როგორც მაგნიტი იზიდავს რკინას, ასევე ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანი უნდა იზიდავდეს მართალი სარწმუნოების მაძიებელთა სულებს
როგორც მაგნიტი იზიდავს რკინას, ასევე ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანი უნდა იზიდავდეს მართალი სარწმუნოების მაძიებელთა სულებს
1. სახარებაში მაცხოვარი გვაფრთხილებს, რომ უკანასკნელ ჟამს ცრუ წინასწარმეტყველნი მომრავლდებიან. თქვენი აზრით, ვინ არიან ისინი და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის კითხვებს უპასუხებენ: ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი, მსახიობი ლიანა ასათიანი და ექიმი-ოფთალმოლოგი რამაზ ცინცაძე.

დიმიტრი ნადირაშვილი, 50 წლის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

მეუღლე - თეა გოგოტიშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი. შვილები: ლუკა და სალომე.


1. უკანასკნელი ჟამის თარიღი ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოთაგანია. ცრუ წინასწარმეტყველი ყველა დროში ბევრია, გამოუცდელისათვის ძნელი ამოსაცნობია, რადგან ბევრს და განუზომლად დიდს ჰპირდებიან, თქვენზე მზრუნველი ადამიანი კი ცოტას ან არაფერს დაგპირდებათ, გასაგებად, მაღალი პიროვნული ფასეულობების ერთგულებას დაგიფასებთ და ამით რწმენას შეგმატებთ. პრობლემას კი ისე მოგაგვარებინებთ, სრული განცდა გექნებათ, რომ სხვის დაუხმარებლად მოერიეთ მას.

2. პირველად ალბათ ბავშვობაში, მშობლების დარიგებიდან, რომ კარგად მოვქცეულიყავი და ამგვარ ქცევას მათი ქება მოჰყვებოდა. ასევე მაშინ, როცა კეთილი საქმე გავაკეთე და გავიაზრე. მაგონდება იდენტიფიკაციებიც ადამიანებთან, რომლებიც რწმენის მატარებლები იყვნენ. ერთ მათგანზე მინდა გიამბოთ. სტუდენტობისას ტალინში ვიყავი კურსელებთან ერთად. ერთხელ ტაძარში მოვხვდი. ხმაურით შევედით, არ ვიქცეოდით საკადრისად. ერთი კაცი მოგვიახლოვდა და თავაზიანად გაგვეცნო. ბიბლია მოგვაწოდა და ციტატები წაგვიკითხა, შემდეგ თავისი ერთ დროს უაზრო ცხოვრება გაიხსენა, როდესაც ლოთობდა, უმაქნისობდა. სიზმარში უფალი უნახავს და მეორე დღიდან, როგორც ამბობდა, რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, გათენება უხაროდა, რომ ეცხოვრა დაძინებამდე. ეკლესიის ეზოს ხალისით გვიდა და ცდილობდა, მნიშვნელოვანი საქმეებიც ეკეთებინა. სიცოცხლის სიხარული მართლაც სახეზე ეწერა. ეს ადამიანი, როგორც რწმენის მატარებელი და გადამცემი, ახლაც მახსოვს და მაფიქრებს. უფალთან დამოკიდებულებას მაშინ განვიცდი და ვაცნობიერებ, როდესაც პიროვნებად, თავისუფალ ადამიანად ვახერხებ ყოფნას, მოქმედებას, ამ დროს უფალი ჩემს სინდისშია. უნდა ვაღიარო, რომ უფრო მეტს ვთხოვ და ვიღებ დახმარებას, ვიდრე ვემსახურები, ანუ ვალში ვარ.

3. ეს შეკითხვა სხვანაირად ჩემთვის ასე ჟღერს: გვეშველება რამე? ჩემი აზრით, ჩვენი საზრისი და აქტივობა არ უნდა დავუქვემდებაროთ იმას, დარია თუ ავდარი. რაც შეეხება გლობალიზაციას, სხვასთან ურთიერთობის დღესასწაულში არ უნდა დაკარგოთ თავი, თორემ შეიძლება სულიერ სიღატაკეში აღმოჩნდეთ. რასაც შეიძენ, უნდა გაითავისო და შენეულად გარდაქმნა. ქართული კულტურა და უნიკალობა ჩვენში ჟანგბადივით არსებობს, ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მის ყოფნას და მნიშვნელობას. ადამიანში იმდენი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმდიდრეა, რომ მასზე ურის თქმა მხოლოდ უვიცს ძალუძს. ამგვარი მაღალი ღირებულებისაა ეროვნული და პიროვნული ჩვენში. გლობალიზაციის კონტექსტში ზუსტად ჟღერს აფორიზმი: "თუ თავი შენი თან გახლავს, ღარიბად არ იხსენები".

4. ქრისტიანული მსოფლმხედველობა როგორ აერთიანებს ერთ მთელ სისტემაში ცოდნას და სასწაულს? სად მთავრდება ცოდნის მიზეზშედეგობრივი საზღვარი და იწყება რწმენისა? ამ თვალსაზრისით როგორ აღიქვას ადამიანმა სამყარო და საკუთარი თავი?


KARIBCHEლიანა ასათიანი, ექიმი, კინომსახიობი, მეუღლე - კომპოზიტორი დავით (გუგული) თორაძე 1983 წელს გარდაეცვალა, ჰყავს შვილები: ალექსანდრე (სახელგანთქმული პიანისტი) და ნინო თორაძეები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად.

1. ჩემი ოჯახი, მართალია, დიდი მორწმუნეობით არასოდეს გამოირჩეოდა, რადგან ბავშვობა, ახალგაზრდობა და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ათეისტურ გარემოში გავატარე, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მწამდა, არასოდეს მჯეროდა ცრურწმენების და არასდროს ყოფილა ჩემთვის მისაღები სხვა აღმსარებლობა. ერთადერთი, თუ ამას შეიძლება ცრურწმენა ეწოდოს და პასუხი ამ საკითხზე მოღვრისგანაც მაინტერესებს, ყოველთვის მჯეროდა, რომ არსებობს ცუდი თვალი და ბევრჯერ ჩემს თავზეც გამომიცდია, რომ გათვალვის შემდეგ იმ დღეს ცუდად წამსვლია საქმე. ყოველთვის ვგრძნობ, ვინ როგორი თვალით შემომხედავს.

ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ სექტანტებს დღეს დიდი გასაქანი მიეცათ საქართველოში. "იეღოველები" თურმე შინაც აკითხავენ ხალხს და თავიანთ ცრუ სწავლებას ახვევენ თავს. მინდა ყველას ვურჩიო, არ დაუჯერონ მათ, ჩვენ ღმერთმა ყველაზე მართალი სარწმუნოება მოგვცა.

2. ჩემი რწმენა დღესდღეობით უწმინდესი ილია მეორის ქადაგებაზეა დამყარებული, რადგან უკვე ვეღარ ვახერხებ ტაძარში სიარულს. ალბათ მასავით ღვთისმოსავი და ღვთისნიერი უნდა გავხდეთ ჩვენც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ჩემი შვილებიც, როგორც ახერხებენ, ისე დადიან ეკლესიაში. მე ვაფასებ მათ პატიოსნებას და გარჯას, ერთი თეთრიც კი არ უდევთ ჯიბეში, თავიანთი შრომით რომ არ ჰქონდეთ ნაშოვნი.

3. ჩვენი პატრიარქი ხშირად მოგვიწოდებს, დავიცვათ ჩვენი კულტურული მონაპოვარი, თვითონაც ქმნის ხელოვნების ნიმუშებს, წერს შეანიშნავ მუსიკას, ხატებს, საგალობლებს, მაგრამ ეს რა არის იმასთან შედარებით, რაც მას ღვთისგან აკისრია ჩვენი ერის წინაშე, სწორედ ის თუ შეძლებს ერის გამთლიანებას და ქართველი ხალხის სამშვიდობოს გაყვანას, ამიტომაც მას უნდა გავყვეთ, რომ გადავრჩეთ.

4. ჩემი რწმენით, არსებობს ცუდი თვალი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გათვალულ ადამიანზე. მაინტერესებს, როგორ უნდა დავიცვათ თავი ბოროტი ძალის მოქმედებისგან?


KARIBCHEრამაზ ცინცაძე, 49 წლის, ექიმი-ოფთალმოლოგი. მუშაობს ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯში". ჰყავს მეუღლე - მაია კალანდაძე და ორი ქალიშვილი ნინო და სოფიო.

1. რწმენაში უნდა ვიყოთ მტკიცენი. ვფიქრობ, მყარი ცოდნა უნდა მივიღოთ იმ სარწმუნოებაზე, რომელსაც მივდევთ. ჩვენს სკოლებში რელიგიის ისტორიის საფუძვლები და საღვთო სჯულიც უნდა ისწვალებოდეს, მოსწავლეები რომ ბავშვობიდანვე იყვნენ გათვითცნობიერებულნი თავიანთ ტრადიციულ სარწმუნოებაში.

ჩემი აზრით, ცრუ წინასწარმეტყველებად იმ კონფესიათა მიმდევრები მოიაზრებიან, რომლებიც მართლმადიდებლობას ყავლგასულ, დოგმატურ სარწმუნოებად აღიქვამენ, იბრალებენ, ეკლესიურ გამოცდილებაზე ბევრად მეტი ცოდნა დავაგროვეთო და თავიანთ გამოგონილ, აბსურდულ ცრუ სწავლებას ახვევენ თავს სულიერად გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს.

2. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიურ ოჯახში აღვიზარდე, ამიტომ გვიან მოვინათლე. მე-2-3 კურის სტუდენტი ვიქნებოდი, როცა ჩემს ბიძაშვილს ინსულტი დაემართა. სწორედ ეს გახდა იმის საბაბი, რომ ბევრ რაღაცაზე სხვანაირად დავფიქრებულიყავი. ჩემი ბიძაშვილი მალე გარდაიცვალა, რამაც პირველად დამაფიქრა სიკვდილ-სიცოცხლეზე. ამ განსაცდელმა კი რწმენა გამიღვივა.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ცოდვა გამხელილი სჯობს და, უნდა ვაღიარო, რომ დღეს მე ჩემი ოჯახის წევრებთან შედარებით ყველაზე ნაკლებმორწმუნე ვარ.

ჩვენი ოჯახის მოძღვარია მამა ნიკოლოზი, კასპის რაიონის სოფელ მეტეხის ტაძრის მღვდელი. ამ სოფელში პატარა სახლი გვაქვს და ხშირად გვიწევს იქ ჩასვლა. მადლობა ღმერთს, ჩემი ცოლ-შვილი ხშირად ეზიარება ამ ტაძარში, მე კი ჯერჯერობით მამა ნიკოლოზთან მხოლოდ ნაცნობობა მაკავშირებს. ვფიქრობ, ახლო მომავალში იგი ჩემი მოძღვარიც გახდება.

3. თქვენმა შეკითხვამ ვაჟა-ფშაველას ერთი წერილი გამახსენა - "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი".

ისე, როგორც ყოველი მორწმუნისათვის, ღმერთთან დამოკიდებულების შემდეგ ჩემთვის სამშობლოს ცნება ყველაზე ფასეულია. ამიტომ მინდა ჩემი ქვეყანა არც მთლად ჩამორჩეს მსოფლიოს და არც მთლიანად გადაკეთდეს და დაკარგოს თავისი სახე, საფრთხეში აღმოჩნდეს ენა, სარწმუნოება, ტრადიციები. როდესაც ტრადიციას ვამბობ, ცხადია, არ ვგულისხმობ იმას, მაინცდამაინც ერთლიტრიანი ყანწი გვეჭიროს ხელში. მეგობრებთან ხშირად მითქვამს: ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, იმდენი რამ გამოგვივლია, დღეს რომ ჩვენს მშობლიურ ენაზე ვმეტყველებთ, ესეც ღვთის დიდი სასწაულია-მეთქი და ეს ენა დღემდე თუ მოგვიტანია, ახლა დავკარგოთ? ენა ხომ მთავარი ღერძია ჩვენი ეროვნულობისა, ამიტომ ის უნდა დავიცვათ უპირველესად, გავუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ...

4. სხვათა შორის, დღეს ძალიან გავრცელებულია გამოთქმა: "მე ჩემს თავთან მართალი ვარ". ამ საკითხზეც ხშირად მომსვლია კამათი ახლობლებთან - თავის თავთან მართალი შეიძლება ნებისმიერი ავაზაკი იყოს, რომელიც ფულის საჭიროებისათვის ადამიანსაც კი მოკლავს. ვფიქრობ, ადამიანის პიროვნული სინდისი არ უნდა იყოს ზოგადი საზომი, რადგან შეიძლება შენი საზომით შენს თავთან მართალი იყო, მაგრამ ჩემთანაც მართალი იქნები? მაინტერესებს, სწორია თუ არა ამ შემთხვევაში ჩემი შეხედულება.


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობა ვთხოვეთ თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ გიორგი სხირტლაძეს, რომელიც შეკითხვებსაც უპასუხებს.

სახარებაში მაცხოვარი ნათლად მიგვითითებს იმ საფრთხეზე, რომელიც ცრუ წინასწარმეტყველებიდან მომდინარეობს.

ცრუმესიანიზმითა და საკუთარი თავის გაღმერთების იდეით შეპყრობილი სხვადასხვა სექტისა და რელიგიური მიმდინარეობის დამაარსებელთა საქმიანობას დიდი გასაქანი მიეცა XX საუკუნეში. საინფორმაციო და ტექნიკური პროგრესის საშუალებათა სწრაფმა განვითარებამ მათ მეტი შესაძლებლობა მისცა, შეეღწიათ ოჯახის ყველა უჯრედში და თავიანთი პროპაგანდისტული ბერკეტები აემოქმედებინათ.

XXI ს-ის დასაწყისში 18-დან 20-მდე სექტაა აღრიცხული. ამ სექტების დამაარსებლებს ღვთაებებად აქვთ წარმოდგენილი თავი თავიანთ მიმდევართა მორჩილი მასის წინაშე, რომლებიც ფეტიშიზმისა და ტოტემიზმის უმდაბლეს სულიერ საფეხურზე იმყოფებიან და ერთადერთ სწორ გზას ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობაში ხედავენ.

ცნობილია მუნის რეაქციული სექტა, რომელიც კორეელი სენ-მენ მუნის მიერ დაარსდა. ეს პიროვნება საკუთარ თავს მესიად, ქრისტედ აცხადებს ახალი კაცობრიობის შესაქმნელად. მას ჰყავს ახალი "ევები", რომლებთანაც ცრუ ქორწინებებს აღასრულებს. ეს სექტა დიდი მატერიალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

რუსეთში, კერძოდ, ციმბირისა და კრასნოდარის მხარეში, გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა მილიციელის, ბესარიონის სექტა. მან, როგორც მესიამ, ქრისტედ წარმოიდგინა თავი, შეიმოსა მაცხოვრის შესამოსლით, კარიკატურულად რომ მიმსგავსებოდა მაცხოვრის სახეს, ისე, როგორსაც ხშირად ვხვდებით ჰოლივუდურ "ქრისტეებში", ბესარიონმა თავისი უამრავი ფოტოსურათი გაავრცელა, შეიქმნა ასევე ხატები მისი გამოსახულებით, რომლებსაც კანდელები უნთია სალოცავებში და თაყვანს სცემენ მიმდევრები. ბესარიონის სექტა, რომელშიც ათასობით ადამიანია გაერთიანებული, აშენებს ე.წ. მზის ქალაქს.

რუსეთში გავრცელებულია სექტა "ღვთისმშობლის ცენტრი", რომლის ლიდერია იოანე. სხვათა შორის, რუსეთი გამოირჩევა სექტების სიმრავლით. იოანეს სექტაც უამრავ მიმდევარს აერთიანებს. მას ჰყავს ბიზნესგურუები, ბიზნესმოძღვრები, რომლებიც უამრავ თანხას აგროვებენ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.

არსებობს რასელის მიმდევართა სექტა, რომელიც საქართველოშიც არის გავრცელებული. ისინი თავიანთ თავს იეღოვას მოწმეებს უწოდებენ. თუმცა ძნელი გასაგებია, რაზე მოწმობენ. მოწმობა შეიძლება იმაზე, რაც გინახავს, ჭეშმარიტი მოწმობა უფლის შესახებ ქრისტეს მიერ არის გამოთქმული. რასელისტებს არც ქრისტიანობასთან აქვთ რაიმე საერთო და ძველ აღთქმაზეც ბუნდოვანია მათ წარმოდგენები.

როდესაც ცრუ წინასწარმეტყველებაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ბიოდიანეტიკის სექტა. ეს არის ჰაბარდის სექტა, რომელიც ახალგაზრდობაში სატანისტი იყო, იგი XX საუკუნის ყველაზე ცნობილი შავი ადეპტის, ალისტერ კროულის მოწაფე გახლდათ. ისინი ერთად ატარებდნენ ფსიქოლოგიურ ცდებსა და თავდასხმებს მისაწვდომ მოსახლეობაზე გათვალვითა და სხვა ძალადობრივი მეთოდებით. ამ სექტაში ყველა ინიციაციის საფეხური სოლიდურ თანხასთან არის დაკავშირებული, ადამიანის ცნობისმოყვარეობა კი პირველი ინიციაციის გავლის შემდეგ ითხოვს მეორეს, მესამეს და ა.შ. ერთ მშვენიერ დღეს დაინტერესებული პირი შეიძლება პირამიდის მწვერვალზეც აღმოჩნდეს. ბიოდიანეტიკის სექტა უზარმაზარი კაპიტალის მფლობელია. ამ სექტაში ხდება ადამიანთა აბსოლუტური დამორჩილება და ზომბირება. სექტის მიმდევართა მსოფლმხედველობა მთლიანად უნდა გარდაიქმნას. ამ სექტის ლიდერი მისი ყოველი წევრისთვის ღვთაებაა, რომლითაც იწყება და მთავრდება ყველაფერი.

ზემონახსენები სექტები იმდენი საფრთხის მატარებელნი მაინც არ არიან, როგორც გასაიდუმლოებული მასონური ორგანიზაციები, რომლებიც ისე მომრავლდნენ და გაძლიერდნენ, კომუნისტური პარტიის წევრთა რაოდენობას ბევრად გადააჭარბეს, მარტო აშშ-ში 10 მილიონზე მეტია ამგვარი ფარული ორგანიზაციის წევრი, ასევე ბლომად არიან ევროპის სახელმწიფოებში, ყველაზე ნაკლებნი - აღმოსავლეთის ქვეყნებში. საიდუმლო ორგანიზაციათა შირმა ფირმები იმდენად სხვადასხვაგვარი სახეობისა და მიმართულებისაა, ჭირს მათი წარმომავლობის გარკვევა და დადგენა იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე. თანამედროვე დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული როზენკრაიცერები ნაკრებია ტამპლიერებისა, ილუმინატებისა და სხვა ორგანიზაციებისა. XIX ს-ის დასაწყისიდან რუსეთში ფეხი მოიკიდა მარტინისტების გასაიდუმლოებულმა ორგანიზაციამ, რომლებიც ცდილობდნენ მმართველი წრეების ოლიგარქიული სტუქტურების მიტაცებას. თანამედროვე მსოფლიოში ცნობილია ისეთი ფარული ორგანზიაციები, როგორებიცაა: "კომიტეტი-300", "ბილდელბერგის კლუბი", "სამმაგი კომისია", რომელშიც გაერთიანებული არიან უდიდესი გავლენის და ძალაუფლები მქონე სახელმწიფო პირები. ამ ორგანიზაციების მიზანია ერთი მთავრობის, ერთი ხელისუფლების, სხვადასხვა სახელმწიფოს (საზღვრებგარეშე) გაერთიანების მოწყობა, ისეთი გაბატონებული რასის შექმნა, რომელსაც დაემორჩილებიან დამონებული რასები (რაც ჯერ კიდევ ჰიტლერის ჩანაფიქრშიც შედიოდა). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სიონიზმის მექანიზმიც მოქმედებს.

დღეს მკითხაობისა და ექსტრასენსორიკის უამრავ ფორმას ვაწყდებით. გამოდის უამრავი წიგნი მკითხაობის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, დაწყებული ბანქოთი, ვარსკვლავთმრიცხველობით დამთავრებული. ოკულტური ლიტერატურა ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამ გამოცემებით დაინტერესებულთა მკითხაობა და წიგნში მითითებული შელოცვები ხშირად მძიმე ფსიქიკური შედეგით ან სიკვდილით მთავრდება, განსაკუთრებით დაუცველია ამ მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელიც რატომღაც ხელმისაწვდომ სათარეშო გარემოს წარმოადგენს ოკულტური გავლენის გასავრცელებლად. ამგვარი ძალადობისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა აღვიჭურვოთ მტკიცე რწმენითა და ცოდნით და მივყვეთ უფლის მიერ ნაჩვენებ გზას, ანუ არცოდნა დღეს ყველაზე უფრო დიდი ცოდვაა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ გავრცელებულია მცდარი შეხედულება - არცოდნა არცოდვაა, არ იცის და რა ქნასო. ამ ლოგიკით, ყველაზე უცოდინარი ნეტარი და წმინდანი ყოფილა. საჭიროა აღვიჭურვოთ მართალი რწმენითა და ეკლესიური მადლით, რაც ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით და სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით მიიღწევა. მაცხოვარი გვასწავლის, შენობა ქვიშაზე კი არა, კლდის მყარ საფუძველზე ავაგოთ და ჩვენი რწმენით სხვასაც გავუნათოთ სავალი, რადგან არავინ დგამს სანთელს მაგიდის ქვეშ. როგორც მაგნიტი იზიდავს რკინას, ასევე ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანიც სწორი სარწმუნოების ბადეში უნდა ახვევდეს და იზიდავდეს მართალი სარწმუნოების მაძიებელთა სულებს, რაც აუცილებელია ჩვენი სულიერი და ფიზიკური ბედიერებისა და წარმატებების მისაღწევად.

- გმადლობთ, რომ ასე ამომწურავად ისაუბრეთ ამ საკითხზე, ახლა გადავიდეთ რესპონდენტთა შეკითხვებზე.

- პირველი შეკითხვა კარგადაა დასმული. როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანული მსოფლმხედველობა მომდინარეობს საღვთო გამოცხადებიდან, რომელიც შედგება წმინდა წერილის (ბიბლიის) და წმინდა გარდამოცემებისაგან, რაც ცოდნის ერთ მთლიან სისტემას წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც მას სწავლობს და ითვისებს, მორწმუნე უნდა იყოს, რაც აუცილებელი პირობაა, რადგან თუ გწამს, შენი მსოფლმხედველობის აგების ხარისხი მაღალია, რწმენაა ის ქვიტკირი, რომელიც გაძლიერებს, მაგრამ არა ბრმა რწმენა, არამედ შინაგანი სულიერი შეგრძნებით, მისტიკური და მტკიცებითი გამოცდილებით მიღებული რწმენა. "სად მთავრდება ცოდნის მიზეზშედეგობრივი საზღვარი და სად იწყება რწმენის?" - გვეკითხება რესპონდენტი. მე ვიტყოდი, რომ სწორ ცოდნასა და მართალ სარწმუნოებას შორის არავითარი ზღვარი არ არის და არავითარი მესაზღვრე არ დგას. ეს მოცემულობა ჯერ კიდევ ადამმა მიიღო ღვთისგან კოსმოსური ცოდნის სახით, თეოფანიები (საღვთო გამოცხადებები) მის გონებას უზარმაზარ შინაგან ცოდნასა და ჭვრეტას ანიჭებდა. ადამისა და ევას ცოდვით დაცემისა და სამყაროში სიკვდილის შემოჭრის შემდეგ კაცობრიობას კარგა ხანი დასჭირდა, რომ ცოდნა და რწმენა, რომელიც ნაწილებად დაიმსხვრა და დეგრადირდა, ისევ სინთეზირებულიყო და აღდგენილიყო კავშირი მათ შორის. სიტყვა "რელიგიაც", როგორც მოგეხსენებათ, აღდგენილ კავშირს ნიშნავს. ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს, ქრისტემ - ახალმა ადამმა და ღვთისმშობელმა - ახალმა ევამ დაგვიბრუნეს. წმინდანთა ცხოვრებიდან უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, სწორ ცოდნას, რწმენას და მსოფლმხედველობას რა სასწაულები შეუძლია მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანშია ჩადებული ძველი კაცი - ადამის სახით და ახალი - ქრისტე მაცხოვრის სახით. ძველი ცოდნა, რომელიც ადამმა დაცემის შემდეგ მიიღო და მემკვიდრეობად გადმოგვეცა - არასწორი შეხედულება, ცრურწმენა ღვთისგან დაშორებულ ადამიანს საკუთარი თავის რწმენას აძლევს, ზოგს - რომელიმე ლიდერის რწმენას ან ტექნიკის რწმენას, ზოგი ტოტემიზმშია, ზოგი - კერპთაყვანისმცემლობაში ან საერთოდ ურწმუნოა და არ უნდა დაინახოს მთავარი: ადამიანში ღვთის ხატად და მსგავსად ჩადებული უნარი მოასწავებს იმას, რომ ღმერთი უნდა ირწმუნოს, ისევე როგორც წყურვილი მოასწავებს იმას, რომ წყალი არსებობს, შიმშილი მოასწავებს იმას, რომ ღვთისადმი მიდრკილების სურვილი არსებობს. ჩვენ კი არ ვპოულობთ ღმერთს, არამედ ღმერთი გვპოულობს ჩვენ და შემდეგ აღმოვაჩენთ მას ჩვენს თავში. მართალია, ნათლობის შემდეგ ძველი კაცი კვდება ჩვენში, ახალი კი აღდგება, მაგრამ ჩვენში მოცემული თავისუფალი ნების წყალობით ნათლობა ბრძოლის დასაწყისია და არა დასასრული. ნათლობის შემდეგ ადამიანში იწყება წაშლა ზღვრისა ცოდნასა და რწმენას შორის, ცოდნა გადადის ეკლესიურად რწმენაში, ხოლო რწმენა ეკლესიურად იღვრება სწორ ცოდნაში და ხდება გაერთიანება ორი პოლუსისა - გონებისა და გულისა. გულსაც სწამს და გონებასაც, ოღონდ სხვადასხაგვარად. რაც შეეხება იმას, თუ სად გადის ზღვარი რწმენასა და ცოდნას შორის, თუ მაინცდამაინც მეცნიერულად გვინდა ამ საკითხის განხილვა, ეს შეიძლება უამრავი დიდი მეცნიერის ცხოვრებაშიც დავინახოთ, რომლებიც საბოლოოდ ღვთის აღიარებამდე მივიდნენ, აღარაფერი რომ არ ვთქვათ წმინდა ღვთივგანბრძნობილ მამებზე. აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს მაცხოვრის შობის ტროპარის სიტყვები: "რომლებიც ვარსკვლავს სცემდნენ თაყვანს, ვარსკვლავებმავე ასწავლესო თაყვანისცემაი შენი..." ბოლოს მაინც აქამდე მიდის ადამიანი. ცოდნისა და რწმენის მართალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება უდიდეს სიხარულსა და ნეტარებას განაცდევინებს კაცს, რადგან მის გულში მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც ცოდნას უზარმაზარ ნაყოფს მოისხამს, რომლითაც სხვა ადამიანებიც პოვებენ შვებას.

ახლა, მეორე კითხვას რაც შეეხება. არსებობს უამრავი ხერხი ადამიანის ენვოლიტირებისა, ე.წ. გათვალვისა. ადამიანის თვალს ხომ სულის სარკეს ეძახიან, საიდანაც მოედინება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ენერგიები. ოკულტიზმში ითვლება, ისინი, ვინც სულიერი დეფექტის მატარებლები არიან და არასწორი სურვილებითა და წარმოდგენებით განიმსჭვალებიან ადამიანების მიმართ, გამოირჩევიან ბოღმით, შურით, სხვათა მიმართ უპატიებელი წყენით, ნებისმიერი მიზნის მიღწევის სურვილითა და ამორალური გულისთქმებით, წარმოადგენენ ინსტრუმენტს ბოროტი ძალების ხელში, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ისინი უხმობენ და ეხვეწებიან კიდეც ამ ძალებს, მათი სურვილების სამსახურში ჩადგნენ, სინამდვილეში კი, თავად ხდებიან ბოროტი ძალების მსახურნი, რომელთაც იმხელა უარყოფითი ზემოქმედების უნარი შესწევთ, შეუძლიათ თვალებით ხე გაახმონ, მოკლან უმწეო ცხოველი ან ფრინველი, ან სისტემატური ბოროტი სურვილითა და მოჭარბებული ბოღმით ჩაშალონ ქორწინება, დაუზიანონ ადამიანს ჯანმრთელობა, გამოიწვიონ მასში იმპოტენცია ან უშვილობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში ადამიანში ღვთის ხატად და მსგავსად მიცემული ცენტრები, რომლებიც მის სულიერ წინსვლასა და განღმრთობას უნდა ემსახურებოდეს, ბოროტი სულის მიერ ხდება მიტაცებული ან თვითონ ამ პიროვნების მიერ ხდება ამ სარკმლის გაღება და თავისი ნებით მოწვევა და დაქვემდებარება ამ გავლენებისადმი, რის შედეგადაც ეს პიროვნება ენერგოვამპირი ხდება. როცა ადამიანი ასეთი ენერგიის მოქმედებას იგრძნობს, უმჯობესია ამ პიროვნებას თვალებში არ შეხედოთ ან მინიმუმამდე დაიყვანოთ მასთან ურთიერთობა. ქრისტეს მიერ ყველანი მეტ-ნაკლებად ვართ დაცული ამ გავლენებისგან ჩვენი რწმენისა და ეკლესიური ცხოვრების შესაბამისად. ხშირად უნდა ვიკითხოთ ფსალმუნები, რომელიც გვიცავს ამ ძალების შემოტევისაგან, განსაკუთრებით 26-ე და 90-ე ფსალმუნები. გვახსოვდეს წმინდა სერაფიმე საროველის სიტყვები: "შენი სული და გული ნოხი არ არის, რომ ყველას დაუფინო და ზედ ატარო".

დაბოლო, მესამე შეკითხვა. მართლმადიდებელი ასკეზის მამები გვეუბნებიან, დაეყრდენი პირველ რიგში ღმერთს და ამის შემდეგ შენს თავს. თუ ჩვენ ვცდილობთ, არათუ ღმერთთან, არამედ ჩვენს თავთან ვიყოთ მართალნი, მაშინ ჩვენი წარმოდგენა ილუზიურია და რეალობას აღვიქვამთ ისე, როგორც ილუზიას, თორემ რეალობა რეალობად რჩება და ჩვენთვის სასურველი ხშირად კონფლიქტში მოდის რეალობასთან. ამიტომ ჩვენი თვითგამართლება ან თვითცხონება, თვითმორჩილება შეიძლება დამოკლეს მახვილი აღმოჩნდეს და ისეთი ორმო გაგვითხაროს, რომ კარგა ხანი იქიდან რამდენიმე მფარველმა ანგელოზმაც ვერ ამოგვიყვანოს. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს არის ტიპური წარმართი კულტურისთვის დამახასიათებელი ცნობიერება, ან ათეისტური, ან პანთეისტური. ასეთ ფსიქოლოგიას გაორებული წარმოდგენების ადამიანები ატარებენ. ადამიანში რომ ეგოცენტრიზმმა უკიდურესად რადიკალური ფორმები მიიღო, ამ სიტყვებიდან ჩანს სწორედ. საკუთარ თავთან სიმართლე ყოველთვის ჩიხში შედის, თუ ჩვენ განვიმსჭვალებით ქრისტიანული სულით, აქ წავაწყდებით კერპთაყვანისმცემლობის პრიმიტიულ სახეს. უფლის მცნება გვეუბნება: "არა მოიღო თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი". თუ შევეცდებით მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით ცხოვრებას, ამ ქიმერას, ამ სენს ადვილად დავამარცხებთ. სწორედ ქრისტეს მცნების აღსრულებას მიჰყავს ადამიანი საკუთარი უძლურების შემეცნებისკენ და იგი უმალ განკურნების პროცესს ექვემდებარება. ქრისტიანული მოღვაწეობა და შრომა საშუალებაა და არა თვითმიზანი მადლის მოპოვებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat