მე ვირჩევ ღვთის მორჩილებასა და სინდისის მსახურებას, და არა უსამართლო კანონმორჩილებას
მე ვირჩევ ღვთის მორჩილებასა და სინდისის მსახურებას, და არა უსამართლო კანონმორჩილებას
1. სიმართლის სიყვარული კანონმორჩილებასაც გულისხმობს... თქვენი აზრით, რამდენად კანონმორჩილია ჩვენი ერი და კიდევ: თანამედროვე საერთაშორისო კანონმდებლობით, რამდენად შესაძლებელია საერო და საეკლესიო სამართალი ურთიერთშესაბამისი იყოს?

2. დღევანდელი რეალობიდან, როცა XXI საუკუნეში "ერთმორწმუნე" რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაიპყრო, ჩვენ კი ძველებურად ხმლის მოქნევის უფლებაც ჩამორთმეული გვაქვს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, როგორ გავიგოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები: "იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი"?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: ექიმი გოჩა გოგიბერიძე, იურისტები: ხათუნა ტაბატაძე-უჩაძე და ზაზა ნადირაძე.

გოჩა გოგიბერიძე, 41 წლის, ექიმი, მუშაობს ევრომედის ჯეოჰოსპიტალში სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმ-რადიოლოგად. მისი მეუღლე ხათუნა გოგბაიძეც ექიმია, ჰყავთ შვილები - ლუკა და ანდრია.

1. ჩემი შეხედულებით, ყოველი ადამიანი კანონმორჩილი უნდა იყოს, სასამართლო კი - დამოუკიდებელი და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდეს, რომ არ შეილახოს ადამიანის უფლებები. მნიშვნელობა არა აქვს, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსია იგი თუ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე, მართლმსაჯულებას ყველა უნდა დაემორჩილოს. სხვაგვარად ვერ ვიქცევით ცივილიზებულ სახელმწიფოდ.

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, საკანონმდებლო ორგანოებში ბევრი გაუკუღმართებული კანონი იქნა მიღებული, ხალხი მაინც ემორჩილებოდა ამ კანონებს, რაც საფუძველს გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ქართველები მაინც კანონმორჩილი ხალხი ვყოფილვართ, საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა, ღვთის წყალობით, გვაიმედებს, რომ უახლოეს მომავალში სასამართლო ხელისუფლება გათავისუფლდება სახელმწიფო გავლენის ზეწოლისაგან და ყოველი ადამიანი უფრო დაცულად იგრძნობს თავს. სამწუხაროდ, საეკლესიო და საერო სამართალი უკანასკნელ ხანს დაახლოების ნაცვლად კიდევ უფრო დასცილდა ერთმანეთს, ხალხის ნება და კეთილდღეობა კი, ისტორიული გამოცდილებით, მხოლოდ მაშინ აღწევს სასურველ შედეგს, როცა სასულიერო და საერო ხელისუფალნი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა გაჩნდა იმედი ამის მიღწევისა...

2. ყოველი ქართველის ვალია, იბრძოლოს თავისი ქვეყნის გადასარჩენად. თუ თითოეული თავის საქმეს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით მოეკიდება, ეს იქნება მისი წილი საქართველოს დაცვა. საქმით გავმართლდებით ღვთისა და ერის წინაშე, რაც ერთადერთი გარანტია იქნება ქვეყნის კეთილდღეობისა და ძლიერებისა, თუ ასე მოვიქცევით, დადგება დრო, აფხაზები და ოსები თვითონ მოინდომებენ ჩვენთან თანაცხოვრებას. რასაკვირველია, ეს ხანგრძლივი პროცესია და ამ პატარა ერების ჩვენკენ შემობრუნებას გარკვეული დრო სჭირდება. მთავარია, ჯერ საქართველო გაძლიერდეს და ფეხზე დადგეს როგორც სულიერად, ისე ეკონომიკურად და სამართლებრივი თვალსაზრისითაც.


ხათუნა ტაბატაძე-უჩაძე, 37 წლის, მწერალი, იურისტი, მისი წიგნები: "საწუთროს ლეჩაქი" და "ჰაშიშიდან ნისლებამდე" ემიგრაციისა და ნარკომანიის პრობლემებს ეხება. ჰყავს მეუღლე უჩა უჩაძე და შვილები: გიორგი, მარიამი და ჯუკა-ანა.

1. ადამიანი კანონმორჩილი მაშინ ხდება, როდესაც კანონის წინაშე ყველას ერთნაირი ვალდებულება გააჩნია, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგით მოქალაქეებამდე. პირადად მე ყოველთვის ლმობიერი სასჯელის მომხრე ვარ. როდესაც მსჯავრდადებულს მკაცრი სასჯელი ედება, აღარ აქვს დანაშაულის შეგრძნება და ყოველთვის ამართლებს თავის ქმედებას, რადგან მიაჩნია, რომ უსამართლო განაჩენი გამოუტანეს და პროტესტი უჩნდება მართლმსაჯულებისა და საზოგადოების მიმართ, რაც, შესაძლოა, ახალი დანაშაულის წინაპირობა გახდეს. ამიტომ აუცილებელია ზომიერების დაცვა. ერთსაც გეტყვით, ჩემთვის ყოველი დანაშაული მხოლოდ სოციალური და საზოგადოებრივი მოვლენა არ არის, ეს პირადად მე პიროვნების სულიერი კრიზისის მაჩვენებელი და დამაგვირგვინებელი უფრო მგონია. ჩვენთან შედარებით ბევრად განვითარებულ ქვეყნებში ნაკლები დანაშაული ხდება? ამას ხომ სტატისტიკაც ადასტურებს. ამიტომ, ჩემი მოსაზრებით, ინდივიდის სულიერი და ფსიქიკური კრიზისი იწვევს ყოველგვარ დანაშაულს. პიროვნებაში მაშინ იბადება დანაშაულის ჩადენის სურვილი, როცა ჩნდება სულიერი პროტესტი. ამ შემთხვევაში კი ეკლესიის როლი მართლაც შეუცვლელია, განსაკუთრებით მოზარდებში, სადაც გაცილებით მეტია დანაშაულის შემთხვევები. მოზარდს აქვს ერთი საოცარი თვისება: იგი ითვისებს და იღებს იმას, რაც მის გარშემო ხდება, ამიტომ თუ ოჯახმა, მშობლებმა თავიდანვე არ ჩაუნერგეს მათ ღვთის, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა, რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს, სულიერი კრიზისი მაინც გარდაუვალი იქნება მისთვის, თუ უღმერთოდ და უსიყვარულოდ იცხოვრებს. ოჯახსა და სკოლაში ყალიბდებიან ჩვენი შვილები სრულფასოვან მოქალაქეებად. დედა ვარ და არ მომწონს ის, რომ სკოლებში მოძღვრების მაგივრად მანდატურები შეიყვანეს. ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ცდილობენ მართლმადიდებლობის სხვა რელიგიებთან გათანაბრებას.

მხოლოდ ქრისტესმოყვარე მთავრობასა და ხელისუფლებას შეუძლია ქვეყანა გამოიყვანოს მძიმე კრიზისიდან და ერში სასიკეთო ფერისცვალება მოახდინოს. ქრისტეს წესით მცხოვრები ადამიანი იმის გარანტიას გვაძლევს, რომ არ ჩაიდენს დანაშაულს, რადგან კანონმორჩილი, თვინიერი და ზომიერი ხდება და მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის.

2. როდის გრძნობდა ჩვენი სამშობლო თავს ყველაზე ლაღად და კარგად ჩვენი მღელვარე და მშფოთვარე ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე? როდის არ ვყოფილვართ ბევრად უარეს ვითარებაში, ვიდრე დღეს ვართ? რა თქმა უნდა, გვქონდა გაბრწყინებისა და აღორძინების ხანაც დავითის, თამარისა და სხვა ქრიტესმოყვარე მეფე-დედოფლების ზეობის პერიოდში, მაგრამ მწუხრისა და ძნელბედობის დღეები უფრო თავმდები იყო საქართველოს ისტორიაში. ჩვენს პატრიარქს ილია მეორესაც არაერთხელ უსაუბრია ამის შესახებ, ხშირად სახარების სიტყვებიც შეუხსენებია ჩვენთვის: "შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის", ამ სიტყვების რწმენამ გადაარჩინა საქართველო. ვამბობთ, რომ ღვთისმშობელია ჩვენი შემწე და მეოხი. ეს, რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ თუ ჩვენ ღირსებას დავკარგავთ და ღმერთს ჩვენივე ნებით დავშორდებით, როგორ გამოგვექომაგება დედა ღვთისა? თუ ერის გაერთიანების მოთხოვნილება დაიკარგება ჩვენში, როგორ დაგვეხმარება ღმერთი ჩვენი ქვეყნისათვის ამ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებაში? ბევრჯერ მიფიქრია, იქნებ ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრებას სჯობდეს კიდეც გაჭირვებასა და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრება, ისე, როგორც დღეს ვართ, შესაძლოა ასე უფრო იწმინდება სულიერად ჩვენი ერი... რა მოსდის სხეულს, როცა მას სული ტოვებს? - ის ხომ გვამად იქცევა, ამიტომ სანამ ქართველის სულში ქრისტეს სიყვარული ცეცხლივით ანთია და ჯერაც არ ჩამქრალა, როგორ შეიძლება დავკარგოთ გადარჩენის იმედი? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველს იმ მზეს ამოაცლიან სულიდან, რასაც ქრისტე ჰქვია, ვეღარ იცოცხლებს და მოკვდება, რწმენა და ქართველობა ხომ განუყოფელია ჩვენი არსებობისათვის. სიყვარული, მეტი ქველმოქმედება, ურთიერთნდობა, გატანა და სულიერი სიმშვიდე აუცილებლად მოგვიტანს გადარჩენის იმედს, მთავარია, ჯერ სულიერად გავერთიანდეთ, რადგან როგორც პატრიარქი ამბობს, თუ ერთსულოვნებას დავკარგავთ და სულიერად ერთმანეთს დავცილდებით, ვერ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, ამის კარგი მაგალითი ჩვენ მოგვცა ებრაელმა ერმა. საუკუნეების მანძილზე გაბნეულნი იყვნენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ მაინც არ აითქვიფნენ სხვა ერებში და დაბრუნდნენ სამშობლოში. ვიდრე ჩვენს სანუკვარ მიზანს მივაღწევდეთ, გვმართებს მოთმინება, მაგრამ მიძინება არა! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ სულში ჯერაც გვინთია მზე, რომელსაც ქრისტე ჰქვია და ვიდრე ეს მზე ენთება ჩვენს სულებში, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია და ვერანაირი ძალა ვერ დაგვამარცხებს.


ზაზა ნადირაძე, 34 წლის, იურისტი, დაუოჯახებელი.

1. რთულია ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. დასავლური ქვეყნების ერებთან შედარებით, ალბათ, ძნელად შეიძლება გვეწოდოს კანონმორჩილი ერი. თუმცა გასათვალისწინებელია საქართველოს უახლესი წარსულის, კერძოდ, 70-წლიანი საბჭოური პერიოდის და მისი ერთგვარი გაგრძელების, შევარდნაძის მმართველობის მავნე ზეგავლენა ერის მენტალიტეტზე. 2003 წელს განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ ამ მხრივ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფო ჯერ კიდევ შენების პროცესშია, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე გაიაზრა და გაითავისა ფუნდამენტური ფასეულობანი და ღირებულებანი, რომელთა გარეშეც ცივილიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება თითქმის წარმოუდგენელია. ცივილიზებული სახელმწიფო და ერი კი, თავის თავში, უწინარესად, კანონმორჩილებას გულისხმობს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატი და ძირეული კანონები არ შეცვლილა ქრისტიანული ეკლესიის დაარსებიდან დღემდე. საერო კანონმდებლობა კი, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, მოითხოვს მასში სათანადო ცვლილებების შეტანას.

2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც არსებობენ ქვეყნები, რომლებიც საკუთარი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად იპყრობენ მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებს. საქართველოს მიმართ მისი ჩრდილოელი მეზობლის დამოკიდებულება არ შეცვლილა მე-18 საუკუნიდან დღემდე. არ შეცვლილა მათი მიზნებიც და მიზნის მიღწევის საშუალებებიც. ქართული ეკლესიების ძარცვის, ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარების აკრძალვის და რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული არაერთი ინტერვენციის გათვალისწინებით, სიტყვა "ერთმორწმუნე" უკვე უადგილოდ მეჩვენება.

ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს ჩამორთმეული აქვს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის უფლება. ცივილიზებულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი, თავის მხრივ, თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებს, ჩემი აზრით, ის არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც ომისკენ მოწოდება. ბრძოლა და ჩვენი წილი საქართველოს დაცვაც ფართო ცნებაა და გულისხმობს როგორც სამშობლოს დაცვას მტრისაგან, ისე მისი განვითარებისთვის ზრუნვას და მომავალი თაობის დიდგორიც და ბასიანიც სწორედ იმისთვის ბრძოლაა, რაც წინაპრებმა დღემდე მოიტანეს. ბრძოლაში კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ "ხმლის მოქნევა" არ იგულისხმება.

3. ალბათ ეს შეკითხვა უშუალოდ მოძღვრის მისამართით არ არის, მაგრამ მაინტერესებს, ცნობილია თუ არა, როგორია რუსული ეკლესიის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებების მიმართ.


თემის განხილვაში მონაწილეობს გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ნოზაძე.

- მამა დავით, ადამიანისთვის სიმართლისმოყვარეობა თანდაყოლილი ნიჭია თუ შეიძლება მისი სწავლა?

- სიმართლე, იგივე სამართლიანობა, ღმერთია, ღმერთი კი ჭეშმარიტებაა, რომელიც ყოვლადმართალია და თავის თავში მოიცავს ღვთის ბუნებისთვის დამახასიათებელ სიმართლესაც და სამართლიანობასაც, როგორც მის ერთ-ერთ თვისებას. სიმართლის საპირისპირო სიცრუეს ემსახურება დაცემული ანგელოზი - სიცრუის მამად წოდებული ეშმაკი. უსამართლობა და სიცრუე მან დაცემის შემდეგ შეითვისა, როდესაც ღმერთს განუდგა და მისი საწინააღმდეგო სულისა და არსის მატარებელი გახდა. სიმართლის შეყვარება ანუ სამართლიანი ცხოვრება სიცრუის, სიყალბის, ფარისევლობის, თვალთმაქცობის, კაცთმოთნეობის და სხვა მრავალი ცოდვის თავის დაღწევის სურვილიდან გამომდინარეობს, ანუ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის სურვილისაგან წარმოიშვება ადამიანში სიმართლისა და სამართლიანობისაკენ სვლა და მიდრეკილება. ჩემი მოსაზრებით, უფალი გვეუბნება, "არ განიკითხო, რათა არ განგიკითხონ", სიმართლის დანახვა სხვის შეცდომაზე ყველას შეუძლია, მაგრამ იმისათვის, რომ შეიყვარო სიმართლე და შეგეძლოს სიმართლის მსახურება, საკუთარ თავში სიმართლის აღმოჩენით, შენს პიროვნებაზე სწორი შეხედულების ჩამოყალიბებით მიიღწევა. როცა ადამიანი თავს არ იტყუებს და რეალურად აფასებს თავის შინაგან ბუნებას და საკუთარ შესაძლებლობას, აღმოაჩენს, რომ ის დაცემულ სულიერ მდგომარეობაშია და ცოდვისკენ არის მიდრეკილი, რაც სამართლიანობის გზაზე დგომას ნიშნავს და ამ დროს მას აღარ უჩნდება სხვათა განკითხვის სურვილი. ჩვენ უნდა შევიყვაროთ სიმართლე ზოგადად იმისათვის, რომ უფრო სამართლიანი გავხდეთ სხვათა მიმართ. სინანულის გარეშე ჩვენ ვხდებით სხვათა მოსამართლე, რაც განსხვავდება სამართლისმოყვარეობისაგან, როცა ჩვენ გვექნება ცოდვილობის განცდა, დაგვებადება სინანული, მაშინ სხვასაც ვექცევით სამართლიანად და ჩემი აზრით, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი.

- მამა დავით, რამდენად კანონმორჩილია ჩვენი ხალხი?

- მე მგონია, ერის შეგნებაში სიმართლისა და სამართლიანობის განწყობა უპირველეს ყოვლისა ღვთისმორჩილებიდან გამომდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იგი დააშინო და ასე გახადო კანონმორჩილი. ე.ი. თუ ადამიანს არ მიუღია იმის გადაწყვეტილება, რომ ის სინდისიერი გახდეს და სამართლიანობის ღრმა შეგნებით იყოს განწყობილი, მაშინ კანონმორჩილება ძალდატანებითი აქტი იქნება და არა ნებაყოფლობითი, ამის არაერთი მაგალითი ვიცით ისტორიიდანაც და თანამედროვე ცხოვრებიდანაც. როცა ხელისუფლება სუსტია, ადამიანები წარმოაჩენენ თავიანთი ბუნებისა და ხასიათის უარყოფით მხარეებს. შეიძლება ასეც ითქვას, თუ პიროვნების ბუნებაში არ არის ჩამოყალიბებული სინდისი და წესიერება, მაშინ კანონმორჩილებაც მასში იქნება ძალზე მყიფე, სწრაფწარმავალი და მხოლოდ საერო ძალაუფლებასა და ხელისუფალთა ძლიერებაზე დამყარებული, ხელისუფალი კი, მოგეხსენებათ, ზოგი სუსტია, ზოგი - ძლიერი და საზოგადოების კანონმორჩილება, ცხადია, ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. და კიდევ: ქვეყანაში აუცილებლად სამართლიანი კანონები უნდა მოქმედებდეს, რადგან უსამართლო კანონების მორჩილება ყოვლად დაუშვებელია. შეიძლება ისეთი კანონიც კი შექმნან, რომ ქრისტიანობა საერთოდ აკრძალონ, ამაზე მორჩილება კი საშინელება იქნება. ასეთ შემთხვევაში ერი და საზოგადოება ღვთის მორჩილი უნდა იყოს და არა კანონმორჩილი. ასე რომ, საერო კანონები მეტ-ნაკლებად მაინც უნდა იყოს თანხვედრაში ღვთის მცნებებსა და საეკლესიო კანონმდებლობასთან. ისიც უნდა ითქვას, რომ შეიძლება მშვენიერი კანონები ჩამოყალიბდეს, როგორც, ვთქვათ, იყო ბიზანტიაში იუსტინიანე დიდის დროს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საზოგადოდ ერი ერთბაშად შეიცვალოს და აღარ გახდეს საჭირო სამართლიანობისა და ზნეობრივი კრიტერიუმების განმარტება. თუ ერი სულიერად, ფსიქოლოგიურად, მენტალურად არ არის ჩამოყალიბებული ამის მისაღებად, იგი ურჩი იქნება კანონის მიმართ. ასე რომ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

მოკლე განსაზღვრებით, საეკლესიო და საერო კანონები თანმხვედრი და შესაბამისი უნდა იყოს ერთმანეთთან, ეკლესია უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფოს საზოგადოების აღზრდაში (არ ვგულისხმობ, მართლმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად), სამოქალაქო საზოგადოებაში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების დაცვა, მიღება და შესრულება აუცილებელია ყველასთვის, თუ, რა თქმა უნდა, იგი არ ეწინააღმდეგება საეკლესიო სამართალს და კანონმდებლობას, რადგან, როგორც მოგახსენებდით, კანონი შეიძლება უსამართლოც იყოს და ჩვენ იმ შემთხვევაში გვმართებს მისდამი მორჩილება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ზნეობასა და სულიერების გაღრმავებას და თუ ესა თუ ის კანონი მაიძულებს ჩემი მრწამსისა და სინდისის წინააღმდეგ წავიდე, მაშინ ვირჩევ ღვთის მორჩილებასა და სინდისის მსახურებას და არა უსამართლო კანონმორჩილებას, ეს ყოველთვის ასე იყო და ასეა დღესაც.

უნდა ვიცოდეთ, რომ აბსოლუტურად სამართლიანი სახელმწიფო არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება, ყოველი ხელისუფლება ან მისი რომელიმე შტო ჩაიდენს რაღაც უსამართლობას, მაგრამ თუ ერში იქნება იმის განცდა, რომ სახელმწიფო, ასე თუ ისე, მაინც სიმართლეს ემსახურება, ერიც კანონმორჩილი იქნება, ხოლო თუ საზოგადოებაში ისეთი განწყობა შეიქმნება, რომ ხელისუფლება თვითონვე არ ემორჩილება და უგულებელყოფს თავის მიერ დაწერილ კანონებს, ხალხიც უპატივცემულოდ განეწყობა სამოქალაქო კანონმდებლობისადმი და შეეცდება მის დარღვევას. ნათქვამია, როცა თავი არღვევს, რეფლექსი ირღვევა და ფეხიც არ ასრულებს თავის ფუნქციას. ნევროლოგიაშიც ხომ ასეა, თუ ტვინის რომელიმე უჯრედი აღარ ფუნქციონირებს, ეს ნაკლი ავტომატურად გადაეცემა იმ ორგანოს, რომლის მაკონტროლებელიც ეს უჯრედი უნდა ყოფილიყო. ასეა ამ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ გვინდა ერი მიეჩვიოს კანონმდებლობას, პირველ რიგში ხელისუფალი უნდა ექვემდებარებოდეს კანონის უზენაესობას. მხოლოდ ამ შემთხვევაში დამყარდება სამართლიანობა ქვეყანაში, ერიც და ბერიც კანონმორჩილი გახდება და კონსტიტუციის ძირითადი მოთხოვნებიც შესრულდება.

- როგორ ახერხებს ეკლესია თანამედროვე პირობებში დიდი სჯულისკანონის დაცვას?

- ყველა ზნეობრივი ნორმა, რაც სჯულისკანონში წერია, სრულდება ეკლესიაში, ოღონდ მრევლის შეწყნარებით, რადგან სასჯელი ცოდვებზე შერბილებულია. კანონდარღვევების შედეგების შემსუბუქება (იკონომია) ხდება, ვთქვათ, მრუშობისთვის: ადრე თუ 5-10 წელი იყო უზიარებლობა, ახლა ეს სასჯელი ბევრად შემოკლებულია, რომელსაც მოძღვარი ადგენს მრევლის აღსარებისა და მისი სინანულის ხარისხის შესაბამისად. მღვდლებს ეს კურთხევა ეპისკოპოსებისგან მოგვეცა, სინოდის გადაწყვეტილებას ვემორჩილებით. მღვდელმთავართა ამ უმაღლეს საკანონმდებლო თავყრილობაზე განიხილეს ეს საკითხი სჯულისკანონზე დაყრდნობით, რასაც ყველა მოძღვარი ვემორჩილებით. პირველად მრევლზე სასჯელის შემსუბუქების კანონი მიიღეს ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა და მას შემდეგ, რაც დრო გადის, იმის მაგივრად, რომ ადამიანის სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობა წინ წასულიყო, პირიქით, უკუსვლა ხდება და შესაბამისად მრევლსაც შეუმსუბუქდება სასჯელი.

- წირვა-ლოცვის შემოკლებაც ხომ არ ხდება საქართველოს ეკლესიაში?

- ცისკრისა და მწუხრის მსახურების დროს იკვეცება ფსალმუნები, მაგრამ ეს ისეთი დარღვევა არ არის, რომ ამის გამო მედავითნეს ან საეკლესიო პირს საეკლესიო ადმინისტრაციული სასჯელი დაუწესდეს, რადგან ტრადიციაში ასე ჩამოყალიბდა, ზოგჯერ სძლისპირებსაც ვკვეცთ ხოლმე საერო და სასულიერო პირების სისუსტის გამო, მაგრამ წირვაში არაფერი იკვეცება, რადგან წირვა ისეთი რამ არის, რაიმე რომ გამოვაკლოთ იოანე ოქროპირის ან ბასილი დიდის წირვას, მაშინვე დაირღვევა ყველაფერი. როგორც ამბობენ საბერძნეთის ეკლესიაში წირვის დროს კათაკმეველთა კვერექსებს არ კითხულობენ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ კათაკმეველთა ინსტიტუტი დღესდღეობით აღარ არსებობს და ეკლესიაში მოსანათლად მოსული ადამიანი მაშინვე ინათლება. არ არის გამორიცხული მომავალში ისეთი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს და სასწავლებლები შეიქმნას, რომ აღდგეს კათაკმეველთა ინსტიტუტი, რასაც კვალიფიციურ მასწავლებელთა კადრების მომზადება სჭირდება.

- დაბოლოს, რა პასუხს გასცემდით ჩვენი რესპონდენტის შეკითხვას?

- რაც შეეხება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის ეკლესიას ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია, რომ საქართველოს ეკლესიის მთლიანობა დარღვეულია, არც სინოდის კრებებზე მომხდარა ამის აღიარება, არც საეკლესიო კრებებზე და არც რუსეთის პატრიარქის მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებებში, ამასთან იგი ყოველთვის აღიარებს საქართველოს ეკლესიის მთლიანობას, მაგრამ, როგორც ჩანს (ამას თვითონ ამბობენ და ნამდვილია თუ არა, ეს მე არ ვიცი), რუსულ ეკლესიაში არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც უკანონოდ გადმოდიან აფხაზეთის ტერიტორიაზე და ატარებენ ასევე უკანონო მღვდელმსახურებას. როგორც რუსეთის საპატრიარქო განმარტავს, ისინი არ არიან მათ მიერ წარგზავნილი მღვდლები და თავისი ნებით ასრულებენ იქ მღვდელმსახურებას, ანუ გამოდის, რომ ისინი არ ექვემდებარებიან თავიანთ ეკლესიას, მაგრამ სინამდვილეში როგორ ხდება, ეს ჩვენთვის დაფარულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის ერთიანობას, ოფიციალურად არასდროს განუცხადებიათ იმის შესახებ, რომ 2008 წელს რუსეთის ჯარმა ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, ალბათ, გასაგებია, რატომაც იკავებენ თავს ამის აღიარებისგან. ეს არის ჩემი აზრი და ყოველივე ის, რაც მე მომისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat