უფლის უხილავი სიყვარული ხილულად უფლის მცნებებით გადმოგვეცემა
უფლის უხილავი სიყვარული ხილულად უფლის მცნებებით გადმოგვეცემა
1. ღვთისა და მოყვასის სიყვარული აერთიანებს უფლისგან დადგენილ ორ უმთავრეს სახარებისეულ მცნებას, რომლის დაცვა სავალდებულოა ყოველი მორწმუნისთვის. ქრისტიანული მორალით, სიყვარული ყოველი გონიერი არსების უზენაესი კანონია ზეცაშიც და მიწაზეც.

რა განასხვავებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს ერთმანეთისგან; რომელი უფრო იოლად მისაღწევია? ადამიანი სულიერთან ერთად ხომ მიწიერი არსებაც არის და ძალუძს მას, თუნდაც ცოლქმრულ ურთიერთობაში მიაღწიოს მასში არსებული ამ ორი საწყისის ისეთ სრულყოფილებას და ჰარმონიას, რომელიც მოსაწონი იქნება უფლისთვის?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარGება ქართველი ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ თეოლოგი და იურისტი დავით სურგულაძე, ისტორიკოსი ნინო თორაძე და ფინანსისტი გიორგი ქარცივაძე.


დავით სურგულაძე, იურისტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფროსი სპეციალისტი. ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომელი. ჰყავს მეუღლე - ნათია გელოვანი, ტყუპი ქალიშვილი - ანა და მარიამი.


1. სჯული და წინასწარმეტყველება უმთავრეს მცნებაზე - სიყვარულზე დგას. ქრისტე გვასწავლის, რომ მოყვასში, უპირველესად, საკუთარი თავი დავინახოთ, საკუთარ თავში კი ადამიანურ ბუნებაში გაერთიანებული მთელი კაცობრიობა. ყოველი პიროვნება დამოუკიდებელი ინდივიდია, მაგრამ ადამიანური ბუნება ყველას საერთო აქვს, ისე როგორც ერთია ღმერთი თავისი ბუნებით. როდესაც განღმრთობის სურვილი ჩნდება, პიროვნება ცდილობს, დაუახლოვდეს ღმერთს, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობასთან აიგივებენ და ეს პროცესი ცალკე, განყენებულად არ განიხილება. მცნებათა აღსრულების კვალდაკვალ, თანდათანობით ხდება ღმერთთან დაახლოება, ღვთის წმინდა ნების თითო საფეხურით აღსრულებით. ამით ვუახლოვდებით და შევიმეცნებთ საკუთარ თავსაც, რადგან რამდენადაც მივილტვით ღვთისკენ, იმდენად ჩავწვდებით ჩვენს ბუნებას, საკუთარი ბუნების შეცნობით კი - მოყვასს. ჩვენი სარწმუნოების არსი და საიდუმლო სწორედ ისაა, რომ ყველანი ადამის მიერ კი არ დავეცით, არამედ ადამში დავეცით. აქედან გამომდინარე, ადამის, როგორც პიროვნების, გამო კი არ დავისაჯეთ, არამედ ადამში დავისაჯეთ იმიტომ, რომ ყველამ ადამის ხელით აღვასრულეთ ჩვენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ცოდვა. რაც უფრო მეტად შევიმეცნებთ ჩვენს დაცემულობას, მით უფრო დავუახლოვდებით ღმერთს და თანაგრძნობითა და სიყვარულით განვიმსჭვალებით მოყვასის მიმართ. როგორც ერთ სნეულებაში მყოფი ორი ადამიანი თანაუგრძნობს ერთმანეთს, ან კიდევ შვილგარდაცვლილი მშობლები თანადგომით არიან განმსჭვალულნი და ესმით ურთიერთის საერთო წუხილისა და ტკივილის გამო, ასევეა ის ადამიანი, რომელიც თავის დაცემულობას შეიცნობს. ამის შემდეგ იგი უფრო შემწყალე და მიმტევებელია სხვებისადმი. ამიტომ არ მესმის ამის მთქმელისა - მე ვპატიობ, მაგრამ ღვთისთვის მიმინდვია, მან განსაჯოს მავანთა საქციელიო. ეს ულმობლობაა, რადგან ყველა ადამიანი ღვთის შემწყნარებლობით უნდა გადარჩეს და როდესაც ღმერთს შეწყალებას ვთხოვთ ყოველი ლოცვის დროს, სხვას კი ღვთის მართლმსაჯულებისთვის ვიმეტებთ და ნაცვლად იმისა, ვთქვათ, "ღმერთი მოწყალეა და აპატიოს", ვამბობთ: "ღმერთმა განსაჯოს და განიკითხოსო", ამაზე მეტი წყევლა რაღა უნდა იყოს? ამიტომ ყოვლადსამართლიანი ღმერთი ჩვენს ლოცვასაც იმგვარად შეისმენს და შეგვიწყალებს, რასაც სხვას ვუსურვებთ და რა გულითაც ვილოცებთ მოყვასისთვის. უფლის უხილავი სიყვარული ჩვენ ხილულად უფლის მცნებებით გადმოგვეცემა.

რომელი უფრო ადვილი მისაღწევია - ღვთის თუ მოყვასის სიყვარული? ჩემი აზრით, უმჯობესია, კაცმა ღვთის სიყვარულით დაიწყოს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ღვთისნიერი ადამიანები შეგვაყვარებენ უფალს, რასაკვირველია, ესეც ღვთისგანაა. "თქვენით იდიდება სარწმუნოება, თქვენ ხართ მარილნი ამა სოფლისანი, - ეუბნება ქრისტე თავის მოციქულებს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ადამიანი ღვთის გზაზე დააბრკოლოს ურწმუნო, უსიყვარულო პიროვნებამ. ასეთი შემთხვევაც მოხდა: ათონის მთაზე ერთ-ერთ ბერს დაუტოვეს ურწმუნო, ათეისტი ადამიანი, რამდენიმე წლის შემდეგ იგი ბერს გამოუტყდა, მართალია, მე ღმერთი ჯერაც ვერ ვირწმუნე, მაგრამ შენში იმდენი სათნოება და სიყვარული აღმოვაჩინე, ძალიან შემიყვარდიო. ცოტა ხნის შემდეგ მან ღმერთის არსებობაც აღიარა. როგორც გლახაკში მე ვაპურებ ღმერთს, ქრისტემ შეიძლება მეც მომცეს რომელიმე სამარიტელისგან ის, რაც მე მჭირდება.

ცოლქმრული სიყვარულიც ღვთისგან ნაკურთხია და სრულყოფილებისკენაა მოწოდებული, როგორც ქრისტე და ეკლესია არის ურთიერთსიყვარულის ნაყოფი.

2. პირადად ჩემთვის ძალზე მტკივნეულია იმის გააზრება, რომ უკანასკნელ ხანს მტრის ხელით უფრო ნაკლები ადამიანი იქნა განადგურებული ომებში, ვიდრე საკუთარი ხელით. ქართველმა დახოცა ქართველი ამ წლების განმავლობაში. მართალია, ყველა ომს მოაქვს უბედურება, მაგრამ ჩვენი ტრაგედია იმაშია, რომ კაენის ცოდვა დატრიალდა საქართველოში, ეს არის ყველაზე მტკივნეული. ასე გავიმეტეთ ჩვენ ილიას შემდეგ კირიონი, ამბროსი, კოსტავა, გამსახურდია, შარტავა. ღმერთმა შეგვინდოს და დაგვიხსნას აწი მაინც ამ უდიდესი ცოდვისაგან.


KARIBCHEნინო თორაძე, 47 წლის, ისტორიკოსი. მისი მეუღლეა ზურაბ ბარამიძე, ჰყავს 8 წლის ქალიშვილი მარიამი.

1. მე სიყვარული შემიძლია შევადარო მზის დისკოს, თითოეული მისი სხივი კი არის ყველა ის სათნოება, რომელსაც გვასწავლის ქრისტიანული დოქტრინა, სიკეთე სიყვარულის ბუნებრივი შედეგია. მზის ერთ-ერთი მოკაშკაშე სხივია თანალმობა, ასევე თანაგრძნობა, მიმტევებლობა. ადამიანს ვერ მივუტევებთ, თუკი სიყვარული არ შეგვეძლება. იგი ბევრსაც გვავალდებულებს, იმიტომ რომ უზარმაზარ პასუხისმგებლობას და თავგანწირვასაც მოიცავს თავის თავში.

თავის დროზე ქრისტიანად მომნათლეს მშობლებმა, მაგრამ ერთხანს გატაცებული ვიყავი აღმოსავლური რელიგიების შესწავლით, განსაკუთრებით დავინტერესდი კრიშნაიზმით, რადგან კრიშნა საკმაოდ მხიარული "ღმერთია". მომწონდა, რომ ძალიან მსუბუქი რელიგია იყო, რომელიც ბევრს არ გვავალდებულებს. ერთ მშვენიერ დღეს იმაზეც დავფიქრდი, რომ ქრისტიანული რელიგიის გარდა, სხვა თითქმის ყველა რელიგია ითხოვს გარკვეულ მსხვერპლს ყვავილებისა თუ სხვადასხვა სისხლიანი შენაწირის სახით, აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი ღმერთი მთელ სამყაროში ქრისტეა, რომელიც ყოველ წირვა-ლოცვის დროს თავისი სისხლითა და ხორცით გვეწირება, ისე ვუყვარვართ. როგორ შეიძლება მას არ ვენდო და არ მიყვარდეს, როდესაც ჩვენი გულისთვის ჯვარს ეცვა და დღესაც თავისი უწმინდესი სისხლითა და ხორცით განბანს ჩვენს ცოდვებს? როცა ეს გავიაზრე და დავრწმუნდი იმაში, რომ ქრისტე ყველაზე ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთია, უდიდესი სინანული დამეუფლა და მაშინვე მინდოდა ეს ყველაფერი ბავშვებისთვის ამეხსნა, მაგრამ ამის ახსნა და ამაში წვდომა ბავშვისთვის კი არა, ბოლომდე დიდისთვისაც შეუძლებელია.

იოანე მახარებელი ქრისტეს სიტყვასაც უწოდებს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანს როგორი გულით ეტყვი სიტყვას. თუ სიტყვას "მიყვარხარ" მთელი სულით წარმოთქვამ და გულში გაატარებ, სწორედ მაშინ მიაღწევს შენი სიტყვა ადრესატის გულამდე. თუ გახსოვთ, როდესაც ჰამლეტს ეკითხებიან, რას კითხულობო, ის პასუხობს: "სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს", ანუ სიტყვებს, რომელთაც სული, გრძნობა და ემოცია არ ახლავს, არის მხოლოდ ბგერათა ერთობა, რომელსაც არავითარი ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია. აივსო ქრისტე სულით ნათლობის შემდგომ და სწორედ ამის შემდეგ იწყებს ქადაგებას. როგორ შემიძლია დავეჭვდე, ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია თუ არა? მან ისე შეიყვარა თავისი ქმნილება, თავი თვისი დაიმდაბლა იმდენად, რომ ადამიანის ხორცი შეისხა და ისე მოევლინა ამ სამყაროს ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. შეიძლება წარმოვიდგინოთ ამაზე აღმატებული სიყვარული? სახარება ყველაზე წმინდა და ცოცხალი წიგნია, რაც კი კაცობრიობაში დაწრილა, ამ წიგნში მაცხოვარმა ყველა კითხვაზე გასცა პასუხი და თუ სახარებისეულ სიბრძნეს ჩავწვდებით, შევიძლია ძალიან მშვიდად ვიცხოვროთ, რადგან ყოველთვის გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ.

ვფიქრობ, კაცობრიობის ისტორია არის სიყვარულის სევდიანი ამბავი, ადამიანთა უმრავლესობა ძუნწია ამ გრძნობაში, სამწუხაროდ, ცოტანი სწავლობენ სიყვარულს, რადგან ბევრ დროს ხარჯავენ ერთმანეთის შურში, სიძულვილსა და მატერიალური ქონების დაგროვებაში, ვიღას ახსოვს მაცხოვრის სიტყვები, სიმდიდრეს ჟანგი შეჭამს და ჩრჩილი ანადგურებსო. პლატონის თქმისა არ იყოს, ადამიანებს ისეთივე შეხედულება აქვთ ჭეშმარიტებაზე, როგორც გამოქვაბულის შესასვლელთან, სინათლისკენ ზურგით მდგარ კაცს, რომელიც მის წინ მორიალე ჩრდილებს ხედავს მხოლოდ. შესაძლოა, ჩვენც ასე ვხედავდეთ სიყვარულის ლანდებს მისგან ზურგშექცევით მდგარნი... ბავშვები ჩვენთან შედარებით უფრო ლამაზად და განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს, მერე, როცა იზრდებიან და გადიან ცხოვრების დიდ სარბიელზე, თანდათანობით ხდებიან ჩვენნაირები, რადგან ნივთიერი, მატერიალური სამყარო ხიბლავს და ანადგურებს ჩვენს სიყვარულს, ამიტომ თუ სიყვარულს არ გავუფრთხლდებით, რაც ღმერთმა საგზლად გამოგვატანა ამქვეყნად, იგი თანდათანობით მინავლდება და ჩაქრება ჩვენს გულებში.

რაც შეეხება ცოლქმრულ სიყვარულს, ორ ადამიანს შორის თუ სულიერი სიყვარული არ არსებობს, იგი დასაღუპად იქნება განწირული. აბა, შევეკითხოთ ნებისმიერ მამაკაცს, რამდენ ხანს შეუძლია უყვარდეს ლამაზი ქალი თუ მასთან ხორციელის გარდა სულიერი სიყვარული არ აკავშირებს... როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, სიყვარული თავმდაბალია, არ შურს, არ ძალადობს, არ ამპარტავნობს და ა.შ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ჩვენი ფორმულა, რადგან ჩვენს ეკლესიაში სიარულს, ლოცვას, ზიარებას, მარხულობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მადლი, თუ ჩვენ სიყვარული შეგვეძლება, - ღვთისა და მოყვასის სიყვარული.

2. 1990 წლის 25 დეკემბერს, თბილისში გაგანია ომის დროს, ტაძარში შესვლა და სანთლის დანთება მომინდა, როცა რუსთაველზე გავედი, ტყვიამ ყურთან გამიწუილა. არ ვიცი, შიშით თუ ნერვიულობით, ავცახცახდი. ტაქსის მძღოლს რომ იქიდან არ გამოვეყვანე, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. ჩემი თვალით ვნახე, ქართველები როგორ ესროდნენ ერთმანეთს და ასე უაზროდ იხოცებოდნენ. ამაზე თავზარდამცემი არაფერი მინახავს. ამიტომ მე ორივე მხარეს ვადანაშაულებ. იმასაც, ვინც ამბოხება მოაწყო და ხელისუფლებას, ვინც ამბოხებულებს სროლითვე უპასუხა და ჩვენი გენოფონდი სასიკვდილოდ გაიმეტა. ორივე მხარემ პასუხი უნდა აგოს ისტორიისა და საკუთარი შთამომავლობის წინაშე. დღესაც გრძელდება საქართველოს სრული დაშლის პროცესი, დავკარგეთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ეს არის შედეგი, რაც მივიღეთ თბილისის ომის შემდეგ!

3. ძალიან ვწუხვარ, რომ სკოლებში აღარ ისწავლება საღვთო სჯული, რადგან კომპიუტერიზაციის პირობებში ჩვენს შვილებს დიდი სულიერი ვაკუუმი შეექმნათ. იქნებ აღვადგინოთ ის კარგი ტრადიცია, რაც დამოუკიდებლობის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიპოვეთ?


KARIBCHEგიორგი ქარცივაძე, 23 წლის, ფინანსისტი, "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" საკრედიტო მენეჯერი, მეუღლე - სოფიო ტოგონიძე, შვილი - კონსტანტინე.

1. მართლმადიდებლობის მთავარი არსი სიყვარულია. ამას ითხოვს უფალი ჩვენგან! ყოველი ცოდვის საწყისი არის უსიყვარულობა. ადამიანი ვერ მოკლავს, ვერ იმრუშებს, ვერ ჩავარდება სასოწარკვეთილებაში, ვერ გახდება წამალდამოკიდებული, თუ მას გულში სიყვარული აქვს. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ უფლის სიყვარული უფრო რთულია, ვიდრე მოყვასისა, რადგან, ისევ ჩვენი ურწმუნოების გამო, გვიჭირს იმის დაჯერება და მით უმეტეს სიყვარული, რასაც ვერ ვხედავთ, უფალს ხომ თვალით ვერ ვხედავთ, ის რწმენით უნდა დაინახო და შეიყვარო. მე ვთვლი, რომ უფლის სიყვარულს მოყვასის სიყვარულის გარეშე ვერ შევძლებთ. თუ ადამიანს არ უყვარს საკუთარი ოჯახი, ქალაქი, სამშობლო, მეგობრები, ვერ შეძლებს უფლის შეყვარებას. დღეს ხშირად საუბრობენ თავისუფლებაზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ რაც უფრო აღვირახსნილი და უზრდელი იქნები, არ შეგრცხვება გარშემომყოფების, მით უფრო თავისუფალი იქნები. სინამდვილეში კი სწორედ ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. თავისუფალი ხარ მაშინ, როდესაც გიყვარს, პატივს სცემ საზოგადოებას და არ გმართავს საკუთარი ვნებები!

ცოლქმრული თანაცხოვრება იწყება ურთიერთსიყვარულით. ეს სიყვარული წმინდა, ხელშეუხებელი და პატივსაცემი უნდა იყოს ყველასთვის! ამ სიყვარულს ვერ გადაწონის ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა! შეიძლება ოჯახში მატერიალურად ყველაფერი წესრიგში იყოს, მაგრამ ბედნიერება ჰქონდეთ დაკარგული და პირიქით, ოჯახში შეიძლება სიდუხჭირე იყოს, მაგრამ ურთიერთსიყვარულიდან გამომდინარე იმ მცირედითაც დაკმაყოფილდნენ, რაც აქვთ!

2. გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ილიას მკვლელობის შემდეგ არაერთი შემზარავი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ყველაზე მტკივნეული ტერიტორიების დაკარგვა იყო. იმედია, უახლოეს ხანებში აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც შეეხება ჰერეთს, აქ არა მგონია რამე შეიცვალოს და ყველაზე მეტად ეს მტკივა. ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა ამ კუთხეში, გასცნობია ადგილობრივ ხალხს და ბუნებას, დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივია.


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ლონდარიძე.

- დიდება და მადლობა ჩვენს შემოქმედ ღმერთს იმისათვის, რომ თავისი თავი განგვიცხადა და ადამიანებს ყველაზე მთავარ მცნებად სიყვარული დაგვიდგინა. გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს მოყვასი - თავისთავად ეს ორი მიმართება ერთ სიტყვაშია გაერთიანებული - "გვიყვარდეს". ღვთის სიყვარული, რომელიც ხარისხობრივად უფრო აღმატებულია, მოგვიწოდებს მოყვასის სიყვარულისაკენ. როგორც ჩვენი პატრიარქი აღნიშნავს, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიყვარული ერთ წერტილში კვეთს ერთმანეთს და ჯვრის ფორმას ქმნის. ეკლესია, რომელიც ღვთის ყოვლადბრძენი სულია და მისი დამაარსებელი და პირველი მღვდელმთავარი, უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენი სიყვარულით ჯვარს ეცვა და ეწამა კაცობრიობის გამოსახსნელად, გვასწავლის, ჯვარს ვაცვათ ჩვენი ცოდვები და ამით ვძლევთ სიძულვილსა და ბოროტებას. თუ არსებობს ზოგადად ცოცხალი სახე სიყვარულისა, შეიძლება ითქვას, ჯვარი არის განხორციელებული სიყვარული. მაცხოვრის ჯვარცმა ამის ყველაზე დიდი გამოხატულებაა. სიყვარულის სხვადასხვა საფეხური შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სულიერი სიყვარული ყველაზე აღმატებულია, რომელიც თავგანწირვასაც გულისხმობს. სწორედ ასეთი სიყვარული გამოავლინეს მენელსაცხებლე დედებმა - როდესაც მაცხოვარს საფლავში ვერ იხილავენ, თავზარდაცემულნი ტირილს დაიწყებენ. მოციქულები კი, შეკრულნი შიშით ურიათასა, დახშულ კარს მიღმა იმალებოდნენ. ამიტომ მკვდრეთით აღდგომილი უფალი პირველად გაბედულ და თავდადებულ მენელსაცხებლე დედებს გამოეცხადება და როდესაც ისინი მაცხოვარს შეიცნობენ, მათი უდიდესი მწუხარება წარმოუდგენელი სიხარულით შეიცვლება.

ზოგადად ღვთის შემეცნების პროცესი ისეთივე განვითარებადია, როგორიც უფალია დაუსრულებელი. იმის მიუხედავად, რომ ადამიანი გარეშემოწერილობადი და დასრულებადი ქმნილებაა, იგი ყოველთვის მაინც მიილტვის ზეაღმატებული, უსასრულო ღვთისკენ და მუდმივად შეიმეცნებს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, ღმერთთან მიმართებით, რადგან ღმერთი სიყვარულია, მისთვის ღვთის შემეცნება სიყვარულის შემეცნებას ნიშნავს. საბოლოოდ, ქრისტეს მოციქულებმა მაინც დაადასტურეს მაცხოვრისადმი თავგანწირული სიყვარული, თითქმის ყველა მათგანი მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა და მოგვცეს მაგალითი იმისა, რომ სიყვარული ქმედითი და ცხოველმყოფელია, რომელიც საქმით უნდა გამოიხატებოდეს, რადგან არ შეიძლება მხოლოდ აბსტრაქტული ფორმით გვიყვარდეს რაღაც და მასზე არ ვზრუნავდეთ. ვინც გვიყვარს, იმის მიმართ გვიჩნდება მზრუნველობის გრძნობა, ღმერთი იქნება ეს, სამშობლო თუ მოყვასი. ერთი შეხედვით, თავის თავზე მეტი სიყვარული თითქოს შეუძლებელია, მაგრამ ამაზე აღმატებული სიყვარულიც არსებობს, რომელსაც სასწაულებრივიც კი შეიძლება ეწოდოს. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ბოლო დროის სასწაული ისღა დარჩებათ მორწმუნეებს, რომ შეიყვარებენ მტერს, ჩვენ ხომ ამ უმაღლესი სიყვარულისაკენ ქრისტეს მივყავართ, ვერც ერთ რელიგიაში ან ფილოსოფიურ მიმდინარეობაში ვერ ნახავთ ასეთ მოწოდებას, რომელიც უფალმა მცნებად დაგვიდო, სწორედ ეს არის ნიში ჩვენი გამორჩეულობისა, იმისა, რომ ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოების, ღვთის სიტყვის მიმდევრები ვართ. ყველა სიყვარული, მტრის სიყვარულამდე ამაღლებული, უფლისაგან იღებს სათავეს, მადლობა უფალს ყველაფრისთვის! თუ ჩვენ გვიყვარს უფალი, სამშობლოც გვეყვარება, ოჯახიც, ადამიანებიც, ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა. როგორც უფლის ქმნილებას, ჭიანჭველასაც ვერ დავადგამთ ფეხს. ასე უყვარდა ადამს სამყარო, როცა ის სამოთხეში იყო, ქნილებათა მთელ სისტემას კი - ადამი და თავისი შემოქმედი, დაუშრეტელი წყარო ცხოველმყოფელი სიყვარულისა. პირველყოფილ ადამიანთა დაცემის შემდეგ სახე იცვალა სამყარომ, წარმოიშვა ხორციელი სიყვარული, მშვინვიერი, ინტელექტუალური სიყვარული, როცა ადამიანი გატაცებულია მუსიკით, მხატვრობით, პოეზიით, ხელოვნების სხვადასხვა დარგით, რომელიც სულიერი სიყვარულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ვიღაც შეიძლება დარჩეს განვითარების ხორციელ დონეზე, მატერიალისტები ხომ ყველაფერს ხორციელ დონეზე დაიყვანენ და იმასაც ამბობენ, რომ ადამიანი განვითარებული ცხოველია, არის ისეთი ფილოსოფიებიც, რომლებიც ადამიანს მოიაზრებენ როგორც მშვინვიერ, ინტელექტუალურ არსებას. თუ ადამიანი აფუფუნებს მხოლოდ ხორცს, მაშინ იგი აზიანებს სულს, ხოლო როცა ის სულიერს ხორციელზე წინ დააყენებს, მაშინ ის აბალანსებს მის ხორციელ სიყვარულსაც. არ შეიძლება ადამიანმა უფლის სიყვარულზე წინ დააყენოს სამშობლო ან მოყვასი, როგორც ჩვენი პატრიარქი ხშირად ამბობს: "უფალი, სამშობლო, ადამიანი", თუ ამ იერარქიას გადავანაცვლებთ, მაშინ რას მივიღებთ? მე ჩემს განცდაზე მოგახსენებთ, როცა სამშობლო უფალზე წინ დამიყენებია, საშინელი ტრაგიზმი მოდის, ვეღარც სამშობლოს ემსახურები, რადგან საბოლოოდ მაინც თავის გადარჩენაზე ფიქრობ და ვეღარც ღვთის შეწევნას იღებ, რადგან ის უკვე უარყოფილია შენგან, ამ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ დამახინჯებული ფორმა ნაციონალური შოვინიზმისა და ამ დროს არასწორ დასკვნებს აკეთებ. უფალი, სამშობლო, ადამიანი - სიყვარულის სხვადასხვა ხარისხობრივი საფეხურებია, რომელიც ერთ მთლიანობას მოიცავს. სიყვარული ღმერთში - ეს სიყვარულში განღმრთობის ფორმაა, ანუ ვინც მე მიყვარს, იმ სახეს ვიძენ, განღმრთობილი ვხდები და პიროვნულად ღმერთს ვატარებ ჩემში, თუ მე მიყვარს სამშობლო, მთლიანად ჩემს გულში შემოდის სამშობლო და მე შევდივარ მის ტკივილში, სიხარულში, მასზე ფიქრში, უძილო ღამეებს რომ მათენებინებს და ბოლოს, მისთვის თავგანწირვაში. თუ მე მიყვარს მოყვასი, ასევე შევდივარ მისი პირადული ცხოვრების სიხარულსა თუ მწუხარებაში, მთლიანად მისით ვარ მოცული და ეს ხდება ჩემი დარდის და ტკივილის სათავე. საბოლოო ჯამში, მინდა პავლე მოციქულის სიტყვები მოვიყვანო: "არა მე ცოცხალ ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" - აი, ამ ფორმატში შესული ადამიანი, მართლაც განმღრთობილია და ჩვენ, ყველანი აქეთკენ უნდა მივისწრაფოდეთ, დიდება ღმერთს და დედაეკლესიას, რომელიც ამას გვასწავლის.

როცა ადამი სამოთხეში იყო, რომ არ მოეწყინა, უფალმა შექმნა მისი ნეკნისგან ქალი, რომელიც მისი სულიერი პარტნიორი იყო (მე ამას ბიბლიურ სიყვარულს ვეძახი). ფაქტია, რომ უფალმა ამის აუცილებლობა დაინახა, რათა მის ქმნილებას ადამს გვერდით ჰყოლოდა თანაშემწე, მისივე მსგავსი, ნუგეშად ერთმანეთისა. ამის შემდეგ ის გადახრა, რაც მას ჰქონდა, დაბალანსდა (სამოთხისეულ მდგომარეობაში მოწყენა, რა თქმა უნდა, გადახრაა). ქრისტიანული სწავლებით, ქალისა და კაცის გაერთიანების მიზანი იმაში უნდა იყოს, რომ მათ აცხოვნონ ერთმანეთი.

ცოლქმრობით ორი პიროვნების ჰიპოსტასური გაერთიანება ხდება, მამაკაცი და ქალი თავს იყრიან ერთარსებაში, თუმცა რჩებიან ცალკე პიროვნებებად. როდესაც ქალი თხოვდება, იგი თავისთვის კვდება და ქმრისთვის უნდა იცხოვროს. როდესაც კაცს ცოლი მოჰყავს, თავისთვის კვდება და ცოლისთვის უნდა იცხოვროს, ორივენი ივიწყებენ საკუთარ თავს და როდესაც შვილები უჩნდებათ, ისინი შვილთა სხმისა და მათი აღზრდისათვის ცხოვრობენ. იდეალური ოჯახი შეიძლება შევადაროთ წმინდა სამებას ჰიპოსტასურად, როცა ერთი ცხოვრობს მეორისთვის და ორივენი - მესამისთვის. ეს ერთი წიაღია და ამის განყოფა შეუძლებელია. ეს საღმრთო მსახურებაა. ამიტომ ჩვენი ოჯახები უნდა ვაქციოთ მცირე ეკლესიებად. ოჯახი არის საფუძველი ჩვენი ეკლესიისა, ამ საოცარ საიდუმლოს კი, რასაც ცოლქმრული უღელი ჰქვია, თვით მაცხოვარმა დაუდო სათავე, როდესაც ქრისტიანული ქორწინება აკურთხა. ჯვრისწერის დროს, როდესაც მღვდელი ახალდაქორწინებულ წყვილს ერთ წრეს შემოატარებს, იგალობება "ესაია, მხიარულ იყავ", რომელშიც ღვთისმშობლისაგან მაცხოვრის შობაზეა ნათქვამი. მეორე წრეზე იგალობება "ნეტარ არიან მორწმუნენი", მესამე წრეზე - "მოციქულთა სიხარულო და მოწამეთა სიხარულო", ამ დროს მღვდელს ცოლ-ქმრის გადაჯვარედინებული ხელები უჭირავს, რომელზეც გადაფარებულია ოლარი, ეს კი ქრისტეს უღელს ნიშნავს. რაშია საქმე, რატომ გაჩნდა მესამე საგალობელში სიტყვა "მოწამენი"? საქმე ისაა, რომ ცოლქმრული უღელი გარკვეულწილად მოწამებრივ ცხოვრებასაც ითვალისწინებს. ძნელია, მით უმეტეს ჩვენს დროში, შევინარჩუნოთ ქრისტიანის ჭეშმარიტი სახე, ჩვენი ოჯახები კი მცირე ეკლესიებად ვაქციოთ და გავხადოთ ზეციური სასუფევლის მსგავსი. ჩვენი შვილები და მომავალი თაობა რომ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხადოთ, ამისათვის მართლაც თავგანწირული სიყვარული და უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, ღმერთმა შეგვაძლებინოს უფლის, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული ისე, როგორც ამას სახარება გვასწავლის.

პასუხი შეკითხვაზე:

ჩვენ დღითიდღე იმის მოწმე ვხდებით, რომ დედამიწის ცივილიზაცია თანდათანობით კარგავს თავის მორალურ-ზნეობრივ საყრდენებს, ჩვენი რწმენის ხარისხიც ამის მაჩვენებელია, მთელ სამყაროში იცვლება დამოკიდებულება ეკლესიისადმი. თუ უწმინდესი ილია მეორის წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეს წავიკითხავთ, ჩვენი პატრიარქი დიდი ტკივილით შენიშნავს, რომ შეიცვალა ღირებულებები, ადამიანმა თავისი თავი დააყენა მთელი სამყაროს ცენტრში და არა უფალი. ასე რომ, ფაქტია, ყველაფერი აპოსტასიისკენ მიექანება და ურწმუნოებისკენ მივდივართ. ადრე თუ ეკლესიების ფიზიკური ძალით განადგურება ხდებოდა, აპატიმრებდნენ, ხვრეტდნენ, დასცინოდნენ, ანაფორას ხდიდნენ და წვერ-ულვაშს კრეჭდნენ სასულიერო პირებს, როგორც იქნა, ეს ათეიზმის ხანა დასრულდა, მაგრამ დღეს უფრო დახვეწილი ფორმით ებრძვიან ეკლესიას. ამ უხილავი ბრძოლის ხილულ ფორმას წარმოადგენს მართლმადიდებლობის პროფანაცია, 100 ათასი მოწამის მოედანზე შენდება ბუდა ბარი, ეკლესიების გვერდით - სამორინეები, საროსკიპოები, ღამის კლუბები... წიგნის მაღაზიებში სახარების გვერდით ადგილს იკავებს სატანისტური ლიტერატურა, როდესაც ბინებში სახლის საკურთხებლად შევდივარ, ჯვარ-ხატთან ერთად აღმოვაჩენ გველს, მამალს, ღორს, ყველაფერი არეულია ერთმანეთში იმისათვის, რომ ყველა ნივთი ერთმნიშვნელოვანი გახდეს და ეკლესიური სიწმინდეები შეიბღალოს. თუ ამაზე რაიმეს იტყვი, რეტროგრადად მოგნათლავენ, თავიანთ თავს კი "ცივილიზებულებს" უწოდებენ, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ "საღმრთო სჯულის" სწავლება აღდგეს სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში. შექმნილ ვითარებაში ცხონების ერთადერთ საშუალებად ეკლესია რჩება, რაც შეეხება ჩვენს ოჯახებს, იმისათვის, რომ მცირე ტაძრებად ვაქციოთ ისინი, მართლაც დიდ გარჯასა და თავგანწირვას მოითხოვს მშობლებისგან, რათა ოჯახში მაინც მივაღებინოთ ჩვენს შვილებს ქრისტიანული აღზრდა-განათლება და მათი ჭეშმარიტი ორიენტირის ჩამოსაყალიბებლად ხელიხელჩაკიდებულნი ვატაროთ ეკლესიებში. სხვა გზას მე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat