დიღომი
დიღომი
მდინარე დიღმურას მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ვაშლაჯვრის დასავლეთით, ბორცვზე, მაღალი ქედის ფერდზე დგას ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეებს განეკუთვნება. სახელწოდება "ონადირს" ხალხი უკავშირებს იმ ისტორიულ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც, სანადიროდ გამოსულმა ქართლის მეფე ფარნავაზმა (ძვ. წ. ა. III ს) გამოქვაბულში განძს მიაგნო (ქართლის ცხოვრება, ტ. I). ონადირის ტერიტორიაზე გაშენებული იყო დიდი სამეფო და შემდეგში საბატონო ზვრები, ამ ადგილებში გაშენდა დიდი დასახლება, რომელიც ამჟამად "ვაშლაჯვრის" ტოპონიმით არის ცნობილი.

ონადირის წმინდა გიორგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. ამჟამად იგი თითქმის მთლიანად არის დანგრეული, შემორჩენილია მხოლოდ კედლები. საკურთხეველში ერთი სარკმელია. ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილია ნიშის კვალი.

სოფელ დიღომშია ასევე თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მდინარე დიღმურის მარჯვენა ნაპირზე, ბექობზე მდებარეობს. თავიდან ეს თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია უფრო ქვემოთ ყოფილა აგებული და მტრის შემოსევებს აღუგვია პირისაგან მიწისა. ამჟამად იმ ადგილზე მხოლოდ პატარა ნიშია მოწყობილი. აქ კარგად ჩანს ძველი ეკლესიის ფუძე. ამჟამინდელი თეთრი გიორგის ეკლესია ააშენა XIX საუკუნეში მოღვაწე ზაქარია სარაჯიშვილმა.

ხეობაში განლაგებული ეკლესიები თეთრაანის ეკლესია
ნასოფლარი თეთრაანი, ანუ როგორც ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენიებს: "სოფელი თეთრაძე", მდებარეობს დიღმის ხევის მარცხენა ნაპირზე, დიღმის სარწყავი არხის სათავესთან, აქვეა თეთრაანის ეკლესიის ნანგრევი, რომლის სახელწოდებაც ჩვენთვის უცნობია. ეკლესია დიღმის ხევში მდებარეობს. ეკლესია კლდის ფლეთილი ქვითა და კირის ხსნარით ყოფილა ნაგები. ძეგლის დათარიღება ძნელდება, მაგრამ მეცნიერთა ვარაუდით, ეკლესია გვიანი შუასაუკუნეების დასაწყისს უნდა განეკუთვნებოდეს.


სოფელ დიღმის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის სამრეკლო

ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ამ სოფელში უცხოვრიათ თეთრაშვილებსა და თოფჩიშვილებს, რასაც მოწმობს ბოლო დრომდე შემონახული იმათი ადგილ-მამულები. ეს გვარები, მაგალითად, თეთრაძეები, ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, XV საუკუნეში უკვე ადგილობრივ მკვიდრებად გვხვდებიან, ხოლო თოფჩიშვილების გვარი აქ XVII საუკუნიდან ჩანს.

კორათხევის წმინდა გიორგის სალოცავი
ნასოფლარი კორათხევი დიღმის ხეობის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. იგი დიდგორუკანა სოფლებში შედიოდა. ნასოფლარი გარშემორტყმულია მაღალი მთებით, იგი გამოირჩევა ჰაერით და ცივი წყლებით. აქ მრავლად მოჩანს ნაგებობათა ნაშთები. ამ პატარა ხეობაში დიდი სამონასტრო საქმიანობა უნდა ყოფილიყო გაშლილი, რასაც მოწმობს სოფლის ნაგებობების კვალი, რომელიც ტყითაა დაფარული, აქვეა დიდი გალავნის კვალი. როგორც ჩანს, სოფელი გაყოფილი იყო გალავანს გარეთა და გალავანს შიგნითა მოსახლეობად. თავად კორათხევის სალოცავი ბექობზეა და არცთუ ისე ხშირი ტყე ჰფარავს. იგი მდებარეობს "მილიონას მთის" ძირში. დღეისათვის შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესიის ნაშთი, როგორც ირკვევა, იგი წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა და, მეცნიერთა ვარაუდით, XI-XII საუკუნეში უნდა აეშენებინათ. ნაეკლესიარის გარშემო სხვადასხვა ნაგებობის კვალის გარდა ჩანს ძველი სამარხებიც. აქვეა ახალი, ჩამოსახლებული მთიულ-გუდამაყრელი მოსახლეობის სასაფლაო. ახლანდელი სამლოცველო სწორედ ჩამოსახლებულმა მთიულობამ მოაწყო. ამ ადგილას თავიანთი ნიში ჩამოიტანეს და სასანთლე ააგეს, აქვე ჰკიდია ზარი, რომელიც მათივე ჩამოტანილია თავიანთი ძირძველი სალოცავიდან.

მაჩხაანის წმინდა გიორგი
დიღმურას მარცხენა ნაპირზე, იქ სადაც უძველესი სოფელი მაჩხაანი იყო, ბექობზე გვხვდება წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. ტაძარი ნაგებია შირიმის ქვით. ეკლესიის შესასვლელის თავზე მოთავსებულ დიდ ქვაზე ამოკვეთილია წარწერა. ტექსტში ქართულ ასომთავრულ ასოებთან ერთად, შერეულია არაბული დამწერლობაც. წარწერის გვერდით ამოკვეთილია ჯვარი. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი წარწერა. წარწერის შინაარსი ასეთია: "ქ. სახელითა ღმრთისათა, მეოხებითა წმიდის თევდორესითა ადიდენ ღმერთმან ქართლის ამირაისა ბედ თა. აეშენა ესე საყდარი ჰომად კიტრისძისაობასა, უფალო შეუდვენ ცოდვანი". სარკმელთან მოთავსებული წარწერის თავზე, ერთ ქვაში გამოკვეთილია ხელის მტევანი და ჩარჩოში ჩამჯდარი ჯვარი. წარწერის თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს არაბთა ბატონობის ხანაში.

ეკლესიის გარშემო ნასოფლარია, აქ გაშენებული იყო სოფელი მაჩხაანი, რომელიც, ძველი ისტორიული საბუთების მიხედვით, მცხეთის მონასტერს ეკუთვნოდა.

სოფლის ცნობილი ადამიანები
ავქსენტი ცაგარელი, ცნობილი დრამატურგი, სოფლის მღვდლის ანტონ ცაგარელის ოჯახში დაიბადა. ცაგარლები წარმოშობით იმერეთიდან იყვნენ. ცაგარლების მოსვლის ისტორია სოფელ დიღომში XIX საუკუნიდან მოდის, - ვკითხულობთ ავთანდილ სონღულაშვილის წიგნში "სოფელი დიღომი - სუკუნეთა კვლადაკვალ". 1810 წელს ქუთაისის გარნიზონმა იმერეთის მეფე სოლომონ II გადაყენებულად გამოაცხადა.

მეფის რუსეთის მმართველობამ ძალით დაიკავა იმერეთი და სამშობლოდან ლტოლვილი სოლომონ II დაატყვევა. უმაღლესი განაჩენის გამოსატანად თბილისში ჩამოყვანილ სოლომონს, სხვა დიდებულებთან ერთად ხლებია სამეფო კარის ეკლესიის მოძღვარი ერთგული ყმა თომა ცაგარელი. როგორც ირკვევა, სოლომონ II-ის ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ, თომა ცაგარელი ქართლში დარჩენილა და დიღომში დასახლებულა, აქ იგი წმინდა მარინეს ეკლესიის მღვდლად უკურთხებიათ. თომას გარდაცვალების შემდეგ მღვდლად ავქსენტი ცაგარელის მამა ანტონი უკურთხებიათ. ავქსენტისა და მისი და-ძმებისათვის მეორე ოჯახს წმინდა მარინეს ეკლესია წარმოადგენდა.Mმამის გულისწყრომით დაშინებული ბავშვები ყოველი ცისკრის წირვასა და ღამის ლოცვას უკლებლივ ესწრებოდნენ.

წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში განისვენებენ ავქსენტის მამა, ანტონი, უფროსი ძმა ვლადიმერი და ცაგარლების ოჯახის ერთადერთი ასული ეფემია.

ავქსენტიმ სწავლა სასულიერო სასწავლებელში დაიწყო და შემდეგ სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, მაგრამ სულ მალე დაანება თავი სემინარიასაც და საერო მოღვაწეობა დაიწყო. მან დაწერა "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", "ხანუმა" და სხვა.

მრევლი
ადრეც და ახლაც ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობდა დიღომში. სოფელი მჭიდროდ იყო დასახლებული. რამდენიმე უბნისგან შედგება ჩვენი სოფელი - ზემო უბანი, წერწვერა, ჩარგალეთი, გაღმა უბანი და ნატბეურევი, - მიამბობს ქალბატონი გიული კეკელიძე, - ქვემო უბანს სოფლის შემოსასვლელს უწოდებენ. სოფლის საბჭომდე ქვედა უბანია. მის ზევით, ზემო უბანს ვეძახით.

სოფელი დიღომი ქალაქს ამარაგებდა მწვანილით, ბოსტნეულით, რძე-მაწვნით, ხორცით. შემდეგ განვითარდა სათბურები. სათბურების პერიოდში ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობდა. სოფელში წესიერი, გამტანი ხალხი ცხოვრობს. დიღმის ზევით სამი სოფელია - დიდგორი, თელოვანი და ვეძისი.


წმინდა მარინეს ტაძრის მრევლი

ბატონი არკადი მარიამული: - სოფელს სასმელი წყალი 30-იან წლებში გამოუყვანეს. სოფლის სათავიდან მომავალ სარწყავ წყალს ხმარობდა სოფელი დასალევად. მახსოვს, დედაჩემი დილის 5 საათზე ადგებოდა და მიდოდა ხევის წყლის ამოსატანად. დიღმურას რომ ვეძახით, იქიდან ზურგზე კოკას მოიკიდებდა და ისე ამოჰქონდა სასმელი წყალი. ეს კოკა დღემდე მაქვს შენახული. იმ კოკას რომ ვუყურებ, ბავშვობა მახსენდება. ჩემს ახალგაზრდობაში სოფელი ძალიან შეკრული იყო. ლამაზი ურთიერთობები გვქონდა უფროსი თაობის ადამიანებს. მოხუცები რომ ჩამოსხდებოდნენ და ყვებოდნენ მილეთის ამბებს, უმცროსი თაობა ხმას როგორ ამოვიღებდით. გაჩუმებულები ყურს ვუგდებდით, რას იტყოდნენ.

სტუმარმასპინძლობა
წინათ უფრო გამორჩეული სტუმარმასპინძლობა ვიცოდით. მაგას რა სჯობდა. რომელ ოჯახშიც უნდა შევსულიყავით, 5-6 კაციან სუფრას გაგვიშლიდა ხოლმე მასპინძელი. ქორწილიც გამორჩეული ვიცოდით. სხვა სოფლიდან რომ მოჰყავდათ პატარძალი, ამოსასვლელში, თეთრ დუქანს რომ ვეძახით (ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობშია" გადმოცემული), იქ ხვდებოდა ხალხი დიდი ჩირაღდნებით. ჩირაღდნით მოჰყავდათ პატარძალი. სიძე და მაყრები რომ შემოვიდოდნენ სოფელში, სუფრა გაშლილი იყო. ღვინის შეჯიბრებაც ვიცოდით. ტაძარში ჯვრისწერებს არ მოვსწრებივარ. მარტო გიორგობას მოდიოდა ხოლმე თეთრი წმინდა გიორგის ტაძარში მოძღვარი. დავდიოდით ხოლმე ასევე ღვთისმშობლის ტაძარში, კვირაცხოვლობას, კვირაცხოვლის ტაძარში, სამების ტაძარში. 20 მაისს დიდგორობას აღვნიშნავდით. ვთვლიდით, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება დიდგორისა და იქ ავდიოდით ხოლმე.Aახლა მრევლი ვარ.

- რამდენი წელია რაც ტაძარში დადიხართ?

-Aამ კითხვის ყოველთვის მეშინოდა. 1953 წელს შევედი კომკავშირში, დედაჩემი ეკლესიური იყო და მეც დავყავდი ეკლესიაში. რომ წამოვიზარდე, სურვილი მქონდა ტაძარში მივსულიყავი და მრევლი გავმხდარიყავი. ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, სად ვიყავი აქამდე? ჩემი ბიჭის დაჟინებული თხოვნით გავაგრძელე ეკლესიური ცხოვრება. წლები დავკარგე. ახლა ჩემი ხნის ხალხი შემოკრებილი მყავს. მათაც უჭირთ ეკლესიური ცხოვრების მიჩვევა.

- ეკლესიაში რა იპოვეთ?

- ამის გადმოცემა მიჭირს. სულიერად დავისვენე. ჩემმა პატარა შვილიშვილმა ასეთი რამ უთხრა სტიქაროსანს - მამა ნიკოლოზს (ჩვენს ტაძარში მსახურობს) რომ ვუყურებ, თვალები მიბრწყინდებაო. ჩემს მრევლს რომ ვუყურებ ტაძარში, მეც ასე მიბრწყინდება თვალები. ყოველდღე რომ არ წავიკითხო დილის, საღამოს, შვიდგზის ლოცვები, არ შემიძლია. თითქოს სული მიმსუბუქდება და გადავდივარ სულიერ სამყაროში. ვისურვებდი, რომ ყველა მოვიდეს ტაძარში.

ბატონი ომარ ხოსიტაშვილი: - ბავშვობიდან ეკლესიური ვარ. დიდგორში იყო ჩვენი სალოცავი. მოსალოცავს ვეძახით. პირველი ზიარება რომ მივიღე, თითქოს ჩემგან რაღაც ამოვიდა და რაღაც ძვირფასი ჩაჯდა, ამოვისუნთქე.

ქალბატონი თინა (თამარ) ხოსიტაშვილი:
- მე და მამა დავითი ისაკაძე ერთად მოვედით ტაძარში. ვიდრე მამა დავითი მოვიდოდა წმინდა მარინეს ტაძარში, ეს ტაძარი, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სოფლისAახალგაზრდობამ გელა მიჭელაშვილის თაოსნობით აღადგინა. თავიდან წმინდა მარინეში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მამა ზურაბი ხუთშაბათობით პარაკლისებს ატარებდა. ძირითადად ასაკოვანი ხალხი ესწრებოდა ხოლმე პარაკლისებს. 1991 წლის 11 ნოემბერს მობრძანდა მამა დავითი. მღვდლად აკურთხეს თუ არა, მსახურება წმინდა მარინეს ტაძარში დაიწყო. თავიდან ძალიან ცოტა მრევლი დადიოდა ტაძარში. დროთა განმავლობაში მოემატა და დღეს იმდენი ვართ, ტაძარში ტევა არ არის. მოძღვრის კურთხევით, მესანთლე ვიყავი. 17 წელი ვემსახურე მამა დავითს. ოთხი-ხუთი წელია, რაც მესანთლე აღარ ვარ. ასაკი აღარ მიწყობს ხელს. მამა დავითი ისეთი გამორჩეული პიროვნებაა რომ მრავალი ადამიანი მოიყვანა ტაძარში. მან ღვთის სიყვარული მასწავლა. როგორიც უნდა იყოს მღვდელი, ისეთია ჩვენი მამა დავითი.... ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat