შესდექ, რუსთ ხელმწიფევ!..
შესდექ, რუსთ ხელმწიფევ!..
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივამ, მონარქიის აღდგენის თაობაზე, საზოგადოების დიდ ნაწილს ჩაუსახა იმედი, რომ მონარქი გადაარჩენს საქართველოს.

პირადად თქვენ ემხრობით თუ არა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გთენდება"(?!) (საქართველო და გლობალიზაცია).

4. რას ჰკითხავთ მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ თეოლოგი ალექსანდრე ყიფიანი და ფილოსოფოსი დენიზა სუმბაძე.

ალექსანდრე ყიფიანი, 38 წლის, ეკონომისტი, თეოლოგი. მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ივერიელის" დირექტორად, მეფის კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნედ.


1. მონარქიის აღდგენას, რა თქმა უნდა, ვემხრობი. მეფე ხომ უფლის მცნებებს, საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს, სჯულის კანონზე დაყრდნობით უთავსებს საერო კანონებს. ისინი ხომ ღვთისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და მადლმოსილების ნიშნად იყნენ მირონცხებული. მირონი კი სულიწმინდის უფლის ბეჭედია, რომელიც ნათლობის შემდეგ მეორედ ადამიანს მხოლოდ მეფედ კურთხევის დროს ენიჭებოდა, რადგან მონარქს ერის წინაშე უმძიმესი ჯვრის ტარებაში უფალი ეხმარებოდა, მართლმადიდებელი მეფისა და პატრიარქის ხელით უფლის სჯული და მცნებები ხორციელდებოდა, ანუ "უფალი მეფობდა". ამიტომ მონარქიის აღდგენა აუცილებელია, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რადგან მეფის ტიტული ერთიანი ქვეყნის მფლობელობასაც თავისთავად გულისხმობს.

ვიმედოვნებ, საქართველოს წმინდა მეფეების ლოცვითა და შემწეობით ბაგრატიონთა უძველესი გვარი მალე დაიბრუნებს სამეფო გვირგვინს და საქართველო მონარქიული ქვეყნების რიცხვს შეუერთდება.

2. მადლობა უფალს, ჩემი თავი არასდროს მახსოვს ურწმუნო ან სხვა რელიგიის მიმდევარი. შინაგანად, ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ ადამიანი მაიმუნისგან ვერ გაჩნდებოდა... იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა კი არასდროს გამკვირვებია, საკვირველი ის უფრო იყო, როგორ შეიძლებოდა იგი მომკვდარიყო.

ეკლესიასთან ურთიერთობა მამაჩემმა დამაწყებინა, ბავშვობიდან თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დავყავდით მე და მთელი ჩემი სამეგობრო მცხეთაში, შიომღვიმეში, ბეთანიაში, ანანურში, ზაფხულობით - საფარაში, ვარძიაში, გელათში, მოწამეთაში... ჩვენი პატრიარქი ბავშვობიდანვე გავიცანი და იგი ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანი გახდა ჩემთვის. მამას გარდაცვალების შემდეგ სიონის ტაძარში დავიწყე სიარული, სადაც იმედად უწმინდესი მეგულებოდა და მიხაროდა, როდესაც დიდ სითბოს და მზრუნველობას ვგრძნობდი მისგან. მერე დავიწყე ფიქრი, აღსარება ჩამებარებინა და მიმეღო წმინდა ზიარება. ჩემი პირველი და შეუცვლელი მოძღვარია მამა ლევანი (ფირცხალაიშვილი).

3. მზიანი ღამეა, მალე გათენდება! ამ სიტყვებით უწმინდესმა თავის მოღვაწეობას პოეტური, ღვთისმეტყველური და, მე ვიტყოდი, აქამდე შეუფასებელი შეფასება მისცა. თავს უფლებას მივცემ, იმედიანად გამოვეხმაურო ამ გამონათქვამს. ღამე ლამაზი და დიდებულია, როდესაც ცაზე მთვარე ანთებს, ხოლო თუ ღამით მზე განაბრწინებს საქართველოს ცას, ეს იმის მინიშნებაა, რომ სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი უკეთესად იქნება.

პირადად მე არავინ მეგულება ქართველზე მეტი გლობალისტი. ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ და კეთილგანწყობა გამოვიჩინოთ ბავშვებზე, დედებზე, მოხუცებზე, ყველა გაჭირვებულზე მსოფლიოში, გავახაროთ და აღვაფრთოვანოთ ჩვენი გმირული ისტორიითა და ხელოვნებით მსოფლიოს ხალხი, გავაკვირვოთ ისინი ჩვენი სიყვარულითა და ყურადღებით. გლობალიზაცია იმ შემთხვევაშია მისაღები, როცა სიკეთის სამსახურშია. სამწუხაროდ, ხშირად იგი დიდი ქვეყნების და გავლენიან პირთა გაერთიანებების კერძო ინტერესებს ემსახურება. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, მათ გასაგონად ვიტყოდი, არ გაეკეთებინოთ სხვისთვის ის, რასაც არ უსურვებდნენ საკუთარ თავსა და ქვეყანას.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ღვთის საქმე უნდა ვაკეთოთ.

ქართული იდეის - ჭეშმარიტებისა და სიყვარულის დაცვას უნდა მივდიოთ, მივხედოთ ჩვენს მიწა-წყალს და ჩვენი პატრიარქის რჩევა-დარიგებას მივყვეთ, რადგან იმპერიები მიდიან და მოდიან, საქართველო კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა და იბრძვის მარადიული ღირებულებების დასაცავად. ამ ბრძოლაში, ჩვენი წინაპრების მსგავსად, არ უნდა დავთმოთ პოზიციები. პატარაა გული, მაგრამ მთელ სხეულს ამოძრავებს, სული კი საერთოდ უჩინარია, მაგრამ ღვთიური ძალაა მასში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მარადიულობას, ჩვენი ერის ძალაც ხომ მის უხილავ სულშია, რომელსაც გლობალიზაცია ვერაფერს დააკლებს.


KARIBCHEდენიზა სუმბაძე, ფილოსოფოსი-თეოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არეოპაგიული პრობლემების ცენტრის და პროფესორ-მასწავლებელთა საზოგადოებრივი გაერთიანების - თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის ხელმძღვანელი. ჰყავს ვაჟიშვილი - ზევახ-ნოდარ სუმბაძე.

1. მოგეხსენებათ, საქართველოს სამეფო ტაქტიცა და საქართველოს საპატრიარქო ტახტიც რუსეთის იმპერიამ თავის დროზე გააუქმა. ისტორიულმა პროცესებმა შეგვაძლებინა საპატრიარქო ტახტის აღდგენა. საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა ილია მეორემ, მართლაც სუდარაგადაფარებული ეკლესია აღადგინა და მსოფლიო საქრისტიანოში ღირსეული ადგილიც მოუპოვა. საბჭოთა კავშირიდან, როგორც რუსეთის იმპერიიდან, საქართველოს გამოსვლა, ბუნებრივია, ლოგიკურად აყენებს საქართველოს სამეფო ტახტის აღდგინების საკითხსაც, მაგრამ აყენებს ისტორიისა და მსოფლიო პოლიტიკური რეალობის იმ კონტექსტში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. რამდენადაც ბაგრატიონთა დინასტიის ფენომენი მესიანურ იდეასთან არის წილნაყარი, ყველა შემთხვევაში, საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენისა თუ არაღდგენის იდეა ისტორიულ-ფილოსოფიური, უფრო ზუსტად, ისტორიოსოფიული პრობლემაა...

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ქ-ნი ჰილარი კლინტონი თავისი ერთდღიანი ვიზიტით ქართული საზოგადოებრიობის წინაშე წარდგა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სხდომათა დიდ დარბაზში, თანმხლებ ამერიკელ ჟურნალისტებს ასეთი ფორმულირებით გააცნო საქართველო: "ეს არის ქვეყანა, რომლის ოქროს ხანაც მეფე ქალმა შექმნა..." ხომ შეიძლება ვიფიქროთ 21-ე საუკუნის ოქროს ხანაზე საქართველოში?" ეს გახლდათ წმინდა ამერიკული აზროვნების თავისუფლებითა და დედური უშუალობით წარმოთქმული ბრწყინვალე სიტყვა, სრული კეთილგანწყობით, როგორც პიროვნებისგან, ასევე სახელმწიფო წარმომადგენლისგან. დასანანია, რომ ამ შესანიშნავი სიტყვების წარმომთქმელი ქალბატონი არ შეახვედრეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც საქართველოს გაბრწყინებაზე ქადაგებს.

2. ჩემი მშობლებისთვის სიწმინდის, პატიოსნების, სიყვარულისა და ერთგულების სამსახური სრულიად უმთავრესი, ამასთან ცხოვრების ბუნებრივი წესი იყო, ისეთივე თანდაყოლილი, როგორიც საკუთარი თვალების ფერი. მათთვის ეს არავის უსწავლებია. სიწმინდე, რომელსაც მე ჩემი ოჯახით ვეზიარე, იყო უკვე ჩემთვის ეკლესიაც, რწმენაც და უფალში ცხოვრებაც. ამიტომ ჩემთვის არ არსებობს თარიღი, როდის შემოვიდა რწმენა ჩემს ცხოვრებაში.

ჩემს დამოკიდებულებას უფალთან, ვფიქრობ, რომ გამოვხატავ ჩემი სიყვარულით ადამიანებისადმი, შვილისადმი, მეგობრებისადმი, სიმართლისა და ჭეშმარიტებისადმი, დედაეკლესიისადმი, უნივერსიტეტისადმი...

3. "მზიანი ღამის გათენებაში", როგორც საქართველოსა და გლობალიზაციის ურთიერთმიმართების მეტაფორაში, გარკვევა ურთულესი საკითხია, რადგან აქ გადაკვეთა ხდება კაცობრიობის გადარჩენისა და ქართველი ერის გადარჩენის - საკუთარი ვინაობისა და ეროვნული მეობის მქონე ერისა.

წამალი ამ გადარჩენისა თვითშემეცნებაშია, როგორც ეროვნული თვითშემეცნების, ასევე კაცობრიული თვითშემეცნების წიაღში. კრიზისი აქ არის, ამოცანა ამ კრიზის დაძლევაა. რამ მიიყვანა პლანეტა სასიცოცხლო კატასტროფის საშიშროებასთან?!

4. შეკითხვა მოძღვართან მაქვს უამრავი. ფაქტობრივად, მე ვცხოვრობ უპასუხოდ მიტოვებული კითხვების სამყაროში. მე მათ, ანუ პასუხებს ჩემს კითხვებზე, ჩემშივე ვეძებ, ჩემს მიღმიერ უფალში. ეს ჩემი ჯვარია...


KARIBCHEვესაუბრებით თბილისის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ვახტანგ ასათიანს.

- მამა ვახტანგ, ისტორიულად, საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი მონარქიული მართველობა იყო. თქვენ, როგორც ამ სფეროს მკვლევარმა, იქნებ შეგვახსენოთ, საიდან მოდის მეფობა და მონარქიის რა ტრადიცია არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

- მოგახსენებთ. ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ისრაელს ღვთისგან განბრძნობილი რჩეულები მართავდნენ, ამიტომაც, სამი უმაღლესი მსახურება არსებობდა: სამღვდელმთავრო, საწინასწარმეტყველო და სამეფო.

სამეფო მსახურებისთვის აკურთხა რა ისრაელის პირველი მეფე საული, უფალმა, მიუხედავად მმართველობის ფორმისა, ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლება აკურთხა: აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვდროს მთავრად (I მეფ. 10,1). საულს კურთხევა ღვთის ნების აღსრულებისთვის მიეცა, ხოლო როცა მან უფლის მცნებები დაარღვია, ღმერთმა განაგდო იგი და ბრძანა, სამეფოდ სხვა რჩეულის, მდაბიო იესეს ძის, დავითისთვის ეცხო ზეთი. სახელმწიფოს უფლის სული მართავს; როდესაც საულს განეშორა იგი და ბოროტმა სულმა დაუწყო მას სწავლება, სამუელმა აუწყა მას, რომ მეფობა მიეცა შენს თვისტომს, შენზე უკეთესსო (I მეფ. 15, 28). ასე რომ, ყოველი ერი საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებით იმართება, ყველა სახელმწიფოს კი უფლის სული მართავს, რასაც პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლე გვიდასტურებს. "დაე, ყოველი სული უზენაესის ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან" (რომ. 13,1).

სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფალთა ურთერთდამოკიდებულების ბიზანტიური კლასიკური ფორმულა გადმოცემულია კანონთა კრებულში "ესპანაგოგა" (IXს-ის I ნახ.): "საერო ხელისუფლება და მღვდლობა ერთმანეთს ისევე ეკუთვნიან, როგორც ხორცი და სული და სახელმწიფოს მოწყობისთვის ზუსტად ისევე აუცილებელნი არიან, როგორც ხორცი და სული ცოცხალი ადამიანისთვის. მათი კავშირი და თანხმობა სახელმწიფოს კეთილდღეობას განაპირობებს". ამავე აზრს ვხვდებით VII მსოფლიო საეკლესიო კრების აქტებშიც: "მღვდელი საიმპერატორო ხელისუფლების მაკურთხეველი და განმამტკიცებელია, ხოლო საიმპერატორო ხელისუფალი - სამართლიანი კანონის მეშვეობით ქვეყნის მმართველი". ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმფონიური ურთიერთობის დროს სახელმწიფო და სასულიერო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ერთმანეთისგან აღიარებას იღებენ. ბიზანტიის იმპერატორთა, საქართველოს მეფეთა მირონცხების წესიც აქედან მომდინარეობს. აქედანაა ხელმწიფეთა მონაწილეობა პატრიარქთა დადგინების დროს.

ვინაიდან მეფის ინსტიტუტი ღვთისგანაა დადგენილი, ამიტომ იგი წარმოადგენს ერის იდენტიფიცირების, დამოუკიდებლობის, ღვთის განგებულების და ღვთისგან დადგენილი წესების აღსრულების ცოცხალ სიმბოლოს. სწორედ მეფის ცხოვრება, გონივრული გადაწყვეტილება, მოქმედება წარმართავს ერის განვითარებას.

მოციქულთა სწორის, წმინდა მირიან მეფის გონივრული გადაწყვეტილებით გაცხადდა ღვთის განგებულება და მთლიანად გარდაიქმნა ქართველთა მსოფლმხედველობა. წარმართული აზროვნებიდან (რომელიც არმაზის კერპებისადმი ბავშვთა სიცოცხლის შეწირვაშიც გამოიხატებოდა) ხალხის ცნობიერება სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, მომავალი თაობისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით შეიცვალა.

ქართველი ერის ღვთისადმი რწმენის განსაკუთრებულ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდი, სწორედ მისი მმართველობის ხანაში წმინდა მეფის წარმოუდგენელი სიმდაბლის, ერთგულებისა და ვაჟკაცობის წყალობით მოიპოვა დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია) საქართველოს ეკლესიამ. მისი წინამძღოლობით ღმერთმა არაერთი გამარჯვება აჩუქა ჩვენს ქვეყანას; საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აშენდა მრავალი ტაძარი, საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

დიდი გავლენა მოიპოვეს ბაგრატიონებმა VI-VIII ს.ს-ში თავიანთი ენერგიული, წინდახედული და მოქნილი მოქმედებით. VIIIს-ის 80-იან წლებში ჰერეთის მთავარი გახდა აქ დამკვიდრებული ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი საჰლ სუმბატისძე. VIII ს-ში არაბთა წინააღმდეგ ქართლის აჯანყების ორგანზიატორი გახლდათ ქართლის ერისმთავარი აშოტ I ბაგრატიონი. ტაო-კლარჯეთში დამკვიდრებულმა ბაგრატიონებმა 888 წელს, ადარნასეს გამეფებიდან, ქართველთა მეფის ტიტული მიიღეს. ბაგრატიონთა განთქმული საგვარეულო წარმოშობით ძველისძველი ქართული თემიდან - სპერიდან მომდინარეობს (მდინარე ჭოროხის ხეობა, ახლანდელი ისპირი თურქეთში). ერთი შტო სომხეთში დაწინაურდა, მეორე - ქართლში, მათ ორივეგან მთავრობასა და მეფობას მიაღწიეს. საქართველოში ბაგრატიონებმა მეფობა XIXს-ის დასაწყისამდე შეინარჩუნეს. ოფიციალური ვერსიით, რომელიც დამოწმებულია თვით ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე პორფიროგენეტის ნაშრომში (X ს.), ბაგრატიონები ღვთიური წარმოშობის საგვარეულოა - დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან და თვით მარიამ ღვთისმშობელს ენათესავებიან. ამიტომაც ქართველი მეფეები თავიანთ თავს "იესიან-დავითიან-სოლომონიან" ბაგრატიონებს უწოდებდნენ.

სახელმწიფოს მართვის უნარ-ჩვევები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მეტად სრულყოფილი სისტემა იყო. ამასთან, უფლისწულის აღზრდა გამორჩეულ და განბრძნობილ ადამიანებს ევალებოდათ.

საქართველოში უფლისწულს ზრდიდა ჭყონდიდელი, რომლის უფლებათა პრივილეგია განსაზღვრული იყო დარბაზის მიერ. სულიერად და მეცნიერულად განსწავლული უფლისწული ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების გარანტი იყო. ეს კარგად უწყოდნენ დამპყრობელი ქვეყნის მმართველებმა და ცდილობდნენ, მომავალი ტახტის მემკვიდრე თავიანთი ცნობიერების შესაბამისად აღეზარდათ. უცხო გარემოში აღზრდილი უფლისწული განისწავლებოდა სხვადასხვა მეცნიერებაში, ესწრებოდა ელიტარული საზოგადოების შეხვედრებს, სწავლობდა სახელმწიფოს მართვის პრინციპებს, თუმცა იგი თანდათანობით შორდებოდა ეროვნულ ფესვებს, ითვისებდა სხვა ქვეყნის მენტალიტეტს, ლიტერატურას, მუსიკას, ფერწერას, საბრძოლო ხელოვნებას, სამხედრო საქმეს, აზროვნებას, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იქაურ უნარ-ჩვევებს და პოტენციურად ვეღარ იყო ისეთი სრულყოფილი და თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომ წინააღმდეგობა გაეწია საჭიროების შემთხვევაში დამპყრობი ქვეყნისთვის, რადგან მაშინ იგი პირველ რიგში საკუთარ თავში არსებულ მენტალიტეტს უნდა შებრძოლებოდა, რაც თითქმის შეუძლებელია. გარკვეულ ასაკში ყალიბდება ადამიანის ცნობიერება, ამიტომ საქართველოში დაბრუნებულ უფლისწულებზე, რომლებიც ადრეული ასაკიდან იყვნენ მოწყვეტილი მშობლიურ გარემოს, ვეღარ მოქმედებდა ქართული აღზრდა, ღვთივსულიერი სწავლებები, ასეთი მეფეების უმეტესობა ცდილობდა, იგივე მუსიკის, საჭმელ-სასმლისა და ურთიერთობების დამკვიდრებას და მიკროსამყაროს შექმნას, რაც თვითონ ჰქონდა ნანახ-განცდილი. ფაქტობრივად, ასეთი მეფე გახლდათ ღვთის მადლის დაუტეველი, დაზიანებული ჭურჭელი. საერო ხელისუფლებას ზოგჯერ არ ეძლეოდა იმის საშუალება, თავის სამშობლოში აღეზარდა ცხებული მეფე, რის გამოც ქვეყნის განვითარების ბედი ხშირად ჩვენს საზიანოდ წარიმართებოდა. ამან საერო და სასულიერო პირთა საუკუნეებით აწყობილი სისტემა თანდათანობით დაანგრია. სახელმწიფოებრივი ატრიბუტები: სამეფო ტახტი, ბეჭედი, გვირგვინი, სკიპტრა და სხვა - გავიდა ჩვენი ქვეყნიდან, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ძალაუფლების გამომხატველი გარეგანი ფორმები ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა და რუსეთის იმპერიამ აიღო ჩვენი მოვლა-პატრონობისა და ტერიტორიის დაცვის ფუნქცია, ბრძოლისაგან გადაღლილმა ქართველობამ უბრძოლველად გადავეცით იმპერიას მართვის სადავეები და ღრმა ძილს მივეცით თავი. ასე თანდათანობით დაიკარგა აბსოლუტური მონარქიის ის ტრადიციები, რასაც საუკუნეების წინ ჩაუყარეს საფუძველი ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა ყოველ ეპოქაში იყვნენ ღირსეული მამულიშვილები, რომლებიც წინ აღუდგებოდნენ ყოველგვარ უსამართლობას.

ისტორიამ საინტერესო მოგონება შემოგვინახა, რომელიც იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელს უკავშირდება. 1888 წელს საქართველოს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. ქუთაისში იმპერატორი სადგურიდან პირდაპირ საკათედრო ტაძარს ესტუმრა და სრულიად მოულოდნელად ამ ტაძრის ამბიონი ქართულ-რუსული ურთიერთობისა და ღირსებისთვის ბრძოლის რინგად იქცა. თვითმხილველთა გადმოცემით, იმპერატორი ამბიონისკენ გაემართა, ღრმად დარწმუნებული, რომ ქართველი მღვდელმთავარი მის მიახლებას დიდ პატივად ჩათვლიდა. ჩამოვარდნილი სიჩუმე გაბრიელ ეპისკოპოსის საკურთხევლიდან ზარივით შემოკრულმა ხმამ გაჰკვეთა: "შესდექ, რუსთ ხელმწიფევ!.. ჩვენი ქვეყანა საქართველო უძვირფასესი მარგალიტია თქვენს გვირგვინში და თქვენგან სხვა გაფრთხილებასა და მოპყრობას ითხოვს და არა ისეთს, როგორც თქვენ ეპყრობით მას". მეფე დაემორჩილა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომელმაც მას ამბიონზე ფეხის შედგმა აუკრძალა.

ნათქვამია, მათ, ვინც გვირგვინის ბრჭყვიალებას მიელტვის, არ უწყიან მისი სიმძიმე და თავიანთ თავს აღარ ეკუთვნიანო. მართლაც, ადამიანისთვის დიდი გამოცდა და განსაცდელია დიდება და ძალაუფლება. არავინ უწყის, მას, ვისაც ამა სოფლის ძლიერად ბადებს უფალი, მისგან დასჯილია თუ ნაწყალობევი. ქართველებს, ღვთის მადლით, გვყავდნენ ისეთი მეფეები, რომლებიც წმინდანებად შერაცხა ეკლესიამ. ვისაც "გალობანი სინანულისანი" წაუკითხავს, დამერწმუნება, რომ მეფე თუ დიდი ადამიანია, შეიძლება სინანულის ცრემლებიც კი დაღვაროს იმის გამო, რომ მეფეა, რადგან მეტად მძიმეა ის უღელი, რომელსაც ქვეყანა თავის ხელმწიფეს ადგამს ქედზე.

წმინდანი თავის ჯვარს სხვაგვარი სიმსუბუქით ზიდავს, იგი არ მონაწილეობს თითქოს წუთისოფლის თამაშში და მხოლოდ რწმენითა და საკუთარი სინდისით მიიკვლევს გზას. ერთ-ერთი წმინდანის საფლავს ასეთი წარწერა ამშვენებდა: "ბევრი ეცადა წუთისოფელი, დავეჭირე და ვერ დამიჭირა".

არადა არც ისე იოლია, საცდური და სიამე დათმო... და ალბათ ეს არის სწორედ საწუთროს ხაფანგი, რომლითაც ის ღვთის შვილს ჩვეულებრივ მოკვდავად აქცევს. მეფეთა სახელი ისტორიის კუთვნილებაა, წმინდანისა - მარადისობის.

- მამა ვახტანგ, პირადად თქვენ რა აზრის ბრძანდებით მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით?

- რა იქნება მომავალში? მოხდება ბაგრატიონების შტოდან მეფის მირონცხება თუ სხვა გვარიდან გამოარჩევს ღმერთი თავის რჩეულს, დღეს ძნელია ამაზე ლაპარაკი.

თავისუფალი მეფე თავისუფალ ქვეყანაში იზრდება და ღვთის განგებით, თავისუფალ სახელმწიფოს ქმნის. რამდენად გაუძლებს თანამედროვე მეფე, დაესწროს საეკლესიო რიტუალებს, შეხვდეს მეცნიერებს, დაგეგმოს პოლიტიკური შეხვედრები, მოინახულოს ხალხი, რომ შეიტყოს, რა ხდება რეალურად ქვეყანაში, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ისევე, როგორც პატრიარქის ჯვარი, მეფის ჯვარიც ღვთის განგებულებით კატეგორიას მიეკუთვნება და სცილდება ჩვენი მსჯელობისა და დაგეგმვის საზღვრებს.

დავით აღმაშენებლის შემდეგ დაირღვა სამართლიანი ხელდასხმის პრინციპი, მისმა მემკვიდრეებმა არ შეასრულეს წმინდა დავითის მიერ დატოვებული ანდერძი და შედეგმაც არ დააყოვნა. იქნებ მონარქიის აღდგენასთან ერთად დავით მეფის შიომღვიმის ანდერძის შესრულებაზეც გვეფიქრა, რადგან სიტყვა, რომელიც მან დაგვიტოვა, დღემდე უპატიოდ რჩება. თუ ჩვენი ერი გაიხსენებს და გადააფასებს, თუ როგორ არ დაუდგა ხალხი ერეკლე II-ს გადამწყვეტი ბრძოლის დროს, ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ამის შემდეგ დაუშვას და რუსეთიდან დაგვიბრუნდეს სახელმწიფო სიმბოლოები... ამიტომ ბევრ საკითხზე გვმართებს სერიოზული დაფიქრება.

ვიტოვებ იმედს, ყოვლადსახიერი უფალი ერისგან აღამაღლებს რჩეულსა თვისსა, ღმერთმა ინებოს, აყვავებული და გაბრწყინებული საქართველოს მომავალი ისტორიული სამართლიანობით დაგვირგვინებულიყოს და საქართველოს თავის ღირსეულ მონარქსა და მის ღირსეულ ღვთის სათნო მემკვიდრეებთან ერთად ეზეიმოს. ამინ!

მინდა ჩემი სიტყვები პოეტ რუსლან მიქაბერიძის ლექსით დავასრულო:

"დღეს მე რომ ქრისტიანი ვარ, რომ არ მახურავს მე ფესა,
არადა აქეთ-იქიდან რამდენი გვირტყეს, გვყვლიფესა,
ვინც დღემდე შეგვაძლებინა ვაზი გვესხლა და გვეთესა,
წაგებ-მოგებულ ომებში გვზარდა და გვაუკეთესა,
ყველას ვადიდებ, თამადად დავუსვამ დავით მეფესა..."

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat