სიკვდილი - ეს უსასრულო მარადიულობის კარია
სიკვდილი - ეს უსასრულო მარადიულობის კარია
ერთ პოეტს უთქვამს, - კარგი გამოგონებაა სასაფლაო - ადამიანთა ოცნებების, ფიქრების, მისწრაფებების მყუდრო ნავსაყუდელიო. საფლავების ქვებიდან მომზირალი სახეები გვაფიქრებენ ადამიანის არსებობაზე, მის არსსა და დანიშნულებაზე, სიკვდილის შეუცნობელი საიდუმლოს წინაშე კრძალვასა და განცვიფრებას განგვაცდევინებენ. სიცოცხლის სიყვარულით ნაკვები მათი სევდა და ღიმილი ღრმად აღიბეჭდება ხსოვნაში და ჩვენსა და მათ შორის უხილავ ძაფებს აბამს. სასაფლაო სიკვდილის წყნარი და იდუმალი სიმღერაა, რომლის გარეშე სიცოცხლის სიმღერაც უშინაარსო იქნებოდა, რადგან სიკვდილი სიცოცხლის ჭეშმარიტ ფასს გვაგრძნობინებს: "ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა, და შენ, სიკვდილო, ფასი გძე სიცოცხლის ნაწყენობითა" (ვაჟა). სიცოცხლე და სიკვდილი, ისევე როგორც საფლავები და მათზე ამოსული ყვავილები, ბუნების წესით, ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობენ, ერთმანეთით ცოცხლობენ და ერთმანეთს ასაზრდოებენ. სიკვდილ-სიცოცხლის უწყვეტი ერთიანობისა და დაუსრულებელი არსებობის რწმენით არის განათებული პავლე მოციქულის სიტყვები: "გინათუ ცოცხალ ვიყუნეთ, გინათუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ. რამეთუ ამისთვისცა ქრისტე მოკუდა, და აღსდგა და ცხოვნდა, რათა მკვდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლობდეს" (რომ. 14.9).

"აღდგომა" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მწერალმა და კინორეჟისორმა გოდერძი ჩოხელმა 1982 წელს გადაიღო. ბავშვობაში ნანახმა საფლავებმა და მათზე ამოკვეთილმა სახეებმა აღმიძრა სურვილი, მათ გავსაუბრებოდიო, - ამბობს მწერალი. ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესმა ბრძანა, - თქვენი მიცვალებულების სურათები წინ დაიწყვეთ და ესაუბრეთო; "დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს ზეციური სამშობლოს დახმარება, ჩვენი დიდი წინაპრების შეწევნა. ყველას გაძლევთ კურთხევას: გადაწერეთ ჩვენი დიდი წინაპრების სახელები და შევავედროთ მათ ჩვენი ქვეყანაო". გოდერძი ჩოხელმა კი ეს ყველაფერი ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში გააკეთა, თითოეული გარდაცვლილი ქართველის აღდგომის სურვილი მთელი საქართველოს აღდგომის სურვილში გადაიტანა და გაბედული ყიჟინით ჩვენს ერს დამსხვრეული ღირსების აღდგენისკენ მოუწოდა.

- გოდერძი, როგორ გაგიჩნდა ამ ფილმის გადაღების სურვილი?

- სასაფლაოსთან ურთიერთობა ჩვენთან, მთაში, დიდი რიტუალი იყო. აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს ტაბლობას ვეძახდით. ტაბლობას სასაფლაოზე გავდიოდით და ყველა მიცვალებულის სულს შენდობას ვეუბნებოდით. ყველას სულისთვის ცხვებოდა ხავიწის კვერები, რომლებსაც სამიზნედ დგამდნენ მოშორებით, ბექობზე. ბავშვები ჩავმწკრივდებოდით და მშვილდ-ისრებს ვესროდით. ვინც ისარს მოარტყამდა, ეს ნიშნავდა, რომ მისთვის გაიმეტა მიცვალებულის სულმა ეს კვერი. ამ კვერს მოჰყვებოდა საჩუქრებიც. ეს ერთგვარი შეჯიბრი იყო, რაც ბავშვებს ძალიან გვახარებდა. ქვაზე გამოხატულ ადამიანთაგან ზოგს - გუთანი, ზოგს - ცხვარი, ზოგსაც საკერავი მანქანა ედგა. ბავშვობაში მხატვრობას ამ საფლავების ნახატებით ვეზიარე. საფლავები ჩემთვის საშიშნი კი არა, მიმზიდველნი, ახლობელნი გახდნენ, ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც იმ ნახატებიდან გამომყურებდნენ. ისეთი კარგები იყვნენ... და თანაც იქაური ხელოსნები ისე ოსტატურად გამოხატავდნენ... ან რა საღებავებს იყენებდნენ, ახლაც მიკვირს. ეს საღებავები საუკუნეთა მანძილზე, წვიმაში, ქარში, ყინვაში, თოვლში არ იშლება.

ჩვენთან 7-8 თვე ზამთარი იცის, ძალიან დიდი თოვლი მოდიოდა ხოლმე. გვირაბებს ვაკეთებდით, რომ ერთმანეთის სახლებთან მივსულიყავით და საქონელი წყაროზე წაგვეყვანა. თოვლისგან გულგამოკლულები მოუთმენლად ველოდებოდით გაზაფხულს, რომელსაც პირველად სასაფლაოზე ვგრძნობდით, იმიტომ რომ სასაფლაო მზის გულზე იყო და პირველად აქ დნებოდა თოვლი. პაპა-ბებიის საფლავის ქვებზე იები ამოდიოდა. სასაფლაოზე მივდიოდით გაზაფხულის სანახავად და იქ ვკრეფდით იებს, ვყნოსავდით, ვეფერებოდით. ჩემი პაპა-ბებიის საფლავთან ამოსული იების სურნელი დღემდე გამომყვა. შემდეგ ერთ-ერთ ნაწარმოებში დავწერე: ერთი ადამიანი ეკითხება მეორეს, რას ინატრებდიო. პასუხი კი ასეთია: მე მინახავს, როგორ ყვაოდნენ საფლავიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში იები, - მეც ამას ვინატრებდიო. მართლაც, ყველა ადამიანი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეზე დაფიქრებულა, ალბათ ინატრებდა, რომ მისი საფლავი იებით აყვავებულიყო.

მაშინ ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებდი საფლავების სილამაზეს, ხოლო როდესაც გავიზარდე და კინორეჟისორი გავხდი, ერთ-ერთ ფოლკლორულ ექსპედიციას სოფელ დუმაცხოში გავყევი. გაზაფხული იდგა, თოვლი ალაგ-ალაგ იყო ჩამდნარი. დუმაცხოს საფლავებზე გავიარეთ. საოცრება ვნახე: თოვლი დნებოდა. საფლავის ქვის ნახატებზე ზოგს თავი ჰქონდა თოვლში ამოშვერილი, ზოგის მხოლოდ გუთანი ჩანდა... მთელი ეს სასაფლაო ფიროსმანის დიდ ტილოს მოგაგონებდათ. მაშინ გამიჩნდა სურვილი, ეს ყველაფერი ეკრანზე გადამეტანა, შემექმნა მხატვრული ფილმი და სხვებსაც დაენახათ ეს სილამაზე. საფლავებს რომ ვიღებდი, ეპიტაფიებს წავაწყდი. "სხვამ რომ გველი შეგიწვას, შენ კალმახი შეუწვიო", - მიცვალებულის პირით საუბრობდა ქვა. დამებადა აზრი, რომ ფილმში მიცვალებული ამელაპარაკებინა - სიკეთეზე, სიყვარულზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე. სახარებისეული სიბრძნის, სიკეთისა და სიყვარულის ქადაგება მომინდა მიცვალებულის პირით. ისინი თავისებურად საუბრობენ მცნებებზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს კაცმა ამ ქვეყანაზე, სამოთხეში რომ მოხვდეს.

- ფილმში ისმის ჩიტების გალობა, ნაკადულის ლიკლიკი, გარმონის ხმა. სპეტაკ თოვლზე ბატკანი დარბის და ბღავის. ეს ჰარმონია აღდგომის განცდას ბადებს. ყველას აქვს სურვილი, რომ აღსდგეს...

- ყველას ვეკითხები: - გინდა აღდგომა? ზოგს აღდგომა უნდა სიყვარულისთვის; ზოგს იმისთვის, რომ საქართველოს მტრები დაამარცხოს - მეფე ერეკლეს დროიდან ვარ აქაო. ნეტავი, ხმალი და ცხენი მომცაო. ისევ იმისთვის უნდა აღსდგეს, რითაც მოკვდა. კიდევ ერთხელ სურს, რომ სამშობლოს სიცოცხლე შესწიროს.

ყველა ქართველის, ცოცხალისაც და გარდაცვლილისაც, მიზანი და სურვილი არის ის, რომ საქართველო ძველი დიდებით აღდგეს. ამ ფილმში მთელი საქართველოს ისტორია ჩემებურად მაქვს ნაჩვენები. არაგველებმა არნახული გმირობა გამოიჩინეს. ისინი წაგებულ ომში შევიდნენ. ერეკლე მეფემ, როდესაც დაინახა, თუ როგორ ეკვეთნენ არაგველები მტრის ურდოს, მათთან ერთად სიკვდილი დააპირა, მაგრამ დამცველებმა ძალით გამოიყვანეს ბრძოლიდან. ეს არის საქართველოს გმირული სულის ყივილი და მაგალითი იმისა, რომ ქართველი, ომი რომც წააგოს, დამარცხებული მაინც არ არის. დღესაც, თუმცა მტერმა წაგვართვა სამაჩაბლო და აფხაზეთი, ქართველები თუნდაც იმიტომ არა ვართ დამარცხებულნი, რომ იქ შემართებით იომეს ქართველმა ბიჭებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღალატი იყო ზურგსუკან და თავიდანვე წაგებულ ომში შევიდნენ ისინი. 300 არაგველის გმირობა 200 წლის მერე გაიმეორა დუშეთის ბატალიონმა, რომელიც მთლიანად გაწყდა აფხაზეთის ომში. არ მინდა, რომ ეს დავივიწყოთ.

ფილმში ბრძოლის ხმებზე ამოდიან ჩვენი დიდი წინაპრები. ეს უწყვეტი ბრძოლაა. მართლაც, ისინი სულ მოდიოდნენ და მოდიოდნენ ჩვენს ისტორიაში და ერთი უწყვეტი ჯაჭვი იყო გმირობისა. ჩემს ფილმში ბრძოლის ხმები ილია ჭავჭავაძეზე წყდება. აქ მდუმარე მოლოდინი ისადგურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პერიოდისთვის, როცა ფილმი გადავიღე, ილია ჭავჭავაძე იყო ბოლო მებრძოლი საქართველოს ისტორიაში. ჯერ არ იყო ეროვნული მოძრაობა დაწყებული (მხოლოდ ჩანასახი არსებობდა), ჯერ არ იყვნენ მამულისთვის შეწირული გმირები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ჟიული შარტავა...

- ერთგან გიწერია: "სიცოცხლე სევდაა - ადამიანად ყოფნის სევდა; სიკვდილიც - სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა... სიცოცხლე და სიკვდილი ერთი დიდი, დაუსრულებელი არსებობაა". ანუ ის ოცნება, ფიქრი, სევდა ადამიანს იმქვეყნადაც მიჰყვება?

- მეც ძალიან მაინტერესებს სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა. ჩემი ტკივილი და მარად უპასუხო კითხვა ის არის, რომ თუ ადამიანის სულს, გულსა და გონებას იმქვეყნად არ ემახსოვრება, ვინ იყო ამქვეყნად, რა სტკიოდა, რაზე ფიქრობდა, ვინ და რა უყვარდა, მაშინ რაღა გაგრძელება იქნება?! მაშინ ის იგივე ადამიანი აღარ არის და აბსოლუტურად სხვა ვინმეა. მინდა, იმქვეყნად წასულ კაცს ისევე ახსოვდეს ეს ქვეყანა და ისევე ფიქრობდეს, როგორც აქ ფიქრობდა; ისევე უყვარდეს, როგორც აქ უყვარდა; ისევე განიცდიდეს, როგორც აქ განიცდიდა. მაშინ აქვს, ჩემი აზრით, ყოფნას გაგრძელება. შეიძლება სხვანაირად არის, მაგრამ მე რატომღაც მინდა, რომ ასე იყოს: აქაური ამბავი იქ გრძელდებოდეს; აქ მომხდარი ამბები სულს იქ არ ავიწყდებოდეს. თუ დაავიწყდა, ესე იგი აქაური ამბავი გამქრალა და ეგ არის. თუ აღარ ახსოვს, აქ რას აკეთებდა და რა უხაროდა, მაშინ ჩალის ფასი ჰქონია აქაურ ყოფნას. მეცოდება აქაური ყოფნა დასავიწყებლად.

- ფილმში ისმის ცხენების ჭიხვინი, ხმლების ჩახაჩუხი, ბრძოლის ყიჟინა. ამ ხმებში ამოდიან გარდასული გმირები: დავით აღმაშენებელი, მეფე ერეკლე... ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს არის ზეციური საქართველო...

- ეს არის ზეციური საქართველოს ბრძოლა ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა და აღდგომისათვის. იმ ეპოქაში კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა ამ ფილმს. ისინი იბრძვიან კომუნისტური ბრჭყალებიდან, ურწმუნოების ეპოქიდან საქართველოს გამოსახსნელად. მე ვეკითხები მეფე ერეკლეს: რამდენი წლისა ბრძანდებოდით-მეთქი კრწანისის ომში? სამოცდათხუთმეტისაო. ახლა თუ ფიქრობთ ჩვენზე-მეთქი. მა, ვიზე ვფიქრობ, ბალღოო. მეფე ერეკლე დანანებით ამბობს, რომ კრწანისის ომში ოთხი ათასი მეომარი ძლივს ვიშოვე და ჩემს დასაფლავებაზე ოცი ათასი კაცი იყო მოსულიო. მართლაც, ხმალ-ხანჯალში ჩამჯდარი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდა პროცესიას. ეს ქართველების მარადიული ტკივილია. ეს ტკივილი ჩაჰყვა მეფეს საფლავში და იქაც ეს სტკივა. მართლაც, ხანდახან არ ვიცით ერთმანეთის გვერდით დგომა, მამულისთვის გაერთიანება. ერთმანეთს ვჭამთ, არ ვინდობთ. მეფე ერეკლეს განწირული ყივილი იყო კრწანისის ბრძოლა. ეს იყო მოხუცი მეფის განწირული ბრძოლა. ალბათ პირველად დამარცხდა, ისიც ღალატით.

- ეს განწირულება შენს ხმაშიც იგრძნობა, როდესაც არაგველებს მოუხმობ...

- ილია ჭავჭავაძის მერე ბრძოლის ხმები წყდება და სიჩუმე ისადგურებს. ილიას მერე მართლაც სიჩუმე ჩამოვარდა და მინდოდა, რომ განწირული ხმით მეყვირა, დამეძახა არაგველებისთვის: კიდევ ერთხელ, არაგველებო, კიდევ ერთხელ შეიკრიბეთ და კიდევ ერთხელ იომეთ კრწანისში-მეთქი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ეროვნული მოძრაობა, სკოლებში საქართველოს ისტორიას მხოლოდ რამდენიმე გვერდი ეთმობოდა.

ამ ფილმით მთელმა საქართველომ გამიცნო. თითქოს ყველას გულის სათქმელი გამოვთქვი და თან დავარღვიე კომუნისტური აზროვნების ჩარჩოები. ყველა ადამიანის შეუცნობელი სწრაფვაა, რომ აღსდგეს. ამ ფილმით მორწმუნეების გული გავახარე, რადგან აღდგომა იყო და აღდგომა იქნება.

- ამ ფილმში არის ერთი ადამიანი, რომელიც გამოკვეთილად დამამახსოვრდა. შენ მას ეკითხები: ყველაზე მეტად რა გიყვარდა ამქვეყნადო. გპასუხობს, სიმღერაო და თან მღერის: "ქართველო, ხელი ხმალს იკარ". რამდენი ასეთი დიდებული ადამიანი დაკარგულა უძეგლოდ, რამდენი ასეთი სანუკვარი ფიქრი ჩაწრეტილა სამარეში... ეს მიცვალებულები გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვკვდეთ...

- ეს კაცი ამ სიმღერას საიქიოში მღერის, მე კი სააქაოდან ვაძლევ ბანს. ამით თითქოს საიქიო და სააქაო ერთიანდება. რაც სააქაოს უყვარს ქართველს, ის უყვარს საიქიოშიც: "ქართველო, ხელი ხმალს იკარ..." ერთი მიზნისთვის უნდათ ხმალი - ჩვენ, ცოცხლები, აქედან ვიბრძვით და ისინი იქიდან იბრძვიან საქართველოს გადარჩენისათვის. დარწმუნებული ვარ, ისინი უფრო მეტად იღვწიან. ამხელა ერები გადაშენდნენ, ჩვენ კი გზაჯვარედინზე ვიყავით, სადაც მოდიოდნენ და მოდიოდნენ ურჯულოთა ურდოები. უკვირთ, რამ გადაგვარჩინა. რა თქმა უნდა, ღმერთმა და ღმერთის მერე, ესეც ღრმად მწამს, საიქიოს მყოფი ჩვენი წინაპრების სულებმა; მათმა ლოცვამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. მათი სულების ლოცვა, მადლი და ნათელი მარადიულად გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. იქ ძალიან დიდი გმირები არიან. ერთი ასეთი ნათქვამიც არის: ნეტავი ძველ დროს, როგორი კარგი ქართველები იყვნენ და სად წავიდნენო. ის კარგი ქართველები იმ კარგ ცხენებზე შესხდნენ და წავიდნენო. ამ ნათქვამით წარმოგვიდგებიან დიდი გმირები, რომლებიც ჩვენს ისტორიაში სულ მოდიოდნენ და მიდიოდნენ დასაცავად და მერე ზეციურ საქართველოში მიდიოდნენ. ისინი ყველანი იქ არიან.

- ეს ბევრისმთქმელი საფლავები კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ იმაში, რომ სიკვდილის არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ, რომ ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მასზე მაღლა დავდგეთ და რომ "სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."

- ასეთ საფლავებს რომ აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ასე ლამაზად ხატავდნენ და თან ეპიტაფიებსაც აწერდნენ - გენიოსები იყვნენ. ისინი ამაში სიკვდილის გაიოლებას დებდნენ. ალამაზებდნენ სიკვდილს, საიქიოში წასასვლელ გზას ვარდისფრად ხატავდნენ, რადგან სწამდათ, რომ სიკვდილი - ეს უსასრულო მარადიულობის კარია. "რამეთუ გამობრწყინდა ცხოვრება საუკუნო, უოხჭნო და ყოვლად მჭმუნვარე სიკვდილისა უშვერება ღვთაებრ განაქარვა".
ბეჭდვაელფოსტა
17.07. 2021
კახა
საუკუნეების განმავლობაში მრავალგვარმა და მრავალმრიცხოვანმა მტერმა ბოლომდე ვერ დაგვამარცხა, ავად თუ კარგად გადავრჩით, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერებაც შევინარჩუნეთ, ახლანდელი დრო კი მატერიალურის (ფულის) საშუალებით დაღუპვით გვემუქრება, მე ვფიქრობ, გადარჩენა ჩვენს ხელთაა, რა თქმა უნდა უფლის წყალობით.
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat