ციმციმებდა... კავკასიის თოვლთა შორის ათინათი
ციმციმებდა... კავკასიის თოვლთა შორის ათინათი
"უვადო მივლინება"
ასეთი ქვესათაური აქვს ბატონი რაულ ჩილაჩავას ერთ-ერთ მოგონებას.

"როგორც კი მივხვდი, რომ ბავშვობისა და სიყმაწვილის ოცნება მეფუშებოდა, კინაღამ სასო წარმეკვეთა, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი, საითკენ ამეღო გეზი. შინაგან შეშფოთებას ხმამაღლა ვერ ვამხელდი, რადგან ბოლომდე არ მჯეროდა, რომ არჩევანში შევცდი და გამოსავალი არ არსებობდა. არა, ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია, ძველებურად მიტაცებდა და წერაზე უარის თქმა წუთითაც არ მიფიქრია, ვწერდი და ვბეჭდავდი კიდეც, ის კი არა, გაზეთში რაიმეს გახვევა მკრეხელობად მიმაჩნდა... ასეთ ვნებათაღელვაში ვიყავი, როცა ფაკულტეტზე გამოაცხადეს: კიევის უნივერსიტეტში გაცვლის წესით ორი სტუდენტი უნდა გავგზავნოთ და მსურველებს შეუძლიათ, კონკურსანტთა სიაში ჩაეწერონო. თან აგვიხსნეს, კონკურსში გამარჯვებულნი ორი წლით უკრაინის დედაქალაქში მივლინებით გაემგზავრებიან, დაეუფლებიან უკრაინულ ენას და მთარგმნელის სერტიფიკატს მიიღებენო.

მსურველთა შორის მეც ჩავეწერე...

ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, როგორ განვლო ორსაათ-ნახევარმა და თვითმფრინავმა ჯაყჯაყით დაშვება დაიწყო...

მეორე დღეს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. ყვითელ კორპუსში გამოვცხადდი, რომლის მესამე სართული ფილოლოგიის ფაკულტეტს ეკავა. მივლინების თანახმად, აქ ორი წელიწადი უნდა მესწავლა. ერთ კვირაში თავი მოიყარა მთელმა კავკასიურმა ჯგუფმა, რომელშიც ყოველი რესპუბლიკა ორ-ორი სტუდენტით იყო წარმოდგენილი.

ჩემთვის თანდათან გამოვიმუშავე ენის შეთვისების საკუთარი სისტემა, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა. ვიწერდი და ვიმახსოვრებდი ცალკეულ სიტყვებს, ფრაზებს, გამოთქმებს და ვვარჯიშობდი მათ სწორად წარმოთქმაში. სტუდენტობაში განსაკუთრებით პოპულარული იყო 27 წლის ასაკში ამ ქვეყნიდან წასული ვასილ სიმონენკო, რომელსაც ეროვნული გრძნობების ყველაზე მკაფიო გამომხატველად მიიჩნევდნენ. არას ვამბობ მიკოლა ვინგრანოვსკისა და ივან დრაჩზე, რომლებსაც სიმონენკოსთან ერთად აღმერთებდნენ სტუდენტები.

მეც პირველად სწორედ ამ სამი პოეტის შემოქმედებას გავეცანი.

უნივერსიტეტში მეცადინეობის მესამე თვეს უკვე გავბედე უკრაინულად ლაპარაკი, ვძლიე სიმორცხვეს და მიუხედავად აქცენტისა თუ გრამატიკული შეცდომებისა, საუბრებში ვერთვებოდი, რაც კეთილ ღიმილს იწვევდა.

მაგალითად, "ბაბუა" უკრაინულად გამოითქმის როგორც "ძიდ", მე კი ყოველგვარი შერბილების გარეშე ვამბობდი "დიდ", რაც დაახლოებით იგივეა, რაც ქართულად "წყლის" ნაცვლად რომ თქვა "ცკალი".

მეც ამხანაგები ხუმრობით "დიდს" მეძახდნენ, რაც სრულებითაც არ მწყინდა, რადგან ამ სიტყვას მისი ქართული მნიშვნელობით აღვიქვამდი.

სიჭაბუკეში ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებზე, როგორც წესი, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, რაც ზოგჯერ სულაც არ არის დასაძრახი. პირიქით, ეს მოჩვენებითი სითავხედე ისეთ ნაბიჯსაც კი გადაგვადგმევინებს, რომელმაც, შესაძლოა, შენს ცხოვრებაში სრულიად ახალ ეტაპს დაუდოს სათავე.

ასე იყო მაშინაც, როცა კიევში ცხოვრების ორი თვის კვირაძალზე ვასილ სიმონენკოს ლექსების თარგმნა გადავწყვიტე. ჯერ მეგობრებისა და ლექსიკონის მეშვეობით ამორჩეული ლექსების ქართული პწკარედი გავაკეთე, მერე ის ლექსები ზეპირად ვისწავლე და მთელი კვირა ვიმეორებდი, ხოლო როცა მათი წარმოთქმა უკვე სხაპასხუპით შემეძლო, თარგმნას შევუდექი. ვთარგმნე ათამდე ლექსი და გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში გავუგზავნე თამაზ ბიბილურს, მთავარი რედაქტორის მოადგილეს.

მოკრძალებული, დინჯი და თავაზიანი თამაზი პროფესორ ტარიელ კვანჭილაშვილის რეკომენდაციით ჯერ კიდევ პირველ კურსზე გავიცანი და ჩემს ერთგვარ მფარველადაც დავიგულე, რადგან ხშირად მაძლევდა სარედაქციო დავალებებს და მიქვეყნებდა კიდეც ნაწერებს.

ახლაც ვინახავ მის მიერ ხელმოწერილ "ახალგაზრდა კომუნისტის" შტატგარეშე კორესპონდენტის მოწმობას, რომელსაც მაშინ სიამაყით ვატარებდი. სწორედ ამ პუბლიკაციით დაიწყო უკრაინელ მწერლებთან ჩემი წილნაყარობა, დაიწყო გზა, რომელიც მას შემდეგ უწყვეტად მიიკლაკნება ლიტერატურული ცხოვრების უდაბნოებსა და ოაზისებში, აღმართებსა და თავდაღმართებში.

პატრიარქის სასწრაფო დახმარება
1998 წლის მიწურულს კიევიდან თბილისში საგანგებო მისიით გაგვაგზავნეს დმიტრო პავლიჩკო, ივან დრაჩი, ლეს ტანიუკი და მე. უნდა შევხვედროდით უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილა მეორეს და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავარ ვლადიმერთან შუამდგომლობა გვეთხოვა.

როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებლობა რამდენიმე შეურიგებელ კონფესიადაა დაყოფილი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი სწორედ ის საპატრიარქოა, რომელიც ალექსი მეორეს ექვემდებარება და ეროვნული წრეების მიერ დესტრუქციულ ძალად მოიაზრება.

ჩვენი ჩანაფიქრით, ილია მეორე მიტროპოლიტ ვლადიმერს უნდა გასაუბრებოდა და კიევის საპატრიარქოსთან გაერთიანება ერჩია.

თვითმფრინავში პავლიჩკოს გვერდით ვიჯექი. იგი მომიყვა, - ამას წინათ რომში ვიყავი და იქ, ესპანეთის მოედანზე, საქართველოს საელჩოსთან, თქვენი ეროვნული დროშის დანახვამ ძალიან ამაღელვაო. ამ თემაზე ლექსიც დავწერე და თუ შეგიძლია, თარგმნე, ჩემს ქართველ კოლეგებს გაუხარდებათო, - მითხრა.

მაშინვე გამოვართვი ხელნაწერი და ლექსის პათოსი იმდენად გადმომედო, რომ თბილისში ჩაფრენამდე თარგმანი მზად მქონდა. აი, ისიც:

საქართველოს საელჩოსთან რომში
ვხარობ, თითქოს დავუძვერი სასტიკ დრო-ჟამს,
გულს სწყურია აღტაცება უხვად ხარჯოს.
ესპანეთის მოედანზე ქართულ დროშას
შევხედე და შემოვძახე: "გაგიმარჯოს!"

ციმციმებდა რომის ტაძრებს ანაბრწყენი
კავკასიის თოვლთა შორის ათინათი.
გვერდით გაჩნდნენ უცებ ძმანი ჭილაძენი
და ვიგრძენი საიმედო მხარი მათი.

ირაკლის ხმა შემომესმა, მკერდს რომ შანთავს,
გარჭობილი შიგ მხურვალე ლურსმნის დარად,
"უკრაინელთ გენატრებათ ნუთუ მართლა,
მოსკოვეთის მონა იყოთ აწ და მარად!"

ვნახე, ფაფარს უწეწავდა მერანს ქარი,
მიეჯაჭვა კვლავ თბილისურ დაისს მზერა.
ქართულ გულთა გაპობილი რუსის ბარით
ჩემი გულიც გაიპო და დაისერა.

ვთქვი, ვინც სცოდა, საუკუნოდ განიკითხოს,
მე კი მნათობს ქვესკნელიდან ამოვიტან.
ესპანეთის მოედანზე იმ დღეს თითქოს
ქართულ ალმით თავად ქრისტე ჩამოვიდა.

იქ სუფევდა სტუდენტური აღმაფრენა,
აოცებდა ყველას ჩემთა ცრემლთა დენა,
მათ ეგონათ, რომის ბებერ ბორცვებს მარტო
უმრწემესთა სიხარულის ცრემლი ალტობს".


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე მიგვიწვიეს, ამ თარგმანს განსაკუთრებული ტაშით შეხვდნენ, რაც, ცხადია, უპირველესად მის ავტორს ეკუთვნოდა.

მერე მწერალთა კავშირმაც გვიმასპინძლა, რომლის მაშინდელ თავმჯდომარე თამაზ წივწივაძეს უკრაინელ კოლეგებთან შესახვედრად მოეწვია ჭაბუა ამირეჯიბი, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, გივი გეგეჭკორი, ტარიელ ჭანტურია და სხვები.

დაგვაღონა მათმა დანახვამ. ეს ოდესღაც სიცოცხლით აღსავსე ხალხი გარეგნულად როგორღაც დაჩიავებულიყო, ჰაინესეულ ბზარს, სამყაროს გახლეჩისას რომ ჩნდება, მათ გულებზეც გაევლო.

საუბარი ქართულ-უკრაინულად მიმდინარეობდა, თარჯიმანი კი მე ვიყავი.

პავლიჩკოს ლექსი აქაც წავიკითხე. ძმანი ჭილაძენი, რომლებსაც ავტორი ახსენებს, ხომ ჩვენს წინ ისხდნენ.

სანამ პატრიარქთან შეხვედრა შედგებოდა, უკრაინის ელჩმა სტეფანე ვოლკოვეცკიმ კახეთის მონახულება შემოგვთავაზა.

გავემგზავრეთ სიღნაღში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკიდურესად გაპარტახებული იყო, მასპინძლებმა თავი გამოიდეს და ჩვეული პურმარილით დაგვიხვდნენ.

პურობა ტრადიციულად დიდხანს გაგრძელდა და პატრიარქთან კინაღამ დაგვაგვიანდა. გვარიანად შეღამებული იყო, მის სასახლეს რომ მივადექით.

უწმინდესი და უნეტარესი გულითადად შემოგვეგება.

გაიბა საუბარი.

პავლიჩკო და დრაჩი დაჟინებით სთხოვდნენ მასპინძელს, გამოეყენებინა მართლმადიდებლურ სამყაროში თავისი დიდი ავტორიტეტი და ეკისრა შუამავლობა მათ გადამტერებულ მღვდელმთავრებს შორის.

პატრიარქი გულმოდგინეთ უსმენდა და მერე ჩვეული სიდინჯით წარმოთქვა:

- თქვენი ორივე მიტროპოლიტი სასულიერო აკადემიაში ჩემი მასწავლებელი იყო, დიდ პატივს ვცემ ერთსაც და მეორესაც, მაგრამ მედიატორად, ალბათ, ვერ გამოვდგები, ეს მხოლოდ თქვენი საშინაო პრობლემაა და იგი თქვენვე უნდა გადაწყვიტოთ.

სანამ უკრაინელი სტუმრები პატრქიარქის დასაყოლიებლად ახალ სვლებს ეძებდნენ, მოულოდნელად თავი ცუდად ვიგრძენი, ცივმა ოფლმა დამასხა და თვალებში ბურუსი ჩამიდგა.

- თქვენ ცუდადა ხართ! - მომესმა უცებ უწმინდესისა და უნეტარესის ხმა.

ნეტავი, როგორ შეამჩნია, მე ხომ კუთხეში ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი!

უარის თქმას აზრი არ ჰქონდა და მივუგე:

- დიახ, რატომღაც ვერა ვარ კარგად.

- ნუ გეშინიათ, ახლავე გაგივლით, - და მდივანს სთხოვა, წნევის გასაზომი მომიტანეო.

და აი, აქ შედგა ისეთი უნიკალური სცენა, ვინმეს რომ იგი ფირზე აღებეჭდა, მსოფლიო პრესის ფურცლებს მოივლიდა.

პატრიარქმა სახელო ამაწევინა და მკლავზე ლახტი დამადო. მიზომავდა წნევას და თან მეუბნებოდა: - გლოცავთ და გარწმუნებთ, ახლავე კარგად გახდებითო.

უკრაინელებს თითქოს დაავიწყდათ, რაზეც იყვნენ მოსულები და ამ უცნაურ რიტუალს გაოცებით შესცქეროდნენ.

ალბათ, მართლაც შთამბეჭდავი სანახავი იყო, როგორ უზომავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქართველ პოეტს არტერიულ წნევას.

ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი ახდა.

სისუსტემ რამდენიმე წუთში გამიარა, თითქოს არც არაფერი დამმართვია.

ჩვენმა მთავარმა მისიამ, სამწუხაროდ, ვერ გაამართლა, მაგრამ იმ არაჩვეულებრივ სიტუაციაში აღვლენილმა ლოცვამ რაღაცნაირად განსაცდელს ნამდვილად ამარიდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat