არ შემწევს ძალა, შევებრძოლო მსოფლიო უსამართლობას, მაგრამ შემიძლია ვიყო მოწყალე, მზრუნველი, ნუგეშისმცემელი
არ შემწევს ძალა, შევებრძოლო მსოფლიო უსამართლობას, მაგრამ შემიძლია ვიყო მოწყალე, მზრუნველი, ნუგეშისმცემელი
1. თქვენი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ და მძიმე წუთებში ხშირად შეხვედრიხართ ისეთ ადამიანებს, რომელთაც გაუმხნევებიხართ და არ დაუშურებიათ სანუგეშო სიტყვები?

2. დღევანდელი რეალობიდან, როცა 21-ე საუკუნეში "ერთმორწმუნე" რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაიპყრო, ჩვენ კი ძველებურად ხმლის მოქნევის უფლებაც ჩამორთმეული გვაქვს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, როგორ გავიგოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები: "იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო, დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი"?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ წილოსანი, ექიმი-პედიატრი სალომე მიქაძე და XII კლასის მოსწავლე პაპუნა-გიორგი სინაურიძე.

ავთანდილ წილოსანი, 71 წლის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, არის საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი მეუღლეა დოდო ნამგალაძე, ქალიშვილები: თამარი და შორენა.

1.
გაჭირვების დროს ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეშია უფალი, რომელსაც არასდროს მივუტოვებივარ ყველაზე მძიმე წუთებში. რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება მქონდა. 80-იანი წლების დასაწყისში დამაპატიმრეს, როდესაც სამეცნიერო-მაფიოზურ კლანებთან შებრძოლება მომიხდა, მეორედ 2008 წელს დამიჭირეს, მაგრამ ორივეჯერ გავმართლდი. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განსაცდელის ჟამს, განგება ყოველთვის მიგზავნიდა ისეთ ადამიანებს, რომელთაც უნდა ვენუგეშებინე და დამხმარებოდნენ სირთულეების დაძლევაში. როდესაც პირველ წელს ვერ ჩავირიცხე ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის ელექტრო-ვაგონშემკეთებელი ქარხნის იმჟამინდელმა მთავარმა ინჟინერმა აპოლონ მასხარაშვილმა მანუგეშა და თავის ქარხანაში დამაწყებინა მუშაობა, რამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა მომავალი პროფესიის დასაუფლებლად. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აკადემიკოსმა ფერდინანდ თავაძემ მოსკოვში მსოფლიოს სახელგანთქმულ მეცნიერს, აკადემიკოს ალექსანდრე სამანინს ჩააბარა ჩემი თავი: საქართველო ფერადი ლითონების ქვეყანაა და მინდა ეს კაცი ამ დარგის კარგი სპეციალისტი დადგესო. სამშობლოში 5 წლის შემდეგ დავბრუნდი. მე ვიყავი ამ დარგის ერთადერთი სპეციალისტი, 1995 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავაარსე ფერადი ლითონების კათედრა იმჟამინდელი საქართველოს ცკ პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის დიდი მხარდაჭერითა და დახმარებით. ცხოვრების მძიმე წუთებში ძალიან მანუგეშა და დამეხმარა თბილისის აღმასკომის თავმჯდომარე ქ-ნი ნინო ჟვანია, 2008 წლის პატიმრობის დროს კი, არ დამავიწყდება ჩემი მოსამართლის, ეკა არეშიძის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ნათქვამი, - ბატონო ავთანდილ, იმედი არ გადაიწურო, ახალ წელს, შენი დაბადების დღეს (30 დეკემბერს ვარ დაბადებული) ოჯახში შეხვდებიო. 24-წლიანი თავისუფლების აღკვეთის მუხლი მქონდა, მაგრამ 6 თვე და 22 დღე მომიწია გლდანის ციხეში ყოფნამ და როგორც მოსამართლე დამპირდა, 2008 წლის 30 დეკემბერს მართლაც შინ შევხვდი ჩემს დაბადების დღეს, იმ წელს საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ 8 ათასზე მეტი განაჩენიდან იმ შვიდი ბრალდებულიდან, საბედნიეროდ, ერთ-ერთი მე აღმოვჩნდი, რომელიც გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან, ამაშიც განგების ხელი ერია...

ძალიან ძნელია, როცა ადამიანი უსამართლოდ იხდის სასჯელს, ამიტომ პატიმრობის დროს ჩემთვის უდიდესი შვებისა და ნუგეშისმომცემი გახდა პოეზია, ჩემი პირველი პატიმრობისას გერმანულიდან ვთარგმნე გოეთესა და ჰაინეს ლექსები, ხოლო მეორე პატიმრობისას ციხეში, ლამის 70 წელს მიღწეულმა, ლექსების წერა დავიწყე, რომელიც მზად მაქვს გამოსაცემად. მინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი ჩემი ლექსიდან, რომლიც თქვენს მეორე კითხვას უფრო მიესადაგება:

2. გადამარჩინა ქვათა ღაღადმა
და უქარქაშო ძალუმმა ხმლებმა,
ერთმორწმუნესთან მხარდამხარ როკვამ,
გამჭრიხობამ მეფე თამარის,
მოვუხმე გულსა არაგველების
და მკვდრეთით აღმდგარ სულსა მაცხოვრის,
რუსთველის სიბრძნეს, უძლეველ დავითს,
ურყევი რწმენის მცველებს გრაალის,
გადამარჩინა წმინდა სამებამ,
ქრისტეს ნებაზე მოქცევამ მრევლის,
რწმენა შემმატა იმერთ სიმტკიცემ,
მუხლჩაუხრელმა გარჯამ ამერის,
მაშ, აღვადგინოთ ძველი საზღვრები
ერთ მუშტად შეკვრით ერის და ბერის.
მამული ითხოვს მეტ თავგანწირვას,
სახატედ ქცევას ენის და რწმენის".



სალომე მიქაძე, ექიმი-პედიატრი. სამი ათეული წელი მუშაობდა ჩაჩავას სახლობის ინსტიტუტში, სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილებაში, მისი მეუღლეა მხატვარი ბორის ძაგანია, ქალიშვილი თამარ ძაგანიაც ექიმი-პედიატრია.

1. როდესაც რაიმე მიჭირს, პირველად ჩემს მოძღვარს, მამა დავით თოდუას ვეუბნები. ზოგჯერ, როდესაც პირადად ვერ ვნახულობ, ტელეფონით ვუკავშირდები: მამა დავით, დამეხმარეთ, ქმარი ოპერაციაზე შემყავს ან შვილი სამშობიაროდ წავიყვანეთ და რაღაც გართულდა-მეთქი. მამშვიდებს, - ნუ გეშინიათ. პარაკლისს გადავიხდი და ყველაფერი კარგად იქნებაო. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც ყველაფერი კარგად არის ხოლმე.

როცა რაიმე პრობლემას ვაწყდებით ოჯახში, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შიშსა თუ ეჭვს. ხან მე გამოვდივარ მათი გამამხნევებელი და დამამშვიდებელი, ხან ისინი. არა მხოლოდ ოჯახის შიგნით, ნათესაურ წრეში, თანამშრომლებსა და მეზობლებთან დამოკიდებულებაშიც ასეა.

2. ბევრი რამ არ მომწონს, რაც ამსოფლად ხდება... ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, ძალიან ბევრი სიცრუე და სისასტიკეა გამეფებული გარშემო, რაც ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს, მაგრამ არ შემწევს ძალა, შევებრძოლო მსოფლიო უსამართლობას, ან წინ აღვუდგე რომელიმე სახელმწიფოში მიმდინარე არასასურველ მოვლენებს, მაგრამ, სამაგიეროდ, შემიძლია ვიყო მოწყალე, მზრუნველი, ნუგეშისმცემელი, სარგებლობისა და სიკეთის მომტანი იმ ადამიანების მიმართ, ვიყო ლმობიერი, მომთმენი, დამთმობი, დამხმარე, მიმტევებელი იმათ მიმართ, ვისაც ცხოვრება შემახვედრებს. ალბათ ვერ შევძლებ და არავინ მომთხოვს, ვუმკურნალო მთელ საქართველოს, მაგრამ ის პაციენტი, რომელიც დღეს ჩემთან მოვა და ჩემზეა დამოკიდებული, გულთბილად მივიღო, ჩემი გამოცდილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მოვემსახურო. ეს ხომ იმას ნიშნავს, დავიცვა ჩემში ჩემი წილი საქართველო? მე შეიძლება ვერ შევიტანო წვლილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში, ვერ შევებრძოლო მსოფლიო ეკუმენიზმს, მაგრამ ის ხომ შემიძლია, არ ვიარო კათოლიკურ ეკლესიაში, არ გავხდე იეღოველთა სექტის წევრი, არ გადავუხვიო ჩემი დიდი წინაპრების სარწმუნოებიდან და ბოლომდე დავრჩე მართლმადიდებელი და თუ მსოფლიო უსამართლობასა და ურწმუნოებას ვერ მოვერევით, საკუთარ თავს ხომ შეგვიძლია მოვთხოვოთ ის, რის გაკეთებასაც შევძლებთ?

პაპუნა-გიორგი სინაურიძე, 17 წლის, ქუთაისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლა "იმედის" XII კლასის მოსწავლე.

1. "ადამიანი არის საიდუმლოება, რომელიც უნდა ამოვიცნოთ და თუ მთელ ცხოვრებას მის შესწავლას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე, მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო", - წერს ფიოდორ დოსტოევსკი. ალბათ, ადამიანის ამოცნობა მხოლოდ ღმერთთან სიახლოვით იქნება შესაძლებელი, რაც საკუთარი თავის შემეცნებით იწყება.

ვინ უნდა ანუგეშოს ადამიანი მიწიერი მოგზაურობის წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე? რა თქმა უნდა, ისევ ადამიანმა, ნუგეში ხომ მოწყალების საქმეა. ალბათ, ნუგეშს განსაცდელის შემდეგ უფრო დიდი ძალა ეძლევა, ადამიანები ხომ განსაცდელს ისე აღიქვამენ, როგორც სასჯელს და თავისთავად ეს მართლაც სასჯელია. ერთ მონასტერში დაინახეს მონაზონი ტიროდა. ჰკითხეს, რატომ ტირიო. ალბათ ღმერთს დავავიწყდი, ჩემზე ხელი აიღო, რადგან განსაცდელს აღარ მიგზავნისო. ამ პატერიკიდან ჩანს, რომ განსაცდელი ღვთისგან მზრუნველობას ნიშნავს, ადამიანს ისეთი ბუნება აქვს, თუ განსაცდელი არ მოიწევა მასზე, ისე ღმერთთან ვერ მივა, მაგრამ განსაცდელს ყოველთვის მოჰყვება ნუგეში. ჩვენი პატრიაქის ყოველი ქადაგება სანუგეშოა ჩემთვის. როდესაც ავად გავხდები, ან რაიმე განსაცდელი დამიდგება, მანუგეშებენ ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები.

2. პატრიარქი ამ სიტყვებში შეიძლება იმას გულისხმობდეს, რომ თუ ჩვენ საკუთარ თავში ჯერ ჩვენი ცოდვების დამარცხებას შევძლებთ, მერე დავამარცხებთ მტერსაც და ეს იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვება. აუცილებელი არ არის სისხლით დავიბრუნოთ ჩვენი მიწები, ეს მშვიდობიანადაც შესაძლებელია. მთავარია, ბევრი ვილოცოთ და ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და მას შემდეგ შევძლებთ საერთო მტრის დამარცხებას. პატრიარქის ქადაგებიდან: როცა ერთი ბავშვისთვის უკითხავთ, შენი წარმოდგენით, როგორია ღმერთიო, უპასუხია: "ღმერთი ისეთი დიდია, ყველგან არის და ისეთი პატარაა, ჩემს გულში ეტევაო". ანუ ჩვენ თუ სიყვარული შეგვეძლება, ღმერთი ჩვენს გულებში იქნება, სიყვარული გაიმარჯვებს და საქართველოში გარეშე მტერსაც ადვილად დავამარცხებთ.

3.
ჩემი შეკითხვა ბერებს ეხება. რამდენად რთულია დატოვო ის ადამიანები, ვინც გიყვარს და დარჩენილი ცხოვრება უფალს დაუთმო და მონასტერში გაატარო?

თემის განხილვაში მონაწილეობს ბორჯომის ეპარქიის წმინდა გიორგის სახელობის მწვანე მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იოაკიმე (ჩიქვილაძე).

- ბავშვობიდან მშობლები მიჩიჩინებდნენ, ცუდი არ გამეკეთებინა და ვინმესთვის არ მეწყენინებინა, მოხუცი თუ შემხვდებოდა და რაიმე უჭირდა, აუცილებლად მენუგეშებინა და დავხმარებოდი. უძრაობის პერიოდში ქართველს გენეტიკურად მაინც შემორჩენილი ჰქონდა სიკეთის კეთების ნიჭი და მადლი და როგორც შეეძლო, გადასცემდა შვილებს. პატარაობიდანვე მიმაჩვიეს სიკეთის კეთებას. რომ წამოვიზარდე და ჩემს პიროვნულ ბუნებას და თვისებებს დავუწყე დაკვირვება, აღმოვაჩინე, ვიღაც რომ გულს მატკენდა და მეც უხეშად მოვექცეოდი, გუნება-განწყობა მეცვლებოდა, თითქოს ძალ-ღონისგან ვიშრიტებოდი და უგუნებობა კარგა ხანს გამყვებოდა ხოლმე. მოგვიანებით სხვასთანაც მილაპარაკია ამ საკითხზე და როგორც გაირკვა, მსგავსი გრძნობა თურმე ბევრს ეუფლება ანალოგიურ შემთხვევაში. სახარებაში რომ წერია, მიუტევე და შენც მოგეტევებაო, ეს რომ ცოტა ღრმად გავიაზროთ, სწორედ იმას ნიშნავს, თუ ვინმე ცუდს გაგიკეთებს, შენ მას მაინც კარგი უნდა გაუკეთო და თუ კარგის გაკეთება არ შეგიძლია, ცუდი მაინც არ უნდა გაუკეთო, იმიტომ, რომ მერე შენ თვითონ გახდები ცუდად, რადგან მადლი გეცლება. ეს მარტივი ფორმულაა. მით უმეტეს, მართლმადიდებლებმა არ უნდა გავუშვათ სიკეთის კეთების შანსი, ყოველ წუთს მადლის მოხვეჭაზე ვიზრუნოთ, რადგან მადლის გარეშე შეუძლებელია სულიერი წარმატება. რასაკვირველია, ნუგეშიც ისეთივე მოწყალების საქმეა, როგორიც, ვთქვათ, ავადმყოფის მოვლა, პატიმრების მონახულება, მშიერთა დაპურება, მწყურვალთა დარწყულება და სხვ. როგორიც ცნობილია, ლოცვითი ღვაწლი ყველაზე ძნელი რამ არის, მამათა სწავლებით, ავადმყოფის მოვლა-პატრონობა და ნუგეშიც ძალიან მძიმე ტვირთია, რომელიც შეიძლება ლოცვით ღვაწლსაც კი გაუთანაბრდეს, ზოგჯერ სანუგეშო სიტყვას, შესაძლოა, წამალზე მეტი ზემოქმედების ძალა ჰქონდეს ავადმყოფისათვის და ბევრად აღემატებოდეს ფულად ან სხვა სახის მატერიალურ დახმარებას. არ ვიცი, ამ თემას რამდენად უკავშირდება ერთი ასეთი შემთხვევა, რომელზეც მამა თეოდორე გიგნაძე წერდა. თუ არ ვცდები, მისი მრევლიდან ყოფილა, ასე, 30-ს გადაცილებული დაუქორწინებელი ახალგაზრდა, სახელად იაკობი, რომელსაც ურწმუნო ქვრივი დედა ჰყოლია. მოულოდნელად იაკობი სიმსივნით დაავადებულა. ავადმყოფის სანუგეშოდ ხშირად მოდიოდა მრევლი. ბოლოს, ავადმყოფს აუტანელი ტკივილები დასწყებია, მაგრამ დიდსულოვნად ითმენდა ამ ტკივილებს და იქით ანუგეშებდა სხვებს. მას დედამისის ურწმუნოება უფრო აწუხებდა და სტკიოდა, ვიდრე თავისი თავი, თუ მე ამ ტკივილებს დავითმენ და გავუმკლავდები, სამაგიეროდ, უფალი დედაჩემს რწმენით დააჯიდოებსო. როდესაც გარდაიცვალა, სასწაული მოხდა: დედა მამა თეოდორესთან მივიდა და უთხრა: მამაო, შვილის გარდაცვალება იმდენად ძნელი გადასატანია ადამიანისთვის, რომ ამ დროს ყველა ნორმალური დედა ძალიან დამწუხრებულია და გლოვობს, მე კი, იაკობი რომ გარდაიცვალა, გულში იმხელა სიხარული მქონდა, შემეშინდა, ხომ არ გავგიჟდი-მეთქი. იმ დღიდან ეს ქალი დიდი მორწმუნე გამხდარა. აი ასეთი ძალა აქვს ლოცვას.

- დღევანდელი მრევლი მაინცდამაინც არ ვანებივრებთ ერთმანეთს სანუგეშო სიტყვებით... თქვენს ეკლესიაში დიდი მრევლია?

- ნუგეშს დიდი ძალა აქვს, ჩვენ კი არ გვემეტება ერთმანეთისთვის სანუგეშო სიტყვები, არ შეგვწევს იმის უნარი, ერთმანეთი გავამხნევოთ, ვანუგეშოთ, იმდენად ვართ მიჯაჭვულნი ყოფითზე, მატერიალურზე და საკუთარ პრობლემებზე. ბავშვმა რომ უმაღლესი სასწავლებელი არ დაამთავროს და უდიპლომოდ დარჩეს, ეს ტრაგედიად აქცია ქართველმა კაცმა. არადა, ჩემი მრევლიდან უმეტესობა გლეხია, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდებიან უმაღლესდამთავრებულებს არც ინტელექტით, არც შინაგანი კულტურით და სიკეთით. ჩემი ოჯახი, რაც თავი მახსოვს, სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი, ვიყავით სიყვარულში და ერთმანეთის ფერებაში, ჩვენს ირგვლივ მუდამ ტკბილი სიტყვა ისმოდა. ნაძალადევში გავიზარდე. უბნის ბიჭები ერთმანეთს ძმებივით ვუფრთხილდებოდით, დღეს ადამიანი გაცივდა, ნაჭუჭში ჩაიკეტა და მხოლოდ თავის საზრუნავზე ფიქრობს. მართალია, უფრო ძნელი დრო დაგვიდგა, ჩვენს გარშემო ბევრი გაჭირვებული ადამიანია და სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ მით უფრო გვჭირდება თბილი სიტყვა და ერთმანეთის ნუგეში. ალბათ მკითხავთ, რატომ დაიკარგა ერთობა და მხნეობა ქართველ ხალხშიო. ვფიქრობ, აღარ არის ის გულახდილობა და ურთიერთნდობა, როგორიც ძველად იყო და ამიტომ ჩვენი ნუგეშიც ყალბი და ზერელე გახდა. ადრე ვის რამდენი შემოსავალი ჰქონდა, რა უჭირდა და ულხინდა, მთელმა სოფელმა იცოდა, დღეს ადამიანს რომ ჰკითხო, რამდენი გაქვს ხელფასიო, გაუკვირდება, რადგან ამას ოჯახის წევრსაც არ ეტყვის, ყველაფერი ეს, რომელიც წვრილმანი გვგონა, გროვდება და თანდათანობით უნდობლობაში, უმადურობაში იჩენს თავს, ერთმანეთში მტრის ხატის ძებნა ხომ ბოლო წლებში სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი, ურთიერთდაპირისპირება, ლანძღვა, დამცირება და ერთმანეთის შეურაცხყოფა ჩვეულებრივი გახდა და უფრო და უფრო გააცივა და დააშორა ერთმანეთს ჩვენი გულები. ამიტომ ჩემს მრევლს ვურჩევ, ყურადღებით წაიკითხოს ჩვენი პატრიარქის საკვირაო ქადაგებები, რაიმე რომ არ შეგვეშალოს და გზას არ გადავუხვიოთ, უფალი ისეთს არაფერს გვთხოვს, მისი გაკეთება ვერ შევძლოთ, მთავარია, მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს ძალებს და შევძლებთ უფლის მცნებების შესრულებას. გულის განწმენდას დრო სჭირდება და არ უნდა მოვინდომოთ ამის დაჩქარება. ხშირად გაიგონებთ, ეკლესიაში ბევრი ხალხი მოდის, მაგრამ მათი რწმენის ხარისხი დაბალია, ახალგაზრდაც ბევრი მოდის, წირვა-ლოცვას ესწრებიან, მაგრამ ტაძრიდან რომ გავლენ, მაინც იმავეს აკეთებენო. იმედი მაქვს, რომ ეკლესიის მადლი ყველას გადაარჩენს, აქ რომ კაცი მოვა, მასში სარწმუნოების თესლი მაინც ღვივდება და ადრე თუ გვიან ნაყოფს გამოიღებს. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი ეკლესიის გარეთ რჩება, როცა აშავებს და ვერც კი ხვდება. "ვინც ითხოვს, იმას მიეცემა", მთავარია ნუგეში, რომ უფალი ჩვენთან არის და მას უნდა მიენდოთ, ამის იმედი არ უნდა მოგვეშალოს, რადგან უიმედობა სიამაყიდან მოდის და ვინც საკუთარ თავზე უფროა მინდობილი, მცირედმორწმუნეა და ღმერთის ნაკლებად სჯერა. ის შეიძლება სასოწარკვეთილებაშიც კი ჩავარდეს, რაც მძიმე ცოდვად ითვლება.

ერთმა ეკლესიაში ახალმოსულმა შემომჩივლა: "რამდენმა იშოვა ფული და მეც რომ ვიშოვო, რად არის ცუდი, ღმერთმა რომ მილიონი მომცეს, ცოტას მე მოვიხმარ, ბევრს ეკლესიას შევწირავ და ძმაკაცებსაც დავურიგებო. ვუთხარი, რაღა მილიონს სთხოვ ღმერთს, არ ჯობია, ინატრო, შენს ძმაკაცს მისცეს და იმან შემოსწიროს-მეთქი. მილიონის მოხმარებასაც ხომ ცოდნა უნდა? ადამიანმა ლუკმაპური თავისი შრომითა და გარჯით უნდა მოიპოვოს იმდენი, რამდენიც მისი სულიერი და ფიზიკური გადარჩენისათვის არის საჭირო, ბევრი გლეხი ოცნებობს ქალაქში ცხოვრებაზე, მაგრამ იქ რა უნდა აკეთოს, ან რამდენად არის ეს ღვთის ნება, ამის გამოძიება ნაკლებად აინტერესებს. რატომღაც ყველას აქვს აჩემებული ქალაქში წავიდეს და რაიმე საქმეს ეწიოს და როცა ამას ვერ აღწევენ, შემდეგ უიმედობაში ვარდებიან, ეს არის ბუნებრივი ადამიანური სისუსტე. გადაწყვეტილებას წინ არ უძღვის კეთილი განსჯა, მერე მოვლენ და შემომჩივიან, - მამაო, არ გამიმართლა ცხოვრებაში და თავი უნდა მოვიკლაო. მითქვამს, რატომ იკლავ თავს, მოდი მონასტერში, საჭმელ-სასმელი გექნება, სიმშვიდე, სითბო, სიყვარული, დავდგეთ ერთად, ვილოცოთ, თანაც მონასტრის მშენებლობაში ერთ ქვას შენც დადებ, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთო-მეთქი. ხომ იცით, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მართალია, ზოგიერთს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გამოსულა მდგომარეობიდან.

მინდა ვურჩიო მრევლს: ჯანსაღი ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და სიკეთე ვაკეთოთ, ამისათვის ფული სულაც არ არის საჭირო და ღმერთი არასდროს დაგვტოვებს მარტოს ჩვენს ყოველდღიურ საზრუნავთან.

- გმადლობთ, მამაო, ახლა გთხოვთ უპასუხოთ რესპონდენტის შეკითხვას.

- რესპონდენტს აინტერესებს, როგორ ტოვებს ადამიანი ოჯახს და მოდის მონასტერში. საერთოდ, ძნელად ეხსნება ადამიანს ეს გზა, სხვათა შორის, ძალიან რთულია, როცა ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. დავუშვათ, მშვენიერ ოჯახში იზრდები, არაფერი გაკლია (რამდენიმე შემთხვევას ვყვები), დაოჯახებაც შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გაქვს კარგი სამსახური, მაგრამ მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობაში აწყდები ღალატს, სიცრუეს, ქრთამის გამოძალვის შემთხვევებს... როდესაც ადამიანი სუფთა სინდისის პატრონია, ურთიერთობები, რაც საერო ცხოვრებისთვის არის დამახასიათებელი, მძიმე ტვირთად აწვება სულზე, ფიქრობს, სად იწყება ან სად მთავრდება მისი ცხოვრება, რატომ იბადებიან ან კვდებიან ადამიანები, ხდება გაუცხოება ყოფითთან და იღებს გადაწყვეტილებას. როგორც ამბობენ, ბერს უფალი დაბადებიდან ირჩევს, თავიდანვე ადებს ბერობის ნიშს ამ ღვაწლისთვის გამორჩეულებს და ასე მოჰყავს მონასტერში ზოგი ახალგაზრდობაში, ზოგი უფრო ხანდაზმული, ყოველი ადამიანის ცხოვრების გზა სხვადასხვაგვარია... მშობლებს უფრო ეძნელებათ შვილების მონასტერში ყოფნა, ვიდრე ბერებს, რადგან თავიდანვე სათავისოდ ზრდიან შვილებს, იმ ფიქრით, რომ დააქორწინონ, სიბერეში მშობლებს უპატრონონ, გაიგონ შვილიშვილების გემო და ა.შ. და ამით დაიკმაყოფილონ საკუთარი მე, ცხოვრებას მეტი სიამოვნება წაართვან, ღვთის ნების გამოძიება კი ნაკლებად აინტერესებთ, ამიტომ ახალგაზრდების მონასტერში წასვლა ელდაა მშობლებისათვის. ეს ძალიან ფაქიზი თემაა... მშობლები მონასტერში აკითხავენ შვილებს. ვეუბნებით, ჯერჯერობით ვაცალოთ, ვნახოთ, როგორ შეეგუება გარემოს დროთა განმავლობაშიო... მერე მშობლებიც ეჩვევიან. რაც შეეხება ბერებს, ლოცვაში იქარვებენ მონატრებას, რადგან ლოცვა ადამიანს ყველაფერს გადაატანინებს, ლოცვის გარეშე აქ დაინგრევი სულიერად და რაც იყავი, იმაზე უარესი გახდები, ლოცვა არის ჩვენი ღვაწლი, იარაღი, ძირითადი საქმიანობა, ჩვენ ხომ ქრისტეს მეომრები ვართ და სიყვარულით სწორედ ლოცვით ვძლიერდებით, რომელსაც იმხელა ძალა აქვს, სასწაულებს ახდენს.

დღეს ცოტა შეწყდა მონასტრისკენ დინება, მაგრამ იგრძნობა, რომ ახალგაზრდა თაობა უნდა წამოვიდეს, ალბათ ეს ის თაობა იქნება, რომელიც ბავშვობიდანვე ეკლესიურ გარემოში აღიზარდა, ვგრძნობ, ეს თაობა მალე მოვა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat