სასწაულია ჩემთვის ყოველი წუთი, რომელსაც მე ვეხები...
სასწაულია ჩემთვის ყოველი წუთი, რომელსაც მე ვეხები...
ჩვენმა მადლიანმა წინაპარმა ამ ქვეყანას, სააქაოს, მისი წარმავალი ბუნების გამო, საწუთრო, წუთისოფელი უწოდა. რომელი პოეტი ან ფილოსოფოსი არ დაფიქრებულა, "წუთისოფლის ჩარხის ამაო ტრიალზე", წუთისოფელში ადამიანის ადგილსა და დანიშნულებაზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, ცოდვასა და მადლზე... ვინც ზედმეტად მიენდო საწუთროს, იწვნია კიდეც მისგან იმედგაცრუების სიმწარე.

სოფლის სამდურავი ქართული პოეზიის მარადიული თემაა. ჯერ კიდევ ფოლკლორიდან მოყოლებული, სოფელი "ბინდისფერია", "ტიალია", "არამდგრადია", "საბრუნავის მახეა", "აგორებული ქვაა", "ჭრელი გველია", "გამწირველია"... შესაბამისად, ამქვეყნად ადამიანის ცხოვრება ტანჯვასთან, ჯვრის ზიდვასთან არის დაკავშირებული. აკი ნათქვამია: "კაცი ტანჯვისთვისაა გაჩენილიო". მაგრამ რადგანაც ქართული კულტურა, მწერლობა, პოეზია ქრისტიანობის წიაღშია ნაშობი და მისი ღირებულებებითაა ნასაზრდოები, ამიტომ უიმედობას ენაცვლება სევდის ძლევა და რწმენა, რომ ღმერთი არ გაწირავს წუთისოფლისგან განაწირ კაცს. უფალიც ხომ ბრძანებს: "სოფელსა ამას ჭირი გაქვთ, მაგრამ ნუ გეშინიათ, რამეთუ მე ვძლიე სოფელს".

ჩვენი წუთისოფელი "წარმავალი გრძნობების ხეივნებით მიედინება". "განვლო სულმან მის შორის და არღარა იყოს და არცა იცნას ადგილი მისი" (ფს. 102). "წუთი წუთს შთანთქავს, წამი - წამს" - მაგრამ არიან შემოქმედნი, რომელთაც შეუძლიათ შეაჩერონ წამი და მარადისობად აქციონ. "მინდოდა, ცხოვრება სიტყვად გადამედნო" - პოეტი გივი ალხაზიშვილი თავისი "კალმით კემსავს" იმ ბზარს, რომელსაც აჩენს დრო. იგი პოეტურ სიტყვად აქცევს გულის სიმების წუთიერ რხევას და ამით ანიჭებს მას საუკუნო სიცოცხლეს. შემდგომ ეს ლექსები მომავალ თაობებში აგრძელებენ გულისცემას და კვლავ ანთებენ გაელვებულ წუთებს.

"შენც დროს იხანგრძლივებ, ჩავლილი დღეების
გესმის რეკვიემი და ზოგჯერ კანტატა,
არ ფიქრობ, ბავშვები თუ გაგიხსენებენ
და იმ წრეს შეერწყმი, რომელიც თანდათან
ჩერდება, თუმცაღა ბრუნავს ინერციით,
ჩურჩულებ: ყოველ დღეს, ყოველ წუთს გიმადლი!
და გამჭვირვალეა შენი სინანული -
ნაყოფი პირვანდელ სინათლის".
(წიგნიდან "ქორონიკონი")


- ბატონო გივი, წუთისოფლის ავ-კარგზე ხშირად დაფიქრებულხართ. ამ თემაზე დაწერილ თქვენს ლექსებში გადმოცემული განწყობილება ქრისტიანული ტონალობისაა. და მაინც, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წუთისოფლის მიმართ?

- კომპოზიტი "წუთისოფელი" აღნიშნავს: "წელი ათასი, ვითარცა დღე ერთი", რაც ეხმიანება ფსალმუნის სიტყვებს: "ათასი წელი წინაშეEთვალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე" (ფს. 89). ეს სიტყვა, როგორც ქრისტიანული ეპისტემა, როგორც ჯამი ცოდნისა, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მაცხოვარი ეუბნება მოწაფეებს: "უკეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყვარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქვენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქვენ სოფელსა..." (იოანე 15,19). ანდა: "უკუეთუ სოფელი გძულობს თქვენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა" (იოანე 15,18)... "უკუეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნენ" (იოანე 15,20). ასეთია ქრისტიანული დამოკიდებულება წუთისოფლის მიმართ.

არ დაემსგავსო წუთისოფელს, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა იცხოვრო, უნდა იყო ჩაკეტილი მხოლოდ დოგმებში და არ ვითარდებოდე. ქრისტიანი არ უნდა იყოს აჯანყებული, მეამბოხე, მაგრამ როდესაც სარწმუნოების დათმობაზე მიდგება საქმე, ამ შემთხვევაში უნდა იყოს უკომპრომისო. წმინდანთა ცხოვრება სავსეა იმ წმინდანთა მაგალითებით, რომლებიც დაუპირისპირდნენ იმ სისხლიან კეისრებსა და იმპერატორებს, მათ სარწმუნოების დათმობას რომ აიძულებდნენ. ქრისტიანი ყოველთვის რჩება ჭეშმარიტების აღმსარებლად. ჭეშმარიტება კი ერთია.

ზოგიერთი დამოკიდებულება წუთისოფელში აგებულია რაციონალიზმზე, პრაგმატიზმზე, ზოგიც - ლიბერალიზმზე. ეს ფასეულობები დღეს მთელ მსოფლიოშია დამკვიდრებული. ამ ფასეულობებმა გამოიწვია სულიერების დაკნინება, რადგან ე.წ. ლიბერალური ღირებულებების გამარჯვების ჟამს მიიჩქმალა ინდივიდი, პიროვნება. ლიბერალიზმი ფაქტობრივად ჩაენაცვლა სარწმუნოებას. ლიბერალიზმის სვლა გლობალიზაციისკენ განაპირობებს იმას, რომ პიროვნება იყოს არა ღვთის შვილი, "ღვთის ხატი", არამედ ლიბერალურ კანონმდებლობებს დაქვემდებარებული არსება, რომელსაც გამოკვეთილი ინდივიდუალური თვისებები აღარ გააჩნია.

- დრო გადის, "ჩუმად გვაბერებს"... წარმავლობით გამოწვეული სევდა ჩვენი ცხოვრების თანამდევია. გვენანება ფერფლად ქცეული ლამაზი წამები, წუთები... ვნატრობთ, "გარდასულმა ქარმა წამობეროს"... თუმცა წერთ: "ის არ იცვლება, ვინც პოვა მარად ცვალებად დროში საყრდენი". რა არის თქვენთვის ეს საყრდენი?

- ჩვენ დრო დაყოფილი გვაქვს პირობითად: წარსული, აწმყო და მომავალი. მაგრამ არსებობს ერთი მარადღე (მარადიული ჟამი). დრო-ჟამის წარმავლობით გამოწვეული ტკივილი - პოეზიის მარადიული თემაა.

იცვლება ესთეტიკა, გადმოცემის საშუალებანი, მაგრამ მარადიულ ღირებულებათა არსი ყოველთვის იგივე რჩება. იმ დიდი წიგნის მერე ხომ არაფერი შეცვლილა ამ ცისქვეშეთში. ადამიანის ცხოვრება "განთიად, ვითარცა მწვანე წარხდეს, განთიად აყვავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს. რამეთუ მოვაკლდით ჩვენ..." (ფს. 83).

მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: ჩვენ წარსული წინ გველოდება. ყველაფერი ბრუნავს ნაირგვარი ვარიაციებით. ყველა ქრისტიანს სწამს სულის უკვდავების. ჩემი სიჭაბუკე და ახალგაზრდობა, ხორციელი სურვილები... წარსულად რომ იქცა, ეს ყველაფერი თუკი ადრე ძლიერ მაღელვებდა, მართალი გითხრათ, ახლა უკვე იმდენად აღარ მაღელვებს. ადრე უფრო ლაღად ვცხოვრობდი, ახლა კი რწმენამ გამაწონასწორა. ბევრ რამეს სხვაგვარად შევხედე. მაცხოვრის სიტყვებს მოვიხმობ: "მშვიდობასა დაგიტოვებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქვენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, ნუცა ეშინინ" (იოანე 14,27).

- ერთგან წერთ:

"შენს ფიქრებს აწყობილს შავი ნონპარელით -
ვიღაც აკვირდება სამყაროს ლუპიდან".

ჩვენი ფიქრები ქმნიან იმ ველს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. ამდენად, ფიქრებთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ?..

- ყოველთვის ვგრძნობდი უხილავ "ცენზურას". თუკი ურიგოს რამეს ჩავიდენდი ცხოვრების მანძილზე, ვიმკიდი მის ნაყოფს - ბუნებრივ სინანულში ვვარდებოდი. სინდისის ეს მტანჯველი ქენჯნა, ანუ ის, ვინც ლუპიდან უყურებდა ჩემს ფიქრებსა და ქმედებებს, ახალგაზრდობის ჟამს გარკვეულ დისკომფორტს მიქმნიდა. თუმცა რიდი და კრძალვა მის მიმართ ყოველთვის მქონდა. ამ ეტაპზე კი ვგრძნობ, რომ ეს დისკომფორტი მომეხსნა, ქენჯნას აღარ გავურბივარ, რადგან ღვთის სიტყვა, გარკვეულწილად, ჩემი ნაწილი ხდება.

- ტრადიციული ხედვა საწუთროსადმი გულისხმობს, რომ იგი არის ცბიერი, ძუნწი, "ჩვენს სამყოფ ხმიადს არასოდეს მოგვიტეხავს"... თქვენც, გარკვეულწილად, იზიარებთ ამ ხედვას, როდესაც ბრძანებთ: "საწუთრო ძუნწია და ხელმოჭერილი, ვერც შეევაჭრები ამ სოვდაგარს"...

- ადამიანი მოევლინა ამ ქვეყანას ღვთის ნებითა და შეწევნით და შენი ჯვარი უნდა ატარო სიცოცხლის ბოლომდე, ყოველგვარი წუწუნის გარეშე. წუთისოფელი სულ ჯვართან არის დაკავშირებული. "სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა". შენი ცხოვრებით უნდა შექმნა ჯვარი, უნდა გახდე "ღვთის ანარეკლი". უფალი გვეუბნება: "ნუ გიყვარნ სოფელი ესე". მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გძულდეს საწუთრო, რადგან შეუძლებელია იცხოვრო იქ, სადაც ყველა და ყოველივე გძულს. მაშინ უპირისპირდები ათ მცნებას, რომელიც მოყვასის, მშობლების სიყვარულს შეგაგონებს. წუთისოფელში გვეძლევა საშუალება, ჩვენი კონკრეტული საქმეებითა და ურთიერთობებით გამოვხატოთ და დავადასტუროთ, რომ ჩვენ ვართ ღვთის ანარეკლნი. წუთისოფლის გმობამ შეიძლება სიცოცხლის გმობამდეც მიგვიყვანოს. ადამიანი, რომელსაც სწამს სულის უკვდავების, წუთისოფლის ფანდებსაც ადვილად იგერიებს. ყველაფერს დიდსულოვნად უძლებს, რადგან იცის, რისთვისაც უძლებს. ამიტომ ზოგჯერ თუ დასცდება კაცს წამოწუწუნება, უნდა ეპატიოს, მით უმეტეს, პოეტს.

- ბატონო გივი, თქვენი ლექსებით ქმნით თქვენს წუთისოფელს, დიდი წუთისოფლის რაღაც ფრაგმენტს, როგორც დაინახეთ, როგორც იგრძენით. ერთგან წერთ: "მაქვს თვალსაწიერი ამოშენებული ყოფითი დარდით და მეძებს გზა საუფლო". ალბათ ძნელია პოეტისთვის "წუთისოფლის მკლავებში" იყოს, ყოფითობას თავისი მიუზღოს და თანაც ემსახუროს ზენაარს, რისთვისაც მოვლინებულა ამქვეყნად...

- ამ სირთულეში არის სწორედ უზარმაზარი მომხიბვლელობა. ქრისტიან პოეტს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მან მხოლოდ ჰიმნები და საგალობლები უნდა წეროს (თუმცა მომავალში იქნებ ასეც იყოს). ერთი წმინდა მამა ამბობდა: ნებისმიერი სიტყვის უკონტროლო ხმარება იგივეა, ბავშვს სათამაშოდ იარაღი რომ მისცეო. შემოქმედს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ არ იყოს პროპაგანდისტი ძალადობის, მრუშობის, სასოწარკვეთილების.

პოეტი მშვენიერი შეგრძნებების მხატვარია და მიმტანია ადამიანის გულამდე, რომ აგრძნობინოს, გადასდოს ღმერთის, მოყვასის, სიცოცხლის სიყვარული, ბუნების მშვენიერების მადლი.

- პოეზიის სასწაული იმაში მდგომარეობს, რომ ამ ურბანიზაციისა თუ ტექნიკური ცივილიზაციის უხეში ხმებით აღვსილ სამყაროში ის სათუთი ბგერები აღმოაჩინოს და შეაგროვოს, რომელიც თუნდაც "ახლად გაღვიძებულ ფრინველებს წამოცდებათ"...

- თუ მე შევძელი ის, რომ ჩემი დამოკიდებულება ბუნებასთან, ადამიანებთან ათასწლეულების შემდეგაც იყოს პირველადი, ე.ი. პოეტის მიზანი შესრულებულია.

- ერთგან წერთ: "და ეს დღეც სიმია". პოეტის გამორჩეულობა სწორედ ისაა, რომ მას შეუძლია, ჩვეულებრივი დღეები სიმებად ააჟღეროს და მკითხველს აგრძნობინოს შემოქმედის მადლი და სამყაროს ჰარმონია.

- ამიტომ ჩემს ცხოვრებას, ღვთის შეწევნით, აზრი აქვს, მე მაქვს ჩემი უწყება, რომელიც უნდა მივიტანო მკითხველთან და მინდა, ეს უწყება იყოს სიყვარულით აღსავსე. როგორც პატარა ბავშვს, ისეთი ურთიერთობები მაქვს ადამიანებთან, ბუნებასთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამოცს გადავაბიჯე, ზოგჯერ სულელურად გულუბრყვილო ვარ. პატარა სიხარული მყოფნის და პატარა გულისტკივილიც ღრმად და დიდხანს მაფიქრებს. ეს რომ წაიშალოს ჩემში, ალბათ დავიღუპები. როგორც კი ეს ქრება, პოეტი იმწუთასვე იწყებს კვდომას. ყოველთვის განცვიფრებული ვართ იმით, რაც ჩემს ირგვლივ არსებობს. საწუთრო, ცა და მიწა - ყველაფერი ის, რაც არის, დიდი სასწაულია. ყოველი მზის ამოსვლა და ჩასვლა სასწაულია ჩემთვის. ყოველი წუთი, რომელსაც მე ვეხები... ვცდილობ, გაცილებით ღრმად ვიყო ამ წუთში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის დიდი საჩუქარი ღვთისა და შეუძლებელია, ამას არ გრძნობდე. ვინც ამას ვერ გრძნობს, ვერც ასახავს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat