დღის ლოცვა
აღმოყვანება ნაწილთა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში
ტროპარი: მოიწია დღე ბრწყინვალისა დღესასწაულისა, და ქალაქი ბარავისა იხარებს, და მის თანა ყოველი სოფელი განსცხრების გალობითა სულიერითა, რამეთუ დღეს უკუე საღმრთო დღესასწაული პატიოსანთა და მრავალ მკურნალთა ნაწილთა წმიდისა და საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზისთა, ვითარცა მზე დაუვალი, აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, რომელნი განდევნიან ბნელსა განსაცდელთა და ჭირთასა სარწმუნოებით მგალობელთაგან, რომელნი უღაღადებთ მას ესრეთ: გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა შესავედრებელმან ჩუენმან, დიდო ნიკოლოზ.
კონდაკი: აღმობრწყინდეს ვითარცა ვარსკულავნი აღმოსავალით დასავალად ნაწილნი შენნი, მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, რამეთუ ზღუა განწმდა სლვითა შენითა, და ბარავისა ქალაქმან მადლი შენ მიერ მიიღო, ვინათგან ჩუენთვის გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და საკვირველად მოწყალედ.