სამართლიან მრისხანებას სძულს ცოდვა, მაგრამ ღმერთის ხატება, ცოდვით დაზიანებულიც კი, მას უყვარს
სამართლიან მრისხანებას სძულს ცოდვა, მაგრამ ღმერთის ხატება, ცოდვით დაზიანებულიც კი, მას უყვარს
1. თქვენი აზრით, როგორ დავიცვათ თავი მრისხანებისგან?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაGნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარGება ქართველი ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პოეტი ერეკლე საღლიანი და ფილოლოგი გალინა ხარებაშვილი.

ერეკლე საღლიანი, ხელოვნებათმცოდნე, პოეტი, ჰყავს მეუღლე მარინე შერმადინი და 10 წლის ვაჟიშვილი ალექსანდრე.

1. თუ უფრო მეტ დროს უფალს დავუთმობთ, ვიდრე საკუთარ თავს, ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება. ადამიანს, რომელიც წრფელი გულით ლოცულობს ყოველდღიურად, აღარ დარჩება დრო მრისხანებისთვის, რადგან სიმშვიდე, სათნოება, სიყვარული და ნეტარება მოდის მასთან.

მე სასულიერო პირი არ გახლავარ და არ ვარ ღრმად გათვითცნობიერებული თეოლოგიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორგვარი მრისხანება არსებობს. ერთ შემთხვევაში მას საფუძლად უდევს სულიერი საყრდენის მოშლა, ხოლო მეორე შემთხვევაში მრისხანება ხალხის გამოსაფხიზლებლადაა გამიზნული, რომლის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ოთარაანთ ქვრივის მრისხანება. ოთარაანთ ქვრივს სოფლის განაპირა კუთხეში პური და წანდილი მიჰქონდა უპოვარი ქალისათვის, მისცემდა და თან ქოქოლასაც მიაყრიდა. ოთარაანთ ქვრივის მრისხანება ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მისი საფუძველი ადამიანის ზნეობრივი დაცემიდან გამომდინარეობდა. მისი მორალით, კაცს თავისი საზრდო გარჯით უნდა მოეპოვებინა.

ადამიანმა ხელს შრომა უნდა მიაჩვიოს და არა მათხოვრობა და ფუქსავატობა, რომელიც მის სულიერ დეგრადაციას იწვევს. ოთარაანთ ქვრივის გაცემულ მოწყალებას ილია პირობითად პილპილმოყრილ მადლსაც უწოდებს, ამ პილპილის სიცხარე მხოლოდ იმაში კი არ ვლიდებოდა, რომ იგი ვინმეს რისხვად დაატყდებოდა თავს, არამედ მისი გამოფხიზლებისკენ იყო მიმართული. გავიხსენოთ "ბაში-აჩუკში" კირილე მღვდლის სიზმარი. ალავერდის ტაძარს სამ წყებად შემორაგვოდა უწმინდური და ხალხს ნელ-ნელა ნთქავდა. ამ დროს გამოჩნდებიან მხედრები, რომლებიც შერისხავენ ამ ხალხს უმაქნისობისათვის. ამ რისხვამ საბოლოოდ კარგი შედეგი გამოიღო, მათ, როგორც იქნა, დაძლიეს შიში და მოქმედება დაიწყეს. სწორედ ამის შემდეგ იწყება გადამწყვეტი ბრძოლა, გაიხსნება ცა და ხალხს უფლის მხედრები მიეხმარებიან. მართალია, ეს ყველაფერი სიზმარში ხდება, მაგრამ სიზმარიც ხომ თავისთავად ანარეკლია რეალური სინამდვილისა, შეიძლება პირიქითაც ითქვას და რეალური სინამდვილე იყოს სიზმრის ანარეკლი. ამ შემთხვევაში მე მას უფრო სიმბოლიკას დავარქმევდი, ვიდრე ძილთაშორის გამოცხადებას ან ჩვენებას. უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. წინასწარმეტყველი მოსე როდესაც 40 წელი მოგზაურობდა უდაბნოში ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსაყვანად, რამდენჯერმე დაატყდა ხალხს მისი რიხვა, მაგრამ ეს ხომ აღთქმულ მიწაზე შესაყვანად და მათ გადასარჩენად იყო მიმართული. უფალი გულთამხილავია და თუ მრისხანება ერის გამოსაფხიზლებლად ხდება, იგი აუცილებლად იქნება ღვთისგან შეწყნარებული. ახლა იმაზეც ვისაუბროთ, რა ხდება ჩვეულებრივი მრისხანების დროს, რომელიც მეტად გავრცელებულია ჩვენს დროში. როდესაც ადამიანს თავს ესხმი, თითქოს თავისუფლდები საშინელი პლეფსური ძალისგან, მაგრამ ვისაც თავს დაატყდება ეს რისხვა, იგი ივსება ამით, ეს კი უდიდესი ცოდვაა და მიუტევებელი დანაშაული. ამიტომ შევცვალოთ ეს ულმობელი დამოკიდებულება, რომელსაც მოყვასისადმი ვიჩენთ და გავაცნობიეროთ ჩვენი დანაშაული - სწორედ ამ შემთხვევაში გავაბათილებთ ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს და ღმერთი სინანულისათვის მოგვიტევებს დანაშაულს, რომელიც ასე გვაწუხებს და გვაკარგვინებს სულიერ სიმშვიდეს.

და კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ჩვენი წინაპრები შეიძლება დიდი წიგნიერებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ისინი ღვთით იყვნენ განათლებული და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდათ. ისინი მცნებებს თავიანთი ცხოვრების წესად აქცევდნენ და ჩვენ თუ გონებით ვცდილობთ გავერკვეთ ღვთიურ საიდუმლოებებში, ისინი სულით სწვდებოდნენ ყველაფერს და საკუთარ გამოცდილებად აქცევდნენ. ჩვენგან განსხვავებით, გულით აზროვნებდნენ და თუ ადამიანი გულის თვალით აზროვნებს და ხედავს, მაშინ მის გულში აღარ დარჩება ადგილი მრისხანებისთვის.

2. ეს არა მხოლოდ ჩვენი ერის, არამედ საკაცობრიო პრობლემაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ერში იჩენს თავს. გავიხსენოთ, როგორ უპატიოდ მოექცნენ ბეთჰოვენს და ბევრ სხვა გამოჩენილ ადამიანს, მოცარტი უპატრონოთა სასაფლაოზე დაასაფლავეს, შორს რომ არ წავიდეთ, ლერმონტოვის მაგალითიც გამოდგებოდა, რომელსაც მართლა უმოწყალოდ მოექცა რუსეთის იმდროინდელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი გვადარდებს. 1801 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობა გააუქმა, მოსპო ბაგრატიონთა სამეფო ტახტი, 1811 წელს კი ქართულ ეკლესიას ჩამოართვა ავტოკეფალია, ქართველი ერი ამოცანის გარეშე დარჩა, სწორედ ამ დროს მოუვლინა უფალმა საქართველოს ილია ჭავჭავაძე, რომელიც ქვეყნის არალეგალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა. ერის საუკეთესო ნიშან-თვისებებმა, ფაქტობრივად, ამ ერთ ადამიანში მოიყარა თავი. ყველაფერი მის მხრებზე გადადიოდა. ვაჟა უზარმაზარი პოეტია, მაგრამ ილია რომ არ ყოფილიყო, იგი ვეღარ მოიცლიდა ამდენს პოეზიისთვის. ჩვენ ვიცით, ბოლო 20 წელიწადი ილიას აღარაფერი დაუწერია. ეს იმიტომ კი არა, რომ წერა აღარ შეეძლო, ძალიან კარგადაც შეეძლო, მაგრამ თავისი შემოქმედება მსხვერპლად შესწირა საქვეყნო ინტერესებს, იგი ყველა მიმართულებით იქნევდა ხმალს, იმისათვის, რომ ჩვენს მეობას არ მისძინებოდა, ამიტომ შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ვაჟას სიტყვებს: ილიას მკვლელებს რომ შესძლებოდათ, საქართველოსაც მოკლავდნენ, რადგან მისთვის ნასროლი ტყვია საქართველოს ესროლესო. ილიას მკვლელობის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, თუნდაც 1921 წელი, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. ჩვენგან ადრე წასული ნიჭიერი მწერლის, მერაბ აბაშიძის ერთი გენიალური მოთხრობა გამახსენდა. კაცს, რომელიც საპატიმროდან გაიქცევა, დაიჭერენ და მას შემდეგ ყველა ამრეზით უყურებს. იგი გაჭირვებით ეკითხება ერთ მოხუც მონას, რას მერჩითო. ასეთ პასუხს მიიღებს: კაცი, რომელიც თავისუფლებას ვერ შეიფერებს, ზიზღის ღირსიაო. ეს ნათქვამი ალბათ კაციდან ერზეც უნდა განვავრცოთ, ჩვენ გვქონდა თავისუფლება, რომელიც სამ წელიწადში დავკარგეთ. ალბათ მეტყვით, ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, ჩვენი ქვეყანა მას ვერ შეინარჩუნებდაო, რაც, გარკვეულწილად, ახლოს არის სინამდვილესთან, მაგრამ თუ ამას მეორე მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ იმ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც საქართველო შეეწირა, ჩვენც მიგვიძღვის წვლილი, ვგულისხმობ ანტანტის ჯარს, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. მართალია, ინგლისელები არ იქცეოდნენ მთლად ღირსეულად, მაგრამ როდესაც გვერდით ისეთი პირდაღებული ურჩხული გყავს, როგორიც რუსეთი იყო, შეიძლებოდა იმ დროს ამ ჯარის განდევნა მოგვეთხოვა ჩვენი ტერიტორიიდან? ეს რომ არა, XI არმია ხომ ვერ შემოვიდოდა ასე იოლად ჩვენს დასაპყრობად?

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც ამხელა განძი გადაგვირჩინა, სასაფლაომდე 40 კაციც კი არ მიაცილებდა, ისე როგორც პაოლო იაშვილს, აღარაფერს ვამბობ მიხეილ ჯავახიშვილზე, რომელიც იმხელა იყო, მსოფლიოს უდიდეს მწერლებს ამოუდგება გვერდით.

ვგულისხმობ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც, 7 ნოემბერი, 26 მაისი და ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება.

3. ჩემი მოძღვარია დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე და ბევრ საკითხზე ვსაუბრობ მასთან.


KARIBCHEგალინა ხარებაშვილი, ფილოლოგი; გამომცემლობა "ხარებას" დირექტორი. ჰყავს ვაჟიშვილი - დავით ხუხიაშვილი.

1-2. მრისხანება ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მას ეკლესია შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათა შორის განიხილავს. ვის არ გამოგვიცდია, თუ რა საშინელებაა მრისხანე ადამიანის გვერდით ყოფნა და რა სასიამოვნო - მშვიდთან, იმიტომ რომ, როგორც წმიდა მამები ამბობენ, მრისხანე ადამიანს ბოროტი ჰყავს მორეული, ხოლო მშვიდში სულიწმიდაა დავანებული.

მრისხანების ცოდვაზე საუბრისას შეიძლება ორ ძირითად ასპექტზე დავსვათ აქცენტი, ასე ვთქვათ - სუბიექტსა და ობიექტზე. სუბიექტი, ანუ ადამიანი, რომელიც მრისხანებს, ყოველმხრივ წაგებულია, იგი მართალი არ არის არც მაღლა ღვთის და არც დაბლა კაცის წინაშე - ის არღვევს უფლის მცნებას და წყენას, ტკივილს აყენებს მოყვასს. ერთადერთი, ვინც ამ დროს კმაყოფილია, ეს არის კაცთა მოდგმის მტერი - ბოროტი, ვინაიდან მრისხანებამორეული ადამიანი საუკეთესო სამართავი და მისი უკუღმართი ნების გამტარებელია.

რაც შეეხება ობიექტს, თუმცა ის ტკივილს იღებს, შეიძლება მოგებულიც კი დარჩეს, თუკი დაიცავს უფლის მცნებას და წყენას ჭეშმარიტი ქრისტიანული სიმდაბლითა და სიმშვიდით მიიღებს. ამ დროს, რაგინდ პარადოქსულად ჟღერდეს, შეურაცხმყოფელი კეთილისმქნელის როლში გვევლინება. ბერი პაისი ათონელი ამბობს, რომ ჩვენ გამსვლელი ქულები უნდა დავაგროვოთ, რათა ცათა სასუფეველი მოვიმუშაკოთ.Dდა თუ სხვა ვერაფრით შევძლებთ ამ ქულების აღებას, ანუ კეთილი საქმეებით მაინცდამაინც მდიდარნი არ ვართ და უფალს ვერანაირად სათნოვეყოფით, მოთმინებითა და მიტევებით შევძლებთ დანაკლისის ანაზღაურებას.

3. მოდით, ამ კითხვას რაკურსს ოდნავ შევუცვლი და ერთი რომელიმე კონკრეტული ფაქტის ნაცვლად ცოტა უფრო ფართო კონტექსტით შევხედავ მოვლენებს, რომლებიც სამარცხვინოდ და მიუღებლად მიმაჩნია. ეს არის დროის პერიოდი, რომელიც ე. წ. თავისუფლების, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დაგვიდგა, უფრო ზუსტად ის, როგორადაც მოვასწარით თავის წარმოჩენა რა ქვეყნის შიგნით და რა - გარეთ (ე.წ. იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი რამ მოხდა ჩვენს თავს იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, - თუ წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია, - რომ გარკვეულ გეოპოლიტიკურ არეალში ასეთ პატარა ერს რამდენად აქვს ნამდვილი დამოუკიდებლობის შანსი და ეფემერებს და სუროგატებს არ გამოვეკიდოთ თავის მოსატყუებლად). გარეთ - დეპორტაცია დეპორტაციაზე... ქურდების იარლიყის ორგანულად მორგება და თავის მოჭრა. შინ... ერთმანეთს ისე დავერევით ხოლმე, რომ ჩინგის ხანის ურდო გვგონია იქითა მხარეს მყოფი. მოკლედ, რა გავაგრძელო, ყველა ყველაფერს ისედაც კარგად ხედავს (თუმცა ზოგჯერ ადამიანი იმას ხედავს, რაც სურს).

ლიტერატურული და ისტორიული პარალელები თავისთავად გეძალება კაცს, როდესაც ყოველდღიურობას უყურებ. ერთი დეტალი ჩვენი საერთო საბჭოთა წარსულიდან: ქვეყანაში რეპრესიების პიკია და ადამიანს გვერდით ცერად გახედვის გამოც შეუძლია გულაგის (ან უარესის) "მომუშაკება". ამ დროს ქვეყნის იდეომანქანა მთელი ძალით ამკვიდრებს აზრს, რომ სსრკ ის ქვეყანაა, "где так вольно дышит человек!" და თანაც სხვა ამგვარი ქვეყანა არც არსებობს. ერთი მაშინ სუნთქავდა თავისუფლად ფილტვებგახსნილი საბჭოთა ადამიანი და მეორე - დღეს ტკბება თავისუფლებამოპოვებული ჩვენი მოქალაქე მონაპოვრის შედეგებით. მოკლედ, ძალზე რომ შევარბილო სათქმელის ფორმა და ტონი: ამ წლებით ვერც გარეთ მოვიწონებთ თავს და ვერც მომავალში - შთამომავლობის წინაშე.

4. შეკითხვა მოძღვარს: როდესაც ადამიანი შენდობას ითხოვს, გასაგებია, რომ უნდა მივუტევოთ "სამეოცდაათ შვიდ გზის", მაგრამ, როდესაც ის არათუ შენდობას არ ითხოვს, არამედ ზოგჯერ პირიქით - ცდილობს აქეთ გადმოგაბრალოს თავისი დანაშაული და თავს მოგახვიოს აზრი, რომ შემცდარი ხარ შენ და არა ის, მაშინ? მით ოდენ, თუ ეს ადამიანი ახლობელია და განრიდება არ გამოდის. შესაძლებელია ამ დროს, უფრო ზუსტად - მაინც საჭიროა მიტევება "სამეოცდაათ შვიდ გზის"?! წაადგება კი ასეთი მიტევება თუნდაც იმას, ვისაც მივუტევებთ?


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ანდრია ჯაღმაიძე.

- ეს ის ვნებაა, რომელიც ზოგადად ყველასთვის ცნობილია, და მრავალი გაუგებრობისა თუ მწუხარების მიზეზადაც ხშირად ხსენებულა.

წმინდა მამები სამართლიანი მრისხანების შესახებაც საუბრობენ.

არსებობს სამართლიანი მრისხანებაც. მოსე წინასწარმეტყველმა როდესაც დაინახა, როგორ სწირავდნენ მსხვერპლს ისრაიტელები ოქროს ხბოს, მრისხანებით დაამსხვრია ფიქალები, რომლებზეც მცნებები ეწერა.

მრისხანების შესახებ მამა პაისი ათონელი აღნიშნავს, რომ სუფთა სახით იგი სულის ძალაა. ადამიანმა ამისაგან დიდი სულიერი სარგებელიც შეიძლება მიიღოს, ოღონდ მრისხანების ძალა ვნებებისა და ბოროტის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს.

"განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4,5), ადამიანი შესაძლოა გაბრაზდეს, განრისხდეს და მას მხოლოდ სერიოზული სულიერი საბაბი გააჩნდეს, შინაგანად კი არ ჰქონდეს ბოროტება. უფალმაც ხომ ორგზის გამოყარა მოვაჭრენი ტაძრიდან (ინ. 2.13-16; მთ. 21.12.)

წმინდა მამების თქმით, ეს ვნება მომდინარეობს ადამიანის სულის რომელიღაც თვისების დამახინჯებისაგან. მრისხანება იგივე სიძულვილია, ადამიანს კი მიცემული აქვს ღვთისაგან სიძულვილი ბოროტებისა და ცოდვის მიმართ. სწორედ ეს არის სამართლიანი მრისხანებისა და სიძულვილის გრძნობა ცოდვის მიმართ.

- ადამიანმა როგორ უნდა გაარჩიოს სამართლიანი მრისხანება არასამართლიანისაგან?

- სამართლიანი მრისხანება მიმართულია ცოდვის წინააღმდეგ, ხოლო ადამიანის დაცემულ ბუნებაში მისი დამახინჯებული სახეცვლილება მიმართულია ადამიანისაკენ.

თუკი ჩვენ სამართლიანი მრისხანება გაგვაჩნია, მაშინ უნდა გვძულდეს ცოდვა, ხოლო ცოდვის მატარებლისადმი უნდა გაგვაჩნდეს სიყვარული, გვსურდეს მისთვის სიკეთე. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ იმისაკენ, რომ აღმოვფხვრათ ცოდვა და ადამიანი მისგან თავისუფალი გავხადოთ.

პირველ რიგში კი გვმართებს მრისხანება საკუთარი ცოდვისადმი. უპირველესად, უნდა გვძულდეს საკუთარი ცოდვა და ჩვენვე ვებრძოლოთ მას ღვთის შეწევნით. ადამიანი თუკი შენიშნავს, რომ ეს გრძნობა საკუთარი ცოდვების მიმართ ჩუმად არის, ხოლო მოყვასის ცოდვებზე ბობოქრობს, უნდა ესმოდეს, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის.

თუ ადამიანი მრისხანების ძალას სწორად არ გამოიყენებს, ბოროტი გამოიყენებს მას თავის სასარგებლოდ. მართებულია, ყოველი სიბრაზე საკუთარ თავში ძველ ადამიანზე მივმართოთ და არა სხვაზე.

ავადმყოფი შესაძლოა ლაპარაკის მოსმენამაც გააღიზიანოს. ასევეა, როდესაც სულიერად დასუსტებული და მოუმზადებელია, არ გააჩნია სიფხიზლე და მოთმინება, მრისხანებს, რადგან ფიქრობს, რომ ყოველთვის სხვები არიან დამნაშავენი. შესაძლოა ამ დროს ადამიანში იმალებოდეს ფარული ამპარტავნება, მრისხანებას ხომ ხშირად თან ახლავს თვითგამართლება, ამპარტავნება, სიჯიუტე, შეუვალობა.

წმინდა მამების აზრით, არაფერი ისე არ აშორებს ადამიანის გულს სულიწმინდის მადლს, როგორც მრისხანება.

ზოგი ადამიანი თავს იმით იმშვიდებს, რომ ცოტათი მრისხანებს, სხვები კი უფრო მეტად. ადამიანი სანუგეშოდ ხშირად ეძებს სხვას, რომელიც რაიმეს აკეთებს მასზე უარესად. უნდა ვუსმინოთ წმინდა მამებს, რომლებიც გვასწავლიან, - იმისათვის, რომ ჩვენ დავრჩეთ უზრუნველნი, მრისხანების დემონები ინიღბებიან, ისინი მთელი ძალით როდი აჩენენ საკუთარ თავს, კმაყოფილდებიან მცირედით, მაგრამ საკმარისი დოზის საწამლავით, რომ უფრო დიდმა დოზამ არ შეგვმართოს მათთან საბრძოლველად. ადამიანი კი თავს იმშვიდებს იმით, რომ თუმც კი ფიცხია, მაგრამ მალევე მშვიდდება. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი წერს, დემონები განგებ იქცევიან ასე, რომ ადამიანს საკუთარი ავადმყოფობის მიმართ ყური მოაყრუებინონ.

კაცი თუ ცდილობს სულიწმინდის მადლის მოპოვებას, მან უნდა განიშოროს მრისხანება. მრისხანება არა მხოლოდ სულიწმინდის მადლს გვაშორებს ჩვენ, არამედ გონებასაც გვიბნელებს. "რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1.20), ანუ მრისხანებაში ადამიანი გონიერებას კარგავს. მას აღარ შეუძლია ტყუილ-მართლის და სიკეთის ბოროტებისაგან გარჩევა. გასაგებია, რომ როდესაც ადამიანი სიბნელეში მიდის, მრავალჯერ ორმოში ჩავარდება, მტრის ხაფანგში გაებმება. ამისთვის გვეუბნება უფალი: "ანუ რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?" (მთ. 7.3).

საერო წესებით, ვინც პირველმა აწყენინა, ის არის დამნაშავე. ქრისტეს მოსვლამდე საღვთო სჯულიც თითქოს ადგილს უთმობდა იმავე მორალს. "თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა" (გამ. 21.24). ღმერთი არ შეცვლილა, იგივე იყო მაშინაც და ძველ აღთქმაშივე ფსალმუნებსა და იგავებში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მრისხანება უნდა განვიშოროთ. "უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერებისაგან, ხოლო რომელმან დაითმინის გულისწყრომაი, უფროის მისსა არს, რომელმანცა დაიპყრას ქალაქი ძნელი" (იგავ. 16.32). ეს არის სიტყვები ძველი აღთქმიდან, სიტყვები საუკეთესოთათვის, სულიერად გამორჩეულ ადამიანთათვის, რომლებიც სულიერ სრულყოფილებას ესწრაფოდნენ.

სიტყვებით კი: "თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა", უფალი მხოლოდ ზღუდავდა ადამიანს, რომ კბილის წილ ვინმეს თვალი არ ამოეთხარა და თვალის წილ ვინმეს სიცოცხლე არ დაეკარგვინებინა დამნაშავისათვის.

ქრისტეს მოსვლის და მისი გამომხსნელი მსხვერპლის შემდეგ, როდესაც ეკლესიის საიდუმლობებში და ეკლესიურ ცხოვრებაში, საერთოდ, სულიწმინდის მადლი გვეძლევა ჩვენ უკვე მოგვეთხოვება მეტი. "გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყუი თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა" (მთ. 5.38-39).

- როგორ დავიცვათ თავი მრისხანების ვნებისაგან?

- "განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი" (ფს. 118.60).

იმისათვის, რომ ადამიანმა თავი დაიცვას მრისხანებისაგან, საკუთარი თავის სულიერი მოვლა უნდა შეძლოს, უნდა იფხიზლოს, რომ ვნებამ ფესვი არ გაიდგას მასში. მუდამ უნდა ლოცულობდეს, რომ განსაცდელს მომზადებული შეხვდეს, შეხვდეს ფხიზლად, თითქოს დადარაჯებული ყოფილიყოს, რათა თავი დაიცვას მისგან, უპასუხოს მას მოთმინებითა და სიმდაბლით. იმისათვის, რომ სხვა ადამიანზე არ განრისხდეს, უნდა შეეცადოს, გაამართლოს იგი. ადამიანს როდესაც ეწვევა მრისხანების ვნება, მისი გული კი სიყვარულით დაკავებული დახვდება, ვერ ნახავს მასში ადგილს და გაშორდება. შესაძლოა ადამიანი გარეგნულად სწორად იქცეოდეს, შინაგანად კი შფოთავდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ჯერ კიდევ ცხოვრობს ძველი ადამიანი, ძველი ვნებები და ისინი მას ებრძვიან. ცოდვისადმი ჩვენი სიძულვილი შერევია მოყვასისადმი სიძულვილს, მოყვასისადმი მრისხანებას და ვერ მოგვიძებნია ხსნის გზა. მთავარი საშუალება, რომელიც არსებობს ამ ცოდვის წინააღმდეგ - ეს არის სიყვარული. სიყვარული, მოწყალება - ეს არის მთავარი იარაღი, რომელიც სამართლიან მრისხანებას ახლავს თან.

როდესაც მოყვასის ცოდვაზე ვფიცხობთ, უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, შევძლებდით თუ არა სიყვარულით გამოგვესწორებინა მდგომარეობა. მაშინ შევნიშნავთ, ეს მრისხანება ცოდვის მიმართ არის თუ მოყვასის მიმართ. სამართლიან მრისხანებას სძულს ცოდვა, მაგრამ ღმერთის ხატება, ცოდვით დაზიანებულიც კი, მას უყვარს.

იოანე კიბისაღმწერელმა ასე გამოთქვა აზრი მრისხანების შესახებ: - ეკითხებიან მრისხანებას: ვინ არის შენი მთავარი მტერი? მოთმინება და თავმდაბლობა, - პასუხობს მრისხანება. ანუ მზაობა მოთმინებისათვის.

- როგორ მოვიპოვოთ მოთმინება ან თავმდაბლობა?

- ამას ვიძენთ ცხოვრებისეული განსაცდელების დათმენით. მათგან არათუ გაქცევა გვმართებს, არამედ შემართებით დგომა და მათი უშფოთველად დაძლევა.

ადამიანმა მრისხანება შესაძლოა აიცილოს იმითაც, თუ მოქმედებას ან სათქმელ სიტყვას შეაკავებს რამდენიმე ხნით. დახანებამ შეიძლება გადააფიქრებინოს მოქმედება. კვლავ იოანე კიბისაღმწერელს დავუბრუნდეთ: "მე ვნახე სამი მონაზონი, რომლებსაც ერთ დროს დამცირება დაეთმინათ. ერთი მათგანი განაწყენდა, მაგრამ დადუმდა, მეორეს გაუხარდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ დანაღვლიანდა მომხდარის გამო, მესამემ კი, წარმოიდგინა რა მოყვასის ზიანი, ცრემლი დაღვარა მისთვის". ეს არის სამი საფეხური მრისხანების დაძლევისა.

წმინდა თეოფილე დაყუდებული გვასწავლის: "მრისხანება და წყენა არის თავმოყვარეობისაგან, რისი საშუალებითაც ჩვენ საკუთარ თავს ვცნობთ და ვგრძნობთ, როგორც ძვირად ღირებულს; ამიტომაც თუკი ვინმე გაბედავს საკადრისი პატივი არ მოგვაგოს, ვფიცხობთ და განვიზრახავთ სამაგიეროს". იოლია, იყო მშვიდი და თავაზიანი, როდესაც ყველა გაქებს, ხოლო როგორც კი შეგვეხებიან, მაშინვე ვავლენთ თავს. წმინდა მამები მრისხანების სხვა მიზეზსაც ასახელებენ - ვერცხლისმოყვარეობა. ეს ვნება მრისხანების ვნების წინ დგას.

მრისხანებას სხვადასხვა გამოვლინება აქვს, ეს არის გაღიზიანებაც, სიფიცხეც, აგზნებული კამათიც, ბოროტის ხსომაც, სიძულვილიც, სამაგიეროს გადახდის სურვილიც, მიუტევებლობაც.

- როგორ ვისწავლოთ პატიება?

- პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გვჭირდება ჩვენვე. იესო ქრისტე მშვიდობისმყოფელებზე ამბობს: "ძედ ღვთისად იწოდნენ" (მათე 5.9). მეორე, უნდა გავიგოთ, რომ ადამიანმა, რომელმაც გვაწყენინა, არ იცოდა, რას შვრებოდა. აგრეთვე საჭიროა საკუთარი დანაშაულის ძებნა.

წმინდა თეოფილე დაყუდებული გვირჩევს: გახსოვდეთ ღმერთისა და სიკვდილის შესახებ. ეს ორი ზრახვა ყოველივე სიკეთის დამტეველი და ყოველივე ბოროტების განმაშორებელია. არაფერია ქვეყანაზე, რისთვისაც შეიძლება სერიოზულად დაპირისპირება გარდა სულის ხსნისა. წმინდა წერილი გვასწავლის: "ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა" (ეფ. 4.26). წმინდა იოანე კასიანე რომაელი ამბობს, რომ მრისხანეთა გონებაში ჩადის მზე. წმინდა წერი გვასწავლის: "ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (მათ. 5.44), როდესაც ვლოცულობთ ჩვენს შემაწუხებელზე, უკვე ვებრძვით მრისხანებას.

პასუხი რესპონდენტის შეკითხვაზე
"რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შვიდ-გზისამდეა? ჰრქუა მას იესუ: არ გეტყვი შენ, ვიდრე შვიდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შვიდ-გზის" (მთ. 18.21-22). ასე პასუხობს იესო პეტრეს. ამას მოსდევს იგავი ბოროტი მონის შესახებ, რომელსაც აპატიეს დიდი ვალი, მან კი სხვას მცირედიც არ აპატია. იოსებმაც აპატია ძმებს ყველა ბოროტება. უნდა ვისწავლოთ პატიება ისე, როგორც იოსებმა შეუნდო თავის ძმებს, ასევე როგორც დავითი პატიობდა საულს სულგრძელებით.

წმინდა წერილში ვკითხულობთ: "იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქუენი მოწყალე არს" (ლუკ. 6.36.).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat