საარსებო პირობები. აქ მცხოვრები ბავშვების ნაწილი სკოლის ასაკისაა და წავკისის საშუალო სკოლაში სწავლობს... ვარსებობთ ღვთის წყალობით და შეწევნით, საპატრიარქოს დაფინანსებით, კეთილი ხალხის შემოწირულობებით. გვყავს მოძღვარი, წავკისის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა დავით მინდორაშვილი.

ბატონი დავით ჯანაშვილი:

- ასეთი კატეგორიის ადამიანები ჩვენთან საპატრიარქოს დახმარებით მოდიან. აქ არ არის ვინმესთვის გარკვეული პრივილეგია. როცა გვაქვს ადგილი და არის შეჭირვებული დედა ბავშვთან ერთად, თავშესაფარში ვიღებთ. გვაქვს ჩვენი შინაგანაწესი, რომელსაც ყველა ემორჩილება. ყველა ბენეფიციარს სამი თვით უფორმდება ხელშეკრულება. საპატრიარქოს წყალობით გვაქვს საკვები, გათბობა, თბილი წყალი. კომუნალურ გადასახადებსაც საპატრიარქო იხდის. ბავშვების ნაწილი სტუდიაში დადის. მონაწილეობენ ჩვენებაში. სწავლობენ ეთიკურ ქცევებს. მოზარდი სკოლას ამთავრებს და უკვე პრობლემაა მისი მდგომარეობა. კარგი იქნება, თუ საპატრიარქო და განათლების სამინისტრო ერთობლივად შექმნიან პროფესიულ სასწავლებლებს და ასეთ ბვშვებს ხელობას ასწავლიან, და დაასაქმებენ. მადლობა ღმერთს, აქ მცხოვრებნი მამა დავითის თანადგომით ეკლესიის წიაღში არიან. ბევრი მოექცა ღვთისკენ და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. სკოლაც გვერდით არის. თითოეულის უკან უზარმაზარი ტკივილი და სევდა იმალება.

ჩემი სურვილია, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც არ იარსებებს ასეთი თავშესაფრები.

დეკანოზი დავით მინდორაშვილი: - წავკისში 15 წელია ვმსახურობ. ბატონი დავითის სურვილი გახლდათ, რომ თავშესაფარში მცხოვრები დედები და ბავშვები ეკლესიის წაიღში ყოფილიყვნენ. მთხოვა მათი სულიერი ხელმძღვანეოლბა. თავიდან მართლაც ძალიან მძიმე სულიერი მდგომარეობა ჰქონდათ. ბავშვებს და მშობლებს ცხოვრებისეული ტრავმა აქვთ მიღებული. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, რომ სულიერი დახმარება გავუწიოთ. წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელზე პარაკლისს ვიხდი ხოლმე თავშესაფარში. ვცდილობ, ყოველ კვირას ვაზიარო ბავშვები. თუ კურთხევა აქვთ უფროსებიც ეზიარებიან. შეძლებისდაგვარად მარხულობენ კიდეც. ეკლესიასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. ბატონი დავითი ცდილობს ამ ადამიანების მატერიალური თუ ცხოვრებისეული პრობლემის მოგვარებას, ამხნევებს ხოლმე, ფსიქოლოგის ფუნქციასაც კისრულობს, მე კი მათ სულიერი საკვების მიწოდებას ვცდილობ. ღვთის წყალობით, ერთობლივად ვეხმარებით თავშესაფარში მყოფთ. ასეთი თავშესაფარი რომ არ იყოს, ალბათ, მათი უმეტესობა ქუჩაში იქნებოდა. იმას, რასაც იღებენ ეს ბავშვები თავშესაფარში, ეკლესიაში ყოფნით, ძალიან დაეხმარებათ ცხოვრებაში. ვცდილობ, ბოლომდე შევინარჩუნო ურთიერთობები ბავშვებთან და მშობლებთან. უპირველესად, მათ სითბო, სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ.

აქ ყველა პირობა აქვთ, მაგრამ საკუთარ ოჯახის წევრებთან ცხოვრება ყველას სურს. ყველა ბავშვი ნიჭიერია და უნდა შევძლოთ, ხელი შევუწყოთ და განვავითაროდ მათი შესაძლებლობები. იმედია, ისინი საზოგადოების ღირსეული წევრები გახდებიან. ეკლესია ყველანაირად ცდილობს გვერდით დაუდგეს შეჭირვებულებს. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. წმინდა კვირიკესა და ივლიტას შევთხოვთ მათ კარგად ყოფნას. ღვთის შეწევნა, წმინდა მოწამეების და ღვთის წყალობა არ მოკლებოდეს თითოეულ მათგანს.

წავკისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი.
მამა დავით მინდორაშვილი და თავშესაფრის ხელმძღვანელი ბატონი დავით ჯანაშვილი

კარგი იქნება, თუ მეტი იქნება ასეთი თავშესაფრები. საერთოდ რომ არ იყოს, ამას რა აჯობებს, მაგრამ რადგან არის, სჯობს მეტი იყოს. შეიძლება უფრო განვითარდეს მსგავსი თავშესაფარი, სასწავლო ცენტრიც დაფუძნდეს. მთავარია, ისინი დავარწმუნოთ, რომ მათთვის ცხოვრება გრძელდება. უფალი მოწყალეა, თუ ვიცხოვრებთ ღვთის მცნების დაცვით, სინანულით უფრო მეტი წყალობა გვექნება. უფალი უნუგეშოდ არავის ტოვებს.

- მამა დავით, ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ?

- ახალგაზრდობაში ეკლესიისგან ძალიან შორს ვიყავი. ღმერთმა მიმიყვანა წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში (ეს იყო 1989 წელი). პირველი აღსარება მამა ზურაბ ანთაძეს ჩავაბარე. მცირე ხანი შიომღვიმის მონასტერში დავყავი. ღვთის შეწევნით, სასულიერო აკადემია 1996 წელს დავამთავრე. სწავლის დროს სურვილი გამიჩნდა წმინდა მარინეს ტაძრის აღდგენისა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავიწყე წმინდა მარინეს ეკლესიაში ლოცვები, პარაკლისების ჩატარება, ტაძრის მოწესრიგება. 1996 წელს უწმინდესმა სიონის ტაძარში დიაკვნად მაკურთხა, 1997 წელს კი მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს წავკისის წმინდა მარინეს ეკლესიაში. ამავე წელს კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) აკურთხა ტაძრის ტრაპეზი.

ერთხანს წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში დიაკვნად ვმსახურობდი. პარალელურად მიმდინარეობდა წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. 50 წელზე მეტი ხანი არ ჩატარებულა აქ ღვთისმსახურება. ეკლესიაში დამხვდა წიგნები, ძველი შესამოსელი, საღვთისმსახურო ძველი ჭურჭელი, ტრაპეზის ჯვრები, ტრაპეზის სახარება, ძველი კანკელი, ხის ტრაპეზი. ეს ეკლესია, ისევე როგორც სხვა ეკლესიები, გამოიყენებოდა საწყობად. ტაძართან XX საუკუნის დასაწყისში ოთხკლასიანი სასწავლებელი ფუნქციონირებდა. 1971 წელს კი ეს ტაძარი შეაკეთა ცხონებულმა ქალბატონმა მარიამ გლოველმა, რომელიც შემდგომში უვლიდა კიდეც ტაძარს. ეკლესიის გარშემო ძველი საფლავებია, მათ შორის ღვთისმსახურების და მათი ოჯახის წევრებისაც.Eეკლესიის აღდგენაში მონაწილეობდნენ აქაურები. ძალიან დამეხმარნენ მეგობრები. წავკისის სკოლაში კვირაში ერთხელ ბავშვებს უტარდებათ საღვთო სჯულის გაკვეთილები. გვინდა დავაარსოთ სამრევლო სკოლა.

დღეს წავკისში სამი მოქმედი ეკლესიაა, გვსურს კვირაცხოვლის ტაძარშიც აღვადგინოთ ღვთისმსახურება.

მართლმადიდებლობა არის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია და მის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, ვერ გადარჩება. ღვთის მადლი სუფევს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ღვთის მადლი და წყალობა არ მოგკლდებოდეთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat