რუისი
რუისი
ისტორია
ხალხმრავალი სოფელია დღევანდელი რუისი - 7000-მდე კაცი ცხოვრობს. მთელ სოფელში მიმობნეული ტაძრები და ნანგრევები მის მდიდარ ისტორიულ წარსულზე მეტყველებს.

რუისში საეპისკოპოსო კათედრა საქართველოს გაქრისტიანების პირველი საუკუნეებიდანვე ყოფილა. 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე მროველი ეპისკოპოსიც გახლდათ მიწვეული.

რუისში დიდი მღვდელმთავრები მოღვაწეობდნენ, მათ შორის - ანტონი მროველი (IX-Xს.ს.), ლეონტი მროველი (XIს.). სოფელ თრეხში 1957 წელს აღმოჩენილ ქვაბებში იპოვეს ქვაჯვარი, რომელზეც ასეთი წარწერაა: "მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქვაბი ხატისათვის ღმრთეებისა და დღეს ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათვის ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობისა". ქვაჯვარი 1066 წელს გაუკეთებიათ.

რუისის სამღვდელმთავრო კათედრაზე მსხდარან გიორგი (XII-XIII ს.ს.), ტიმოთე (XII-XIII ს.ს.), გედეონი, ფილიპე თაქთაქიძე, დიონისე ლარაძე. იგი ერუშნელი ეპისკოპოსი ყოფილა (XVI საუკუნეში), მაგრამ ერუშეთის გამაჰმადიანების შემდეგ იქიდან გაქცეულა და რუისში ჩასულა, სადაც მროველობა უბოძებიათ. მრავალი სიწმინდე ჩაუტანია თან მეუფე დიონისეს. მათ შორის - შავ მთაზე დაწერილი XI საუკუნის სახარება და მოოქრული ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი. რუისში მას აღუდგენია ღვთისმშობლის ეკლესია, აუშენებია სამრეკლო.

XVI-XVII საუკუნეებში მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი გახლდათ. ეს ის დომენტი ავალიშვილია, მარაბდის ომში რომ იბრძოდა ერისკაცთა გვერდით. ბრძოლის დაწყების წინ, როცა წმინდა ბარძიმით ხელში ჯარის საზიარებლად მისულა, ლაშქარს უთქვამს, თუ მახვილს აიღებ დღეს ხელში, მაშინ ბრძანე, სხვამ გვაზიაროს, თუ არა და, უმჯობესია, წმინდა ძღვენი შენი ხელიდან მივიღოთო. მროველი ჩაფიქრებულა და მიუგია: "დღეს უნდა ვიბრძოლო არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქრისტეს მცნებებისა და სარწმუნოებისთვის... ავიღებ მახვილს და თქვენზე უწინ დავანთხევ სისხლსო". დალოცა მხედრობა და თვითონაც აბჯრით შეჭურვილი მეწინავე რაზმში ჩადგა...

მროველი მიტროპოლიტი ყოფილა ნიკოლოზ ორბელიშვილი (+1728 წ.), რომელსაც მრავალი სიწმინდე შეუწირავს რუისის ტაძრისთვის. მასვე განუახლებია 1728 წელს დიონისე ლარაძის მიერ ერუშეთიდან ჩამოტანილი ჯვარი ("ფრიად გახსნილი" იყო და "ვერცხლი მიუმატაო", ნათქვამია წყაროებში), ჯვარზე წარწერილია მეუფე ნიკოლოზის ანდერძი: "ვინც იხილვიდეთ, პირველად დიონისე მროველს მოიხსენებდეთ და შემდგომაც მეცა ღვთისთვის მომიხსენებდეთ".

1740 წელს ათანასე მროველს დომენტი კათოლიკოსისთვის ერთგულების წიგნი მიუცია. "ძველთაგან რუისის ღმრთაების საყდარსა მიტროპოლიტი არ კურთხეულიყო, საეფისკოპოზო იყო, და მოვედით და მიტროპოლიტობის კურთხევას დაგეაჯენით", - წერს მეუფე ათანასე. კათოლიკოსს მისთვის მიტროპოლიტობა უბოძებია და რუისის საყდარი "სამიტროპოლიტოდ გაუხდია", მადლიერ ათანასეს კი მორჩილების ფიცი დაუდვია.

1748 წელს გამართულ საეკლესიო კრებაში მონაწილეობა მიუღია იოსებს, ეპისკოპოსს "რუისისა და სრულიად ქართლისა".

მროველი გახლდათ ნიკოლოზ ხერხეულიძეც, რომელიც 1741 წელს კათოლიკოსად აკურთხეს. 1752 წელს, როცა თეიმურაზმა და ერეკლემ ტფილელი მიტროპოლიტი ათანასე რუსეთში ელჩად მიავლინეს, მას თავისი სამწყსო ქრისტეფორე მროველისთვის ჩაუბარებია: "საყდრისა მამულთ შემოსავალი თუ საყდრით და ან სამწყსოთი - ყველა შენ დაგიგდე და მოგაბარეო", - წერს იგი.

1768 წელს მროველ მიტროპოლიტს გერმანე წინამძღვრიშვილს რუისის საყდრისთვის ფერისცვალების საკითხავი შეუწირავს.

1775 წელს მროველ ეპისკოპოსად იონა გედევანიშვილი უკურთხებიათ.

1781 წელს მროველ მიტროპოლიტს ნიკოლოზ ყიფიანის ძეს რუისის ეკლესიისთვის კანკელი შეუწირავს, ხოლო 1803 წელს მროველ მიტროპოლიტს იუსტინე მაღალაშვილს - ზარი.

ამ წმინდა მღვდელმთავართა ღირსეული მემკვიდრეა მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), რუისისა და ურბნისის ეპარქიის დღევანდელი მმართველი. მისი ლოცვა-კურთხევით ამ ეპარქიაში უკვე ოცდაათი მონასტერი ამოქმედდა, ხოლო სამოცდაცხრა მოქმედ ტაძარში ოთხმოცზე მეტი ღვთისმსახური მოღვაწეობს.

ლეგენდა
სოფელი რუისი უმთავრესად იმით არის ცნობილი, რომ მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში მასა და სოფელ ურბნისს შორის წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მოწვევით დიდი საეკლესიო კრება გაიმართა. როგორც მატიანე მოგვითხრობს, კრებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ყველა "ცთომა განმარტა" და "კეთილი და საღმრთო წესი ყოველი დაამტკიცა". კრების ადგილი და დრო თვით დავით მეფეს შეურჩევია.

რაღა მაინცდამაინც რუისისა და ურბნისის სანახები აირჩია მეფემ?

ამ კითხვაზე რუისელები ასე გიპასუხებენ: როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში თურქ-სელჯუკები ბატონობდნენ, თბილისს არაბი ამირა მართავდა, კახეთი გამდგარი იყო, ხოლო სამეფოს დასავლეთ საზღვარი მცირე ლიხის მთა გახლდათ, მაშინ რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1072 წელს გიორგი II რუისის ღვთაების ეკლესიაში აკურთხეს მეფედ და აქედანვე მართავდა საქართველოს. მისი ძე, 1073 წელს დაბადებული პატარა დავითიც (შემდგომში აღმაშენებლად წოდებული), რუისმა შეიფარა. მტერი ყველაფერს იღონებდა, რომ მეფეს მემკვიდრე არ დარჩენოდა, ამიტომ უფლისწულს რუისელები მალულად ზრდიდნენ.

ამ ხალხური თქმულების დასტურად ალბათ ერთი ძველი წერილიც გამოდგება. იგი 1885 წლის მაისში გამოაქვეყნა გაზეთმა "დროებამ". მასალა ეძღვნება წარმოშობით რუისელი კონსტანტინე მამაცაშვილის ნადიმს, რომელიც თბილისში გაიმართა. ნადიმზე სიტყვა წარმოუთქვამს ვახტანგ ორბელიანს, რომელსაც წმინდა ილია მართალი უწოდებს საქართველოს წარსულის დიდ მცოდნეს, კაცს, რომელსაც უყვარდა გარდასულ დროთა გახსენება, იმიტომ, რომ მასში "ბრწყინავდნენ დიდნი გმირნი, დიდნი მამულიშვილნი".

აი რა უთქვამს ვახტანგ ორბელიანს: "ბატონებო! კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი... არ არის მამაცაშვილების გვარში პირველი, რომელმაც არ დაზოგა ღვაწლი და შრომა და შესწირა თავისი სიმთელე თვის მემამულეს ძეთ. მამაცაშვილების გვარი არის დიდად ძველი და ისტორიული გვარი. ამ გრძელს ჩემს ცხოვრებაში მიცვნია, ვინც ყოფილან მამაცაშვილები და ზოგნი მათგანი მიცვნია ახლოდ - ყველანი ყოფილან სიქველის და კეთილშობილურის გრძნობით აღსავსენი; და თუ მოვიგონებთ ძველთა დროთ და ძველთა საუკუნეთ, მაშინ თვალწინ წარმოგვიდგება მამაცაშვილების გვარში დიდი ისტორიული ფაქტი. როდესაც ორასი წლის არაბთ მფლობელობის ქვეშ საქართველო იყო დანგრეული და უკანასკნელს განწირულებაში, მაშინ რუისში, მამაცაშვილების უბრალო ქოხში, არაბთაგან უცნობად, მიმალულად იზრდებოდა ერთი ბალღი; მამაცაშვილებმა გაზარდეს ის ბალღი, შთაუბეჭდეს თავიანთი მხურვალე სიყვარული მამულისა და ქრისტეს სარწმუნოების გრძნობა, თავიანთი მამაცობა და ქველობა; რაკი სიჭაბუკეში შევიდა, ის ბალღი გაიყვანეს ჩერქეზეთში, გარს შემოახვიეს მთელი ჩერქეზნი, ოსნი და მთლად შუა კავკაზის ხალხნი, იმ დიდის ლაშქრით და მამაცაშვილების წინამძღოლობით მომართა იმ ჭაბუკმა საქართველოს, დაეცა არაბებს, დაამარცხა პირველს ბრძოლაშივე. მამაცაშვილებმა აღძრეს მთელი საქართველო, ჭაბუკი მიესია არაბებს, განდევნა იგინი საქართველოდამ და საქართველო გაათავისუფლა, ახლად აღადგინა. ის ბალღი, რომელიც გაზარდეს მამაცაშვილებმა თავის ქოხში, იყო დიდი დავით აღმაშენებელი. ღვთის მადლი იყო, რომ არაბებმა ვერ შეიტყვეს, ვისა ზრდიდნენ მამაცაშვილები თავის ქოხში; თუ შეეტყოთ, აღარ იქნებოდნენ აღარც აღმაშენებელი და არც მამაცაშვილები".

ალბათ, ამიტომაც უყვარდა წმინდა დავითს ასე სოფელი რუისი.

რუისელები
ამ სოფელს ბევრი ღირსეული მამულიშვილი უშვია: მამაცაშვილები, კლიმიაშვილები, ეგნატაშვილები... ქრისტეფორე და კონსტანტინე მამაცაშვილებზე შემდგომში გვსურს ვრცლად მოგითხროთ, ამიტომ ამჯერად მათზე სიტყვას აღარ შევაჩერებთ; საინტერესო პიროვნება გახლდათ იოსებ ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილიც, რომლის სახლში გამართულ საღამოებზე ჩაისახა იდეა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნისა. რუისელი გახლდათ კონსტანტინე აფხაზის თანამებრძოლი ლევან კლიმიაშვილი, რომელიც ბოლშევიკებმა სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ქართველ გმირებს ქაშუეთის ეკლესიაში პანაშვიდს უხდიდნენ, ლევანის დედამ სოფიო ზაალიშვილმა ჭირისუფლებს მიმართა: "ნუ სტირით, ჩვენ გმირები გავზარდეთ... მოვა დრო და ჯალათები თავისას მიიღებენ... ღმერთი არ მიატოვებს ჩვენს საქართველოს, ტყუილად არ დაღვრილა ჩვენი შვილების სისხლიო".

ფანიაშვილები
1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკების ტერორი გამძაფრდა. ცნობილი გვარის ხალხს ერთიანად სპობდნენ. რუისელებმა მამაცაშვილები და კლიმიაშვილები ამოწყვეტას გადაარჩინეს, მაგრამ ფანიაშვილები ვეღარ დაუფარავთ. 96 კაცი დაუხვრეტიათ ამ გვარიდან... ტრაგედიის გადარჩენილ მოწმეს, ზურაბ ფანიაშვილს, თავისი თავგადასავალი ბატონი ლადო ბუზიაშვილისთვის უამბია, რომელმაც, თავის მხრივ, ეს ამბავი საკუთარ წიგნში ჩართო. ძალზე შთამბეჭდავია ეს მონათხრობი: "დავიბადე 1913 წელს სოფელ რუისში. მონათლული ვარ ურბნისის საკათედრო ტაძარში, ჩემი მშობლები - მამა ბაადურ ფანიაშვილი და დედა ანიკო იშხნელი, ჩემი სამი დედმამიშვილი და მე ვცხოვრობდით ჩვეულებრივი ცხოვრებით, შევხაროდით სიცოცხლეს, ვიზრდებოდით ქრისტიანულად, მართლმადიდებელი რწმენით, რაშიც ჩემი ბიძა, დეიდაჩემის მეუღლე, რუისის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მღვდელი დავით სალარიძე გვეხმარებოდა". 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ "ერთხელ სოფელზე თვითმფრინავმა გადმოიფრინა და პროკლამაციები გადმოყარა, სადაც ეწერა, "რკინის ცოცხით აჰგავეთ თავად-აზნაურებიო". ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენს საგვარეულო ეკლესიაში, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა. მამა დავითმა დაგვამშვიდა და დაგვაიმედა, რომ გონიერება გაიმარჯვებდა. თანაც იმედი გვქონდა ჩვენი გლეხობისა, რადგანაც გაჭირვების ჟამს ყოველთვის მხარში ვედექით და გვეგონა, არც ისინი მიგვატოვებდნენ, მაგრამ გადარეულ ბრბოს წინ ვერავინ დაუდგა"... მათ ყაჩაღი, ვინმე ვახშამა მეთაურობდა. ბოლშევიკებს შემოურიგებიათ და მისთვის საგანგებო დამსჯელი რაზმის მეთაურობა დაუვალებიათ. მასაც გარს შემოუკრებია სხვადასხვა ეროვნების თავისნაირი ავაზაკები, რომელთაც სისასტიკით მთელ მაზრაში გაითქვეს სახელი. "მღვდელი სალარიძე გამოგვესარჩლა, მაგრამ ვერც მან შეაჩერა კაციჭამიები. წაგვიყვანეს... ჯერ თითქოსდა ურბნისის ტაძარში უნდა შევეკრიბეთ, შემდგომ გადაიფიქრეს და გორისკენ წაგვიყვანეს. გზაში მრავალჯერ შეგვაჩერეს, გვთვლიდნენ; როგორც შემდეგ გაირკვა, დაღამებას ელოდნენ. მიგვიყვანეს ერთ ხევთან, სადაც პატარა ნაკადული მოედინებოდა... ჩაგვამწკრივეს. უფროსებმა უმცროსები უკან მოგვაქციეს. ვახშამამ რაღაც უჩურჩულა გვარდიელებს. იმწამსვე მოგვცვივდნენ და წინ დაგვაყენეს. დედებმა ტირილი ატეხეს: ჯერ ჩვენ დაგვხოცეთ, ჩვენი შვილების სიკვდილს ნუ გვაყურებინებთო, მაგრამ სულგაყიდულებს სინდისის ძაფი გაწყვეტილი ჰქონდათ. მეთაურის ნიშანზე მოცელილებივით დავეცით. გასროლისას ჩვენთან სტუმრად მყოფი მამიდა თინათინი გადამეფარა და მის ტანში გავლილი ტყვია მე მომხვდა. თითქმის ყველა უსულოდ ეყარა მიწაზე, შემდეგ მეორე, მესამე გასროლა და ფეხზე აღარავინ იდგა. ვახშამამ ბრძანა, შეემოწმებინათ, რომ ცოცხალი არავინ დარჩენილიყო. გვარდიელებმა არ დააყოვნეს და დაგვესივნენ ხანჯლებით, ხიშტებით. ოცდასამი ჭრილობა მივიღე, აქედან ხუთი - თავზე (ყელზეც ეტყობა ნაჭრილობევიო, ბრძანებს ბატონი ლადო ბუზიაშვილი - კ.კ.). შემდეგ ჩაგვყარეს ხევში და მიწა მოგვაყარეს. მოხდა სასწაული: იმ 96 დამარხულს შორის მე გადავრჩი და ერთი ქალბატონი. თითქოსდა ცხადად ვხედავდი, იმ სამი დღის განმავლობაში, სანამ დამარხული ვიყავი, როგორ იბრძოდნენ ეშმა და ანგელოზები, ერთნი - ჩემს დასაღუპავად, მეორენი კი გადასარჩენად. ანელოზები შთამაგონებდნენ გავმაგრებულიყავი. თრითინამ (დედოფალამ) გატეხილი თავიდან სახეზე ჩამოსული სისხლი მომწმინდა, ჩემი პირიდან მიწის პირამდე ხვრელი გაიყვანა, რათა მესუნთქა. ანგელოზები მანუგეშებდნენ და მაძალებდნენ, მეყვირა, მაგრამ მე ყვირილი არ შემეძლო და ვდუმდი. გამომეცხადა ქალი, რომელიც ჩემს გადაცვლილ დედას მივამსგავსე. ის მანუგეშებდა და მთხოვდა, მეხმაურა, რათა ზემოთ გაეგოთ ჩემი არსებობა..." იმ ტრაგედიის ადგილას თურმე ხალხი მიდიოდა, ტიროდნენ, ყვავილებს აწყობდნენ. ამ დროს მიწიდან ხმა მოესმათ. "არიქა, ჩქარა, მგონი, ცოცხლები არიანო", - და სასწრაფოდ გაუთხრიათ მიწა, მაგრამ ცოცხალი მხოლოდ პატარა ზურაბი ყოფილა. ბიჭი გორში გადაუყვანიათ. ბიძამისს, სიკო იშხნელს, სამხედრო ექიმს, ბავშვი ჰოსპიტალში დაუწვენია. ზურაბისთვის ოპერაცია გაუკეთებია პარიზიდან თბილისში იმ დროს ჩამოსულ ექიმს. ბიჭი გადარჩა, გაიზარდა, ოჯახი შექმნა. მისი შვილი გახლდათ ცნობილი პიანისტი, აწ განსვენებული ქალბატონი მედეა ფანიაშვილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat