გულმოწყალება სულიერი მდგომარეობაა და იგი ადამიანს ან გაქვს, ან არა
გულმოწყალება სულიერი მდგომარეობაა და იგი ადამიანს ან გაქვს, ან არა
1. ერთ შემთხვევაში ადამიანი მოწყალებას მოყვასის სიყვარულით (გარდაცვლილი ოჯახის წევრის სულის დასახმარებლად) გასცემს, მეორე შემთხვევაში კი იმ შეგნებით , რომ გაჭირვებულისა და გლახაკისათვის გაწეული დახმარება უფლისათვის მიცემული სესხია და ქრისტეს მსახურებას ნიშნავს, რაზეც უფალი ასწილ მოგვაგებს.

ამ ორი შემთხვევიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას და პირადად თქვენ რა ნიშნით გასცემთ მოწყალებას?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს პასუხობენ: პედაგოგი მაია თავართქილაძე, ინჟინერი დავით რობაქიძე და მსახიობი მანანა თევზაძე.


მაია თავართქილაძე, 46 წლის, პედაგოგი, ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორი. მეუღლე - ზაზა მიქატაძე, ეკონომისტი.


1. ასე მგონია, მოწყალება ადამიანის სულის მოთხოვნილებაა, უპირველესად. სხვაგვარად იგი მოვალეობის მოხდას დაემგავნება, თუნდაც მოყვასის წინაშე. გულმოწყალება სულიერი მდგომარეობაა და იგი ადამიანს ან გაქვს, ან არა... მე პირადად ვემორჩილები უფლის ნებას, რადგან ზეციური მამის მორჩილება ხორციელი მშობლის მორჩილებაზე მაღლა დგას. ამიტომ ყველა ღატაკისა და გაჭირვებულის მიმართ ყოველთვის ვცდილობ, ვიყო გულმოწყალე. რამდენად გამომდის ეს, ჩემზე უკეთ უფალმა უწყის.

2. ილიას მკვლელობის საპირწონე საუკუნო ცოდვის გახსენება მიჭირს. თუმცა არის კიდევ ერთი მომენტი: ჭეშმარიტი ეროვნული მოღვაწენი იმ გზას გვიკვალავდნენ, რომელსაც ერი უდაბნოდან უნდა გამოეყვანა. გრიგოლ ხანძთელი და ილია ბიბლიური წინასწარმეტყველებივით მოევლინნენ ქვეყანას, მათი თითოეული ნაბიჯი დაცემული სამშობლოს აღდგენისაკენ იყო მიმართული. გრიგოლ ხანძთელის ნაღვაწის ღვთის ანაბრად მიტოვება ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნდა დღემდე. ის დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სამხრეთ საქართველოში შექმნა, ააღორძინა, აქამდე უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მიხარია, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ძვრებია. ყველა მამულიშვილის ვალია მისი განახლება, აღდგენა, დაბრუნება.…

3. მასწავლეთ გზა, უკეთ შევიცნო საკუთარი პიროვნება, რადგან მიმაჩნია, ყოველი ადამიანი უფრო დიდი საქმისთვისაა გაჩენილი, ვიდრე საკუთარი თავის მსახურება. იგი მხოლოდ უფლის სამსახურში უნდა დაიხარჯოს. სწორედ ამ გზის მიგნება მეძნელება.


KARIBCHEდავით რობაქიძე, 81 წლის, მეტყევე ინჟინერი, დამსახურებული ინჟინერი, პენსიონერი. მეუღლე ანა ქათამაძე გარდაეცვალა. ჰყავს ოთხი შვილი: ელზა, მარინე, მაია და დავითი.

1. უპირატესობას მივანიჭებდი პირველ შემთხვევას, როდესაც ადამიანი მოწყალებას კეთილი გულით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გასცემს, რადგან ეს უფრო წმინდა და უანგარო მგონია, ვიდრე იმ შეგნებით გაცემული მოწყალება, რომ უფალმა სესხად მიიღოს შენი ქველმოქმედება და ამისათვის ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაგიხადოს, თუმცა მეორე შემთხვევაც სათნოა ღვთისათვის და არც იმას გამოვრიცხავდი, რომ პირველი მოიცავდეს მეორესაც.

საერთოდ, მოწყალების გაცემა ღვთისგან კურთხეული საქმეა, თავმოსაწონებლად არ ვამბობ. სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მიმსახურია და როდესაც ამის საშუალება მომეცემოდა, ბევრ მოწყალებასაც გავცემდი.

ალბათ ყველა გაჭირვებულს უნდა დავეხმაროთ იმის მიხედვით, რა საშუალებაც გავაჩნია, ღმერთს ყველა უყვარს და არც ჩვენ უნდა განვასხვავოთ ისინი ეროვნების ან სარწმუნოების მიხედვით.

2. დღეს ცოტანი თუ ვიქნებით შემორჩენილნი, რომლებიც 1977 წლის 25 დეკემბერსსიონის საკათედრო ტაძარში ვესწრებოდით უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებას. მე მაშინ ერთ-ერთი დიდი წარმოების ხელმძღვანელი ვიყავი და დიდი გაბედულება იყო ჩემი მხრიდან, ამ მოვლენას დავსწრებოდი. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ბევრ რამეს მოვსწრებივარ და თვით კომუნისტებისგანაც არ მახსოვს ისეთი სისასტიკე, როგორიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობა იყო. ზვიადი ხომ დიდი ეროვნული მოღვაწე გახლდათ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ამიტომ მისი მკვლელობა ჩვენი ხალხის მიერ დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა და დიდი ცოდვაა, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი მოსაზრება ამ შეკითხვაზე.

3. შეკითხვა მოძღვართან არ მაქვს.


KARIBCHEმანანა თევზაძე, 58 წლის, მსახიობი, თეატრმცოდნე, ხელოვნების დოქტორი, არის არაერთი წიგნის ავტორი. მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების კოლეჯში. მისი მეუღლეა საქართველოს დამსახურებული მხატვარი მალხაზ კუხაშვილი, ქალიშვილი - ნინო.

1. რა თქმა უნდა, მეორე შემთხვევას ვირჩევ, რადგან მწამს, რომ გაჭირვებულისა და გლახაკისათვის გაწეული დახმარება უფლისათვის მიცემული სესხია და ქრისტეს მსახურებას ნიშნავს, რაზეც უფალი ასწილ მოგვაგებს. ჯერ კიდევ ბებიასგან მახსოვს, რომ გლახაკის სახით ჩვენი სახლის კარს თვითონ უფალი სტუმრობს და მოწყალების გაცემისას მას ვუწვდით პურსა და წყალს, მის წყლულებს ვბანთ ჩვენი ცრემლითა და სინანულით...

2. ილიას მკვლელობა წყალგამყოფი ზოლია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში; 30-40-იანმა წლებმა ქართველობას კიდევ ერთხელ გაავლო მუსრი და რაც რევოლუციას გადაურჩა, ის დაასრულა; იმ პერიოდის საზოგადოების დასმენითმა საქმიანობამ "დიდი აღმავლობით იღვაწა" და "თავიც გამოიჩინა"; ამის შემდეგ ბევრი სასირცხვილო რამ გადაგვხდა თავს, მაგრამ "საყოველთაო წმენდის" ეპოქას მაინც ვერაფერი შეედრება.

3. დიდი მორიდებითა და მოკრძალებით ვკითხავდი მოძღვარს: რა უფრო ძნელია - ღალატი თუ პატიება?.. და რა უფრო ადვილია - ღალატი თუ პატიება?..


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს მღვდელი ცოტნე თვარაძე.

"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7).

"საკუთარ სახლში ზანდუკი ვიქონიოთ გლახაკთათვის, რომელიც, დე, იმ ადგილის მახლობლად იყოს, სადაც შენ ლოცვად დგები. ყოველთვის, როცა ლოცვას დააპირებ, თავდაპირველად მოწყალება ჩადე ზანდუკში და შემდეგ აღუვლინე ლოცვა უფალს. როგორც ლოცვას არ შეუდგები ხელდაუბანელი, ასევე მოწყალების გარეშე ნუ დადგები ლოცვად. დადო მოწყალება - არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შენს საწოლთან დაიდო სახარება" (წმინდა იოანე ოქროპირი, საუბრები. წიგნი I, მოწყალებაზე).

მოწყალება რამდენიმე სახისაა: მოწყალება პრაქტიკული, ფიზიკური - გაჭირვებულთათვის მატერიალური, ნივთიერი, ფულადი მოწყალების გაღება; მოწყალება ლოცვითი - გაჭირვების დროს თანადგომა, ლოცვითი თანადგომა, ლოცვით დახმარება; არსებობს ასევე მოწყალების გაღება მიცვალებულთათვის, მიცვალებულთა სახელზე გაჭირვებულთა შეწევნა მატერიალურად; დაბოლოს, სულიერი მოწყალება - მიტევება. თუ ადამიანს აქვს მიტევების უნარი, ის მოწყალეა. მოწყალე გული აუცილებლად მიმტევებელი იქნება, მიტევება მოყვასისადმი წყალობის გაღებაა. სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". ჩვენ ვალდებული ვართ, მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რადგან მოწყალე ღმერთის შვილები ვართ, იმ ღმერთისა, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს "ბოროტთა ზედა და კეთილთა". მოწყალება არის გაცემა უანგაროდ, სიხარულით. უნდა გავცეთ ქრისტიანული გულმოწყალებით, მხოლოდ სიხარულით გაცემული მოწყალებაა ჭეშმარიტი. ნუ ვიფიქრებთ, რომ რამდენჯერმე გაცემა საკმარისია, მოწყალენი უნდა წიყოთ მთელი ცხოვრების მანძილზე. მოუკლებელად უნდა ვასრულებდეთ ამ საქმეს. მოთხოვნილებად უნდა გვექცეს მოწყალების გაცემა. სწორედ ამითაა გამორჩეული მიცვალებულთა სახელზე გაღებული მოწყალება. გავცემთ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ. ეს უანგარო მოწყალების სახეა.

ზოგი ადამიანი წართმეულით გასცემს "მოწყალებას" და ფიქრობს, რომ საქმე ღმერთმა შეიწირა. მაგრამ ცდება, ვინც ასე ფიქრობს. თუ გვინდა, რომ ღვთის წინაშე მოწყალენი ვიყოთ, სხვათა კუთვნილის მითვისებას უნდა დავანებოთ თავი და ისე გავცეთ მოწყალება. დავით მეფსალმუნის სიტყვებს გაგახსენებთ: "მოიქეც ბოროტისგან და ჰქმენ კეთილი". წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ მოწყალების გაცემა საშუალებაა ჩვენი ცხონებისა, მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი მდიდრებს მათი ცხონების საშუალებას. ამიტომ უპოვარებს ისე მოვეპყროთ, როგორც ჩვენს მაცხონებლებს, რადგან მათ შეუძლიათ ხსნა მოგვაპოვებინონ. ჩვენ ყოველდღე ვთხოვთ ღმერთს "პური, ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს" ან უბრალოდ - "უფალო, მომეცი". თავად კი არაფრის გაღება არ გვსურს, არ ვაძლევთ უპოვარებს მაშინ, როცა შეგვიძლია მიცემა და თავს ათასნაირად ვიმართლებთ საკუთარ გულში, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მოწყალების გასაღებად გვიხმობს, ქრისტეა, როგორც თავად ბრძანებს მაცხოვარი სახარებაში: "ყოველი ადამიანი, რომელსაც ეს არ გაუკეთეთ, მე ვიყავი". თუ ჩვენ გლახაკებს არად ჩავაგდებთ, უარგვყოფს ქრისტეც, რომელიც გლახაკთა გულისთვის დაგლახაკდა. ღმერთი მოწყალეა და ჩვენც მოწყალებისთვის მოგვიწოდებს. სწორედ ამ ნიშნით გადაარჩევს იგი ცათა სასუფევლის შვილებს, როგორც თავად ბრძანებს სახარებაში: მშიოდა და დამაპურეთ, მწყუროდა და წყალი მასვით, შიშველი ვიყავი, შემმოსეთ, სნეული ვიყავი, მომიარეთ, უცხო ვიყავი, შემიფარეთ. აი, ეს არის მოწყალება, მშიერთა დაპურება, მწყურვალთა დარწყულება, სნეულთა მოვლა. ოღონდ ეს სუფთა გულითა და სიხარულით უნდა აღვასრულოთ და არა ცხონების იმედით, სახარებისეულად, მარცხენა ხელმა არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა. იმიტომ კი არ უნდა გავცეთ, რომ მერე მივიღოთ, არამედ მოყვასის სიყვარულით. საერთოდ სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია მოწყალება. თუ ადამიანები არ გვიყვარს, მოწყალენი ვერ ვიქნებით მათ მიმართ. ღმერთი ყოვლადმოწყალეა იმიტომ, რომ ის სიყვარულია. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "უდიდესი საქმეა ადამიანი", ამაზე ძვირფასი კი მოწყალე ადამიანია. არაფერი ისე არ სათნოჰყოფს ადამიანს ღვთის წინაშე, როგორც გაღებული მოწყალება.

მოწყალება არის სიკეთე, სიკეთის კეთება კი მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც უყვარს. თუ გვინდა ღმერთი ჩვენ მიმართ გულმოწყალე იყოს, მოყვასის მიმართ ვიყოთ მოწყალენი. განა ღვთის წყალობა არ არის, რომ საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა მოწყალების სახით შეგვიძლია? სახარებაში აკი ბრძანებს მაცხოვარი: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". ღვთის წყალობაა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ, მზე დაგვნათის, გვითენდება და გვიღამდება, გვაქვს ურთიერთობა ერთმანეთთან, გვყავს ოჯახები, მეგობრები, ნათესავები. დედამიწა ადამიანური ცოდვებით არის დამძიმებული, მაგრამ ღვთის მოწყალების გამო სიცოცხლე გრძელდება.

გავცეთ მოწყალება და ის დაგვიცავს ჩვენ, რადგან ათასი გული გადაგვიხდის მადლობას ღვთის წინაშე. პური ან ჭიქა წყალი, ხოლო თუ არ შეგვიძლია პურისა და წყლის გაცემა, გვერდით დავუდგეთ გაჭირვებულს, თანავუგრძნოთ მას. დავამშვიდოთ, ვილოცოთ მისთვის ღვთის წინაშე, ესეც ხომ მოწყალებაა. ღმერთი შეისმენს, როცა ჩვენ მოვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოწყალების მისაღებად მოდიან.

ღვთის მოწყალება სხვების მიმართ მოწყალებით ვეძებოთ. როცა სხვისი დახმარების შესაძლებლობა გვეძლევა, ჩავთვალოთ, რომ ღვთის წყალობაა ჩვენზე, ღმერთი ამას ჩვენი ხსნისთვის უშვებს. ყოვლადმოწყალე უფლის მიერ შექმნილი ადამიანი არ შეიძლება მოწყალე არ იყოს, რადგან ღმერთი მოწყალეა ჩვენ მიმართ და მაგალითსაც გვაძლევს, რომ ჩვენც მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, გვიყვარდეს ერთმანეთი, შევძლოთ ერთმანეთის შენდობა და მიტევება. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ამ ხატების და მსგავსების შესანარჩუნებლად ბრძოლა ყველა ჩვენგანის ქრისტიანული ვალია. კაცობრიობა მოვალეა ყოვლადწმინდა სამებისა. როგორც შვილი ვერ გადაიხდის ვერაფრით მშობლების ამაგს, ისე კაცობრიობა ვერ გადაიხდის ღვთის ამაგს. ქრისტიანი ადამიანი, იგულისხმება, რომ უნდა იყოს ქრისტეს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, აუცილებლად უნდა იყოს მოწყალე სხვათა მიმართ, რადგან ჩვენ ყველანი ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლობას, როგორც ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთის ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მართლმადიდებელი ქრისტიანი მოვალეა, მოწყალე იყოს თავისი ცხოვრების წესით, რადგან სხვამხრივ ის ქრისტიანი ვერ იქნება.

პასუხი პირველ კითხვაზე:
ყველაზე რთული პროცესი ადამიანის ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობაა, რადგან საკუთარი თავის შეცნობით ადამიანი ღმერთის შეცნობამდე მიდის, ის ხომ ღმერთის ქმნილებაა. მაგრამ ღმერთის შეცნობა შეუძლებელია. ჩვენ საკუთარ თავზე წარმოდგენები გვაქვს შექმნილი და ამ წარმოდგენებით ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: "შეიცან თავი შენი" - ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანი ქმნილებაა, გვირგვინი ქმნადობისა, რომ ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი განღმრთობილიყო. ღმერთმა ადამიანური სხეული შეიმოსა ადამიანური ბუნებით. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სრული ღმერთი, სრული კაცი, ღმერთკაცია. საკუთარი თავის შეცნობის გზაც სწორედ სრული კაცობისკენ სავალ გზაზე გადის, რადგან ყველაზე დიდი საქმე ადამიანის ცხოვრებაში სრულყოფილებისკენ სწრაფვაა, რაც დაუსრულებელი პროცესია და ამ პროცესის გვირგვინია სწორედ განღმრთობა. ადამიანის დანიშნულება ამქვეყნად ღვთის დიდება, სრულყოფისკენ სწრაფვაა და ამ გზაზე უნდა დავიხარჯოთ ყველანი. უფლის სამსახური ამქვეყნად მოყვასის სიყვარული და სამსახურია. სხვათა სიყვარულსა და მსახურებაში უნდა დავიხარჯოთ - აი, სრულყოფილებისკენ სავალი გზა, რომელიც მხოლოდ ქრისტესთან თანაზიარობით მიიღწევა, კერძოდ, ქრისტიანული ცხოვრებით, აღსარებით, სინანულით, ზიარებით და მცნებების დაცვით.

პასუხი მეორე კითხვაზე:
ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ღალატი წარმოუდგენელი უნდა იყოს, ხოლო პატიება მისი რწმენის განუყოფელი ნაწილი, რადგან ღმერთი გვეუბნება, რომ: "სამეოცდაათ შვიდ გზის" მივუტევოთ ადამიანს, რადგან თუ არ მივუტევეთ, არც ჩვენ მოგვეტევება. საერთოდ, არმიტევება ამპარტავნებისა და ამბიციურობის, უსიყვარულობის შედეგია. ამპარტავნება ღალატის ტოლფასია, რადგან ამპარტავნებამ დაუდო დასაბამი სამყაროში ცოდვის გაჩენას, ამოძრავებას. ღალატი უდიდესი ცოდვაა. იუდამ უღალატა ქრისტეს, დაცემულმა ანგელოზმა უღალატა შემოქმედს და აუმხედრდა მას. ეს ამპარტავნების გამო მოხდა, რომელიც თავისუფალი ნებელობის წიაღში არსებობს. ღალატი ნგრევაა, პატიება კი შენება. უძღებმა შვილმა მამას უღალატა, მამამ კი აპატია. უნდა ვიფიქროთ, რომ მამისთვის შვილის ღალატის გადატანა რთულზე რთული იქნებოდა, მამა იმის მამაა, რომ აპატიოს. ბუნება მამისა პატიების, მიტევების ბუნებაა, რადგან მამა სიყვარულია. პატიება სიყვარულის ნაყოფია, ღალატი - უსიყვარულობისა. ყოველი კაცი, რომელიც ცოდავს, ღალატობს ღმერთს და ჯვარცმისთვის იმეტებს (ეს გააკეთეს იუდამ და ებრაელი ხალხის იმ ნაწილმა, რომელმაც ქრისტე არ მიიღო), რადგან ქრისტემ ჩვენი ცოდვები იტვირთა და ჯვარზე აიტანა. ტერმინ "ცოდვის" ერთ-ერთი განმარტება "მიზანს აცდენა", "მიზნის არქონაა". მიზანი განღმრთობა უნდა იყოს. ვისაც ეს არ დაუსახავს მიზნად, ვისი მიზანიც ქრისტესთან თანაზიარობა არ არის, ის თავისთავად ცოდვაშია, შესაბამისად ის ღალატობს ღმერთს, რადგან ცოდვაში ცხოვრება გულისხმობს ღვთაებრივის წინააღმდეგ წასვლას, ამბოხს შემოქმედის წინაშე (რაც გააკეთა ეშმაკმა და დღემდე აკეთებს). კაცობრიობა გამუდმებით ღალატობს ღმერთს. გულმოწყალე ღმერთი კი პატიობს მას ამ ღალატს.

ძნელი სათქმელია, რომელია უფრო რთული და რომელი - უფრო იოლი, მაგრამ ფაქტია, რომ ქრისტიანობა არ არის ღალატი და ნგრევა.Qქრისტიანობა არის პატიება, შენდობა და სიყვარული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat