ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები
განკითხვის დღე
პატივცემულო მსმენელებო! დაე, მოგცეთ ღმერთმა ძალა, გაატაროთ დიდი მარხვის დღეები ლოცვაში და მონანიებაში და სიხარულით შეხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე: "როცა მოვა კაცის ძე თავის დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდა თავისი დიდების ტახტზე".
მის წინაშე შეიყრება ყველა ხალხი, რომელსაც როდესმე უცხოვრია ამ ქვეყანაზე.
როგორც მწყემსი გაყოფს თავის ცხვრებს, ისე გაყოფს მათ ორ ნაწილად და დააყენებს თავის მარჯვნის და მარცხნივ. იესო ეტყვის თავის მარჯვნივ მდგომთ: "მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის მომზადებული სასუფეველი". ვინაიდან მშოდა და დამანაყრეთ, მწყუროდა და მომეცით წყალი შიშველი ვიყავი და ჩამაცვითო. გაიკვირვებენ მართლები, უფალო, როდის გიხილეთ მშიერი ან მწყურვალე, ან შიშველი და არ დაგეხმარეთო.
მეფე მიუგებთ მათ-თქვენ გაუკეთეთ ეს ჩემ მცირე ძმასაო და ე.ი. გამიკეთეთ მე. შემდეგ მიუბრუნდება მათ, ვინც მარცხენა მხრიდანაა და ეტყვის: "წადით ჩემგან წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის ვინაიდან მშიოდა და არ მომეცით სამოსი. მაშინ ისინი გაიკვირვებენ, როდის იყო ესო? მიუგებთ მათ იესო, თქვენ არ გაუკეთეთ ეს ჩემ მცირე ძმას და ე.ი. არ გამიკეთეთ მე".
წავლენ ისინი ეცადეთ აკეთოთ სიკეთე, გაუწიოთ დახმარების ხელი ყველას, ვისაც ეს ესაჭიროება, აგრეთვე მოინანიეთ ცოდვები, სანამ განკითხვის ჟამი არ დამდგარა და უფალი ღმერთი გიბოძებთ საუკუნო სიცოცხლეს. ამინ!
ჭეშმარიტი რწმენის შესახებ
უფალი ჩვენი იესო ქრიტე გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი რწმენით წარმოთქმული ლოცვა შესმენილი იქნება ღმერთის მიერ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარებიდან, რომ ერთი კაცი მივიდა იესოსთან, მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და უთხრა: "უფალო, შეიწყალე ჩემი ძე-მთვარეულია და ძლიერ იტანჯება", შემდეგ დაუმატა, რომ მიმართა მის მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ განკურნეს მისი შვილი.
იესოს მოუყვანეს ავადმყოფი და მაშინვე გამოვიდა მისგან ეშმაკი. მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს, რატომ ვერ შეძლეს მათ ავადმყოფის განკურნება. "თქვენი მცირე რწმენის გამო", - მიუგო იესომ. მხოლოდ მარხვით, ლოცვით და რწენით შეიძლება განიდევნოს ეშმაკი. ამიტომ, ძვირფასო მსმენელებო, ეცადეთ გქონდეთ ღრმა რწმენა და ეშმაკი ვერას დაგაკლებთ. ამინ!