შვიდგზის ლოცვებს საქართველოს დროით ვკითხულობ
შვიდგზის ლოცვებს საქართველოს დროით ვკითხულობ
ინტერნეტის დახმარებით კიევში მცხოვრებ ჩვენს მეგობარს, სალომე ვაშალომიძეს დავუკავშირდი. სალომე კიევში სწავლობს და ღვთისა და სამშობლოს სიყვარული და ერთგულება ემიგრაციაში უფრო გაუღრმავდა. თანამედროვე ყოფის მიუხედავად, უცხოეთში ეკლესიური ცხოვრება არ შეუწყვეტია, მეტიც: კიევ-პეჩორის ლავრაში მედავითნეობს და ხატწერის ნიჭიც ღვთისთვის სასიკეთოდ წარმართა. სალომეს ვთხოვე, ეამბნა კიევ-პეჩორის ლავრის მამათა მონასტრის შესახებ.

- ლავრაში ორი მღვიმეა: ზედა და ქვედა. თითოეულში სამ-სამი ტაძარია. ერთი მღვიმე წმინდა ანტონის სახელობისაა, მეორე - წმინდა თეოდოსის სახელობისა. წმინდა ანტონი 983 წელს დაიბადა ქალაქ ჩერნიგოვში, კიევთან ახლოს. ის ადგილი, სადაც ახლა კიევ-პეჩორის ლავრა დგას, ღვთისმშობლის მიერაა კურთხეული. წმინდა ანტონს გამოეცხადა ღვთისმშობელი და მას გადასცა ოქრო მონასტრის ასაშენებლად. ამ მღვიმეებს 12 მუშა აშენებდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ისინი ბერად შედგნენ. ერთ-ერთ მღვიმეში არის დავანებული მონასტრის აღმშენებელი 12 ბერის ნეშტი. წმინდა ანტონის სახელი მალევე გაითქვა. მასთან ბევრი მიდიოდა დასალოცად. წმინდა ანტონი მკაცრად მარხულობდა და დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებდა. გადმოცემით ვიცით, რომ წმინდა ანტონი ქართველმა ბერმა აღკვეცა საბერო ხარისხში. ათონზე მოღვაწეობდა, მაგრამ ურჩიეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ მოექცია ხალხი ღვთისკენ.

წმინდა თეოდოსი მდიდარი ოჯახიდან იყო. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთის დიდი სიყვარულით. ესწრებოდა წირვა-ლოცვებს. ერთხელ გაიგო, რომ ღვთისმსახურება არ ტარდებოდა იმის გამო, რომ სეფისკვერის გამოსაცხობად ფქვილი არ ჰქონდათ. პურის ფქვილიც შეიძინა და თავად დაიწყო სეფისკვერის ცხობა. მაშინ სულ პატარა იყო. მშობლები უკრძალავდნენ ტაძარში სიარულს, გლახაკებთან ურთიერთობისთვის სასტიკად სჯიდნენ ხოლმე. მშობლები რასაც აძლევდნენ, პატარა ყველაფერს უპოვრებს ურიგებდა, მხოლოდ მცირედს იტოვებდა. ერთხელ სახარების სწავლება - "ყოველმან, რომელმან შეიყვაროს გინა დედაი, გინა მამაი, გინა ძმაი, გინა დაი უფროის ჩემდა, იგი არა არს ჩემდა ღირსო", მოისმინა და ჩარჩა გულში. დაემშვდობა დედას, მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და წამოვიდა ლავრაში. დღედაღამეს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. ცრემლებითაც, მუხლმოდრეკით ლოცულობდა წმინდა თეოდოსი. ტანთ უბრალო სამოსი ეცვა. ფიზიკურად მუშაობდა მონასტერში. ეხმარებოდა გაჭირვებულებს. წმინდა ანტონის და თეოდოსის საფლავები დღემდე უცნობია. მათ არ სურდათ გაემხილათ თავიანთი ძვალთშესალაგი. რამდენჯერმე სცადეს საფლავის მოძებნა, მაგრამ ვერაფერი ნახეს. წმინდა მამების ანდერძის დარღვევით სასწაული მოხდა. ჩამოინგრა მღვიმე, ერთხელ ხანძარიც გაჩნდა. მერე მიხვდნენ, რომ ღვთის ნება არ იყო წმინდა მამების საფლავების მოძებნა.

ამის გარდა, ლავრაში 6 ტაძარია, სადაც დაბრძანებულია სასწაულთმოქმედი ხატები წმინდა ნაწილებით. მონასტერში წმინდა მამების თავის ქალებია დაბრძანებული, საიდანაც მირონი მოედინება. კიევის სამედიცინო ინსტიტუტში ჩატარდა ბიოქიმიური ანალიზები მირონის შემადგენლობის დასადგენად. გაირკვა: მირონი შეიცავდა დიდი რაოდენობით ცილას. მსგავსი რამ ცოცხალი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მამის თავის ქალა არის წმინდა მოწამე კლიმენტისა, რომელიც შავ ზღვაში აწამეს. წამების ადგილას ზღვა ორად იყოფა და რწმენით მისული ადამიანები დიდ სულიერ და ფიზიკურ კურნებას იღებენ. ბევრი უცნობი თავის ქალა დღემდე სასწაულებს ახდენს. პარაკლისები, წირვა-ლოცვა ყოველდღე აღესრულება. ლავრაში ძალიან დიდი მადლი სუფევს. აქ დავანებულია წმინდა მარკოზის 12 კგ-იანი ქუდი. პარაკლისების შემდეგ ქუდს მორწმუნეებს თავზე ახურავენ და მრავალი ადამიანი იკურნება სხვადასხვა სნეულებისგან. წმინდა მარკოზს ჰქონდა თავისივე ხელით ნაკეთი პატარა ჯვარი, რომელშიც ასხამდა ნაკურთხ წყალს და სვამდა. ეს იმიტომ, რომ ზედმეტი არ დაელია. ის ჯვარი დღემდეა ლავრაში დაცული და ვინც იქიდან დალევს, იკურნება. წმინდა მარკოზს ღვაწლის ნიშნად წელზე ჯაჭვის სარტყელი ჰქონდა შემორტყმული და მთელი ცხოვრება ატარებდა.

- სალომე, დიდი ხანია, რაც კიევში ცხოვრობ?

- სექტემბრიდან აქ ვარ. არ მინდოდა სამშობლოს დატოვება. უწმინდესიც ყოველთვის ქადაგებს, სამშობლო არ დატოვოთო. როგორც მორწმუნისთვის, რთულია, მაგრამ ვთხოვე უფალს შემწეობა. აქ პედიატრიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ. საქართველოში ვმედავითნეობდი, აქტიური მრევლი ვიყავი, ხატებს ვწერდი. კიევში თავიდან ძალიან ბევრი განსაცდელი მქონდა, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი მოგვარდა. ერთ კვირაში მედავითნეობა დავიწყე, საავადმყოფოშიც დავდიოდი. ღვთის ნებით, ყველაფერს ვასწრებდი. თან ამხელა ქალაქში რთულია ყველაფერი ერთად მოასწრო.

მამა გიორგი გეთიაშვილი კახეთიდან ბათუმში გაამწესეს. 6-7 წლისა მივედი მაშინ მამა გიორგისთან. მის თვალწინ გავიზარდე. როცა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, უნივერსიტეტის ტაძარში ვიყავი და ვფიქრობდი, თბილისში ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი მოძღვარი.Aამ დროს ტაძარში მამა გიორგი შემოვიდა... აღარ მომიწია მოძღვრის შეცვლა. მამა გიორგიმ მაკურთხა, ნუსხური მესწავლა. მედავითნეობა და ტიპიკონიც შევისწავლე. ვმედავითნეობდი ქაშვეთის ტაძარში, ბათუმშიც, არდადეგებზე რომ ჩავდიოდი, ახლა კიევ-პეჩორის ლავრაში ვმედავითნეობ.

***
ბავშვობიდან დავყავდი დედას ტაძარში, ხუთი თვისა მომნათლეს. 6-7 წლიდან მოძღვარი მყავს. რწმენაში თანდათან ვიზრდებოდი. ადრე მეუფე იობი იყო ბათუმის მღვდელმთავარი. მერე სხვა ეპარქიაში გადაიყვანეს და მეუფე დიმიტრი აკურთხეს მღვდელმთავრად. ის ადრე ბათუმის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელი იყო, ჩემს მშობლებს მან დასწერა ჯვარი.

***
ბავშვობიდან ვხატავდი. ჩემი ბიძა, თემურ დადიანი მხატვარია. ალბათ სისხლით მოგვდგამს ხატვის ნიჭი.Mთბილისში, ქაშვეთის სამრევლო სკოლაში, ხატწერას გურგენ ჩუხუა მასწავლიდა. ჩემი დაწერილი წმინდა მარინეს ხატი დაბრძანებულია ქაშვეთის ტაძრის პირველ სართულზე მდებარე წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, ამბიონის მარჯვნივ. ხატწერაზე სიარული კიევში გავაგრძელე. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კიევში წამოვედი.

- როგორ მიგიღო კიევმა?

- თავიდან ძალიან გამიჭირდა აქ ცხოვრება. კიევი ძალიან ლამაზი ქალაქია. ხალხიც განსხვავებულია, ქართველები ძალიან უყვართ და თბილად გვეპყრობიან. ახალგაზრდობა აქ უფრო თავისუფალია. კიევი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ძალიან ბევრი სიწმინდეა, აქ არის კიევ-პეჩორის ლავრა, რომელიც ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე დგას. ისიც დამთხვევა იყო, რომ ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყნიდან ჩამოვედი და ისევ ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე მოვხვდი. ლავრაში უამრავი სიწმინდეა დაბრძანებული. მათ შორისაა წმინდა მარკოზის, წმინდა აღაპიტეს, წმინდა ვლადიმერის წმინდა უხრწნელი სხეულები. სულ 120 წმინდანია, რომლებიც თავიანთსავე ხელით გამოთხრილ გამოქვაბულებში არიან დასაფლავებულნი. წმინდანები მინის სარკოფაგებში ასვენია დაYყველა მორწმუნეს შეუძლია მივიდეს და ემთხვიოს წმინდა ნაწილებს. ეს მამები გამუდმებით ლოცულობდნენ, მარტო სეფისკვერს და მცირე რაოდენობით წყალს იხმევდნენ. წმინდანთა თავის ქალებიდან მომდინარე მირონის აღება შეიძლება მოძღვრების ნებით. ლავრაში ერთი ბერი, მამა საბა მსახურობს. მას ძალიან უყვარს ქართველები. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, გამიხსნა დაკეტილი თავის ქალების ლუსკუმა და მამთხვევინა. კიევში მორწმუნე ახალგაზრდობა ნაკლებად არის. ბერები ამბობენ, - ვლოცულობთ, თქვენნაირი მორწმუნე ახლაგაზრდობა ჰყავდეს ჩვენს ქვეყანასო.

KARIBCHE

კიევ-პეჩორის ლავრა

ბერები მსახურებას დილის 6 საათზე იწყებენ. დღესასწაულებზე ქართულ ღვთისმსახურებას ვესწრები ხოლმე. კიევში ქართული მსახურება 5 წელია სრულდება.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) დაევალა კიევის ლავრაში ქართველი მოძღვრების გამოგზავნა. თავიდან მამა კახაბერ გოგოლაძე წირავდა, მისი მოქცეულია ეს ხალხი, ყველაფერი მისი გაკეთებულია. ახლა ჩამოდიან მოძღვრები და აღასრულებენ ქართულ მსახურებას. მეუფე სერგის თანაკურსელია აქაური მიტროპოლიტი პავლე. მეუფის დიდი პატივისცემის გამო დაგვითმეს ქართველებს საკმაოდ მოზრდილი ტაძარი. ოქროში ჩასმული ტაძარია. ყველას უკვირს, რომ ვეუბნებით, ეს ტაძარი დაგვითმესო. ეს ტაძარი არის მღვიმეებში მოღვაწე ბერების სახელობისა. კიევ-პეჩორის ლავრის დამაარსებელს წმინდა ანტონს ათონზე უმოღვაწია და იგი ბერად აღუკვეცია ქართველ ბერს გაბრიელს. წმინდა მამების ლოცვით შეწყალებულნი ვართ. საკუთარი ქართული ტაძრის აგება გვინდა, მაგრამ აქ მიწის ნაკვეთი ძალიან ძვირია. ბიზნესმენიც არავინ გამოჩნდა, ვინც ამ კეთილ საქმეს ჩაუდგება სათავეში. ღვთის წყალობით ვართ შეფარებულნი ამ ტაძარში.

***
ნელ-ნელა მრევლმაც იმატა, გალობაც შეისწავლეს ქართველმა ემიგრანტებმა, მედავითნეებიც ვართ, ქართველი სასულიერო პირებიც ჩამოდიან საქართველოდან. ერთმანეთისთვის მრევლი ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით და ღვთის წყალობით ერთად გადაგვაქვს ჭირიც და ლხინიც. კიევში არის ქართული სკოლა, სადაც ქართველი ბავშვები სწავლობენ ცეკვას, სიმღერას, ქართულ წერა-კითხვას. ქართულ-უკრაინულ ასოციაციაში ერთმანეთს ვხვდებით ქართველები და უკრაინელები და ვუზიარებთ შეხედულებებს.

ქართველების ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ქართული ეკლესია და ქართველი მოძღვარი. უდიდესი ნუგეშია, ქართველ მოძღვარს რომ გაესაუბრები, მათი თანადგომით გადაგვაქვს სამშობლოს და ახლობლების მონატრება.

***
ლავრის თითქმის ყველა ტაძარში ტარდება ღვთისმსახურება. ტაძრების გარდა არის სამკერვალო, სადაც ბერების შესამოსელი იკერება. ასევეა ხატწერის, ხეზე კვეთის ოთახი, სადაც ჩარჩოებს ამზადებენ, არის სეფისკვერების და პურის საცხობი, სამი სასტუმრო, სადაც მომლოცველებს შეუძლიათ დარჩნენ და მოილოცონ იქაური სიწმინდეები.

ქალაქში არის კიტაევოს მონასტერი, სადაც ასევე მღვიმეებია განთავსებული. იქ არის წმინდა მამების უხრწნელი სხეულები. ბოტანიკურ ბაღში დედათა და მამათა მონასტრებია დაფუძნებული.

კიევ-პეჩორის ლავრა მამათა მონასტერია. აქ ძირითადად ტანმაღალი ბერები მოღვაწეობენ. საბერო შესამოსელით რომ გამოვლენ ხოლმე მსახურების დროს, მადლით ვივსები. თავადვე გალობენ. დილის 6 საათზე იწყება მსახურება. მზე რომ ამოდის, ისეთი სულიერი განწყობაა შექმნილი, რომ სულიერად ვმდიდრდები. ლავრა პატარა ქალაქი გეგონებათ. აქ არის სასულიერო სემინარია, აკადემია. აქ ქართველებიც სწავლობენ, სასულიერო წოდებისანი და საერონიც. მეუფე სერგიც გვსტუმრობს ხოლმე. 24 ივლისს უწმინდესი აპირებს ჩამობრძანებას. 28 ივლისს არის წმინდა ვლადიმერის ხსენება. აქაური მთავარეპისკოპოსის, მეუფე ვლადიმერის ანგელოზის დღეცაა და ამასთან დაკავშირებით მისალოცად მობრძანდება უწმინდესი. რუსეთის პატრიარქიც ჩამობრძანდება და ლავრაში საზეიმო მსახურება შესრულდება.

***
სხვა ქვეყანაში მივხვდი, როგორ მყვარებია ჩემი სამშობლო. როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს: სამშობლოა ქართველისთვის ყველაფერი. უწმინდესი მუდამ გვიქადაგებს სამშობლოში დაბრუნებას, იმედი გვაქვს, ღვთის ნებით, მალე დავბუნდებით საქართველოში. შვიდგზის ლოცვებს საქართველოს დროით ვკითხულობ. კიევი ერთი საათით უკან არის, მაგრამ მობილურ ტელეფონზე ახლაც საქართველოს დროით მაქვს საათი დაყენებული. მაღვიძარა რომ რეკავს, ყოველთვის ვუერთდები საქართველოს და უკრაინიდანაც ვლოცულობ საქართველოსთვის.

უფალი ბრძანებს: მე მომიძულეს და თქვენც მოგიძულებენო. ქრისტიანის ცხოვრება ადვილი არ არის, ბევრი განსაცდელი ატყდება თავს, მაგრამ მორწმუნეს უფრო ადვილად გადააქვს, რადგან იცის, რომ განსაცდელი რომ არ იყოს, სასუფეველსაც ვერ დაიმკვიდრებს. ღვთის ნებით, ამ განსაცდელებს ვერევით. ქრისტიანმა ქრისტიანულად უნდა იცხოვროს. უცხოეთში ვცდილობთ, ტრადიციულად ვიცხოვროთ, შევინარჩუნოთ ქართველობა და ქრისტიანული ტრადიციები. საქართველოში მცხოვრები ქართველები თუ მოიხსენიებენ კიევის სამრევლოს, მადლობლები ვიქნებით.

კიევ-პეჩორის ლავრის ბერთა ლოცვა შეეწიოს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელს. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ყველას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat