წავკისი
წავკისი
დედაქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლების ისტორიას კიდევ ერთხელ ვკითხულობ და მიმძაფრდება სურვილი, მოვინახულო და წარსულთან ერთად მათი თანამედროვე ცხოვრებაც გავაცნო "კარიბჭის" მკითხველს.

ამჯერად სოფელ წავკისზე გიამბობთ და იქაურ უძველეს ტაძრებს გაგაცნობთ.

დეკანოზი დავით მინდორაშვილი უკვე წლებია, წავკისში მსახურობს. მისი ღვაწლითა და კეთილი ადამიანების ხელშეწყობით აღდგა და დამშვენდა უძველესი ტაძრები. წავკისის უფრო საფუძვლიანად გასაცნობად უმჯობესია, ქალბატონ მანანა ქუთათელაძეს მოვუსმინოთ. ქალბატონი მანანა ამ სოფლის რძალი გახლავთ, პროფესიით ფილოლოგია. თბილისის შემოგარენის სოფლების, იქაური ტაძრების შესახებ საფუძვლიანი მასალები არქივებში მოიძია და წიგნის გამოცემას აპირებს.

როგორც ქალბატონმა მანანამ მიამბო, წავკისი პირველად "ქართლის ცხოვრებაში" იხსენიება. წავკისთან დაკავშირებით მოსახლეობაში რამდენიმე ლეგენდაა შემორჩენილი: სოფელი წავკისი ადრე უფრო ქვევით, ოქროყანასთან მდებარეობდა. იქ დღემდე არის ნანგრევებად შემორჩენილიNნასახლარები. მტრის შემოსევებს, ჩანს, სოფელი ზემოთ გაექცა - თბილისს მტერი რომ არბევდა, მასთან ერთად მის შემოგარენსაც ანადგურებდა. მემატიანე ბერი ეგნატაშვილი "ქართლის ცხოვრებაში" გვამცნობს, რომ როსტომ მეფის დედა წავკისელი ქალი იყო. გადმოცემით ვიცით, რომ წმინდა მარინეს ეკლესიაში თითქოს გიორგი სააკაძემ ჯვარი დაიწერა.

სოფელი წავკისი ხელიდან ხელში გადადიოდა. ბოლო აღწერით, საბარათიანოში შედიოდა - მელიტონ ბარათაშვილის საკუთრება გახლდათ. წერილობითი წყაროებით, ის ციციშვილებს ეკუთვნოდათ რუსეთის იმპერიის შემოსვლამდე.

როგორც მამა დავით მინდორაშვილმა მითხრა, მღვდელი წყნეთიდან ფეხით დადიოდა წავკისში. ამ ერთ სოფელში ორი სამრევლო სკოლა ფუნქციონირებდა. საკმაოდ ძლიერი რელიგიური ცენტრი იყო წავკისი. მამა დავითს შემორჩენილი აქვს წმინდა მარინეს ეკლესიის პასპორტი, რაც ძალიან იშვიათობაა. ჩემდა გასაოცრად, წავკისზე იყო მიწერილი სოფელი კიკეთი, დიდება, ელფია, კოჯორში შემავალი ტაძრები, ტაბახმელის ტაძრები. კოჯრის უძოს წმინდა გიორგის ეკლესია მიწერილი იყო წავკისის წმინდა მარინეს ეკლესიაზე. სოფელში დღეს სამი ეკლესიაა, ყველას ძირი ქართულია. ოდითგან სოფლის მოსახლეობა უვლის და პატრონობს ტაძრებს. თურმე წმინდა მარინეს ეკლესიის გარშემო დასახლებულა ვეტცელის გვარის გერმანელი, რომელსაც იქვე ჟოლოს ბაღები გაუშენებია. წავკისელი იყო ერეკლეს დროის სახალხო გმირი თინა წავკისელი, მამაცი, სოფლის პატრონი და გულისხმამყოფელი. თინას ქმარიც მამაცი მებრძოლი ყოფილა, ბრძოლის ველზე დაღუპულა და ბოლნისის სიონში დაუკრძალავთ. კრწანისის ომში თინაც დაღუპულა. მისი სამი ვაჟი ერეკლეს კარზე გაზრდილა.

***
წმინდა მარინეს ეკლესიასთან მდგარი სამსართულიანი კოშკის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი. ლეკიანობისას სოფელი ამ ქონგურებიან და რკინის კარებიან კოშკში იხიზნებოდა ხოლმე.

წავკისში დღეს ამდენი ეკლესია რომ ფუნქციონირებს, ეს მამა დავით მინდორაშვილის დამსახურებაა. მამა დავითმა მოღვაწობა დაიწყო კოჯრიდან. აღადგინა უძოს წმინდა გიორგის ტაძარი, ტაბახმელას ნიშები, სოფლის ახალგაზრდობასთან და თავის შვილებთან ერთად ხელებდაკაპიწებული შრომობდა.

ყველაზე ძველი ტაძარია წმინდა მოციქული თომას, კვირაცხოვლის ტაძარი. ეს ტაძარი შუაზე იყო გახლეჩილი. მოუვლელობით ბალახი მორეოდა. უსახურავო, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. ახლა გადაიხურა, ძალიან ლამაზი, ხელით მოჩუქურთმებული კარით დამშვენდა, მოპერანგდა. სოფელში დგას წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც წავკისში მარიამის სახელით არის ცნობილი, ასევეა წმინდა მარინესა და წმინდა ნინოს ეკლესიები, წმინდა გიორგის ნიში. წავკისის ტაძრებზე გთავაზობთ ქალბატონი მანანა ქუთათელაძის მიერ მოძიებულ მასალებს.

წმინდა მარინეს ეკლესია
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად, სოფლის შუაგულში, მდებარეობს წმინდა მარინეს ეკლესია. იგი აგებულია ერეკლე II-ის მეფობაში, XVIII საუკუნეში.

ის აგარების რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წავკისსა და მის ახლომახლო მრავლად იყო ძველი ტაძრები, მაგრამ ამ ეკლესიის საეკლესიო წიგნში წავკისის მოსახლეობასთან ერთად, ასევე ტაბახმელის, კოჯრის, დიდების, კიკეთის მრევლია ჩამოთვლილი, ანუ ამ სოფლების მრევლი წმინდა მარინეს ეკლესიაზე ყოფილა მიწერილი.

საბჭოთა პერიოდში წმინდა მარინეს ეკლესიაშიც აიკრძალა ღვთისმსახურება. ეკლესიის ზარები II მსოფლიო ომის დროს ჩამოხსნეს და ტყვია-წამლისათვის გადაადნეს. მიუხედავად საბჭოთა რეჟიმისა, ეკლესია უყურადღებოდ არ დარჩენილა. 1956 წელს ის წავკისის მკვიდრმა ეკ. გვარაძემ შეაკეთა. წლების მანძილზე ტაძარს უვლიდა სოფლის მკვიდრი ბაბუცა ბეჟიაშვილი. 1971 წელს, მარგო გლოველის თაოსნობით, ტაძრის შენობა ხელახლა შეაკეთეს, ამის შესახებ გვამცნობს დასავლეთ კედელში ჩადგმული ფილა. მისივე მზრუნველობით განადგურებას გადაურჩა ტაძარში შემორჩენილი საღვთისმსახურო წიგნები და საეკლესიო ნივთები.

წმინდა მარინეს ეკლესიაში დაცული 1912 წლის "ეკლესიის უწყისში" ვკითხულობთ: "უცნობია, თუ როდის და ვის მიერ არის აშენებული. ეკლესია ქვით ნაშენია და მყარია. სამრეკლო მოწყობილია ეკლესიის დასავლეთ კედელში. ეკლესიაში მსახურობს ერთი მღვდელი და ერთი მეფსალმუნე". აქვეა ნათქვამი, რომ ეკლესიას გააჩნია ორი ათეული სახნავი მიწა, რომ მრევლის შემოწირულობით 1880 წელს აშენებულია სახლი მღვდელმსახურთათვის, რომ წავკისის წმინდა მარინეს ეკლესიაზე მიწერილი ყოფილა ტაბახმელის ღვთისმშობლისა და კიკეთის წმინდა გიორგის ეკლესიები. ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიაში 1818 წლიდან "მეტრიკები" ინახება. ეკლესიასთან არსებობს სამრევლო სკოლა, რომელიც გაიხსნა 1899 წელს და სკოლის მასწავლებლად განმწესებულია ვერა ბარნაბოვა (ბარნაბიშვილი). სკოლას თავისი შენობა გააჩნია და მასში სწავლობს 38 მოსწავლე, აქედან 15 ვაჟი და 23 გოგონა. უწყისს ხელს აწერს მღვდელი სიმეონ მჭედლიშვილი.

1997 წლიდან უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წავკისის წმინდა მარინეს ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურება. ტაძარი აკურთხა ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). მამა დავით მინდორაშვილის ძალისხმევით ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაუკეთდა გალავანი, კეთილმოეწყო ეზო. 2000 წლის 17 ივლისს, დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს, უწმინდესმა ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ამ დღიდან დაწესდა სოფლის დღესასწაული - წავკისობა.

ეკლესიაში ახალდაწერილ ხატებთან ერთად დაბრძანებულია XIX საუკუნის ხატებიც. ტაძარი შიგნიდან მოიხატა. დაიდგა ახალი ხის კანკელი. დასავლეთ შესასვლელში დაიკიდა ვაზის ჩუქურთმიანი ლამაზი კარი და მის თავზე ჩაიდგა წმინდა მარინეს ხატი. ეზოში შემორჩენილია სამღვდელო პირთა ძველი საფლავის ქვები. შესასვლელის თავზე ჩადგმულია წმინდა მარინეს ხატი.

არქიტექტორ რეზო ჯანაშიას მიერ შედგენილია ტაძრის რესტავრაციის ახალი პროექტი, რომელიც, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ კეთდება.

წმინდა გიორგის ნიში
წმინდა გიორგის ნიში კერძო მოსახლის, ქოროღლიშვილების ეზოში დგას. ამ ოჯახის უხუცესი წევრი, 90 წლის ნინო მირველაშვილ-ქოროღლიშვილი სალოცავს ღვთისმშობლის სახელით მოიხსენიებს.

მის ბავშვობაში ეს ტერიტორია ტრიალი მინდორი ყოფილა. ამ ადგილას მდგარ "ბრტყელი" აგურით ნაგებ სალოცავში "ადამიანი ადვილად იმართებოდა". საბჭოთა პერიოდში აქ საძოვარი იყო, საქონელი ტაძარს ანგრევდა და მოსახლეობას აგური გაჰქონდა.

1950-იან წლებში ეს ტერიტორია სამოსახლოდ გამოუყვეს მის ოჯახს, შემორჩენილი სალოცავის ნაშთებს ისინი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ძველი სალოცავის კვალი მთლიანად გაქრა. ქალბატონმა ნინომ და მისმა შვილებმა გადაწყვიტეს სალოცავის მოძიება. 1980-იან წლებში დაიწყეს საძიებო სამუშაოები და დიდი შრომის ფასად მოახერხეს ძველი სალოცავის ნაშთების მოძებნა. ასევე აღმოაჩინეს ძველი ქვევრები და წარწერიანი ქვა, რომელიც გვაუწყებს: "უძოს წმინდა გიორგს შავწირე.. ჩყნბ" ანუ 1852 წელს.

ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად ამ ადგილზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელმაც ჟამთა სვლას ვერ გაუძლო. შესაძლებელია, მოსახლეობამ ვერ შეძლო ეკლესიის აღდგენა და მის ადგილას მხოლოდ ნიშის აგება მოახერხა.

ქართული საეკლესიო ტრადიციით, ტაძრები ხშირად მაღალ, ძნელად მისადგომ ადგილებში შენდებოდა, სადაც მრევლი დღესასწაულებზე იყრიდა თავს. იმის გამო, რომ სნეულებს, ბავშვებსა და ხანშიშესულებს არ შეეძლოთ რთული გზის გავლა, მთის ძირში შენდებოდა ამ ტაძრების სალოცავი ნიშები, სადაც ისინი იოლად ახერხებდნენ მისვლას.

იმის გამო, რომ სალოცავი მდებარეობს კოჯრის, უძოსკენ მიმავალ საკმაოდ რთულად სავალ უძველეს გზაზე, ამიტომ შესაძლებელია, იგი უკვე უძოს წმინდა გიორგის ეკლესიის სახელზე ნიშის სახით აღედგინათ. ქალბატონ ნინოს ახსოვს, რომ ვისაც უძოზე სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეეძლო ასვლა, აქ ანთებდა სანთლებს და კლავდა შესაწირს.

ბოლო პერიოდში ქალბატონი ნინოს შვილიშვილებმა მთლიანად აღადგინეს ნიში. მათ აღმოსავლეთ კედლის ფასადზე ჩადგეს ძველი წარწერიანი ქვა და მის თავზე, ბებიის გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს. სოფელ წავკისის მოძღვარმა ახალაგებული ნიში წმინდა გიორგის სახელზე აკურთხა.

წმინდა გიორგის სამლოცველო ამჟამად ქოროღლიშვილების ოჯახის ეზოშია მოქცეული, მათი გადაწყვეტილებით, ნიშთან მისასვლელად გაიჭრება ახალი გზა და ყველა მლოცველი დაუბრკოლებლად შეძლებს მასთან მისვლას და მოლოცვას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat