ნათლისღებას იორდანე რამდენიმე წუთით უკუსვლას იწყებს
ნათლისღებას იორდანე რამდენიმე წუთით უკუსვლას იწყებს
1. როგორ აღნიშნავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს და რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში?

2. თუ გახსოვთ თქვენი ნათლობა?

3. რა უფლება-მოვალეობები გაკისრიათ თქვენს ნათლიებთან და ნათლულებთან?

4. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?


ანკეტას უპასუხებენ ხელოვნებათმცოდნე ელენ დელონ-ფარადაშვილი, სამართალმცოდნე გიორგი ხმალაძე და თსუ სტუდენტი ქრისტინე სებისკვერაძე.

ელენ დელონ-ფარადაშვილი, 42 წლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ამჟამად უმუშევარი.


1. ნათლისღება უდიდესი მადლისა და სიწმინდის დღესასწაულია. ამ დღეს ეკლესიებში ხდება წყალკურთხევა, ყველა ქრისტიანს შეაქვს ოჯახში ეს დიდი სიწმინდე, რომლის მადლიც მთელი წლის განმავლობაში მოგვყვება.

დღევანდელ ტექნოკრატიულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი მუდმივ ცვალებადობას და სნობურ წარმოდგენებს ექვემდებარება, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი ყალბი რელიგიურობით საზრდოობს და სხვათა მიმბაძველი ხდება, ჭეშმარიტების მყარად მიმდევართათვის ასეთი წმინდა, ნათელი ქრისტიანული დღესასწაულები მათი ცხოვრების ღერძი და მთავარი ორიენტირია. ყოველი მორწმუნე ამ დღეს გრძნობს, რომ ღმერთი ყოვლადმოწყალე, მიმტევებელი და უკიდეგანო სიყვარულია, რომელსაც ადამიანთა დაცემული, ცოდვილი ბუნების მიუხედავად ყველას გადარჩენა სწადია. თუკი ამას გავაცნობიერებთ და ოდნავ მაინც შევეხებით და შევიგრძნობთ ზეციდან მომდინარე მადლის ნათელს, ეს უთუოდ შეგვაძლებინებს გადავლახოთ ნებისმიერი სიძნელე და ჩვენი ცხოვრების წესით შევძლოთ ღვთიური სასუფევლის მოპოვება.

2. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მომნათლეს. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად აღვიქვი, რაც ხდებოდა, კარგად დამამახსოვრდა მამა იოანე, ჭაღარა მოძღვარი, რომელმაც ჩემი ნათლობის საიდუმლო შეასრულა. დედაჩემი სთხოვდა: "მამაო, შენც იყავი ჩემი შვილის ნათლიაო". მან უპასუხა: "ეს რომ არ გეთხოვა, მე ხომ ისედაც ვითვლები ამ ბავშვის ნათლიადო". როცა წამოვიზარდე, ნათლობის ჯვრები ვეღარ ვნახე, რასაც ძალიან განვიცდიდი. ერთხელ მომეცა იმის საშუალება, პატრიარქისთვის მეთქვა ჩემი წუხილი, მითხრა, ნუ განიცდი, ახალ ჯვარს გიკურთხებ და ატარე, მთავარია, ადამიანი ფიზიკურ და გონებრივ ზრდასთან ერთად სარწმუნოებრივადაც გაიზარდოს და სხვას ყველაფერს ეშველებაო. მართლაც მიკურთხა ჯვარი და მომცა, მაგრამ ვერ გავბედე, ჩვენი პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ჯვარი მეტარებინა და როგორც ნათლობის ჯვარი, ისე მაქვს შენახული საიმედო ადგილას.

3. როდესაც ეკლესიაში შედიხარ, რაც უნდა უხეში იყოს სამყარო, მაინც ყველაფერს ივიწყებ და საკუთარ თავს უბრუნდები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უდიდეს სიწმინდეებსა და ეკლესიურ საიდუმლოებებთან გაქვს შეხება. არ ვიცი, როგორ გამომდიოდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, მეცხოვრა ქრისტიანულად, ნათლიებიც ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ, მაგრამ პოსტსაბჭოთა ეპოქა იყო, ისინი კი ათეისტურ წლებში იყვნენ ნაცხოვრები და ბევრი რამ თვითონაც არ იცოდნენ. ალბათ ტრაბახში არ ჩამომართმევთ და, როცა წამოვიზარდე და ქრისტიანულ მრწამსში ჩემით გავერკვიე, ავად თუ კარგად ჩემს ნათლიებს იქით ვასწავლიდი.

ძალიან ბევრი ნათლული მყავს, ძირითადად ჩემი მეგობრების შვილები. მათ ხშირად ვხვდები, რაც შემიძლია, ვესაუბრები სარწმუნოებაზე. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, რაც საფრანგეთიდან ჩამოვედი და ოჯახურ პრობლემებს შევეჯახე, ცოტა ამოვარდნილი ვიყავი ცხოვრების რიტმიდან და ჩემს ნათლულებთანაც ნაკლები კონტაქტი მქონდა, მაგრამ როგორც კი საშუალება მომეცემოდა, მაშინვე მათთან მივისწრაფოდი და ვთხოვდი, მომიხსენიეთ ლოცვებში, როგორც უყურადღებო ნათლია-მეთქი. მაშინ ვიგრძენი, რომ ნათლულები ჩემი დიდი გულშემატკივრები იყვნენ.

4. ჩვენ უმძიმესი წლები გამოვიარეთ, ბევრმა ვერ გაუძლო ამ პერიოდს, ბევრიც ფიზიკურად გადარჩა. ეს ადამიანები მოძღვრისაგან თბილად მოპყრობას და დიდ გულისხმიერებას იმსახურებენ. ზოგიერთი მოძღვარი ამბობს: "ვერ ვიტვირთავ თქვენს სიმძიმეს, მე მოვალე ვარ, მარტო აღსარება ჩამაბაროთ, დანარჩენი არ მეხებაო". რით ახსნით მოძღვრისაგან ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას ამ ადამიანებისადმი და რამდენად ეთანხმებით ასეთ მიდგომას?


გიორგი ხმალაძე, 34 წლის, სამართალმცოდნე, მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციაში, ახლახან ჯვარი დაიწერა მაია დევაძეზე.

1. ნათლისღება ჩემთვის უწმინდესი დღეა, რასაც წინ უსწრებს ერთდღიანი მარხვა, ეკლესიებში ამ დღეს ტარდება ბასილი დიდის წირვა. ეკლესიაში ხდება დიდი და მცირე აიაზმის კურთხევა, ამიტომ აუცილებელია, ყოველი მონათლული ქრისტიანი მივიდეს ტაძარში და ეზიაროს იმ დიდ მადლს, რაც ამ დღესასწაულით ენიჭება ყოველ მართლმადიდებელს.

2. 9-10 თვის ვყოფილვარ, როცა მომნათლეს, ამიტომ, ბუნებრივია, ეს დღე არ დამამახსოვრდებოდა.

3. ორი ნათლია მყავს, მამაჩემის მეჯვარე და ჩვენი ოჯახის მეგობარი ქალბატონი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ნაკლებად მაქვს მათთან ურთიერთობა, როდესაც მე მოვინათლე, იმ პერიოდში ნათლიებსა და ნათლულებს შორის დამოკიდებულება უფრო ფორმალური ხასიათისა იყო და იშვიათად, წვეულებაზე თუ შევხვდებოდით ერთმანეთს, სადაც სარწმუნოებაზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. 25 წლის ვიყავი, როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული, ეს, რა თქმა უნდა, ნათლიების ჩარევით არ მომხდარა. ამას სასაყვედუროდ ნამდვილად არ ვამბობ. ეკლესიური ცხოვრების წესმა ნათლიებიც და ნათლულებიც უფრო მეტად შემაყვარა და მეტი პატივისცემითა და მოწიწებით განმაწყო მათ მიმართ. წარმომიდგენია, ზრდასრული ადამიანისთვის რამდენად დაუვიწყარი იქნება მისი ნათლობის დღე.

ვცდილობ, ჩემს ნათლულებს მივუთითო ქრისტიანული ცხოვრებისაკენ და ხელი შევუწყო მის სარწმუნოებაში გაცნობიერებას, თუკი ჩემს სურვილს მშობლები არ შეეწინააღმდეგებიან და ხელს შემიწყობენ ამ მიზნის განსახორციელებლად, რადგან მშობლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

4. მყავს მოძღვარი, მამა გიორგი სხირტლაძე, და მასთან მიხდება საუბარი სარწმუნოებრივ საკითხებზე. ვურჩევ ყველას, განსაკუთრებით კი ჩემს ნათლულებს, დაემორჩილონ მოძღვარს, იცხოვრონ მისი ლოცვა-კურთხევით და უფალი მოძღვრის პირით თვითონ გასცემს პასუხს ყველა იმ კითხვას, რომელიც მათ გაუჩნდებათ.


ქრისტინე სებისკვერაძე, 18 წლის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის, სოციოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის რუსული სექტორის I კურსის სტუდენტი, გაუთხოვარი.

1. ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, უპირველესად იმიტომ, რომ მაცხოვარმა მდინარე იორდანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლისგან და მართლმადიდებელი სამყარო ამ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ზეიმობს. პირადად მე 19 იანვარს, ნათლისღებას დავიბადე და წლეულს 18 წელი შემისრულდა.

ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩემი უმცროსი და ანასტასია 2010 წლის ნათლისღებას მონათლა ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ.

ტრადიციულად, ყოველ ნათლისღებას ოჯახურ გარემოში აღვნიშნავ. ამ დღეს ვესწრებით საეკლესიო მსახურებას და ოჯახში შემოგვაქვს ნაკურთხი წყალი, როგორც უდიდესი სიწმინდე, რომელსაც მთელი წლის განამვლობაში ვიყენებთ სახლის საკურთხებლად და მაშინ ვსვამთ რწმენით, როცა თავს შეუძლოდ ვიგრძნობთ.

2. მომნათლეს მოწამეთაში, როცა პატარა ვიყავი, ჩემი ნათლობა არ მახსოვს, მყავს 5 ნათლია და 1 ნათლული.

3. პატარა ვიყავი, როცა საქართველო დავტოვეთ და ჩემი უფროსი ძმა და მშობლები მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად, სკოლაც მოსკოვში დავამთავრე, ისინი დღესაც იქ ცხოვრობენ. საქართველოში ახლა ჩემს ბებიებთან ვცხოვრობ. როგორც მეუბნებიან, მაშინ ძალიან მძიმე წლები იდგა საქართველოში, ყველანი დავიფანტეთ, ჩემი ნათლიებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მათგან მხოლოდ ორს ვიცნობ და დიდი სურვილი მაქვს დანარჩენებიც გავიცნო, რაც დღემდე ვერ მოვახერხე. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ჩემი ნათლია უცხოეთში მუსლიმანს გაჰყვა ცოლად და ვეჭვობ, რომ ვერ შეინარჩუნა ქრისტიანობა.

დედამ პატარაობიდანვე ჩამინერგა სარწმუნოების სიყვარული, შემაჩვია მოძღვართან ურთიერთობას, დილა-საღამოს ლოცვას, ხშირად მეუბნებოდა, შენ ისეთ ნათელ და მადლიან დღეს დაიბადე, არ გაქვს უფლება ეკლესიის გარეშე იცხოვროო. თვითონაც მოსკოვის ქართული ეკლესიის მრევლია და ჩვენც ხშირად დავყავდით საკვირაო წირვაზე და დიდ დღესასწაულებზე საზიარებლად. ასე რომ, რაც ნათლიებისგან დამაკლდა, ჩემი მშობლების წყალობით მივიღე. ღვთის ნებით, რაც წლები მომემატა, მით უფრო ვხვდები ნათლისღების მნიშვნელობას და მინდა, ამ დღეს მაინც შევხვდე ჩემს ნათლიებს და ერთადერთ ნათლულს, რომელსაც მხოლოდ სურათებით ვიცნობ და დღემდე არ შევხვედრივარ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეგობარი მარიამი, რომლის მეჯვარეც ვიყავი, ფეხმძიმედ არის და სულ მალე მისი შვილის ნათლიაც გავხდები.

4. როცა მოსკოვში ვცხოვრობდი, ძალიან გულახდილი დამოკიდებულება მქონდა ჩემს მოძღვართან, მამა ვახტანგთან, რაც საქართველოში ჩამოვედი, დღემდე არ მითქვამს აღსარება, რაც ძალიან მაწუხებს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ახალი მოძღვარი შევარჩიო, რომ არ მოვაკლდე ზიარების მადლს?


თემის განხილვაში მონაწილეობს ვაკის მე-19 საავადმყოფოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია:

- ქრისტეს აღდგომისა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულების გვერდით ნათლისღების საუფლო დღესასწაულს უდიდესი ადგილი უკავია ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანის ცხოვრებაში. დავიწყოთ იმით, რომ სწორედ ნათლისღებას მოხდა ღვთის გაცხადების მისტიკური და ხილული სასწაული, როდესაც მამა ღმერთის ხმა გაისმა, სულიწმინდა მტრედის სახით დაეშვა ზეციდან და ძე ღმერთი მდინარე იორდანეში მოინათლა, მდინარე იორდანემ უკუსვლა დაიწყო. ნათლისღების სალოცავებში იკითხება: "მართლ უკუნ იქცა იორდანე". ისე, როგორც დიდმარხვის ვნების კვირიაკეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ზეციდან ყოველ წელს ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ფერისცვალებას თეთრი ღრუბელი ადგება თაბორის მთას, ნათლისღებას კი იორდანე რამდენიმე წუთით უკუსვლას იწყებს. ეს ხილული სასწაულები ყოველ წელს მეორდება, რათა მორწმუნეებს ერთხელ კიდევ შეგვახსენოს ამ დღესასწაულების უდიდესი მნიშვნელობა.

ნათლისღებას ტარდება წმინდა ბასილი დიდის წირვა, მსახურებაზე იკითხება საწინასწარმეტყველოები, წირვის შემდეგ იკურთხება წყალი. ამ დღეს ნაკურთხ წყალს დიდი აიაზმა ეწოდება, წინა დღით კი მცირე აიაზმის კურთხევა ხდება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში იყენებენ სასულიერო პირები და მორწმუნეები. ნათლისღების კვერექსებში საოცარი სიტყვები იკითხება წყალკურთხევის დროს:

"რაითა გარდამოავლინოს უფალმა წინააღმდგომთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან შეუახლებელ, რომელთა მიიღონ ამათგან საკურნებელად, განსაწმედელად სულთა თვისთა;

რაითა გარდამოავლინოს უფალმან ღმერთმან ნათელი თვისი გულთა შინა ჩუენთა, განგვანათლოს წყლისა ამის მიერ;

რაითა შეიმუსროს სატანა ქუეშე ფერხთა ჩუენთა მსწრაფლ და დაიხსნას ყოველი ბოროტი განზრახვაი აღძრული ჩუენ ზედა..."

ყოველ მუხლს მოჰყვება საკითხავი: "უფლისა მიმართ ვილოცოთ".

"რაითა იქმნეს ესე განსაწმედელ ყოვლისა ბიწისა სულთა და ხორცთა ჩუენთასა, წყლისა ამის სარწმუნოებით მიმღებელთა" და ა.შ.

ვფიქრობ, ნათლისღების ამ ასამაღლებლებში ყველაფერია ნათქვამი, თუ რა სულიერი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ნაკურთხ წყალს ადამიანისთვის.

- კარგი იქნებოდა, იმაზეც გვესაუბრა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი ოჯახში, რადგან მას, როგორც უდიდეს სიწმინდეს, განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება.

- ნაკურთხი წყლის ფენომენი მართლაც საოცარია, ამიტომ მასთან მოპყრობა, როგორც დიდ სიწმინდესთან, ძალიან საფრთხილოა. კარგია ნაკურთხი წყლის უზმოზე მიღება დილის ლოცვების შემდეგ, არტოსთან ან სეფისკვერთან ერთად, თუმცა მისი მიღება ყოველთვის შეიძლება, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა გაჩნდება.

კარგი ტრადიცია იყო, როცა ოჯახის წევრები დილით და ძილის წინ ერთად ლოცულობდნენ, სუფრას ნაკურთხ წყალს ასხურებდნენ და ერთად სხდებოდნენ სატრაპეზოდ. ასეთი ტრადიცია განამტკიცებდა ოჯახს და შინიდან დიდი მადლი მიჰყვებოდათ მორწმუნეებს. სამწუხაროდ, დღეს ეს ტრადიცია დაიკარგა და ის ერთობაც აღარ არის ოჯახებში, რაც დღევანდელი ცხოვრების წესმაც მოიტანა, იქნებ ასეთი ბრწყინვალე დღესასწაულების დღეებში მაინც შევძლოთ ამ ტრადიციის აღდგენა...

მრევლს შეუძლია ნათლისღებას და სხვა საეკლესიო დღესასასწაულების დღეს ნაკურთხი წყალი აპკუროს სახლში კედლებს, საწოლებს, სალოცავ კუთხეს, ტანსაცმელს, ნივთებს. ჩვენი პატრიარქის კურთხევაა, თუ ნაკურთხ წყალს არა მარტო ჩვენი ბინის ყოველ კუთხე-კუნჭულს, არამედ სადარბაზოებსაც მოვასხურებთ, სახლი განიწმინდება და განიდევნება ბოროტი ძალა.

ერთ რამეზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ითქვას.

ძალიან სასიხარულოა, რომ შობა იქნება ეს, ბზობა, აღდგომა თუ ნათლისღება, უამრავი ხალხი მოდის ტაძრებში წირვა-ლოცვაზე დასასწრებად. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ თუ ბზობას ბზას შეიტანენ ოჯახებში, ნათლისღებას კი ნაკურთხ წყალს, მხოლოდ ეს უშველით მთელი წლის განმავლობაში და ამის შემდეგ აღარც ცდილობენ, სხვა ეკლესიურ მადლსაც ეზიარონ, ამ კატეგორიის ადამიანებს ცხოვრების წესის შეცვლის სურვილი ნაკლებად ამოძრავებთ, უფრო სასწაულს ეძებენ და ადვილ გამოსავალს ქრისტეში, ცდილობენ მარხვა, ლოცვა, ღვთისგან დადგენილი ნორმები მოირგონ საკუთარი მიწიერი კეთილდღეობისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მე პირადად ამგვარი გაგება უფრო ცრურწმენა მგონია, ჩვენი სურვილი უნდა იყოს ის, რომ ამ წყლის მიმღები, უპირველესად, სულიერად გაიზარდოს და უფრო დაუახლოვდეს ღმერთს.

- ნათლია-ნათლულს უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა აკისრია ერთმანეთის მიმართ. ყოველთვის სწორად აქვთ ეს გაცნობიერებული იმ ადამიანებს, რომლებიც მოძღვართან მოდიან ნათელმირონობის მადლის მისაღებად?

- როდესაც ახალნაკურთხი მღვდელი ვიყავი და პირველ ნათლობის საიდუმლოს ვატარებდი, წინასწარ არ გამომიკითხავს ნათლიებისთვის, იყვნენ თუ არა ისინი ეკლესიურები. ის-ის იყო, მსახურებას მოვრჩი და დავიწყე ქადაგება, რომ სიწმინდეს ეზიარა ბავშვი ნათლობით და რა ევალებოდათ ნათლიებს ნათლულის მიმართ, მოულოდნელად ერთ-ერთმა ნათლიამ საუბარი შემაწყვეტინა: "მამაო, შენ ნათლობას ხომ მორჩი?" დიახ, მოვრჩი-მეთქი. ჰოდა, მაშინ ნუღარ დაგვიწყებ ჭკუის დარიგებას, როგორ მოვიქცეთ, ჭკუა იმათ დაარიგე, ვინც შენთან დადისო. გავოცდი და ვუთხარი, - ქალბატონო, მაშინ რატომ დგახართ აქ, თუ ნათლობის საიდუმლოსი არ გჯერათ-მეთქი, ეს ჩვეულებრივი რიტუალია, რომელიც ყოველთვის ერთნაირად სრულდებაო. მიუხედავად ამისა, მადლობა გადავუხადე - ეს ჩემთვის უდიდესი გაკვეთილია-მეთქი და მართლაც, მას შემდეგ ნათლობა არ ჩამიტარებია, რომ არ გამომეკითხა ნათლიებისთვის, რა რწმენის მატარებელნი არიან, აქვთ თუ არა ეკლესიური აზროვნება. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებლობის გრძნობა დამინახავს და პატიოსნება ადამიანში, მაინც დამიყენებია ნათლიად და მათგან ბევრი ეკლესიის მრევლიც გამხდარა.

რაც შეეხება ნათლულს, მას, უწინარესად, ევალება მორჩილება ნათლიისადმი, პატივისცემა უნდა ჰქონდეს მის მიმართ, ისე, როგორც ხორციელი მშობლის მიმართ, სიყვარული, მორიდება და ლმობიერება. ნათლია მისი მეგობარი და მესაიდუმლე უნდა იყოს, რჩევა უნდა სთხოვოს მას და ხშირად ესაუბროს თავის პრობლემებზე, სხვაგვარად ვერ შედგება მათ შორის ნორმალური ურთიერთობა. ადრე არსებობდა კარგი ტრადიცია, ნათლისღების დღეს ნათლულები მიდიოდნენ თვით ნათლიებთან საჩუქრებით და მოიკითხავდნენ, ბევრთან ეს დღემდე შენარჩუნებულია. მე ბევრი ნათლული მყავს და მათგან უმეტესი ასრულებს ამ პირობას და მოდის ჩემთან, სხვა დროსაც მოდიან, მაგრამ ნათლისღებას - განსაკუთრებით.

საოცრად მრავლისმოცველია ქართული ენა, ყოველ სიტყვაში თავისი შინაარსი, განმარტება და საიდუმლო დევს, მათგან ბევრი სიტყვა უშუალოდ ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული.

მეგრულში "მორდუა" ნათლიას ნიშნავს, თუკი ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით ვთარგმნით - აღმზრდელს ანუ იმ ადამიანს, რომელმაც სულიერად უნდა აღგზარდოს. როგორც ხედავთ, ამ სიტყვას ზუსტად ის მნიშვნელობა აქვს, რაც ნათლიას ევალება ნათლულის მიმართ. ასეთი მდიდარი და შინაარსიანია ქართული ენა.

- მამა შალვა, ბოლოს ვუპასუხოთ ჩვენი რესპონდენტების შეკითხვებს. ორივე კითხვა, რომელიც უკვე გაგაცანით, მოძღვართან არის დაკავშირებული.


- როცა ადამიანი სასულიერო პირი ხდები, უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება. როცა 2008 წლის 1-ელ მარტს უწმინდესმა მღვდლად მაკურთხა, მითხრა: "არავინ დატოვო ჯვარზე მთხვევის გარეშე, ყველას ამთხვევინეო". ეს სიტყვები მე ასე გავიგე, რომ ვინც ჩემთან მოვიდოდა, როგორც მოძღვართან, არ მქონდა უფლება, ისინი დამეკარგა, უფრო სწორად, ჩემთან არავინ მოდის, ქრისტეს მოჰყავს ყველა ადამიანი ეკლესიაში და ვინც აღსარებას ამბობს, ის ჩვენ კი არა, უფალს აბარებს აღსარებას, რომელმაც მათ ცოდვები უნდა შეუნდოს, ჩვენ კი შუამავალნი ვართ ღმერთსა და ადამიანს შორის, ამიტომ არანაირი უფლება არა გვაქვს, რომელიმე მათგანი ღმერთს დავუკარგოთ, შენ თუ ღმერთი მას გაბარებს და შენამდე მოჰყავს, ვალდებული ხარ, იგი ღმერთამდე მიიყვანო და შენი თავი კი არა, ქრისტე შესთავაზო. ვირზე მჯდარ მაცხოვარს იერუსალიმში შესვლისას რტოებს უფენდა ხალხი, მაგრამ რადგან ვირი ამ რტოებზე დადიოდა, თავისი პატივი ეგონა. თუ მოძღვარიც თავის პატივად შეიფერებს მის მდგომარეობას, ისიც იმ ვირს დაემსგავსება, რომელზეც მაცხოვარი იჯდა. ჩვენ ქრისტეს მატარებლები ვართ და მრევლიც ქრისტეს უნდა სცემდეს ჩვენში პატივს და არა ჩვენ. როცა დიაკვნად მაკურთხეს და მეზობლებმა კაბით შემოსილი დამინახეს, ფეხზე წამომიდგნენ, მანამდე, ჩვეულებრივ, დამსხდარნი მესალმებოდნენ. მივხვდი, მე კი არ წამომიდგნენ ფეხზე, იმ სამოსელს, რომლითაც შემმოსეს.

როდესაც მღვდლად მაკურთხებდნენ, ერთმა ასაკოვანმა მოძღვარმა რჩევა მომცა: "მამაო, შენ მოგიწევს გარდაცვლილი ბავშვის წესის აგება, უმძიმეს ავადმყოფებთან მისვლა და მისთვის საჯანმრთელო პარაკლისის გადახდა, შვიდგზის ზეთის ცხება, ნახავ გარდაცვლილ, გაჭირვებულ და ავადმყოფ ადამიანებს, ამიტომ ყველაფერს მარტივად შეხედე, თორემ შენც მალე დაავადდები, როცა ვინმე თავის გასაჭირზე დაგელაპარაკება, გულთან ახლოს არ მიიტანო, თუ გინდა თავდაცვა გამოიმუშავო და გადარჩე". ვუპასუხე, - მამაო, შენდობას გთხოვ, მაგრამ რაც თქვენ მითხარით, ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია, არ შემიძლია ასე ზერელედ და უგრძნობლად განვეწყო მრევლისადმი, იმისათვის, რომ სიცოცხლე გავიხანგრძლივო, სიცოცხლეც ხომ ღვთის ხელშია და რაც არ უნდა თავს გავუფრთხილდეთ, შეუძლია, მოულოდნელად გაგვიყვანიოს ამ ქვეყნიდან. ასედაც ხომ ხშირად ხდება-მეთქი, სასულიერო პირი, რომელიც იმისთვის მოდის ეკლესიაში, რომ მსახურება მხოლოდ შემოსავლის წყაროდ გაიხადოს და მხოლოდ თავის ოჯახზე იფიქროს, ძალიან ცდება, მღვდლობა ღმერთთან მსახურებაა, რომელიც ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებაში უნდა გამოიხატებოდეს. როდესაც ჩვენი პატრიარქი აკადემიის რექტორი ბრძანდებოდა, ხშირად გვესაუბრებოდა. ერთხელ ასეთი რამ გვითხრა: "თქვენგან შეიძლება ბევრი გახდეს მოძღვარი და უნდა იცოდეთ: მოძღვარი ყოველთვის მთის მწვერვალზე დგას და ყოველი მხრიდან ჩანს, ამიტომ მისი ერთი პატარა შეცდომაც კი შესამჩნევია ხალხისთვის, ფრთხილად იყავითო.

როდესაც სხვა ქალაქში გადადიხარ და დიდი მანძილით ხარ მოშორებული მოძღვართან, მაშინაც, თუ სულიერად დაშორებული ხარ მისგან, ვერ ახერხებ მასთან გულახდილობას, აუცილებლად უნდა შეარჩიო სხვა მოძღვარი, მაგრამ არც ისე ვარგა, ხშირად გადახვიდე ერთიდან მეორე მოძღვართან უმიზეზოდ და აღსარებაც სხვადასხვასთან გადაანაწილო. აღსარება გულიდან ამონათქვამი ტკივილია, რაც შენს სულს აწვება და მთავარია, მისგან განთავისუფლდე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat