ერმა გაძლიერებულად უნდა ილოცოს ქვეყნის განსაცდელის ჟამს
ერმა გაძლიერებულად უნდა ილოცოს ქვეყნის განსაცდელის ჟამს
1. თქვენი აზრით, რამდენად ასახავს ბეჭდური მედია დღევანდელ ქართულ რეალობას და პირადად თქვენ რას ურჩევდით ჩვენი ჟურნალის მკითხველს შექმნილ ვითარებაში წონასწორობისა და სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად?

2. თქვენი შეხედულებით, მემშვიდობეობის უნარი მხოლოდ მშვიდი ადამიანის თვისებაა თუ ეს ღვთიური ნიჭი ბუნებით ემოციურ პიროვნებასაც შეიძლება ამშვენებდეს?

3. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ერის ისტორიაში?

4. რას შეეკითხებით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ აკადემიკოსი არნოლდ გეგეჭკორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თამარ გიორგობიანი და მედავითნე გიორგი პეტრიაშვილი.

თამარ გიორგობიანი, 27 წლის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.


1. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იშვიათად ვკითხულობ ბეჭდურ მედიას, ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტისა და სამაუწყებლო მედიის საშუალებით ვიღებ, თუმცა როდესაც ვმუშაობდი თემაზე - "საქართველოს დემოკრატიული განვითარება", უამრავი საერთაშორისო ექსპერტის, ორგანიზაციისა და მკვლევრის დასკვნა თუ მოხსენება წავიკითხე, სადაც ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ საქართველოში ბეჭდური მედია ბევრად უფრო თავისუფალი და ობიექტურია, ვიდრე სამაუწყებლო. სამწუხაროდ, დღესდღეობით მედიის სხვადასხვა საშუალებით ძირითადად ნეგატიურ და დამამძიმებელ ინფორმაციას ვიღებთ. ამიტომ ამ ბოლო დროს ვცდილობ, ნაკლებად ვუყურო ტელევიზორს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყო. ინტერნეტში მე თავად ვირჩევ, რა მაინტერესებს და ზედმეტი ნეგატიური ინფორმაციისგან ვთავისუფლდები. ჩემი რჩევა იქნება, მივიღოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებს, და ყოველთვის ნუ დავიჯერებთ ყველაფერს. აუცილებელია, მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და გაფილტვრა.

2. დღესდღეობით ძალიან ცოტა მეგულება მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი. ვფიქრობ, რომ მშვიდობისმყოფელობა არ არის დამოკიდებული ადამიანის სიმშვიდეზე, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ძალიან მშვიდი ადამიანებიც კი გამოსულან წყობიდან. ეს უფრო რელიგიურობასა და ღვთის რწმენაზეა დამოკიდებული, რადგან რწმენაში მყარი და მლოცველი ადამიანი ნაკლებად არის მიდრეკილი აგრესიისადმი. თუმცა, როგორც ცნობილი მეცნიერი მორგენთაუ აღნიშნავდა, ადამიანი ყველაზე აგრესიული და საშიში ცხოველია, რადგან მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის განადგურება, არა შიმშილის, არამედ ფუფუნებისა და ძალაუფლების გამო. ასევე მინდა დავამატო, რომ ბუნებით ემოციური როდი ნიშნავს მაინცდამაინც აგრესიულს და არამშვიდობისმყოფელს. ამიტომ ასეთ ადამიანებში ხანდახან ყველაზე ნაკლებად არის ხოლმე დაგროვილი ბოღმა და აგრესია. ზოგჯერ ჩუმი ადამიანი უფრო საშიშია, იმიტომ რომ ძნელია, გაიგო მის გულში რა ხდება და რა ზრახვები ამოძრავებს.

3. მიჭირს პასუხის გაცემა, ამ თემაზე არასდროს მიფიქრია. ამ ბოლო დროს უმიზეზოდ და გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ხალხის ბედი ჩემში დიდ პროტესტს იწვევს. ბოლოს ძალიან აღმაშფოთა 26 მაისის მოვლენებმა, როცა უბრალო, გამწარებული ადამიანები სხვადასხვა მხარეთა პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირნენ.

4. მინდა, მოძღვარს ვკითხო: არსებობს თუ არა ბედისწერა?


KARIBCHEარნოლდ გეგეჭკორი, 71 წლის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 4 საზოგადოებრივი აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის, პეტრე მელიქიშვილისა და იაკობ გოგებაშვილის პრემიების I ხარისხის ლაურეატი. მუშაობს თსუ-ში. ჰყავს მეუღლე - მედეა ლეჟავა და ქალიშვილები - ინა და ირინა.

1. ვინაიდან უნივერსიტეტში ჩემი მოღვაწეობის გამო ფრიად მოუცლელი ვარ, ნაკლებად მეძლევა საშუალება, თვალყური ვადევნო თანამედროვე მედიას; რაც შეეხება ჩემს რჩევას, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე არსებითად მიმაჩნია ხელისუფლებისკენ ლტოლვის საქმეში მდგომარეობა იმდენად არ დაიძაბოს, რომ საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდეს, რაც საქართველოს მონღოლების პერმანენტული შემოსევის მდგომარეობამდე მიიყვანს. ჩემი ეს პასუხი ნაწილობრივ აისახა თანამშრომლობის იმ დოკუმენტში, რომელიც გაფორმდა საქართველოს საპატრიარქოსთან ამა წლის 6 ივნისს.

2. ჩემი ღრმა რწმენით, ბუნებით ემოციური პიროვნება სრულებით არ ნიშნავს არ იყოს უაღრესად პაციფისტური მსოფლმხედველობის. მსგავსი უამრავი მაგალითი არსებობს და მათ რიგს მივეკუთვნები მეც. ალბათ, დასაზუსტებელია, რა იგულისხმება ბუნებით ემოციურ პიროვნებაში. ადოლფ ჰიტლერის მსგავსი ეგზალტირებული არსება თუ ანა ახმატოვას მსგავსი ემოციური პიროვნება, რომელიც არასოდეს უღალატებს ადამიანის ჰუმანისტურ იდეალებს და თავისი ცხოვრების გზით არსებითად იცავს ბიბლიის ათ მცნებას.

3. ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში წითელ რაზმელებთან შეტაკებისას ტყვიით დაჭრა, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ მაინც ფატალური აღმოჩნდა მისთვის და უკვე საფრანგეთში მოუსწრაფა სიცოცხლე; მერაბ კოსტავას ავტოავარიის ინციდენტი, რომელიც სინამდვილეში მისი განზრახ მკვლელობა იყო.


KARIBCHEგიორგი პეტრიაშვილი, 58 წლის, თეოლოგი, თბილისის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მედავითნედ მუშაობს დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში.

1. ბეჭდური მედია, ჩემი აზრით, უფრო სწორად ასახავს დღევანდელ ქართულ რეალობას, ვიდრე ის სატელევიზიო არხები, რომლებიც ცალმხრივად და არაობიექტურად აშუქებენ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს. ჩემი რჩევა იქნება, თავი შევიკავოთ ისეთი სატელევიზიო პროგრამების ყურებისაგან, რომლებიც სიცრუეზე და ძალადობაზეა აგებული, იმისათვის, რომ არ შევიქმნათ სულიერი დისკომფორტი და ჭეშმარიტი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რადგან არსებობს მოჩვენებითი სიმშვიდეც. იმ კატეგორიის ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც დიდძალი სიმდიდრის დაგროვებით ცდილობენ სულიერი სიმშვიდის მიღებას. ასეთ სიმშვიდეს არაფერი აქვს საერთო იმ ჭეშმარიტ სიმშვიდესთან, რომელზედაც ზემოთ მოგახსენებდით, რადგან იგი ქვიშაზე აგებული სახლივით დროებითია და წარმავალი.

ჭეშმარიტი სულიერი სიმშვიდე მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. თუ ადამიანს ეყოლება სულიერი მოძღვარი, იქნება აღმსარებელი და არ მოაკლდება ზიარების მადლი, მაშინ დაისადგურებს მასში ჭეშმარიტი სიმშვიდე. სადაც ღმერთი სუფევს, სიმშვიდეც იქ არის და საღი აზრიც.

განვლილ 20 წელიწადს უნდა ესწავლებინა ჩვენთვის, რომ არ უნდა შევიქმნათ არასწორი იმედი, რადგან ქარიზმატული ლიდერების ძებნაში არ უნდა ვხედავდეთ საქართველოს გადარჩენის ერთადერთ გამოსავალს. ჩემი აზრით, არ უნდა შევქმნათ კერპი სხვადასხვა პიროვნების სახით და სწორად აღვიქვათ ის ვითარება, რომელშიც აღმოვჩნდით. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ახლოს ვიქნებით ღმერთთან.

ალბათ იკითხავთ, დღემდე რატომ ვერ გადავლახეთ ის დიდი წინაღობა, რომელშიც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან ვიმყოფებით. საქმე ისაა, რომ საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირად კეთილდღეობასა და საკუთარი ოჯახების გადარჩენაზე ფიქრობენ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან. ისინი თავიანთი ეგოცენტრული მისწრაფებების ტყვეობაში იმყოფებიან, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტები ამოძრავებთ მხოლოდ. მათთვის აღარ არსებობს კანონი და სახელმწიფოებრივი ინტერესი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმისათვის, რომ სულიერი სიმშვიდე (რა თქმა უნდა, ბრჭყალებში) არ დაერღვეთ, ეკლესიაშიც დადიან.

2. დასაშვებად მიმაჩნია, რომ მშვიდობისმყოფელობის უნარი ემოციურ ადამიანსაც გააჩნდეს, ხომ არსებობენ ბუნებით ლაღი, მგრძნობიარე ადამიანებიც, რომლებიც სიკეთით მოქმედებენ ამქვეყნად. ამავე დროს, ისტორია იცნობს ბევრ ისეთ პიროვნებას, რომლებიც გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში დესპოტები იყვნენ. ასეთი მოჩვენებითი, შებილწული სიმშვიდე, რა თქმა უნდა, ეშმაკისგან არის, ამიტომ ღმერთთან დაახლოებული ადამიანი ადვილად გაარკვევს მოჩვენებით მშვიდსა და მშვიდობისმყოფელს ნამდვილისაგან.

3. ილიას მკვლელობის შემდეგ ბევრი რამ მოხდა ისეთი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, სხვაზე რომ არაფერზე ვთქვათ, 1937 წლის რეპრესიებიც იკმარებდა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის ისტორიის დიდი სირცხვილი იყო, მაგრამ ყველაზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავის გამტაცებელი ქართველი ბიჭებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა და მათთან ერთად სრულიად უდანაშაულო მოძღვრის, მამა თეოდორე ჩიხლაძის დახვრეტა, რომელიც თვითონ არამცთუ არ მონაწილეობდა ამ პროცესში, არამედ ამ ახალგაზრდებსაც აფრთხილებდა, ასეთი რამ არ გაეკეთებინათ. მათ არწმუნებდა, რომ "მალე დადგებოდა დრო, როდესაც ისინი ისედაც შეძლებდნენ თურქეთში გადასვლას". ეს ყველაფერი კარგად იცოდა საქართველოს მაშინდელმა ლიდერმა, მაგრამ იმისათვის, რომ პოლიტბიუროს წევრთა სიმპათია გამოეწვია და მათთვის ერთგულება დაემტკიცებინა, მოსკოვიდან გამოიწვია სპეცრაზმი და თვითმფრინავის მგზავრთაგან დამსჯელი რაზმის მიერ ერთ-ერთი წევრის მკვლელობის პროვოცირებით ამ ბიჭების სამაგალითო დასჯა მოითხოვა, რასაც ვერ უშველა ცნობილი ადამიანების პეტიციამ და ყველანი უმოწყალოდ დახვრიტეს.


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის წმინდა ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თავმას ჩოხელი.

- მამა თავმას, დღევანდელ ვითარებაში როგორ შეინარჩუნოს ადამიანმა სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა?

- უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ სიმშვიდისა და მოთმინების საოცარი მაგალითი გვიჩვენა თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით. როდესაც მას ჩვენი ცოდვების გამო დევნიდნენ, რადგან თვითონ უცოდველი იყო, სულგრძელად ითმენდა ყოველგვარ შეურაცხყოფას და ცილისწამებას, ჯვარცმის წუთებში კი მამას შესთხოვდა: "მიუტევე, უფალო, რამეთუ არა იციან, რასა სჩადიანო". წმინდა მამები, რომლებიც ცდილობდნენ ქრისტესთვის მიებაძათ, როცა დიდი ხნის განმავლობაში ავად არ გახდებოდნენ, შესთხოვდნენ უფალს, რაიმე სახის განსაცდელი გამოეგზავნა მათთვის - ეშინოდათ, ღმერთს ხომ არ დავავიწყდით ჩვენი ცოდვების გამო, სიყვარული ხომ არ გაუნელდა და ჩვენზე ხელი აიღოო. ამიტომ, ჩვენც უნდა შევურიგდეთ ამქვეყნიურ ხვედრს, რადგან ავადმყოფობისა და უსიამოვნებისაგან არავინ ვართ დაზღვეულნი, ეკლესია გვასწავლის, სიმშვიდითა და მოთმინებით უკუვაგდოთ ყოველგვარი განსაცდელი. როდესაც შეურაცხგვყოფენ, თავი არ ვიმართლოთ, არ ვაქციოთ იგი მსჯელობისა და პოლემიკის საგნად. როცა ადამიანები ემოციურად რეაგირებენ შეურაცხყოფაზე, ხშირ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლის ხელყოფის, მეორის კი საპყრობილეში მოხვედრის მიზეზი ხდება. სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ უფლისაგან ნაბოძები ჩვენი მიწიერი ყოფა იმდენად მცირეა და ერთი გაელვება, რომ თითქოს გუშინ იყო, როდესაც ბავშვები ვიყავით... ეს ცხოვრება ხომ ერთი შემადგენელი ნაწილი და მოსამზადებელი ეტაპია ჩვენი მარადიული სიცოცხლისა. უნდა გავუფრთხილდეთ ყოველ წამს და სიკეთის სამსახურში ჩავაყენოთ იგი, ვეცადოთ, ცოტათი მაინც მივემსგავსოთ ძველ ქრისტიანებს, ამისთვის კი მთავარია, მოთმინება და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მართალია, დღეს რთული პერიოდია და თითქოს დროც უფრო დაჩქარებულია, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, უფალი შემწყნარებელი იქნება. უმთავრესი ქრისტიანული მცნება: "როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორეც შეუშვირე", რასაკვირველია, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ეს მცნება იმას გულისხმობს, როცა ცუდის გაკეთებას მოგვინდომებენ, კარგით ვუპასუხოთ და დავარწმუნოთ სიკეთის უპირატესობაში.

სხვადასხვა ერს ცოდვათა სიმრავლის გამო მოუვლენდა ღმერთი განსაცდელს. გავიხსენოთ ებრაელი ხალხის ისტორია, რომელიც ხშირად მოჰყავს მაგალითად ჩვენს პატრიარქს. იგი შესთხოვს უფალს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. მღვდელმთავრის ლოცვას უდიდესი მადლი აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ლოცვასაც უდიდესი ძალა აქვს და ერმა უნდა ილოცოს გაძლიერებულად ქვეყნის განსაცდელის ჟამს. დღეს ლოცვა თუ გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. პატრიარქის კურთხევაა, ვილოცოთ, ჩვენ კი არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა. გარდა ამისა, ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ: მეპურემ - პური გამოაცხოს, ექიმმა - ავადმყოფი განკურნოს, სასულიერო პირი - სამწყსოს გაუძღვეს. ამაზე დიდი განსაცდელი გადაუტანია საქართველოს, მთავარია, შევისმინოთ სულიერი წინამძღოლის დარიგება, ღმერთი მოწყალეა, ღვთისმშობელი არ გაწირავს თავის წილხვედრილ ქვეყანას და თვის კალთას გადააფარებს.

ეკლესიის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მამულის დასაცავად ეპისკოპოსები მიუძღოდნენ მეომართა ლაშქარს, რომელთაც ერთ ხელში ჯვარი ეჭირათ, მეორეში - ხმალი. ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში ერთად იბრძოდა ერი და ბერი. თუ საჭიროებამ მოიტანა, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ მამულისა და ქრისტიანობის გადასარჩენად. ზოგჯერ სიმშვიდესაც აქვს საზღვარი, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ამისგან და თუ ოჯახში ვინმე შემოგვეჭრება და მის შებღალვას მოინდომებს, წარმოუდგენელია, არ გაიღვიძოს ჩვენში თავდაცვის ინსტინქტმა და ეს ბუნებრივი რეაქცია იქნება, რადგან როცა ახლობელთა სიცოცხლის ხელყოფასა და ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი, როგორც ქრისტიანს, მოგვეთხოვება, თავიც კი გავწიროთ მათ დასაცავად. ეს ჩვენი ვალია. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოთმინება და სიმშვიდე მანამდე უნდა შევინარჩუნოთ, სანამდეც ეს შესაძლებელი იქნება. უნდა შევეცადოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს, სარწმუნოებას, ეროვნულობას, შევიყვაროთ უფალი, ყოველი ადამიანი, მივეფეროთ ერთმანეთს. როგორც უწმინდესი ბრძანებს, ჩვენი სული ჯვარს უნდა ჰგავდეს და ვერტიკალურად და ჰორიზონტალურადაც უნდა იყოს მიმართული ღვთისა და ადამიანებისკენ, რაც გაგვაკეთებინებს სიკეთეს და დაგვაძლევინებს ყოველ განსაცდელს.

- მამა თავმას, ერთ-ერთ ჩვენს რესპონდენტს აინტერესებს, როგორ უყურებს მართლმადიდებლობა ბედისწერის საკითხს?

- ამაზე მარტივად ასე შეიძლება ვუპასუხოთ: არსებობს ღვთის ნება, ყოველი ადამიანი კი თავის ბედს თვითონვე ქმნის ღვთის ნებით. ღვთის უნებურად, რასაკვირველია, არაფერი ხდება. ჩემი რჩევაა, ოპტიმისტურად შევხედოთ ცხოვრებას, უფლის შემწეობისა და ღვთისმშობლის მფარველობისა ვირწმუნოთ და არ დავკარგოთ ხვალინდელი დღის იმედი.

- მამაო, რამ გადაგაწყვეტინათ სასულიერო პირი გამოსულიყავით?

- ჩვენს ოჯახში დედა იყო მორწმუნე და მლოცველი, მან გვასწავლა ლოცვები ზეპირად. დღე არ გავიდოდა, ყოველ დილა-საღამოს არ გველოცა. ისეთი დრო იყო, სასულიერო ლიტერატურა არ იშოვებოდა. ამიტომ წმინდანთა ცხოვრებასაც დედის მონათხრობით ვეცნობოდით. მისი საშუალებით ვეზიარეთ რწმენას და უფლის სიყვარულს მე და ჩემი დედმამიშვილი. სასულიერო ლიტერატურა ჩემთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სემინარიის დამთავრების შემდეგ 5 წელი თიანეთში ვმოღვაწეობდი.

- თქვენ ბევრი პატრიოტული ლექსის ავტორი ხართ, რომელზედაც არაერთი სიმღერა შეიქმნა. როდის გაგიჩნდათ პირველად ლექსის დაწერის სურვილი?

- სიტყვების გარითმვა ბავშვობიდანვე მეხერხებოდა, მაგრამ მაშინ ამისათვის რატომღაც არ მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა. ჩვენს პატრიარქს აქვს უნარი, აღმოაჩინოს ადამიანში მოწოდება და გაუღვივოს ფარული ნიჭი. სწორედ მისი ერთი სიტყვა გახდა ამ ერთი წლის წინათ საკმარისი იმისათვის, რომ ლექსი დამეწერა. ჩემი გვარი წარმოშობით გუდამყრიდან არის, პირველი ლექსიც გუდამაყარს მივუძღვენი, რომელიც მაშინვე ამღერდა. ამან მეტი სტიმული მომცა. დღეს ჩემს ლექსებზე 10-ზე მეტი სიმღერაა შექმნილი.

- რას გვეტყოდით თქვენი ოჯახის შესახებ?

- ჩემი მეუღლეა დალი-ქეთევან ზურაბიშვილი. გვყავს ქალ-ვაჟი - მარიამი და ვაჟა. მარიამი წერს ლექსებს, ხატავს, უკრავს და მღერის ფანდურზე. ვაჟა ჯერ პატარაა. სწორედ მასზე დავწერე ლექსი "მამის იავნანა", რომელსაც ახლა წაგიკითხავთ:

აგერ უკვე რა ხანია,
მთებში ღამეს სძინავს,
იავნანა, მამის დარდო,
დაიძინე ტკბილად.
უფალს ებარებოდეო,
გაგითენოს დილა,
სათუთო და მშვენიერო,
ჩემო პაწაწინავ.
მთვარეს ღრუბლის სარეცელზე,
რა ხანია, სძინავს,
ნანას გეტყვი, გენაცვალე,
ჩემო თვალისჩინავ.
ვარსკვლავები ციმციმებენ
შენს საყვარელ ფერებს,
გაიზარდე სამშობლოსთვის,
მამა ასახელე.
ლამაზო და სანატრელო,
ჩემო გულის დარდო,
შენს ზღაპრების საუფლოში
მზეც კი დანავარდობს.
იავნანა, მამის დარდო,
გარეთ ღამეს სძინავს.
ჯერ მამალს არ უყივლია,
დაიძინე ტკბილად.


ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ჟურნალი დიდი მოწონებით სარგებლობს. ამ ბოლო დროს "კარიბჭე" კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა თემატურად. საქართველო, მოგეხსენებათ, ხელოვნებისა და პოეზიის მოყვარულთა ქვეყანაა და კარგია, რომ სხვა მრავალ საინტერესო თემასთან ერთად, სულიერების ამ სფეროსაც მიეცა მეტი გასაქანი თქვენი ჟურნალის საშუალებით, რომელსაც ბევრი მკითხველი ჰყავს.

P.S. 23 დეკემბერს მამა თავმას ჩოხელს 44 წელი უსრულდება. ჟურნალ "კარიბჭის" რედაქცია ულოცავს მას დაბადების დღეს და უსურვებს წარმატებებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat