ავთვისებიანი სიმსივნე ანაკლიაში და ერის ზნეობრივი გახრწნის მცდელობა - რატომ არ უნდა ჩატარდეს კაზანტიპი
ავთვისებიანი სიმსივნე ანაკლიაში და ერის ზნეობრივი გახრწნის მცდელობა - რატომ არ უნდა ჩატარდეს კაზანტიპი
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

გავიხსენოთ დოსტოევსკის სიტყვები: "თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებარდართულია." გინახავთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია? მე ასეთი ადამიანი არ მინახავს. ყველაფერში იგულისხმება ნებისმიერი აღვირახსნილობა, ნებისმიერი საშინელება, ნებისმიერი სამარცხვინო ქმედება - ადამიანი ღორზე უარესი რომ ხდება. გინახავთ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აი, ეს ყველაფერი ჩემთვის ნებადართულია? კი მაგრამ რატომ?  - იმიტომ რომ ღმერთი არ არის. ასეთი ადამიანი არ გვინახავს და ღმერთმა ნურც გვანახოს.

მაგრამ აბა რა დავარქვათ იმას, როდესაც ცრუ იდეებითა და იდეალებით აღტკინებული ხელისუფლება, თავდაჯერებული, ვითარცა ფსიქიკურად დაავადებული, რომელსაც რეალური აღქმა არა აქვს გარესამყაროსი და საკუთარი თავისა, აძლევს "კაზანტიპის" უფლებას?

კაზანტიპი - ეს არის რაღაც ვირტუალური სახელმწიფო, რომელსაც კრედოდ აქვს ასეთი სიტყვები -"ყველაფერი ნებადართულია!",  ამ ვირტუალურ სახელმწიფოს თავისი ხელისუფლება ყავს, ახლა ფიქრობენ რომ მონარქიად გადააკეთონ და თუ აქამდე ვითომდა დემოკრატიულად იმართებოდა, მეფის დანიშვნის შემთხვევაში,  ის ძალადობასაც დაიწყებს ადამიანებზე.
ყველაფერი ნებადართულია მათთვის, რადგან ღმერთი არ არსებობს. და აი გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მისაღებია ეს სახელმწიფო სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი ნებადართულია.

რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ბედნიერია, იმიტომ რომ ამით ფულს ვიშოვით. ეს არის ოფიციალურად დაკანონებული სოდომ-გომორი, ცოდვა, რომლის გამოც სოდომ-გომორი და მათთან არსებული ქალაქები დაიღუპა. უფლის სიტყვებს გავიმეორებ: "თუ არ შეინანებთ მსგავსადვე მოსწყდებით!."
დღეს საქართველომ თავის ტერიტორიაზე დაუშვა ეს უმსგავსობა, სადაც ღმერთი არ არის. ეს არის ოფიციალური განცხადება:  ჩვენ საქართველოში გვაქვს ტერიტორია, სადაც ღმერთი არ არის. თუ ეს არის ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლის, ჩვენი მამულიშვილების თავდადების ნაყოფი, მაშინ ჩვენ არ გვცოდნია რა არის ცხოვრების საზრისი, რას ნიშნავს ქრისტიანობა და ქართველობა.

ანაკლიაში ჩნდება სიმსივნე. ადამიანს როცა აქვს სიმსივნე, ორგანოზმი მიდრეკილია სიმსივნური უჯრედების გამრავლებისკენ. ხოდა ჩვენი ერიც მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, ერთი სული აქვს როდის დაავადდება. აქედან გამომდინარე, ეს სიმსივნე გაჩნდება, მაგრამ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება - ღმერთი ერს, რომელიც მიდრეკილია უბედურებისაკენ, აძლევს შესაძლებლობას ამ საშინლების დანახვით გამოფხიზლდეს.

ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება. ღმერთი ერს აძლევს არჩევანის შესაძლებლობას: ცოტა ხანში ყველაფერი იქნება ნებადართული და ნებისმიერი ხორციელი, პირუტყვული სიამოვნება უმაღლეს ხარისხში შესაძლებელი იქნება. არსობრივად აქ არაფერ შუაშია პოლიტიკური ორიენტაცია - აქ მთავარია ადამიანების შინაგანი მდგომარეობა, რომ ყველაფერი იყოს ნებადართული. ჩნდება კითხვა, იქნებ ეროვნული მოძრაობის დაწყებისას ასეთი თავისუფლება გინდოდა? ამ ყოველივესთვის ვიბრძოდით?
ამ სიმსივნით, რომელიც ანაკლიაში ჩნდება უფალი მიგვანიშნებს -აი, რა გინდოდა შენ! უფალი ამას გვაჩვენებს არა იმიტომ, რომ ერი დაავადდეს, არამედ იმისთვის, რომ გამოვფხიზლდეთ და ვთქვათ: ვაიმე, ეს რა ხდება, ეს რა უბედურება ყოფილა! იქ წავლენ ჩვენი შვილები, ბიჭები, გოგონები, სხვათა შორის ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართველი გოგონებისთვის შესვლა უფასოა! რატომ ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მათი შვილები, ცოლები და დები არ წავლენ? შესვლა ხომ უფასოა.

წმინდა ეკლესია პავლე მოციქულის პირით გვაფრთხილებს: " ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე"(კოლ.3,1) რა არის ეს ზეცისა, რას უნდა ვეძიებდეთ? არა იმას, რასაც გვეუბნებიან, რომ ანაკლიაში ბედნიერება იქნება, არამედ,უნდა ვეძებდეთ ქრისტეს.

კაზანტიპში კი ღმერთი არ არის. მე ვიცი ერთი ისტორია, როცა ღმერთი გააძევეს ისრაელიდან და რა მოხდა ამის შემდეგ ისრაელში? უფალი ეუბნება დედებს: "ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ." (ლუკა 23,28) "რადგან, აჰა, მოდის დღეები".... და აგრძელებს იმ უბედურებას, რაც მოვა.
მაშინ ისრელიდან ღმერთი გააძევეს და დღეს ანაკლიის ტერიტორიიდან ცდილობენ ღმერთის გაძევებას. თუ მთელი ერი ყიჟინას დასცემს - რა კარგიაო, მაშინ მთელი ერიდან მოხდება ღმერთის გაძევება. წმინდა ეკლესია კი გვაფრთხილებს: ნუ ეძებთ აქ ბედნიერებას, არამედ ზეცისას ეძიებდეთ!

რა ფორმები შეიძლება არსებობდეს სატანიზმისა? ერთ-ერთი, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფლების შეზღუდვას, არის ერის ზნეობრივი გახრწნა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეს არის გახრწნა თავისუფლების ლოზუნგით.
დღეს აღარ არსებობს საბჭოეთი, მაგრამ არსებობს მსოფლიო იმპერია, მსოფლიო ტირანია მე მაიძულებს უზნეობას და  ეს უზნეობა ადის იდეოლოგიის რანგში.

საქართველოში - ანაკლიაში გაჩნდა სიმსივნე. თითოეულმა ჩვენთაგანმა ხმა უნდა აიმაღლოს ამის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი -უმაღლესმა იერარქიამ - ეპისკოპოსებმა. იქ წავლენ ჩვენი შვილები,ჩვენი ოჯახის წევრები და თითოეულ ამ სულზე ჩვენ პასუხს ვაგებთ, ეს სიმსივნე თუ არ ამოვკვეთეთ, მთელ საქართველოს მოედება, რადგან გეგმაშია, რომ 10 წელი ეს პროექტი აქ უნდა იყოს. ეს არის სასიკვდილო განაჩენი ერისათვის.

კაზანტიპი არის დამოუკიდებელი, ხელშეუხებელი რესპუბლიკა თავისი კანონებით, მასში სახელმწიფოს კანონები ვერ ერევა - ზუსტად ისევე, როგორც ორგანიზმი ვერ ერევა სიმსივნის ზრდის პროცესში. ეს არის ტიპიური სიმსივნე თავისი კანონებით - იზრდება და სპობს ორგანიზმს.

უფალი გვაფრთხილებს: როცა ბოროტეულს ვეტყვი: "ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ." (ეზეკ. 33,8)

თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, თითოეული მღვდელი არ ვიყვირებთ ამბიონიდან, განსაკუთრებით კი არ აიმაღლებენ ხმას  ეპისკოპოსები, იმ სასიკვდილო ცოდვას ჩვენ მოგვკითხავს - "მათი სისხლი" ჩვენ მოგვეკითხება.

უფალი კიდევ გვეუბნება: "თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს". (ეზეკ. 33,9)

რადგან ჩვენ ჩვენი სულის საცხოვნებლად ვართ მოსულები, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეხლა სხვა დროა, მაინც არ მოგვისმენენ: ჩვენ ვალდებულები, ვართ რომ ვიყვიროთ, როცა ბოროტებას ვხედავთ.


იხილეთ ვიდეო:




ბეჭდვაელფოსტა
07.08. 2014
არჩილი
კი უნდა ამოიღონ ხმა, მაგრამ ისე აქაც ჯობია მოძღვრებმა შიდა სამზარეულოს მიხედოთ ფარისევლებით რომ ხართ მომრავლებული,ზოგიერთი უგირსი მძღვარი რომ გვყავს და წიგნების კითხვის და ცოდნის მიღების მაგივრად ფულის თვლაში და ათასგვარ უმსგავსო საქციელში არიან დაოსტატებულები ასევე(ფულის)თვლაშიც. და ის კი არა ზოგიერთს ეკლესია საჭრელ ცეხად აქვს გადაქცეული. ის ცოდვა არ არის ხომ, ეხლა ზოგიერთი იტყვის და დააკომენტარებს სად ნახე ასეთი სასულიერო პირი, ან თუ მართლა არის ასეთი სასულიერო პირი რა ჩვენი საქმეა, გმერთი თავისას მოთხოვს. კი მართალია გმერთი ყველას თავისას მოთხოვს, სახარების ენით რომ ვთქვათ ვისაც მეტი მიეცა მეტიც მოეთხოვება,მაგრამ დღეს დღეობით ვინმე ასრულებს და ცხოვრობს ისე როგორც სახარება მიგვითითებს, როგორც სახარება გადმოგვცემს უფალი როგორ ცხოვრობდა და როგორი მაგალითი მოგვცა ჩვენ ქრისტიანებს და კონკრეტულად მოძღვრებს. გავიხსენოთ სახარებაში უფალმა რომ ნახა წმიდა ეკლესიაში გამართული იყო ვაჭრობა თუ გაიხსენებთ როგორ მოეგცა იქ მყოფებს შოლტი აიღო და განდევნა ყველა მყიდველი თუ გამყიდველი. დგესდგეობით ზოგიერთი ეკლესია სავაჭრო ცენტრად არის ქცეული,ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ ეს ცოდვა არაა ხომ, იქნებ ისიც თუ შეიძლება ზოგიერთი მოძღვარი რომ არის გართული ასე ვთქვათ მამათმავლობით, პედოფილიით,კაზინოში თამაშით. და ასე შემდეგ და შემეგ, აა გამახსენდა ეს ჩვენი საქმე არ არის მოძღვარი ხომ უზენაესია მოძღვრის სიტყვა ხომ ზოგიერთისთვის კანონია. პირზე გვაკერია ძველ დროს საქართველო ასეთი იკო ან ისეთი, ძველ დროს გენაცვალე უგირს მოძღვარს სადაც დაინახავდენ სახალხოდ ამხელდენ და წარადგენდნენ სადაც საჭიროა იქ ეხლა როგორ ხდება, გვეუბნებიან მოძღვარზე ძვირის თქმა არ შეიძლება მოძგვარი უზენაესია რაშიც არ უნდა შევამჩნიოთ და რაც არ უნდა დავინახოთ ჩვენი საქმე არ არის. ის თუ შეიძლება რომ ძვირად გირებული მანქანით რომ იარონ, მაცხოვარმა ეს მაგალითი დაუტოვა ეხლა ზოგიერთი დააკომენტარებს რომ მაშინ პირველი საუკუნე იკოო, და მაშინ ისეთი კომფორტი არ იკოო, მაშინ მე გეტყვით იკო პირველი საუკუნე, მაგრამ კომფორტიც თავისებური იკო როგორიც მაგალითად მეფეები და იმპერტორები სარგებლობდნენ, რა განა მაცხოვარს არ შეეძლო როგორც იმპერატორი ისე ეცხოვრა მაშინ ბოსელში კიარ დაიბადებოდა არამედ კარგ სამეფო სასახლეში დაიბადებოდა. სად დაიბადა და როგორ ცხოვრობდა და რა მაგალითი დაგვიტოვა, ზოგიერთი იყვის რომ შენ რა გშურს იარონ და ყავდეს მერე მანქანა. მანქანის ყოლას არავინ არ უშლის გადასაადგილებლად, მაგრამ მაქანაც არის და მაქანაც. მარტო ეს არ არის პრობლემა სხვა ბევრი რიგი საკითხებია რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო, დღეს დღეობით თითქმის ბევრი უწიგნური სასულიერო პირია, არის თითო ოროლა სასულიერო პირი ნაკითხი და ასევე კიდე ცდილობს რომ ცოდნა გაიღრმავოს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ვიძახით ივერია გაბრწყინდება, შეიძლება ზოგიერთს ივერიის გაბრწყინება ცისარყელის განათება გონია, ივერიის გაბრწყინება თითოეულ ადამიანში უნდა მოხდეს უნდა განიწმინდოს გონება და გული, ანუ ღმერთან უნდა იყო გულით და გონებითდ და უნდა ცხოვრობდე ისე როგორც მაცხოვარი ცხოვრობდა. დღეს დღეობით ვინმე ვცხოვროთბ ქრისტიანულად ან ვიცავთ კი იმ წესებს და იმ მცნებებს რაც მაცხოვარმა დაგვიტოვა რაგაც ეჭვი მეპარება, მერე გვიკვირს და ვიძახით რომ გარყვნილ კანონებს ღებულობენ და კაძანტპიც იმიტომაც იმართება. მოდი ჯერ თითოეულმა ჩვენი თავით დავიწყოთ, თითოეულმა შეძლებისამებრ მივბაძოდ ქრისტეს და დავინახავთ სშედეგს ღმერთი უფრო გადმოგვხედავს და ყველას გვეშველება და ასევე გამთლიანდება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
07.08. 2014
გიორგი
21 საუკუნეში რომ ისევ 10 საუკუნის მიწა წყალს მივსტირით და სიახლეების ატანა არ გაქვთ, აი აქ მთავრდება ჩვენი განვითარების ციკლი. ხსნას მხოლოდ კონკრეტული პირების დამოძღვრაში რომ ხედავთ, ეს გღუპავთ. დაე იყავით კერპთაყვანისმცემლები, გაკერპეთ წვეროსნები და ხსნა ამაში იქნება.
07.08. 2014
ლალი
ხალხს რას ერჩით,ვინც შემოუშვა ესენი ქვეყანაში იმათ მოკითხეთ და ხალხს ცდუნების საშუალება მისცეს.
07.08. 2014
ლადო
შუშებიან სასახლესთან და პარლამენტთან თუ აწყობთ აქციას?მათ მისცეს ამის ჩატარებას თანხმობა
07.08. 2014
ნინო
მამაო, ასეთი უზნეობის დემონსტრირება,კაზანტიპთან ერთად მხედველობაში მაქვს ქვეყნის პირველი პირის მეგობარი ქალი,ჭინა ხელისუფლებას არ დაუშვია და მაინც არ მოგწონდათ.
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat