"ჩვენის ერის დაუდევრობა რელიგიურ ცხოვრებაში იქამდის მიდის, რო მართლაც ეჭვი შეგივათ მის ქრისტიანობაზე"
"ჩვენის ერის დაუდევრობა რელიგიურ ცხოვრებაში იქამდის მიდის, რო მართლაც ეჭვი შეგივათ მის ქრისტიანობაზე"
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.

მამანო! გთხოვთ, პატივი მცეთ, ეს ჩემი თქვენდამი მიმართვა თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ და საქმეს ჩაუკვირდეთ.

ჩვენ, ქართველები, ღვთისმსახურებით თავს ვერ მოვიწონებთ; ეკლესიაში იშვიათად დავიარებით, ხშირი და ხანგრძლივი ლოცვით თავს არ ვიწუხებთ. ტაძრების განმშვენებაზე არ ვზრუნავთ, სასულიერო პირთადმი ჯეროვანი პატივისცემა არა გვაქვს და, საზოგადოდ, საეკლესიო საქმეებში გულ-გრილობასა და მცონარობას ვიჩენთ. ამ სამწუხარო მოვლენის დამნახველს უნებლიეთ დაებადება აზრი, ვითომც ჩვენ სუსტი სარწმუნოებისანნი ვიყვნეთ, არ გვქონდეს ცხოველი სიყვარული ღვთისადმი და მართლაც რომ ასე ფიქრობენ ჩვენზე უცხოელნი. ჩვენი ერი, როცა მას მარჯვე დრო ჰქონდა, ცოტად თუ ბევრად მოსვენებული იყო მტრებისაგან, მხურვალე მორწმუნე იყო; აგებდა იგი მრავალ, დიდ და მშვენიერ ტაძრებსა და მონასტრებს არამც თუ თვის სამშობლო ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც კი, პალესტინაში, სინისა და ათონის მთებზე, და, რაც უფრო გასაოცარია, აშენებდა ეკლესიებს და სავანეებს ისეთ მიუვალ ადგილებზე, სადაც ახლა ჩვენ არამც თუ რამე შენობის აგება, არამედ ერთხელ ასვლაც კი გვიძნელდება; ის თავის ადგილ-მამულს ეკლესიებსა და მონასტრებს სწირავდა. მე-14 საუკუნიდან დაწყებული მდგომარეობა ქართველებისა შეიცვალა; მოგოლები, თათრები, ლეკები, ოსები, თურქები, სპარსელები და სხვანი ცეცხლითა და მახვილით იკლებდნენ და ანადგურებდნენ მათ, განსაკუთრებით უკანასკნელნი. თავზარდაცემულნი თითქმის მუდამ გახიზნულნი იყვნენ. ყოველთვის მტრის თავდასხმის მოლოდინში იყვნენ, მუდამ იმას ფიქრობდნენ, თუ როგორ შეგებებოდნენ მტრებს, განედევნათ იგინი და დაეცვათ თავისი ეროვნება და სარწმუნოება. ცხადია, რომ გამუდმებულ ომში მყოფ ქართველებს არც დრო და არც საშუალება არ ჰქონდათ, ეზრუნათ თავისი ცხოვრების რელიგიური მხარის განვითარებაზე, როგორც საზოგადოდ თავისი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ეკლესიები ან მთლად დაქცეული, ან გაძარცვულ-დაცარიელებული იყო, წირვა-ლოცვა შიდ იშვიათად სრულდებოდა; ამიტომ ხალხი იძულებული იყო, დაკმაყოფილებულიყო იშვიათი ღვთისმსახურებითა, წირვა-ლოცვის ხანდახან მოსმენითა, და იგი თავის რელიგიურ გრძნობებს გულშივე იმარხავდა. ასე ხდებოდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, და ბოლო დროს ეს მოვლენა ჩვენს ერს შეესისხლხორცა, ჩვეულებად გადაექცა და ეს ჩვეულება დავიმკვიდრეთ ჩვენ მამა-პაპებისაგან. ახლა, როცა მყუდრო ცხოვრება გვაქვს, მტრებისგან თავისუფალნი ვართ, დრო არის, ვიფიქროთ რელიგიურ განვითარებაზე. უნდა დავეჩვიოთ გონებისა და გულის ხშირად აღპყრობას ღვთისადმი ლოცვაში. თავისი სულის კეთილ განწყობილებათა ცხადყოფას გარეგანი ნიშნებითა და მოქმედებითა, რადგან ასეთ გარეგან გამოხატვას ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს; ის აცხოველებს და აძლიერებს სულიერ მდგომარეობათა, და კიდევ მას კეთილი ზეგავლენა აქვს გარშემო მყოფ პირებზე, აქეზებს მათ ღვთისმსახურებისადმი. ამ საქმეზე ჩვენს განათლებულ მოძღვრებს თავდაპირველადვე უნდა ეზრუნათ, მათ უნდა შეეგნოთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სარწმუნოებრივ ცხოვრებაში რელიგიის გარეგან მხარეს, ხშირი წირვა-ლოცვის მოსმენას, მონასტრებში სიარულს, პარაკლისებისა და პანაშვიდების გადახდას, სასწაულთმოქმედი ხატების სახლში მიღებას და სხვათა და სხვათა, რომ ყველა ამით სარწმუნოება უფრო ცხოველდება, ზნეობა ფაქიზდება, გონება და გული ადამიანისა უფრო ძლიერად იწყებს აღმაფრენას ღვთისადმი. მაგრამ, საუბედუროდ, ისინი ან შეპყრობილნი არიან მცონარების სენითა, ან გატაცებულნი არიან დამახინჯებული ლიბერალური აზრებით და გაიძახიან, რა საჭიროა ხშირად ხელის ქნევა, მუხლის მოყრა? ცხოვნება გარეგნობაში კი არ არის, არამედ სულის სიწმიდეში, კეთილზნეობაში, ღმერთი შინაგან განწყობილებებს უყურებს და არა გარეგან მოქმედებებს; ის თხოულობს, რომ ჩვენ მას ვემსახურებოდეთ სულითა და ჭეშმარიტებითაო. ასე მეტყველებენ ჩვენი მოძღვრები და იმას კი არ ამჩნევენ, რომ ხალხი ხელიდან ეცლებათ. კვირაუქმე დღეს ჩვენი ხალხი ეკლესიაში ყოფნას სახლში და დუქნებში ლაზღანდარობას ამჯობინებს. იმერეთში კიდევ ნახავთ ორიოდეს კაცს ეკლესიაში, ქართლ-კახეთში კი - ჩვენს ინტელიგენციაზედ ხომ ლაპარაკი არ არის საჭირო, სწავლა-განათლება და ეკლესიაში სიარული, აბა, როგორ შეეთანხმება ერთმანეთს? ეკლესია რომ იქცეოდეს, ყურადღებასაც არავინ მიაქცევს; საეკლესიო ნივთები რომ ლპებოდეს, ხელსაც არავინ გაანძრევს. ჩვენის ერის დაუდევრობა რელიგიურ ცხოვრებაში იქამდის მიდის, რო მართლაც ეჭვი შეგივათ მის ქრისტიანობაზე. ჩვენი მოძღვრები არ უნდა ივიწყებდნენ იმას, რო ჩვენი ხალხი ახლა საფრთხილო მდგომარეობაშია; ის იღვიძებს გონებრივი ძილისაგან და ხარბად ეწაფება ყოველივე ახალს, რაც კი შემოდის ჩვენში განათლებული ქვეყნებიდან; ხოლო ყველამ იცის, რომ უფრო ადვილად და სისწრაფით ვრცელდება ხალხში სარწმუნოების და ქრისტიანობის წინააღმდეგი თეორიები. ამას გარდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხალხი მოყვარულია კრიტიკოსობისა და ადვილად შეიძლება, რომ იგი კრიტიკულად მოეპყრას ეკლესიასა და სარწმუნოებას. ამიტომ თუ ჩვენმა მოძღვრებმა ეკლესია და მისი წესები ხალხს დროითვე არ შეაყვარეს, მაშინ ის ანტირელიგიურ და ანტიქრისტიანულ მოძღვრებათა ზეგავლენით სარწმუნოებასა და ეკლესიაზე ხელს აიღებს. ამგვარად, კეთილგონიერება მოითხოვს ჩაკვირვებას ჩვენი ერის რელიგიურ მდგომარეობაში, გამორკვევას, თუ რა საშუალებით შეიძლება ღვთისმსახურების აღდგენა, თუ რა ღონისძიებით შესაძლოა ხალხის მიზიდვა ეკლესიისადმი. დავასახელოთ ზოგიერთნი საშუალებანი:

1) მწყემსის მიერ გულმხურვალედ აღსრულება თავისი მაღალი სამსახურისა, მისი კეთილზნეობა და მართებული ყოფა-ქცევა.
თუ მოძღვარი მთელის თავისი არსებით დაკავშირებულია ღმერთთან, აღნათებულია კეთილშობილი მისწრაფებითა, უყვარს ეკლესია, წირვა-ლოცვა და ყოველივე ეკლესიური, დაახლოებულია ხალხთან, მის საჭიროებას თავის საჭიროებად თვლის, მეცადინეობს მის წინმსვლელობაზე. მისი მონაწილეა ჭირსა და ლხინში, შეძლებისდაგვარად ეწევა მას ნივთიერად, მაშინ ის მიიზიდავს ხალხს თავისკენ და თანაც შეაყვარებს მას ეკლესიას. დააჩვევს შინაგან რელიგიურ მდგომარეობათა შესაფერ გარეგანი მოქმედებებით გამოხატვას. ასეთი ღირსეული მწყემსები რომ გამრავლდნენ ხალხში, საჭიროა, იმ დაწესებულებებში, რომელნიც მღვდლობის კანდიდატებს უშვებენ, საქმე ისე იყოს დაყენებული, რომ მისგან მართლა კეთილი მწყემსები გამოდიოდნენ. სამღვდლო სკოლის მოსწავლეებს უსათუოდ გათვალისწინებული უნდა ჰქონდეთ თავისი დანიშნულება, მათ თვალწინ უნდა ედგათ მომავალი სამსახური - მღვდლობა - და ამ საგანს უნდა მიმართონ თავისი აზრები, გრძნობები, სურვილები და თავისნი ძალნი; ისინი უნდა ცდილობდნენ, საკმაოდ მოემზადონ ამ ასპარეზისათვის, შეითვისონ ის ცოდნა, რომელიც მწყემსობის თანამდებობას პირდაპირ შეეხება, შეიძინონ ის ცოდნა, რომელიც მათ ხელს შეუწყობს და გაუადვილებს სამსახურს. მათ უნდა ააღორძინონ თავის სულში სარწმუნოება, აღაგზნონ სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, განაფაქიზონ თავისი ხასიათი, განაკეთილშობილონ თავისი ყოფა-ქცევა. მათ უნდა შეიყვარონ ეკლესია და მისი წესები. ასეთი მიმართულება უნდა იქნეს სასულიერო სასწავლებელში. არასასულიერო, არაეკლესიური მიმართულება მოწაფეებში უნდა იქნეს დევნულ. ყმაწვილები, გატაცებულნი სარწმუნოებისა და ქრისტიანობის საწინააღმდეგო აზრებით, თუ მათზე არავითარი შეგონება, რჩევა-დარიგება არ გადის, უნდა განიდევნოს სასწავლებლიდან. ესეთი მოქცევა არ იქნება სასტიკი და უსამართლო. განა უსამართლოება იქნება, რომ, მაგ., საბაღოსნო სკოლაში მოსწავლე წუნობდეს იმ პრაქტიკულ საგნებს, რომლებსაც მას ასწავლიან, არ თვლიდეს მას საჭიროდ, არ სწავლობდეს მათ და ეს ვაჟბატონი გამოაბრძანონ? სწორედ ასევე უნდა ითქვას სასულიერო სასწავლებლის შეგირდზედაც, არასასულიერო მიმართულებისაზე. სამღვდლო სასწავლებელი სპეციალური დაწესებულებაა, მას მიზნად აქვს, აღზარდოს მღვდლობის კანდიდატები, და ამიტომ შიდ მართლადა სამღვდელო ადამიანები უნდა სწავლობდნენ. ვისაც მღვდლობა არ სურს, ეკლესია და ყოველი ეკლესიური ეჯავრება, იმას ბრაზობასა და შფოთვას განა არ ურჩევნია, მოშორდეს იმ ადგილს, რომელიც მას გულს უხუთავს და აშმაგებს, და მონახოს ისეთი ადგილი, სადაც იგი სულით მოისვენებს და განიხარებს? აქ უნდა შევნიშნოთ კიდევ ის, რომ მოსწავლეებში ეკლესიური მიმართულების გამტკიცებისათვის საჭიროა, აღმზრდელნი მოწაფეებს მამაშვილურად ექცეოდნენ, აწოდებდნენ მათ ყოველივე იმას, რაც მათ ეკლესიისადმი სიყვარულს განუცხოველებს და არიდებდნენ მას, რაც მათ განარისხებს და სარწმუნოებასა და ეკლესიაზე გულს შეუცვლის. აი, ამისთანა სამღვდლო სკოლა უნდა დაარსდეს. ახლანდელი სემინარია ხომ მართლა სასულიერო სემინარია არაა და იმისგან სამღვდლო კანდიდატები არ გამოდიან. ამ ეპარქიაში ორი სასულიერო სასწავლებელი კმარა, და ერთი, სახელდობრ თბილისის, სამღვდლო სკოლად გადავაკეთოთ, ანდა ფერისცვალების მონასტრის ნაცვლად სამღვდლო სკოლა დავაარსოთ. მონასტრები ხომ ისედაც ბევრია.

2) განშვენება ეკლესიებისა.
ყველასათვის ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ გარეგან მოწყობილობას ამა თუ იმ საგნებისა ადამიანის სულის მოძრაობაზე დიდი ზედგავლენა აქვს, ისინი მასში წარმოშობენ შესაფერ აზრებს, გრძნობებს, და, რამდენად გარეგანი მორთულობა შვენიერია, იმდენად სულის მოძრაობაც უფრო ღონიერია. რელიგიური გრძნობა ადამიანისა მით უფრო ძლიერდება, ქრისტიანე თავისს სულსა და გულს მით უფრო მიმართავს ღვთისადმი, რამდენად უფრო კარგი მოწყობილია ის ადგილი, სადაც იგი ლოცულობს, ე.ი. ტაძარი. მართალია, არიან ისეთი პირები, რომლებიც არანაკლებ გულმოდგინედ ლოცულობენ მაშინაც, როცა ისინი ღარიბ ეკლესიაში დგანან და უბრალო, გაუმშვენებელ ღვთისმსახურებას ისმენენ, მაგრამ ასეთის პირების მაგალითი ზემოთქმულ საზოგადო კანონს ვერ დაარღვევს, ასეთი პირები ძლიერ იშვიათნი არიან. მხოლოდ განსაკუთრებული, ღმერთთან დაახლოვებული, წმიდა ადამიანები ლოცულობენ და ივსებიან ტკბილი და სასიხარულო გრძნობებით დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ სრულდება ღვთისმსახურება და როგორის მოწყობილობისაა ეკლესია. საზოგადოდ კი ჩვენ სუსტნი ვართ და ლოცვაში, სულის ღვთისადმი მიმართვაში ვსაჭიროებთ გარეგან საშუალებათ. რომ უფრო მხურვალე გრძნობები დაგვებადოს, ამისათვის საჭიროა, რომ ეკლესია, რაც შეიძლება, კარგად იქნეს მოწყობილი. აქ ჩვენ ზომიერი გამშვენებულობა გვაქვს სახეში, გამშვენებულობა დიდებული, მაგრამ მარტივი, ისე, როგორც ძველად იყო ჩვენს ეკლესიებში. დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის სიმშვენიერეს. ამისთვის მოძღვრებმა უნდა იზრუნონ ეკლესიების განშვენებაზე, რათა მათკენ ხალხი მიიზიდონ. საშუალებათა მოსაპოებლად მიმართონ მრევლთ, განსაკუთრებით შეძლებულ პირთ, და შეაგონონ მათ ტაძრების განშვენების საჭიროება და სარგებლობა. როცა ეკლესია განშვენებული იქნება, მაშინ ხალხიც ბლომად იწყებს სიარულს, შემოსავალიც მეტი იქნება. აქ არ შეგვიძლია გულმწუხარებით არ მოვიხსენოთ გულგრილობა და დაუდევრობა ჩვენის ერისა ეკლესიებისადმი. განსაკუთრებით კი განათლებულთ და შეძლებული საზოგადოებისა, თავად-აზნაურებისა. ძველ დროში ჩვენნი დიდებულნი მრავალ და მშვენიერ ტაძრებს აშენებდნენ. სწირავდნენ ოქროთი და ვერცხლით მოჭედილ ხატებს, ოქრომკედით მოქსოვილ შესამოსლებს, თავის ადგილ-მამულებს; ახლა კი, ეკლესიებს ვინ ჩივის, მაშინ, როდესაც უსარგებლო, მხოლოდ მოკლეჟამიერი სიამოვნების მომნიჭებელ საგნებზე ასობით და ათასობით ხარჯავენ. ამას გარდა, წამაქეზებელი მაგალითები თვალწინ მაინც არ ედგას ჩვენ ერს! არ ბაძავს იგი რუსებსა, რომელნიც სიხარულით პასუხს იძლევიან მოძღვართა მოწოდებაზე, აკმაყოფილებენ ეკლესიის საჭიროებათ, უღარიბესნიც კი ამათგანნი არ ჩამორჩებიან შეძლებულთა, ესენიც დაუზარებლად სწირავენ თავის წვლილსა. შეუმჩნევლად რჩება ჩვენის ხალხისთვის ის მოვლენა, რომ თითქმის არცერთი ცოტათი მაინც შეძლებული სომეხი ისე არ ჩადის საფლავში, რომ ცოტაოდენი ეკლესიის სასარგებლოდ არ დატოვოს.

3) განშვენებული ღმრთისმსახურება. შემჩნეულია, რომ ხალხი ბლომად იკრიბება იმ ეკლესიებში, სადაც ღმრთისმსახურება გამშვენებით სრულდება. იმ ეკლესიებში კი, სადაც საღმრთო სამსახური ყოველივე წესიერებას მოკლებულია, სადაც მხოლოდ მღვდლის ბუტბუტი და მედავითნის ტარატური ისმის, ორიოდე კაცი თუ ნახეთ, კარგია. განშვენებულ საეკლესიო მსახურების ხალხისათვის მიმზიდველობა მოძღვრებისგან არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი. გარდა იმისა, რომ ღმრთისმსახურება უნდა სრულდებოდეს კრძალულებით და ლოცვებისა და საგალობლების სიტყვები უნდა წარმოითქმებოდეს გარკვევით, ყველას გასაგონად, კიდევ საჭიროა, რომ ღმრთისმსახურება ჯეროვანი წესიერებითა და განშვენებით სრულდებოდეს. კვერექსების და ასამაღლებლების წარმოთქმას, ჯვრის გადასახვას, კმევას, მსახურების დროს ეკლესიაში სიარულს, და ყოველ მოქმედებათ ეკლესიის მოსამსახურეთა შესაფერი შნო უნდა მიეცეს.

4) ყველაზე უფრო დამამშვენებელი ეკლესიური სამსახურისა, არის გალობა. მწყობრი და კეთილხმოვანი გალობა ხალხს ძლიერ იზიდავს და შველის მას ზეცისადმი სულის აღმაღლებად. ამიტომ ყურადღება უმთავრესად საეკლესიო გალობას უნდა მიექცეს. სამრევლოში უნდა გამოარჩიონ კარგი ხმის მქონენი, მათგან მგალობელთა გუნდი უნდა შეადგინონ. აგრეთვე საეკლესიო გალობაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სამრევლო სკოლების ბავშვებმაც. ჩვენ, პირადად, სამხმიან გალობას ვაძლევთ უპირატესობას, რადგან იგი უფრო ეკლესიურია, მაგრამ არც ევროპიულად გაკეთილხმოვნებული გალობის წინააღმდეგნი ვართ, რასაკვირველია, ჩვენის გალობის ძირითად განსხვავებათა დაცვით.

5) სხვადასხვა სამხიარულო საეკლესიო მსახურებანი: არქიელის მსახურება, პარაკლისების გადახდა კრებულით, სასწაულმოქმედი ხატების შეგებება და მათი ჩამოტარება ხალხში, ლიტანიები და სხვადასხვა. ასეთი გარეგანი განშვენებული ღმრთისმსახურება ძალიან სასარგებლოა: მის მაგიერ რო ხალხი სხვადასხვა ადგილებში ცუდად დროს ატარებდეს, ის არ სჯობია, მივიზიდოთ იგი ეკლესიებში ღმრთისმსახურების სიმშვენით და მიეცეს მას მიზეზი სულის აღმართვისა ღვთისადმი.

6) ქადაგება ეკლესიის კათედრიდან. მაგალითები გვიჩვენებს, რომ ქადაგება ხალხს ძლიერ იზიდავს ეკლესიაში. ქადაგება არა ორჯერ და სამჯერ მთელი წლის განმავლობაში, არამედ თითქმის ყოველ კვირის უქმე დღეს წარმოთქმული, ქადაგება შედგენილი სამწყსოთა გონებრივი განვითარების მიხედვით და მათ სულიერ მოთხოვნილებათა ზნეობის მდგომარეობის შესაფერი, ქადაგება ნათელი, გონივრული, სადა, ყველასათვის გასაგები, ზეპირად, უჩვეულოდ წარმოთქმული. გრძელი, მრავალჭრელსიტყვოვანი ქადაგება არ არის მოსაწონი, მისგან ხალხი იღლება და ბოლოს დროს იგი მას თავსაც აბეზრებს. ხშირად გაიგონებთ ჩვენს სამღვდელოებაში სიტყვას ქადაგების უსარგებლობაზე. ამბობენ, ფუჭი და უნაყოფოა იგიო, მისგან ზნეობრივი ცხოვრება ხალხისა სრულიადაც არ უმჯობესდებაო. მართალია, ქადაგება სამწყსოს მომეტებული ნაწილის ცხოვრებას ვერ შეცვლის, მაგრამ ორიოდე ადამიანი ხომ მაინც ჩაფიქრდება და იმეცადინებს თავისთვის ზნეობრივად გარდაქმნას, გასწორებასა და განუკეთესებას? თუ არცერთიც არ გადაკეთდა, ცოდვილიანობის შეგნება მაინც დაიბადება ხალხში. თუ ესეც არ იქნა, რელიგიურს ცოდნას მაინც შეიძენს ხალხი და მისი გონება ცოტათი მაინც ამოძრავდება და განვითარდება. და ესეც ხომ კარგი საქმეა. მოძღვრებმა უნდა იქადაგონ კიდევ იმისთვის, რომ შეასრულონ თავისი მოვალეობა; მათ თავისი საქმე უნდა გააკეთონ. ხოლო რაც შეეხება კაცის ზნეობითის ცხოვრების გაუმჯობესობას, ეს ღვთის ნებაა. კიდევ ჩვენი განათლებული სამღვდელოება უქადაგებლობის მიზეზს აწერს თავის მოუმზადებლობას. იმას, რომ იგი სასულიერო სკოლაში ქართულ ენაზე ქადაგებას არ შეაჩვიეს. თუ გინდ რომ ეს ასე იყოს, განა ჩვენ ისე სუსტები ვართ, ისე მოკლებული ვართ თვითმოქმედებას, რომ არ შეგვიძლია ჩვენითვე შევივსოთ ჩვენის სწავლა-განათლების ნაკლი, ჩვენითვე ვიკითხოთ ქართული საღმრთო წერილი, ჩვენითვე შევისწავლოთ ქართულ ენაზე ქადაგების შედგენა? თუ ეს არ შეგვიძლია, მაშ, ჩვენ კაცები არ ვყოფილვართ.

7) აღდგენა ადგილობრივი ქართველი წმიდანების დღეების ბრწყინვალე დღესასწაულებისა. სირცხვილი არ არის, რომ ნინოობას ქართლ-კახეთშიაც კი ყოველგან არ უქმობენ?! დასაძრახისი არაა, რომ წმ. ქეთევან დედოფლის დღეს მხოლოდ ალავერდში დღესასწაულობენ, სხვაგან კი არა?! საგმობი არა ვართ, რომ თბილისში განისვენებს წმ. შუშანიკი, რომ აქ წამებულ იქნა ჰაბო, და აქ მათი დღეობა შეუმჩნეველია?! რატომ თბილისის სამღვდელოება დიდებულად, ყველასთვის დასანახად არ დღესასწაულობს ამ დღეებსა? რატომ არ მართავს ლიტანიებსა?

8) დაარსება საზოგადოებისა, რომელიც იზრუნებს რელიგიურ-ზნეობრივის შინაარსის ნაწერების გამოცემასა და ხალხში გავრცელებაზე უფასოდ. თავიდათავი დაწესებულება ამ საზოგადოებისა უნდა იყოს თბილისში, ხოლო სხვა ქალაქებსა და დაბებში - განყოფილებანი.

9) სამღვდელოების მჭიდრო დაკავშირება ინტელიგენციასთან. ახლა ინტელიგენციას ხალხზე დიდი გავლენა აქვს. ის არის იმისი გზის მაჩვენებელი. თუ გვინდა, რომ ჩვენც ვიქონიოთ გავლენა ხალხზე, დავუახლოვდეთ ისეთ განათლებულ პირებს. რომელთაც უყვართ სამშობლო და ეკლესია; იმათი დახმარებით სხვა ინტელიგენტებსაც მოვიპოვებთ და შეერთებული ძალითა და მოქმედებით ბევრს რასმე გავაკეთებთ.

10) სამღვდელოების მოძღვრებითი მოქმედება რომ ნაყოფიერი იქნეს, საჭიროა შეერთება, ერთის საზოგადოების შედგენა; ერთმანეთის სწავლებით, ერთიმეორის დახმარებით, ცოდნისა და გამოცდლების გაზიარებით ერთიმეორისთვის, შეერთებულის ხმით ღაღადებითა ბევრი რამე გაკეთდება. პირველი მაგალითი ამისთანა კავშირისა თბილისის სამღვდელოებამ უნდა გვაჩვენოს. უკუაგდონ მოწინავე მამებმა თავისი წვრილმანი, დამამცირებელი და დამღუპველი თავმოყვარეობა, დაუთმონ ერთიმეორეს, შეთანხმდნენ, შეერთდნენ და შეიმუშავონ მოღვაწეობის პროგრამა, აჩვენონ საშუალებანი მღვდლობის დანიშნულების განხორციელებისთვის და ამით მისცენ მაგალითი მთელს სამღვდელოებას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
13.12.2017
თუ რამე კარგი გვაქვს, ეს ქრისტიანულ ეკლესიასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე მანკიერება - ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat