იღვიძებდეთ და ილოცვიდეთ, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელში
იღვიძებდეთ და ილოცვიდეთ, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელში
1. რა ადგილი უკავია ლოცვას თქვენს ცხოვრებაში?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში?


3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?

ანკეტის კითხვებს უპასუხებენ აღმოსავლური კლასიკური მედიცინის მეთოდით მკურნალი ანდრო სამხთუაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტი გიორგი ხანთაძე.

ანდრო სამხთუაშვილი, 63 წლის, მუშაობს კლინიკა "მეთიში" აღმოსავლური კლასიკური აკუპუნქტურის მეთოდით, მისი მეუღლეა ბელა სამხთუაშვილი, შვილი - ლევანი.

1. ლოცვის საშუალებით კონტაქტს ვამყარებთ ყოვლისმპყრობელ, ხილული და უხილავი სამყაროს შემქმნელ სახიერ და ყოვლადძლიერ ღმერთთან, კაცთმოყვარე უფალი ხომ ყოველი ადამიანის მესაიდუმლე, მეგობარი, ჭირ-ვარამის გამზიარებელი, მწყალობელი და ცოდვათა მიმტევებელია. მე მკურნალი ვარ და პაციენტებს ვურჩევ, შეევედრონ გულით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდანის ხატებს, სულიერი და ხორციელი კურნება გამოითხოვონ მათგან, მეც ჩემთვის ვლოცულობ მათი გამოჯანმრთელებისთვის და ამის შემდეგ ვიწყებთ მკურნალობას. ხშირად მართლაც სასწაული ხდება - უმძიმესი ავადმყოფი რამდენიმე სეანსის შემდეგ სრულიად აღიდგენს ჯანმრთელობას, უფრო ძლიერდება რწმენაში. არასდროს მითქვამს, რომ ეს ჩემი მკურნალობით მოხდა, რადგან თუ ღმერთი არ შეგვეწევა, არაფერი გამოვა. დილით ადრე ვდგები, 6 საათამდე ვცდილობ დილის ლოცვების წაკითხვას, 6 საათიდან კი მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობ შვიდგზის ლოცვებს, ზუსტად მითითებულ დროს, მაგრამ ვინაიდან ადრე ვწვები დასაძინებლად, მოძღვრის კურთხევით, ღამის 12 საათზე წასაკითხ ლოცვას დაწოლის წინ, წინასწარ ვამბობ. დღის განმავლობაში ყოველდღე ვკითხულობ ერთ კანონს ფსალმუნიდან, მაქვს კურთხევა სკვნილზე ლოცვისა - დღეში 100-ჯერ ვთქვა იესოს ლოცვა, შიგადაშიგ ღვთისმშობლის სავედრებელ ლოცვასაც ვურთავ ხოლმე, ვამბობ ანდრია პირველწოდებულის ტროპარ-კონდაკს. ყველა ქრისტიანი ვალდებულია, ილოცოს მოყვასისთვის, ახლობლისა და შეჭირვებული ძმისათვის. მკურნალობამ რომ შედეგი გამოიღოს, აუცილებლად უნდა ვილოცო ჩემი პაციენტებისთვის, განსაკუთრებით მივმართავ წმინდა პანტელეიმონს და უვერცხლო მკურნალებს - კოზმას და დამიანეს.

ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს უკვე სადავო აღარ არის. მინდა ერთი ასეთი შემთხვევა გავიხსენო. ერთი კაცი მანქანის შემკეთებელთან მივიდა აკუმულატორის დასამუხტად, როგორც ჩანს, ცოტა მეტი მოუვიდათ და აკუმულატორი გასკდა. კაცს მჟავა თვალებში შეესხა და შეიძლებოდა, საერთოდ დაბრმავებულიყო. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, ჩავისვი მანქანაში და თვალების გამოსარეცხად კლინიკაში წავიყვანე. მთელი გზა ვლოცულობდი, რადგან იმ წუთში ამაზე უკეთესს სხვას რას გავაკეთებდი. ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა და როცა ამ კაცს თვალები ამოურეცხეს, ჩვეულებრივად ხედავდა, ოდნავ ჰქონდა შეწითლებული.

ყველა ექიმს ვურჩევ, მივანდოთ უფალს ჩვენი თხოვნა და როცა შემწეობას აღმოგვიჩენს, სამადლობელ ლოცვასაც ნუ დავიზარებთ. მე ხშირად მითქვამს ჩემი პაციენტისთვის, როცა ექიმი გეუბნებათ, ეს არ დალიოთ ან არ ჭამოთ, რადგან საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვისო, ამას იჯერებთ, ხოლო სულიერი ექიმი ანუ თქვენი მოძღვარი როცა გეუბნებათ, ეს ასე არ გააკეთოთ, ან ეს ცოდვა მოიშორეთ, რათა სული არ დაიმძიმოთ და წარიწყმიდოთო, იმას არ უჯერებთ და მის ნათქვამს არაფრად აგდებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ დროებით ჯანმრთელობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე ცოდვას-მეთქი. ჯანმრთელობა იმისთვის კი არ უნდა გვინდოდეს, რომ უზომოდ ვჭამოთ, ვსვათ და დრო გავატაროთ, ჩვენი ჯანმრთელობა იქნება ეს თუ სიმდიდრე, სხვათა დახმარებასა და კეთილდღეობას უნდა მოვახმაროთ.

ამას წინათ ჩემი მეუღლე მიყვებოდა, - ჩემს წინ კაცი მიდიოდა. უცებ ხესთან მივიდა, ხელები შემოხვია, ჩაიკეცა და როცა მივუახლოვდი, უკვე გარდაცვლილი დამხვდაო. არავინ ვიცით, ვის როდის დაუდგება ეს დრო და გაგვიყვანს უფალი ამ წუთისოფლიდან, ამიტომ ყოველი წუთი უფალთან ლოცვით ერთობაში უნდა გავატაროთ და ახლოს ვიყოთ მასთან.

2. მე მკურნალი ვარ და ადამიანის სიცოცხლე ჩემთვის ყველაზე მეტად ფასობს. წმინდა სერაფიმე საროველი ტყეში ცხოვრობდა და როცა ადამიანს დაინახავდა, მუხლს იყრიდა მის წინაშე, - ღვთის ქმნილება მოდისო, ამიტომ ადამიანზე, როგორც ღვთის ქმნილებათა გვირგვინზე, ხელის აღმართვა და მისი მოკვდინება უდიდესი ცოდვაა. ილიას შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის მკვლელობა უდიდესი დანაშაულია, რადგან მოვკალით ერის სულიერი მამა და წინამძღოლი. ჩემი პაპა დედის მხრიდან სასულიერო პირი იყო, რომელიც შუა აზიაში იყო გადასახლებული. დიდი გასაჭირი გამოიარეს სასულიერო პირებმა 30-იან წლებში, ამიტომ სასულიერო პირების დახვრეტა ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია.

3. ცნობილია, რომ დაავადების ერთ-ერთი მიზეზი არის ცოდვა, მაშინ რატომ არის, რომ ადამიანის გარდა, ცხოველები, ფრინველები, მწერები, ხეები და სხვა ყველა ცოცხალი არსებაც ავადდებიან?


KARIBCHEგიორგი ხანთაძე, 22 წლის, თბილისის სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტი.

1. ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა სიტყვით, ქმედებით, ფიქრით, მაგრამ მთავარი მორწმუნისთვის არის უფალთან ურთიერთობა. ლოცვა არის უფალთან საუბარი. იგი თავისი ბუნებით ღვთისა და კაცის შერწყმაა. წმინდა იოანე დამასკელის განსაზღვრებით, "ლოცვა არის აღსვლა გონებითა ღვთისა მიმართ". "იღვიძებდეთ და ილოცვიდეთ, - ბრძანებს უფალი, - რათა არა შეხვიდეთ განსაცდელში". ღმერთთან დარღვეული კავშირის აღსადგენად საჭიროა უწყვეტი და მუდმივი ლოცვა, რადგან ლოცვა ერთჯერადი ქმედება კი არა, სულის მდგომარეობაა. ძილს რომ დააპირებ, იესოს ლოცვა იმეორე, გაღვიძების დროს შენი პირველი სიტყვა უფლის ლოცვა იყოს, - გვასწავლის წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი. "განუწყვეტლივ ილოცვიდეთ", - ბრძანებს პავლე მოციქული თესალონიკელთა ეპისტოლეში. ბევრი იტყვის, რთულია ერთი კაცისთვის განუწყვეტელი ლოცვა, ჩვენ ხომ ათასი საზრუნავი გვაქვსო. ამ დროს ხომ არ ვემსგავსებით იმ თესლს, რომელიც ეკალ-ბარდებში ჩავარდა და ამქვეყნიური საზრუნავის გამო დაივიწყა უფლის სიტყვა, როგორც ამას მაცხოვარი იგავით გვასწავლის? კარგია, გავიხსენოთ სახარების სიტყვები: - ნუ ზრუნავთ, რაი ჭამოთ, ანუ რაი შეიმოსოთ, რამეთუ იცის მამან შენმან ზეცათამან, რაი გიხმს.

ლოცვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი უიმედობაა. უიმედოდ ლოცვა კი ფუჭი საუბარი იქნება, რადგან როდესაც შემოქმედის წინაშე დგახარ, თუ იმედი არა გაქვს, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება. ლოცვის დროს გონება განუყოფლად უნდა იყოს ჩართული ლოცვაში. ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით, უფალი ბრძანებს: "ერი ესე ბაგითა მათითა პატივს მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან". დღევანდელ პირობებში ვიმიზეზებთ, რომ არ გვაქვს დრო ან შესაბამისი გარემო ლოცვისთვის. გვაქვს დაძაბული სამუშაო გრაფიკი, ამაზე წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: "ნუ ეძებთ ადგილს სავედრებელს, ნუ მრავლისმეტყველებათა და გრძელთა სიტყვათა, როგორც ქანანელი იტყოდა: "შემიწყალე, უფალო, რამეთუ სული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს", აგრეთვე შენ სთქვი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი". თუნდაც არ თქვა ხმით, ლოცვის თქმა მდუმარედაც შესაძლებელია, როდესაც გარემოება არ გვაძლევს საშუალებას, არც ადგილის ძებნაა აუცილებელი, რადგან ადამიანი თავად არის ტაძარი ღვთისა, ჩვენ კი გვწამს, რომ უფალი ყველგან არის და სულიწმინდა ყოველსავე აღავსებს".

ვფიქრობ, რომ დღეს განუწყვეტელი ლოცვა გართულდა ჩვენი სულის გაუხეშების გამო. გაუხეშება და მრისხანება, ყოველდღიური სტრესი, ეს ყოველივე ჩვენი არასათნო და უწმინდური ცხოვრების შედეგია და ცოდვათა სიმძიმით არის გამოწვეული. მრისხანება ულოცველობის შედეგია, ხოლო ულოცველობა - მრისხანების, ეს არის შედეგი და მიზეზი ჩვენი არასწორი და არამართებული აზროვნებისა, რადგან ჩვენი აზრები ხშირად მიპყრობილია ამაო ფიქრებზე, პირად სიამოვნებაზე, ამქვეყნიურ ნეტარებაზე და არა იმ ნამდვილ ტკბობაზე, რასაც ჰქვია უფალზე ფიქრი და ლოცვით განუყრლად უფალთან ყოფნა. სრულყოფილი ლოცვა ღვთის სიყვარულიაო, - ამბობდა იოანე სინელი, - სანამ სხეულში ვართ და ამქვეყნად ვართ მოვლინებული, ვისწავლოთ ჩვენს შემოქმედ ღმერთთან საუბარი და ურთიერთობა. ხშირად არასწორად ვევედრებით ან არასწორ სათხოვარს ვთხოვთ უფალს, რაც არ მოგვეცემა. ესეც ჩვენივე საკეთილდღეოდ არის, რადგან უფალმა უკეთესად უწყის, ვისთვის რა არის უკეთესი. ნუ იტყვი, დიდხანს ვლოცულობ და არაფერი სარგებელი მაქვსო. როცა უფლის წინაშე დგახარ, განა ეს სარგებელი არ არის? განა შეიძლება იყოს უფრო დიდი რამე, ვიდრე უფლის წინაშე დგომა და მასთან შეერთებაა? განუწყვეტელ ლოცვას თავისთავად ყველა სათნოება უნდა სდევდეს თან. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის სინანული, განწმენდა ცოდვათაგან და უფლისა და მოყვასის სიყვარულის მოპოვება, ეს არის, რაც იმ ქვეყნად გაგყვება, - გვასწავლის წმინდა იოანე სინელი.

2. რამ მიიყვანა ჩვენი ერი ამ მდგომარეობამდე? ჩემთვის ილიას მკვლელობის შემდეგ ყველაზე სულისშემძვრელი იყო კირიონის მკვლელობა.

ამას წინათ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს კირიონ მეორის ხსენების დღეს, როცა მის განვლილ ცხოვრებას იხსენებდა, ცრემლები წამოუვიდა და ეს ძალიან დამრჩა გულში. ამაში ყველა იმ ქართველს მიუძღვის ბრალი, ვინც ამას თვითმკვლელობად ასაღებდა და იმ იდეოლოგიურ ბრძოლაში მონაწილეობდა. იმ დროს, როცა ქართულ ეკლესიას და სულიერებას ასე ძალიან უჭირდა, კლავენ ერის სულიერ წინამძღვარს და მამამთავარს, ამიტომ მიმაჩნია ეს ყველაზე დიდ ცოდვად. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის გამოსათხოვარ სიტყვაში კირიონის მკვლელობას ილიას მკვლელობას ადარებდა.


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა ილია ჩიკვაიძე.

- მამა ილია, თავდაპირველად კარგი იქნებოდა აგვეხსნა, რა დატვირთვის მატარებელია სიტყვები "მოუკლებლივ ილოცვიდეთ"...

- გამუდმებული ლოცვა და მარხვა არის მოციქულთა კურთხევა მთელ საქრისტიანოში. ხშირად ჩნდება კითხვა, როგორ უნდა ვილოცვიდეთ მოუკლებლად და რამდენად შესაძლებელია ეს? ბევრს მიაჩნია, რომ ეს მუდმივი ლოცვების კითხვას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ახსნას საჭიროებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ლოცვა ორგვარია: ლოცვის კითხვა და სიტყვიერად ლოცვა. ორივეს თავის სირთულენი ახლავს თან, თუმცა ეს მაინც საწყისი პროცესია.

მოუკლებელი ლოცვა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მუდმივად ლოცვითი კანონების შესრულებას. მე მინახავს ადამიანი, რომელიც გზაზე მიდის, ხელში ლოცვის წიგნი უჭირავს და ამბობს, მუდმივად ვლოცულობო, ან სკვნილით ხელში იესოს ლოცვას წარმოთქვამს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მოუკლებელი ლოცვის პრინციპი გულისხმობს ღვთის წინაშე სვლას, ღმერთში მყოფობას, როდესაც ზოგჯერ სიტყვებიც ზედმეტია, იმდენად მყოფობ შინაგანად ღმერთში. ერთ ტაძარში წინამძღვარმა შენიშნა ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღე გარინდებული იჯდა მაცხოვრის ხატის წინ, ჰკითხა: "ქრისტესმიერო საყვარელო ძმაო და სულიერო შვილო, ვხედავ, სკვნილს არ ატარებ, არც ლოცვას ამბობ, მაშ, რას აკეთებო?" - მე უფალს ვუყურებ, უფალი მე მიყურებს და ჩვენ, ორივე ერთად, ძალიან კარგად ვართო. აი, ეს არის საოცარი ერთობა ღვთისა და კაცისა, რომელშიდაც დევს მოუკლებელი ლოცვის საიდუმლო, ანუ როდესაც ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით ღმერთში, ვჭამთ თუ ვსვამთ, ვიძინებთ თუ ვიღვიძებთ, შინ ვართ თუ ვმოგზაურობთ, ყველგან თანავმყოფობთ უფალთან, მუდამ მასთან ვართ ჩვენი აზრით და ფიქრით, ვურთიერთობთ ღმერთში, ვმეგობრობთ ადამიანებთან ღმერთში, ვწირავთ ეკლესიაში ღმერთში, ყოველთვის მასთან ვართ და ყველაფერს მასთან ერთად ვაკეთებთ. აი, ეს ნიშნავს გამუდმებულ ლოცვას და არა იმას, რომ 24 საათი ვიკითხო ლოცვები, ადამიანისთვის ეს შეუძლებელია. შეიძლება ბევრი ლოცვა წაიკითხო ხან ერთი წიგნიდან, ხან მეორედან, მაგრამ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - საქმე როდისღა უნდა ვაკეთოთ?

მოუკლებლივ ილოცვიდეთ და იმახვიდეთო - მოციქულთა ეს მადლმოსილი კურთხევა ყველა ქრისტიანს ეხება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გარდა ყოველკვირეული ორდღიანი მარხვებისა, უფალმა ყოველწლიურად 4 მარხვა დააწესა, რადგან ადამიანისთვის შეუძლებელია მუდმივად მარხვის დაცვა, მარხვის პერიოდში კი, საკუთარი ვნებების შევიწროების ხარჯზე, განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს უფალი. ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან ხშირად ჩვენ მარხვის პროფანაციას ვეწევით, მარხვა დავიყვანეთ დიეტის დონემდე, ეს მეჭმევა, ეს არ მეჭმევა, ეს შეიძლება, ეს - არა. არის სამარხვო შოკოლადი, ან, ვთქვათ, სამარხვო ტორტი. რა მნიშვნელობა აქვს ნამცხვარში ნამდვილად ცხოველური შემადგენლობის ცხიმია თუ მცენარეული კარაქი, გემოთი ორივე ერთი და იგივეა. მე, მაგალითად, ვერ განვასხვავებ, ვერ ვარჩევ გემოს მიხედვით, რომელია აქედან სამარხვო, არიან ალბათ განსაკუთრებული გურმანები, რომელთაც ამის გარჩევა შეუძლიათ. ამით მინდა ვთქვა, რომ მარხვა დაყვანილია ჭამის რიტუალამდე, რომელიც დააკმაყოფილებს გემოთმოყვარეობას. მინდა ერთიც აღვნიშნო, რომ მღვდელი დიეტოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი არ არის, რომ დიეტა დაადგინოს. მღვდელი სულიერი მამაა, სულიერი მოძღვარი, რომელიც წარმართავს ადამიანის ცხოვრებას, ადამიანის სულს მისი ცხონებისთვის. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობდა: რა მნიშვნელობა აქვს 40 დღის განმავლობაში ლობიოს შეჭამ თუ ხორცს? შენ მუცელს სცემ თაყვანს, თუ მცნებას არ დაიცავ, თუ თვალს არ დაიცავ, თუ ღმერთი არ გეხსომება და ღვთის მცნებას არ აღასრულებ. ყველაზე პირველი ღვთის მცნების აღსრულებაა, ყველაზე დიდი ლოცვა და მარხვა სიყვარულია. რა თქმა უნდა, ეკლესიის მიერ დადგენილი კანონი მარხვისა და ლოცვის შესახებ ყველას გვეხება და ვალდებულება მოითხოვს დავემორჩილოთ მას, ვისაც ჯანმრთელობა ამის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ შეიძლება ადამიანმა მხოლოდ ერთხელ თქვას "უფალო, შემიწყალენ" და ამ მოკლე ლოცვით მთელი ჟამნობა გადაწონოს, ან შეიძლება ლოცვების ტომები იკითხო მთელი დღე და შენს გულს მაინც არაფერი შეეხოს. არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ ერთ კაცს წირვა-ლოცვის ჟამს სულიერი ხედვა გაეხსნა და დაინახა, რომ უფალთან ეს ლოცვები არ ადიოდა, მხოლოდ ერთი ბავშვის სათხოვარს შეისმენდა, რომელიც ყველაზე უკან იდგა და უფალს ტირილით ევედრებოდა, - დედა გადამირჩინეო. ღვთისმსახურება ხომ პირველ რიგში გულში აღესრულება, თუ ასე არ ხდება, უფალთან არც მღვდლის წირვა ადის, არც მგალობელთა გალობა და არც დიაკვნის კვერექსი. რა თქმა უნდა, მღვდელი როგორი გულით შესწირავს მსხვერპლს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, კაენმაც შესწირა მსხვერპლი და აბელმაც. ღმერთმა აბელის მსხვერპლი შეიწირა, კაენისა - არა. მარხული და მლოცველი გული არის ამ შემთხვევაში მთავარი. ჩემი ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, რადგან მღვდელი უგულოდ სწირავს, მრევლი მადლს ვერ მიიღებს, ეს მღვდლისთვის არის ცუდი, თორემ მწირველი უფალია, საიდუმლო აღესრულება და შეიწირება უსიცოცხლო მსხვერპლი. მლოცველი და მმარხველი გული არის ამ შემთხვევაში მთავარი, არა აქვს მნიშვნელობა, ერისკაცი იქნება იგი თუ ეპისკოპოსი, აქაც მოუკლებელი ლოცვის პრინციპი მოქმედებს, რაც ღმერთში სვლას და მის მუდმივ ხსოვნას გულისხმობს.

- რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავისი სიტყვებით მოუხმობს უფალს შეწევნისათვის და ნაკლებად მიმართავს კანონიკურ ლოცვებს?


- როგორც ბავშვის ტიტინი სიამოვნებს მშობელს, ისევე უყვარს ღმერთს, როცა ადამიანი მას თავისი გულიდან ამოხეთქილ სატკივარს და წუხილს გაუზიარებს და დახმარებისათვის მიმართავს. ეს ის მომენტია, როცა უფალს მთელი გულით მიენდობი და ღმერთიც შეიწირავს შენს ლოცვას. ამით მე კანონიკურ ლოცვას კი არ ვაკნინებ, მაგრამ ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს რაიმე გარემოების გამო არ უნდა ამ ლოცვების წაკითხვა. არის ისეთი სწავლებაც, რომ უნდა აიძულო საკუთარი თავი ლოცვითი განწყობის შესაქმნელად, კი, შეიძლება ესეც გააკეთო, რადგან ესეც ხომ შრომაა, მაგრამ ვფიქრობ, იძულების გარეშე ლოცვა უფრო ესათნოება უფალს, ორივეს შეისმენს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, გულიდან ამოვიდეს შენი სიტყვები. ფარისევლებმა შესანიშნავად იცოდნენ წესების შესრულება, მაგრამ ვერ ცხონდნენ.

- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გაუცნობიერებლად ისეთ რამეს ვთხოვთ უფალს, რაც არ უნდა ვთხოვოთ. ამის სწავლაც შესაძლებელია მოძღვრისაგან?

- მარხვა არის დამოკიდებულება საჭმელთან, ადამიანებთან, მოვლენებთან. ღმერთთან თუ სწორი დამოკიდებულებით არა ვართ, რაც გინდა ის ჭამე, მთავარია, იყოს დამოკიდებულება. თუ ჟინით და ვნებით ვჭამთ საჭმელს, სამარხვო საჭმელებიც ძალიან გემრიელია, ისე როგორც არასამარხვო, ანუ მთავარი აქ დამოკიდებულების საკითხია. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიმუშაოთ, როგორ ურთიერთობას დავამყარებთ ღმერთთან. თუ უფალს მოვთხოვთ, რომ მე ამას გავაკეთებ და შენ კი ეს გამიკეთე ამის სანაცვლოდ, ეს უკვე ანგარებიანი თხოვნაა. როდესაც ერთი ადამიანი მეორესთან მეგობრობს იმის გამო, რომ ეს ადამიანი მას გამოადგება ცხოვრებაში, ეს მეგობრობა დიდხანს ვერ გასტანს, რადგან როცა ამას მეორე მეგობარი გაიგებს, გული ეტკინება. უფალთან თუ იმიტომ ვიწყებთ ურთიერთობას, რომ ის გამოგვადგება, ამით ვაკნინებთ ჩვენს ლოცვასა და დამოკიდებულებას. პირველად ზოგი განსაცდელს მოჰყავს ეკლესიაში, ზოგს რაღაც ინტერესი აღძრავს წირვა-ლოცვაზე დასასწრებად, ზოგს გალობა წარიტაცებს, ზოგსაც ტაძრის სიმყუდროვე ან ხატებისა და ფრესკების მშვენიერება, მაგრამ თავიდათავი ამ ყველაფრისა, გული ამ ყველაფრისა არის ღვთისადმი აღვლენილი ჩვენი ლოცვა, ღმერთში მყოფობა, განღმრთობა. ჩვენი უმთავრესი მიზანი ხომ სულიწმინდის მოხვეჭა უნდა იყოს, რის გამოც დავდივართ ეკლესიაში.

ღმერთი არის ჩვენი მოსიყვარულე მამა, მეგობარი და მწყალობელი, "იყავით მეგობარნი", "მონობიდან - მეგობრობისკენ", "მონობიდან - თავისუფლებისკენ". ჩვენ ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ვიდრე გავიფიქრებდეთ, უფალმა უკვე იცის ჩვენი სურვილები, მაგრამ შეიძლება გარკვეული დროით შეაყოვნოს ჩვენი სურვილის შესრულება. მან უკეთ იცის, როდის აასრულოს ჩვენი თხოვნა. მამყოფე შენში, შენ ჩემი იყავი, მე შენში მინდა ვიყო, უფალო, - თუ ასეთი სულიერი განწყობა იქნება, მაშინ ღვთისაგან ყველაფერი მისაღები იქნება, განსაცდელიც და უგანსაცდელობაც.

- მამა ილია, სხვადასხვა რელიგიისა და სარწმუნოების მიმდევარი თავისი ენით ლოცულობს. რას უწოდებენ მათ ლოცვას ქრისტიანები?

- სახარება ყველგან იყო ნაქადაგები დედამიწაზე, ყველა კუთხეში, ყველა ხალხში. განკითხვის დღეს, ალბათ, აუცილებლად იქნება ნათქვამი ის, რომ ქრისტე მთელი კაცობრიობის გადასარჩენად მოვიდა, მაგრამ შენ არ მიიღე ეს ქადაგებები. ჩვენ მართლმადიდებლები გვქვია, ანუ მართლად განმადიდებელნი ვართ უფლისა, ჩვენი დედაეკლესიის წიაღში სწორად იდიდება ღმერთი. რა თქმა უნდა, სხვა რელიგიებშიც არის ღვთის თაყვანისცემის მცდელობა, მაგრამ რას და როგორ განადიდებენ, ეს უკვე სხვაა. თუმცა სხვა რელიგიებშიც რამდენია კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ ყველა თავისი სინდისითა და არჩევანით განისჯება ღვთის სამსჯავროზე. ნებისმიერი მათი მოწყალების საქმეებითაც განისჯება, მთავარია, მოწყალენი იყვნენ. მოწყალება არ დაიკარგება. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ", - ამბობს უფალი. პირველ რიგში ჩვენ განვისჯებით, ქრისტიანები, რადგან ვისაც მეტი მოგვეცა, მეტი მოგვეთხოვება.

- მამა ილია, რა პასუხს გასცემთ ჩვენი რესპონდენტის შეკითხვას?

- სიკვდილი და ავადმყოფობა ცოდვასთან ერთად შემოვიდა სამყაროში. სიკვდილი ღმერთისგან კაცის დაშორებაა, ადამიანმა როცა დაარღვია მორჩილების მცნება, დაშორდა ღმერთს, ჩაქრა მასში თაბორის ფერისცვალების ნათელი და პირობითობას დაექვემდებარა, სიკვდილის შემოსვლით გაჩნდა დაავადება სამყაროში, დაირღვა პირველყოფილი ჰარმონია, შეიცვალა ჰავა. ცხოველთა სამყარო, რომელიც ადამიანს მეგობრობდა, ამის შემდეგ თავს ესხმოდა მას. დაირღვა სამყაროს სტრუქტურა მთლიანად და რადგან სიკვდილი შემოვიდა, ადამიანთან ერთად ცხოველებიც, ფრინველებიც, მწერებიც და მცენარეებიც ხრწნადობას, წარმავლობას და ავადმყოფობას დაექვემდებარნენ და მთელ სამყაროს განეფინა ეს მდგომარეობა, ცოდვის ბაცილა მთელ ხილულ სამყაროს შეეყარა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მადლის წინაშე თვით ველური და დასნეულებული ბუნებაც კი ძრწის. წმინდა სერაფიმე საროველს დათვი ემსახურებოდა, იოანე ზედაზნელს და მის 12 მოწაფესაც ემორჩილებოდნენ ცხოველები. ის ბავშვი, რომელიც სახარებაში ქრისტემ დალოცა და მასზე თქვა, ასეთები დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველსო, უდიდესი წმინდანი გახდა და როდესაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და გალიაში მშიერი ლომი შეუშვეს მის დასაგლეჯად, ცხოველთა მეფე მის ფეხებთან მორჩილად დაჯდა, სანამ წმინდა ეგნატემ არ უთხრა: "ქრისტეს სახელით გიბრძანებ ღვთის ნების ასრულებას, უფალთან რომ მალე წარვდგეო". წმინდა მარიამ მეგვიპტელის გვამსაც ლომმა უპატრონა გარდაცვალების შემდეგ, ბრჭყალებით გაუთხარა საფლავი, მისი ნეშტი ორმოში ჩადო და მიწა დააყარა. ხრწნადობიდან და პირობითობიდან გასვლა წმინდანებს შეუძლიათ, რადგან მათი სულიერი მთლიანობა უკვე აღდგენილია უფალთან.

ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ კი სიკვდილი საბოლოოდ გაუქმდება და დასამარდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat