თაყვანს ვცემთ წმინდანებს, ხოლო ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას
თაყვანს ვცემთ წმინდანებს, ხოლო ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას
1. ნომრის თემაა "ჰმონებდეთ უფალსა და არა კაცთა"... მოსეს მეორე მცნება გვავალდებულებს, მხოლოდ ღმერთს ვმსახურებდეთ და არა უცხო კერპებს. ჩვენ, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რამდენად ვართ ამ მცნების დამცველი?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?


ანკეტაში მონაწილეობენ: ჟურნალისტი ლაშა გაბუნია, პოეტი მაყვალა გონაშვილი და თეოლოგი კონსტანტინე ალიბეგაშვილი.


ლაშა-ილია გაბუნია, 41 წლის, მუსიკალური კრიტიკოსი, რადიო "პალიტრის" გადაცემების ავტორი და წამყვანი, "პალიტრა-მედიის" სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტი, ჰყავს მეუღლე - თინათინ ნადირაძე.

1. ქართველებს გაჭირვების დროს გვახასიათებდა და გვახასიათებს მოლოდინი, რომ ვიღაც მოსესნაირი მხსნელი მოვა, შეგვკრებს ყველას და წაგვიყვანს აღთქმულ ქვეყანაში, ანუ მოგვიგვარებს ყველა პრობლემას, მათ შორის, სოციალურსაც. მსგავსი მესიანური მოლოდინების შედეგად ყოველი ახალი ლიდერის გამოჩენას ხშირად თან სდევს მისი გაკერპება და გაღმერთებაც კი, თითქოს იგი უშეცდომო და უცოდველია. შედეგად - ხალხს იმედი უცრუვდება, ხოლო ქართველ ლიდერებს უჩნდებათ ავტოკრატიისკენ მიდრეკილება და მათ ისევ ერის დიდი ნაწილი უპირისპირდება. ამიტომ დღეს, მიუხედავად ერის დიდი ნაწილის გაეკლესიურებისა, ბიბლიურ შეგონებას, "ჰმონებდეთ უფალსა და არა კაცთა", ცოტა თუ აცნობიერებს.

კერპთაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოშია ფესვგადგმული და მის გავლენაში ადამიანები ადრეული ასაკიდან ექცევიან. მუსიკოსებისა თუ მსახიობების გაღმერთება უცხო ხილი არაა დასავლური და ჩვენი მედიისთვის. პრესა კი ამ სისულელეების გაშუქებას "საზოგადოებრივ დაკვეთას" უწოდებს. ადამიანებს აინტერესებთ მათი კერპების, ე. წ. "ცნობადი სახეების" (დღეს რომ უკვე "სელებრითებს" ეძახიან) ნებისმიერი, თუნდაც ინტიმური წვრილმანიც კი და ეს კერპის თაყვანისცემა უფროა, ვიდრე ადამიანური სიყვარულის გამოვლინება. ჩვენთვის, როგორც უძველესი ქრისტიანული ერისთვის, კერპთაყვანისმცემლობა მიუღებელი უნდა იყოს.

2. ვფიქრობ, ილიას მკვლელობის შემდეგ საუკუნის ცოდვა იყო საქართველოს გასაბჭოება და ამ რეჟიმის მხრიდან ათასობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის სასულიერო პირების, დახვრეტა, რამაც ერის ინტელექტუალური ნაწილი თითქმის გაანადგურა.

3. რამდენად ქრისტიანულია ქალაქის ცენტრში წმინდა გიორგის გიგანტური ქანდაკების დადგმა და იქვე კონცერტების გამართვა?


KARIBCHEმაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის პრემიების ლაურეატი, ჰყავს მეუღლე - მერაბ კეზუა, შვილები: მარეხი და ივანე.

1. ჩვენში საკმაოდ ჭარბადაა პიროვნების თაყვანისცემის, კერპადქცევის ტრადიცია, ქართულ სუფრას ლამის დღემდე შემორჩა სტალინის სადღეგრძელოები, ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის თაყვანისცემის გამო ოჯახის წევრებიც კი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ავენაობამ და უსიყვარულობამ დაგვრია ხელი.

2. სამწუხაროდ, ასეთი შავი ლაქა არაერთია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, განსაკუთრებით კი 1937 წელი, როცა, პოეტის თქმით, საქართველოს ცაზე "კაენის ჩრდილმა გაისრიალა".

3. კახეთში სოფელ მირზაანში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ, მხოლოდ ქვევრებია შემორჩენილი. მას ზედაზენს ვეძახით და ხშირად მივდივართ სანთლის დასანთებად. ზოგჯერ ამ ადგილას ცხვარსაც შევწირავთ ხოლმე. არის თუ არა ჩვენი ქმედება ქრისტიანული?


KARIBCHEკონსტანტინე ალიბეგაშვილი, 39 წლის, პროფესიით ბიბლიოგრაფი და თეოლოგი, სამუშაო ადგილი: საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა.

1. პირველქრისტიანები, მოციქულები საკუთარ თავს ღვთის მონებს, ქრისტეს მონებს უწოდებდნენ (რომ: 1,1; იუდა: 1,1) და ამით გამოხატავდნენ სიყვარულსა და ერთგულებას ღვთისა და მის მიერ მოცემული მცნებებისადმი. უფლის მონობაში, უპირველესად, იგულისხმება საღვთო გამოცხადებით ნაუწყები მცნებების დაცვა, ღვთის ნების გამოძიების შემდეგ საკუთარი ნების მისადმი დაკავშირება. მონობა იგივე მსახურებაა. უფალი ამბობს: ,,არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც" (მათე: 6,24). ამით უფალი გვასწავლის, რომ შეუძლებელია ერთდროულად ადამიანები საღვთო მცნებებსაც აღვასრულებდეთ და ცოდვებსაც ჩავდიოდეთ. უფალი ასევე ამბობს: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ: ძე რჩება საუკუნოდ. ამიტომ თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით" (იოანე: 8,34-36). მონანულ ქრისტიანებს, ცოდვებისაგან განთავისუფლებულთ, პავლე მოციქული ღვთის მონებად მოიხსენიებს: ,,ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – მარადიული სიცოცხლე" (რომ: 6,22) და აფრთხილებს მათ, ხელმეორედ არ ჩაცვივდნენ ცოდვის მონობაში.

აქვე მსურს მცირედი ამონარიდი შემოგთავაზოთ მართლმადიდებლური კატეხიზმოდან დეკალოგის პირველი და მეორე მცნების შესახებ: პირველი მცნება ძირითად ჭეშმარიტებას აცხადებს, იგი ამბობს, რომ ღმერთი ერთია: ,,მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე"; მეორე მცნება პირველს განმარტავს: ,,არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი რაი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა ჰმსახურებდე მათ". ეს არის გაფრთხილება ცრუ ღმერთებისათვის წარმართული თაყვანისცემის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, კერპთაყვანისმცემლები დღესაც არიან. ისინი თვით ქრისტიანთა შორისაც კი გვხვდებიან. კერპთაყვანისმცემელია ისიც, რომელიც ყოველივეს სწირავს ფულის, პირადი დიდების, ღვინის, მუცლის სიამოვნების და სხვა ამგვარ ტკბობათათვის. ყოველივე ეს ღვთის ღალატს, ჭეშმარიტი მიზნის ცრუ მიზნით შეცვლას, მთელის ნაწილისადმი და ამაღლებულის მდაბლისადმი დამორჩილებას წარმოადგენს.

2. წმინდა ილია მართლის შემდეგ საუკუნის მკვლელობად მიმაჩნია XX საუკუნის ბოლოს ეროვნული მოძრაობის თავკაცების ბატონ მერაბ კოსტავასა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მოკვდინება. მათ არ აპატიეს ერში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, ქრისტეს გზით სვლა და ბრალად დასდეს ,,მდინარის დინების საწინააღმდეგოდ სვლა".

მინდა განსაკუთრებით ვთხოვო დღევანდელ ახალგაზრდობას, გაეცნონ ბატონი მერაბისა და ბატონი ზვიადის ბიოგრაფიებს დაწვრილებით და იცოდნენ მათ შესახებ (გაეცნონ მათ ნაშრომებს ბიბლიოთეკებში) უფრო ღრმად, ვიდრე ეს დღევანდელი საინფორმაციო საშუალებებით შუქდება.

3. როგორ უნდა გვესმოდეს სახარებისეული იგავი კეთილი მწყემსისა და ერთი დაკარგული ცხვრის შესახებ?


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი იოსებ გელუკაშვილი.

- ღვთის ღირსების ქმნილებაზე გადატანა, ეს რაიმე საგანი იქნება, არსება თუ პიროვნება, უკვე კერპთაყვანისცემლობაა, სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში წმინდა პავლე მოციქულს, როცა ამბობდა: "ეშმაკის მოკვდავ მანქანებით ადამიანმა, დამბადებლის მაგივრად, დაბადებულს მიაჩემა თაყვანისცემაო".

ამ საკითხის განხილვისას უპრიანი იქნებოდა, გაგვეხსენებინა საბერძნეთში, კერძოდ, ბიზანტიაში, VIII საუკუნეში წარმოშობილი ხატმებრძოლობის ერესი. თითქმის საუკუნეზე მეტხანს გრძელდებოდა ჭიდილი მართლმადიდებელ ხატთა თაყვანისმცემლებსა და ხატმებრძოლებს შორის. მაშინ ამ დაპირისპირებაში მკაფიოდ გამოიკვეთა ორი მცნების: "თაყვანისცემის" და "მსახურების" ურთიერთგამიჯნულობა.

უდიდესმა მოძღვრებმა იოანე დამასკელმა, თეოფანე სტუდიელმა, ნიკიფორე პატრიარქმა და სხვებმა VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, რომ მსახურება შეჰფერის მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას, მაგრამ თაყვანისცემა მიეგება იმ წმინდა საგანსაც, რაც ღვთისაგან კურთხეულია და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღვთის გზაზეა შედგომილი, ამიტომ ჩვენ ამ გაგებით წმინდანებსაც ვცემთ თაყვანს, ხოლო ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას, რომელიც ერთარსი ღმერთია.

ბერძნულად ტერმინი თაყვანისცემა "პროსკინესს" ნიშნავს, მსახურება - "ლიტერეიას", რაც მხოლოდ უფალს შეჰფერის. როგორც მოგახსენებდით, თაყვანისცემა ადამიანისაც შეიძლება და წმინდა საგნებისაც. გავიხსენოთ, როცა იაკობმა თაყვანისცა იოსების კვერთხის წევრს, წმინდა აბრაამმა - მელქისედეკს და ა.შ., ასეთი უამრავი შემთხვევაა აღწერილი ბიბლიაში.

ადამ და ევას სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ადამიანი თანდათანობით შორდებოდა უფალს სულიერად და გონებრივად, ამიტომ დროთა განმავლობაში მსახურება ღვთისადმი, რომელიც ღვთისგანვე იყო ჩანერგილი ყოველ პიროვნებაში, იცვლებოდა ბოროტი ძალებისადმი მსახურებით. ამის შემდგომ ადამიანი პატივსა და თაყვანისცემას ეშმაკეულს მიაგებდა და არა ღვთიურს, მისი გონებრივი არჩევანიც, შესაბამისად, კერპთაყვანისმცემლური გახდა, ამ პერიოდმა გასტანა ქრისტეს განკაცებამდე, რაც მთელი ძველი აღთქმის ისტორიას მოიცავს. კაცობრიობა ქრისტემდე კერპთაყვანისმცემლობის საცდურის ქვეშ მოექცა, გამონაკლისს ამ მხრივ მხოლოდ ებრაელი ერი წარმოადგენდა, ისიც არა ყოველთვის. დიდი მეფეები და წინასწარმეტყველები აღუდგებოდნენ ხოლმე კერპთაყვანისმცემლობის ყოველგვარ გამოვლინებას. მაგრამ წარმართობა, თავისი ბუნებით, მაინც კერპთაყვანისმცემლური იყო, რომელსაც შეიძლება კაცობრიობის სენი ვუწოდოთ, იმდენად ძნელად დასაძლევი იყო იგი. როგორც ხედავთ, ათეული საუკუნეები დასჭირდა ეკლესიას ამ საცდურისაგან ადამიანის საბოლოოდ გასათავისუფლებლად, რადგან "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია". სწორედ რჯულადქცეული გახლდათ ეს ჩვეულება. მის დასამარცხებლად წმინდა ეკლესიას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ დღემდე ვაწყდებით საზოგადოებაში მის ცალკეულ გამოვლინებას.

"რომელმა ჰქმნეს ცოდვაი, მონაი ცოდვისაი არს", - ამბობს მაცხოვარი. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, როდესაც ვერცხლისმოყვარეობის ცოდვას კერპთაყვანისმცემლობას უწოდებს. ნებისმიერი ვნების გაბატონება საკუთარ თავში ამ ვნებისადმი დამონებას იწვევს, რაც მისთვის კერპი ხდება, რომელიც თავიდან საცდურის სახით შემოდის, შემდეგ კი მყარად იდგამს ფესვებს და ძნელია მისგან განთავისუფლება. თავიდან არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ესა თუ ის ვნება, რომელიც დაგეუფლა, შენი კერპი და ღმერთი ხდება, სწორედ ამიტომაცაა საცდური. ვაშლიც ხომ მაცდურად გამოიყურებოდა სამოთხეში, ჩვენმა წინაპრებმა რომ იგემეს, რომლის მწარე ნაყოფს დღემდე ვიმკით? ამიტომ ადამიანი მემთვრალეობით იქნება დამონებული, ვერცხლისმოყვარეობით თუ ანგარებით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ამ ვნების გამო დაცილებულია ღმერთს და კერპთაყვანისმცემელი ხდება.

- იქნებ იმაზეც გვესაუბრა, თუ როგორ გამოძახილს პოვებს ეს ცოდვა ერში, ან თუნდაც სხვა რელიგიაში, ვთქვათ, რომაულ კათოლიციზმში, სადაც ლაპარაკია პაპის უცოდველობაზე.

- რომის პაპის მაგალითიც, რა თქმა უნდა, ნიმუშია იმისა, თუ როგორ იტვირთა პიროვნებამ ეკლესიის როლი და დადგა ამ ინსტიტუტზე მაღლა, - ეკლესია ხომ ქრისტეს სხეულია, რომლის თავი თავად იესო ქრისტეა და რომელიმე პიროვნების ამაზე მაღლა დაყენება დიდი კადნიერებაა, ამაზე მეტი კერპი რაღა უნდა იყოს. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ გადამეტებული პატივი იმგვარივე ერესია, როგორიც ამ პატივის დაკლებულობა და მაგალითი ისევ კათოლიციზმიდან მომყავს. მათ ერთი შეხედვით თითქოს გადამეტებული პატივი მიაგეს მარიამ ღვთისმშობელს, ვიდრე ეს "პატივი" საეკლესიო ტრადიციით მიეგებოდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩასახვაც უბიწოდ გამოაცხადეს. თუ დედა ღვთისაც უბიწოდ იყო ჩასახული, გამოდის, რომ უკვე მომხდარა ის დიდი მოვლენა, რაც მასში უფლის ჩასახვით მოხდა. მაშ, რაღა განსხვავებაა, რაღა სპეციფიკურობა დევს ქრისტეშობის იმ უდიდეს საიდუმლოში, რომელიც განსაკუთრებულად აღინიშნება, თუ მის უწინარეს ღვთისმშობელიც უბიწოდ ჩაისახა და არა ადამიანის ძალისხმევით, არა სისხლისა და ხორცთაგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს?

- მამა იოსებ, რა განსხვავებაა უფლის მონობასა და უფლის მეგობრობას შორის?

- მამათა მეკვიდრეობიდან ვიცით, რომ ღვთის შემეცნების გზა, წარმატებულობაც და ცხონებულობაც ეტაპობრივი და იერარქიულია. რაც ღვთისაგან შეიქმნა, ზეციურია ის, თუ მიწიერი, ხილული თუ უხილავი, ყველაფერი არის იერარქიული და საფეხურებრივ განვითარებას ექვემდებარება. პირველ ეტაპზე ადამიანი, ვიდრე იგი უხრწნელ სწავლებას, უხრწნელ დოგმატებს შეიმეცნებდეს, ბუნებითი სჯულით შემოდის ქრისტიანობაში, მთელი გულწრფელობით. როგორც პავლე მოციქული ამბობდა, ამ სულიერ საფეხურზე მყოფ ადამიანს მონა ღვთისა ეწოდება, რაც ჩვეულებრივი ადამიანური გაგებით შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს, პირიქით: მონობის ხარისხში მყოფობა უკვე განღმრთობილობასა და ცხონებულობას ნიშნავს ცათა სასუფეველში სხვადასხვა ხარისხად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ნაკლებ ხარისხშია, ცოდვილია, იქ ცოდვას ვერსად შევხვდებით, რადგან ვინც სასუფეველში მოხვდება, ყველა უცოდველია, თუმცა ამ სიკეთეში, დაუსრულებელ ნეტარებასა და სათნოებებში შემეცნებით სწრაფვაში არის მარადიული ხარისხები, მარადიული წინსვლა, წილხვდომილობა. ვთქვათ, ორი ადამიანი ვერ იქნება იქ ერთნაირად ცხონებული, მათგან ერთი - რაღაცით უპირატესი იქნება, მაგრამ პირველ იერარქიულ საფეხურზე ყოფნაც ცხონებულობაა, ღვთის წიაღში ყოფნაა, რომელზე აღმატებულიც II ეტაპია, რომელსაც შვილობის პატივი ეწოდება, როდესაც ადამიანი განგდებულობიდან შემოიყვანება და თავდაპირველ ნიჭს უბრუნდება, როგორც ეს სახარებისეული უძღები შვილის იგავშია მოთხრობილი. მისი ზედმიწევნითი თარგმანია არსენ იყალთოელის "ძეობილობაი".

განღმრთობის გზაზე ამაზე აღმატებული ხარისხია "მეგობარი უფლისა". "არღარა გეთქვათ თქუენ მონაი, არამედ მეგობარნი ჩემნი ხართ", - ბრძანებს უფალი. ამ პატივზე დიდი აღარ არსებობს, რომელიც მხოლოდ საღვთო ჭურჭელთა ხვედრია.

მეგობარნი უფლისა, თავიანთი იერარქიული მდგომარეობითა და შემეცნებით, ყველასგან გამოირჩევიან განათლებითა და საღვთო განსწავლულობით.

- მამა იოსებ, ერთ-ერთი რესპონდენტის შეკითხვა, ალბათ, ერთგვარი გაგრძელება იქნება ჩვენი თემისა.

- ქანდაკება ისეთივე ხატია პირველსახისა, როგორიც ნებისმიერ სხვა მასალაზე გამოსახული უფლის, ღვთისმშობლის, ანგელოზების ან წმინდანების სახება, არა აქვს მნიშვნელობა, ხის მასალა იქნება გამოყენებული, ქვის თუ ლითონისა.

ქანდაკების ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს, მან განსაკუთრებით ფეხი მოიკიდა დასავლეთის ეკლესიაში. რომში ნაპოვნია III საუკუნის უდიდესი მამის იპოლიტე რომაელის ქანდაკება, რომელზედაც მისი სახელგანთქმული შრომების სათაურებიცაა ამოტვიფრული.

ქანდაკებამ აღმოსავლეთის ეკლესიაში, მათ შორის საქართველოშიც, ვერ პოვა სათანადო განვითარება. საქართველოში გამოქანდაკებულ ბარელიეფებს შორის ცნობილია ოშკის ბარელიეფი, რომელიც რელიეფურია და ზედაპირიდან გამოწეული.

რა შემთხვევაში იქცევა ქანდაკება კერპად? - ამ საკითხზე ჯერ კიდევ II საუკუნეში მეტად საინტერესო მოსაზრება აქვს ბერძენ მწერალსა და აპოლოგეტს, წმინდა ათენაგორა ათონელს: "ჩვეულებრივი ძეგლი მას შემდეგ იქცევა კერპად, როდესაც მას უზორებ, მსხვერპლს შესწირავ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიბუდებს მასში უკეთური ძალა, გამოსახულება კი ეშმაკისეული ხდება".

საქართველოში წმინდანთა ქანდაკებებისა და ძეგლის დადგმის ტრადიცია არ არსებობდა. წმინდა ნინოს, დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის და უკანასკნელ ხანებში გამოქანდაკებული სხვა წმინდანების ძეგლები დაიდგა, როგორც ნიმუშები ხელოვნებისა, სხვა დატვირთვა მათ არ გააჩნიათ. წმინდა გიორგის ქანდაკებაც, მოგეხსენებათ, არ გახლავთ ეკლესიის სამღვდელო კურთხევით სიწმინდეშემოსილი საგანი. წმინდა გიორგი ქრიტეს დიდი მოღვაწე, ქართველი ერის უდიდესი მფარველი და მეოხია, ამიტომ, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ამ ქანდაკების წინ კონცერტები და სადღესასწაულო ორგიები იმართება.

მეორე კითხვასთან დაკავშირებით ასე ვუპასუხებ: ახალი აღთქმის ეკლესია თუნდაც იმით განსხვავდება ძველისაგან, რომ შესაწირის დროს არ უნდა შესრულდეს წარმართული რიტუალი, როგორც ეს ამას წინათ მლეთაში მოხდა - ცხოველი საკურთხეველში დაკლეს და შემდეგ მის სისხლს აპკურებდნენ. სისხლიანი შეწირვის დროს ასეთი წარმართული ელემენტები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შემორჩენილია მაღალმთიან სოფლებში, რაც მიუღებელია ქრისტიანობისთვის. სხვა მხრივ, ცხოველური შესაწირი, ეკლესიისთვის იქნება ეს გაღებული თუ ღვთისმსახურებისთვის, არ იკრძალება, პირიქით, ეს დიდი მადლია, მაგრამ ყველაფერი უნდა ჩატარდეს მოძღვრის მეშვეობით, რათა გამოირიცხოს ძველი გაგება - ტაძრის შესაწირი და მსხვერპლშეწირვის წარმართული მსახურება განსხვავდება ერთმანეთისაგან.

რაც შეხება მესამე შეკითხვას: "მე ვარ მწყემსი კეთილი და დავსდევ თავსა ჩემსა ცხოვართა ჩემთათვის", - ბრძანებს მაცხოვარი. ჩემი გაგებით, მწყემსი, რომელიც ამ ცნობილი სახარებისეული იგავის მიხედვით თავისი ერთი დაკაგული ცხვრის მოსაძებნად მიდის, თავად იესო ქრისტეა, რომელმაც ადამიანთა გადარჩენისთვის დაიმდაბლა თავი თვისი, ცანი მოდრიკნა, გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა, ყველაფერი ეს ხომ განკაცებულმა ძე ღვთისამ ჩვენი გულისთვის გააკეთა. ამიტომ, როდესაც იგი მოდის თავის წარწყმედილი ძის მოსაძიებლად, ტოვებს ზეციურ მხედრობას და დედამიწაზე ჩამოდის (არაპირდაპირი გაგებით, რა თქმა უნდა, რადგან ღმერთი ყველგან მყოფობს თავისი ბუნებით და განუყოფელია ძე მამისა და სულისა წმინდისაგან) ამ უდიდესი სათნოების აღსასრულებლად, იგავის ერთ-ერთი ახსნა ესეც უნდა იყოს. ეს უდიდესი საიდუმლო ხომ იმიტომაც მოხდა, რომ პიროვნულად ჩვენც, ვისაც ადამიანური ბუნება გაგვაჩნია, მაცხოვრის კვალს მივდიოთ, რაც აუცილებელია ცხონებისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat