ადამიანმა ბევრი უნდა ილოცოს და იღვაწოს, რომ გაიგოს, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენი ცხონებისთვის
ადამიანმა ბევრი უნდა ილოცოს და იღვაწოს, რომ გაიგოს, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენი ცხონებისთვის
1. თქვენი აზრით, ვინ უნდა დაეხმაროს ადამიანს ცხოვრების გზაზე იმ უნიკალური ნიჭის აღმოჩენაში, რომელიც მას ღვთისგან ებოძა და პირადად თქვენ როგორ იპოვეთ თქვენი მოწოდება?

2. დღევანდელი რეალობიდან, როცა XXI საუკუნეში "ერთმორწმუნე" რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაიპყრო, ჩვენ კი ძველებურად ხმლის მოქნევის უფლებაც ჩამორთმეული გვაქვს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, როგორ გავიგოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები: "იბრძოდეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი"?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პროფესორი გიორგი ოთხმეზური, საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი და თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ირინა იამანიძე.

გიორგი ოთხმეზური, 58 წლის, ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მისი მეუღლე მანანა მაისურაძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია, შვილები: კონსტანტინე და დავითი (აწ განსვენებული).

1. ჩემი აზრით, ადამიანის აღზრდა დაბადებიდან იწყება, ამიტომ მშობლებმა ადრეული ასაკიდან უნდა შეუწყონ ხელი მოზარდში ღვთისგან მოცემული ნიჭისა და უნარის გამოვლენას. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ის პიროვნებად ოჯახში ყალიბდება, სასკოლო ასაკის შემდეგ, ასევე განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა აკისრია სკოლას. სკოლის წლები უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ამ პერიოდში უნდა მიეცეს მას შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი მიდრეკილებები. მასწავლებლები უნდა დაეხმარონ მას მოწოდების აღმოჩენაში და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ყმაწვილი სკოლას 17 წლის ასაკში ამთავრებს. სრულწლოვანი სკოლის შემდეგ, 18 წლის ასაკში, ხდება, ამიტომ მანამდე ხდება მათი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება და სკოლამ განათლებასთან ერთად მას უნდა მისცეს სწორი მიმართულება, რა გზას დაადგეს ცხოვრებაში, რა პროფესია აირჩიოს.

მოსწავლეობისას მყავდა შესანიშნავი მასწავლებელი პეტრე თუმანიშვილი, რომელმაც შემაყვარა ჩვენი ქვეყნის ისტორია, რამაც განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია. მადლობა მას. რა თქმა უნდა, ოჯახშიც ხშირად საუბრობდნენ ჩემი მშობლები საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ პრობლემატიკაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში იზრდება ბავშვი, ვინ არიან მისი პედაგოგები, მეგობრები, ფაქტობრივად, ამ წლებში ხდება მისი მოწოდების გამოვლენა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი მომავალი საქმიანობისთვის.

რატომღაც დღეს ნაკლებს ლაპარაკობენ მასწავლებლის მოწოდებაზე, მასწავლებელს მარტო საგნის ცოდნა ვერ უშველის, თუ მოსწავლეებთან ურთიერთობის უნარი არ ექნა, მასწავლებელი კარგად უნდა ერკვეოდეს ბავშვის ფსიქოლოგიაში, შეეძლოს მისი ნიჭის დანახვა და სათანადო მიმართულებით განვითარება, სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მიდგომაა საჭირო.

მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ კიდევ უფრო გააუარესა სკოლებში მდგომარეობა, ჩემი აზრით, ეს ძალადობის შეტანას ნიშნავს, რამაც ძალიან დაამძიმა სიტუაცია, რადგან მოსწავლეც და მასწავლებელიც, ორივე დაშინებულია, რაიმე შენიშვნა არ მიიღონ მანდატურისაგან, რომელსაც შეუზღუდავი უფლებები აქვს და შეუძლია მათი საქციელის გაკონტროლება. აი, ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა, რომელიც ძალიან ცუდ კვალს ტოვებს მოზარდზე, რაც წლების შემდეგ უარეს შედეგს გამოიღებს.

2. ჩვენი წინაპრები დიდი პატრიოტები იყვნენ. შეეძლოთ თავი გაეწირათ სამშობლოსთვის. რა შეუძლია გააკეთოს დღევანდელმა ქართველმა? - თავგანწირვა მხოლოდ ხმლით ბრძოლაში არ გამოიხატება. ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალები და შევეცადოთ, ჩვენი საქციელით საზოგადოების ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ. პირველ რიგში ამაზე უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება, ისინი ხომ ჩვენი საზოგადოების არჩეულები არიან და ფულსაც იმისათვის ვუხდით ჩვენი ჯიბიდან, რომ სწორად მართონ ქვეყანა და ხალხის აზრი გაითვალისწინონ. ჩვენი პატრიარქის ყოველი სიტყვა თუ მოწოდება ყოველთვის ზომიერია, ღრმა შინაარსის მატარებელია. როდესაც იგი საქართველოს ორ უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ბრძოლას - დიდგორსა და ბასიანს ასახელებს, ტაქტიანად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მეტი შეცდომა აღარ დავუშვათ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. დღეს საქართველოში ბრძოლის წინა ხაზი არჩევნებზე გადის... ამიტომ ამ არჩევნებზე ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. გადამწყვეტი სიტყვა ამ უთანასწორო და უკომპრომისო ბრძოლაში საქართველოს მოსახლეობამ უნდა თქვას.


მამუკა თედიაშვილი, 47 წლის, პედაგოგი. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი. მეუღლე - ეკატერინე ანდულაძე; შვილები: ანა და ნუცა თედიაშვილები.

1.
ცნობილი ფაქტია: ვივალდიმ ვენეციის უპატრონო გოგონათა თავშესაფარში მუშაობისას გოგონებს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა შეასწავლა და მათგან ვირტუოზების ანსამბლი ჩამოაყალიბა. წარმატება ისეთი იყო, რომ ეს თავშესაფარი შემდგომ ქალთა კონსერვატორიად გადაკეთდა. კლიშედ ქცეული ფრაზაა, რომ უფალი ყველა ადამიანს აძლევს რაიმე უნარს; მთავარია, ეს უნარი ან უნარები აღმოაჩინო. აღმოჩენა ძალიან რთულია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთია, აღმოაჩინო, მეორეა - ხელი შეუწყო განვითარებას. თქვენს კითხვაში ნახსენებია ფრაზა - ვინ უნდა დაეხმაროს? სწორედ დახმარება და არა თავს მოხვევა, რადგან დახმარება დიქტატზე უფრო რთულია და კომპრომისს, დათმობას, გაგებას, თანაგანცდას გულისხმობს. უფროსისთვის კი ეს რთულია. "ბავშვის ჭკუაზე ვიარო?!" - ამას ხმამაღლა იშვიათად ამბობენ, მაგრამ ყოველთვის ასე ან ამგვარად ფიქრობენ. "ბავშვის ჭკუაზე სიარული" კი არა, ბავშვობაში დაბრუნებაა საჭირო. მოდით, თავიდან დავიწყოთ: ღმერთმა გაჩუქათ ბავშვი, და თუ ეს ბავშვი თქვენთვის გაუგებრობა არ არის, მის აღზრდაზე (და არა გაზრდაზე) იწყებთ ზრუნვას. ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა, გარემო, ურთიერთობა მოძღვართან - ყველაფერი ეს ადამიანში ნიჭის აღმოჩენა-განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. მე სკოლაში ვმუშაობ და აქცენტს ადამიანის ცხოვრების ამ ეტაპზე გავაკეთებ. კარგი სკოლისთვის არ არის მთავარი ევრორემონტი, ახალი ავეჯი და ტექნიკა, დოკუმენტებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური პედაგოგი; ანუ ის, რასაც სასწავლო გარემოს უწოდებენ. ეს ყველაფერი სასურველია. სკოლაში მთავარი არც მოსწავლე და მასწავლებელია. ჩემი აზრით, სკოლაში მთავარი ურთიერთობაა. ანუ ის, რაც ხელშესახები არ არის, მაგრამ სკოლაში ამინდს ქმნის. ასეულობით ადამიანს შორის ურთიერთობის დალაგება ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა ბავშვს ერთ მხარეს ექაჩება, ოჯახი კი მეორე მხარეს; როდესაც მასწავლებელს გაკვეთილზე ბავშვის "აღმოჩენას" სთხოვ, ის კი სტანდარტული გაკვეთილით კმაყოფილდება. მესამეკლასელ ბავშვში შემიმჩნევია "ჩინოვნიკის" თვისებები. აქ მშობლისთვის შენიშვნის, ან თუნდაც რჩევის მიცემა ძალიან ძნელია. ის ხომ სწორედ ასეთი შვილით არის კმაყოფილი. შვილი მისთვის კაპიტალდაბანდებაა, განსახორციელებელი პროექტია, რომელშიც მატერიალური და არამატერიალური რესურსი აქვს ჩადებული და შესაბამის მოგებას ელის. მინახავს ფრიადოსნები, რომელთა მაქსიმუმიც ცხოვრებაში საშუალო დონის შემსრულებლობა იქნება. არც ეს არის ცუდი, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ამ ბავშვში კარგი შემსრულებლობის გარდა სხვა არაფერია, წუხხარ. არადა, შეიძლებოდა ყოფილიყო... ისეთი ფრიადოსნებიც მინახავს, სწავლის იქით რომ ვერაფერში ენდობი და ისეთი ოროსნებიც, საკუთარ თავს რომ ანდობ. რა თქმა უნდა, ეს გამონაკლისი შემთხვევებია, მაგრამ მაინც, ყოველი დაკარგული ადამიანი დასანანია. უფლის მიერ ბოძებული ნიჭის აღმოჩენაში ადამიანის დახმარება ყველას მოვალეობაა - ოჯახის, სკოლის, მოძღვრის, საზოგადოების. ადამიანიც უნდა ხედავდეს, რომ მისი ნიჭიერების პროდუქტი კერძო გატაცების დონეზე არ დარჩება. აქ კი უკვე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი დგება... როგორ ვიპოვე ჩემი მოწოდება?! ამას ვუმადლი სკოლის (უწინდელი გიმნაზიის) პირველ რექტორს, აწ განსვენებულ ზურაბ ბუაძეს, რომელმაც საშუალება მომცა, მეცადა ახალი საქმის კეთება და ჩემს პირველ მოძღვარს, მამა სერაპიონს (ჯიშკარიანი), რომელმაც ჩემთვის რთულ წლებში მირჩია, არჩევანი არ შემეცვალა.

2. ჩემი წილი საქართველო ჩემს გარშემო დღეს ჩემი ოჯახია, ჩემი საქმეა, ჩემი სამეგობროა; ოღონდ დაცვა მხოლოდ მათ ფიზიკურ გაფრთხილებას არ ნიშნავს, არამედ უპირველესად სულიერ განმტკიცებას. გარემოებათა გამო ხმლის მოქნევის უფლებას ადრეც გვართმევდნენ, მაგრამ გადავრჩენილვართ. თუ როგორ გადავრჩით, ამის გახსენებაა საჭირო, გახსენებისთვის კი წარსულის ხსოვნა. წარსულის ხსოვნა კი საკუთარი ტრადიციების, საკუთარი იდენტობის, ეროვნულობის შენარჩუნების გარეშე შეუძლებელია. ეროვნულობა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის საჩვენებელი ღონისძიებებით არ უნდა შემოვფარგლოთ. შეიძლება ვინმე რაღაც დონეზე ამას აკეთებს, მაგრამ არის სფერო, სადაც ინდივიდის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტისა ან გლობალური გარემოსი. ეს ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამეგობროა, ჩვენი მრევლია. ამ სამების გადასარჩენად ბრძოლა კი დღეს ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლის ტოლფასია.


ირინა იამანიძე, 17 წლის, თბილისის 52-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე.

1. სანამ თავისუფალი არჩევანის უფლებას მოვიპოვებდი, მანამდე ოჯახმა ტაძარში მომიყვანა, რათა გამეცნობიერებინა, ვინ იყო უფალი და მას შემდეგ მეპოვა საკუთარი თავი. ძალიან მეხმარებოდნენ ჩემი ბებიები, რომ ეკლესიური გავმხდარიყავი, პირველად ნათლიაჩემმა მიმიყვანა ბეთანიის მონასტერში. დღეს მამა გიორგი სხირტლაძის მრევლი ვარ. იგი არაჩვეულებრივი მოძღვარი და მეტად გულისხმიერი პიროვნებაა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ განათლებულ და ყურადღებიან მოძღვართან მოვხვდი. მკაცრად არასოდეს არაფერს მეუბნება, ცდილობს, ჩემი ასაკის შესაფერისად ამიხსნას და მელაპარაკოს, მშვიდად და წყნარად მირჩევს, - დაფიქრდი, იქნებ ასე სჯობდესო, რაც ძალიან მეხმარება პრობლემათა დაძლევაში. მეც გულახდილი ვარ მასთან. შეიძლება მშობელს ყველაფერი არ ვუთხრა, მამა გიორგის კი არაფერს ვუმალავ.

მინდა იურისტი გავხდე. ბებიაჩემი იზა ქოქუაშვილი ჟურნალისტია და ხანდახან ვფიქრობ ჟურნალისტობაზეც, მაგრამ როგორც ბებია მეუბნება, შეიძლება კარგი იურისტი კარგი ჟურნალისტიც დადგეს, მაგრამ თუ ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლები, იურისტი ვერასოდეს გახდებიო. ორივე ბებია ძალიან ბევრს ზრუნავს ჩემზე. ერთი ბებია კახელია, მეორე, მერი ბოგვერაძე - იმერელი. მადლობელი ვარ, მათ პატივისცემას ვერასდროს გადავიხდი. საშუალებას არ მაძლევდნენ, რომ მეზარმაცა, იყო დრო, როცა მეცადინეობას გართობა მერჩივნა, მაგრამ არ მინდოდა, მათთვის მეწყენინებინა. ბებიები ზრუნავდნენ, რომ კარგ პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი, თუნდაც ის რად ღირს, რომ ეკლესიურ მადლს მაზიარეს.

სხვათა შორის, ახლახან აშშ-ში ვიყავით მიწვეულნი ხალხური სიმღერების ფესტივალზე და იქაურმა ჟიურიმ ქართული სიმღერა იმდენად განსაკუთრებულად აღიქვა, რომ ჩვენი მელოდია ვერც ერთ კატეგორიას ვერ მიაკუთვნა. უნიკალური თვითმყოფადობისათვის გრანპრი მოგვანიჭა. მიხარია, რომ ქართველი ვარ, მრავალხმიანი სიმღერების უძველესი კულტურის ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენი მელოდიები ამერიკელებმა ხანგრძლივი ოვაციით და ტაშით დააჯილდოეს, რაც მე ქართული ჯიშის გამარჯვებად აღვიქვი.

საქართველოდან გამგზავრების წინ მითხრეს, - უცხოეთში ძალიან მცირე საჭმელს ჭამენო. ასეც იყო. იმაშიც დავრწმუნდი, რომ ქართული საჭმელები უცხოურზე უფრო გემრიელია. დავაკვირდი იმასაც, რომ საქართველოში ვინც არ უნდა გააჩერო და დაელაპარაკო, ბევრად უფრო ყურადღებიანია და გულახდილი, უცხოეთში კი ხალხის სახეზე ცოტა სიყალბე შევამჩნიე.

2. ჩემი აზრით, დიპლომატია ერთადერთი საშუალებაა ამ ბრძოლის მოსაგებად. განათლებული ადამიანი გაცილებით მეტს მიაღწევს თავისი გამჭრიახობით, მაგრამ თუ საჭირო გახდა, იარაღით ბრძოლაზეც არ უნდა დავიხიოთ უკან. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ილია ჭავჭავაძის ლელთ ღუნია: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო". ჩვენს ისტორიასთან არ უნდა გავწყვიტოთ კავშირი და თუ დიპლომატია არ გაჭრის, მერე ალბათ სხვა ფორმაც უნდა გამოვნახოთ.

მე მგონია, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს სწორად და პატიოსნად, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავალაგოთ და ტერიტორიებიც დავიბრუნოთ.

სხვათა შორის, უცხოეთში მოგზაურობის დროს ჩვენ დოჰაშიც ვიყავით გავლით. გაოცებული და აღფრთოვანებული დავრჩი არაბი ხალხით, ისინი თანამედროვეობაში ცხოვრობენ, მაგრამ დღემდე პატივს სცემენ და იცავენ თავიანთ ტრადიციებს, მე გამაოცა მათმა შრომისმოყვარეობამ, არაბეთის ნახევარკუნძულის ხრიოკ ადგილას არაჩვეულებრივი ქალაქი აქვთ გაშენებული ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით და ამ დროს ჩადრსაც კი ატარებენ, რომ არ უღალატონ თავიანთ ტრადიციებს. იქ ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთთან არის შერწყმული და სულაც არ უშლიან ხელს ერთმანეთს.


თემის განხილვაში მონაწილეობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

- უფალმა ხილულ სამყაროში ყველაფერი არაფრისგან შექმნა, შემდეგ მიწის მტვრისაგან, თიხისაგან შექმნა ადამიანი, შთაბერა მას, ანუ მისი სახით მყარ მიწას, უკვდავი სული და გაასულიერა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი ადამიანი უფლის გარეშე, მისი წმინდა სულის გარეშე მიწაა, არარაობა და გვამია, რადგან უფალმა ადამიანი, როგორც გვირგვინი ქმნილებისა, თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ყოველგვარი არსებისგან განსხვავებულად, ქველმოქმედებითა და სიყვარულით, არა თვისი საჭიროებისთვის, არამედ მისი დიდებისა და კეთილდღეობისთვის. არა იმიტომ, რომ მისი ნაკლოვანება რაიმეთი შევსებულიყო, არამედ სრულეყო, განვრცობილიყო და გამდიდრებულიყო. ადამიანს მისგან მეუფება ანუ მეფობა ჰქონდა მინიჭებული და იგი დღემდე ყოველგვარი ხილულის მეფედ ითვლება. აბა, დააკვირდით, როცა ადამიანი იბადება. ერთი შეხედვით, თითქოს უსუსურად, სხვაზე მინდობილად გამოიყურება, მაგრამ ამ მოჩვენებით უმწეო მდგომარეობიდანაც მისი მეუფება გამოსჭვივის. ნებისმიერი ცხოველი დაბადების წუთიდან სიარულს იწყებს, დარბის, ადამიანს კი დაბადების პირველი წუთებიდან ყველასგან განსხვავებული, მეფური პატივისცემა და მზრუნველობა სჭირდება, ის უნდა დაბანო, გაათბო, გაახვიო, რაც მეფობის დამადასტურებელი ნიშანია. ადამიანს უფალმა სამოთხეშივე მოუწოდა, რა უნდა ეკეთებინა, მას ყოველდღე ჰქონდა ღმერთთან ურთიერთობა, ტკბებოდა ყველაფრით და უზრუნველი იყო, მაგრამ ვინაიდან მას თავისუფალი ნება ებოძა, არ შეისმინა უფლის მოწოდება და ის უკვდავი სული, რომლითაც მრავალი შემოქმედებითი ნიჭის განვითარება შეეძლო, თვითონვე ჩაკლა საკუთარ თავში, თუმცა არ დაუკარგავს და მას თავიდან აღმოჩენა სჭირდება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც უფლის აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულებზე სულიწინდის მადლი გადმოდიოდა, მათ თავზე ხილულად გამოჩნდა ცეცხლის განუყოფელი ორკაპი ალი ნიშნად იმისა, რომ ადამიანში ბევრი ნიჭია ჩადებული და უფალი რომელ ნიჭსაც წინა პლანზე წამოწევს, სწორედ ის ნიჭი ვითარდება მასში, ამისთვის ხდება მოწოდებული.

- როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა ეს ნიჭი და თავისი მოწოდება?

- ეს არცთუ ისე იოლია. არა მგონია, მან მოწოდების პოვნა უფლის დაუხმარებლად შეძლოს და თავისით მიაგნოს ამ ნიჭს, თუ ისევ ღმერთს არ მივმართეთ თხოვნით, ხოლო ვიდრე ახალშობილი ლაპარაკს ისწავლიდეს, მშობელმა უნდა ილოცოს მისთვის, რომ უფალი მის პირმშოს დაეხმაროს ცხოვრების გზაზე და მის სასიკეთოდ განუვითაროს მასში ჩადებული მოწოდება. ხშირად უნდა ვევედროთ ღმერთს, გაგვითბოს გული სიყვარულით, რათა მერე ეს სიყვარული ისევ მას დავუბრუნოთ, გვაპოვნინოს ჩვენში დაფარული ნიჭი და მოწოდება. ყველა ადამიანი ფიქრობს ბავშვობიდან, გამოვიდეს ექიმი, მღვდელი ან პედაგოგი, მაგრამ რამდენად სათნოა უფლისათვის ესა თუ ის პროფესია, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ და შემდეგ იჩენს ეს თავს ცხოვრებაში. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, ჩვენი პატრიარქი ხშირად ახსენებს სიტყვა სინერგიას, რაც უფლის კეთილი ნებისა და ადამიანის ნების ერთობას ნიშნავს. ნეტარია ის ადამიანი, ვინც თავის ნებას უფლის ნებისაებრ წარმართავს, მთავარია, გამოვიძიოთ, რამდენად არის ეს კეთილი ნება, რადგან ბოროტის მოქმედების არეალიც დიდია და ის ხშირად გვიგზავნის მაცდუნებელ გზავნილებს, შეიძლება ჩაგვჩურჩულოს რაიმე ყურში და სუსტმა და დაუცველმა ადამიანმა ეს ღვთის კეთილი ნების გამოძახილად აღიქვას, ამიტომ ეშმაკის მზაკვრობა და მისი ბოროტგანზრახულობა რომ აღვკვეთოთ, ღმერთს ხშირად უნდა ვევედროთ, დაგვიცვას ამ ძალთა ზემოქმედებისგან. არ მიგვატოვოს, სწორად წარგვიმართოს მისგან ბოძებული ნიჭი და უნარი, რათა მისგან კურთხეული საქმიანობით შეგვეძლოს ლუკმაპურის მოპოვება და ოჯახის რჩენა. ერთიც არის: ადამიანი მხოლოდ ღვთისათვის მისაღებ და სათნო საქმეს უნდა მოეკიდოს, რადგან ნარკობიზნესი და კაზინოებში მუშაობა ეშმაკის საქმეა და თუ მას ავირჩევთ, უფალი ვეღარ დაგვიცავს, რადგან შეგვაგონებს, - ნუ ივლით ბნელში და უფსკრულში აღარ გადაიჩეხებითო. ადამიანმა ბევრი უნდა ილოცოს და იღვაწოს, რომ გაიგოს, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენი ცხონებისთვის, რომ გადავრჩეთ და არ დავცილდეთ მის წიაღს. მიწიერ მამასაც ყოველთვის უხარია, როცა შვილი მასთან ახლოს არის და მის რჩევას ითვალისწინებს, რადგან ღმერთმა ადამიანს უთხრა, შრომითა შენითა მოიპოვე პური შენიო, მისთვის სათნოა, როცა ჩვენ ვშრომობთ, ვიღვწით, კეთილ საქმეს აღვასრულებთ. ამბობენ, როცა გლეხი შრომობს და ამ შრომაში აღესრულება, უფალი აუცილებლად აცხონებსო. წმინდა მამები, იმისათვის, რომ მცდარ გზას არ დასდგომოდნენ, უფალს ყოველ ნაბიჯზე კურთხევას ევედრებოდნენ. XX საუკუნის მოღვაწე, ცნობილი ექიმი წმინდა ლუკა ვოინო-იასენეცკი, ცოცხალი მაგალითია იმისა, როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი მაშინ, როცა იგი კეთილი ძალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. იგი ავადმყოფებს ეუბნებოდა, ეს ხელი მოგირჩება, მაგრამ იცოდე, ეს ჩემგან კი არა, უფლისგან მოხდებაო. თვითონ თავიდან მხატვარი იყო და მერე იპოვა უფლისაგან ეს მოწოდება.

- მამა კონსტანტინე, თქვენ ორ ჰუმანურ პროფესიას ემსახურებით, ხართ ექიმი და მოძღვარი და თქვენთან დასახმარებლად მოსული ადამიანები ხორციელადაც უნდა განკურნოთ და სულიერადაც, ამდენად, ძალიან რთული და ამავე დროს საპატიო მისია გაქვთ ღვთისგან დაკისრებული. როგორ აღმოაჩინეთ თქვენი მოწოდება? ალბათ ამაზეც საინტერესო იქნება გვესაუბროთ.

- ჩემს თავზე ბევრი არაფერია სალაპარაკო, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ღირდეს ამაზე ყურადღების გამახვილება. ექიმობა ჩემი ბავშვობის მოწოდება იყო - დედაჩემი რომ ავად გახდებოდა, ვცდილობდი, პირველი დახმარება აღმომეჩინა მისთვის, ვთქვათ, წნევა გამეზომა, ნემსი გამეკეთებინა. როცა ექიმი გავხდი, პეტერბურგის ქართულ ეკლესიაში მედავითნეობა დავიწყე. ვფიქრობდი, როგორც პავლოვი იყო დიდი მეცნიერი და ამავე დროს ეკლესიური ადამიანი, მეც ისე ვყოფილიყავი და მიმებაძა ამ წმინდა ადამიანისთვის. რას ვიფიქრებდი, ოდესმე მღვდელი თუ გავხდებოდი, მაშინაც კი, როდესაც მედავითნე ვიყავი. ღმერთმა ხომ იცის, რომ არასდროს მითხოვია მისთვის ეს, მაგრამ როგორც ხედავთ, სულ სხვაგვარად წარიმართა ჩემი ცხოვრება. კუნძულ ზალიტაზე წმინდა მამა ნიკოლოზ მურავიოვმა მაკურთხა, საქართველოში წამოვსულიყავი და სასულიერო პირი გავმხდარიყავი, მამა იოანე მირონოვმაც ასეთი ლოცვა-კურთხევა მომცა, როდესაც საულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, ბევრი სიძნელე შემხვდა ამ გზაზე, მაგრამ ვცდილობდი, ბოლომდე შემესრულებინა მოძღვრების კურთხევა.

- რა ისწავლეთ ამ ადამიანებთან ურთიერთობისას?

- ძალიან ბევრი. გამიმართლა, რომ ბევრი ცნობილი სასულიერო პირი გავიცანი როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. ამ წმინდა მამების მადლი დღესაც მუშაობს ჩემში, თავიდანვე ლოცულობდნენ ისინი ჩემთვის და დღესაც ლოცულობენ. მე ყოველ წირვა-ლოცვაზე მოვიხსენიებ მათ. მამა იოანე მირონოვი ყოველთვის ითვლებოდა რუსეთში ქართველთა მფარველად, მას ძალიან უყვარს ქართველები და ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ყველა პრობლემურ საკითხზე ქართველები მას ვაკითხავდით დახმარებისთვის, ის უკვე საუკუნეს მიუახლოვდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დაავადება აწუხებს და ექიმები გაოცებულნი არიან, როგორ შეიძლება ასეთი სნეული ცოცხლობდესო, მაინც მხნედაა და ვლოცულობთ, ღმერთმა კიდევ დიდხანს აცოცხლოს ჩვენდა სანუგეშოდ. ვფიქრობ, დედა ღვთისმშობელი არ დაუკარგავს მას იმ ამაგს, რაც ქართველებისთვის აქვს გაწეული. ასეთი მამები მაძლიერებდნენ ყოველთვის და მაფიქრებინებს, ისინი რომ არა, მე დღეს არ ვიქნებოდი სულიერების ამ ხარისხში ჩემი უღირსების გამო.

- მამაო, ამით იმას ხომ არ ამბობთ, რომ მოძღვრის როლი შეუცვლელია ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, რათა მან იპოვოს თავისი მოწოდება?

- რასაკვირველია, მოძღვრის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის გადარჩენა. ბევრისგან გამიგონია, - მღვდელი არ მჭირდება, მთავარია, ეკლესიაში დავდივარო. როგორც ექიმის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება, ასევე უმოძღვროდ ვერავითარ ეკლესიურ მადლს ვერ ეზიარება. ღმერთს შემთხვევით არ დაუშვია ასეთი კურთხევა - ვისაც მოძღვარი მიუტევებს, მიეტევება, ვისაც შეკრავს - შეკრული დარჩებაო. თუ ვინმე იფიქრებს, რომ მოძღვრის გარეშე ცხონდება, მაშინ ისეთი ცუდი მოძღვარი უნდა ჰყავდეს, როგორიც მე ვარ, მაგრამ ღმერთი ამ შემთხვევაშიც აცხონებს მას, რადგან გაგონილი მაქვს, ერთი ადამიანი, რომელსაც არავითარი სიკეთე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, მხოლოდ იმის გამო ცხონდა, რომ ცუდ მოძღვარს გაუძლო. მოძღვრის კურთხევა აუცილებელია, რომ შენი საქმე კეთილად წარიმართოს. როცა რაიმე კითხვაზე ღვთის ნების გაგება გვინდა, თუ მოძღვარი ახლოს არა გვყავს, ჭკვიანი ადამიანი, შინიდან გამოსული - პირველ შემხვედრს შეეკითხება, როგორ მოიქცეს და რასაც მისგან მოისმენს, ამას მიიჩნევს ღვთის ნებად. კაცი რომ მხოლოდ თავის თავს მიენდობა, შეიძლება ის სადმე გადაიჩეხოს. იმიტომ დაადგინა ღმერთმა მოძღვარი, რომ მისგან რჩევა და კურთხევა მიიღოს. ადამიანი ღმერთს კი ევედრება, თავისი მოწოდება აპოვნინოს, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ურჩიოს უფლის პირით, ღმერთი მხოლოდ წმინდანებს ეცხადება, ჩვენ მისი ნება მოძღვრის ან სხვა ადამიანის საშუალებით უნდა გავიგოთ, მანამდე კი ბევრი უნდა ვილოცოთ, თუ ეს ლოცვა ზერელე იქნება, შეიძლება ვერც მოძღვრისგან მივიღოთ სათანადო დარიგება, რადგან მოძღვარი კეთილი მრჩეველია და სულიწმინდით ღვთის ნების აღმსრულებელი. ხშირად მოსულან ჩემთან და უთქვამთ, - მამაო, რაც თქვენ მითხარით, ყველაფერი ისე ასრულდაო. მე ავუხსენი, - ეს იმიტომ კი არ მომხდარა, რომ რაიმეს წინასწარ განვჭვრეტ, ღმერთმა დაუშვა ასე-მეთქი.

მოძღვრის რჩევა ყველას სჭირდება, თვით პატრიარქებსაც კი... ადამიანის უცთომელობის, ანუ რომის პაპის უცთომელობის პრინციპს კათოლიკეები აღიარებენ, თუ პეტრე მოციქული ცდუნდა და უფალი 3-ჯერ უარყო, როგორ შეიძლება სასულიერო პირი არ შეცდეს, რაოდენ მაღალ იერარქიულ საფეხურზეც არ უნდა იყოს იგი. მე ვიცი, ბევრი პატრიარქი უბრალო ბერებთან მიდის აღსარების ჩასაბარებლად და ღვთის ნების გამოსაძიებლად, უდიდესი სიბრძნე სწორედ ისაა, რომ შენ გინდა, ვინმეს დაემოწაფო.

არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, ისე როგორც არც ერთი პიროვნება ერთნაირი არ არის, ამიტომ ადამიანმა ჯერ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს, რომ დილა გაუთენა, შემდეგ კი კურთხევა გამოითხოვოს უფლისაგან, აპოვნინოს იმ დღის მოწოდება. კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, უფალს ყოველ წუთს ხომ არ შევაწუხებ ჩემი თხოვნითო. ცდება ის, ვინც ასე ფიქრობს. უფალი ამით კი არ წუხდება, პირიქით, ხარობს. უნდა ვეცადოთ, არ გავწყვიტოთ კავშირი უფალთან, იმისათვის, რომ ჩვენი საქმე აღვასრულოთ. ბედნიერი არიან გონიერი ლოცვის მუდმივ მადლში მყოფნი - ეს ღვთის საჩუქარია და რჩეულთა ხვედრი. ჩვენ ყველა დაცემული ბუნებისანი ვართ და ამიტომაც არის ხშირი აღსარება აუცილებელი. ცუდ საქმეზე მოძღვრის კურთხევა არ გაიცემა, საქმის დაწყებაზე როცა ადამიანს კურთხევა ეძლევა, ის მას ზურგის ქარივით ეხმარება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება შვილების მშობლებისგან კურთხევასაც, მაგრამ მათი კურთხევა დადებით როლს მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ თვითონ ახლოს დგანან ღმერთთან და მისგან დახმარებასა და შემწეობას გამოითხოვენ, ღმერთმა ინებოს, ყველა ადამიანმა იპოვოს ის მოწოდება, რომელიც მას უფალმა უბოძა. ღმერთმა დაგლოცოთ და კეთილ საქმეში გაგაძლიეროთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat