ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
ისევე, როგორც უფალი, დედა ღვთისმშობელიც ჩვენთანაა და ჩვენ თაყვანს ვცემთ მას და ვმადლობთ!
ყველას არ ესმის ის ძალა და ის მადლი, რომელიც გარდამოდის საქართველოზე; მავანმა არ იცის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ჩვენს ქვეყანას და საქართველო არის მისი წილხვედრი. ეს რომ იცოდნენ, ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი არ წავიდოდა უცხოეთში. ჩვენ აქ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი, ეს არის ჩვენი კურთხეული და დალოცვილი მიწა! ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს. ჩვენ ვუყვარვართ უფალს, მიუხედავად მრავალი სისუსტეებისა. მადლის კეთებაც ვიცით, ცოდვაშიც ვვარდებით, მაგრამ მერე ისევ ვდგებით და კვლავ გზას განვარძობთ და ისევ სიკეთეს ვაკეთებთ.
ამიტომ გამოითქვა მოწოდება ერისადმი: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!" მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ერი, არც ერთი ქვეყანა ისე არ სცემს თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, როცა მოციქულები ტრაპეზზე იკრიბებოდნენ, ორ სავარძელს თავისუფალს ტოვებდნენ ერთს მაცხოვრისთვის და მეორეს - ღვთისმშობლისთვის. მოციქულებს სწამდათ, რომ მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი უხილავად მათთან იყვნენ. არც ერთ ერში არ არის დამკვიდრებული წესი, რომელიც ახასიათებს ქართულ სუფრას. ქართველები ბოლო სადღეგრძელოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად შესვამენ ხოლმე. პირველი სადღეგრძელო კი არის სადიდებელი ღვთისა - მამისა და ძისა და წმინდისა სულისა! ეს ტრადიცია მტკიცედ უნდა გვახსოვდეს. აი, ამ საოცარ ზღუდეში, ამ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით! ამიტომ ნუ შეგეშინდებათ! იქონიეთ იმედი!
არსებობს ასეთი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც ეწოდება: "მე ვარ თქვენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს წინააღდგომად თქვენდა". ყველამ უნდა იცოდეს, დიდმა თუ პატარამ, რომ ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენ ერს და არავის აპატიებს მის შევიწროებას! ისტორიულად ჩვენ ამაში მრავალგზის დავრწმუნდით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი