ადამიანისთვის არის კანონი და არა ადამიანი - კანონისთვის
ადამიანისთვის არის კანონი და არა ადამიანი - კანონისთვის
როგორ შევძლოთ თანამედროვე პირობებში დაცვა დიდი სჯულისკანონისა, რომელიც არ ემორჩილება დროის ცვალებადობას და რა არის საერთო და რა - განმასხვავებელი საღმრთო და საერო სამართალს შორის?

ამ საკითხებზე საუბარი ვთხოვეთ თეოლოგსა და იურისტს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფროს სპეციალისტს დავით სურგულაძეს.

- ადამიანისთვის სჯულის მიცემა არ ნიშნავს მხოლოდ ამ წესებში გამოკეტვას, სიყვარულია აღმასრულებელი სჯულისა და მაცოცხლებელი ამ ცნებებისა და თუ მცნება განყენებულად, სიყვარულისგან დამოუკიდებლად აღესრულება, არც შეიძლება იწოდებოდეს სჯულის აღსრულებად. მართალია, ღმერთი ადამიანს თავის თავს უცხადებს ამ მცნებებში, კანონებში, მაგრამ თავიდათავი ყოველივესი სიყვარულია და ის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ამ მცნებების უკან დგას. კანონები ღმერთთან მისასვლელად გვჭირდება და თუკი უფალთან ვერ მივალთ, მაშინ რა აზრი ექნება მის მექანიკურ ასრულებას, მცნებებს ხომ იუდეველები და სჯულისმოძღვარნიც აღასრულებდნენ, რომლებმაც უფალი ჯვარზე გააკრეს? ღვთის სიტყვის უარმყოფელი და სჯულის დამრღვევი სამოთხეშივე დაეცა. იგი ღმერთმა კი არ მიატოვა, თავისივე ქმედებით დაშორდა სიცოცხლის წყაროს, თავისივე საქციელითა და არჩევანით დაისაჯა. იესო სჯულზე მაღლა დადგა და თავისი სისხლითა და ხორცით გამოისყიდა კაცთა მოდგმა, რომელიც სასჯელს იმსახურებდა. ღმერთმა ამით ისიც დაგვანახა, რომ უმთავრესი მცნება და სჯულის აღმასრულებელი სიყვარულია და თუ სიყვარული არ იქნება, მაშინ სამართალიც არ იარსებებს, ანუ თუკი სიყვარულში ვერ მივაღწევთ წარმატებას და მხოლოდ სჯულს აღვასრულებთ, ეს არ იქნება ღვთისკენ მიმავალი გზა, რადგან სჯულის საზომი - სიყვარულია. სადაც სიყვარულია, იქ სამართალია, სადაც სამართალია, იქ სიყვარული უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, ყოველი მცნების გულისცემა სიყვარულით არის ნასაზრდოები, თითოეული მცნების უკან სიყვარულის ნაყოფს ვეზიარებით და თუ ის გარეგნულად, უსულგულოდ აღესრულება, მაშინ უდიდეს ბოროტებას დაემსგავსება.

რა არის ეშმაკი? იგი ყველაფრის გარეგნული ფორმით აღმასრულებელია. თითქოს ყველაფერში ემსგავსება უფალს, მაგრამ მისი შიგთავსი ცარიელია და გაუკუღმართებული. შეუძლია მოგვაჩვენოს, რომ შესწევს ძალა სასწაულისა, რადგან დაცემული ანგელოზია და ცდილობს ილუზიის შექმნას, რომ ყველაფრის შემძლეა. ის მხოლოდ სიყვარულში და სამართლიანობაში ვერ ბაძავს უფალს, ამიტომ ის ადამიანიც ეშმაკს ემსგავსება, რომელიც მის მოქმედებებს გარეგნული ფორმით აღასრულებს მხოლოდ, მოჩვენებითად და უსიყვარულოდ.

- ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ, მიწიერი გაგებით, წყალობა, თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ერთგვარად ეწინააღმდეგება სამართლიანობას.

- დავით მეფსალმუნეს აქვს წარუშლელი და გულშიჩამწვდომი სიტყვები: "მართალი ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი". დავითის სიბრძნით, უფალი ყოველთვის მართალია, იგი წრფელად განიკითხავს. წმინდა დავითი სიმართლეს და სიწმინდეს - ამ ორ საუფლო თვისებას უსვამს ხაზს, სხვაგანაც ამბობს: "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო", თუ ამ სიბრძნეს დავაკვირდებით, უფლის განგებულებაში საოცარია სამართლიანობა და წყალობა, რომელიც ჩვენ ერთ სიბრტყეში შეიძლება გავაერთიანოთ, როგორც უფლის განგებულებაში მოქმედი თვისებები. როდესაც ადამიანი ცოდვით თავს ისჯის, რადგან მან დააშავა, სამართლიანობა მოითხოვს, მასზე ამოქმედდეს შედეგი, მაგრამ ეს შედეგი არასოდეს არის მისთვის დამანგრეველი, ჯოჯოხეთში შთამგდები, უფლის სიყვარული და დიდი წყალობა მას ყოველთვის აძლევს გადარჩენის შესაძლებლობას, ამიტომ ბოლომდე არ განისჯება მისი ქმედება. ღვთის ღალატის მიუხედავად, ადამი და ევა საბოლოოდ მაინც იქნენ ღვთისგან გამოხსნილი და შეწყნარებული. თუკი ბოლომდე სამართლიანობით მიუდგებოდა უფალი ადამიანს, მაშინ იგი გამოხსნას ვერასოდეს დაიმსახურებდა. ღვთის სიბრძნე და დიდებულებაც იმაშია, რომ უფალმა დაუშვა ადამიანზე წყალობა, რადგან მასში ერთიანდება ერთმანეთის შემავსებელი სიყვარული, მიმტევებლობა, სამართლიანობა; ადამიანის მიერ დაწერილი კანონებიც ღვთიური სამართლიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, კონსტიტუცია იქნება ეს, კერძო კანონები თუ ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, თუ საღმრთო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებიდან არ იღებს სათავეს, მაშინ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, როგორც მცნებების დაცვაა აუცილებელი ჩვენი სულიერი აღმშენებლობისთვის, ასევე გვმართებს მორჩილება სამოქალაქო სამართლისა, რადგან ის არეგულირებს და განსაზღვრავს ჩვენს მოწესრიგებულობას და დამოკიდებულებას მოყვასის, ქვეყნის, ყოფითი ცხოვრებისა თუ სახელმწიფოსადმი.

ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს კანონმორჩილი, მოწესრიგებული, შემართული, უფლის მიერ დადგენილი მცნებებითა და ამქვეყნიური სამართლის მორჩილებითა და პატივისცემით უნდა შევინარჩუნოთ ადამიანურობა. თავის ნებაზე მიშვებულს თავისუფლება აღვირახსნილობა ჰგონია. თავისუფლება არის თავისუფალი ნების ღვთისკენ წარმართვა ჭეშმარიტების შესაცნობად, რომელიც საუფლო კნონებს დაეყრდნობა. უნდა იყოს დაცული იერარქია, როგორც ზეციური მმართველი - ღმერთი და მიწიერი მმართველი, ანუ ადამიანი, ამ შემთხვევაში კონსტიტუციის შემოქმედი. უმაღლესი მიწიერი იერარქი, თუნდაც მეფე, უნდა მიისწრაფოდეს უფალთან ერთობისაკენ, როგორც ღვთისგან მომდინარე სიტყვა კანონია ყველასთვის, ასევე უნდა იყოს მიწიერი მმართველისაგან წარმოთქმული სიტყვა კანონი ყველასთვის, მაგრამ თუ ღმერთი და უმაღლესი მიწიერი ხელისუფალი დაშორებულნი არიან ერთმანეთს, ანუ ადამიანი თავისი ნებითა და არჩევანით შორდება ღმერთს, ის შორდება ღვთის სამართალსაც, რაც ერის ცხოვრებაზეც აისახება. პირველ რიგში, ხელისუფალი უნდა იყოს ღვთიური სამართლიანობის დამცველი და სხვებისათვის მისაბაძი, რადგან ვისაც მეტი მიეცა, იგი მეტზეა პასუხისმგებელი და ვისაც მეტი ემორჩილება, სწორედ მას მართებს ღვთისადმი მორჩილება, რომ ასწავლოს ღვთისგან მოწოდებული. ხეს შეიძლება მრავალი ტოტი და ნაყოფი ჰქონდეს, მაგრამ ერთი ფესვიდანაა აღმოცენებული, სიმართლესაც შეიძლება მრავალი განშტოება ჰქონდეს, მაგრამ ჭეშმარიტება უფალშია, რომელიც ფესვია ყოველი კანონისა და სამართლიანობისა. ღმერთთან მყოფობა არ განისაზღვრება მხოლოდ სასულიერო პირობით, რაიმე განსაკუთრებული პროფესიით, ხელობით თუ საქმიანობით, ეს მიიღწევა გულით და იმ ჭეშმარიტების აღიარებით, რასაც უფალი თავისი სიბრძნითა და სიყვარულით გვასწავლის. დროის მიხედვით რაღაც ცვლილებები, რასაკვირველია, ხდება, მაგრამ ადამიანსაც იმიტომ მიეცა კეთილგონიერება, სიბრძნე, თავისუფალი ნება, რომ ეს საბოძვარი დროის შესატყვისად გამოიყენოს ისე, რომ არ მოსწყდეს მთავარ მასაზრდოებელ ფესვს - უფალს.

- ქრისტეს ეკლესიამ თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მრავალი ბრძოლა გადაიტანა; გნოსტიკოსები, არიანელები, ნესტორიანელები, კოპტები და სხვა ერეტიკული მიმართულებები ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდანვე დაშორდნენ ძირძველ სამოციქულო სწავლებას, რამაც აუცილებელი გახადა მსოფლიო საეკლესიო კრებების მოწვევა და საღმრთო კანონის შექმნა, რომელიც დიდი სჯულისკანონის სახელით არის ცნობილი.

- კანონი ადამიანის გადასარჩენად არის ღვთისგან დაწესებული და ღვთის სიტყვის შესაბამისად, წმინდა მამების მიერ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული და ჩვენამდე მოტანილი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ბოჭავს ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ამ მცნებების შესრულება ანიჭებს მას ჭეშმარიტ თავისუფლებას, ადამიანის მიერ დადგენილი კანონი თუ ღმერთთან ზიარებაში არ არის, ვერანაირ თავისუფლებას ვერ მივიღებთ. სჯული და კანონი იმიტომ მოგვეცა, რომ უფლის დადგენილი წესები დავიწყებას არ მისცემოდა და ცვალებადობას არ დაქვემდებარებოდა და კიდევ: ეს აუცილებელი იყო ადამიანის განღმრთობისათვის, ღმერთთან დასაახლოებლად და მის სიყვარულში წარსამატებლად. ადამიანისთვის არის კანონი და არა ადამიანი - კანონისთვის, ანუ კანონი უნდა მოერგოს ადამიანს, რაც მეტად მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი - შაბათისთვის".

დოგმატი არის უცვლელი წესი, უცვლელი დებულება, უცვლელი მტკიცებულება და ჭეშმარიტება ქრისტიანობაში, რაც ისე უნდა მივიღოთ, როგორც არის. ღვთის მაცოცხლებელი სიტყვა და სწავლება, რაც სახარებაში და წმინდა წერილში ზეციური ბეჭდით დაიბეჭდა, მუდამ უცვალებელია. ამ საკითხში არავითარი დაშვება და შეღავათი არ შეიძლება. ცოდვილობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ დოგმატიდან ხარ გადამცდარი, ყოველი ადამიანი ცოდვილია და თუკი პირადი წინსვლის, ზნეობრივი აღმასვლისა და განღმრთობის გზაზე რაიმე ჩრდილი მოგვადგება, არ ნიშნავს იმას, რომ დოგმატიდან ვართ გადამცდარნი; ცდომილება არსებობს ჭეშმარიტების გზაზე და გაუკუღმართების გზაზე - პირობითად რომ დავყოთ. "ყოველი კაცი ცრუი არს", - ნათქვამია, მაგრამ ეს იმას როდი გულისხმობს, რომ ყოველი კაცი ღმრთისგან განშორებულია. განღმრთობისაკენ მიმავალი გზა დაცემასა და აღდგომაზე გადის, მაგრამ არსებობს ცთომილება გაუკუღმართების გზაზე, რომელიც საფუძველშივე დაცემულობაა. როგორც უფალი განარჩევს თავთავისაგან ბზეს ცეცხლში დასაწვავად, ასე განარჩიეს მამებმა საეკლესიო კრებებზე ერესი ჭეშმარიტებისგან, მიიღეს მართლმადიდებლური მრწამსის დოგმატი, რომელიც თავიდათავია ყველა დოგმატისა, სწორედ ამ დოგმატის გაქარწყლება უნდოდათ და ჭეშმარიტების ხელყოფას შეეცადნენ. ეკლესიამ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ოკულტიზმს, რადგან ამ ერესში დაინახა წმინდა სამების წინააღმდეგ მიმართული ეშმაკის მოძღვრება. დიდი სჯულისკანონი უდიდესი ავტორიტეტია ჩვენთვის, რადგან თუკი რაიმე სიმდიდრე გვაბადია სახარების შემდეგ, ეს არის იმ წმინდა მამების სწავლება და ნაანდერძევი ეკლესიისთვის, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. ამ კანონების შესაქმნელად სულიწმინდის მადლით ერთი სულით ამეტყველდნენ წმინდა ღმერთშემოსილი მამები. ადამიანის ბუნებაც ხომ არ ექვემდებარება ძირითადად ცვალებადობას და ისეთივე იყო I საუკუნეში, როგორიც XXIს-შია. როგორც ანგელოზებრივი ბუნება არასდროს არ შეიცვლება, ისევე უცვლელია მართლმადიდებლური ცნობიერება, ზნეობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, შური... აქედან გამომდინარე, ეს მცნებები, ეს კანონები, უპირველესად, გათვლილია ადამიანის სულზე.

მაგრამ დღეს ხომ სულ სხვა რეალობაში, სხვა დროში, სხვა გარემოში ვცხოვრობთ. ვთქვათ, ადამიანის მდგომარეობა, სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობები, ახალი საუკუნეები კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოიტანს, მაგრამ ადამიანის ბუნება არ შეცვლილა, ქრისტიანული მოძღვრებაც უცვლელია და მარადიული. "ამას დაგიტოვებთ და აღასრულებდეთ, - ბრძანებს მაცხოვარი, - და მე თქვენთან ვიქნები, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა". ეს ყველა დროისათვის დაწერილი სწავლებაა, დროც ხომ ღვთისგან არის დადგენილი და ღვთის ცოცხალმა სიტყვამ როგორ შეიძლება დროში ცვალებადობა განიცადოს?

- ცვალებადობა - არა, მაგრამ თავად სასულიერო პირებიც აღნიშნავენ, რომ დრო თითქოს აჩქარდა, თანამედროვე ადამიანები დროის დეფიციტს განიცდიან და ხომ შეიძლება უფრო გამარტივებისაკენ წავიდეს საქმე?

- ამას დრო და ცხოვრება თვითონვე დაარეგულირებს. მოძღვარი თვითონვე მიხვდება, როგორ დაიცვას სჯულისკანონის მოთხოვნები ამ დროში. როგორც მონასტრის ტიპიკონი შეუძლებელია საერო ცხოვრებაში გადმოიტანო, ასევე XXI ს-ში შეუძლებელია ისეთივე მოთხოვნები წაუყენო სულიერ შვილს, როგორსაც, ვთქვათ, პირველ საუკუნეში სთხოვდნენ. ქრისტიანობა იმიტომაც არის პროგრესული და ცოცხალი სარწმუნოება, რომ ადამიანს შეუძლია თავისი დროის შესატყვისად მოერგოს მას. მოძღვრისათვის ქრისტესადმი ყველაზე დიდი სამსახური თავისი სამწყსოს გადარჩენაა. მოძღვრის უპირველესი მოვალეობაა, თავისი შვილის სული გამოიხსნას ბოროტისაგან და ღმერთამდე მიიყვანოს, მან იცის, რომ სამრევლოში ყველა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და სადაც დადგენილი წესები არ გამოდის, იქ აუცილებლად უნდა დაიშვას იკონომია, იმისათვის, რომ სიყვარულით ამოიყვანო ადამიანი გასაჭირიდან და წესები მერე დაუდგინო. ავადმყოფს სჯულით, წესებითა და კანონებით არ ელაპარაკებიან, როცა დავრდომილს ფეხის ამოძრავება არ შეუძლია, ეხმარებიან ამოძრავებაში, მკურნალობენ და როცა თანდათანობით მოიხედავს და მკურნალობა შედეგს გამოიღებს, მერე შეეცდებიან, მას გავლა მოსთხოვონ. გონიერი მოძღვარიც, პირველ რიგში, ხედავს თავისი მრევლის ცოდვილობის ხარისხს და ყველას ინდივიდუალურად წამლობს. რაც უფრო დაცემულია იგი, მით მეტად ლმობიერი და თანამგრძნობია მისადმი და როცა სულიერად ფორმაში მოიყვანს, მერე ხდება მომთხოვნი და კანონსაც უმკაცრებს, ხომ არ შეიძლება ჩვილს სიბრძნით ელაპარაკო, ბრძენს კი ჩვილის ენაზე.

- თქვენი აზრით, რამდენად დაცულია დღეს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები საქართველოში?

- უფლისაგან დადგენილი მიწიერი სამყარო ღმერთმა ადამიანის სამფლობელოდ შექმნა, ამიტომ აქაც ზეციურთან მიმსგავსებული წესები მოქმედებენ. სამოქალაქო სამართალი რაც უფრო მიმსგავსებული იქნება ზეციურთან, მით უფრო სრულყოფილი გახდება. თუ ქვეყანაში წესრიგს კანონი არ არეგულირებს, ძნელია, რაიმე პროგრესზე ილაპარაკო.

ჩვენ ვიცით, ადამიანი თუ 10 მცნებას არ დაიცავს, ყოველი მცნების გადაცდომისათვის სასჯელია დადგენილი, კონსტიტუციის დარღვევისა და საერო კანონების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სანქციაა დაწესებული. როდესაც მიწიერი სამართალი სცილდება ღვთიურ კანონმდებლობას თავისი დიდი არსით, დაშორებულია სამართლიანობის პრინციპს და გაბატონებული კლასის ან გარკვეული პიროვნების კერძო ინტერესებს ემსახურება, ბუნებრივია, იზღუდება ადამიანის თავისუფლება და სახელმწიფოშიც უკანონობა სუფევს. საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება.

უფალი სახარებაში ბრძანებს: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა". კეისრის მისაცემში სწორედ მიწიერ სამართალს გულისხმობს, რაც სახელმწიფოს მეთაურიდან დაწყებული, ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანით დამთავრებული, ყველამ უნდა აღასრულოს. როგორც კანონი იცავს კონსტიტუციურად ყოველ ადამიანს, ასევე ადამიანებიც უნდა იცავდნენ კანონს, რასაც გვავალდებულებს კონსტიტუციის მე-18 მუხლი. ადამიანი თუ არის ღვთის მორჩილი, იგი აუცილებლად კანონის მორჩილიც უნდა იყოს და ერთნაირი პასუხისმგებლობით იცავდეს როგორც საღმრთო, ისე საერო კანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პასუხი მოეთხოვება ღვთის წინაშეც და კანონის ძალითაც. არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც ჩვენ სიწმინდეს, ღირსებასა და პატივს შეგვილახავს. სიწმინდის თავისუფლებაც ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული კონსტიტუციურად და თუ კანონს არ დავიცავთ, მაშინ ქვეყანაში ქაოსი გამეფდება. ღმერთი წესრიგის, სრულყოფილებისა და სიყვარულის მიმცემია და ყველანაირი სამართალი წესრიგს უნდა ემსახურებოდეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი ირჩევს ხელისუფლებას და ხელისუფალიც ვალდებულია დიდი ანგარიში გაუწიოს ხალხის მოთხოვნებს, ამიტომ ეს საკითხი არ განიხილება ერთმანეთისგან განყენებულად. მორწმუნეს ისიც კარგად ესმის, რომ ხელისუფლებას მეტი უფლება აქვს, ღმრთისგან მიცემულ ქვეყანაში წესრიგისა და სამართლიანობის დასამყარებლად, აქვე ისიც უნდა ითქვას, არასწორი გაგებაა, როცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ ვინც ეკლესიაში დადის, ის საეკლესიო კანონებს უნდა დაემორჩილოს და ვინც ერშია, საერო სამართალს, არასწორი გაგებაა. პატრიარქი არ არის მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის სულიერი მოძღვარი და წინამძღვარი, იგი ყველას პატრიარქია, ყველას სულიერი მამა, საერო კანონებიც ისევე კანონია მრევლისთვის, როგორც საეკლესიო კანონი და პირიქით, ორივე კანონის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. მრევლი, რომელიც ღვთის მცნებას იცავს, არ უნდა ელაპარაკოს ზემოდან საეკლესიო კანონებში ნაკლებად გარკვეულს. მრევლი იმიტომ არის მრევლი, რომ თავის ძმას დაეხმაროს, ხელი გაუწოდოს და ლმობიერებით და მიმტევებლობით განეწყოს მოყვასის მიმართ. მმარხველი, არამმარხველი, მლოცველი, არამლოცველი, მორწმუნე, არამორწმუნე, ეკლესიური, არაეკლესიური, - ეს სიტყვები ხშირად გვესმის და დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკაში, რაც ძალზე სამწუხაროა. ჩვენ არ უნდა ვამახვილებდეთ ამაზე ყურადღებას, რადგან ამით თვითონვე ვუწყობთ ხელს საზოგადოების ამ ნიშნით დაყოფას, რაც კარგი შედეგის მომტანი არ უნდა იყოს, ესეც ხომ სიყვარულის ნაკლებობით არის გამოწვეული? შეიძლება, დღეს რომელიმე სჯულის კანონს შენსავით ვერ ასრულებდეს, მაგრამ სიყვარული უფრო მეტი ჰქონდეს.

- დაბოლოს, თქვენ, როგორც თეოლოგი და იურისტი, როდესაც ამ თემაზე სტუდენტებს ლექციას წაუკითხავდით, პირველ რიგში რაზე გაამახვილებდით ყურადღებას?

- ყოველ ადამიანს ვუსურვებდი, დაიცვას შინაგანი სჯული ანუ ღვთის ხმა, უფლისაგან მიმადლებული სამართლიანობის განცდა, რომელიც შემფასებელია და გამომვლინებელი კანონისა თუ სამართლებრივი აქტის ხარისხისა. ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილი, მისი ქცევის განმსაზღვრელი და მოკარნახე უნდა იყოს მისი შინაგანი გულის ხმა - სინდისი. დაწერილი კანონებიც რომ არ არსებობდნენ, რომ არ ყოფილიყო მცნება, მაინც განვისჯებოდით ჩვენი საქციელის გამო; სინდისის ხმით, გულის კარნახით, შინაგანი სჯულით განვისჯებოდით, რაც ყველაზე აღმატებული საზომია ჩვენი ყოფისა და ქცევისა, კანონი ვერ გაითვალისწინებს ყველა ნიუანსს, რადგან საერო კანონმდებლობაში რაც წერია, მაინც არ იქნება სრულყოფილი, იქ ვერ ჩაიწერება ბევრი რამ, რაც ჩვენ ისედაც უნდა გავაკეთოთ; ვთქვათ, პატივს ვცემდეთ მშობლებს, არ ჩავიდინოთ ბოროტება, რომელიც უნდა განვასხვაოთ სიკეთისაგან, არ მოვწამლოთ ადამიანი სიძულვილის გამო და სხვა ნებისმიერი ზოგადი, სანქცირებული თუ ყველანაირი დანაშაული. უფალი ამბობს, თუ შენს გულში ცოდვა ჩაისახა, უკვე ცოდვილი ხარ და ამ შინაგანი სჯულით მოგეთხოვება, კანონი კი, რაც თვალისთვის დაუნახავი და სხვისთვის შეუმჩნეველია, სასჯელს არ ითვალიწინებს, თუმცა კი ამ დანაშაულის სათავე, ცოდვის საწყისი და ხორციელი დანაშაულის შობის საწყისი გულში შობილი ცოდვაა, ანუ სულში ჩასახული ცოდვის საწყისი წინმსწრებია მისი გარეგნული გამოვლინებისა, რის გამოც არცერთი კანონმდებლობა არ სჯის და არ ანიჭებს ამისთვის ადამიანს პასუხისმგებლობას, ეს ხომ მასში ფარულად არის, ამისთვის უფალი აწესებს სასჯელს, თუ მას არ მოვინანიებთ. გულის გამწმენდი და შინაგანად გამომასწორებელი შინაგანი სჯულია და არა გარეგნული, რადგან სიკეთის აღმსრულებელი არა მხოლოდ გარეგნული გამოვლინებაა, ისევე როგორც ბოროტებისა, არამედ უფრო შინაგანი. შეიძლება ადამიანმა გარეგნულად თავი მოგვაჩვენოს კეთილშობილად და ამ დროს გულში ბოროტება ჰქონდეს. მისი განზრახვა უფლის წინაშე იწერება, რაც ჩვენთვის დაფარულია. შეიძლება ზოგიერთს მკაცრი იერი ჰქონდეს და მისი საქციელი არ იყოს იმასთან შეფარდებული, რაც გულში აქვს და თუ მის გულში კეთილგანწყობა მკვიდრობს, ჩვენ რომ გვგონია, სასჯელს მიიღებს, პირიქით, გამართლდეს უფლის წინაშე, ამიტომ სტუდენტებსაც ამას ვასწავლიდი, რომ ყველა კანონზე აღმატებული შინაგანი სჯულია და მას მიაქციონ უმთავრესი ყურადღება.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat