საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცავით თქვენი წილი საქართველო
საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცავით თქვენი წილი საქართველო
1. გავრცელებული შეხედულებით საქართველოში, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში , ქართველი ქალი ყოველთვის გამოირჩეოდა ოჯახის ერთგულებით, მორჩილებით, მრავალშვილიანობით, კდემამოსილებით.

თუ ამ მოსაზრებას თქვენც იზიარებთ, რამდენად შეინარჩუნეს ჩვენმა მანდილოსნებმა ის საუკეთესო თვისებები, რის გამოც ისინი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში?

2. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დედასაქართველოდან მოწყვეტამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ პატარა ერს არ ძალუძს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად საბრძოლო წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს მაშინაც კი, როდესაც ე.წ. "სუპერსახელმწიფოს" ამბიციით შეპყრობილი ქვეყანა მოინდომებს მეზობელ საქართველოს გენოციდი მოუწყოს და მიიტაცოს მისი ტერიტორიის თითქმის მეხუთედი.

მაშ, როგორ უნდა გვესმოდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება "იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი(?!)...

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?

ანკეტაში მონაწილეობენ: ფილოლოგი თამაზ ტყემალაძე, ფილოსოფოსი ილია მხეიძე და სტუდენტი დათუნა სებისკვერაძე.

თამაზ ტყემალაძე, ფილოლოგი, ჟურნალისტი, რადიო "პალიტრაში" უძღვება ყოველკვირეული გადაცემების ციკლს "საუბრები ლიტერატურაზე".

1. დედა ყველგან დედაა და არსად აკლია სითბო და სიყვარული. ქართველთათვის ეს გრძნობა ძალზე მკვეთრია და ნიშანდობლივი, ქართველი დედა - უპირველეს ყოვლისა, უანკარესი ზნეობაა, გასაოცარი ერთგულებაა, იგია ოჯახის ბურჯი და ამ ეროვნული სულიერი განძის შთამომავლობისთვის გადამცემი, რასაც ერის უკვდავება ან ზოგადად "ქართული სული" ეწოდება.

შემთხვევითი როდია (და ეს ყველას მოეხსენება!) რომ მარიამ ღვთისმშობელია ჩვენი მოდგმის მეოხი... რომ ქრისტეს მშობელმა შთააგონა წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით ხელში შემოსულიყო ჩვენს მიწაზე და მართალი რელიგია ექადაგა. შემთხვევითი როდია, რომ ერთი უპირველესი მეფე-მონარქი ქალბატონი ჩვენი თამარ მეფეა! მერე რამდენი დედა-ქალბატონი შეეწირა ქრისტეს სიყვარულს, ზნეობრივი იდეალების დაცვას და წმინდა ქეთევან დედოფლის თანავარსკვლავედში არიან.

დიახ, ყველას განსაკუთრებული სიყვარული აქვს თავისი ერის დედა-მეუღლეების, ქალიშვილების მიმართ... ქართველებმა ლანძღვა საერთოდ არ იცოდნენ, ვიდრე რუსებმა არ დაგვიპყრეს... მაგონდება დიდი რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის ფილმი "ანდრეი რუბლიოვი"... მონღოლები გამოჩნდნენ რუსეთში, აქ კი ჯერ მებრძოლები არ შეკრებილიყვნენ. საჭირო იყო მტრის დროებით შეჩერება და ეს შეძლეს კიდეც... გადმოსალახავ მდინარის პირას უხვად დაახვედრეს ბურახი, არაყი, სურსათი და გაშიშვლებული თავიანთი ცოლები, ქალიშვილები... მტერიც შეჩერდა და გამართა ორგია! სულ რომ ფერფლად ქცეულიყო ყველაფერი საქართველოში, ეს განა აზრად მოუვიდოდა თუნდაც ერთ ქართველს? ვერაგმა სტალინმა საუცხოოდ იცოდა ქართველი კაცის ბუნება. ქერჩს მტერი მოადგა კბილებამდე შეიარაღებული. აქ იდგა ქართველთა გარნიზონი, თითქმის შეუიარაღებელი! უცებ გავრცელდა სტალინის მიმართვა: - ქერჩიდან არცთუ შორია საქართველო! თქვენ თუ არ შეაჩერებთ მტერს, ზეგ ისინი თქვენს დედებს, ცოლებს, ქალიშვილებს გაიცნობენ! - და ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაჩერეს მტერი!

უდიდეს ქართულ მწერლობაში პირველი გენიოსი ნიკოლოზ ბარათაშვილია, ვინც ღირსეული სურათი მოგვცა ქართველი ქალის, სოფიო ლეონიძისა. მისი ნათქვამი: "უწინამც დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რაა სიამე, სადაც ვერავის ივანებს სული და არს უთვისო, დაობლებული, რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული..."

ცოლ-ქმარს შორის უხილავად მდგარ ავტორს პოემისას, უცებ აღმოხდა "ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო კურთხევა თქვენდა ტკბილსახსოვარნო..." და იქცა კიდეც თავისივე ეპიკური პოემის უხილავ პერსონაჟად! ეს პოემა ღვთის მადლით, ხელთ ჩაუვარდა უკვე ეროვნული სულისკვეთების ჭაბუკ პოეტს - ილია ჭავჭავაძეს... სულ მალე აღმოაჩინა მან ამ პოემაში (სოფიო ლეონიძის სახის შეგრძნებით!) რომ მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი კონცეფციის საძირკვლად - კიბედ სწორედ ქართველი დედის ფენომენი უნდა დასდებოდა. მალე დაიწერა მისი შედევრი "ქართვლის დედას", "ნანა", "აჩრდილი" - XIX საუკუნის დიდ მწერლობაში გამოჩნდა "ნათელა", "სანათა", "ლელა" და ასეთი ნათელი ხაზით წარიმართა აზროვნება.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ მტერმაც კარგად იცოდა ქართველი ქალის განსაკუთრებული თვისებები... კარგად ხედავდა მის ჯიშიანობას, სილამაზეს, შრომისმოყვარეობას, ზოგად ნიჭიერებას. ამიტომ ტყვეებად გაყიდულ ქალებს მონად როდი აქცევდნენ... ოჯახებს უქმნიდნენ თავიანთი ჯიშის გასაკეთილშობილებლად (ეს ბევრ მეცნიერს აქვს აღნიშნული თავის წერილებში). საქართველო დღემდე, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ქალმა მოიტანა. მარადიულობაშიც ის დაუდგება თავდებად. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ საქართველო მუდამ ვალშია თავის ქალბატონებთან! გაისად 800 წელი სრულდება თამარის გარდაცვალებიდან! მთელ საქართველოში უნდა იყოს მოფენილი მისი პორტრეტები, მისთვის მიძღვნილი ლექსები და ა.შ.

2. "ყველამ ვიბრძოლოთ ჩვენი წილი საქართველოს გადარჩენისთვის" - ეს ღრმააზროვანი ფრაზაა! აქ "ბრძოლა" სულ სხვა მნიშვნელობისაა. ეს ბრძოლა დიდი გარჯაა, დიდი მეცადინეობაა, რომ აზვირთებულ მსოფლიოში, სადაც სულ ადვილად ხდება ძლიერთა მიერ მცირეთა დათრგუნვა, სადაც შენ ვერას გახდები შენი გაწვრთნილი ჯარით, ახლახან შექმნილი საბრძოლო მანქანებით, ვერც სადღაც მებრძოლი საჯარისო ნაწილებით.

საქართველოს პირველი, რაც გადაარჩენს, არის ზნეობის "გაფილტვრა", საუკეთესო ეროვნული ტრადიციების მოვლა და პატრონობა.

საქართველოს გადაარჩენს წიგნიერება, განათლება!

საქართველოს გადაარჩენს შრომის სიყვარული, მოყვასის გაფრთხილება. საქართველოს გადაარჩენს დედა ეკლესია!

ყოველივე ამას - ქართული სულის გადარჩენისთვის ბრძოლა ჰქვია. მოვიგებთ ამ ბრძოლას, საქართველო უკვდავი იქნება. არადა ჩვენი ჩაყლაპვის, მოსპობის მოსურნენი იყვნენ, არიან და იქნებიან.

ღმერთმა გვიშველოს!

3. შეკითხვა მოძღვართან არა მაქვს.


ილია მხეიძე, 58 წლის, პროფესიით ფილოსოფოსი, ათეული წლები გაატარა საქართველოს რადიოს პირველ არხზე, მისი საავტორო გადაცემა "რეპორტიორი" რადიომსმენელს ისეთ მოვლენებზე და ადამიანებზე მოუთხრობდა, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ერის ცხოვრებაში. მისი მეუღლეა ხათუნა გოგინაშვილი-მხეიძე, ჰყავს ორი შვილი - ოთარი და სალომე.

1. საქართველოში, სადაც ქართველს ყოველთვის ჰქონდა ქალისადმი მოწიწებაც, პატივისცემაც და დაფასებაც (ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ისტორიიდან ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდში ქვეყანას ქალი განაგებდა), ზღვარი წაიშალა და ქალმა მამაკაცის როლი იტვირთა. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური მიზეზებითაცაა გამოწვეული. ქალებისთვის სამუშაოს მოძებნა ბევრად ადვილია ვიდრე მამაკაცებისთვის და ბევრ ოჯახში ქალი გახდა ოჯახის მარჩენალი, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი გავლენაც მოჰყვა. ქალი ჩამოშორდა ოჯახს, შემცირდა მისი როლი ბავშვების აღზრდაში და ამან სავალალო შედეგებიც მოიტანა. გაიზარდა დედის გულისყურს მოკლებული, სასტიკი და ულმობელი თაობა, რომლისთვისაც ადამიანურმა ღირებულებებმა უკანა პლანზე გადაიწია. ამას გარდა, შეიცვალა მამაკაცთა დამოკიდებულებაც ქალების მიმართ და სათაყვანებელი ობიექტებიდან ისინი ჩვეულებრივ კონკურენტულ არსებებად იქცნენ, რომელთანაც სასიცოცხლო სივრცის მოპოვებისთვის ჩვეულებრივი ბრძოლა გაჩაღდა, სადაც არც დანდობაა და არც პატივისცემა.

2. საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში ზოგიერთი ექსპერტი გახარებულიც კი აღნიშნავს, რომ ერებს შორის ზღვარი წაიშლება და ერთიანი მსოფლიო საზოგადოება შეიქმნება, რომელიც ერთ ენაზე ილაპარაკებს, ერთი მიზნები, მისწრაფებები, ერთიანი ეკონომიკური ინტერესები ექნება - ამ ყველაფერს კი პროგრესს უწოდებს. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და კატასრტოფამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რადგან თითოეული ერი ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობაა და ყოველი ერის გაქრობა თუ ასიმილაცია სამყაროს მრავალფეროვნებას და საზრისს უკარგავს. წარმოიდგინეთ ტყე, სადაც მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველია, ის ტყე აუცილებლად გადაშენდება, რადგან ცხოველთა სამყაროში ყოველ არსებას თავისი ფუნქცია აქვს და ეს ფუნქცია სხვა სახეობის არსებებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასევეა ერებს შორის, ყველას გააჩნია თავისი ისტორიული მისია, თავისი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა, რის გამოცაა სამყარო ასეთი მრავალფეროვანი და მომხიბვლელი. ამიტომ ამ საშინელ ტენდენციას ქართველი (ისევე, როგორც ყველა ეროვნების წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ ქართველებზე გვაქვს საუბარი), პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს და შეინარჩუნოს თვითმყოფადობა.

3. რა ელის გარდაცვალების შემდეგ ქრისტიანულად მონათლული იმ ადამიანის სულს, რომელსაც სიცოცხლეში არ უცხოვრია ეკლესიურად - არ ლოცულობდა, არ მარხულობდა, არ ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, თუმცა ცხოვრობდა პატიოსნად და მისი პიროვნული მრწამსიდან გამომდინარე, არასოდეს უღალატია ქრისტეს მცნებებისთვის.


დავით სებისკვერაძე, 20 წლის, მოსკოვის ფინანსების სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, დაუქორწინებელი.

1. საქართველოში ზაფხულის არდადეგებზე მიხდება ჩამოსვლა. ჩემი დაკვირვებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველ ქალებში შენარჩუნებულია ოჯახური ტრადიციები, განსაკუთრებით, პერიფერიებში, რადგან მთა ყოველთვის ინარჩუნებს წინაპართა ადათ-წესებს. თბილისში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებშიც იგრძნობა ქართული ოჯახებისთვის დამახასიათებელი თავისებურება, რაც ოჯახის მზრუნველობასა და ერთგულებაში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ დრო ბევრ რამეს ცვლის, ქართულ და რუსულ ოჯახებს შორის განსხვავება ამ მხრივ, მართლაც თვალშისაცემია. რუსულ ოჯახებში ცოლ-ქმარს არ ესმის თავიანთი უფლება-მოვალეობანი, არ არის გამიჯნული ქალისა და მამაკაცის ფუნქციები, რის გამოც ხშირია ოჯახების დარღვევა. როგორც კი ახალგაზრდა სრულწლოვანი გახდება, შვილები ცალკე გადადიან საცხოვრებლად, არა აქვს მნიშვნელობა, დაოჯახებულნი არიან თუ არა, 90% დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და მშობლებს ერთხელ ან ორჯერ თუ ნახავენ წელიწადში. მართალია, საქართველოშიც ხდება განქორწინების შემთხვევები, მაგრამ რუსეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა თანატოლებს ვეკითხები, რა გახდა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: "ჩვენი ქორწინება შეცდომა იყო, ვერ შევეწყვეთ. თავიდან გვეგონა, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ისეთი თვისებები გამოავლინა, დავრწმუნდი, ეს მხოლოდ გატაცება იყო, რადგან სხვა შემიყვარდაო და ისევ თავიდან ქმნიან ოჯახებს. მშობლების განქორწინება ძალიან მოქმედებს ბავშვებზე და ისინიც სხვანაირები ხდებიან, აღარ აქვთ ის სითბო და სიყვარული, რაც უნდა ჰქონდეთ. ამ მხრივ საქართველო ბევრად დაცულია, ვიდრე რუსეთი და უცხოეთი.

ქართველი ქალის ფენომენი დღესაც სამაგალითოა. როცა ოჯახს მოვეკიდები, ვეცდები, ისეთი ცოლი შევირთო, რომელსაც გაცნობიერებული ექნება მისი უდიდესი როლი და დანიშნულება, რომელიც ოჯახის სიყვარულში, პატივისცემასა და შვილების ტრადიციული და ეკლესიური სულისკვეთებით აღზრდაში უნდა გამოვლინდეს, რა თქმა უნდა, მე მამის როლსაც არ გამოვრიცხავ ამ საქმეში, რადგან ეკონომიკურ მხარესთან ერთად მანაც დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ბავშვების სწავლა-განათლებასა და აღზრდაში, მაგრამ დედა მაინც უმეტეს დროს ატარებს მათთან და მისი როლი მაინც განუზომელია და შეუცვლელი. ჩვენ ისეთი ერი ვართ, ტრადიციის გარეშე ოჯახს საფუძველი ეცლება, ამიტომ რელიგია და ტრადიცია გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, რომლის გარეშეც საქართველო აღარ იქნება ის ქვეყანა, რაც დღეს გამოგვარჩევს სხვათაგან. ოჯახში თუ ტრადიცია დაიკარგა, სარწმუნოებასაც ძალაუნებურად დავცილდებით და ამათ გარეშე ვერ იარსებებს საქართველო! რა ვიცი, მე ასე მწამს და ამასვე ვუსურვებდი ჩემს მეგობრებსაც, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს.

2. მთავარია, ჩვენი სარწმუნოება, კულტურა და ტრადიციები შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ამას გულისხმობს ჩვენი პატრიარქი, აუცილებელია, შევისმინოთ მისი მითითება და ჩვენი ცხოვრებით გავიზიაროთ ეს სიტყვები. ქართველმა ხალხმა თუ სარწმუნოება დათმო, მაშინ ყველაფრის დათმობა მოგვიწევს, რადგან ამან მოგვიყვანა აქამდე, მე ვერ წარმომიდგენია ქართველი ღვთის არსებობაში დაეჭვდეს და ურწმუნოდ ცხოვრობდეს. პირადად მე რწმენას გამოვყავარ მძიმე მდგომარეობიდან, სხვაგვარად ძნელია გაუმკლავდე ცხოვრებისეულ პრობლემებს. ცივილიზებულ სამყაროში ადამიანმა უიარაღოდ უნდა მოაგვაროს ყველა დაბრკოლება. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი საქმითა და პროფესიონალიზმით უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გაძლიერებისა და წინსვლის საქმეში.

3. შეკითხვა მოძღვართან არ მომიფიქრებია.


თემის განხილვაში მონაწილეობს ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რევაზი (ტომარაძე).

- მამა რევაზ, ახალმა საუკუნემ ღირებულებათა გადაფასება ხომ არ მოიტანა, თქვენი აზრით, რამდენად შეინარჩუნა ქართველმა ქალმა მისი შემამკობელი საუკეთესო თვისებები?

- უკვე ასაკოვანი ვარ, დეკემბერში 82 წლისა ვხდები, ჩემს თვალწინ ჩაიარა დიდმა ცხოვრებამ. მე უფრო მე-20 საუკუნის ადამიანი ვარ და ამიტომ იოლი არ იქნება იმის განმარტება, რაც ჩემს ცნობიერებაში ქართველ ქალთან მიმართებაში მოხდა. ეს იმიტომ მეძნელება, რომ დღეს დედაკაცის სახით დიამეტრულად განსხვავებული პროტოტიპი მივიღეთ, ვიდრე ჩვენს წინა თაობაში იყო.

როცა ორი მოსისხლე მამაკაცი სასიკვდილოდ არ ინდობდა ერთმანეთს და ქალის მიერ ჩაგდებული მანდილი ააღებინებდა ხელს ამ განზრახვაზე, უკვე იმაზე მეტყელებს, რომ ქართველი ქალი უმაღლეს რანგში იყო აყვანილი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი რამ არსად ხდებოდა დედამიწაზე. ეს ქართული ფენომენია მხოლოდ, რომელსაც საუკუნოვანი ტრადიცია გააჩნდა. ორ მოჩხუბარს დღეს რომ ქალმა მანდილი ჩაუგდოს შუაში, რა მოხდება? - არავითარი რეაგირება, რადგან იგი აღარ სარგებლობს ადრინდელი ავტორიტეტით.

ქალის მიმართ უდიდესი კრძალვა და პატივისცემა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. სოლომონის სიბრძნეში დედაკაცი ხოტბაშესხმულია. სახარებაში მაცხოვარი აღდგომის შემდეგ ხომ პირველად მენელსაცხებლე დედებს გამოეცხადა. ქალის კულტი საქართველოში იქიდან მოდის, რომ ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვდომილია, სადაც IVს-ში წმინდა ნინომ იქადაგა და მართლმადიდებლობა ისე განავრცო, რომ სახელმწიფო რელიგიის რანგში აიყვანა. თამარ მეფე ხომ დღემდე უდიდესი სიყვარულით სარგებლობს ქართველ ხალხში. ერთხელ მთის სოფელ ღებში ვიყავი დასაფლავებაზე. მოხუცი დედამთილი რძალს დასტიროდა: "ჩემო რძალო, თამარ დედოფლის სადარო, სიტყვით მდაბალო და საქმით მაღალო". თამარის შედარება უდიდესი პატივისცემის გამოხატულებას ნიშნავდა ქალისთვის. ახალმა საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა. ეპოქის მოდელმა დიდი გავლენა იქონია მანდილოსნების მსოფლმხედველობაზე და ქალი უფრო მატერიალიზმისკენ გადახარა, გადამეტებულმა ლტოლვამ გარეგნული სილამაზისა და აქსესუარებისკენ, დაჩრდილა მისი შინაგანი მშვენიერება და ჩააქრო სულიერება.

ეკლესიას ძალიან მკვეთრად აქვს გამოხატული მამაკაცისა და დედაკაცის ფუნქციები. აი, მაგალითად, როცა ჯვრისწერა ხდება, იქ პირდაპირ ვკითხულობთ სახარების სიტყვებს, რომ დედაკაცი ისევე უნდა დაემორჩილოს მამაკაცს, როგორც ეკლესია - ქრისტეს, რამეთუ მამაკაცი თავია დედაკაცისა, ისე როგორც ეკლესიის თავი - ქრისტე. ცოლ-ქმრის ფუნქციები განაწილებული იყო ოჯახში; გამწევი ძალა ყოველთვის იყო მამაკაცი, რომელსაც ოჯახი უნდა შეენახა. სამაგიეროდ ქალი სამშობლოს ღირსეულ შვილებს უზრდიდა. ქალისთვის მამაკაცური შრომა ისევე სამარცხვინოდ ითვლებოდა, როგორც მამაკაცისთვის იმ საქმის გაკეთება, რომელიც დედის მოვალეობაში შედიოდა. წარმოშობით რაჭიდან ვარ და დედაჩემისაგან გამიგონია: მთვარიანში რომ მამაჩემი სათოხრად წავიდოდა, მთელი ღამე შრომობდა და ზოგჯერ ისე გვეცოდებოდა, შინიდან გავიპარებოდით და თოხნაში ვეხმარებოდით. გამთენიისას, როგორც კი ცას ნათელი შეერეოდა, გამოვიპარებოდით შინისაკენ, რომ არავის დაენახა და ეთქვა, ქალი კაცის საქმეს აკეთებდაო. ჩვენს დიდ პოეტს დავით გურამიშვილს, ლეკეთში ტყვეობისას დაუნახავს, რომ ქალები თივას თიბავდნენ და - "გამიკვირდა, არ მენახა მუშაობა დიაცისაო". საქართველოში ქალს თავისი ოჯახური საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, მამაკაცს - თავისი. მათთვის ოჯახზე ზრუნვა წმინდათაწმინდა მოვალეობა იყო. სამწუხაროდ, დღეს ეს ტრადიცია თანდათანობით იკარგება, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ქართველი ქალები ოჯახებს ტოვებენ და ზოგჯერ ათეულწლობით საზღვარგარეთ მიდიან ოჯახის სარჩენად. ამიტომ მამაკაცების თანასწორნი კი არა, ოჯახის თავი და წარმმართველებიც ისინი გამოდიან. კარგად მესმის, რომ ამას ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ეს პერიოდი როგორმე უნდა დავძლიოთ და ოჯახს დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია. ეს სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. ქვეყანა ვერასოდეს გაძლიერდება, თუ ოჯახებს ვერ შევინარჩუნებთ. ტრადიციას უჭირს დღევანდელ საქართველოში, რაც ძალიან მაწუხებს მეც და ჩემს მრევლსაც.

- მამა რევაზ, დიდი მრევლი გყავთ?

- ძალიან დიდი. ათეული წლებია. მომყვებიან. ბაბუაჩემიც მღვდელი იყო, დედაჩემის - ვერიჩკა კობზონაძის მამა. როდესაც მღვდლად მაკურთხეს, დედაჩემისთვის არ მითქვამს ამის შესახებ, მაშინ უკვე ავადმყოფობდა. შინ ანაფორითა და ჯვრით რომ მივედი, გაკვირვებით შემომხედა და ასე დამარიგა: "ჩემო შვილო, თუ მრევლს შეუყვარდები, შენზე ბედნიერი კაცი არ იქნება ამ ქვეყანაზე და თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ ჯობია ჯვარი აიხსნა და წამოხვიდე ეკლესიიდან". ასეთი დარიგება ჯერჯერობით არსად ამომიკითხავს. თუ ვიგრძნობ, რომ ჩემი სამწყსოდან ოდნავ ვინმეს არ ვეყვარები და ირიბად შემომხედავს, ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ და იმ დღიდან წამოვალ ეკლესიიდან.

როდესაც 75 წლის ასაკში აკაკი წერეთელი რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობდა, მასზე ამბობდნენ ღრმად მოხუცებული იყოო, მე დღეს ბევრად მასზე უფროსი ვარ, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობ.

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! ახლა იქნებ ჩვენი რესპონდენტის შეკითხვასაც უპასუხოთ.

- ალბათ, თქვენც მონაწილე გამხდარხართ ისეთი შემთხვევისა, კაცი რომ კაცს გააბრაზებს და შემდეგ ეტყვის: - კარგი რა, ქრისტიანი არა ხარო? ამ გამოთქმიდანაც ჩანს, რომ ქრისტიანობა გვავალდებულებს, წესიერად მოვიქცეთ, რადგან საქართველოში ქრისტიანობა ყოველთვის კარგ კაცობასთან იყო გაიგივებული, ამიტომ როგორც ამ კითხვიდან ვიგებთ, თუ ეს ადამიანი პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა, წესიერად იქცეოდა და მისი პიროვნული მრწამსიდან გამომდინარე არ უღალატია ღვთის მცნებებისთვის, რატომ უნდა მოხვდეს ცუდ ადგილას მომავალ ცხოვრებაში? - მისი სული თავისთავად ცხონებული იქნება, მაგრამ რადგან მას ეკლესიურად არ უცხოვრია, ოჯახის წევრებმა ხშირად უნდა შეგზავნონ მოსახსენებელი მის სახელზე, ეკლესია ხომ ყოველ წირვა-ლოცვაზე იხსენიებს გარდაცვლილებს, ილოცონ ტაძარში მისი სულის საოხად, მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გადაახდევინონ მღვდელს პანაშვიდი, ეკლესიისაგან დადგენილ მიცვალებულთა მოსახსენებულ დღეებშიც, მოამზადონ საკურთხი, გასცენ მის სახელზე მოწყალება და ეს უდიდეს მადლიერებასა და სიხარულს განაცდევინებს გარდაცვლილი ადამიანის სულს, დიდ დახმარებას გაუწევს სასუფევლის დამკვიდრებაში და ღმერთსაც ჩვენდამი მოწყალებით განაწყობს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი!

- ამინ!
საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცავით თქვენი წილი საქართველო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat