დღესასწაული ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა (გარდამავალია, აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს); ექვსი ათასთა ღირსმოწამე მამათა, დავითგარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა (1616) (გარდამავალია, მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს);
მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303);
მოწამისა კრისკენტისა, მირონლუკიელისა (დაახლ. 740);
მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476);
წმინდა მოწამენი: ელეფთერი სპარსი, თეოდოსი და ზოილე რომაელი (IV);
წმინდა მარტვირი, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (+486); ღირსმოწამე მართა (ტესტოვა, +1941);
წმინდა მარტიუს კლერმონელი (+530).
დღის ლოცვა
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთა ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.
კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე დედოფალო.