ცოტანი არიან ადამიანები, რომლებიც ბედავენ გააკეთონ ის, რაც აინტერესებთ
ცოტანი არიან ადამიანები, რომლებიც ბედავენ გააკეთონ ის, რაც აინტერესებთ
წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილსა და დამკვიდრებულ ქრისტიანობას ჩვენი ქვეყნისთვის მრავალგვარი დატვირთვა ჰქონდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჩვენი ერის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, უწინარეს ყოვლისა, კულტურული ორიენტაციის მაუწყებელი იყო, რადგან "თავისი შინაგანი არსებით ქართველი ერი სწორედ ევროპული კულტურისკენ მიისწრაფოდა მუდამ, ამ ყაიდის კულტურაში პოვებდა სულიერ ძალთა რეალიზაციის უმჯობეს სადინარს" (რ. თვარაძე).

ასე რომ, ქრისტეს ნათელი ჩვენი ერისთვის იყო არა მხოლოდ მამულისა და ეროვნების შენარჩუნებისა და ხსნის, არამედ განათლებისა და კულტურის აყვავების წინაპირობაც. ამ თემაზე გვესაუბრება მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.

- ქართველი ხალხის ქრისტეს სახარებით განათლებამ საშუალება მისცა მას განათლებულ რომის იმპერიასთან და, შესაბამისად, მის კულტურასთან უფრო ინტენსიური დაკავშირებისა. ქრისტიანობა "რომთა რელიგიად" იწოდებოდა. სახარებისეული ნათელი ზეადამიანიური, მეტაფიზიკური ფენომენია. მისი მიღება გულისხმობს ღვთიურ მადლთან ურთიერთობას, ცხოვრების წარმართვას მარადისობის შეგნებით... ერთი რუსი მიტროპოლიტი წერდა, რომ ქრისტიანობის მიღებას რუსეთში განათლება არ მოჰყოლია. რუსულში სიტყვა "ნათლისღება" ("კრეშჩენიე") არ არის დაკავშირებული სინათლესთან. ("კ სოჟალენიუ, როსსია ბილო კრეშჩენა, ნო ნე პროსვეტლენა"), ანუ რუსეთში ქრისტიანობის მიღებას არ მოჰყოლია სკოლების შექმნა, ბერძნულ-რომაული კულტურის შეთვისება, კულტურული წინსვლა და განვითარება, ისე, როგორც ეს მოხდა ჩვენში. საქართველოში ადრეული პერიოდიდანვე დაიწყო ინტენსიური კავშირი რომის იმპერიის განვითარებულ კულტურასთან. ქართველებმა შექმნეს სამონასტრო სკოლები, სადაც თარგმნიდნენ არა მხოლოდ თეოლოგიურ, არამედ ფილოსოფიურ ლიტერატურასაც. ვერ ვიტყვით იმას, რომ წმინდა ნინოს შემოსვლამდე საქართველოში არ მომხდარა კულტურული ძვრები. მაგალითად, ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში რევმა გააუქმა ადამიანების მსხვერპლშეწირვა. ეს თავისთავად პროგრესული მოვლენა გახლდათ, მაგრამ რადიკალური კულტურული შემობრუნების პროცესი საქართველოში დაიწყო სწორედ წმინდა ნინოს მოსვლითა და სახარების ქადაგებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ევანგელიზაციის ანუ სახარებით განათლების პროცესი არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, ჩამოყალიბებული და დამთავრებული პროცესი, არამედ გულისხმობს მუდმივ ზრდასა და მასში ინტენსიურ ჩართულობას. ბიზანტიური ლიტერატურის არც ერთი ჟანრი არ დარჩენიათ ქართველებს, რომ არ ეთარგმნათ. ბერძნულიდან ქართულ ენაზე ითარგმნა ლიტურგიკული, ჰომილეტიკური, ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული, ფილოსოფიური და ყველაზე რთული თეოლოგიური ტექსტებიც კი. უკვე XI საუკუნეში ეფრემ მცირემ თარგმნა დიონისე არეოპაგელის ორი ურთულესი თხზულება. წმინდა გრიგოლ ხანძთელი სასულიერო განათლებასთან ერთად საერო სიბრძნესაც ეწაფებოდა. ქართველები იღვწოდნენ თავიანთი ცოდნის არეალის გასაფართოებლად. საბოლოოდ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა გელათის სკოლით, რომელიც გახლდათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე თამამი და ფართო აზროვნების სკოლა. გელათის სკოლაში მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი, რომლის დარი ფილოსოფოსი მთელ აღმოსავლეთ საქრისტიანოს არ ახსოვს. როდესაც რუსთაველს კითხულობ, გაოცება გიპყრობს, როგორი ღრმად განსწავლული პიროვნება იყო იგი, რამდენ რამეს კითხულობდა: ბიბლია ხომ ზედმიწევნით იცოდა, გარდა ამისა პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომებიც საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი და აღმოსავლური პოეზიის ხიბლიც - ღრმად შეგრძნობილი. და როგორი შემოქმედებითი მიდგომა ჰქონდა მას ყველაფერ ამასთან. ქართველებს არ ეშინოდათ სიახლისა და ძიების. პირიქით, შემოქმედებითი სინთეზის მცდელობებს ვხედავთ პეტრიწთან, რუსთაველთან... ისინი ცდილობდნენ, ქრისტიანობაში ფილოსოფიური ელემენტების შემოტანასა და დანერგვას; ქრისტიანობის ფილოსოფიურ განმარტებას, რაც, თავისთავად, მაღალი განათლების ნიშანი გახლავთ. დავით აღმაშენებელმა თბილისში გახსნა ობსერვატორია, სადაც არაბი ასტრონომები ლექციებს კითხულობდნენ. სამწუხაროდ, მონღოლების შემოსევამ შეაფერხა ჩვენში კულტურული აღმასვლა: გელათის სკოლა გაუქმდა. რუსთაველის მერე აღარ შექმნილა ისეთი ღირებული რამ პოეზიაში. მე-18 საუკუნეში ახალი განმანათლებლობა დაიწყო; წამოვიდა ახალი ნაკადი, რომლის ერთ-ერთი მოთავე გახლდათ ანტონ კათალიკოსი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ყოველთვის ჰქონდათ მიდრეკილება რაღაც უცხოსა და ახლის შესწავლისკენ, ცოდნის არეალის გაფართოებისკენ. XVIII საუკუნის ბოლოს გამოჩნდა ევროპულად მოაზროვნე პიროვნება - სოლომონ დოდაშვილი. მისი და იონა ხელაშვილის მიმოწერაში კარგად ჩანს ამ ორი მოაზროვნის ცოდნის არეალი. როგორ მსჯელობენ ისინი კანტზე, ლოკზე... დოდაშვილმა კანტის ლოგიკაზე სადისერტაციო ნაშრომიც კი დაწერა, რომელიც შემდეგ რუსეთში გამოსცეს. სოლომონ დოდაშვილის მოწაფის - ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს, როგორი ევროპულად მოაზროვნე იყო ისიც და მოწინავე სულისკვეთების მატარებელი.

- ბატონი რევაზ თვარაძე წერს: "ქართული კულტურა პროვინციულობის ხვედრს რომ ასცდენოდა, საამისოდ აუცილებელი გახლდათ ერთი უპირველესი წინაპირობა: ქართველობას სრულყოფილად უნდა აეთვისებინა ის მსოფლმხედველობრივი საფუძვლები, რომლებსაც დასავლური, უწინარეს ყოვლისა - ბიზანტიური ქრისტიანული კულტურა ემყარებოდა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავდა მთელი იმდროინდელი სიბრძნის დაუფლებას". რამდენად გაართვეს თავი ქართველებმა ამ უდიდეს მისიას და რა წვლილი შეიტანეს დასავლური კულტურის განვითარებაში?

- მოგეხსენებათ, სახარება არის ქრისტიანობის ფუძემდებლური ტექსტი. იყვნენ დიდი სულიერი მოღვაწეები, რომლებიც ამ ტექსტით ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთ სულიერ გამოცდილებებს აღწერდნენ. ამ ღვთივგანბრძნობილი მამების თხზულებების კითხვას ჩვენ შევყავართ მათ სულიერ სამყაროში, მათსავე სულიერ მოძრაობებში. ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს განვითარებას, ამ ტექსტების კითხვისას ჩვენც მათ ავტორთა სულიერი გამოცდილების თანაზიარნი ვხდებით, რაც, გარკვეულწილად, თანაშემოქმედებასაც გულისხმობს. ავიღოთ თუნდაც მთარგმნელობითი ღვაწლი. როდესაც თარგმნი რომელიღაც თეოლოგიურ ტექსტს, შენ გიხდება შებრძოლება ამ თუ იმ თეოლოგის მიერ შემუშავებულ ტერმინთა აპარატთან. დიდი თეოლოგები (გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი კესარიელი, მაქსიმე აღმსარებელი და სხვ.) ეჭიდებიან აზრს, სიტყვებს, ცდილობენ გაიგონ, ჩასწვდნენ, ამოხსნან, რა არის ჭეშმარიტება, უფრო ღრმად გაიაზრონ სახარების ესა თუ ის პასაჟი; ამისათვის ხანდახან თავიანთი ფილოსოფიური ტერმინოლოგიაც კი შემოაქვთ. ისინი ეჭიდებიან სიტყვებს, რათა გვაგრძნობინონ ის სულიერი მდგომარეობა, რაც მათ იგრძნეს, განჭვრიტეს, რაც მათ გაეხსნათ თავიანთ სულიერ ხედვებში... ხედვა არის გონებრივი თვალის დაძაბვა. ამიტომ ქართველებსაც, რომლებიც ასეთი გამოჩენილი ბერძენი თეოლოგების ტექსტებს თარგმნიან, რა თქმა უნდა, უწევთ მსგავს სულიერ გამოცდილებაში მონაწილეობის მიღება. ამისთვის ქმნიან ახალ ქართულ ტერმინოლოგიას, რათა ქართველი მკითხველი დააკავშირონ ამ სამყაროსთან, ამ მდიდარ სულიერ გამოცდილებასთან. ისინი ჭეშმარიტად ინტელექტუალური გმირები არიან, რომლებიც გზას გვიკაფავენ სათნოებაში. გვერდითი შედეგი ამისა კი თავად ენის განვითარება გახლავთ. ქართული ენა განვითარდა ბერძნულთან ურთიერთობით, მაგალითად, ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. სხვათა შორის, ახლახან გამოიცა "ბერძნულ-ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი". აქ ჩანს, ქართველ მთარგმნელთა რამდენი თაობა თარგმნიდა ბერძნულ ტექსტს, რა ტიტანური შრომა დასჭირდათ მათ, რათა ზუსტი ტერმინოლოგია ჩამოეყალიბებინათ, გადმოეცათ თეოლოგიური და ფილოსოფიური იდეები. პეტრიწის თუნდაც ერთი თავი ფილოსოფიური ტერმინების მჭედავი უზარმაზარი ქარხანა გახლავთ.

- ქართული მონასტრები კულტურის მნიშვნელოვან კერებს წარმოადგენდნენ. მონასტრებში მოღვაწეობდნენ მწერლები, მეცნიერება, მთარგმნელები, კალიგრაფები...

- XX საუკუნემდე საქართველოში ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესი ეკლესია-მონასტრებთან იყო დაკავშირებული. ევროპაში უკვე XIII საუკუნიდან შეიქმნა უნივერსიტეტები, მოხდა განათლების ეკლესიისგან გამოყოფის, სეკულარიზაციის პროცესი. საქართველოში ეს არ მომხდარა. მართალია, არსებობდა გელათის, იყალთოს, გრემის... აკადემიები, მაგრამ აკადემიებს პირობითად ვუწოდებთ მათ. არსებითად ეს იყო მაინც სამონასტრო სკოლები. თუმცა აქ სასულიერო საგნებთან ერთად ისწავლებოდა საერო საგნებიც. მაგალითად, პეტრიწი ახსენებს შვიდივე თავისუფალი მეცნიერების საგანს: მათემატიკას, გეომეტრიას, მუსიკას, ლოგიკას, რიტორიკას, გრამატიკას...

- ილია წერდა: "რით უნდა შევეჭიდნეთ, რით უნდა გავუმკლავდეთ სწავლითა და ცოდნით შეთოფ-იარაღებულს, ცოდნითა და სწავლით გაძლიერებულს, გაღონიერებულს და გათამამებულს? რასაკვირველია, იმავ იარაღით, რომლითაც ისინი იმარჯვებენ ჩვენზედ, ესე იგი, ცოდნითა და სწავლულობითა. სხვა ვერაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისაგან, თუ არ ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა". ხედავდა რა სწავლა-განათლების უდიდეს როლს ქვეყნის გადარჩენის საქმეში, ილია იღვწოდა, რომ განათლებას საყოველთაო ხასიათი მიეღო. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ იდეის განხორციელება?

- XIX საუკუნის ჩათვლით სწავლა-განათლება ელიტურ საქმედ ითვლებოდა. გლეხებს არ ჰქონდათ საშუალება დაწაფებოდნენ მას. არისტოკრატია უნდა ყოფილიყო საზოგადოების მედროშე და შესაბამისად, თუ იგი გაიხრწნებოდა და გაუნათლებელი იქნებოდა, რაღა მედროშე ეყოლებოდა საზოგადოებას?! მიუხედავად იმისა, რომ "ვეფხისტყაოსანი" არისტოკრატებისთვის დაწერილი ნაწარმოები იყო, მაინც გამოჟონა ამ ვიწრო წრიდან და გახდა მთელი ხალხის საკუთრება. რუსთაველი გარკვეულ პარადიგმებს აძლევდა ყველა შრეს საქართველოში. "ვეფხისტყაოსნის" გმირები მისაბაძნი ხდებოდნენ არა მარტო არისტოკრატებისთვის, არამედ დაბალი ფენებისთვისაც. რუსთაველმა თავის პოემაში ჩადო გარკვეული მერიტოკრატიული იდეა: ღირსება ფასდება არა წარმომავლობით, არამედ პირადი დამსახურებითა და განათლებით. თავისი პირადი დამსახურებით ავთანდილი ხდება მეფე ისე, რომ იგი მეფე არ არის. ნაწარმოებში ჩანს ძალიან ცოცხალი ურთიერთობა ავთანდილსა და შერმადინს შორის. ავთანდილი შერმადინს თითქოს თანასწორობას აჩვენებს იმით, რომ ავალებს თავისი ფუნქციის შესრულებას. როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან, შერმადინი ავთანდილს ხელზე ჰკოცნის, ავთანდილი კი - პირზე. ამ ჟესტს ნაწარმოებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა, თუ კაცი თვითონ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა". რუსთაველის ხედვაში პირადი დამსახურება, ცოდნა და არისტოკრატული გულადობა ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული: "ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი" - ესე იგი რაღაც ცოდნა უნდა გქონდეს, რათა გამბედავიც იყო. ასე რომ, გვარიშვილობა რუსთაველთან არ არის გადაულახავი კედელი. მაგრამ იგი მაინც შუა საუკუნეების სამყაროს წარმომადგენელია. მერიტოკრატიული იდეა განსაკუთრებით მკაფიოდ თერგდალეულებმა გამოხატეს. XIX საუკუნიდანვე საქართველოში განათლება ხდება საყოველთაო და ყველასათვის მისაწვდომი. რა თქმა უნდა, საყოველთაო განათლება თავისი დონით ვერ შეედრება არისტოკრატულს, სამაგიეროდ, საზოგადოების ყველა ფენას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სოციო-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

- ისევ ილიას სიტყვებს მოვიხმობ: "წურთვნა სხვაა და სწავლა - სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს - სხვა. წურთვნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა კი - გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე იგი კაი კაციც უნდა იყოს და კაი-კაცობის შემძლებლობაც ჰქონდეს". რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის შეძენასთან ერთად "ზნე-ხასიათის წვრთნა"?

- პლატონიც ამბობდა, თუკი დიალექტიკაში გავარჯიშდი, მაგრამ ზნეობრივი საწყისი არ გაქვს განვითარებული, ეს უფრო მეტად სახიფათოაო. "ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი", მაგრამ მცოდნე კაცის მაგალითად მოვიხმობდი აკაკის აპელაციის მცოდნე პროტაგონისტს, რომელმაც ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ ეს ცოდნა არ არის დაკავშირებული თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის სიყვარულსა და მსახურებასთან. მას აქვს ზედაპირული, ფესვებგაუმდგარი ცოდნა. ასეთ ადამიანებს პოლიმათები ჰქვიათ. "პოლიმათი" - ბერძნული ტერმინია და სულაც არ გამოხატავს შექებას, არამედ დაცინვის მნიშვნელობით იხმარება. პოლიმათი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს. ასეთ პოლიმათზე უკეთესი შეიძლება იყოს - ლელთ ღუნია. ილიას აზრით, ქრისტიანობა იყო ის აბსოლუტი, რომელსაც უნდა გაენათებინა ჩვენი გზა მომავლისკენ. მას ვერ წარმოედგინა ისტორიაში განვითარება ქრისტიანობის შუქის გარეშე. "მცნების ნათლით ზე-აღზიდულ-ამაღლებული" - ეს მომენტი იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მის მიერ შექმნილი "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიზანიც სწორედ ის იყო, რომ განათლებას მიეცა ყველასთვის სოციო-პოლიტიკურ სივრცეში მონაწილეობის საშუალება. ილია ქმნიდა ასპარეზს, სადაც გმირი უნდა შობილიყო. იგი გულისტკივილით ამბობდა, რომ "გმირის დამბადი იგი საგანი ჩვენში სპობილა და წარწყმედილაო". მან დასახა ეს დიდი საგანი - საქართველო უნდა დამდგარიყო "ერად სხვა ერთა შორის". ქართველი ერი უნდა ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ ერად. არისტოკრატია რომ იმ დროისთვის გახრწნილი იყო, ეს ლუარსაბის მაგალითზეც კარგად ჩანს. იგი აღარ ეწაფებოდა ახალ განათლებას და აღარც სოციალურ ფუნქციას ასრულებდა - აღარ იყო საზოგადოების მედროშე. არისტოკრატია გადაიქცა დრომოჭმულ კლასად. ილიას აზრით, უნდა შექმნილიყო ახალი სისტემა. იგი ეძებდა გმირებს - მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებდნენ ქვეყნის ბედზე. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლები, რომელთაც უნდა დაებადათ ასეთი ხალხი.

- უკვე გლობალურ პრობლემად იქცა ის, რომ დღეს ახალგაზრდების უმრავლესობა ძირითადად ისეთ პროფესიებს ირჩევს, რომელიც შემდგომში მათ მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს. სამწუხაროა ის, რომ ბევრი ამ მიზეზით თავის მოწოდებაზე ამბობს უარს და ამით, ფაქტობრივად, თავის ნიჭს კლავს. ძნელია განსაჯო მათი ასეთი არჩევანი. მაინც რა ჯობს ამ შემთხვევაში?

- თავის დროზე მარქსი სწორედ ამ დეფექტს ხედავდა კაპიტალისტურ საზოგადოებაში. იგი ამბობდა: ფულის კულტი ქმნის იმას, რომ ადამიანები თავიანთ ნიჭს კი აღარ ავითარებენ, არამედ იძულებულნი არიან, მიჰყვნენ სიხარბის ინსტინქტს, ფულის შოვნის იმპულსს. დღეს გაცილებით მეტად ეშინიათ მატერიალური მდგომარეობის გამო. ბუნებრივია, ამ ფონზე ადამიანი ცდილობს ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელიც მის მატერიალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამიტომ ძალიან დიდი შინაგანი ძალა უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას და დიდი ნიჭიც, რომ გაბედოს და ის გააკეთოს, რაც მას შინაგანად აინტერესებს. ეს მეტისმეტად ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ელდარ რიაზანოვის ფილმი "მივიწყებული მელოდია ფლეიტისათვის". ამ ფილმშიც მსგავსი რამ ხდება. მთავარი გმირი ყველაფერს შეიძენს ცხოვრებაში: სტატუსს, ოჯახს, მატერიალურ კომფორტს... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი - ფლეიტის მელოდია ავიწყდება. თუნდაც ნიკოლოზ ბარათაშვილი გავიხსენოთ. მას უნდოდა სამხედრო პირი გამხდარიყო. იგი თავის თავისუფალ შემოქმედებას, სულიერ კომფორტს ჯარისკაცობაში ხედავდა. კოჭლობაც კი არ წარმოადგენდა მისთვის ამ მხრივ პრობლემას, მაგრამ მოხუცი მამის სიტყვებს ვერ გადააბიჯა და თავისი ნების წინააღმდეგ მოუხდა წასვლა. ხანდახან ასეთი რამ ტრაგიკულადაც სრულდება ხოლმე. ყველას გვახსოვს ფილმი "გარდაცვლილ პოეტთა საზოგადოება". ერთ-ერთ გმირს უნდა მსახიობობა, მაგრამ მშობლები უშლიან ხელს ამ ოცნების განხორციელებაში. ბოლოს ეს ბიჭი თავს იკლავს. ცოტანი არიან ადამიანები, რომლებიც ბედავენ გააკეთონ ის, რაც აინტერესებთ. ვიმეორებ, რომ ამისათვის დიდი ნიჭია საჭირო. ნიჭი არის სიყვარული. როდესაც ადამიანი ნიჭს გრძნობს, იგი ამავე დროს სიყვარულს გრძნობს ამა თუ იმ საგნისა თუ სფეროს მიმართ. გაჰყვება ამ სიყვარულს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ასეთ რამეს გაბედვა სჭირდება. გონიერმა ვაჭარმა როდესაც აღმოაჩინა კეთილი მარგალიტი, ყველაფერი გაყიდა, რათა ეს მარგალიტი შეეძინა. ჩემი აზრით, განათლების ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ეს უნდა იყოს - მარგალიტები კი არ უნდა მოკლას ბავშვში, არამედ, პირიქით, აღმოაჩენინოს და ჩაუნერგოს რწმენა იმისა, რომ ნებისმიერ ფასად გადაარჩინოს თავის თავში ნიჭი და კიდევ უფრო მეტად განავითაროს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat