მხოლოდ ნაკითხობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ინტელექტუალურია, მთავარია, ის სულიერად განათლებული იყოს
მხოლოდ ნაკითხობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ინტელექტუალურია, მთავარია, ის სულიერად განათლებული იყოს
1. ყოველი დროისათვის აქტუალური გამოთქმა, "ხმა ღვთისა და ხმა ერისა", თქვენი აზრით, ვის გასაგონად არის ნათქვამი და რამდენად თანხვდება დღევანდელ ქართულ რეალობას ამ მოწოდების პათოსი?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: ფილოლოგი ლია ბურჭულაძე და ექიმი-ფიტოთერაპევტი ზურაბ გაგნიძე

ლია ბურჭულაძე, ფილოლოგი, ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის I არხზე საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" გამომშვებ-რედაქტორად, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარული რედაქციის დირექტორად, ხელმძღვანელობდა ტელევიზიის მეორე არხის საინფორმაციო სამსახურს. მეუღლე - ნოდარ ჟვანია გასულ წელს გარდაიცვალა. ჰყავს შვილები: ნანა და გიორგი, ამჟამად არ მუშაობს.


1. ვფიქრობ, გამოთქმა, "ხმა ღვთისა და ხმა ერისა", უხსოვარი დროიდან მოქმედებდა საქართველოში. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის არის ნათქვამი. სამწუხაროდ, ჩემს თაობას მაინც გვეშინოდა ტაძარში სიარულის, ჩვენდა სასიხარულოდ, დღეს ეს შიში არამც თუ გამოირიცხა, არამედ მოხდა ღვთისკენ მკვეთრი შემობრუნება. ჩვენი დიდი სულიერი საჭეთმპყრობლის პირით ხმოვანდება ღვთის ნება, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეისმინოს, თუ რამდენად შევისმენთ ჩვენ ამ ხმას, ეს უკვე ცალკეული პიროვნების პრობლემაა და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ერის პრობლემაც. გარეგნული ათეიზმის მიუხედავად, რაც თითქოს ერთი შეხედვით შეინიშნება ჩვენს ახალგაზრდობაში, ბევრი მაინც თავისით მივა იმ დასკვნამდე, რომ ძნელი იქნება ჩვენნაირი ტრადიციებისა და სულიერი კულტურის მქონე ქვეყნისთვის ეკლესიის გარეშე ცხოვრება, ამიტომ მე ამ პრობლემას დროებით მოვლენად განვიხილავ.

2. მამაჩემი, პროფესორი ერმილე ბურჭულაძე, წლების განმავლობაში იყო თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, ერთხანს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც გახლდათ. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, მკითხა, სად გინდა ჩააბაროო, მეც შენსავით ისტორიკოსობა მინდა-მეთქი. მეგონა, გაუხარდებოდა. პირიქით მოხდა. მკითხა, რა გასწავლეს სკოლაში შამილის შესახებო. მასწავლეს, რომ ის თავისი ხალხის ბელადი იყო, ძალიან უყვარდა სამშობლო და თავისი ხალხი, მაგრამ გვასწვლიდნენ იმასაც, რომ ის იყო მოღალატე, რომელიც თავისი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდაო. შენ რომელ ვერსიას ემხრობიო. მჯერა, ის თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი იყო-მეთქი. დამეთანხმა, - რასაკვირველია, ის გაუტეხელი პიროვნება იყო, რომელიც თავისი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, მას მთელი რუსეთი ეომებოდა და რომ არა გრიგოლ ორბელიანი, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის ჯარის გენერალი იყო, მას ვერავინ დაამარცხებდაო. ამ ამბავმა ძალიან დამაღონა, ამიტომ არ მინდა ისტორიულზე შეხვიდე, დაიტანჯებიო, - მითხრა მამამ. ერთსაც გირჩევ, რომელსაც ხამაღლა ნურასოდეს იტყვი, კაცმა მტრის ენა კარგად უნდა შეისწავლოსო. მეც ყურად ვიღე მამის დარიგება და რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი ავირჩიე. ეს ამბავი შემთხვევით არ გამიხსენებია. ახალგაზრდობაში ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ქართველს შეეძლო მოეკლა ილია, რადგან ამის წარმოდგენა ძალიან ძნელი იყო ჩემთვის. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ამას ჩაიდენდა ის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც გენეტიკურად, მართალია, ქართული გვარ-სახელები ჰქონდათ, მაგრამ სულით არ იყვნენ ქართველები. ილიას მკვლელობის შემდეგ ჩემთვის ყველაზე შემაძრწუნებელი ქართველთა კერპთაყვანისმცემლობა აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ბავშვობიდან ბევრი მიფიქრია, რამ გადაგვერჩინა ქართველები, მაშინ როცა უდიდესი ერები და იმპერიები მოისრნენ, აღიგავენ პირისაგან მიწისა და აღარაფერი დარჩა მათგან. ჩვენი გადარჩენის საიდუმლო ალბათ ჩვენს სარწმუნოებაშია და ამას იმ ისტორიულ პიროვნებებსაც უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც იყვნენ გაუტეხელნი, პრინციპულნი, თანმიმდევრულნი, რწმენითა და მომავლის იდეით გაჟღენთილნი, სამშობლოს მოყვარულნი, რომლებმაც უღირსად გადარჩენას ღირსეული სიკვდილი ამჯობინეს.

დრომ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. თითქოს რადიკალური ცვლილებების მოწმე გავხდით, მაგრამ ვფიქრობ, ფორმაცია კი არ შეცვლილა, სახეობრივი გარდასახვა მოხდა, სახეების ცვალებადობა, ერთი შეცვალა მეორემ, მესამე - მეოთხემ, ჩვენ კი, მოსახლეობის დიდი ნაწილი, კვლავინდებურად კერპთაყვანისმცემლები დავრჩით, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა ილიას სიტყვები გავიხსენო,

"ჩემზედ ამბობენ: "ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია".


3. შარშან დავკარგე მეუღლე, ახლახან შვილიშვილის მეუღლეც მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან, 33 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ორი პატარა შვილი დატოვა. ჩვენი ოჯახიდან წავიდა ორი უაღრესად ღვთის მოყვარული, უსაყვარლესი და განათლებული ადამიანი, რომლებიც ძალიან დიდი იმედი იყო ჩვენთვის. მე დავრჩი და ისინი წავიდნენ. უაღრესად მიჭირს ამ რეალობასთან შეგუება და ბევრჯერ მიჩნდება მცირედ მორწმუნისათვის დამახასიათებელი შეკითხვა - რატომ? მინდა მირჩიოს მოძღვარმა, როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან.


KARIBCHEზურაბ გაგნიძე, 49 წლის, ექიმი ფიტოთერაპევტი. მისი მეუღლეა ნინო ბაბალაშვილი, შვილები: რუსუდანი, ჭაბუკა და თამარი.

1. უპირველეს ყოვლისა, მთელ ერს უნდა გვესმოდეს ჩვენი სულიერი წინამძღოლისა, უნდა დავუჯეროთ ამ ადამიანს, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდობა, მთელი ერი შემოაბრუნა ეკლესიისკენ. როცა ქვეყანა წაღმა სიარულს ისწავლის, ბუნებრივია, დანაშაულიც ნაკლები იქნება. "არა კაც-ჰკლა", "არა იპარო", "არა იმრუშო", "პატივი ეც დედასა და მამასა შენსა", - გვასწავლის სარწმუნოება. ამაზე უკეთესს ვერავინ გამოიგონებს. როცა ხალხი და ხელისუფლება პატრიარქის რჩევებს გაითვალისწინებს და მის ქადაგებას შეისმენს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

არასდროს დამავიწყდება 1989 წლის 9 აპრილის ღამე, ვინც იმ ღამით ტელევიზორთან იჯდა და თვალყურს ადევნებდა იმხანად განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, შეუძლებელია, არ გაიხსენოს უწმინდესი ილია მეორის შეშფოთებული სახე, რომელიც მომიტინგეებს სიყვარულით მოუწოდებდა დაშლილიყვნენ, რომ თავიდან აგვეცილებინა მოსალოდნელი საფრთხე. მაშინ რომ პატრიარქისთვის დაეჯერებინათ, ხომ ავიცდენდით იმ უდიდეს ტრაგედიას, რაც იმ ღამეს დატრიალდა. არც მაშინ მოვუსმინეთ ჩვენს სულიერ მამას, არც შემდეგ და მერე გვიკვირს, რატომ ვართ ამ დღეში და ვერ გამოვდივართ განსაცდელებიდან?!

რამდენიმე წლის წინ საღვთო სჯულიც ისწავლებოდა ჩვენს სკოლებში, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ დღეს ესეც აკრძალა, არად შეისმინა ჩვენი პატრიარქის თხოვნა და მოწოდება. ღვთის ხმას თუ ჩავახშობთ და არ ევისმენთ, მერე ვიღას უნდა გადავაბრალოთ ჩვენი სატკივარი და გაჭირვება?!

2. ძალიან ცუდი, რაც საქართველოში მოხდა, თბილისის ომი იყო, მაშინ გავწირეთ ქართველებმა ერთმანეთი, სხვაგვარადაც ხომ შეიძლებოდა მოგვეგვარებინა ყველაფერი, მაინცდამაინც თოფი უნდა აგვეღო ხელში და ამოგვეწყივტა ერთმანეთი?

იმდროინდელი მთავრობის სინდისზე იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის ომების დაწყებაც, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ რაზე მიდიოდნენ. ხალხი წამოეგო ამ პროვოკაციას, რადგან არ იცოდნენ, სინამდვილეში რაც ხდებოდა მაშინაც და ბოლო ომის დროსაც და ანთებული გულებით წავიდნენ სამშობლოს დასაცავად, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და აღარ განაგრძობ ამაზე საუბარს, ღმერთმა იცის ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი... სამწუხაროა, რომ ვერც ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ და ვერც სხვისაზე. ვფირობ, რაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მოხდა, ნამდივლად არ იყო გონივრული. დღესაც იგივე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, ვერ გამიგია, რა დაგვემართა!..

3. ჩემი აზრით, საპატრიარქომ უნდა გვითხრას, ავიღოთ თუ არა ჩიპიანი პასპორტები. ბუნებრივია, უპასპორტოდ ვერ ვიცხოვრებთ, რადგან საქართველოდან ფეხს არავინ გადაგვადგმევინებს, ვინც ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, რა გზას დავადგეთ, გვაინტერესებს ამ საკითხზე, რას გვეტყვის მოძღვარი?


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი.

პირველ რიგში დავლოცავ ჟურნალ "კარიბჭეს", მის მკითხველს და ყველა იმ ადამიანს, ვისი გონება და სული უფლისკენაა მიმართული, ცდილობს შეისმინოს მისი მცნებები.

მინდა გითხრათ, რომ "ხმა ღვთისა და ერის ხმა თანხვედრაშია ერთმანეთთან, ბედნიერებაა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ისე ცხოვრობენ, მათი სურვილები, გულისთქმები და მისწრაფებები, უფლის ნებას დაუმორჩილონ და უფლის მცნებებისა და კანონების მიხედვით წარმართონ თავიანთი ცხოვრების გზა, რასაც სარწმუნოების ენაზე სინერგიას უწოდებენ. სინერგია ანუ უფლისა და ადამიანის ნების თანხვედრა ძალიან კარგია არა მარტო ადამიანისთვის, არამედ მთელი სამყაროსათვის, იმ სამყაროსთვის, რომელიც უფლისაგან არის შექმნილი, ხოლო როდესაც ეს ორი ნება ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ადამიანი თავისი ნებით, შორს დგას უფლის კანონებთან, რა თქმა უნდა, ეს მისი სულისთვის არის პირველ რიგში საზიანო, შემდეგ კი გარშემომყოფთათვისაც.

როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავისი ქადაგების დროს რომელიმე საკითხთან დაკავშირებით თავის შეხედულებას გვიზიარებს, ყველამ გულდასმით უნდა მოვისმინოთ, რადგან მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა უფლის ნებით ითქვა. მე არ მახსოვს უწმინდესის მიერ გამოთქმული მოსაზრება ბრძნული, შორსმჭვრეტელური და ყურადსაღები არ იყოს ჩვენთვის და ჩვენი ერისთვის. ქადაგებების გარდა, ყოველი მისი ეპისტოლე, სააღდგომო იქნება იგი, თუ საშობაო აუცილებლად უნდა გაითვალიწინოს როგორც სასულიერო პირებმა, ისე ერში მყოფმა ადამიანებმაც. უწმინდესი წერს, ამბობს, ქადაგებს, მოგვიწოდებს, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული მოვისმენთ თუ არა, შევასრულებთ თუ არ შევასრულებთ მის რჩევასა და შეგონებას. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით არც ხელისუფლება და არც ჩვენი ერი ყურად არ იღებს და არ ითვალისწინებს პატრიარქის მოწოდებას, ამიტომ შეცდომას შეცდომა ემატება და ვეღარ გამოვდივართ შეჭირვებული მდგომარეობიდან.

ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ტაძრები ვეღარ იტევენ მრევლს და სავსეა ახალგაზრდებით, რომლებიც იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას და ცდილობენ, დაეწაფონ სულიერებას. ამას არა მარტო ჩვენ აღვნიშნავთ, არამედ სტუმრებიც გაკვირვებულნი არიან ჩვენი ახალგაზრდების მონდომებით, რადგან კაცი ეკლესიაში სიარულს იწყებს, ჩვენი სურვილია, მათი სულიერი განვითარების ხარისხი მოწოდების სიმაღლეზე იყოს, ჩვენს დროს როგორ ხდებოდა და წინა თაობა რამდენად ახერხებდა ყოველივე ამას, ეს ცოტა უფრო რთული მომენტია და ახლა ამაზე არ მსურს ვილაპარაკო. ჩემი, როგორც მოძღვრის, სურვილია, ყველა ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დადის, წირვა-ლოცვას ესწრება, აღმსარებელია, ეზიარება და ქრისტიანული ცხოვრებისკენ მიილტვის, ყველა ეს ადამიანი, არა მარტო გონებრივად, არამედ განათლებული იყოს სულიერი თვასაზრსითაც, რადგან მხოლოდ ნაკითხობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ინტელექტუალურია, მთავარია, ის სულიერად განათლებული იყოს, სულიერად ადამიანი განათლებული იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც ის ცდილობს ქრისტიანული მოძღვრება თავისი მცნებებითა და დოგმატებით, თავისი არსით გაითავისოს და უფრო მეტად შეიმეცნოს, რომ ახლოს იყოს ღმერთთან.


პასუხი პირველ შეკითხვაზე:

სხვათა შორის, ანალოგიურ კითხვებს მისვამდნენ შვილგარდაცვლილი დედები მაშინ, როცა საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძრის მოძღვარი ვიყავი.

როდესაც ტაძარში ვიწყებთ სიარულს, ვამბობთ აღსარებას, ვეზიარებით და მთელი გულით მივენდობით უფალს, ყველაფერი კალაპოტში დგება, უფრო მშვიდი დინებით მივყვებით ცხოვრებას. ასეთ ვითარებაში, თითქოს განსაცდელიც უფრო ადვილად გადასატანი ხდება. ცხოვრებაში ჩვეულებრივ სიხარულიც არის და განსაცდელიც და როდესაც ადამიანს მწუხარება ეწვევა, მაშინ გამოჩნდება, როგორ დავდიოდით ეკლესიაში, ანუ როგორი სულიერი მდგომარეობა გვქონდა. ეს ერთგვარი ტესტია იმისა, თუ რამდენად გვწამდა საუკუნო ცხოვრების არსებობისა, როგორ ვემზადებოდით მართლმადიდებლობისთვის, რადგან წინდაწინ არავინ იცის, როდის დაუდგება ამ ქვეყნიდან გასვლის წუთები; ვაცნობიერებდით იმას, რომ სოფელი ამაოებაა და ჩვენ გავლით ვართ მოსულნი ამქვეყნად და მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა მარადიულობაში გადასვლა და უფალთან მიახლებაა. აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ და გვწამდეს, რომ ახლობელი კი არ დაგვიკრგავს, დროებით დავცილდით მას. ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, ვამბობთ აღსარებას, ვეზიარებით და არ გვიფიქრია იმაზე, რომ ზიარება მომავალ ცხოვრებისთვის მოზადებაა და ღვთის კეთილი ნებით, შესაძლებელია, ადამიანი ზიარების შემდეგ გაიყვანოს უფალმა. ჩვენ ამისთვის ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ. ყველა ადამიანი უფლისგან დადგენილ დროს გადის ამ წუთისოფლიდან და აი, როდესაც ფაქტის წინაშე ვდგავართ და ჩვენი ოჯახის წევრი ან ახლობელი გადის ამქვეყნიდან, მაშინვე გვეწყება სულიერი ბრძოლები, გვავიწყდება, რისთვის ვართ ქრისტიანები და იმთავითვე ვვარდებით უიმედობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, შინაგანად არ გვწამდა საუკუნო სიცოცხლისა და ეკლესიაში მხოლოდ სულიერი შვების მისაღებად დავდივართ. საჭიროა, თავიდანვე რწმენის მტკიცე საფუძველი შევიქმნათ და მყარად დავდგეთ, რომ სასოწარკვეთილებამ არ მოგვიცვას.

სულიერად გასაძლიერებლად უნდა იაროთ ეკლესიაში და მოძღვრის რჩევა გაითვალისწინოთ. კარგი იქნება ლოცვითი ურთიერთობა მიცვალებულთან, როგორც ჩვენი პატრიარქი გვირჩევს, დავიდოთ გარდაცვლილი ახლობლის სურათი წინ და ვესაუბროთ მას ისე, როგორც ცოცხალს. უნდა მოვუყვეთ მას ჩვენს შესახებ. შეგიძლიათ კითხოთ კიდეც რაიმე და რაღაც მომენტში პასუხიც გასცეთ. ასეთივე საუბარი მის სასაფლაოზეც შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ასეთი ურთიერთობა ბევრად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. არის შემთხვევები, როცა დიდი მწუხარების გამო, ჭირისუფალი სამსახურს ანებებს თავს, რადგან უნდა თავის დარდთან ჩაიკეტოს და მოერიდოს საზოგადოებას, კარგი იქნება, პირიქით თუ მოხდება, უმჯობესია იმუშაოს, იშრომოს, შინ გასაკეთებელ საქმესაც არ მოსწყდეს და არ მიეცეს დარდსა და მწუხარებას, თუ ამ რჩევას გაითვალისწინებს, ამით არც თავის სულს დაამძიმებს და არც მიცვალებულის სულს. როგორც ზემოთ მოგახსენბდით, მიცვალებულისთვის ლოცვა აუცილებელია და ყველა იმ წესის დაცვა, რასაც ეკლესია ითხოვს გარდაცვალებულისათვის, ეს მოწყალების გაცემა იქნება, წირვის დაყენება, პანაშიდის გადახდა, საკურთხის გაკეთება თუ სხვა. უფალი მოგვიწოდებს ვიზრუნოთ ჩვენი მიცვალებულების სულებისათვის და გავიაზროთ, რომ აქაური და იქაური ცხოვრება იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ეს სოფელი დროებითია, ის - მარადიული ჩვენ სულთან ერთად გვაქვს ხორცი, სული კი აქაც და იქაც უკვდავია.

პასუხი მეორე შეკითხვაზე:

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდთან შეიქმნა სამი ეპისკოპოსისგან შემდგარი კომისია, რომელსაც ჯერჯერობით რაიმე კონკრტული დასკვნა არ გამოუტანია და შესაბამისად, წმინდა სინოდსაც რაიმე დადგენილება არ გაუკეთებია აღნიშნულ საკითხზე. სანამ სინოდის გადაწყვეტილება არ არსებობს, როდესაც მოძღვრებს გვეკითხებიან, გადაჭრით ვერც "ჰოს" ვეუბნებით მრევლს და ვერც "არას". მართალია, კურთხევას ვერ ვაძლევთ, მაგრამ ვურჩევთ, თავი შეიკავონ ახალი პასპორტის აღებისაგან თუ უკიდურესი შემთხვევა არ იქნება. ვიმედოვნებთ კომისია მალე დაარულებს ამ საკითხზე მუშაობას და სინოდის გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat