დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
გავიხსენოთ დოსტოევსკის სიტყვები: "თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებარდართულია." გინახავთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია?
მე ასეთი ადამიანი არ მინახავს. ყველაფერში იგულისხმება ნებისმიერი აღვირახსნილობა, ნებისმიერი საშინელება, ნებისმიერი სამარცხვინო ქმედება - ადამიანი ღორზე უარესი რომ ხდება. გინახავთ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აი, ეს ყველაფერი ჩემთვის ნებადართულია? კი მაგრამ რატომ? - იმიტომ რომ ღმერთი არ არის. ასეთი ადამიანი არ გვინახავს და ღმერთმა ნურც გვანახოს.
მაგრამ აბა რა დავარქვათ იმას, როდესაც ცრუ იდეებითა და იდეალებით აღტკინებული ხელისუფლება, თავდაჯერებული, ვითარცა ფსიქიკურად დაავადებული, რომელსაც რეალური აღქმა არა აქვს გარესამყაროსი და საკუთარი თავისა, აძლევს "კაზანტიპის" უფლებას?
კაზანტიპი - ეს არის რაღაც ვირტუალური სახელმწიფო, რომელსაც კრედოდ აქვს ასეთი სიტყვები -"ყველაფერი ნებადართულია!", ამ ვირტუალურ სახელმწიფოს თავისი ხელისუფლება ყავს, ახლა ფიქრობენ რომ მონარქიად გადააკეთონ და თუ აქამდე ვითომდა დემოკრატიულად იმართებოდა, მეფის დანიშვნის შემთხვევაში, ის ძალადობასაც დაიწყებს ადამიანებზე.
ყველაფერი ნებადართულია მათთვის, რადგან ღმერთი არ არსებობს. და აი გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მისაღებია ეს სახელმწიფო სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი ნებადართულია.
რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ბედნიერია, იმიტომ რომ ამით ფულს ვიშოვით. ეს არის ოფიციალურად დაკანონებული სოდომ-გომორი, ცოდვა, რომლის გამოც სოდომ-გომორი და მათთან არსებული ქალაქები დაიღუპა. უფლის სიტყვებს გავიმეორებ: "თუ არ შეინანებთ მსგავსადვე მოსწყდებით!."
დღეს საქართველომ თავის ტერიტორიაზე დაუშვა ეს უმსგავსობა, სადაც ღმერთი არ არის. ეს არის ოფიციალური განცხადება: ჩვენ საქართველოში გვაქვს ტერიტორია, სადაც ღმერთი არ არის. თუ ეს არის ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლის, ჩვენი მამულიშვილების თავდადების ნაყოფი, მაშინ ჩვენ არ გვცოდნია რა არის ცხოვრების საზრისი, რას ნიშნავს ქრისტიანობა და ქართველობა.
ანაკლიაში ჩნდება სიმსივნე. ადამიანს როცა აქვს სიმსივნე, ორგანოზმი მიდრეკილია სიმსივნური უჯრედების გამრავლებისკენ. ხოდა ჩვენი ერიც მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, ერთი სული აქვს როდის დაავადდება. აქედან გამომდინარე, ეს სიმსივნე გაჩნდება, მაგრამ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება - ღმერთი ერს, რომელიც მიდრეკილია უბედურებისაკენ, აძლევს შესაძლებლობას ამ საშინლების დანახვით გამოფხიზლდეს.
ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება. ღმერთი ერს აძლევს არჩევანის შესაძლებლობას: ცოტა ხანში ყველაფერი იქნება ნებადართული და ნებისმიერი ხორციელი, პირუტყვული სიამოვნება უმაღლეს ხარისხში შესაძლებელი იქნება. არსობრივად აქ არაფერ შუაშია პოლიტიკური ორიენტაცია - აქ მთავარია ადამიანების შინაგანი მდგომარეობა, რომ ყველაფერი იყოს ნებადართული. ჩნდება კითხვა, იქნებ ეროვნული მოძრაობის დაწყებისას ასეთი თავისუფლება გინდოდა? ამ ყოველივესთვის ვიბრძოდით?
ამ სიმსივნით, რომელიც ანაკლიაში ჩნდება უფალი მიგვანიშნებს -აი, რა გინდოდა შენ! უფალი ამას გვაჩვენებს არა იმიტომ, რომ ერი დაავადდეს, არამედ იმისთვის, რომ გამოვფხიზლდეთ და ვთქვათ: ვაიმე, ეს რა ხდება, ეს რა უბედურება ყოფილა! იქ წავლენ ჩვენი შვილები, ბიჭები, გოგონები, სხვათა შორის ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართველი გოგონებისთვის შესვლა უფასოა! რატომ ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მათი შვილები, ცოლები და დები არ წავლენ? შესვლა ხომ უფასოა.
წმინდა ეკლესია პავლე მოციქულის პირით გვაფრთხილებს: " ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე"(კოლ.3,1) რა არის ეს ზეცისა, რას უნდა ვეძიებდეთ? არა იმას, რასაც გვეუბნებიან, რომ ანაკლიაში ბედნიერება იქნება, არამედ,უნდა ვეძებდეთ ქრისტეს.
კაზანტიპში კი ღმერთი არ არის. მე ვიცი ერთი ისტორია, როცა ღმერთი გააძევეს ისრაელიდან და რა მოხდა ამის შემდეგ ისრაელში? უფალი ეუბნება დედებს: "ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ." (ლუკა 23,28) "რადგან, აჰა, მოდის დღეები".... და აგრძელებს იმ უბედურებას, რაც მოვა.
მაშინ ისრელიდან ღმერთი გააძევეს და დღეს ანაკლიის ტერიტორიიდან ცდილობენ ღმერთის გაძევებას. თუ მთელი ერი ყიჟინას დასცემს - რა კარგიაო, მაშინ მთელი ერიდან მოხდება ღმერთის გაძევება. წმინდა ეკლესია კი გვაფრთხილებს: ნუ ეძებთ აქ ბედნიერებას, არამედ ზეცისას ეძიებდეთ!
რა ფორმები შეიძლება არსებობდეს სატანიზმისა? ერთ-ერთი, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფლების შეზღუდვას, არის ერის ზნეობრივი გახრწნა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეს არის გახრწნა თავისუფლების ლოზუნგით.
დღეს აღარ არსებობს საბჭოეთი, მაგრამ არსებობს მსოფლიო იმპერია, მსოფლიო ტირანია მე მაიძულებს უზნეობას და ეს უზნეობა ადის იდეოლოგიის რანგში.
საქართველოში - ანაკლიაში გაჩნდა სიმსივნე. თითოეულმა ჩვენთაგანმა ხმა უნდა აიმაღლოს ამის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი -უმაღლესმა იერარქიამ - ეპისკოპოსებმა. იქ წავლენ ჩვენი შვილები,ჩვენი ოჯახის წევრები და თითოეულ ამ სულზე ჩვენ პასუხს ვაგებთ, ეს სიმსივნე თუ არ ამოვკვეთეთ, მთელ საქართველოს მოედება, რადგან გეგმაშია, რომ 10 წელი ეს პროექტი აქ უნდა იყოს. ეს არის სასიკვდილო განაჩენი ერისათვის.
კაზანტიპი არის დამოუკიდებელი, ხელშეუხებელი რესპუბლიკა თავისი კანონებით, მასში სახელმწიფოს კანონები ვერ ერევა - ზუსტად ისევე, როგორც ორგანიზმი ვერ ერევა სიმსივნის ზრდის პროცესში. ეს არის ტიპიური სიმსივნე თავისი კანონებით - იზრდება და სპობს ორგანიზმს.
უფალი გვაფრთხილებს: როცა ბოროტეულს ვეტყვი: "ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ." (ეზეკ. 33,8)
თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, თითოეული მღვდელი არ ვიყვირებთ ამბიონიდან, განსაკუთრებით კი არ აიმაღლებენ ხმას ეპისკოპოსები, იმ სასიკვდილო ცოდვას ჩვენ მოგვკითხავს - "მათი სისხლი" ჩვენ მოგვეკითხება.
უფალი კიდევ გვეუბნება: "თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს". (ეზეკ. 33,9)
რადგან ჩვენ ჩვენი სულის საცხოვნებლად ვართ მოსულები, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეხლა სხვა დროა, მაინც არ მოგვისმენენ: ჩვენ ვალდებულები, ვართ რომ ვიყვიროთ, როცა ბოროტებას ვხედავთ.
იხილეთ ვიდეო:
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი