დეკანოზი სერაფიმე დანელია - ქრისტე ასეთი არ იყო...
დეკანოზი სერაფიმე დანელია - ქრისტე ასეთი არ იყო...
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:

ვინაიდან საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებებისა და მომატებული აგრესიის ფონზე, ბევრს უჭირს ხოლმე ჩემი სიტყვების სწორად გაგება, ბევრს კიდევ ჩემი პოზიციის სწორად აღქმა, მათთვის ერთხელ და უკანასკნელად განვმარტავ:

1. კეთილო ადამიანებო, მე ვარ ქრისტეს მღვდელი და ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია მ ა ს მივბაძო, ცოდვა-მადლზე და სწორ სულიერ ორიენტირებზე ვისაუბრო და არასოდეს ვიყო მხარე...

მხარედ ყოფნა ძალიან დამამცირებლად მიმაჩნია მოძღვრის მაღალი წოდებისთვის... მოძღვარი ყველას მოძღვარი უნდა იყოს და არასოდეს ჰყოფდეს ადამიანებს თავისიანებად და მტრებად შეხედულებათა გამო...

2. ხშირად, როცა მე ბრძოლის და პროტესტის გამოხატვის წესებზე და ურთიერთპატივისცემაზე ვიწყებ საუბარს, ზოგი ამას აღიქვამს, როგორც მათი მოწინააღმდეგის თუ ზოგადად უსამართლობის ხელის დაფარების ან გამართლების მცდელობად...

მე კი მინდა გითხრათ, რაც ქრისტე ვირწმუნე, ყოველთვის როცა უსამართლობას გადავწყდომივარ და სიბრაზეს შევუპყრივარ, ბოლოს ყოველთვის ვუმხელივარ სინდისს და შემრცხვენია ჩემი მდგომარეობიდან გამოსვლის...

სიბრაზე ბოღმით და სიძულვილით გამოხატული, დაცემული მდგომარეობაა, როგორი ადეკვატურიც არ უნდა იყოს ის უსამართლობაზე... ნათქვამია, ,,განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" ანუ არსებობს სამართლიანი განრისხება, მაგრამ ბოღმა და სიძულვილგარეული რისხვა უკვე ცოდვაა...

,,განრისხდებოდეთ" იბრძოლეთ სიტყვის ძალით, ლოცვით, ერთად დგომით, სიყვარულით და ,,ნუ სცოდავთ" გინებით, შეურაცხოფით, დამცირებით, ცილისწამებით, ,,მოლოტოვის კოქტეილით"...

სამწუხაროდ ადამიანები ხშირად ვერ აფიქსირებენ ამას და პირიქით, თითქმის გმირებად და მოწამეებადაც კი აღიქვამენ საკუთარ თავს, რადგან იბრძვიან, კი ბატონო, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ეკლესიის განწმენდისთვის...

მეც ვყოფილვარ გაბრაზებული და დაბოღმილი ,,მართალი" კაცი, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მიგრძვნია რომ რატომღაც ამ დროს უცხო ვიყავი ქრისტესგან...

ქრისტე ასეთი არ იყო...

მას ყველა მიზეზი ჰქონდა, გაბრაზებული ყოფილიყო ჩემზე, მთელს კაცობრიობაზე, უფლებაც ქონდა, ძალაუფლებაც, მაგრამ რა ჰქნა?...

წარმოუდგენელი რამ...

დაითმინა, აიღო ჯვარი და აქეთ გვიტვირთა...

მერედამერე, ნელ-ნელა ვისწავლე დამეძალებინა თავისთვის და მელოცა ჩემს მაჭირვებელზე და რაღაცნაირად ჩემი თავი მის ადგილას წარმომედგინა, მერე ჩემს თავში მომეძია ჩემი წილი დანაშაული ან შეცდომა, პირდაპირი ან ირიბი მიზეზი იმისა თუ რატომ აღმოვჩნდი მსგავს ვითარებაში...

და ყოველჯერზე, მოწმეა ღმერთი, საოცრებები ხდებოდა: - ქრებოდა დაპირისპირება და უმჯობესისკენ ვითარდებოდნენ მოვლებები...

მაგრამ დღეს ადამიანებს მუშტის და გინების უფრო სჯერათ, ვიდრე ლოცვის...

შესაბამისად მესმის რომ ჩემი სიტყვებიც მეტად არაადეკვატურად გამოიყურება ქვეყნის და ეკლესიის ,,ხსნისათვის" მებრძოლი საზოგადოებისთვის, მაგრამ ახლა ჩუმად გეტყვით ერთ საიდუმლოს, რომელიც მუდამ ჩვენს თვალწინაა, მაგრამ ვერ ვხედავთ:

- ქრისტე არ მოსულა სამშობლოს ხსნისა და დედამიწაზე პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენისათვის, არც ეკონომიკური აღორძინებისათვის, ის პიროვნების, ადამიანის უკვდავი სულის გადასარჩენად მოვიდა და ის,ამის გამო, სწორედ იმ ხალხმა აცვა ჯვარს, რომლებიც სამშობლოს ხსნისა და სარწმუნოების დაცვისთვის ცოდვიანი მრისხანებით იბრძოდნენ...


ბეჭდვაელფოსტა
11.04. 2023
ეჰ
კარგი იქნება, თუ პირდაპირ ეტყვი ამ ხალხს, რომ ისინი არ არიან ქრისტეს მიმდევრები, ანუ არ არიან ქრისტიანები, მაგრამ ამ სიტყვის ტყვიასავით ეშინია ყველა სასულიერო პირს, ამით მრევლს დაკარგავენ, თორემ ამაზე მარტივი რა არის, წაიკითხო და დაინახო, როგორი იყო ქრისტე და როგორები არიან ადამიანები? მარტო გინება და ჩხუბი რომ განასხვავებდეს ქრისტეს ადამიანებისგან, კიდე რა უჭირთ? კვლა, უზნეობა, ქურდობა, აზროვნება, ქცევები, საუბრები, გარეგნობა...სრულიად სხვა პოლუსზეა დღეს მთელი მსოფლიო, როგორც ცა არის დაშორებული დედამიწისგან, ასევე არიან ისინი ქრისტესგან დაშორებული! ამ დეკანოზმა კარგად თქვა: გინების უფრო სჯერავთ, ვიდრე ლოცვისო-რა ზუსტად ასახა არსებული ზნეობრივი ვითარება და კიდევ იმასაც სწორად გაუსვა ხაზი, რომ ქრისტე სამშობლოს დასაცავად არ იბრძოდა და არც პოლიტიკაში არ ერეოდა...
25.03. 2023
კ ო მ ბ ლ ე
როგორი იყო? ან შენ რა იცი, ასე ამბობენ ქონდა წვერები.. ორი ატასი წწელი გასულა, შენ ცდილობ თბილად გქონდეს ყხელები. გათენებიას დაარტყეს ალყა, რაც ჩაიფიქრა, პირწმინდად ახდა.. აზრზე არა ხარ და შორს ხელები.სული გააძრეს ფერებ ფერებით..
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
13.12.2017
თუ რამე კარგი გვაქვს, ეს ქრისტიანულ ეკლესიასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე მანკიერება - ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat