ეშმაკეული აზრი ჩვენივე განწყობით შემოდის ჩვენში
 ეშმაკეული აზრი ჩვენივე განწყობით შემოდის ჩვენში
მაცხოვრის განმარტებით, თუკი ადამიანს ვნებიანად შევხედავთ, ესეც მრუშობის ტოლ დაცემად ითვლება, არადა, ხშირად იმდენად დაუცველნი ვართ ამ ცოდვის პირისპირ, მკაცრი მარხვისა და გაძლიერებული ლოცვის დროსაც კი გულისთქმის ვნება არათუ გვტოვებს, ზოგჯერ უფრო მძლავრად შემოგვიტევს ხოლმე.

როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი აზრები ისე, რომ ცოდვილი გულისთქმები ხშირად არ გვეწვიოს და გული და გონება გათავისუფლდეს ამ დამღუპველი ვნებისაგან?

ამ და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი ვთხოვეთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგეს ედიშერ ჭელიძეს.

- ცოდვის რაობა, მასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები, მკაფიოდ არის განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ეკლესიის მამათა უცვალებელ მოძღვრებაში, რაც ეკლესიაში საყოველთაოდ არის აღიარებული და უცთომელ დოგმატურ სწავლებად შეირაცხება. მოგეხსენებათ, ათი მცნების დარღვევა იგივე დოგმატის დარღვევაა, ვინაიდან საღვთისმეტყველო ანუ თეოლოგიური დოგმატიკის გარდა, არსებობს ზნეობრივი დოგმატიკაც, ანუ ზნეობა მოქმედებაში, იგივე მოქმედებითი დოგმატიკა, რომლის დაცვაც ასევე ყველა ჩვენგანისთვის ყოვლად აუცილებელია.

ჩვენ ახლა ვმსჯელობთ ცოდვათა შესახებ. თქვენ პრაქტიკული შეკითხვა დასვით, - მაცხოვრის ბრძანებიდან გამომდინარე, ჩვენში ჩამოყალიბებული ცოდვილი აზრი თუ ცოდვასთან თანაზიარებაა, როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა თავი დაიცვას უკეთური აზრებისგანო. ამ პრინციპის განსაზღვრა, სპეციფიკის წვდომა და ცხოვრებაში გატარება თვით მორწმუნეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში მას უნდა ამოძრავებდეს სურვილი იმ სწავლების გაცნობიერებისა, რაც ცოდვასთან დაკავშირებით ეკლესიას აქვს განსაზღვრებული.

ეკლესიური განწესებით, შეცოდება ნებაყოფლობითი მოქმედებაა და არა მძლავრებითი და გარედან თავსმოხვეული, რადგან ამოსავალი ნებისმიერი ცოდვისა არის პიროვნების ნებსითი არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვის პროვოცირებას, რა თქმა უნდა, ახდენს არაერთი გარეგანი ფაქტორი. როდესაც სამოთხეში მყოფი ადამიანი ცოდვით დაეცა, მამათა განმარტებით, ეს დაცემა განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. კერძოდ, არსებობდა, პირველ რიგში, გარეგანი მაცდური, შემდეგ (ძველი ქართული უაღრესად გამომსახველი ტერმინი რომ მოვიშველიოთ) - ხორციელი ქვედამზიდველობა, რაც ხორციელ სისუსტეს, ვნებებისაკენ მიდრეკილებას ნიშნავს (ანუ ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რომ ეს ვნებადი ხორციელი მოთხოვნილება ცუდია და საზიანო, მათ შორის ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც, მაგრამ ამის გაცნობიერების მიუხედავად, ვერ თოკავს ხორცის მძლეობას და ემონება მას), დაბოლოს, მესამე - ცოდნის ნაკლებობა, რაც იმით ვლინდება, რომ შემოთავაზებული შხამი და საწამლავი, ჩვენი უმეცრების ან არასაკმარისი ცოდნის მიზეზით, შესაძლოა კარგი გვეგონოს და ვიხმიოთ, შედეგად კი დიდ სიმძიმილში ჩავიგდოთ თავი. აი, ამგვარია ის გარეგანი ფაქტორები, რაც განაპირობებს ჩვენს ცოდვით დაცემას. შესაბამისად, ვნებათა წინააღმდეგ ბრძოლა ამ სამი ფაქტორის აღმოფხვრას გულისხმობს. სხეულებრივი ვნებების მოთოკვა, თუ შუა მდგომარეობიდან დავიწყებთ, უპირატესად სულიერი ცოდნის გაღრმავებით მიიღწევა, თუმცა სულიერ ცოდნაში ვგულისხმობთ საკუთრივ საეკლესიო მოძღვრების ცნობიერად წვდომას და არა, ვთქვათ, პლატონურ-არისტოტელურ ფილოსოფიათა ან, თუ გნებავთ, თანამედროვე მეცნიერებათა დაუფლებას. თუ სარწმუნოებრივ საკითხებში ღრმად და საფუძვლიანად განვისწავლებით, მაშინ ის, რაც ზემოთ ცთომილების პირველ გარეგან მიზეზად მოვიხსენიეთ, ანუ გარეგანი მაცდური, უფრო ადვილად დაიძლევა. გარეგანი მაცდური მაშინ ახდენს მავნე ზეგავლენას ადამიანზე და თავის მიზანს მაშინ აღწევს, როდესაც იგი უკეთურად იყენებს ჩვენს უმეცრებას, სიცრუით გვხიბლავს და, ამასთან, გვაჯერებს, რომ კარგია და განმაღმრთობელი ის, რაც მან შემოგვთავაზა, ხოლო ჩვენ, ვინაიდან ცოდნაში ნაკლოვანნი ვართ, ნებსითი წადიერებით ვხდებით მიმღებნი უკეთური "ძღვენისა", ვაგემოვნებთ შემოთავაზებულს, შევიტკბობთ და მხოლოდ გარკვეული ჟამის შემდეგ ვაცნობიერებთ, რომ საცხონებლის ნაცვლად წარმწყმედი სამსალა შეგვითვისებია.

ადამიანმა თავისი სულიერი ღვაწლი, უპირველესად, უკეთური სხეულებრივი მოთხოვნილებების, იგივე ქვედამზიდველი ვნებების დაძლევისაკენ უნდა მიმართოს. ვნებებთან ბრძოლა, მოგეხსენებათ, ურთულესი რამ არის, რაც, თავის მხრივ, დაძლევადია საღვთისმეტყველო და სამოძღვრო ცოდნაზე დაფუძნებული სარწმუნოებრივი მგზნებარებისა და მუდმივმღვიძარებითი პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგად. სწორედ ამ ორი საჭურვლით უნდა შეიარაღდეს ადამიანი გარეგანი მაცდურის დასამარცხებლად, რომელიც, თავის მხრივ, არასოდეს იძინებს ანუ "დაუძინებელია" და მუდმივთანამდევია კაცობრიობისა. უკეთურის დაუოკებელი პატივმოყვარეობითი მიზანია, ცოდვის ანკესით თავისკენ მიიზიდოს, დაიმორჩილოს და ითაყვანოს ყოველი ადამიანი, თუმცა უმყარესად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მაცხოვრის განკაცებითი ღვაწლით ზეცითდაცემულ ეშმაკეულ ძალებს აღარ აქვთ მძლეობა ადამიანზე, აღარ ძალუძთ დაიმორჩილონ იგი მძლავრებითად, რადგან ნათლისღების მადლის ცხოველმყოფელობითი მოქმედება თანაზიარს გვხდის იმ გამომხსნელი შედეგისა, რაც მაცხოვარმა თავისი განკაცებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით აღასრულა, როდესაც ჯვარცმულ-აღდგომილმა ხორცშესხმულმა ღმერთმა კაცობრიობას ღმერთმოქმედებითად გაუხსნა გზა მარადიული ცხონებისკენ. ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი პიროვნული არჩევანი, ჩვენი ბუნებითი თავისუფალი ნება, იმავე ღვთისგან ბოძებული ჩვენდამი (რაც ადამიანის ღვთისადმი ხატება-მსგავსებას განაპირობებს), ოდნავადაც არ იზღუდება უფლისგანვე. გამოხსნის კარიბჭე, რომელიც მანამდე დახშული იყო, მაცხოვარმა გაგვიხსნა და ამით უკლებლივ ყველას მოგვცა ცათა სასუფეველში შესვლის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენი პიროვნული არჩევანი ოდნავადაც არ შეზღუდულა ამით, ვინაიდან მაცხოვრის კვალზე სვლა და ცხონების განხმულ კართა შიგან შესვლა კვლავ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.

ეშმაკეული მაცდუნებლის ჩვენში შემოღწევა მაშინ ხდება, როდესაც ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს (ზოგჯერ ჩვენი ნებაყოფლობითი მიდრეკა უკეთურებისაკენ მეტნაკლები გაუცნობიერებლობითაც ხდება) გრძნობადისკენ, ხორციელისკენ ნებსით მივმართავთ და მას დავემონებით, ანუ ნებაყოფლობით გავაბატონებთ ვნებებს ჩვენში. ეშმაკეული აზრი ჩვენივე განწყობით შემოდის ჩვენს გონებაში, იბუდებს, ღონეს იკრებს და, ბატონდება რა, მისგან, როგორც ტირანისგან, მიმძლავრებულნი ვხდებით. დიახ, თუკი უკეთური, ჩვენივე ნებით შემოღწეული ჩვენს გონებაში, სრულად მოგვიცავს და გაბატონდება ჩვენს გულსა და ფიქრებში, იმდენად დამოკიდებული გავხდებით მასზე, რომ ჩვენივე ნებით გადავაქცევთ მას ჩვენს ბატონად. რასაკვირველია, ამის შემდეგ უკეთურებას შესაძლებლობა ეძლევა სრულად დაგვიმონოს და დაგვაცილოს უფალს.

მაცხოვარმა უწყებით, თუ ვინმეს გულისთქმით შეხედავთ, უკვე გიმრუშიათ მასთანო, გამოხატა ის ურყევი ჭეშმარიტება, რომ ყოველი საქმითი ცოდვის სათავე აზრისმიერი გარყვნილებაა, თუმცა ყველანაირი აზრი, რაც გონებაში გაიელვებს, მამათა განმარტებით, როდი ითვლება შეცოდებად, ვინაიდან უკეთურისგან გამოტყორცნილი უგვანი ფიქრები ზოგჯერ ისრებისებრ გაგვიელვებენ. აზრისმიერი შემცოდეობა მაშინ იწყება, როდესაც ბოროტისგან შთაგონებულ აზრს გონებაში შევაყოვნებთ, დავაგემოვნებთ, შევეტკბობით და ბოლოს საქმედაც ვაქცევთ. "მცირე სჯულისკანონი" გვასწავლის: ფიქრის შემოტევა, როდესაც ეკვეთება იგი გონებას, მაგრამ გონება მყისვე უკუაგდებს, არ არის ცოდვა, რადგან მტრისგან მოიწევა იგი. მაგრამ თანაშეწყვილება ანუ ამ ფიქრის დაშვება გონების მიერ და მათი (გონებისა და ფიქრის) თანამზრახველობა საჭიროებს ითქვას "წმიდაო ღმერთო" და "მამაო ჩუენო", და შესრულდეს თორმეტი მუხლმოდრეკა ანუ მეტანია. მოწონება ანუ ამ ფიქრის გონებაში წვრთნა და დაგემოვნება ეპიტიმიების მიზეზი ხდება, რის გამოც უნდა ითქვას "მიწყალე" (50-ე ფსალმუნი), "წმიდაო ღმერთო", "მამაო ჩუენო" და შესრულდეს 40 მუხლთდრეკა.

ამრიგად, როდესაც მაცხოვარი ბრძანებს, გულისთქმით მხედველი უკვე მრუშიაო, სწორედ იმ ცოდვისმიერ მდგომარეობას გულისხმობს, როცა ქალს მართლაც ცნობიერ-გრძნობიერი გულისთქმითი წადილით შევხედავთ, ანუ როცა ეს გულისთქმა უკვე ჩვენს ვნებად, ნდომად არის გარდაქმნილი და მთლიანად მისით ვართ მოცულნი. ეშმაკეულ ძალებს, რომლებიც დაცემული გონებანი არიან, შეუძლიათ ჩვენს აზროვნებაში მაცდუნებელი ფიქრები გამოიწვიონ, თუმცა მათ არ ძალუძთ დაეუფლონ ჩვენს გონს, თუ ჩვენ თვითონ არ განვეწყობით ეშმაკეულ ზრახვათა მიმართ ნებსითი ინტერესით. ასე რომ, ეშმაკის მიერ მოწოდებული აზრი, რომელიც ჩვენს გონებაში გაირბენს, ჯერ კიდევ არაა ჩვენი კუთვნილება, მაგრამ საკმარისია, როგორც აღვნიშნეთ, ეს აზრი შევაჩეროთ, დავაყოვნოთ, დავაგემოვნოთ, გავითავისოთ, მოვიწონოთ ანუ ამ აზრით განვიმსჭვალოთ და ჩვენს ფანტაზიას გასაქანი მივცეთ, რომ სწორედ ამის შემდეგ იქცევა ის ჩვენეულად და დიდ დაბრკოლებადაც წმინდა მოღვაწეობის გზაზე. და კიდევ, როდესაც ვინმეს გულისწადილით შევხედავთ, ეშმაკი, ჩვენი სისუსტით, წარმოგვისახავს ვნებას და თუ ამას წადიერად გავყვებით, თუ შევითვისებთ და მისით დავტკბებით, ვნებათმოყვარეობის ბაცილას ჩვენივე ნებაყოფლობითი კეთილგანწყობით შემოვიყვანთ ჩვენში ანუ ჩვენვე დავუმკვიდრებთ მას ადგილს ჩვენსავე გულში, ასეთი აზრი კი ნამდვილად თანამრუშობა და მეტად მძიმე ცოდვა იქნება. მეტიც, წმინდა მამები შენიშნავენ, რომ ზოგჯერ ზრახვითი ანუ აზრისმიერი ცოდვა უფრო დიდ შეცოდებად ითვლება, ვიდრე საქმითი და აი, რატომ: კაცმა, ერთი მხრივ, შეიძლება სრულიად შემთხვევით მოკლას ადამიანი, მაგრამ, მეორე მხრივ, სრულიად არ იქნება შემთხვევითი (ანუ გაცილებით მძიმე, კერძოდ, შეგნებული დანაშაული იქნება), თუ მავანი ვიღაცის მოკვლას გონებაში დაგეგმავს, თუმცა კი ამ ცოდვას საქმეში ვერ სრულყოფს (მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიეცა მას ამის შესაძლებლობა). ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი გაცილებით ცოდვილია, ვიდრე ის, ვის სულში, ზრახვასა და გონებაში ამგვარი ცოდვა არასოდეს გამკრთალა და, ყოფითად რომ ვთქვათ, მხოლოდ ბრმა შემთხვევითობამ ჩაადენინა დანაშაული, თუმცა სათანადო სასჯელს, რა თქმა უნდა, ისიც იმსახურებს, რადგან მაინც შეიბილწა ამ ცოდვით. მეტიც, პირველ რიგში თვითონვე უნდა იყოს განსაკუთრებით მონდომებული ამ სიბილწის ჩამოსარეცხად.

ეკლესიამ სასჯელის სხვადასხვა კანონი დაადგინა, რაც ცოდვის სიმძიმისგან გამომდინარეობს: მუხლთდრეკა ანუ მეტანია, ხმელის მჭამელობა, ხმელზე წოლა, ღვინის აკრძალვა და ა.შ. ყველაზე მძიმე (არსებითად ერთადერთი) სასჯელია ზიარებისგან განყენება. ადამიანი, რომელიც კარგად აცნობიერებს თავის ცოდვილიანობას, მოწადინებულია, მიიღოს მკაცრი სასჯელი როგორც მაკურნებელი საშუალება, რათა განთავისუფლდეს იმ წუხილისგან, რასაც მასში ცოდვის ანუ დანაშაულის გაცნობიერება იწვევს და რაც მის სულს უმძაფრესად ტანჯავს. ავადმყოფი, რომელსაც მძიმე სნეულება აწვალებს, ტკივილების გასაყუჩებლად ყველა საშუალებას გამოიყენებს და სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ წამალს, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს ის, ოღონდ განთავისუფლდეს სნეულებისაგან. ბევრად უარესია, თუკი ავადმყოფი ვერ გრძნობს თავის სნეულებას და თუ დაავადება მასში ფარულად მიმდინარეობს, შეიძლება ვერც კი გამოერკვეს, ისე დაიღუპოს. ეკლესიური სწავლებით, სწორედ ასეთი ფარული, მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანები არიან ეკლესიის სულიერი გალავნის მიღმა ნებსით შთენილნი. გავიხსენებ ერთ ამბავს: ტაძარში ერთ-ერთი ცოდვილი შევიდა მოძღვართან აღსარების ჩასაბარებლად. მოძღვარს რომ შეემოწმებინა, გულით ინანიებდა იგი ნათქვამს თუ უბრალოდ, შენანიების გარეშე მოიხსენებდა ცოდვებს შენდობის მისაღებად, უთხრა: "თუ გინდა მართლა განთავისუფლდე მათგან, რაც გამანდე, ასე მოიქეცი: ტაძარში საჯაროდ შეკრებილი მრევლის წინ წარმოთქვი ყველა ის ცოდვა, რაც მე აღსარებაში მითხარიო" (ცოდვა იმდენად შეუსაბამოა ადამიანის ღვთისმსგავსი ბუნებისთვის, რომ ყველა ცოდვილს უკიდურესად სამარცხვინოდ მიაჩნია მისი აღიარება). გამოცდილ მოძღვარს აინტერესებს, რამდენად მტკიცეა აღმსარებელი თავის გადაწყვეტილებაში, რომ ამ ცოდვებისგან განთავისუფლდეს, მაგრამ ნახეთ, ცოდვილმა რა შესანიშნავად უპასუხა: "ოღონდ ამ ცოდვებისგან დამიხსენი, მამაო, და არათუ მრევლის, მთელი ქალაქის წინაშე საჯაროდ ვაღიარებ ყოველივესო". მას იმდენად აწუხებდა თავისი ცოდვები, ოღონდაც მათგან განთავისუფლებულიყო და სულიერი ტკივილები გასცლოდა, მზად იყო ნებისმიერი ნაბიჯისთვის, რასაც მოძღვარი შესთავაზებდა. მცოდველის მიერ საკუთარი ცოდვების გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია სინანულის მღვდელმოქმედების აღსრულება. ადამიანმა ღირსეულად, დაუფარავად და სინანულის განცდით უნდა წარმოთქვას აღსარება და ამის შემდეგ განაგებს მისთვის მოძღვარი, მიიღოს თუ არა მან ზიარების საიდუმლო. თვითონ სიტყვა "აღსარებაც" (უკეთ, მისი ძველი ფორმა "აღსაარება"), ვფიქრობთ, ამის დადასტურებაა, ვინაიდან ხსენებულ სიტყვაში აშკარად გამოიყოფა პრეფიქსი "აღ" და მასდარი "საარება", ხოლო "საარება" ძველ ქართულში ნიშნავდა ტანჯვას, გვემას. თუ ახალ ქართულზე გადმოვიტანთ "აღსაარებას", მივიღებთ "აღ-ტანჯვას", უკეთ, "აღმოტანჯვას", ანუ შინაგანი ტანჯვის ტანჯვით აღმოთქმას, შიგნიდან ტანჯვის ამოღებას,
ე. ი. ტანჯვისგან განთავისუფლებას. ამ სიტყვაში, როგორც ვხედავთ, ის შინაარსი დევს, რასაც სინანულის საიდუმლო გულისხობს, რომ ცოდვა ადამიანს იმდენად აწუხებს და ტანჯავს, ოღონდ აღმოთქვას, განიშოროს და მისგან განთავისუფლდეს, მისთვის ამაზე დიდი შვება ძნელად წარმოსადგენია. დავუშვათ, სხეულში ისარი გვქონდეს. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს მისი ამოღება, თუ მისგან განვთავისუფლდებით, უდიდეს სიხარულსა და შვებას მივიღებთ ამით. ნებისმიერი ტკივილი ზოგჯერ იმდენად აუტანელია, ყველა საშუალებას ეძიებს ადამიანი, რომ ამ ტკივილისაგან გათავისუფლდეს. ასევეა სულიერი ტანჯვის მხრივაც, რომლის გაუსაძლის ტკივილსაც მარტოოდენ მოძღვრისგან დადებული განმსწავლელობითი ეპიტიმია თუ დააცხრობს! საეკლესიო სწავლების ურყევი დებულება არის იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი ცოდვა, კვლავ აღვნიშნავთ, ნებაყოფლობით შემოდის ჩვენში და არ უნდა მოვიტყუოთ თავი, თითქოს იგი მძლავრებითად გვიმონებდეს. ამის ცოდნა ჩვენთვის იმიტომ არის აუცილებელი, რომ გზა გაგვეხსნას ამ ცოდისაგან გათავისუფლებისკენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ცოდვის მარადიული დამღუპველობის თვისება, რომელიც ადამიანს დაუსრულებელ, საუკუნო სატანჯველში განუმზადებს ადგილს. თუ ადამიანი ამას ოდნავ მაინც ირწმუნებს, არათუ შეეცდება ცოდვისაგან თავის დაღწევას, მთელ თავის ცხოვრებას იქითკენ მიმართავს, როგორმე თავი გადაირჩინოს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ფიზიკური გაგებითაც ცოდვა ჩვენი დაავადებების მიზეზი და ათასგვარი უბედურების მომტანია. ამიტომ, მთელი ჩვენი შესაძლებლობა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ განვდევნოთ იგი ჩვენი ცხოვრებიდან. აურაცხელი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის ნათელსაყოფად, რომ ადამიანს ეს ნამდვილად შეუძლია. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია იგი ცოდვასთან სრულიად უძლური: თუ თავად არ ნებავს მისგან თავის დახსნა. ამ საქმეში ჩვენი შემწე და მთავარი მეწინამძღვრე განხორციელებული ღმერთი - უფალი იესო ქრისტეა, რომელიც ადამიანების ყველაზე დიდი ნუგეშია. მთავარია, ჩვენ გვინდოდეს, და თავად ბუნებითი უფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა მეოხებით უკლებლივ ყველა ცოდვა დაიძლევა. რამდენიმე წლის წინ, როცა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ლექციას ვკითხულობდი, ერთმა ასაკოვანმა კაცმა ასეთი რამ მითხრა: "ჩემში არის ერთი მძიმე ცოდვა, რომელსაც ვერ გავამხელ, ვეხვეწები უფალს და არ განმკურნა ამ ცოდვისგან. ამიტომ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეშმაკი ქრისტეზე ძლიერია". ეს ისე მითხრა, მის ხმაში არავითარი სინანული არ იგრძნობოდა. მივხვდი, მასში ეს ცოდვა იმდენად განცხრომილიყო, არ უნდოდა ნებაყოფლობით მისგან გათავისუფლება, არადა თავს იმგვარად წარმოაჩენდა, თითქოს თვითონ კი ცდილობდა მისგან თავის დახსნას, მაგრამ ვითომცდა ბოროტი იმდენად მძლავრობდა მასში, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. სინამდვილეში ეს იყო საბაბი ცოდვისმიერი გაცხრომილობის გასამართლებლად. არსებობს მეორე, უარესი მხარე, როცა პიროვნებას მტკიცედ სჯერა, რომ უკეთურს მძლავრებითად შეუძლია მისი დამონება. ეს აზრი უთუოდ სასოწარკვეთის ცოდვაში ჩააგდებს მას. ორივე შემთხვევა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით, მეორე. ადამიანმა არც საბაბად არ უნდა გამოიყენოს ის აზრი, რომ ვინმე მას მისი პირადი არჩევანის გარეშე იმონებს და ვითომცდა ამიტომ ვერ ანებებს თავს ცოდვას, მეორე მხრივ, არც ბოროტის მძლეობა უნდა ირწმუნოს და სასოწარკვეთას მიეცეს იმის გამო, რომ არ ძალუძს უკეთურის მძლავრებისგან თავის დაღწევა. ამ ორი უკიდურესობისგან გათავისუფლება იმ მცოდნე რწმენით მიიღწევა, რომ ნათელღებული და მაცხოვრის გამომხსნელობითი მადლის მოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ნების გარეშე არარა უკეთურებას არ შეუძლია მასზე გაბატონება. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალებით ხდება ცოდვით დასნეულებაც და მისგან განკურნებაც. თუკი გულმხურვალედ შევინანებთ და ვაჩვენებთ ნაყოფს სინანულისას, ყოველგვარი ცოდვისაგან გამოხსნილნი ვიქნებით. ესაა ერთადერთი გზა, რისთვისაც უნდა გამოვაწრთოთ ჩვენი პირადი ნება და მივდრიკოთ ის სიკეთისკენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat