ავთვისებიანი სიმსივნე ანაკლიაში და ერის ზნეობრივი გახრწნის მცდელობა - რატომ არ უნდა ჩატარდეს კაზანტიპი
ავთვისებიანი სიმსივნე ანაკლიაში და ერის ზნეობრივი გახრწნის მცდელობა - რატომ არ უნდა ჩატარდეს კაზანტიპი
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

გავიხსენოთ დოსტოევსკის სიტყვები: "თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებარდართულია." გინახავთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია? მე ასეთი ადამიანი არ მინახავს. ყველაფერში იგულისხმება ნებისმიერი აღვირახსნილობა, ნებისმიერი საშინელება, ნებისმიერი სამარცხვინო ქმედება - ადამიანი ღორზე უარესი რომ ხდება. გინახავთ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აი, ეს ყველაფერი ჩემთვის ნებადართულია? კი მაგრამ რატომ?  - იმიტომ რომ ღმერთი არ არის. ასეთი ადამიანი არ გვინახავს და ღმერთმა ნურც გვანახოს.

მაგრამ აბა რა დავარქვათ იმას, როდესაც ცრუ იდეებითა და იდეალებით აღტკინებული ხელისუფლება, თავდაჯერებული, ვითარცა ფსიქიკურად დაავადებული, რომელსაც რეალური აღქმა არა აქვს გარესამყაროსი და საკუთარი თავისა, აძლევს "კაზანტიპის" უფლებას?

კაზანტიპი - ეს არის რაღაც ვირტუალური სახელმწიფო, რომელსაც კრედოდ აქვს ასეთი სიტყვები -"ყველაფერი ნებადართულია!",  ამ ვირტუალურ სახელმწიფოს თავისი ხელისუფლება ყავს, ახლა ფიქრობენ რომ მონარქიად გადააკეთონ და თუ აქამდე ვითომდა დემოკრატიულად იმართებოდა, მეფის დანიშვნის შემთხვევაში,  ის ძალადობასაც დაიწყებს ადამიანებზე.
ყველაფერი ნებადართულია მათთვის, რადგან ღმერთი არ არსებობს. და აი გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მისაღებია ეს სახელმწიფო სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი ნებადართულია.

რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ბედნიერია, იმიტომ რომ ამით ფულს ვიშოვით. ეს არის ოფიციალურად დაკანონებული სოდომ-გომორი, ცოდვა, რომლის გამოც სოდომ-გომორი და მათთან არსებული ქალაქები დაიღუპა. უფლის სიტყვებს გავიმეორებ: "თუ არ შეინანებთ მსგავსადვე მოსწყდებით!."
დღეს საქართველომ თავის ტერიტორიაზე დაუშვა ეს უმსგავსობა, სადაც ღმერთი არ არის. ეს არის ოფიციალური განცხადება:  ჩვენ საქართველოში გვაქვს ტერიტორია, სადაც ღმერთი არ არის. თუ ეს არის ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლის, ჩვენი მამულიშვილების თავდადების ნაყოფი, მაშინ ჩვენ არ გვცოდნია რა არის ცხოვრების საზრისი, რას ნიშნავს ქრისტიანობა და ქართველობა.

ანაკლიაში ჩნდება სიმსივნე. ადამიანს როცა აქვს სიმსივნე, ორგანოზმი მიდრეკილია სიმსივნური უჯრედების გამრავლებისკენ. ხოდა ჩვენი ერიც მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, ერთი სული აქვს როდის დაავადდება. აქედან გამომდინარე, ეს სიმსივნე გაჩნდება, მაგრამ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება - ღმერთი ერს, რომელიც მიდრეკილია უბედურებისაკენ, აძლევს შესაძლებლობას ამ საშინლების დანახვით გამოფხიზლდეს.

ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება. ღმერთი ერს აძლევს არჩევანის შესაძლებლობას: ცოტა ხანში ყველაფერი იქნება ნებადართული და ნებისმიერი ხორციელი, პირუტყვული სიამოვნება უმაღლეს ხარისხში შესაძლებელი იქნება. არსობრივად აქ არაფერ შუაშია პოლიტიკური ორიენტაცია - აქ მთავარია ადამიანების შინაგანი მდგომარეობა, რომ ყველაფერი იყოს ნებადართული. ჩნდება კითხვა, იქნებ ეროვნული მოძრაობის დაწყებისას ასეთი თავისუფლება გინდოდა? ამ ყოველივესთვის ვიბრძოდით?
ამ სიმსივნით, რომელიც ანაკლიაში ჩნდება უფალი მიგვანიშნებს -აი, რა გინდოდა შენ! უფალი ამას გვაჩვენებს არა იმიტომ, რომ ერი დაავადდეს, არამედ იმისთვის, რომ გამოვფხიზლდეთ და ვთქვათ: ვაიმე, ეს რა ხდება, ეს რა უბედურება ყოფილა! იქ წავლენ ჩვენი შვილები, ბიჭები, გოგონები, სხვათა შორის ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართველი გოგონებისთვის შესვლა უფასოა! რატომ ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მათი შვილები, ცოლები და დები არ წავლენ? შესვლა ხომ უფასოა.

წმინდა ეკლესია პავლე მოციქულის პირით გვაფრთხილებს: " ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე"(კოლ.3,1) რა არის ეს ზეცისა, რას უნდა ვეძიებდეთ? არა იმას, რასაც გვეუბნებიან, რომ ანაკლიაში ბედნიერება იქნება, არამედ,უნდა ვეძებდეთ ქრისტეს.

კაზანტიპში კი ღმერთი არ არის. მე ვიცი ერთი ისტორია, როცა ღმერთი გააძევეს ისრაელიდან და რა მოხდა ამის შემდეგ ისრაელში? უფალი ეუბნება დედებს: "ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ." (ლუკა 23,28) "რადგან, აჰა, მოდის დღეები".... და აგრძელებს იმ უბედურებას, რაც მოვა.
მაშინ ისრელიდან ღმერთი გააძევეს და დღეს ანაკლიის ტერიტორიიდან ცდილობენ ღმერთის გაძევებას. თუ მთელი ერი ყიჟინას დასცემს - რა კარგიაო, მაშინ მთელი ერიდან მოხდება ღმერთის გაძევება. წმინდა ეკლესია კი გვაფრთხილებს: ნუ ეძებთ აქ ბედნიერებას, არამედ ზეცისას ეძიებდეთ!

რა ფორმები შეიძლება არსებობდეს სატანიზმისა? ერთ-ერთი, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფლების შეზღუდვას, არის ერის ზნეობრივი გახრწნა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეს არის გახრწნა თავისუფლების ლოზუნგით.
დღეს აღარ არსებობს საბჭოეთი, მაგრამ არსებობს მსოფლიო იმპერია, მსოფლიო ტირანია მე მაიძულებს უზნეობას და  ეს უზნეობა ადის იდეოლოგიის რანგში.

საქართველოში - ანაკლიაში გაჩნდა სიმსივნე. თითოეულმა ჩვენთაგანმა ხმა უნდა აიმაღლოს ამის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი -უმაღლესმა იერარქიამ - ეპისკოპოსებმა. იქ წავლენ ჩვენი შვილები,ჩვენი ოჯახის წევრები და თითოეულ ამ სულზე ჩვენ პასუხს ვაგებთ, ეს სიმსივნე თუ არ ამოვკვეთეთ, მთელ საქართველოს მოედება, რადგან გეგმაშია, რომ 10 წელი ეს პროექტი აქ უნდა იყოს. ეს არის სასიკვდილო განაჩენი ერისათვის.

კაზანტიპი არის დამოუკიდებელი, ხელშეუხებელი რესპუბლიკა თავისი კანონებით, მასში სახელმწიფოს კანონები ვერ ერევა - ზუსტად ისევე, როგორც ორგანიზმი ვერ ერევა სიმსივნის ზრდის პროცესში. ეს არის ტიპიური სიმსივნე თავისი კანონებით - იზრდება და სპობს ორგანიზმს.

უფალი გვაფრთხილებს: როცა ბოროტეულს ვეტყვი: "ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ." (ეზეკ. 33,8)

თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, თითოეული მღვდელი არ ვიყვირებთ ამბიონიდან, განსაკუთრებით კი არ აიმაღლებენ ხმას  ეპისკოპოსები, იმ სასიკვდილო ცოდვას ჩვენ მოგვკითხავს - "მათი სისხლი" ჩვენ მოგვეკითხება.

უფალი კიდევ გვეუბნება: "თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს". (ეზეკ. 33,9)

რადგან ჩვენ ჩვენი სულის საცხოვნებლად ვართ მოსულები, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეხლა სხვა დროა, მაინც არ მოგვისმენენ: ჩვენ ვალდებულები, ვართ რომ ვიყვიროთ, როცა ბოროტებას ვხედავთ.


იხილეთ ვიდეო:




ბეჭდვაელფოსტა
09.08. 2014
mmm
kazantipi es aris satanizmi da meti araperi,iq misul xalxs me ar vcem pativs da es xalxi mecodeba radgan zogi fulma ise gaagora mzad aris misma shvilma shishvelma iaros da amaze tvali daxuchos..amaze aravin tqvas rom es wyoba xelisuplebam moutana,ratqmaunda mati bralic aris magram xalxi mtavari dzalaa romelmac uari unda tqvas am satanizmz
09.08. 2014
mamu
აქ რომ სიმსივნეებია რატომ არ იმაღლებსნ ხმას. საპატრიარქოში რომ გარყვნილი და გათახსირებული ხალხია იმაზე რატომ არ ლაპარაკობენ. ჯერ საპატრიარქოს მიხედონ და მერე ილაპარაკონ ერის სიწმინდეზე. შენ თუ სიბინძურეში მოღვაწეობ და ბინძური ხარ. სხვა რამეზე რა უფლება გაქვს რომ ილაპარაკო. მეც არ მომწონს ანაკლიაში რაც უნდა იყოს,მაგრამ ჯერ შენ უნდა იმაზე მაღლა იდგე რის წინააღმდეგაც გამოდიხარ
09.08. 2014
კაით რა
1 თუ მონარქია ძალადობაა მაშინ რატო ითხოვს მის დაკანონებას საპატრიარქო? 2 როდესაც მშიერ ხალხს 50-ი ათასდოლარიანი მანქანიდან გადმოსული მამაო ეუბნება,რომ უმჯობესია მშივრები იყვნენ ვიდრე კაზანტიპზე ნაშოვნი ფულით ოჯახი არჩინონ (ისე სწორია)უხერხული ხომ არ არის?
08.08. 2014
leli
ვინმე გიორგივ! შენი განვითარების ციკლი კი ჯერაც არ დაწყებულა,რადგანაც წიგნი ბიბლია და მეორედ მოსვლა რა არის არ გსმენია,შენს პერსონას კი 23-ე საუკუნის არსებად წარმოგიდგენია... მაგარი ცოდვა ხარ,ვიღაცა ხარ და დაოკდი,თუ შეიძლებოდეს!!!!
08.08. 2014
კარცინომა
მეტასტაზები ჯერ თქვენთან უნდა მოძებნოთ და ამოკვეთოთ. მხოლოდ შემდეგ მიეცემა თქვენს სიტყვებს ძალა. აღკვეთეთ სიხარბე და ყველანაირი სახის ძალადობა თქვენს რიგებში და ხალხიც ისევ დაგიჯერებთ. ესაა გამოსავალი.
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat